შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ფორსაჟი (ნაწილი IV)


31-10-2016, 21:01
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 3 063

რბოლის დღეს კესოსთვის დილა ნერვიულად დაიწყო. ჯერ ლოგინიდან გადმოვარდა. ოთახში შევარდნილ პაატას უთხრა, რომ ადგომისას მოუვიდა მარცხი, სინამდვილეში კი სიზმარში გიორგი ნახა. ზუსტად ის ტყავის შარვალი ეცვა, რომელიც ოდესღაც თავად აჩუქა დასაცინად, უფროსმა კი კარგი გამოყენება მოუძებნა და ისეთი სტრიპტიზი უცეკვა, გოგონას დღემდე თავისი ემართებოდა გახსენებისას. მერე ჩაი გადაისხა და ბოლოს საყვარელი მაისური გახია. ბოლო-ბოლო პაატას ყელში ამოუვიდა მისი ჩუმი ნერვიულობა და ძალით დასვა დივანზე, ჩაურთო ტელევიზორი და მკაცრად გააფრთხილა, რომ არ ამდგარიყო უახლოესი 2-3 საათი. კესო მაშინვე დათანხმდა, რადგან მასაც აღიზიანებდა საკუთარი ნერვიულობა. დისტანციონს სტაცა ხელი და დაიწყო არხების გადართვა. რატომღაც გაჩერდა იაფფასიან თურქულ სერიალზე, სადაც გოგო და ბიჭი იდგნენ ხიდზე და წყალს ჩაჰყურებდნენ. ამ სცენამ გაახსენა უკვე განვლილი წუთები.

ბათუმი, 2004 წელი, ხიდი

-კესო?- ჩურჩულით წარმოთქმული მისი სახელი.
-რა მოხდა, გიო?- ასევე ჩურჩულით გაცემული პასუხი.
-მიყვარხარ!
-რა?

...

-დილა მშვიდობის, გიო,- საბა, როგორც ყოველთვის, უკვე ფეხზე იყო და საუზმეს ამზადებდა ყველასთვის.
-ჰოლა,- გაუღიმა გიომ.
-ყავას დალევ?- ჰკითხა ისე, რომ გაზქურას არ მოშორებია.
-კი,- ისეთი ხმით უთხრა, უმცროსს გაეცინა,- შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა.
-მოკვდებოდი ან შიმშილით, ან მზა საჭმელების ჭამით,- გაეცინა საბას და გაზი გამორთო. არომატით მიხვდა გიო, რომ დილის მენიუ კვერცხი მოთუშული ბოსტნეულით იყო. მისი საყვარელი...
-არ ვუარვყოფ,- თქვა და მუცელიც მაშინვე დაეთანხმა. ამაზე ორივეს გაეცინა.
გიოს კი გული შეეკუმშა მოგონებებისგან.

...

კესო დილას ყოველთვის ძალიან სასაცილო იყო. გაბურძგნული თმები, გრძელი მაისური და უცვლელად გაზქურასთან.
-დღეს რას ვჭამთ?- ჰკითხა გიომ, რომელიც წინა ღამეს მათთან დარჩა.
მოზარდი იზიდავდა და ეს აშინებდა, ამიტომ ცდილობდა არ ეცქირა მისი სწორი, ფითქინა ფეხებისთვის, არ გაემახვილებინა ყურადღება თხელ თითებზე... მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძნელი იყო.
-ომლეტი მოთუშული ბოსტნეულით,- უპასუხა გოგონამ და იკადრა ბიჭისკენ შებრუნება. სჯობდა ეს არ გაეკეთებინა. სპორტულ შარვალში, მაისურის გარეშე... ეს მეტისმეტი იყო მოზარდისთვის, რომლის ემოციებს ჯერ კიდევ ჰორმონები აკონტრილებდნენ.
უეცრად სახლის ტელეფონის ზარი გაისმა და ორივე შეკრთა. კესომ გაზქურა გამორთო და უპასუხა. რამდენიმე წამში ერთიანად გაფითრდა, მერე კი იატაკზე ჩაჯდა. გიო მაშინვე მასთან გაჩნდა და გამოართვა ყურმილი, რომელშიც გაბმული ზუმერი ისმოდა.
-რა მოხდა, კესო?- ჰკითხა გიომ.
-მამა... მანქანამ გაიტანა სამსახურის წინ. მორგში უნდა მივიდე ამოცნობაზე,- თითქოს სხვისი ხმით უპასუხა უმცროსმა.
გიომ მაშინვე გულში ჩაიკრა.
-მე შენთან ვარ, პატარა. არაფრის შეგეშინდეს,- უთხრა და თავზე აკოცა. არადა ზუსტად იცოდა ვისი ნამოქმედარიც იყო.
-მე ხომ არასრულწლოვანი ვარ... ბავშვთა სახლში გამიშვებენ?- ხმა აუკანკალდა გოგონას.
-არა, რა თქმა უნდა! მამა გახდება შენი ზედამხედველი...
-გი... გიო,- გოგონა პატარა ბავშვივით ატირდა.

...

ჰაერში ბენზინისა და გაზის სუნი იდგა. მცხეთის შესასვლელთან მანქანების მცირე არმია იდგა. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა მარკისა და სხვადასხვა ხელოსნის ხელით გაუმჯობესებული. ყველას თავისი ტუზი ჰქონდა დამალული და არავინ ჩქრობდა კარტის გახსნას.
როგორც კი კესო და მისი გუნდის წევრები გამოჩნდნენ, შეკრებილთ ჩურჩულის ტალღამ გადაუარა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მათ ელოდნენ, მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით იყო. არავის უყვარს მოწინააღმდეგე, მით უმეტეს მასზე ძლიერი მოწინააღმდეგე. ის, რომ კესო ბევრ შეკრებილზე ძლიერი იყო, ამაში ეჭვი არავის შეპარვია მისი პირველი რბოლის მერე.
გოგონა სულმოუთქმელად ელის სტარტს. რბოლა 300 კმ/სთ-ით და მხოლოდ ტრასა შენს წინ, მეტი არაფერი. ეს არის მისი დამამშვიდებელიცა და აღმგზნებიც.
კესო თავს სწევს სწორედ მაშინ, როდესაც გიო მზერას მასზე აჩერებს. ბიჭს ერთადერთი სურვილი აქვს, წაშალოს ოდესღაც ყველაზე საყვარელი სახიდან დამცინავი ღიმილი. უეცრად ვიღაც ყელზე ეკიდება და ტუჩებში კოცნის, ბიჭს კი უნდა ხმამაღლა შეიგინოს და მოიშოროს ტვირთი ყელიდან, მაგრამ ამის ნაცვლად წელზე ხელს ხვევს და კოცნაზე პასუხობს.
კესო იცინის, როდესაც ხედავს ბიჭის სიბრაზეს, მერე კი თითქოს მარმარილოთი ნათალი თითით აჩვენებს ჯერ ბიჭზე, მერე საკუთარ თავზე, ბოლოს კი უჩინარ ხაზს ავლებს კისერთან. გიორგი კი დარწმუნებულია, რომ თუკი მოკვდება, ჯოჯოხეთში მისი პირადი მწვალებელი იქნება კესო - ოდესღაც ხალისიანი და მუდამ მომღიმარი გოგონა, რომელიც ნამდვილ მონსტრად იქცა.
დიდი სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, როდესაც ნიკა მივიდა ფინიშთან პირველი და ხელი დაარტყა პაატას. აღგზნებული მაყურებელი ხმაურობს და ელის მეორე ტურის გამარჯვებულის ხილვას. გიორგი დგას თავის მანქანასთან და უყურებს რბოლის ყველაზე  პატარა მაყურებელს, დაახლოებით 14-15 წლის მოზარდს, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ეკვრის. სავარაუდოდ დაა, რომელმაც ვერავის დაუტოვა უმცროსი ძმა და ასეთ სახიფათო ადგილას მოიყვანა. პატარა თავს აშკარად უხერხულად გრძნობს, გოგო კი ამას ვერც კი ამჩნევს. გიორგის კი ახსენდება კიდევ ერთი ასეთივე პატარა ბიჭი, რომელიც მამის უყურადღებობის გამო ძალიან დაბნეული და შეშინებული იყო.

...

