სიყვარულის მაძიებელი თავი 1
ზარი ტელეფონზე... -გისმენთ -ლიზ,სახლში მოსვლას არ აპირებ? დედა ნერვიულობ სულ დავავიწყდითო. -კარგი რა ნატ -რა კარგი რა! მართლა დაგვივიწყე, სულ აღარ გვკითხულობ. -დღეს მოსვლას ვერ შევძლებ -რა? რატომ? დედას ეწყინება -შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ. დედა დამალაპარაკე -დე, დღეს ვერ მოვალ და არ გეწყინოს რა. -რატო შვილო? ისე მომენატრე.. -მეც მომენატრე დე. შევეცდები ამ დღრებში შემოგიარო -კარგი შვილო,კარგი. -კარგად დე. -ჭკვიანად იყავი. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და მისაღებში გავედი,თან ყავის ორი ფინჯანი გავიტანე. 'აიღე'-გავუწოდე ყავა იატაკზე ფეხმორთხმით მჯდომ ბიჭს.მანაც გამომართვა და ისევ იატაკზე არეულად დაყრილ ფურცლებს მიუბრუნდა.'ლიზ შეგიძლია ერთი სურნელოვანი ჩხირი კიდევ აანთო?'-მითხრა ისე არც კი შემოუხედავს.უთქმელად დავდე ჭიქა ჟურნელების მაგიდაზე და მორიგი ჩხირის ანთება დავიწყე. მთელ ოთახში ნისლი ჩამოწოლილიყო. ნიკი პოეტია-ისევე როგორც მე. თუმცა ჩვენს პოეზიას მხოლოდ ერთმანეთს ვუზიარებთ. ლექსებს ძირითადად აგონიაში ყოფნის დროს ვწერთ. ახლაც სწორედ ეს ხდება.დივანზე დავჯექი და ფინჯანი ხელებს შუა მოვიქციე.ცოტა ხანი ასე ვიჯექი და ნიკას ვუყურებფი,შემდეგ მომბეზრდა და ჭერს ავხედე.ერთ წერტილს მივაშტერდი და ფიქრებში წავედი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, ნიკას მხიარულმა შეძახილმა გამომაფხიზლა.ყავა გაციებულიყო.'დავამთავრე'-მითხრა და გამიღიმა. 'როგორც იქნა'-ვთქვი და დივნიდან წამოვდექი. ფარდა გადავწიე და აივნის კარი ფართოდ გავაღე. 'დაღამებულა'-მითხრა ნიკმა გაოცრბულმა. გამეცინა.'ჩაის დალევ?'-მკითხა და სამზარეულოსკენ ისე წავიდა პასუხს არც კი დალოდებია. რა საჭირო იყო, ისედაც იცოდა. მე და ნიკა საკმაოდ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით. მე სამედიცინოში ვსწავლობ ის კი საავიაციოში. ერთად ვცხოვრობთ და ბინის ქირას ვიყოფთ. მოკლედ რომ ვთქვათ აწყობილი ცხოვრება გვაქვს. ცოტა ხანში ნიკა ორი ფინჯნით ხელში დაბრუნდა და აივნისკენ გამიძღვა. იქ ორი სკამი იდგა. ერთი ჩემთვის, ერთიც მისთვის.ჩამოვსხედით. 'დღეს ლურჯი მთვარეა'-მითხრა და მთვარეს ახედა.'მეცამეტე მთვარე არა?'-ვკითხე და გავხედე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.იმღამეს ბევრი ვისაუბრეთ,ვიცინეთ. ერთი ჩვეულებრივი საღამო გავატარეთ ერთად.მეორე დილაც ჩვეულებრივად დაიწყო. ჩემი საძინებლიდან გამოვედი და ყავა მოვიდუღე, დავლიე, შემდეგ გავემზადე და უნივერსიტეტში წასვლის წინ ნიკას მივუკაკუნე.'ნიკა გაიღვიძე'-ვთქვი და კარი ფრთხილად შევაღე.'ხომ არ დაგავიწყდა დღეს რომ წერა გაქვს?'-ვკითხე და თავზე დავადექი. 'კარგი რა'-ამოიჩურჩულა შეწუხებული ხმით და მეორე გვერდზე გადაბრუნდა.'ესეიგი ასე ხომ?'-ვუთხარი და მის საბანს ხელი მოვკიდე.წამის მეასედში საბანი იატაკზე ეგდო,ნიკა კი საწოლში მოკუნტული იწვა. უეცარი სიცივისგან ტანზე ხორკლებს დაეყარა თუმცა თვალს მაინც არ ახელდა.ახლა ფანჯრისკენ წავედი და ფარდა გადავხსენი.შემდეგ ნიკას მივუტრიალდი და ვუთხარი-' მე გავდივარ. ლექციების მერე ჩემებთან უნდა ავიდე და იქ დავრჩები. ასე რომ, აბა ხვალამდე'.შუბლზე ვაკოცე და სახლიდან გავედი. მთელი დღის განმავლობაში ნიკასთან არ დამირეკავ, არც მას დაურეკავს და ეს მაკვირვებდა. საღამოს ოჯახთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი როცა საინფორმაციო დაიწყო.გული შემეკუმშა როცა ჟურნალისტის განცხადება მოვისმინე." დღეს 4საათისთვის 23წლის სტუდენტი ნიკოლოზ ტაბიძე თავისი ავტომანქანით მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ავტომანქანა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს,თუმცა მძღოლის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება". ყურები დამიგუბდა და საშინელი წივილით გამევსო, ვგრძნობდი რომ სახე მისველდებოდა და რაღაცის სათქმელად პირს ვაღებდი თუმცა უშედეგოდ.დედა გვედზე მომიჯდა და ჩემი დამშვიდება სცადა,თავზე ხელს მისვამდა და გულში მიკრავდა.მე კი ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს გარდა დაგუბებული ყურების წუილისა. ნიკას სხეული ვერ იპოვეს. ეს ცოტაოდენ იმედს მაინც ტოვებდა ჩემში,რომ ის შეიძლება გადარჩენილიყო. თუმცა მისი ოჯახი ამ ყველაფერს მარტივად შეეგუა.შაბათს დასაფლავება იყო. არ მესმის დედამ ცარიელი კუბო როგორ უნდა ჩამარხო მიწაში და მას საკუთარი შვილის საფლავი უწოდო, როგორ შეიძლება იმედი გადაიწურო მაშინ როცა ის ჯერ კიდევ არსებობს სხვის გულში. მეგონა დედებს შვილები ყვალზე მეტად უყვარდათ მაგრამ აღმოვაჩინე რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა. ზოგჯერ ხალხი კანონზომიერებებს არღვევს. თურმე ასეც ხდება. დასაფლავებაზე ყველა ტიროდა, რაღათქმაუნდა ფარისევლურად. ეს გარემო ორმაგ ტკივილს მაყენებდა და უკვე საკუთარ სხეულშიც კი უხერხულად ვგრძნობდი თავს. ნიკას საფლავის წინ მდგომმა ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მომიდგა.გავხედე. ნიკას მივამსგავსე. 'მისი ძმა ხარ?'- ვკითხე და მისი სახის ნაკვთების უკეთ დათვალიერება დავიწყე.'დიმიტრი'- ხელი გამომიწოდა. ჯერ გაკვირვებულმა დავხედე მის ხელს შემდეგ კი ხელი ჩამოვართვი.'ელიზაბედი,მეგობრებისთვის ლიზა'- ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.'ახლოს იყავით?'- მკითხა და თავით საფლავზე მანიშნა. ბრაზი მომერია თუმცა თავის დამორჩილება შევძელი. ირონიულად გავიღიმე და თავი დავხარე, შემდეგ ისევ დიმიტრია გავხედე და 'საკუთარ ძმას არ იცნობდი'-თქო ვუთხარი. 'რას ვიზავთ, ოჯახს მეგობრები ერჩივნა'-ო მითხრა და გაიცინა.შევამჩნიე სინანულის სიცილი რომ იყო მაგრამ გული მაინც ვერ მომილბო. მძულდა დიმიტრი იმის გამო რომ ძმის სიკვდილს ასე უბრალოდ შეეგუა და იმიტომ რომ არც სიცოცხლეში იყო მის გვერდით. არადა რა სიმპატიურია- გავიფიქრე და ახლა საკუთარი თავი შემძულდა. ახალმა გარემოებამ ჩემში ემოციების სწრაფი ცვალებადობა გამოიწვია . 'მას მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა'- ვუთხარი და სასაფლაოდან წამოვედი. იმ ღამეს ჩემს ოჯახთან დავრჩი. თუმცა არა იმიტომ რომ მათი თანადგომა მჭირდებოდა, უბრალოდ ჩემი და ნიკას საზლში ნიკას ოჯახი რჩებოდნენ, მასთან სიახლოვისთვის. ესეც ბედის ირონია... შვილთან სიახლოვე მხოლოდ მისი დაკარგვის შემდეგ გაახსენდათ. ჩემებთან მისულს ყურადღება არავისთვის მიმიქცევია ისე შევედი საძინებელში და საწოლზე გავწექი, თავი ბალიშში ჩავრგე და ვიყვირე. ემოციებისგან გადატვირთუს მალე ჩამეძინა. .................... ეს ჩემი პირველი ცდაა გავუზიარო საკუთარი ნააზრევი საზოგადოებას. იმედია მოგეწონათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.