შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად, აკრძალულია


1-11-2016, 22:24
ავტორი Annano.00
ნანახია 1 914

ცხოვრება რთულია.
აბიტურიენტობა უფრო რთული.
აბიტურიენტობა ახალ ქალაქში-კოშმარი.
ჩემი თბილისში გადასვლის მიზეზი, თანაც ასეთ რთულ პერიოდში, გამოუვალმა მდგომარეობამ გამოიწვია. მშობლებმა როგორც იქნა შეძლეს ამერიკაში წასვლა და სამსახურის პოვნა. სულის ამოთქმასავით იყო ეს ჩვენი ოჯახისთვის, ყოველთვის ხელმოკლედ ვცხოვრობდით. წლევანდლამდე უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ წელს ამის შანსი მომეცა. მე და ჩემი ძმა თბილისში ბებოსთან გადმოვედით. თავიდან გამიჭირდა შეგუება, მაგრამ ნელ-ნელა ფეხი ავუწყვე ყველაფერს. სულ ახალი დაწყებული მქონდა მომზადება საგნებში. ცალკე საატესტატო, ცალკე ეროვნულის. სკოლაში თითქმის არ დავდიოდი, თუმცა მაინც საოცრად დატვირთული გრაფიკი მქონდა.
ქართულზე ბებოს მეგობართან უნდა მევლო.
-ელენიკო, დავურეკე უკვე მადონას, დღეს უნდა გაუარო და დროებზე მოგვარდებით-შემომხედა ოთახში რუსიკომ.
-რომელზე?-წამოვიწიე საწოლზე ნახევრად მძინარე და საათს გავხედე.შუადღის ორი იყო. სულ არ მხიბლავდა დღეს გარეთ გასვლის პერსპექტივა. ერთადერთი დღე, რომელიც თავისუფალი დავტოვე და არაფრის დიდებით არ ვაპირებდი არც ერთი საგანის ჩასმას, კვირა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ დღეებში საზიზღარი გრაფიკი მქონდა, სრული ერთი დღით ნებივრობას ვერაფერზე გავცვლიდი.
-საღამოს საათებში გამოვიდესო-კრიტიკულად ამათვალიერა-კარგი რა ბებო, როდემდე უნდა გეძინოს. ადექი, გაიარე, გამოიარე, სამეცადინო არ გაქვს?
-რუსიკო დამანებე რა თავი გთხოვ, მივხედავ ჩემ თავს-ძლივს ამოვიბურტყუნე და კვლავ საამურ ძილს მივეცი თავი.
მაგრამ ალბათ განგებას არ სურდა იმ დღით ჩემი დასვენება, ოთახში დაუკითხავად შემომეჭრა ჩემი ძმა და საოცრად დამაჯერებლად ამიხსნა, რომ ერთი ადგილის აწევა და ჩვენთვის ყავის გაკეთება კარგი იდეა იქნებოდა.
-ნიკა შემეშვები?
-ამასობაში მე წავალ, ფულს ავიღებ, მოვიტან და რამე ფილმს ჩავუჯდეთ. მიდი რა, რუსიკო ვიღაც ნათესავთან წავიდა და მშია მაგრად..
-როდესმე გაიზრდები? გააღე მაცივარე და ნახე რამე- გაურკვევლად ვბუზღუნებდი და თმას კოსად ვიკრავდი-მარტო რომ დარჩე ალბათ შიმშილით მოკვდები. მეზიზღები რა.
დღეს ყველა და ყველაფერი მძულდა, თუმცა მაინც ვაიძულე თავს ადგომა, რადგან ჩემი კუჭი საეჭვოდ აწრიალდა.
-სწრაფად ჩადი და ამოირბინე, გელოდები შენ-მივაძახე კარში გასულ ნიკუშას.
ჩემი ერთი წლით უმცროსი ძმა მთელ მსოფლიოს მერჩივნა, ერთად გავიზარდეთ, თითქმის ტოლები ვიყავით მაგრამ მაინც დედასავით ვევლებოდი თავზე. დედის არ ყოფნის ბრალი იყო.
ფილმიც დავამთავრეთ. ცოტა ხნით თვალი დავხუჭე და გახელისას მივხვდი, რომ ეს ცოტახანი 3 საათად გაწელილიყო. სწრაფად წამოვხტი ფეხზე.
-რასაკეთებ?-გამომხედა ოდნავ გაოცებულმა ნიკამ, როდესაც ციბრუტივით დავტრიალდი და ხან ცალ ფეხსაცმელს ვიცვამდი და ხან ჩანთაში ნივთებს ვტენიდი.
-მადონასთან ვიყავი გასასვლელი კინაღამ დამავიწყდა-ვუთხარი და სახლიდან გავვარდი. იმდენად მეზარებოდა წასვლა, თავიც საერთოდ არ მომიწესრიგებია. სპორტული შარვალი, შავი მაისური და კედები მეცვა. თმაც უბრალოდ ავიწიე და ნაცნობ გზას გავუყევი. მადონასთან ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, ბებოს დავყვებოდი პატარაობისას. უცებ ტელეფონმა დარეკა.
-ხო რუსო
-ხო კიარა, სად ხარ ამდენ ხანს, მადონამ ველოდები რამდენი ხანია, ბოლო ჯგუფს ვუშვებ უკვე და მერე გავდივარო..
-მალე მივალ მაცადე-ტელეფონი გავუთიშე და თითქმის სირბილით ავუყევი აღმართს.
ნეტა რომელი შესახვევია?
ბოლოს რამდენიმე ცდის შემდეგ მივაგენი და კიბეს სირბილით ავუყევი. სახელურს მოვკიდე ხელი, ის იყო უნდა გამეღო, რომ ვიღაცამ გარეთ მთელი ძალით გამოგლიჯა და რკინის კარი პირდაპირ თავში მომხვდა. აუტანელი ტკივილისგან ჩავიკეცე. ვერაფერს ვაანალიზებდი. თუმცა ბოდიშები, გაკვირვებული შეძახილები, შეწუხებული რეპლიკები და ხელები ვიგრძენი, რომლებმაც წამომაყენეს და შიგნით შემიყვანეს. ოდნავ რომ გონს მოვედი ირგვლივ მიმოვიხედე. ნაცნობ ცისფერ ოთახში ვიჯექი, გრძელი, წარწერებიანი მაგიდით, სკამებით და წიგნების კარადით.
-ელენეე, რაღა ვქნა ეხლა, კარგად ხარ შვილო?-დამქოთქოთებდა თავზე ჩასუქებული, სანდომიანი სახის მადონა.
-აუ მართლა ბოდიში რა, გტკივა?-მეორე მხარეს მეჯდა მაღალი ბიჭი, ქერა, მოზრდილი თმით და შავჩარჩოიანი სათვალით.
-არაუშავს, აღარ მტკივა. მადონა დეიდა, ნუ ნერვიულობთ, გამიარა უკვე-იქეთ ვაწყნარებდი ანერვიულებულ ქალს.
-კარგად როგორ ხარ, რამხელა კოპი გაზის თავზე-თითქმის არ მისმენდა ქალი და თან ყინულს მადებდა შუბლზე.
-ნუ... უხდება-გაიკრიჭა უცნობი. ნელნელა გავაანალიზე რომ სწორედ ეს ქერა იყო ჩემი დიდი კოპის მიზეზი, რომელიც უფრო და უფრო მიმძიმებდა თავს და გავბრაზდი. ის იყო შეპასუხება დავაპირე, რომ მადონამ დამასწრო.
-დათო მაგის დროა ეხლა? რა გაცინებს გამაგებინე, მართლა რომ რამე მოსვლოდა სად მიდიოდი?-შეუცაცხანა ქალმა.
-კარგით რა მადონა მას, იუმორი საჭიროა სულ - თქვა და მაშინვე სერიოზული გამომეტყველება დაიჭირა. ეტყობოდა, სიცილს ძლივს იკავებდა და სასაცილო გამომეტყველება ედო სახეზე.
-გეჩქარებოდა მგონი შენ. წადი ამ გოგოს ბოდიშს მერეც მოუხდი, ხელს ნუ მიშლი
-არაა საჭირო ბოდიში, გამიარა-ურცხვად ვიცრუე და მადონას გავუღიმე.
-სარკეში ჩაიხედე შვილო, რა ვუთხრა ეხლა რუსიკოს, ჩემმა გადარეულმა მოსწავლემ პირველივე გაკვეთილზე დაგისახიჩრა შვილიშვილითქო? როგორ მანდობს შენ თავს..-წამოდგა ქალი სარკის მოსაძებნად.
-მას, ნუ გაუხეთქეთ გული, მთლად ეგეთიც არაფერია.. ხო ნუ ცოტა კი.. ისე ბოდიში რა-გამოაპარა თვალი ჩემკენ.
-არაუშავს...-სარკეც მოიტანა, ჩავიხედე და-ვაიმეეეეე...
დიდი ლურჯი კოპი პირდაპირ შუაში ამოსულიყო, რქასავით.
-აიიიი, ხომ ვთქვი-ჩემ ვაიმესთან ერთად იყვირა მადონამ.
-უიმეეეე-არ დააყოვნა ქერამაც და სამივე ავხარხარდით.
-ოხ დათო დათოო, მოდი დაჯექი. -კეთილი ღიმილი გადაეფინა მადონას სახეზე
-მას უნდა გავიქცე..-მერე მე მომიტრიალდა-აბა ჰე, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.. ჩემთვის მაინც-გამიცინა და ფრთხილად მოიხურა კარი.
-ამ ბიჭს არაფერი არ ეშველება რა-სიყვარულით სავსე მზერით გააცილა დათო მადონამ-მოდი ეხლა საქმეს მივხედოთ.
-ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი, 8 საათი, გაწყობს?
-ორშაბათს ბიოლოგია მაქვს.. გადავატანინებ შემიძლია. მოვალ კი.. -ერთს ვამბობდი თუმცა ფიქრები იქეთ გამირბოდა, თუ როგორ უნდა გავსულიყავი გარეთ მარტორქასავით კოპით.
-კარგი, ძალიან კარგი. რუსიკოს ჩემგან ბოდიში და თავს გაუფრთხილდი-მომაძახა კართან მისულს.
სახლამდე სწრაფად მივედი. იმედია ხვალამდე კოპი გამივლიდა, თორემ მეორე დღეს ასე სიარული საერთოდ არ მინდოდა გარეთ.
____________________

გთხოვთ, გამოხატეთ თქვენი აზრი. მომეცით რჩევები და მითხარით, გავაგრძელო თუარა.. პატარა საცდელი თავია, ისტორია რეალურია. იმედია თქვენთან ერთად საბოლოოდ ავასრულებ ჩემ ჩანაფიქრს <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გემრიელად გამაცინე.კარგია.გააგრძელე
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი select

უუუჰ რა კარგად ვიცინე რაა კაი იყოო მალე დადე და არ დააგვიანო მმომწონს
არ შეწყვიყო ოღონდ რაა

 


№3 სტუმარი ანგელ

ვაუუუ რაკაიყოო საცდელიათუ რაცაა გააგგრძელეეეე მე მომწონს და დაველოდებიი შემდეგ თავს და რაც შეიძლებაა მალეეეეეე

 


№4  offline წევრი Annano.00

La-Na
გემრიელად გამაცინე.კარგია.გააგრძელე

select
უუუჰ რა კარგად ვიცინე რაა კაი იყოო მალე დადე და არ დააგვიანო მმომწონს
არ შეწყვიყო ოღონდ რაა

ანგელ
ვაუუუ რაკაიყოო საცდელიათუ რაცაა გააგგრძელეეეე მე მომწონს და დაველოდებიი შემდეგ თავს და რაც შეიძლებაა მალეეეეეე

მადლობა საყვარლებო <3 აუცილებლად გავაგრძელებ .. <3 დღეს საღამოს დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent