შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ფორსაჟი (ნაწილი II)


14-10-2016, 14:01
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 3 696

-კესო,- ფეხები დააბაკუნა გოგონას პირადმა მექანიკოსმა,- თავს აკვლევინებდი ვიღაცას?- ბიჭს სიბრაზე ახრჩობდა. უკანა ბამპერი გადასაგდები იყო, კორპუსს ეტყობოდა, რომ ვიღაც მანქანის გზიდან მოშორებას ცდილობდა, ხოლო საბურავების და ხუნდების მდგომარეობა კარგად აჩვენებდა თუ რით იყო მანქანის პატრონი წინა ღამით დაკავებული.
-კარგი რა პაატა, შენი აზრით აქ აღმოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც შეძლებს გზიდან ჩემს გადაგდებას?- დამცინავად გაწელა ფრაზა გოგონამ და ყავა მოსვა,- თფუი, რატომ ეძახიან ამ საძაგლობას ენერჯაიზერს?- დამანჭა ლამაზი სახე გოგონამ.
-არაფრის, მიხარია რომ მოგეწონა,- უთხრა მასპინძელმა და ენა გამოუყო.
პაატა დვალი კესომ გერმანიაში გაიცნო 5 წლის წინ. ერთერთი რბოლისას ბიჭს ვიღაც მთვრალი არაბი გადაეკიდა, რომელსაც, როგორც მერე გოგონამ გაარკვია, ბიჭი თავისი ჰარემისთვის უნდოდა.
-შენ რელიგია გიკრძალავს დალევას, როგორც ვიცი,- უყვირა გოგონამ და მარცხენათი გათიშა.
თავიდან მან უბრალოდ ვერხვის ფოთოლივით აცახცახებული ბიჭი დაიცვა, მხოლოდ მერე გაიგო, რომ ის ქართველი იყო. ამის მერე ერთმანეთს არც ერთი დღით არ დაშორებიან ერთმანეთს. იმ დღის მერე ერთად ცხოვრობდნენ, იყოფდნენ უკანასკნელ ლუკმას და გვერდით ედგნენ ერთმანეთს ყველა გასაჭირში თუ ლხინში.
გოგონა ისე გაიტაცა მოგონებებმა, რომ არც კი გაუგია როგორ ეძახდა უმცროსი.
-კესარია,- დაუძახა პაატამ და გოგონამ იგრძნო გული როგორ შეეკუმშა. ასე მას გიორგი ეძახდა როდესაც... როდესაც...

...
-არ მშია, გიოგიო,- ჭირვეულობდა 17 წლის მოზარდი, რომელსაც თავი რატომღაც მსუქანი ეგონა.
-მე არ ვიცი ვინ მოგწონს, მაგრამ თუ გითხრა რომ მსუქანი ხარ, ნამდვილი ბრმა ყოფილა,- ბიჭმა ხელები დაუჭირა ცალი ხელით, მეორეთი კი ცდილობდა პირში ხორცის ნაჭერი ჩაებუშტა.
-არავინ არ მომწონს,- აარიდა სახე გოგონამ,- და მსუქანი რომ ვარ, ამას სარკეშიც ვხედავ,- თვალები დაენამა გოგონას.
გიორგიმ არ იცოდა რა ხერხისთვის მიემართა, რათა გოგონა დაერწმუნებინა, რომ ის ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებულია... უბრალოდ ჯერ კიდევ ბავშვურად ჩამრგვალებული ლოყები აქვს და ეს ნამდვილად არ აქცევს მსუქნად...
-შენ... შენ მოგეწონებოდი?- ჰკითხა უნდობლად კესომ. ბიჭი გაშრა, მერე კი გაუღიმა.
-მე უკვე მომწონხარ, ყოველთვის მომწონდი და მომეწონები სულ რომ 100 კილო იყო,- უთხრა ბიჭმა,- შენ ხომ ჩემი პატარა დაიკო ხარ,- დაამატა რატომღაც ხმადაბლა.
კესომ კი წვივში ფეხი ჩაარტყა  და როგორც კი ბიჭმა ხელი გაუშვა, დრო იხელთა და გაექცა.
-კესარია,- უყვირა გაბრაზებულმა ბიჭმა და უკან გაეკიდა.

...

-გიორგი, რა გჭირს, ბოლო ორი დღეა შენს თავს არ ჰგავხარ,- ჰკითხა სოსომ და ლუდის ბოთლი გამოიღო მაცივრიდან.
-არაფერი არ მჭირს,- აიქნია ბიჭმა ხელი და თავადაც გამოიტანა ლუდი.
-დაბნეული ხარ და თითქოს სხვაგან დაფრინავ.
-მოეშვი, სოსო,- სამზარეულოში საბა შევიდა,- ახალგარდობის ცოდვებმა უწიეს,- გაეცინა ბიჭს,- ბექაური, ეკლესიაში წადი, სანთელი დაანთე... იქნებ ზეცამ შეგიცოდოს და კესოს სამუდამოდ დაავიწყდე.
-წადი,- გაეცინა გიორგის, მაგრამ გული მოეწურა. არა, კესოსი არ ეშინოდა, უბრალოდ იცოდა, რომ მის გვერდით თავს ვერ გააკონტროლებდა.
-ვინმემ გააღვიძეთ დევდარიანი, თორემ მოკვდება ამდენი ძილით,- თქვა სოსომ და გულიანად გადაიხარხარა. გიორგი ისევ შეკრთა...

...

-კესო, ადექი, თორემ ცივ წყალს გადაგასხამ,- უკვე 20 წუთია ბიჭი ამაოდ ცდილობს სტუდენტის გაღვიძებას, ამიტომ ერთადერთ ხერხს მიმართავს, რომელიც იცის, რომ უტყუარია. ნაზად ეხება შიშველ მხრებს თითის გულებით და მკლავზე აგრძელებს გზას. ესმის როგორ უხშირდება კესოს სუნთქვა და ეღიმება. იხრება და კოცნით განაგრძობს რამდენიმე წამის წინ თითების განვლილ გზას.
-არ გინდა, გიო,- მაგრამ ბიჭი თხელ მატერიას ნელ-ნელა ხდის, მაგრამ წელზე ჩერდება. მერე კი იხრება და ხერხემალს კოცნით ჩაჰყვება.
-მაპატიე, პატარა...

...
-კესო, კესო,- სამზარეულოში შეირბინა აღელვებულმა პაატამ.
-აქ ვარ, არსად წავსულვარ. რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს?- ჩაიცინა გოგონამ.
-კესო მომავალ კვირას რბოლაა. საუკეთესოები იქნებიან, მაგრამ...
-რა მაგრამ?- რბოლის ხსენებაზე კესოს თვალები აუციმციმდა.
-გუნდური რბოლაა. თითოეულ გუნდში უნდა იყოს 3 ადამიანი. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის ბოლო მრბოლელიც პირველად გადაკვეთს ფინიშის ხაზს.
ყოველი რბოლა გოგონასთვის გამოწვევა იყო, მაგრამ გუნდური? თუკი საკუთარ თავს ენდობა და იცის რა რისკებზეა წასვლელი, შეძლებს კი ასევე ენდოს სხვას? ან მოსთხოვოს მსგავს რისკებზე წასვლა?
-ვინ? ვინ იქნება მესამე?- იკითხა ცოტა დაბნეულმა.
-ჩემი მასწავლებელი,- ამაყად შეხედა ბიჭმა. მისი მასწავლებლის შესახებ კესომ ბევრი იცოდა, რადგან ძალიან ამაყობდა პაატა მისით და ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა მათ გაკვეთილებს.
-თანახმაა?- დაინტერესდა კესო.
-თავისთავად,- პაატა თითქოს შინაგანად ანათებდა. შეეძლო ერთად ემუშავა თავის საამაყო მასწავლებელთან და მის უფროს დასთან, კესოსთან ერთად. მეტი ბედნიერებისათვის ბიჭს არც უნდოდა.
-როდის გაგვაცნობ ერთმანეთს?- ჰკითხა გოგონამ.
-დღეს, საღამოს 8 საათზე არაფერი დაგეგმო,- უთხრა ბიჭმა და დაიწყო ჭურჭლის რეცხვა.
-რა მანქანა ჰყავს?- ჰკითხა გოგონამ.
-მაზდა RX-8,- უპასუხა ბიჭმა ისე, რომ არც კი შეუხედავს კესოსთვის, რომელმაც ტუჩი მოიკვნიტა ძლიერად ისე, რომ არ ატირებულიყო.

...

-გიო, ვერაფრით ვერ დავჯდები. არ შემიძლია...
-კესარია, ახლავე მანქანაში ჩაჯდები, სკამს და სარკეს გაასწორებ, მანქანას დაქოქავ და ყველაფერს გააკეთებ ისე, როგორც ვისწავლეთ.
-გიო...- ამოიკვნესა გოგონამ,- გთხოვ.
-ახლავე,- დაუბრიალა ბიჭმა თვალები.
კესო მანქანაში ჩაჯდა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ასწავლეს. შექებისგან გათამამებულმა, მეორედ 60-მდე ასწია სიჩქარე. ხოლო მესამედ საკუთარ თავზე ზედმეტი აიღო და გიორგის სიტყვებით გათამამებულმა 100-მდე ასწია, თუმცა გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა. საბედნიეროდ მხოლოდ გოგონას ხელის მოტეხვით და გიოს მამის გამოტანილი განაჩენით გადარჩნენ.
ავარიიდან 2 თვის განმავლობაში გიო გაორმაგებული ყურადღებით ეპყრობოდა კესოს. საკუთარ თავს ადანაშაულებდა ყველაფერში და უსრულებდა ყველაზე არაადეკვატურ თხოვნებსაც კი. ამიტომ, როდესაც გოგონამ სთხოვა გიფსის მოხსნის წინა ღამეს მცხეთაში წაყვანა, ბიჭმა უსიტყვოდ ჩაიცვა და აიყვანა უმცროსი ჯვარზე.
-რა სილამაზეა, გიო,- აღფრთოვანებას ვერ მალავდა კესო.
-მართლა ლამაზია,- უემოციოდ დაეთანხმა ბიჭი. შეუძლებელი იყო ყურადღება მიექცია რაიმეს სილამაზეზე, როდესაც გვერდით კესარია ჰყავდა. გოგონა შინაგანად ანათებდა და ძნელი იყო მასზე თვალის მოწყვეტა.
-მადლობა, გიოგიო,- მორცხვად გაიღიმა კესომ, მერე კი მისკენ მიიწია. გოგონა თითის ცერებზე აიწია და ლოყაზე კოცნა დააპირა, მაგრამ ბედის ირონიით გიორგიმ ზუსტად მაშინ მოაბრუნა თავი და მათი ბაგეები ერთმანეთს შეეხო.

...
-გიო, გუნდურ რბოლაზე გაიგე?- შევიდა სამზარეულოში ახლად გაღვიძებული დავით დევდარიანი.
-რა რბოლაა?- დაინტერესდა მომენტალურად ბიჭი.
-3 კაციანი გუნდი, იგებს ის, ვისი მესამე მოთამაშეც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს.
-საინტერესოა,- ჩაეცინა ბიჭს,- მე მინდა, თქვენ?
-ვერ ვიტან იდიოტურ შეკითხვებს,- სოსომ დემონსტრაციულად აარიდა მზერა გიოს,- რა თქმა უნდა, მინდა.
-მეც,- აიჩეჩა მხრები დათომ,- თან მე პირველი ვარ "ზაეზდში".
-მე მეორე,- სანამ ვინმე გაიაზრებდა რაიმეს, წამოიყვირა სოსომ.
-ანუ... მე მესამე ვარ,- ჩაუკრა თვალი გიომ. ზუსტად ის პოზიცია, რაც მას უნდოდა. თუკი რომელიმეს რაიმე შეეშლებოდა, შანსი იყო, რომ თავად გამოესწორებინა.
უეცრად ღია ფანჯრიდან გრილმა სიომ დაუბერა და გიომ სიამოვნებისაგან თვალები დახუჭა. მერე კი თითქოს ცხადში დაინახა წარსულის სურათი:

"-როგორი საყვარელი ხარ,- ესმის მისი პირადი სამყაროს ხმა ზურგს უკან და იღიმის. მერე კი გრძნობს მუდამ ცივი ხელების შეხებას მუცელზე და ჟრუანტელი უვლის. სველი ბაგეები ეხებიან ზურგზე და ბიჭი სიმძიმეს გრძნობს მუცლის ქვემოთ,- ახლა კი წავიდეთ და ჩემთვის ჯინსები ვიყიდოთ, თორემ ძველი სულ დაიხა."

გიო შეკრთა. სიბრაზისაგან კბილები გაახრჭიალა. უკვე 10 წელი გავიდა. რა უნდათ ამ მოგონებებს... რატომ არ ასვენებენ? რატომ მოძვრებიან მოგონებების სიღრმეებიდან ქვეწარმავალებივით?

...
ზუსტად 8 საათზე კესო რესტორნის წინ იდგა. ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა. მაშინვე შეამჩნია პაატა, რომელიც აქტიურად ჟესტიკულირებდა. მისი მასწავლებელი ზურგით იჯდა და შესაბამისად გოგონა ვერ ხედავდა თუ ვინ იყო.
-მაგიდა დაჯავშნილი გქონდათ?- ჰკითხა ოფიციანტმა.
-უკვე ვხედავ ჩემს პარტნიორებს,- გაუღიმა გოგონამ და გეზი აიღო მათი მაგიდისაკენ.
-კესო,- დაინახა უმცროსმა და ხელი დაუქნია, მისი მასწავლებელი კი მიბრუნდა. სულ ერთი წამით შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს და კესო მაშინვე მიხვდა, თუ რატომ იყო პაატა ასეთი აღფრთოვანებული თავისი მასწავლებლით. სანდომიანი სახე ჰქონდა და ამავე დროს გამოხედვაშიც კი ეტყობოდა, რომ იყო ნამდვილი ლიდერი.
დაახლოებით 30-32 წლის, კარგად ნავარჯიშები, მოვლილი და სიმპათიური. ზუსტად ასეთებს ეძახიან ცუდ ბიჭებს, რადგან სიმპათიურია, ეს იცის და ხაზს უსვამს. თან იცის, რომ ვერავინ ეტყვის უარს და ამით ამაყობს, თან რაღაც დონეზე სარგებლობს კიდეც.
დაახლოებით 30-32 წლის, კარგად ნავარჯიშები, მოვლილი და სიმპათიური. ზუსტად ასეთებს ეძახიან ცუდ ბიჭებს, რადგან სიმპათიურია, ეს იცის და ხაზს უსვამს. თან იცის, რომ ვერავინ ეტყვის უარს და ამით ამაყობს, თან რაღაც დონეზე სარგებლობს კიდეც.
-კესო, გაიცანი, ეს ნიკა რამიშვილია, ჩემი მასწავლებელი. ნიკუშ, ეს კესოა, ჩემი უფროსი და და ყველაზე ახლო მეგობარი.
-სასიამოვნოა,- წამოდგა ნიკა ფეხზე,- ბევრი მსმენია თქვენს შესახებ.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა,- რატომღაც გაწითლდა გოგონა,- მეც ანალოგიურად.
ნიკამ სკამი გამოუწია და კესოც დაჯდა. უხერხულობის დასაფარად მენიუ აიღო. როგორც კი ოფიციანტმა შეკვეთა მიიღო, ნიკა მიუბრუნდა კესოს:
-მე ბორბლებზე ვარ უკვე 17 წელია, აქედან რბოლებში ვმონაწილეობ 14. გუნდურში ვიყავი სულ 23-ჯერ და არც ერთხელ არ წამიგია. მყავს მაზდა RX-8 და ვარ ყოველთვის პირველი.
-რბოლებში ვმონაწილეობ 9 წელია, არ მაქვს არც ერთი წაგება,- ბიჭს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,- ჩემი პირველი გუნდურია. მე ბოლო წავალ.
-შთამბეჭდავია,- არ დამალა ემოციები ნიკამ. დიდრონი ლურჯი თვალები აზარტით უელავდა.
-ანუ მე მეორე ვარ,- გაისმა პაატას ხმა. "ეშინია", გაიფიქრა კესომ და მოუნდა ბიჭს ჩახუტებოდა.
-უბრალოდ აღარ იფიქრო,- დაარტყა მხარზე ხელი ბიჭმა,- გთხოვ.
კესოს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს...

...
კესო წელში იზნიქება და თვალებს ხუჭავს, გიოს ეტმასნება და მთელი სხეულით მოფერებას სთხოვს. ბიჭის ძლიერი ხელები ნაზად ეფერებიან წელზე, ხოლო ბაგეები ფრთხილად ეხებიან გამოკვეთილ ლავიწის ძვლებს.  ამ ფრთხილი კოცნისგან ჭკუა ეკეტება არა მხოლოდ კესოს, არამედ გიოსაც, რომელიც ხმადაბლა კვნესის, როდესაც  ცივი თითები მის თმებში იხლართებიან და ძლიერად ექაჩებიან, აიძულებენ თავი უკან გადაიწიოს. კესო, მიუხედავად თავისი სინაზისა და ბუნებრივი სიმორცხვისა, უხეშად კოცნის ტუჩებში და კბენს ქვედა ბაგეზე. უმცროსს ეღიმება კოცნაში და ტანს არხევს, რითაც უფროსის სხეულში ელექტრონულ იმპულსებს უშვებს. ორივენი ჯინსებში არიან და ერთმანეთს აგიჟებენ, რადგან არ აძლევენ შარვლის ღილთან მიახლოების საშუალებას, რათა გახსნან და მოიშორონ ასეთი ხელის შემშლელი მატერია.
გიო მზადაა ყმუილით გააყრუოს ქვეყანა, რადგან კესო, რომელიც ყველას თვალში არის ნაზი, სათუთი, კეთილი, მუდამ მომღიმარი და საოცრად მორცხვი, ღამე, მთვარის შუქით განათებულ საძინებელში იქცევა ნამდვილ ეშმაკად, რომელსაც ჭუკნიდან გადაყავს მუდამ მშვიდი და რაციონალური გიორგი.
-უბრალოდ აღარ იფიქრო,- ეუბნება ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით კესო და ბიჭის გაშლილ ფეხებს შორის ჯდება და უხსნის შარვლის ღილს,- გთხოვ,- ეუბნება და უყურებს ქვემოდან ზემოთ, სანამ ელვას ხსნის, მერე კი გიოს დახმარებით ხდის ჯინსებს საცვალთან ერთად. უყურებს მის აღგზნებას და ენით ისველებს ბაგეებს. ამ სურათის ნახვისას, უფროსს ყველა მუხრუჭი ღალატობს.
ღამე, საძინებლის დაკეტილ კარს მიღმა, ბიჭს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს თავში. უნდა დაეუფლოს გოგონას ისე, რომ ითხოვდეს კიდევ და კიდევ, რომ ებღაუჭებოდეს თხელი თითებით ძლიერ მხრებზე და მისი კვნესა ისმოდეს სულ უფრო და უფრო ხმამაღლა.



№1  offline წევრი HeeChul-ah

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის •.• გამოვსწორდებიიიი
დიდი იმედი მაქვს, გაგრძელებაც დაგაინტერესებთ
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline წევრი ely and baby

ძალიან გამიხარდა ახალი თავის დანახვა.სულ ვამოწმებდი,რომ არ გამომრჩენოდა.ძალიან მომწონს და ველი მომდევნო თავს. საინტერესო ძალიან,იმედი მაქვს მალე დადებ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მეც ძალიანნ ძალიანნნ გამიხარდსა გაგრძელების დანახვააა. ახალი პერსონაჟის გამოჩენამ უფროო მეტი ინყრიგა შემოიტანაააა. ერთი სული მაქქქ გაგრძელებას როდის წავიკითხავ

 


№4 სტუმარი Guest La-Na

Magria,magram pataraaaa

 


№5  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს ძალიან.
საინტერესოდ წერ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent