ყველა"ფერი" ხარ ჩემი (7)
13 ... აგვისტოს ბოლო კვირა, ცუდად დაიწყო. მეზობელთან მეგობრები ამოვიდნენ, ახალგაზრდები და გაიმართა "წვეულება" რაჭულად. ზურა მიპატიჟებული იყო, მე კი არ წავედი. მდინარეზე მირჩევნია ყოფნათქო. ჩემს ავლადიდებას ხელი დავავლე და გავიქეცი. სტუმრებიან სახლს გვერდი ჩაუარე და ჭალებს დავუყევი. იქ მყოფ ახალგაზრდას შევუმჩნევივარ და თვალთან ერთად, გული და ერთი ორი ტკბილი სიტყვაც გამოუყოლებია. ის სახლი სადაც ახალგაზრდები ერთობოდნენ, ზუსტად ჭალეებს თავზე გადმოჰყურებს და მდინარის პირის მშვენიერი ხედი იშლება. ალბათ გგონიათ ეს განგებ მოვაწყვე, არა! არც კი ვიცოდი ისინი იმ სახლში თუ იქნებოდნენ, რადგან სახლის პატრონს მეორე და უფრო კომფორტული "აპარტამენტები" ჰქონდა. მდინარეში ვიბანავე და მერე მზეს მივეფიცხე, ცოტა რომ დამღალა მზემ მერე ჩრდილი მოვძებნე და კითხვა დავიწყე, "ჩემი შავი მგელის გადამკიდე სულ დამავიწყდება მე კითხვა და მერე წერაც" გავიფიქრე და გადავეშვი "გეიშას მემუარებ"ში. ცოტა ხანში კი მობილურის ჯიუტმა ზარმა გამომაფხიზლა, იმ საოცარი სამყაროდან. "ზურა იქნება ისე ჯიუტად რეკავს" (არადა მობილურს ყოველთვის ერთი და იგივე სიჯიუტის ზარი აქვს, ეს უბრალოდ ჩვენ ვხვდებით ვინ უნდა იყოს) არც შემცდარა ჩემი ახლადშეძენილი ქალური ინტუიცია. ჩემი საყვარელი "შავი მგელი" იყო _ზეცამდე მიყვარხარ! _სახლში დროზე!_ცივი, მკაცრი და ბრაზიანი ხმით მითხრა და გამითიშა. გაბრაზებულმა, გულმოსულმა და კიდე რავი როგორმა, მოვკრიბე ჩემი ხარა-ხურა და ჭალეებს ავუყევი. სახლში შევედი და გაბრაზებილი ჩემს ტანსაცმელს დავეტაკე. სულ გამოვყარე კარადიდან და მთელს ოთახში მოვფანტე. დახევით არაფერი დამიხევია. მაგ ჭკუაზე ვარ რაიმე დავხიო ვიღაც ნადირის გამო, ვინც ქალთან საუბარიც არ იცის. ბევრი არ მიფიქრია და შეტყობინება ვაფრინე "სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით ხოლმე იქ მობრძანდი 20 წუთში" (პირველი შემთხვევა, როცა არ მითქვამს ჩვენი ადგილი) მე 20 წუთს კიდე ათი გადავაცილე (რათქმაუნდა სპეციალურად) და მივედი _შენ თავი ვინ გგონია?! "სახლში დროზე" რას ნიშნავს?! ბარემ გეთქვა "სახლში დროზე ქალო" უკეთ ჟღერს არა?! _დარინე შენი ნერვები არ მაქვს ეხლა!_მითხრა განერვიულებულმა _მე მაქვს?! მკითხე მე თუ მაქვს! და ისიც მკითხე მინდა თუ არა, საყვარელმა ადამიანმა ასე მომმართოს! მკითხე ზურა! _დარინე ნუ ამალაპარაკებ რაა, გთხოვ! ისედაც ვერ ვარ კარგად! _შენ კარგად კიარა საერთოდ ვერ ხარ! კიდე მე განერვიულებ? კიდე მე უნდა გავჩუმდე?!_ვყვიროდი მთელი ხმით და არ ვაპირებდი გაჩუმებას _შენ რიონის პირი, მაიამიბიჩი ხომ არ გგონია?! საცურაო კოსტუმით მომინდომა გოგომ რუჯის მიღება! იქნება და "რაზნიცაც" არ გინდა და მიდი გაიხადე სულ! _შენ სულ გააფრინე?! _კი, გავაფრინე! რომ დაგინახე როგორაც იყავი იქ, სხვა უფრო მოკლე და უფრო გამომწვევი არაფერი გქონდა?! _და როდის იყო მდინარეზე ანაფორით დავდიოდი?!_რას ვიფიქრებდი, ჩემი სპორტული შორტი ამდენ ამბავს თუ გამოიწვევდა _დარინე!_დამიყვირა ისე რომ მისი ფილტვებიდან ამოსულმა ნაკადმა, თვალები დამიხუჭა _ზურა!_არც მე დავაკელი ყვირილს, თუმცა თვალები ვერ დავახუჭინე _მეორედ იმ შორტს არ ჩაიცმევ, გაფრთხილებ! _შენ თუ შეგეკითხო, პასუხი მერე გამეცი!_დავუსისინე და წავედი. გაბრაზებული და ჩხუბით უკმაყოფილო. არ მეყო რაც ვუთხარი, კიდე ბევრი დამრჩა სათქმელი. სახლში მისვლა არ მინდოდა და გაღმა სოფლისკენ ავირე გეზი, სულ მაინტერესებდა როგორი იყო, იქედან დანახული ჩვენი სოფელი, და ვიპოვიდი თუ ვერა ჩვენს სახლს. ჰოდა გადავწყვიტე, მოვაწყვე "მარტოხელას" ლაშქრობა შესანიშნავი ხედი იყო, ვინანე რომ ფოტოაპარატი თან არ მქონდა. მერე მობილური გამახსენდა. უხარისხო მაგრამ მაინც გადავიღე რამდენიმე ფოტო. მერე ზურას რამდენიმე ზარი შემოვიდა, არ ვუპასუხე და ჩემდა საბედნიეროდ ტელეფონიც გაითიშა. გვიანობამდე ვიყავი იქ და თავს სულაც არ ვგრძნობდი მარტო. არც სახლში მინდოდა წასვლა. შებინდდა და შემცივდა, შეციებაზე ნაზო გამახსენდა, სულ მზად რომ ჰქონდა ჩემთვის თბილი ჯემპრი. გამასხებდა და უცებ წამოვხტი, არავინ იცოდა სად ვიყავი და ნაზო ალბათ გაგიჟდებათქო გავიფიქრე. სახლისკენ კი გავიქეცი მაგრამ სიჩქარეში გზა ამებნა და ხიდამდე გრძელი გზით წავედი, ამან კიდე დამაგვიანა. მერე სოფლის შესასვლელში ის მხიარული მეგობრები შემომხვდნენ, მდინარისკენ მიმავალი კომპლიმენტებით რომ გამაცილენ. მეზობლის ბიჭი გამოეყო მათ _დარინე, შენები გეძებენ. ნაზო გაჰკივის ბავშვი ნადირმა არ მომტაცოსო! _ნადირის რა მოგახსენო და მე კი ვარ მზად გავიტაცო!_უცერემონიოთ და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მომხვია ხელი "ცხოველმა", მოხერხებულად დავინთავისუპლე თავი და წასვლა ვცადე. უშედეგოდ, მარჯვენა ხელი ისე დამიჭირა და მიმიზიდა, მეგონა არგენტინულ ტანგოს მეცეკვებოდა_მომხიბვლელო, შენ ჩემს გულში და გონებაში ერთდროულად დაიდე ბინა! _საბედნიეროდ ჩემს გულში და გონებაში არ არის თქვენი ადგილი და თუ არ შეწუხდებით ხელი შემიშვით!_მკაცრად ვუთხარი და მის მასპინძელს გავხედე,"ხელი გამიშვას" სახით, მანამ ვანიკო სიტყვას იტყოდა , ჩემს ზურგს უკან ზურას ღრიალი მომესმა, ოღონდ ვერ გავარჩიე რა თქვა და ვის უთხრა. ვერც ვერაფერს მივხვდი რა ხდებოდა, მხოლოდ დაცემა ვიგრძენი და მერე ვანიკომ როგორ წამომაყენა, მაგრამ ჩემი ხელი ისევ იმ "ცხოველს" ეჭირა, რომელსაც ზურა ცემდა. გონს რომ მოვედი, ზურას მოვყავდი სახლში. _დამსვი!_ვთხოვე ჩუმად _შეძლებ სიარულს?!_მზრუნველობის არაფერი ერტობოდა ისეთი გაბრაზებული ხმა ჰქონდა _კი!_ხელი ისე სწრაფად შემიშვა, ლამის მიწაზე დავენარცხე, სახლამდე უხმოდ მივედით. ეზოსთან შევჩერდი _მადლობა!_ვუთხარი და თვალებში ვცადე შემეხედა, ისეთი შავი და გაბრაზებული თვალები ჰქონდა, მთვარიან ღამესაც კი აბნელებდა. არაფერი უთქვამს, ჩემს სახლში შესვლასაც კი არ დალოდებია ისე ავიდა თვითონ_ჯანდაბაშიც წასულხარ!_მივაძახე და სახლში შევედი, იქ კი საწოლზე ჩამომჯდარი, მტირალი ნაზო და ოთახის კედელზე მიყრდნობილი თინო დამხვდნენ _ვიცი, განერვიულთ და მაპატიეთ! მობილური გამეთიშა და ვერ დაგირეკეთ! _სად იყავი?!_მშვიდად მკითხა თინომ _გაღმა სოფელში. ისე უბრალოდ ვიჯექი და აქეთ სოფელს ვუყურებდი, ისე შემომაღამდა არაფერი გამოგია, მერე კი ცოტა გზა ამებნა_ჩხუბი არ მიხსენებია, თორე ნაზო ერთ ამბებს დაათევდა _ზურა ნახე?! _კი სახლამდე მომაცილა! _ფეხი როგორ აქვს?კიდე კოჭლობს?!_მკითხა ნაზომ _არ ვიცი, ბე არ შემიმჩნევია. რა მოუვიდა რო?!_ვკითხე თინოს _შენთვის უინტერესო იქნება!_მითხრა და ოთახიდან გავიდა _ბეეე, რა მოუვიდა?!_ეხლა ნაზოს მივუბრუნდი _შენ რომ გეძებდნენ ეგ და თინო, ხევში ჩაირბინაო და სიჩქარეში ფეხი გადაუბრუნდა და ცოტა გაუკაწრავს_"ჩემი სულ ყველა"ფერი", ჩემი სუნთქვა და გულის ფეთქვა". მოვეფერე გულში, თინოსთან გავედი ეგებ რამე მითხრასთქო _დარინე მამიდა, მეგონა გაიზარდე! _ცოტა ვიკამათეთ და სხვათაშორის მისი ბრალი იყო, გეფიცები, ისე უხეშად და უზრდელად მელაპარაკა, მის მოკვლაზეც არ ვიტყოდი უარს! მერე მართლა გაღმა გავედი და სულ ამერია დროის შეგრძნება. კაი რა, ხომ იცი, რომ არ დავიკარგები! _ვიცი რომ იჩხუბეთ, სახლში ამოვიდა:ბოდიში უნდა მოვუხადო ცოტა ზედმეტი მომივიდაო, რომ ვუთხარი სახლში არ არისთქო, ეგონა ემალებოდი! მერე რომ შემატყო ავნერვიულდი სახლიდან ისე გავარდა, იმის თქმაც ვერ მოვასწარი მეც მოვდივარ დამელოდეთქო. რომ გირეკავდა რატომ არ უპასუხე? _გაბრაზებული ვიყავი მამიდა! _დავიწყე თავის შეცოდებები _კარგი, ავედი მე, ფეხს გადავუხვევ და ჩამოვალ, შენ ხომ არ ამოხვიდოდი?! _არა, არ არის ღირსი! მადლობა უთხარი და ვსიო!_მეც ჩემს ოთახში შევედი და დავიძინე. დილით თინო გაბრაზებული მიყურებდა, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, არც მიკითხავს, ისე მეღრინებოდა მივხვდი კარგი არაფერი მელოდა. შუადღეს ზურასთან ავიდა, ფეხი უნდა გადავუხვიოო ნაზოს დაუბარა და კიდე ერთხელ გამომხედა მამისმკვლელი თვალებით. რას მერჩის ეს ქალი, რა დამიშავებია. ნახევარ საათში უფრო გაბრაზებული ჩამოვიდა, ხელში მალამო და საფენები შემომაჩეჩა _აბრძანდი და როგორაც გინდა ისე მოუარე!_თვითონ კი გარეთ გავიდა. სხვა გზა არ მქონდა, ავედი და ეზოში იყო, ძაღლს ეთამაშებოდა. _წადი, არ მჭირდება მოვლა, ვუვლი მე თავს!_ყურადღება არ მიმიქცევია ისე ავიარე ეზო და შევედი სახლში. ათი წუთი ველოდი. რომ არ შემოვიდა გარეთ გავედი და წინ დავუდექი _შემოდი, დაგიმუშევებ ჭრილობას და წავალ! _ახლა წადი, არ მჭიედებათქო! არც მტკივა და არაფერი! _მე სახლში გელოდები!_სახლში არ შევსულვარ, კარებთან ვიდექი და ველოდებოდი. კიდე ცოტა ხანი ეთამაშა ბომბორას და მერე წამოვიდა სახლისკენ. სახლში შემოსულიც არ იყო რომ დაიწყო _დატოვე მალამო და წადი! _მე უნდა გიბრაზდებოდე და შენ მიწყობ სცენებს?! ნუ ბავშვობ და მაჩვენე ეგ ოხერი ფეხი! გავიგე ჩემს ძებნაში დაგიშავებია, ეხლა მოირჩინე და მერე თუ გინდა საერთოდ მოიჭერი, მე ეგ აღარ ვიდარდო! _ჰო, შენ უკვე ჩემზე როგორ იდარდებ, ახალი გასართობი იპოვე გოგომ, მაღალი და სიმპატიური. სქელი ჯიბით!_ისეთი სახით მეუბნებოდა, სიცილის შეკავება ძალიან მიჭირდა, ვის რად უნდოდა იმ "ცხოველის" კუნთები და სქელი ჯიბე. არც გავბრაზებულვარ, მივხვდი რომ ეჭვიანობდა _ფეხი მაჩვენე თორე ეხლა რომ გავალ ამ კარიდან, ცხოვრებაში ვეღარ მნახავ!_მივედი ახლოს და ვანიშნე დამჯდარიყო _ფეხი არ მტკივა! _ვიცი, შენი ტკივილი მე ვარ! _ჩემი წამება ხარ, წამება და გულის ტკივილი!_მითხრა და თვალებით დამიწყო ფერება. ახლოს ვიდექი და მის თვალებში ჩემს სახეს ვხედავდი _მიყვარს როცა შენს თვალებში სამყაროს ვხედავ, მისი ცენტრი მე რომ ვარ და შენ კი ჩემი საყრდენი!_ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მაგრამ მე მიყვარს და ვერ ვუბრაზდები დიდხანს. ჩემი "შავი მგელია" ეგ და ჩემი მშვიდი სამყაროს საყრდენი. _გაილექსე ხოოო? _მკითხა და ცხვირზე მაკოცა _მაჩვენე ფეხი გთხოვ!_დივანზე ჩამოჯდა და შარვლის ბოლო აიკეცა. თვალებში დამიბნელდა, კოჭთან შესიებული ჰქონდა, მუხლიდან კოჭამდე კი მთელს სიგრძეზე ღრმა ჭრილობა. ცრემლები ვერ შევიმაგრე და თან ხმაც მივაყოლე_ჩემი სიკვდილი! _კაი ეხლა, ნაზოს იმიტაცია არ გინდა, არაფერია ისეთი, ხომ გითხარი არა, იყოს მალამო აქ და მე გავიკეთებ საფენებს_ცდილობდა ჩემს დამშვიდებას _თინოს დავუძახებ კაიიიი?! მე არ ვიცი როგორ უნდა მოგიარო_ფეხზე წამოვხტი და გარეთ გავდიოდი რომ დამიზახა _დაროოო, არ გინდა გთხოვ! მე გეტყვი და ისე გააკეთებ, ეგარის და ეგ! მოდი ჩემთან, ჩემო პატარა ქათამო!_მისებურად გაშალა ჩემი საყვარელე თათაბი და გამიღიმა _მოვკვდები რამე რომ მოგივიდეს!_ავსლუკუნდი და მოვეხვიე _რა უნდა მომივიდეს?! მაქსიმუმ ფეხი მომაჭრან დაეგაა!_სცადა ხუმრობა _ნუ, სულელობ, არ გიხდება!_ფეხი ისე დავუმუშავე როგორაც თვითონ მასწავლიდა. ერთი ორი წამოვიტირე კიდეც და დავნამე ჩემი ცრემლებით მისი იარა _ისედაც მეწვის ჭრილობა, მარილიანი ცრემლები არ დამაფრქვიო!_მერე დივანზე მიწვა და ხელი გვერდით დაატყაპუნა "აქ მოდიო" მანიშნა _წავალ მე სახლში კაი?!_დავუბრუნე პასუხად _მოდი აქ, ჩვენ სასაუბრო გვაქვს!_მეც მივედი და მივუწექი _მიყვარხარ!_ვუთხარი და თვალებში შევხედე _ეს მე მიყვარხარ! გუშინ ვიეჭვიანე პატარავ, იცი როგორ?! ცოტაც და გავაფრენდი, ის ახვარი გიყურებდა თურმე მთელი ის დრო რაც მდინარეზე იყავი, მერე გამოვიდა და ვანიკოს გამოუცხადა უნდა ჩავიდე და გავიცნოო, ჩემი უნდა გახდესო! _და შენ მას ვერაფერი უთხარი და მე შემომიტიე! _არა, მასაც კარგად ვუთხარი, მაგრამ შენთან მართლა ზედმეტი მომივიდა! მერე კი იქ სულ გადამეკეტა ხელგადახვეული რომ დაგინახეთ! _თვითონ მომხვია!_ვიმართლე თავი _ვიცი, შენში დარწმუნებული რომ არ ვიყო, დამიჯერე ეხლა ცოცხალი არ იქნებოდი! _დამპალოოოოო!_გავებუტე და მკლავზე ვუკბინე _მეტკინა გოგოოო! _მე შენი გოგო არ ვარ, დაიმახსოვრე თორე სულს გატკენ!_გავაფრთხილე და ვაკოცე, ჩემი სურვილით ვაკოცე, ამყვა და მერე როგორ. სულ დამავიწყა ყველა"ფერი". ცხრა მთას იქეთ გადამკარგა და ზეცაში ამიყვანა, მაგრამ რად გინდა. იქედან ერთმა ჩახველებამ ჩამომაგდო. გონზე რომ მოვედი და მივხვდი ვიღაც დაგვადგა თავზე და თან რა დროს, ლამის ზურას მკლავებში გავქრი _არა, რაღაც რომ ხდებოდა ყოველთვის მქონდა ეჭვი, მაგრამ ეს?!_შვება მხოლოდ იმან მომგვარა რომ ეს ცოტნე იყო და არა კოტე ძია_რომელი ამიხსნით რა ხდება აქ?! კარგი ახსნა მერე იყოს მოხერხებულ დროს, ახლა კი აბრძანდი ქალიშვილო ზემოთ, კოტე შემოვა საცაა! ვერ გეტყვით რა სისწრაფით წამოვხტი, ან რა ფერი მქონდა სეხეზე ცოტნეს წინ რომ ვიდექი. თვალებში არ შემიხედავს, ვერ გავბედე. მოდი და გაბედე, როგორი გასაბედია _ფეხი იტკინა და .... _ჰოო, ვდევა რომ ფეხს ექიმბაშობდი! _ცოტნე მორჩი ეხლა მაგის წვალებას, შენ როგორ ხარ?! ფეხი რას გიშვება?! _კარგადაა!_მე გამომხედა და მკითხა_არაფრის თქმა არ გინდა? _მინდა, მაგრამ ახლა არა გთხოვ!_შევევედრე და პირველად შევხედე თვალებში _კიდე რამდენი ხანი უნდა მოიცადოთ?! ვინეებმა იციან?! _თინომ და ერეკლემ!_ბელას შესახებ არაფერი მითქვამს _ბელამ?!_რად უნდოდა თქმა თავადაც მიხვდა _კი!_დავხარე თავი და მერე გამახსენდა რომ, იმ ამბების მერე პირველად ვხედავდი. მივედი და ძალიან მაგრად მოვეხვიე_ხომ იცი როგორაც მიყვარხარ?! მიხარია რომ გხედავ და არც გაბედო ძალიან გამიბრაზდე, არც შენ და ბელას გითქვამთ ბევრი რამ ჩემთვის! _დიდი ხანია ხო რაც ეს ხდება?!_მკითხა და თითი დივნის მიმართულებით გაისვირა _არა, მხოლოდ დღეს!_ისევ ის პატარა ტყუილი _ვითომ?!_რათქმაუნდა არ დამიჯერა _ოოოო, კაი ეხლა! მარიკა ბიცოლა და თამრო სად არიან? _დარწმუნებული ხარ რომ მარიკა ბიცოლაა?!_მკითხა და გულიანად დამცინა _ბლა ბლა ბლააა! _დავუმანჭე სახე ცოტნეს, მერე ზურას გავხედე, ისიც სიცილს ვერ იკავებდა_შენ კიდე რას დამდგარხარ და მიცინი, თითქოს მე ვიყო მხოლოდ დამნაშავე! _მე რა, მარიკას ბიცოლას მე არ ვეძახი! _დამპალო!_შევიბღვირე და ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ უშედეგოდ. დღეს ამ ოჯახის მამაკაცებმა ჩემზე თავდასხმა გადაწყვიტეს _დარინე, როგორ ხარ გოგო!_მომეხვია კოტე "ძია" _მადლობთ არამისავს კოტე "ძია" თქვენ?_ძლივს დავაბოლოვე წინადადება და ბიჭებისკენ გავაპარე თვალი, ისინი სიცილს ძლივს იკავებდნენ _ღმერთის წყალობით ვართ შვილო!_მითხრა და დარჩენილი ბარგის შემოსატანად გავიდა _რა გინდა დარო, ნახე რა უცებ მიგიღოოო?! თან შვილოო!_არ წყვეტდა დაცინვას ცოტნე _მორჩები თუ არააა?! წავედი მე!_ვთქვი წყენით და ოთახიდან დავაპირე გასვლა _კაი ჰო, მეტს აღარ გეტყვი!_მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა, მომეხვია და თავზე მაკოცა_იცოდე ყველაფერ მომიყვები! _ეჭორიკნე შენ ძმას, მაინც ვერსად გაექცევით ერთმანეთს, მე კიდე წავედიიიი!_ვაკოცე ლოყაზე და წავედი. სახლში რომ შევედი, შეტყობინება მომივიდა "ჩემთვის კოცნა დაგავიწყდა, გელოდები ამაღამ" გამეცინა და მივწერე "კარი ღია დატოვე და დამელოდე" რათქმაუნდა არსად წასვლას არ ვაპირებდი, ვიცოდი რომ მტელი რამე არ დაიძინებდა და მე დამელოდებოდა, მე კი დილის 7 საათზე გავიღვიძე და შეტყობინებას გავუგზავნე "კარი ღია დაგიტოვებიაა! ეს მავნეააა! მხოლოდ შენთვის!" მაშინდელი მოდური მუსიკიდან ფრაზა, რომელიც ზურას ძალიან არ მოსწონდა. 14 ... ცოტნეს შემორიგება არც ისე რთული აღმოჩნდა _პიცას გამიკეთებ რძალო?! აი ისეთს ქობულეთში რომ იყო!_მკითხა და ჯოხი თაბაშირიან ფეხს დაარტყა _გაგიკეთებ ოღონდ სუს! _ვის ემალებით ნეტა გამაგებინა, ვის ეწყინება თქვენი ბედნიერება?! _არავის, უბრალოდ არ მინდა იცოდნენ, მერე დაიწყება ჭორები და ჭკუის დარიგებები! განხილვები, ხომ იცი არა! არ მინდა, თან ეჭვი მაქვს ზურას დაბრალდება ყველაფერი!_ვუთხარი და გვერდით მივუჯექი _არ მითხრა ეხლა, მე შევაცდინეო!_ისეთ ხმაზე გაიცინა, სახლიდან ნაზო გამოვარდა, ხომ მშვიდობა გაქვთო _ნუ შეყარე მთელი სოფელი ბიჭო!_გავუბრაზდი ცოტნეს _აუ მომიყევი რა, როგორ შემიცდინე ჩემი ბუნჩულა ძამიკო! _ცოტნე თუ არ გაჩუმდები მოგხვდება!_გავაფრთხილე _ოჰ, ნეტა რა?! კონკიას ბროლის ქოში თუ ნაზოს კალოში?! _რუსის ჩექმა!_ძალიან სწრაფად და დაუფიქრებლად მომივიდა პასუხი_მაპატიე ცოტნე რა, არ მინდოდა გეფიცები, ხომ იცი რა სულელიც ვარ!_დავიხარე, ლამის დავიჩოქე რომ მისი დახრილი თვალებისთვის შემეხედა _ჰო კაი არაფერია, უბრალოდ მწარე რეალობაა. ისევე როგორც მწარე წარსული!_მითხრა ძალიან შეცვლილი ხმით _ცოტ, გთხოვ მაპატიე ეგ უაზრო ხუმრობა და თუ გინდა მთელი ცხოვრება დამცინე შენს ბუნჩულა ძამიკოზე, კაი?!_ვეცადე გარიგების დადებას _მთელი ცხოვრება?!_მოვიდა ხასიათზე ბიჭი _ჯანდაბას იყოს მთელი ცხოვრება ოღონდ შენ მიღიმოდე!_დავნებდი და ხელი გავუწიე შეთანხმების დასადასტურებლად, ჩამომართვა და დააყოლა_მთელი ცხოვრება არ მინდა, მანამ ძმიშვილს არ მაჩუქებ ცისფერი თვალებით და ქერა ლოკონებით, არ მოგასვენებ! _ეგ უსამართლობაა, იქნებ და გოგო არ მეყოლოს?! მერე?! _ჯერ ერთი შენი პირობა იყო თავიდანვე მთელი ცხოვრებაო, მეორეც ცისფერი თვალები და ქერა ლოკონები მარტო გოგოებს აქვთ?! გაზრდა გაკლია რძალო, პატარა ხარ!_გამეკრიჭა და ზუსტად ისე ამირია თმები, ბავშვობაში რომ მირევდა _დამპირდი რომ არავის ეტყვი კარგი?! სულ სულ არავის!_ბავშვურად გავეკრიჭე _კარგი, მაგრამ როდემდე აპირებთ დამალვას?!_მკითხა სერიოზული სახით _ერთ კვირაში ლადო და მამა ჩამოდიან და დაველაპარაკებით! აი მერე კი სექტემბერში ჯვარს დავიწერთ! _ეეეე, ეგრე სად არის, სექტემბერში ჩვენ გვინდოდა ჯვრისწერა!_უკმაყოფილო სახით მითხრა მომავალმა მაზლმა _ეეეე, რა დროს თქვენი ჯვრისწერაა, ბავშვებოოო. ჯერ გაიზარდეთ! მერე იფიქრეთ მაგ თემაზე! _შენ ვის ეუბნები, ბავშვო!_არ მითმობდა ცოტნე _ჩვენ უკვე წელიწადია ესე დავდივართ, თქვენ კიდე 2 თვეც არ არის! _შენ წარმოიდგინე და არის!_ნიშნისმოგებიტ მითხრა ცოტნებ და რომ შემომხედა სიცილი აუვარდა_რაზე ვკამათობთ ჰააა?! რა მაგარი "პრიკოლი" იქნება, თამრომ რომ დაგვასწროს ყველას! _აბა, და დაგვტოვოს მე და ბელუსი გაღიმებილები! ვისთვის საბედნიეროდ და ვისთვის სამწუხაროდ, აგვისტოს 31ში ჩემი თამრო და ის მონგრეული სოსო, გაიპარნენ და საიდუმლოდ დაიწერენ ჯვარი. მანამდე სულ მაინტერესებდა სად უნდა გაპარულიყვნენ თამრო და სოსო! მეგონა, სადმე რომელიმე მთაზე მიტოვებულ ქოხს ამოიჩემებდნენ და იქ გაათენებდნენ ყველა თაფლობის ღამეს. მაგრამ ნურას უკაცრავად, სულ ტყუილად კითხულობდა ჩემი მეგობარი იმდენ წიგნსა და ისტორიას, მაინც მოდურად, ბანალურობა არჩია და ბათუმში გაიპარნენ. მთის შვილები ზღვას ეწვივნენ, წლების მერე ბევრს ვხუმრობ ამ თემაზე. მაშინ კი ნამდვილად არ მეხუმრებოდა, განა იმიტომ, რომ მათი ბედნიერება მეწყინა?! არა, თამროს წერილი დაუტოვებია: დარომ იცის ვისაც გავყევიო! არადა შემიძლია დავიფიცო, მე არ ვიცოდი რასაც აპირებდნენ და სად მიდიოდნენ. ზურამ სახლის კარები კიარ შემოაღო, ლამის ნაფლეთებად აქცია _ვის გაყვა და სად?!_ვერაფრით მოვისაზრე რაზე უნდა ეკითხა, ან ვისზე _ვინ ან რა?! _დარინე, ნერვული სისტემის გამძლეობის გამოცდას ნუ მომიწყობ, მითხარი თამრო ვის გაჰყვა და სად?!_გული ძალიან დამიპატარავდა და სადღაც მუცლისკენ ჩაცურდა შიშისგან _დედას გეფიცები არ ვიცი სად შეიძლება წასულიყვნენ, ზურა გეფიცები მართლა არ ვიცი_შიშისგან ხმა ისე მქონდა შეცვლილი და დაწვრილებული, ირგვლივ მიმოვიხედე ხომ არავინ მახმოვანებსთქო _ვის გაყვა?!_ზურას ხმა არ იცვლებოდა ისევე როგორც მისი სახის სიმკაცრე _გაღმა სოფლიდან სოსო რომაა ალბათ იმას! _ვინ გოგო ბეკოენთ სოსო?! _არ ვიცი ვისი ანთია, ვიცი რომ სოსო ქვია და გაღმელია!_ჩემს ბედად ოთახში კოჭლობით ცოტნე შემოვიდა და ჩვენს შორის ჩადგა _ზურა, დამშვიდდი ეხლა. დარო კიარ გაპარულა. თამრო გაიპარა!_ჩემი ჭკვიანი მაზლუკა _ვინ არის ვაფშე რა ტიპია?! შენ არ იცნობ?!_მეკითხებოდა ყვირილით _არ ვიცნობ, ისე ვიცი ვინც არის. შოდაზე ჩვენთან ერთად იყო შარშან!_როგორც იქნა გავიხსენე, სად შეეძლოთ ძმებს მისი ნახვა_თან ისისც ვიცი, ნაზოსგან კოტე ძიას დალაპარაკებია შარშან!_დავამღერე რაც ვიცოდი _კოტე ძია არა, დარინე, მამა! ეხლა ესე უნდა მიმართო!_არ წყვეტდა ხუმრობას ცოტნე _რამდენი წელია რაც ეგ ამბები ხდება?!_მაშინ რომ მეთქვა უკვე 5 წელზე მეტიათქო, მომკლავდა და დარწმუნებული ვარ ეხლა ვერაფერს მოგიყვებოდით, ასე რომ ისევ მოვაკელი წლები და "ცოტა" მოვიტყუილე _2 წელია მგონი!_ზურას გონება ისე ჰქონდა დაბინდული, ისიც ვერ შეამჩნია, ოთახში ნაზო როგორ შემოვიდა. _ზურა, დამშვიდდი და გავიდეთ. ვიცი მე ვინვ არის ეგ სოსო_მხარზე ხელი დაარტყა ცოტნემ _შენ მერე დაგელაპარაკები!_დამიბარა და ორივე ძმებმა კოჭლობით გავიდნენ ოთახიდან _შენ რატომ უნდა გელაპარაკოს ვითომ?_გაუკვირდა ნაზოს. შიშმა სხეული დამიმძიმა და სკამიდან წამოდგომა ვერ შევძელი _გაბრაზდა რატომ არ ვიცოდიო! _მერე თამროს გაუბრაზდეს, რაღა შენ გიყვირის და გაფრთხობს?!_გამომექომაგა ბებო _ოოოო, არ იცი რა ნადირიც არის!_გავამართლე "შავი მგელი" ყოველი წუთის გასვლას ვითვლიდი, შიშით და ცუდი წინათგრძნობით ვიყავი სავსე. თინოს ვთხოვე დამამშვიდეთქო _როგორ დაგამშვიდოოოო?! _აი ისე, როგორაც ამშვიდებენ აღელვებულ ადამიანს, "დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება" "შენ ხომ არ ხარ დამნაშავე, რატომ განიცდი" და რავიცი კიდე ათასი! პედაგოგი არ ხარ?! დაგელია სიტყვები?! _არა არ დამლევია, მაგრამ ეს შეკვეთით დამშვიდება ახალია? _კაი რა მამიდა, იცი როგორ მეშინია?! გული ცუდს მიგრძნობს და გონებაც ეთანხმება! _რა უნდა მოხდეს ნუ გადამრევ, შენ კიარ გაპარულხარ! _შენ ეგ იმ ვაჟბატონს უთხარი, ისე ღრიალებდა, ცხოვრებაში პირველად ნაზომ ჩემი მხარე დაიჭირა! _თვალებს წინასწარ ნუ დაითხრი, დაელოდე რა იცი რა მოხდება. ეგ ესე გეჩხუბება ხოლმე და მერე 2 საათი ვერ ძლებს შენს გარეშე, მოვა და მოგიკაკუნებს "მაპატიეო". _არ ვიცი, შენს პირს შაქარი მამიდა! მე კი გული ცუდს მიგრძნობს! _შაქარი და დიაბეტი დაემართა ჩემს მტერს_გაიცინა თინომ_შენ კიდე გული რას გიგრძნობს კარგად ვიცი მე, "თამრომ. როგორ დამასწრო გათხოვებაო"_ისე გულიანაგ დაიცინა, ამიყოლა და მერე როგორ, სულ დამავიწყა ზურას არსებობა და ჩემი ცუდი წინათგრძნობები გვიან ღამით მომწერა "გამოდი". შიშით გავედი ჩვენს ადგილზე. მივდიოდი და ვკანკალებდი, სიცივეს დავაბრალე. მთვარე ღრუბლებს მოფარებოდა და სულაც არ მინათებდა გზას, ცუდად მენიშნა. მივედი და ახლოს მისვლაც ვერ გავბედე, შორიახლოს დავუდექი და ველოდი. არც თვითონ უცდია მოახლოვება, როგორ მინდოდა მთვარე ყოფილიყო ჩვენთან, რომ დამენახა მისი სახე. სიჩუმეს მხოლოდ კენჭების ხმა არღვევდა, ზურა რომ ფეხით აწვალებდა და სადღაც შორს რიონის ხმა ისმოდა. _რატომ არაფერი მითხარი ? რატომ დამიმალე? _მე რა უნდა მეთქვა?! _რას ქვია რა უნდა გეთქვა?! _მე როგორ მეთქვა თამროს შეყვარებული ჰყავსთქო? ის ჩემი მეგობარია და მეგობრის საიდუმლოს გეტყოდი გგონია?! _უნდა გეთქვა დარო, ჩვენ ხომ არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს! _ჩვენ რაც გვეხება იმას არასდროს დაგიმალავ ზურა, გეფიცები_მეგონა აღარ მიბრაზდებოდა და მისკენ წავედი, ახლოს მივედი და ალკოჰოლის სუნმა ცუდად გამხად. წამებში გადავიფიქრე მოხვევა, თუმცა არც მას გასჩენია სურვილი, უკან გადადგა ერთი ნაბიჯი _ჩვენ რაც არ გვეხება?! დარო ორი წლის მანძილზე როგორ არ მითხარი? ერთხელ მაინც როგორ არ წამოგცდა?! ამდენის გელაპარაკებოდი ნდობაზე და ჩვენზე, შენ კი... _ზურა ნასვამი ხარ და არ ღირს ეხლა ამაზე კამათი გთხოვ _მივხვდი, თუ კამათში ავყვებოდი, მეტკინებოდა და სახლში ვარჩიე დაბრუნება. უსიტყვოდ გამოვბრუნდი, ხელი დამიჭირა და გამაჩერა _შენ გესმის რომ ის ჯერ კიდე ბავშვია?!_ყურებს არ ვიჯერებდი, თამროზე იძახდა ბავშვიაო, როცა ჩემზე ქორწინება ჯერ კიდე ერთი წლის წინ უნდოდა. _ვინ არის ბავშვი?! თამროოოო?_ჩემს მოთმინებასაც აღმოაჩნდა საზღვარი_მე არ ვარ ბავშვიიიი?! გაგახსენო რომ თამრო თვეებით არის ჩემზე უმცროსი და შენ ჩემი ცოლად მოყვანა ჯერ კიდე ერთი წლის წინ გინდოდა! _შენ სხვა ხარ! _რას ქვია სხვა?!_ვერ მივხვდი რა სხვა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო _შეეშვი, ნასვამი ვარ და არ ვიცი რას ვამბობ!_იმართლა თავი და ჩემსკენ წამოვიდა _არ მომეკარო, მე ჯერ კიდე ბავშვი ვარ! _დარო კარგი რა, რაღაც სისულელე ვთქვი .... _ჩემთვის არ არის სისულელე! ჩემგან ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვ ვიდრე სხვებისგან, მე ყველაფერს ათჯერ უფრო მეტად მთხოვ. ერთ თვეში ჩვენ ვაპირებდით ქორწინაბას და ახლა მეუბნები თამრო ჯერ ბავშვიაო! _დარო, კარგი რა, მე შენ მიყვარხარ და იმიტომ ვარ შენს მიმართ მომთხოვნი! _და თამრო არ გიყვარს?! ვერ ვხვდები ზურა შენს ლოგიკას! ვერ ვხვდები რა კავშირი აქვს შენს ნათქვამ ორ წინადადებას!_თანდათან ვუწევდი ხმას. სულ რაღაც სამი თვის წინ იმისთვის დამსაჯა უიმისობით, რომ ასაკისთვის შეუფერებლად მოვიქეცი და ზრდასრულმა ქალმა ბავშვური შეცდომა დავუშვი, ეხლა კი, ეხლა თამროს ქორწინებისთვის ასაკს უწუნებდა და ბავშვობას აბრალებდა. _დარინე, დამშვიდდი გთხოვ ..._სცადა ჩემი დამშვიდება, მაგრამ მე არ მინდოდა _არაა, მე არ ვარ მზად შენთან ქორწინებისთვის! მე ბავშვი ვარ!_ვუთხარი და ოთხი თვის წინ, ჩემს თითზე მისი გაკეთებული ბეჭედი მოვიხდენი, ახლოს მივედი და ხელში ჩავუდე, მერე ღამის სიბნელეში მისი სახის დანახვა ვცადე და დავინახე, სახე სიბრაზისგან წითლად უელავდა. მესიამოვნა, მეც მეტკინა მისი უაზრო სიტყვები და თუ ეს ჩემი საქციელით, სულ ცოტა ვაგრძნობინე სად აქვს გაბრაზებული გული კარგიათქო. ზურგი ვაქციე და სამი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმილი სიტყვები რომ დამაწია _ასე უაზროდ გინდა დაასრულო ყველაფერი?! _ შენ დაასრულე ჩემამდე ის ყველაფერი! _დარინე შენ ბეჭედი მოიხსენი! _შენ კი ბავშვი მიწოდე!_მივდიოდი და ვშორდებოდი მის ხმას და სხეულს გამკიცხავთ?! კარგს იზამთ! სულელს მიწოდებთ?! ვიყავი კიდეც! ეს სიმართლეა, ეს რეალობაა. ხშირად ისეთ რამეზე ვჩხუბობთ, ზოგადად ყურადღებაც რომ არ უნდა მიაქციო. ზოგჯერ ისეთ საკითხზე ვკამათობთ უაზროთ, რაზეც ერთიდა იგივე აზრი გვაქვს მოსაუბრესთან. უბრალოდ სხვადასხვა სიტყვებიტ ვამბობთ სათქმელს და ერთმანეთს არ ვაძლევთ საშუალებას დავამთავრებინოთ სათქმელი ან კიდე გვესმის მხოლოდ ის რაც გვინდა გავიგონოთ! ჩემი გაბრაზების მიზეზი, სულაც არ იყო იმ დღეს ნათქვამი "თამრო ბავშვია" ალბათ ის უფრო მეტკინა .... დღესაც არ ვიცი რა მეტკინა .... დღესაც არ ვიცი, რატომ მოვიხსენი თითიდან ბეჭედი, ალბათ მინდოდა ტკენოდა. მაგრამ არ ვიცი რისთვის, იქნებ იმ ორი თვისთვის, უიმისობა რომ მომისაჯა?! ალბათ, ზუსტად არ ვიცი. ვიცი არ დაიჯერებთ, რომ ასე სულელურად შეიძლება მოიქცე ადამიანი, ასე უბრალო და უმნიშვნელო კამათისთვის ატკინო ძალიან ძვირფასს ადამიან გული და სული. დამიჯერეთ შეიძლება, და მე ეს გავაკეთე! იქედან წამოსილმა ცუდად ვიგრძენი თავი, გული და თითი. ეს უკანასკნელი ისე ეულად გრძნობდა თავს, ისე შემსუბუქდა და არაფრისმაქნისი გახდა, რომ სული ამეწვა. ისე მინდოდა მივბრუნებულიყავი და წამერთმია "ჩემი" ბეჭედი, მაგრამ სადღაც შიგნიდან სიამაყე არ მაძლევდა საშუალებას. სახლამდე მივაღწიე და ოთახში შესულმა ვიგრძენი რომ, დავკარგე ყველაფერი, რისთვისაც მიბრძოლია და რაც მომითმენია. და მერე რისთვის, ვისთვის ან რის გამო?! სისულელის. რომელიც მთვრალმა წამოროშა და ფხიზელმა გააბუქა. მერე ბუზი სპილოდ გადაიქცა და აი შედეგიც. ვინმე რომ მკითხავს რა მოხდა რა ვიპასუხო? ვიეჭვიანე ... იეჭვიანა ... სხვა შეუყვარდა ... სხვა შემიყვარდა .... მიღალატა ... ვუღალატე ... არა, ეს არ ყოფილა! ვიჩხუბეთ! და მიზეზიიი?! საბაბი რა იყო მიზეზი თუ არა?! პასუხი სიცარიელე, საშინელი სიცარიელე! კამათიდან ოცი წუთის შემდეგ არ მქონდა პასუხი კითხვაზე რატომ ვიკამათეთ. ნორმალურად არც კი მახსოვდა ყველაფერი როგორ დაიწყო, ვინ თქვა პირველი უაზრობა და ვინ დააბოლოვა! ფანჯრებს გარეთ ღამე დილამ შეცვალა, თინომ ოთახში შემომაკითხა _ასეთი რა მოხდა დარო?! _როდის?! _წუხელ! _დავშორდით! _მიზეზი?! _სულელი ვარ! _ბავშვი ხარ! ზურა დილით ადრე თბილისში წასულა, არ გამიმტყუნებია და არ გავბრაზებულვარ. დამნაშავე მე ვიყავი და ამას ვაცნობიერებდი. ვერ მოვითმინე მისი სიმთვრალით ნათქვამი სისულელე. შუადღით ცოტნე ვნახე _რა მოხდა დარო?! _დავშორდით! _ეგ ვიცი, შენ ის მითხარი რა მოხდა?! _არ ვიცი ცოტნე დამიჯერებ?! არ ვიცი რატომ?! ვიცი რომ მე ვარ დამნაშავე! _ის კი ამბობს მე ვარ დამნაშავეო, თქვენი ვერაფერი გავიგე. თუ ორივე ხვდებით რომ დააშავეთ, კიდე ერთხელ დაელაპარაკეთ ერთმანეთს! _არ მაპატიებს ვიცი ... _ცადე! _ვიცი არ მაპატიებს!_ვიცოდი რომ არ მაპატიებდა, ვგრძნობდი, კილომეტრები მაშორებდა მის გულს, მაგრამ ვიცოდი როგორ გაბრაზებული და მტკივნეული ძგერდა მის მკერდში. ლადოს და მამუკას დავურეკე, მხოლოდ ჩემთვის თუ აპირებთ სოფელში ამისვლას, არ ღირს, მე თვითონ მოვდივართქო. ისინიც დამთანხმდნენ და მეც შევკარი ბარგი, ნაზომ ონამდე მეზობლის კაცს გამაყოლა. იმ კაცმა კი ონიდან მის მეგობარს ქუთაისამდე. გეფიცებით ზურას გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, უბეჭდო თითს ვაწვალებდი და ცემლებს ვერ ვიკავებდი. ვტიროდი სირცხვილის მიუხედავად, არ მაინტერესებდა რომ ვირაც უცნობ ბიჭთან ერთად ვიჯექი მანქანაში. ონს ცოტა რომ გავცდით გაჩერება ვთხოვე _სადმე შემიჩერეთ, თუ არ შეწუხდებით! _ცუდად ხართ?!_მკითხა შეწუხებულმა _ძალიან!_იქვე გააჩერა და მანქანიდან გადავიდა, კარი გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. _ცივი წყალი ხომ არ გინდათ?! ან ბორჯომი? რავიცი რამე?! _არა, მინდა რომ აქ დამტოვოთ!_ჩემმა სიტყვებმა ისე გააკვირვა, პირი დააღო. რამდენიმე წამი იფიქრა, მერე თვალები დაახამხამა (ძალიან საყვარლად) და პირიც მოკუმა _მდა! ამას ეძახიან დავრჩი გაღიმებულიო!_და თავის ნათქვამზე გულიანად გაიცინა_ჩემი გეშინიათ თუ რა ხდება?! _უფხო მერიდება, ვზივარ და ვტირი. ეს კი ნერვებმომშლელია! _ვერ ვუარყოფ, ძალიან ნერვებმომშლელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ტყეში დაგტოვებ! _მარშუტკა გამოივლის და გავყვები! _და მერე თქვენი ტირილით გინდათ მინიმუმ 18 კაცი შეაღონოთ?!_მითხრა ღიმილით და მანქანისკენ წამიყვანა_თქვენი თავი, მე ჩამაბარენ. ჩაგიყვანთ ქუთაისში და მერე სადაც გინდათ და ვისთანაც იქ წადით მანქანაში დავბრუნდით და საუბარი გავაგრზელეთ, არ უკითხავს რატომ ვტიროდი, თავი არ მოუბეზრებია კითხვებით. ბესო, ასე ერქვა ჩემს პირად მძღოლს, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. დედით რაჭველი და მამით იმერელი. ისიც ჩემნაირად მთებზე შეყვარებული და მხიარული. _მტების სიყვარული დედის მუცლიდან დამყვა და ვამაყობ ჩემი ფესვები რომ რაჭაშია, ოცნება მაქვს რომელიმე მთის ფერდზე ქოხი ავიშენო და იქ ვიცხოვრო, ჩემს საყვარელ ქალთან ერთად_(უნდა ვაღიარო რომ ეს ჩემი ოცნებაც იყო, მინდოდა მთაზე ქოხი და იქ ზურასტან ერთად ცხოვრება, ბესომ კი ჩემი ოცნება გამიხმოვანა და ცრემლებმაც არ დააყოვნენ)_მაპატიე დარინე, თუ რაიმე ისე არ ვთქვი! _არაუსავს, შენ ყველაფერი ისე თქვი, როგორც უნდა გეთქვა!_ცრემლები მოვიწმუნდე თვალებიდან_და სად ნახავ დღევანდელ დღეს გოგოს, მთაში ცხოვრება რომ მოუნდება?! _შენ გგონია, დაილია რომანტიკოსი ადამიანები დედამიწაზე?! _არა, არ მგონია რომ დაილია და აღარ არიან, უბრალოდ ძალიან გავთანამედროვდით და მთაში ცხოვრება გახისტდა ახალგაზრდებისთვის! _მეც ისეთს ვიპოვი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი ბედნიერება იქნება და არა სასჯელი! _ღმერთმა ხელი მოგიმართოს_ვუთხარი მშვიდად და გზას გავხედე, უკვე შაორს ვუახლოვდებოდით _მოდი შაორზე გავჩერდეთ და თევზი ვიყიდოთ, მერე სადმე ცეცხლი დავანთოთ და ვჭამოთ, დილით არაფერი მიჭამია და ეხლა ცუდად გავხდები, შენ არ გინდა?! _არა მადლობა, მაგრამ გავჩერდეთ და ვიყიდოთ!_დავეთანხმე მეც _ააა, გავიგე! თევზი არ გიყვარს, სუნი აქვს_მითხრა და ცხვირი აიბზუა, (ვაიმე რა საყვარელი ვინმეა, გავიფიქრე) გავუცინე და ვაღიარე _არა, ძალიან მიყვარს, მაგრამ მომზადება არ ვიცი!_გაიცინა და მანქანა ორ მეთევზეს შორის გააჩერა _ეგ არაფერი, არ იდარდო! ბუნებასი მაინც მამაკაცები აკეთებენ საჭმელს. ეს სამზარეულოა ქალების სამპლობელო! შენ იმისგან იყიდე, წინ რომ დგას, მე კი მეორესგან ვიყიდი_მითხრა და 50 ლარიანი მომცა_გთხოვ თავი უხერხულად არ იგრძნო, უბრალოდ გთხოვ არ ვიცი კარგად ვივაჭრე თუ არა, მაგრამ ვიყიდე და პატრონს ჩავაბარე. იქვე ახლოს ცეცხლი დაანთო და ნახევარ საათში თევზიც მზად იყო "შამფირზე". გემრიელად მივირთვით და ქუთაისისკენ ჰერი ჰერი. მშვენიერი ბიჭი იყო ბესო. ზურა რომ არ მყვარებოდა ალბათ ის შემიყვარდებოდა, იმ დღეს და მთაშიც გავყვებოდი ქოხში. მაგრამ მიყვარდა და ამას თითეულ ჩასუნთქვაზე ვგრძნობდი, რა უგემურიც იყო ჰაერი მის გარეშე. ქუთაისში ჩავედი და ერთ კვირაში თბილისშიც. ზურა არ შემხმიანებია, ბესო კი ყოველ დღე მიკითხავდა. დარიკოს მეძახდა და მერე წაიმღერებდა "დარიკო ვარ გლეხის ქალი, სიმონაა ჩემი ქმარი" რაც საკმაოდ არ სიამოვნებდა ჩემს ნერვებს, მაგრამ ბესო ყურადღებას არ მაქცევდა. ჩვენს შორის თავიდანვე არ ყოფილა ფლირტი და კეკლუცობა, ესე უბრალოდ დავიწყეთ მეგობრობა ონიდან და გავაგრძელეთ თბილისში. ბესო იურისტი იყო და ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა. ჩემი და ბელას მეგობრობა ისე გაგრძელდა თითქოს ის სულაც არ იყო ზურას მომავალი რძალი და ცოტნეს კიდე ზურას ძმა. ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით. არაცერთი მათგანი არ ახსენებდა ზურას, არადა ისე მენატრებოდა, ისე მინდოდა ვინმეს ერთი სიტყვა მაინც დასცდენოდა. მაგრამ არა, ყველამ პირი შეკრა და დაივიწყენ როგორ მიყვარდა ჩემი "შავი მგელი". ერეკლეს ვკითხე რამოდენიმეჯერ და პასუხად "არის რა" მივიღე. მთელი თვე როგორ გადავატარე?! საშინლად, მენატრებოდა ყოველ წუთს, არ მინელდებოდა დანაშაულის გრძნობა, პირიქით ძლიერდებოდა, მერე კი გაუბედაობა დაემატა და დაიწყო ჩემი ტანჯვაც. ერეკლე, ბელა და ცოტნეც კარგად ხვდებოდნენ რა მემართებოდა მაგრამ, არცერთი მშველოდა. ვგრძნობდი რომ მსჯიდნენ, ისინიც მსჯიდნენ შეცდომის გამო. ერთი თვის მერე ბესიკომ (ასე ვეძახდი, დარიკოს და სიმონას გამო) დამირეკა შემხვდიო, არ გამკვირვებია რადგან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მეგობრულ შეხვედრებზე. მეც უნივერსიტეტიდან პირდაპირ იქ წავედი სადაც დამიბარა _დარიკო გოგო, სამსახური არ გინდა?! ტან ისეთი შენ რომ გამოგადგება! _ეგ როგორია?! _ნახევარ განაკვეთზე! _ნახევარი ხელფასით?!_ავიბზუე ცხვირი _ოოოოო, არა ბიჭო სამმაგი ხელფასით. მომინდომა ეხლა ამან შახის ცოლობა! _შახის ცოლობა არ მინდა, მე!_გავბრაზდი და ბავშვივით ვაქციე ზურგი _აუ, რა ბარტყი ხარ! დღის მეორე ნახევარში იმუშავებ მდივნად, ახალგაზრდა ბიჭია და სტუდენტისთვის ნორმალური ანაზღაურებით! _დივანი მდივანზე?!_ავუწიე ცალი წარბი, სახეზე გაბრაზება დაეტყო _აუ მიდი რა, მეტის ღირსი ვარ!_მითხრა და სკამიდან უხეშად წამოხტა და წასვლა დააპირა. ხელი მოვკიდე და ქვემოთ დავქაჩე _ბესო, კაი რა გეხუმრე, ეხლა შენ ხარ ბარტყი! _აი, მაგ უაზრო გამოხტომების გამო დაკარგავდი შენ იმ ბიჭს, ვიცი მე!_პირველად ახსენა ზურა, თან ისე რომ სახელიც კი არ იცოდა. არც არაფერი იცოდა იმის გარდა რომ ძალიან მიყვარდა და დავშორდით ერთმანეთს. თავი ვერ შევიკავე და ავტირდი, არ მოსულა და არ დავუმშვიდებივარ. ვტიროდი ჩემს თავს და ჩემს წასულ ბედნიერებას. ვგრძნობდი რომ მის გარეშე ვერ ვიქნებოდი სრულფასოვანი. _გეყო ეხლა ფლიკვინები (ეს იმერულია) და გამეცი პასუხი, გინდა თუ არა?!_მეგობრულად, თბილად მკითხა ბესიკომ _კი მინდა, ცოტა გულს მაინც გადავაყოლებ!_შევიმსრალე ცრემლები და გავხედე საცოდავი ბავშვის სახით _ნუ მაცოდებ თავს, არ შემეცოდები! როგორ იფიქრე რომ , რაიმე ცუდს შემოგკადრებდი გოგო?! ეგ რომ მდომოდა ეხლა თურქეთის ბაზარზე იქნებოდი და მუცლის ცეკვას იცეკვებდი!_ჩემი გამხოარულება სცადა ბიჭმა _ცეკვა არ გამომდიდ!_ვაღიარე დანაშაული _შენ საერთოდ ენის ტლიკინის მეტი რა გამოგდის?! ცეკვა შენ არ იცი, საჭმლის კეთება, კერვა შენ არ გეცოდინება და ქსოვა! მოსულა ის ბიჭი ჭკუაზე, ნახავს ახლა ვინმე ნორმალურ გოგოს და გააბედნიერებს! კიდე ეს უნდოდა ჩემს დაფლეთილ გულს?! სულ ნიანგის ცრემლები ვყარე. ვერ ვჩერდებოდი, მერე სლუკუნი დავიწყე და ბოლოს სლოკინით დავამთავრე. ბესომ სამი ჭიქა წყალი მოატანინა მიმტანს, მაინც არ მიშველა, მერე კი ხელები დამიჭირა, მის თბილ ხელებში მოიქცია და _დარიკო, მიყვარხარ გოგო და რა ვქნა ჰა?!_სამყარომ არსებობა შეწყვირა რამდენიმე წამით, ვხედავდი ჰაერში მტვრის ნაწილაკების ცეკვას და ტრიალით მიწისკენ ვარდნას, ჰაერის ნაკადის მოძრაობას ვამჩნევდი. სუნთქვა გამიჩერდა და გული გამიდიდდა, ისე რომ მკერდის ტკივილი ვიგრძენი. ჰაერის უკმარისობამ შემაწუხა და პირი გავაღე და ჩავისუნთქე ხმაურით, მერე ჭიქაში დარჩენილი წყალი დავლიე. და კიდე რამოდენიმე წამი დაველოდე_ვსიო გაგიარა?! _რამ?! _სლოკინმა ბარტყო!_მკითხა სერიოზული სახით _აააა, კი!_მოვედი გონზე და უხერხულად ჭიქას ჩავაშტერდი _ჰოდა ეგრე რა! ამართებს ჩემი მეთოდი!_თქვა ამაყად _რა მეთოდი?!_ეხლა ისევ ავფორიაქდი _გაოცება, დარიკო! გაოცება! ან კიდე შიში, მაგრამ ახლა აქ, ამდენ ხალხში "ბო"თქო ვერ დაგიზახებდი!_და გამიცინა. ვაიმე მართლა რა ბარტყი ვართქო შევძახე ჩემს თავს და ბესოს, იქვე მაგოდაზე ობლად მყოფი მენიუ ვუთავაზე _დებილო! _ჰა ჰა ჰა! შენ მართლა გეგონა რომ მიყვარდი დარიკო?!_არ წყვერდა ჩემს დაცინვას _ვერ ხარ შენ ნორმალური! დებილო!_ვერ ვჩერდებოდი და შეურაწყოფას შეურაწყოფაზე ვამატებდი _დებილი არ ვარ, მოხერხებული ბიჭი ვარ და ჭკვიანიც. შენ კიდე ჩემო დარიკო, არ იდარდო. მე შენნაირები არ მომწონს! _ვითომ რატომ? რას მიწუნებ?! ან იქნებ და გოგოები არ მოგწონს?!_ვცადე სამაგიეროს გადახდა _ეხლა ხომ ხარ ღირსი დაგიმტკიცო ჩემი ორიენტაცია!_მითხრა გაბრაზებულმა _კაი ჰო, ვიხუმრე რა იყო, აცრილი ხარ?! ასე ვერთობოდით მე და ბესიკო, მე მას ვუშლიდი ნერვებს და ის კი მიმწარებდა სიცოცხელეს. შევიზინე კიდე ერთი სისხლისმწოველი იდიოტი. რომელიც სამსახურშიც არ მასვენებდა და იყო თუ არა ჩემი საქმე მავალებდა. სამსახურში მისულს არც ისეთი კარგი გარემო დამხვდა, რადგან ბესომ მიმიყვანა ყველას მისი საყვარელი ვეგონე და ჭორებიც მალე აგორდა. ხან ბესოს საყვარელი ვიყავი, ხანაც ზაზასი (ჩემი უფროსის). ერთადერთი ადამიანი რომელიც მეგობრულად მექცეოდა ბუღალტერი ნანა იყო. ძალიან კარგი გოგო. ახალგაზრდა და ნიჭიერი. ერთი ფიქრი ვიფიქრე, მეკობრეებიდან რომელიმეს გავურიგებთქო, მაგრამ ყველა დაკავებული აღმოჩნდა და მეც შევეშვი. ოქტომბრის თვე ისე მიიწურა ისევ არ ახსენებდნენ ზურას, მე კი დღითიდღე ვრწმუნდებოდი, ის იყო ჩემი ბედნიერება და სხვა არაფერი არც არავინ. სამსახური ხალისიანად დავიწყე და მეგონა, იქ გატარებული დრო უიმისობას შემიმსუბუქებდა და სულ რაღაც 5 საათი მაინც არ ვიფიქრებდი მასზე. ასე არ აღმოცნდა, პირიქით, დღე-ღამის განმავლობაში 27 საათი ის მახსოვდა. რადგან ბელას და ერეკლეს მასზე ვერ ვესაუბრებოდი, ეხლა ბესო ამოვიჩემე და სულ ვეწუწუნებოდი. _მიყვარს და რა ვქნა?! შენ მაპატიებდი?! _მიგპერტყავდი და მერე კი! _მიპერტყე ნატაშკა, რომ მიპრაწავს თვალებს უთხარი რომ არ გიყვარვარ, თორე ერთ დღეს ჩამიყრის ყავაში დარიშხანს და დავრჩები მეც გაღიმებილი! _ღირსიც იქნები!_ბესიკოსგან ხეირს ვერ ვნახულობდი, რჩევებს არ მაძლევდა. ერთი და იგივეს იმეორებდა ბარტყი ხარო. მე კი მენატრებოდა სული მელეოდა ისე. მაშინ რომ მითხრა, მენატრებოდი და უკან დაგყვებოდიო, მეც ქუჩაში რომ მივდიოდი სულ აქეთ იქეთ ვიხედებოდი, იქნებ და თვალი მოვკრათქო. ვერც თვალი მოვკარი და ვერც მისი სიახლოვე ვიგრძენი. ბოლოს გულმა ვეღარ გამუძლო და ცოტნეს ვკითხე _მახსენებს?!_და თვალი არ მიმიცილებია მისი სახისგან, მინდოდა მიმიკა და სიტყვები ერთმანეთისთვის დამეკავშირებია _დარო, დაივიწყე გთხოვ!_ეს სიტყვები ისე მეტკინა რომ მართლა შემძულდა საკუთარი თავი, ნუთუ შევძელი და თავი შევაძულე იმ ადამიანს რომელიც ყველა სიყვარულზე მეტად მიყვარს?! _უნდა ვნახო!_გადავწყვიტე და წასვლა დავაპირე _დაჯექი და მომისმინე!_მითხრა დაბალი ხმი და ღრმად ჩაისუნთქა_შობის მერე ცოლი მოჰყავს! ყურები დამეხშო და თვალებში მისი თვალების სიშავე დავინახე, ფეხებზე მეკიდა რომ ჩვენს ირგვლის ხალხი იყო და წვეულება იმართებოდა. ყურებში არ მესმოდა ჩემი ტირილის ხმა, ჩემივე პირიდან ამოსულ სიტყვებს ვგრძნობდი _მატყუებთ, არ მიღალატებდა, მიყვარხარო მეუბნებოდა! შენ ხარ ჩემი ყველა"ფერიო" ცოტნე გთხოვ მითხარი რომ მატყუებ, მითხარი რომ ჩემი დასჯა გინდათ ასე!_არ მახსოვს სახლსი ვინ მიმიყვანა, მახსოვს რომ ვტიროდი_ჩემი ბეჭედი დამიბრუნეთ გევედრებით, ჩემი ჰაერი მინდა. უთხარით რომ მიყვარს, სხვას ვერ მოიყვანს! მთელი ღამე ვტიროდი, ვერ დავიძინე და გადავწყვიტე დამერეკა. დავრეკე .... გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან ... დილის დადგომას ფანჯარასთან ველოდებოდი, უნდა მენახა. უიმისოდ მოვკვდებოდი ვიცოდი. გათენდა და წავედი, სამსახურთან ვიდექი მთელი 2 საათი. ნოემბრის სუსხმა გამყინა მაგრამ მაინც იქ ვიყავი. დავინახე და მისკენ დავიძარი _შენი ნახვა არ მინდა, წადი და დამივიწყე!_სიტყვები რომლებმაც ბოლო მოუღო ჩემს იმედს ვყოფილიყავი ბედნიერი _არ მაპატიებ?!_ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე ცრემლიანი სიტყვები _არასოდეს! _საერთოდ არასოდეს?!_არ ვიცი რას ვცდილობდი, ალბათ მინდოდა უკანასკნელად მისი სიტყვები გამეგონა და დამემახსოვრებინა_ბედნიერებას გისურვებ ზურა! _შენც ასევე!_მითხრა და წავიდა. ზურგს უკან მესმოდა როგორ მშორდებოდა მისი ნაბიჯები და იკარგებოდნენ სადღაც შორს "დამთავრდა, დასრულდა, შეწყდა და აღარ არსებობს ჩემი ბედნიერება და სიხარული" გამოვუტყდი საკუთარ თავს და მეც წავედი უნივერსიტეტში მივედი და ბელა ვნახე. არაფერი უთქვამს უბრალოდ მიყურებდა და ტიროდა. მოვეხვიე და მშვიდად ვუთხარი _არაუსავს ბელუს, იმას რასაც დასაწყისი აქვს, ამბობენ დღეს თუ ხვალ სრულდებაო. ჩემი ხვალ დღეს დადგა ბელ, არა ჩემი ხვალ 31 აგვისტოს დადგა!გაუფრთხილდი ცოტნეს ბელუს, არ დაკარგი გთხოვ! _დარო, გევედრები მაპატიე კაიიიი?! დამპირდი რომ მაპატიებ ამ დუმილს დარო!_ტიროდა და ჩემს ცრემლიან თვალებს მისი თითებით მიმშრალებდა _არაუშავს ბელა! შევეჩევი უიმისოდ ცხოვრებას, უჰაეროდ სუნთქვას და ფერებდაკარგული სამყაროს აღქმას ... სამსახურს თავი დავანებე, ბესოს ვეხმიანებოდი და ნანას. ცდილობდნენ გავემხნევებინე და ამისთვის ძალღონეს არ იშურებდნენ. ჩემმა დეპრესიამ ერთი კარგი საქმე გააკეთა და ბესიკოს ნანა შეუყვარდა, ნანას?! ნანა მის სიყვარულს უნდობლად უყურებდა. ან კი როგორ უნდა ენდო ადამიანს რომელსაც სამსახურში 99% კაბიანთან ხანმოკლე რომანი ჰონდა. ნანა ზუსტად ინ 1% შედიოდა, სადაც მის გარდა რამდენიმე ხანშიშესული დამლაგებელი და კადრების განყოფილებიდან მაგული და მაყვალა შედიოდნენ. ასე რომ ჩემს ბესიკოს დიდი ტავსატეხი გაუჩნდა, როგორ დაემტკიცებია ქალისთვის რომ უყვარდა. ამისთვის მე მომმართა _ბარტყო, მისველე რა რამე! ქალი არ ხარ! დამეხმარე რა! _აბა ბარტყიო? შენ ქალი არ ხარო?!_შევუბრუნე კითხვა _კაი რაა, როდემდე უნდა მაწვალო?! მითხარი რა! _მისამართი შეგეშალა ბესიკოო! კაცი რომელიც მთელი 6 წელია მიყვარს და ამის მერეც მუდამ მეყვარება, სულ ერთი წინადადებით და ერთი ხელის მოძრაობით დავკარგე, თან ისე რომ დაბრუნების შანსი არ მაქვს! გინდა ჩემნაირი ქალის დახმარება?! _დარიკო, გთხოვ დამეხმარე და იმ შენ, რას ეძახი?! ჰო "შავ მგელს" გუდით მოვიტაცებ და შენ მოგიყვან _ცოლი მოჰყავს ბესო!_ვუთხარი სერიოზული სახით _იმ ცოლსაც მოვიტაცებ ..._და გაშეშდა_კაი ნუ გაა...! არ მჯერა დარო! _უნდა დაიჯერო ............... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.