-ის ხომ თქვენი შვილია, ბატონო გოგი,- გიოს ხმაში გაოცებასთან ერთად ზიზღიც ისმოდა.
-ზუსტად ამიტომ უნდა იცოდეს თავის დაცვა...
-რატომ მაინცდამაინც მე?
-შენ ავთო შეცვალე, რაღაცაში ხომ უნდა გამოგვადგე,- უყურებდა გიორგი მოზარდს, რომელსაც ჯერ ხმაც კი არ ჰონდა ჩამოყალიბებული და ხვდებოდა, რომ ოდესმე გოგი ალავიძეს საკუთარი ხელით გამოასალმებდა  სიცოცხლეს.
-გამარჯობა,- მოზარდი მიესალმა და გაუწოდა თავისი თხელი ხელი. ბიჭმა ჩამოართვა და მზერა აარიდა.
-ხვალიდან დავიწყებთ,- უთხრა ცივად და მოშორდა.

...

გამთენიისას უკვე ყველა დაძაბული იყო. ყველას აინტერესებდა თუ ვინ შეძლებდა გამარჯვებას. ბოლო წრის მონაწილეები კი სულ უფრო და უფრო  ნერვიულობდნენ. პირველი ადგილისათვის ბრძოლა მხოლოდ ორი ადამიანისათვის გასცდა რბოლის მოგების წყურვილს. ეს იყო ბრძოლა საკუთარი სიამაყისთვის და უპირატესობის დასამტკიცებლად.
კესოს ძალიან უნდა წარმატებები უსურვოს მოწინააღმდეგეს, ამიტომაც ახლოს მიდის მასთან და მთელი ძალით ექჩება ხელზე და როდესაც მათი სახეები ერთმანეთს უთანაბრდება, ყურში ჩასჩურჩულებს:
-გახსოვს როგორ მიმატოვე? დამლეწე როგორც სათამშო და მიმაგდე,- გოგონას ხმაში ზიზღი გამოსჭვივის,- ჰაერი გადამიკეტე და ფიქრობდი რომ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას?- ამ სიტყვებისგან გიოს გული ეკუმშება. ახსოვს... რა თქმა უნდა ახსოვს,- გახსოვს როგორი ვიყავი მაშინ? უკვე 10 წელი გავიდა,- გოგონას ხმა ალბათ ჯოჯოხეთსაც კი გაყინავდა,-  ახლა ხედავ შედეგს... კმაყოფილი ხარ?
-ერთი წუთი დარჩა,- გაისმა საბას ხმა. კესო კი ოდნავ მოშორდა გიორგის.
-წარმატებებს გისურვებ, მასწავლებელო!- მსუბუქი კოცნა ტუჩებში ყველას გაოცებას იწვევს,- არ გამაწბილო!- უთხრა და მხარზე დაჰკრა ხელი. გოგონა აბსოლუტურად ბედნიერია. ადრენალინი სისხლთან ერთად უჩქეფს ვენებში.
მეორე წრე სოსომ მოიგო, რადგან პაატას საჭე გაექცა ბოლო მოსახვევთან. როგორც კი სოსომ ხელი დაჰკრა, გიორგი მაშინვე მოსწყდა ადგილს. კესომ სულ რამდენიმე წამი დააყოვნა.
უკვე გათენდა, პიკის საათია და ქალაქის ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელია. კესო წყევლის ზოზინა მონაწილეებს იმის გამო, რომ ამ დრომდე გაწელეს რბოლა. მარშრუტი მარტივია, მცხეთის შესასვლელიდან ლილოს ერთ-ერთ კონკრეტულ მაღაზიამდე და უკან. გიორგი ჯერ კიდევ იუსტიციის სახლთან დაკარგა. რადგან იცოდა, რომ ავლაბრის მეტროსთან სულ საცობები იყო, არჩია ორთაჭალით წასულიყო. გიორგი კი ვა-ბანკზე წავიდა და ავლაბრისკენ აუხვია.
გზაში მაინც დიდი დრო დაკარგა, თუმც ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ გიორგიმ სულ რამდენიმე წამით აჯობა. ეს მაინც დამთრგუნველი იყო. მისი კარგი ხასიათი ჯერ კიდევ დიდ დიღომში აორთქლდა სადღაც.
ორივემ აიღეს საკუთარი ნიშნები და მაშინვე ჩასხდნენ მანქანებში, თუმცა ამჯერად უპირატესობა სტარტზე კესოს ჰქონდა, რადგან გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდა. გიორგიმ მოუთმენლად "დაუსიგნალა", რამაც გოგონა ძალიან გაახალისა და დაუბრუნა კარგი განწყობა. ენა გამოუყო და ადგილს მოსწყდა.
-აუტანელი,- გაეცინა გიოს და გოგონას მიჰყვა.
კახეთის გზატკეცილზე გზა შედარებით თავისუფალი იყო. გოგონა მარტივად ლავირებდა  მანქანებს შორის და ღიმილით ადევნებდა თვალს სპიდომეტრს. 2.3.0. ამცნობდა ფერადი ციფერბლატი. უეცრად გვერდში ნაცნობი მანქანა ამოუდგა. კესომ გულიანად შეიგინა და იმავე წამს სირენების ხმა გაისმა.
-ჯანდაბა... ჯანდაბა...- დაარტყა ხელი საჭეს. დამპალმა პოლიციელებმა მაინც გაიგეს მათი თამაშების შესახებ და აეკიდნენ მრბოლელებს. სარგებლობდნენ გადატვირთული მოძრაობით, თორემ სხვა მხრივ შანსი არ ჰქონდათ სტრიტ-რეისერების წინააღმდეგ.
სამგორის მეტროსთან გასულმა მაშინვე გეზი იცვალა, ხიდის ქვეშ გაძვრა და უკან გაბრუნდა. ქალაქში გასვლა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. გიო მიუხვდა ჩანაფიქრის და სცადა შეეცვალა კურსი, მაგრამ ლამის წინ მიმავალ ჯიპს შეასკდა. მხოლოდ გამოცდილებამ იხსნა უეჭველი სიკვდილისაგან.
დაკარგული კილომეტრები რამდენიმე წამში აღიდგინა. როგორც იფიქრა, კესო მეურნეობისკენ წავიდა.
ნერვიულობის ნიადაგზე გოგონას პირველად აერია მუხრუჭი და გაზი ერთმანეთში, ხოლო როდესაც მანქანა გაჩერდა, გიორგიმ მაშინვე მის გვერდით დაამუხრუჭა. ფანჯარა ჩამოწია და რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც ტყვიის წუილის ხმა გაიგო. იმავე წამს გოგონას მანქანას წინა ფანჯარა დაიბზარა, მეორე გასროლით კი - ერთიანად ჩაიფშვნა.
-კესო!- იყვირა ბიჭმა, პოლიციელები კი უკვე მათკენ მიიწევდნენ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო საინტერესოა,იმედია აღარ დააგვიანებ დადებას
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

ახლა გადავიკითხე და მივხვდი, რომ დროებს ძალიან ვურევ T.T შემდეგ თავში ვეცდები გამოვასწორო ეს ნაკლი •.•
--------------------
Nico nico nii

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

Iიმდენი ხანია აღარ დამონახავს ეს ისტორია მეგონა აღაც აპირებდი გაგრძელებას. როგორც ყოველთვის ისეთ ადგილზე გაქვს შეწყვეტილი მომავალ თავაჭის წაკითხვამდე რა გაძლებს არ ვიცი :p აღარ გვალპდინოო, ძალიან სადიამოვნო წასაკითხია ;)

 


№4 სტუმარი 66756yfgh

heart_eyes [s][/s][u][/u][right][/right][hide][/hide]

imp [right][/right][center][/center][left][/left][s][/s][u][/u][i][/i][b][/b]

ყყჰუჯჰჯი
[/i][i][right][/right][center][/center][left][/left][s][/s]

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესოისტორიაა , განვითარებაც კარგია, მაგრამ არ მომწონს არა პუნქტუალური რომ ხარ.ასე რომ გაითვალისწინე მკითხველების თხოვნა და არ დააგვიანო .შემდეგი თავი უფრო დიდი დადე ნუ .

 


№6  offline აქტიური მკითხველი select

აუუ რა კაი იყოო ისე ძააან დიდხანს გვალოდინე ვიფიქრე აღარ აპირებს დადებას თქო მაგარი თავია და სად გაწყვიტეე მალე დადე რაა აღარ დააგვიანო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent