შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 1 და 3) დასასრული


2-11-2016, 13:15
ავტორი Salivan
ნანახია 5 584

ოცამდე ვითვლი ნელადა საკეტს ვატრიალებ. ოთახში ვიჭყიტები იქ კი არავინაა. რაღაც უცნაური შეგრძნება მიპყრობს და ადგილზე ვტრიალებ. სად მინახავს ეს ოთახი კიდევ? ვეკითხები საკუთარ თავს მაგრამ პასუხი არ მაქვს. ღმერთო რატო მეცნობა? საწოლის ბრას ვაკვირდები და ხმამაღლა ვიცხადებ.
- ეს ...ეს ყველაფერი ხომ ჩემი არჩეულია... - გავყვირი ხმამაღლა და ოთახში სირბილს ვიწყებ. ყველა უჯრას ვაღებ და ყველა ნათურას ვანთებ. ნუთუ სხვა ოთახებიც? მესმის ჩემი ქვეცნობიერის დასმული კითხვა და მეორე სართულის დანარჩენ ოთახებსაც შტურმით ვიღებ. ყველაფერი ისეა მოწყობილი როგორც მაშინ მარიტასთან ერთად შევარჩიე. მთელი სამი საათის შრომა ისეა გაცოცხლებული მთელს სახლში რომ ყბადაღებული დავრბივარ და თვალებს აღარ ვხუჭავ რამე რომ არ გამომრჩეს. მეორე სართულის დათვალიერების მერე პირველზე ჩავრბივარ და სამზარეულოს ვეძებ. ააააააა გავყვირი ხმამაღლა და გულზე ხელს ვიჭერ. ზუსტად ისეთია როგორიც მომეწონა, კრემისფერი ღია მარმარილოთი. რა ბედნიერი ვიქნებოდი ამ სახლში. რა ლამაზ დღეებს გავატარებდი. ვოცნებობ გონებაში და სამზარეულოდან ფეხაკრებით ვიპარები. ვბრუნდები და წინ ასვეტილ ანდრიას აწყდები.
- შენი ნივთები რომელ ოთახშ შევიტანო? - ისე მეკითხება რომ ზედაც არ მიყურებს.
- სალათისფერ ოთახში. - ვპასუხობ ჩუმათ.
- ჩემი ის ოთახი იქნება წეღან რომ შეაფარე თავი - ცივად მომაწოდა ინფორმაცია და კიბეებს აუყვა.
ასე არაფერი გამოვა - ვწყვეტ გონებაში. დროა ის გავაკეთო რაც დიდი ხნის უკან უნდა გამეკეთებინა. ვაწყობ გეგმას გონებაში და საჭირო მომენტს ველოდები მის განსახორციელებლად. პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში ბიბლიოთეკას ვპოულობ და იქ კალამსა და თაბახის ფურცლებ მომარაგებული წერილის წერას ვიწყებ. პირველი დღიდან მოყოლებული ყოველი წამი გადამაქვს ფურცელზე. ყოველი ემოცია და შეგრძნება. ტკივილი და ბედნიერება. დამცირება და შეურაწყოფა. მის მიმართ გრძნობა და მისი უარყოფის მიზეზი. ალექსანდრეს არაკაცობა და სოფელში გახიზვნის მიზეზი. მისი მონატრება და ნახვით გამოწვეული ბედნიერება და მერე მთელი წლის განმავლობაში განცდილი უარყოფა და მაინც ბედნიერად თავის გრძნობა, ისევ მის გვერდით ყოფნის გამო. ბოლოს კი ჩემი მოთხოვნა, რომ გამანთავისუფლოს. საკუთარი გზა იპოვოს და მას მიყვეს. მე კი მომცეს ჩემს ძველ ცხოვრებაზე დაბრუნების საშვალება. ის რომ ჩვენს შორის ამხელა ეჭვია, ღალატი და უნდობლობა ეს თითქმის დაუძლეველი წინააღმდეგობაა.
ვრჩები წერილის წერას და განცხადებასაც მასთან ერთად ვკეცავ. განცხადებას განქორწინებაზე თანხმობის შესახებ. ვიცი რომ მოწმეები სჭირდება მაგრამ იქნებ მიიღონ სათვალავში რავიცი. ვფიქრობ ჩემთვის და ბიბლიოთეკიდან გამოვდივარ. დაკეცილ წერილს საგულდაგულოდ ვმალავ და სახლს ვაყურადებ. სიჩუმეა. გარეთ ვიყურები და ანდრიას მანქანაც არ დგას. წასულა. მწყდება გული და ზემოთ ავრბივარ. ჩემს ოთახს საგულდაგულოდ ვკეტავ და ჩემოდნებიდან თბილი ტანსაცმელების ამოყრას ვიწყებ. ცალკე ვაგროვებ ყველაზე საჭიროებს და ძველ ზურგჩანთაში ვტენი. სამგზავრო ტანსაცმელსაც ვამზადებ და მაღალყელიან ბოტებსაც იქვე ვაწყობ. გადაწყვეტილია და მორჩა უნდა წავიდე! ვუცხადებ დამწუხრებულ გონებას და პროდუქტების ძებნას ვიწყებ სამზარეულოში. ხვალ დილით ამის დრო არ მექნება, მთვარია დროზე ავიდე სოფელში, იქ კი თოვლი დამიცავს ზედმეტი მნახველებისგან. რამოდენიმე კონსერვს ვაგროვებ და ზემოთ მივარბენინებ, მათაც ზურგჩანთაში ვტენი. ხომ არ მრჩება რამე? ვფიქრობ და ვერაფრით ვიგონებ. ხო ტელეფონს ვტოვებ. ვიღებ გადაწყვეტილებას და ისევ სამზარეულოში ჩავდივარ. სადილს ვამზადებ და ცხელს მივირთმევ მერე თბილ პლედს ვპოულობ წიგნს ვიღებ ბიბლიოთეკიდან და იქვე ოთახში კომფორტულად მოწყობილი ვიწყებ კითხვას.
ჩამძინებია. სახლის კარების ხმა მაღვიძებს. ფანჯარაში ვიყურები ღამეა უკვე. ტელეფონზე საათს დავყურებ და 11 მიჩვენებს. აუ რამდენ მძინებია, ახლა რა დამაძინებს? ვბრაზდები საკუთარ შტერულ საქციელზე და ფრუტუნით გავდივარ ოთახიდან. არადა ხვალ კარგად გამოძინებული უნდა ვყოფილიყავი. ვჯუჯღუნებ ჩემთვის და ანდრიას ყვირილი ადგილზე მაშეშებს.
- აქეთ რა ჯანდაბა უნდა მერე. დარჩეს იქ და საქმეს მიხედოს. ეგრე პროექტს ჩააგდებს და საქმეს გაგვიფუჭებს. დაგავიწყდა რამხელა ჯარიმაა? უთხარი რა ბესო, თორე თუ დავურეკე შეიძლება ხელში შემომეფშვნას ეს ტელეფონი. მივაყოლებ მერე მასაც.
-....
- რა?- კიდევ უფრო ხმამაღლა იცხადებს და მეც კიბეებზე ასული სუნთქვას ვიკრავ, ვხვდები ვისზეა საუბარი. - ეს აქამდე რატომ არ მითხარით? როდის ჩამოვიდა ქეთი?
ხოო ზუსტად მივმხვდარვარ. ალექსანდრეზე და მის საცოლეზეა საუბარი. ბებიას გეგმების გაგების შემდეგ ალექსანდრეს ისევე დაუტოვებია ქალაქი როგორც ჩვენ, იმ განსხვავებით რომ ის იტალიაში წასულა. პროექტი რომელიც ანდრიას ეკუთვნოდა მას აუღია და გაგვრიდებია. ეს მარიტამ მითხრა. მოგვიანებით საცოლეც წაიყვანა მასთნ და რატომღაც მეგონა რომ დაქორწინდნენს. ახლა ვგებულობ რომ ქეთი დაბრუნებულა და ეს ვაჟბატონიც აპირებს წამოსვლას, თან პროექტის გზაში მიტოვებას. როგორი უპასუხისმგებლო ვინმეა...ვკიცხავ გონებაში და ტუჩაბზუებული ზემოთ ავდივარ.
- მამა უთხარი რომ დარჩეს - უკან ანდრიას ხმა მომდევს მაგრამ აღარ მაინტერესებს უკვე. საძინებელში შევდივარ, ვიხდი და საბანში ვეხვევი. ახლა ძილი ყველაზე კარგია. ვარწმუნებ ჩემს თავს, წახვალ ხვალ და დაივიწყებ ყველას. აღარც ანდრიას ღალატი დაგტანჯავს და აღარც ალექსანდრეს უსირცხვილო საქციელები. ყველასგან შორს იქნები, დაცულად და მშვიდად. ჩემს სახლში, ჩემს ეზოში, ჩემს მთებში...ვჩურჩულებ ჩუმად და თველაბიც მელულება.
მოულოდნელად სახელურის ხმა მესმის და თვალებს ვახელ. არა, არ მომჩვენებია, არც მძნავს. ვხედავ კარები როგორ იღება და ანდრია შემოდის. ივე ჩერდება და საწოლისკენ იყურება. რა კარგია სანათი რომ ჩავაქრე. და ასე ჩფუთნული რომ ვწევარ. ამ თმების გამო სახეზე ვერ დამინახავს და ვერც მიხვდება რომ მღვიძვს. ველოდები როდის გაბრუნდება, რომ ის მოძრაობას იწყებს და ძალიან ფრთხილად მოიწევს ჩემსკენ. სასწრაფოდ ვხუჭავ თვალებს და ვიყურსები. ვგრძნობ რომ საწოლთან იმუხლებს და მას ხელებით ეყრდნობა, მაინც არ ვირხევი. მერე ჩემი თმები იწყებს მოძრაობას და სახეს მინთავისუფლებს, მაინც არ ვირხევი. გული? გული კი ამოვარდნას მაქვს. ასე მგონია მთელს ოთხში ისმის. ვაი ანდრიასაც თუ ესმის. მერე თითებზე ვგრძნობ მის ცხვირს და მაინც არ ვირხევი. თბილი ჰაერი მელამუნება მარცხენა ხელის მტევნებზე და თრთოლვა მიტანს, მაინც არ ვირხევი. ველოდები მომდევნო მოქმედებას მაგრამ ჩქამიც კი არ ისმის. ისისაა თვალები უნდა გავახილო რომ ტუჩებზე ვგრძნობ მის ტუჩებს და მოულოდნელად ვკრთები, თვალებს ვახელ და მის სახეს ავყურებ.
- თინია _ ალერსით წარმოთქვამს ჩემს სახელს და სახეზე მეფერება. ღმერთო რა თბილია და მანდამაინც დღეს, როცა წასვლა გადავწყვიტე, თვალებს ვლულავ მის შეხებაზე და ჰაერს ოხვრით ვუშვებ ფილტვებიდან.
- თინია - ისევ ჩუმად წარმოთქვა ჩემი სახელი და ტუჩებზე მომეკრა. ავიშალე და ავდუღდი. ხელები თმებში შევუცურე და კისრისკენ ჩვასრიალე. მის კოცნას მონდომებით ავყევი და მაისურზე დავქაჩე. ისიც ჩემს ხელებს მოყვა და ზემოდან მომექცა. ნაზი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი გახადა და მეც ემოციურად ამშალა. უკვე ვეღარც სხეულს ვიმორჩილებდი და ვეღრც გონებას. ტუჩებით სწავლობდა მთელს ჩემს სხეულსდა ხელებით კიდევ უფრო მაგიჟებდა. მის ყოველ შეხებაზე ციებიანივით ხან მაკანკალებდა ხან კი ვიწვოდი. კვნესას ვერ ვიკავებდი და ყოველ მის კოცნასა და ალერსს თრთოლვით ვპასუხობდი. იქ ქვემოთ კი ნამდვილი გადატრიალება მქონდა. მთელს მუცელსა და ორგანოებს როგორც ხელშესახებსა და ხილვადს ისე ვგრძნობდი. როგორც ცუნამი ისე მივლიდა სხეულში მუცლიდან წამოსული ემოციის ტალღები და მეც როგორც წყალწაღებული მთელი ძლით ვეჭიდებოდი ანდრიას მკლავებს.
ანდრია კი სულ უფრო და უფრო მაგიჟებდა. ტუჩები დასკდომას მქონდა, ყელსა და მკერდზე კანი მეწვოდა, ყურები მტკიოდა და ყველაფერი ერთდ კი ისეთ სასიამოვნო და გასაგიჟებელ ტანდემს ქმნიდა რომ ვეღარ ვაზროვნებდი. მის ხელებს ხან ყელზე ვგრძნობდი და ხანაც საჯდომზე, კბილებს ხან მუცელზე დამარჭობდა და ხანაც მკერდზე. ასეთ დროს თვს ვერ ვიკავებდი და ხმამაღლა ვკვნესოდი. ის კი მთელ ჩემს სხეულს თვის ნებაზე დაატარებდა და ამით ჭკუას მაკარგვინებდა. ფეხებს შორის მედგა, დაიხარა ჯერ ერთი ფეხი ამიწია და მაკოცა, მერე მეორე და ტუჩებისკენ დაიძრა. მეც წამოვიწიე და ჩემი ტუჩები შევაგებე. და ჩევნი შეხების იმ წამს ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენი რომ შეშინებულმა თავი ვერ მოვთოკე და ვიკივლე. ჩემს კივილზე ანდრია შეჩერდა და უკან დაიწია. სახეზე დამაკვირდა და უკან გადაჯდა. ვიგრძენი როგორ გადაიზარდა წვის შეგრძნება სიმხურვალეში და როგორ გამითბო სხეულის ეს ნაწილი თბილმა სითემ. ანდრია ჩემმა ცრემლებმა შეაშფოთ და ხელი სახისკენ წამოიღო, გაოცებული მიცქერდა, როცა თვლი მისი მუხლებისკენ გაექცა და ადგილზე გაშეშდა. გაოგნებული იყურებოდა ქვემოთ და სიტყვას ვერ ძრავდა.
- თინია ეს? ... - როგორც იქნა ამოიდგა ენა და ბორძიკით დაიწყო საუბარი - ეს...თინიააა - ამოიყვირა და მთელი სხეულით გადამაწვა. ისეთი ემოციით და გრძნობით დამიწყო ფერება რომ საერთოდ დამავიწა წეღნდელი ტკივილი და სირცხვილი. მთელი გრძნობით დამიკოცნა სხეული და მეორედ შერწყმისას ისეთი სიფრთხილე გამოიჩინა და სინაზე რომ აღარაფერი მიგრძვნია.
- ანდრია - ამოვიჩურჩულე მისი სახელი და ხელები შემოვხვიე. ისიც ჩამეკრა და ტუჩებზე დამეწაფა.
- ნუ გეშინია სიცოცხლე - ჩუმად მიჩურჩლა და მოძრაობა დაიწყო. დაიწყო და ჩემი სხეულიც მთლიანად გააღვიძა. სიამოვნებისგან სხეული დამეკლაკნა და ამ ახალი შეგრძნებით გაოგნებულმა მისი სახელი მეორედ ამოვიჩურჩულე უფრო ვნებით და გრძნობით. ჩემმა საპასუხო რეაქციამ მეტად გაახელა ანდრია და მთელი ძლით ამიკრა სხეულზე. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო.
გამთენიისას გამეღვიძა. ანდრიას ხლართებიდან ძლივს გავინთვისუფლე თავი და ჩუმად გავიპარე ოთახიდან. ჩემი ნივთებიც თნ გავიყოლე და გამზადებულმა წერილი და ტელეფონი კაბინეტში მაგიდაზე დავუტოვე.
გარეთ გასულმა პირველივე ტაქსი დავიჭირე და ჩემი სოფლის მისამართი ვუკარნახე.
- იქ ვერ ავალთ გოგონა - გაოცებული სახით გააპროტესტა ტაქსის მძღოლმა. მე ფული ჩავუთალე და სანამდეც ახვალთ თანახმა ვართქო განვუცხადე. დასაკარგი დრო ნამდვილად არ მქონდა წინ მძიმე და გრძელი დღე მელოდა.
წუხანდელ ღამეზე ვფიქრობდი, ვიცოდი რომ ანდრია ბევრ რამეს მიხვდებოდა ჩვენი წუხანდელი შეერთებით მაგრამ წინ მაინც ბევრი წინააღმდეგობა გვქონდა. პირველ რიგში ეჭვი, რომელასც ის ჩემს მიმართ განიცდიდა, ისევ მისი უაზრო ძმის გამო, მეორე კი ჩემი ეჭვები მის მიმართ. და უნდობლობა რომელიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობად იდგა ჩვენს შორის. არ ვნანობდი ჩემს ამ საქციელს და არც არასდროს ვინანებდი. შეიძლება შეცვლილიყო წუხანდელი ღამის შემდეგ ჩევნი ურთიერთობა და შეიცვლებოდა კიდეც, მაგრამ ეჭვი ყოველთვის ექნებოდა მას და მეც. ამდენი ხანი დაუმსახურებლად ვისჯებოდი, ახლა მისი დრო იყო. უნდა გაეგო ყველაფერი, უნდა მიხვდეს და გადაწყვიტოს რა უნდა. პირველ რიგში ვისი სჯერა და მის გვერდით ვინ წარმოუდგენია. ამაზე საფიქრად კი მთელი ზამთარი ეყოფა. ზემოთ ის ვერ ამოვა, დაიკარგება დაშეიძლება გაიყინოს კიდეც. მე კი იქაურობის არაფერი შემეშლება.
ტაქსის წასვლის შემდეგ საათს დავხედე და 11 მიჩვენებდა. ხუთ საათზე გამოვედი და ექვსი საათი მოვუნდი აქამდე მოსვლას. ახლა კი წინ ფეხით სასიარულო ძალიან გრძელი და დამღლელი გზა მელის. ჩანთს ვიკიდებ და დათოვლილ გზაზე მივჩოჩვ. ოთხსაათანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მივაღწიე ჩემს სახლს. იმხელა თოვლია რომ მუხლებით შიგ ვეფლობი. ძლივს ვიკვლევ გზას და გეგმას ვწყობ გონებაში. ბუხრის გაწმენდა, ცეცხლის დანთება, წყლის მომარაგება. საძილე კუთხის მოწყობა და მგლებისგან დასაცავად ფანჯრების და კარების დაგმინვა. ხო თოფი დამავიწყდა. ეგეც მოსაწესრიგებელი მაქვს. მისი გამოყენებაც ბებომ მასწავლა. ვიცი როგორც უნდა გავწმინდო და დავტენო. მართლი აქამდე მისი გამოყენება არ დაგვჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდა გასროლაც ვიცი. ზაფხულობით მასწავლიდა ხოლმე ბებო.
სახლში შესულმა დრო არაფერზე დავკარგე. გომურიდან შეშა გამოვძდე. ბუხარი გავწმინდე და ცეცხლიც დავანთე. სათლში თოვლი ჩვტენე და სახლში შემოვათრიე, ჭა გაყინულა. დღეს მისი ჩამტვრევის დრო არ მაქვს, ხვალიდან მივხედავ. გამთბარ ოთხში ავეჯის გადაადგილება დავიწყე და ფანჯრებზე აყუდება. ამ დროს ყოველთვის იციან მგლებმა ჩამოსვლა და მზადყოფნაში უნდა დავხვდე. სქელი ადიელები ფანჯრებზე, მერე კი მაღალი კარადები. ტახტი ბუხრისკენ მოვაჩოჩე, თბილი პლედები ზედ დავახვავე და ნალიში და საბანი ბუხარს მივუფიცხე. "მომშივდა" განვაცხადე ხმამაღლა. და ჩაიდანი კოჭაზე დავკიდე. გომურში გავვარდი და მარაგი დავათვალიერე. არა, უჭკვიანესი ქალი იყო ბებია, იმხელა მარაგს აკეთებდა ყოველთვის რომ მთელ წელს რომ არ ჩვსულიყავით დაბაში, შიმშილი არ შეგვაწუხებდა. ძველ მაცივარს ვცლი პროდუქტებისგან და ბუხრის ოთახში მივაჩოჩებ. შემოსასვლე კარს ვაყუდებ და მისი შემყურე მოგონებები მეძალება. მახსენდება როგორ მმალავდა ბებო ამ მაცივარშ პატარაობისას, როცა მგლები სახლის ორგვლივ ყმუილით დარბოდნენ, თვითონ კი თოფ მომარჯვებული ათენებდა ღამეებს და ასე მიცავდა.
მაცივარს შევეშვი, სამზარეულოდან გამზადებული ჭიქა გამოვიტანე და ადუღებული წყალი ჩავისხი. "უფფ, რა კარგია ცხელი და ტკბილი ჩაიიი" ამოვიკრუტუნე კმაყოფილმა და თოფი ავიღე გასაწმენდად.
როცა საქმეებს მოვრჩი და საათმაც ღმის ტორმეტი მიჩვენა, სიჩუმეს მივაყურადე და ანდრიაზე მოწოლილ ფიქრებს როგორც იქნა გავუღე გონების კარი. წამში მომასკდა ემოციები, წუხანდელი ღმის გახსენებიდან. ვიგრძენი როგორ შემეხუთა სული და ბუხარს მოვშორდი. დივანზე საწოლი მოვიწყვე და გახდა დავიწყე. როგორც კი შევეხე საკუთრ კანს, წამში წარმომიდგა წინ ანდრია მისი უზადო სხეულით და ცახცახმა ამიტანა. ოცნებაში გადავვარდი და წარმოვიდგინე მისი ხელები - ჩემს სხეულს რომ აცოცხლებდა, მისი ტუჩები - გონს რომ მაკარგვინებდა, მისი თვალები - სულში რომ მიძვრებოდა და მისი სხეული - მასზე რომ მაჯაჭვებდა.
ჩემი ქმარი ყელანაირად სრულყოფილი ადამიანი იყო, მაგრამ ტყუილის მსხვერპლი. დაუნდობელი ტყუილის, რომლითაც საკუთარმა ძმამ ცხოვრება მოუწამლა. მას ჩემი ნდობა უნდა ესწავლა და უნდა დარწმუნებულიყო იმაში რომ მე კარგი ადამინაი ვიყავი. ზუსტად ისეთი ბებო რომ უხასიათებდა ჩემს თავს, მას კი არ სჯეროდა.
მესამე დღეა რაც აქ ამოვედი. გარეთ ისეთი ქარბუქი მძვინვარებს რომ შეშის ბუხარში ყრას ვერ ავუდივარ. ოთახს ძლივს ათბობს. არადა შეშაც მელევა. ხვალიდან ალბათ ქვედა სახლებში მომიწევს ჩასვლა და წლების განმავლობაში ნაგროვები მარაგის ამოზიდვა. აი ასეთი წინდახედული და ბრძენი ქალი იყო ბებია. ზედა სოფელში სულ 10 სახლი იდგა და ათივეგან გვქონდა შეშის ალბათ მთელი წლის მარაგი. ყოველ დღე ვეზიდებოდი მაქსიმუმ ორ გოდორს და შემცივნებლი ბუხრის გვერდით ვახვავებდი. გარეთ კი ქარბუქი არ ნელდებოდა. დღე ამდენს ვშრომობდი, ღამეებს კი თეთრად ვათენებდი. სიმარტოვის შიში ისე გამიჯდა დღითიდღე ტანში რომ მთლიანად დაჩრდილა მგლების. ღამით როცა გარეთ ქარი ღმუოდა და სახლში ბუხარში შეშა ტკაცუნებდა, ღმერთ ჩურჩულით ვთხოვდი, ამ წამს კარი გაღო და ოთახში ანდრია შემოსულიყო. სასწაულს ვთხოვდი, არადა თხოვნის დროსაც მახსოვდა რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ამის მისახვედრად უკვე დიდი გოგო ვიყავი.
ნეტა რა ხდება თბილისში? ხშირად ვეკითხებოდი საკუთრ თავს და ათასნაირ პასუხს ვიგონებდი. ამაზე ფიქრები არ მტოვებდა არცერთ წამს. ნახა თუ არა ანდრიამ წერილი, რა მოიმოქმედა მერე. დამიჯერა თუ არა. ჩამოვიდა თუ არა ალექსანდრე და როგორ ჩიარა მათმა შეხვედრამ.
ახლა როცა ანდრიამ სრული სიმართლე იცოდა დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსანდრეს არ დაინდობდა და დიდი იმედი მქონდა რომ სათანადოდაც დასჯიდა.
სოფელში ყოფნის მეათე დღე დაღამდა. საოცრად დაღლილი ვარ. უამრავი სიმძიმე ვათრიე და პლიუს ბუხარში პურები ვაცხე. გზა რომ გამეწმინდა ჭიშკრამდე იმხელა თოვლი ვათრიე რომ კინაღამ წელი მომწყდა. ძლივს ვიხდი ტანსაცმელს და თხელი სპორტულებით ვეგდები დივანზე, საბანს ვიფარებ და სანამ ნაკვერჩხალი ჩამქრალა წიგნს ვიმარჯვებ. რა დრო გადის არ ვიცი, მაგრამ წიგნის სახეზე დაცემა გაღვიძებს. ბუხარში ნაკვერჩხალი ძლივს ანათებს. ირგვლივ ვიყურები რაღაც ისე არაა. გული ამოვარდნას მაქვს და დივანზე ვჯდები. ღმერთო, გარედან ხმაური შემოდის. ვიღც ან რაღაც კარებთნ ბორგავს და უცნაურ ხმებს გამოსცემს. საწოლის თავთან მიყუდებულ თოფს ვწვდები და პირდაპირ ბოტებში ვუყრი შიშველ ფეხებს. ბუხარში ნაკვერჩხალს სულს ვუბერავ და ოთახიც მეტად ნათდება. თოფს ვიმარჯვებ და კარებს ვუმიზნებ. ხმა წყდება და მოულოდნელად გადაადგილბას იწყებს. ღმერთო ეს რა ჩავიდინე ვკივი გონებაში და ხმის მიმართულებით ვბრუნდები ოთახშ. სახლის ირგვლივ სულ გავთოვლე, ასე როგორ ადვილად შემოაღწევს ცხოველი სახლში. სეშინებულს ოფლი მასხამს და თოფი ხელშ მისრიალებს.
ოთხის შუაგულში ვდგავარ და ხმის მიმართულებით ვტრიალებ. ცოტაც და ხმაური საერთოდ წყდება. მერე განაპირა ოთახში, იქ სადაც ზაფხულში ანდრიას ეძინა, რაღაც მძიმე ეცემა იატაკზე და მეც ადგილზე ვხტები. ოთხს თვალს ვავლებ და სამზარეულოში შევრბივარ, სიბნელეში ვიმუხლებ და დერეფნის მხრიდან შემომავალ კარს ვუმიზნებ თოფს. დიდხანს ლოდინი არ მიწევს, საკეტი ბრუნდება და კარი ნელა იღება. აშკარად ადამიანია, ვფიქრობ და თოფს დაბლა ვდებ. უკან სიბნელეში ვჩოჩდები და კარში შემომავალ მაღალ შავ ფიგურას შევყურებ.
მამაკაცი ოთხში შემოდის და მის შესწავლას იწყებს, რომ ვერსად მამჩნევს სასწრაფოდ იხდის ქურთუკს, ქუდს და შარფს და იატაკზე აგდებს. ხელებს ზემოთ წევს და ლაპარაკს იწყებს.
- მე ვარ თინია. არ შეგეშინდეს და რამე შენებური არ მოიმოქმედო. კარგად დამაკვირდი მე ვარ. თინიაა - უფრო ხმამაღლა მეძახის და ჟილეტსაც დანარჩენი ტანსაცმლის გზას უყენებს. თან ხან იმუხლებს და იმართებს. ოთახში ყველა ნივთსა და კუთხეში მეძებს. საბოლოოდ როცა წელში იმართება და სამზარეულოს უსწორებს მზერას, მეც ნაბიჯს ვდგამ და სიბნელიდან სინათლეში გამოვდივარ.
ჩემს დანახვაზე დაჭიმული სხეული ეშვება და ბედნიერი თვალეით მიყურებს. თვითონაც დგამს ნაბიჯს და ხელებს ერთმანეთს უხახუნებს. დამშრალ ტუჩებს ისველებს და ლაპარაკს იწყებს.
- მთელი კვირაა გეძებ თინია. - თვალებში მიყურებს და მერე მთელ სხეულზე მავლებს თვალს. პირველად შემცივდა ამ ხნის განმავლობაშ, გამახსენდა რომ თხელი მაისურით და შარვლით ვარ. - შენი წერილის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი რა სურვილიც მამოძრავებდა ის იყო რომ ალექსანდრე შუაზე გამეგლიჯა ჩვენი ასე წვალებისათვის და მერე შენთვის ჩამეკიდა ხელი და აღარსად აღარ გამეშვი არასდროს. ასე როგორ დამტოვე თინია? იმ ღამის შემდეგ ასე როგორ გამიმეტე? კინაღამ გავაფრინე სახლში რომ ვერ გიპოვე. ყველგან გეძებდი, ყველასთან ვრეკავდი. ბოლოს ისევ შენ გადმოგირეკე და ტელეფონის ხმამ წერილთან მომიყვანა. გამაგიჟა შენმა წერილმა, მაგრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რომ ჩემი ეჭვები მართალი იყო. შენ მე გიყვარდი და ამას ყოველთვის ვგრძნობდი. შენი გაცნობის დღიდან მიყვარდი და დღემდე მიყვარხარ თინია. ამ წერილმა ჩემს გრძნობებში საბოლოოდ გამარკვია. ის ტყუილი რაც ალექსანდრემ თქვენს თურმე "ვითომ" ურთიერთობაზე მითხრა უფლებას არ მაძლევდა რომ შენსკენ როგორც ქალისკენ გამომეხედა. მეგონა, ის გიყვარდა, მეგონა მისი იყავი და ამაში ალექსანდრეს ნათქვამი მარწმუნებდა. მოყოლისას ბინა რომ მიხსენა საერთოდ გავგიჟდი, ვიცოდი რისთვისაც აყავდა იმ ბინაში გოგოები, მაგრამ შენ ამისთის ვერ გაგიმეტე. მიხვდა მაშინ რომ მისი არ დავიჯერე და საბოლოოდ მომწამლა მისი სიტყვებით, "იქ კი ჩვენს შორის ის მოხდა რისთვისაც ავედით" - ო. ის იყო გაგიჟებულმა რომ დავამტვრიე სახლში ყველაფერი. მაინც თინა ბებოს სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება და გაგიჟებულმა არ გაპატიებო იტალიაში გაიქცა. ორ ცეცხლსშუა ვიყავი მაგრამ მარინამ დიდი როლი ითამაშა და მეც უკან გადავდე ჩემი სიამაყე და თქვენთნ წამოვედი. გამაგებინე რა უნდა მექნა მაშინ? ახლა ვერც კი ვხვდები როგორ დავთანხმდი ჩემი ძმის ქალზე დაქორწინებას. ასე მეგონა მაშინ და ამიტომაც ვუკრძალავდი ჩემს თვს შენსკენ გამოხედვას.
მაგრამ სხვების წინ მოჩვენებითმა თამაშმა, შეხებამ და ჩხუტებამ, თავისი ქნეს და ძლივს დათრგუნული გრძნობა თიდან გამიღვიძეს. ხოდა მეც ჩუმად მიყვარდი თინია. შენი ტკივილი და დარდი მანადგურებდა. შენი უმწეო მზერა და ჩემი უმწეო მდგომარეობა მაგიჟბდა. თავს ვერაფერს ვუხერხებდი და მთელი ექვსი თვე შენსავით ვსვავდი, ვჭამდი და ვათენებდი. სიგიჟემდე მიყვარდი და იმიტომ. ჩემი ცოლი გერქვა, ჩემი გერქვა და ხელსაც კი ვერ გაკარებდი. ამაზე დიდი სასჯელი არ არსებულა ჩემს ცხოვრებასში. მხოლოდ ღამე როცა ყველას ეძინა და შენც, მაშინ თუ შემოვიპარებოდი და მხოლოდ მაშინ ვაძლევდი ჩემს თავს შენი სიყვარულის უფლებას. მეგონა თუ ვერავინ დაინახავდა და გაიგებდა ჩემი პრინციპებიც არ შეილახებოდა. გამოფენის საღამოს კიი ჭკუიდან გადამიყვანე ისეთი ლამაზი და სასურველი იყავი. შენი სხეულით, ტუჩებით და თალებით ჰიპნოზი გამიკეთე და მეც ეღარ მოვთოკე მეტად თავი და სურვილი ავისრულე. ყველას და ყველაფერს გადავაბიჯე. მეტი აღარ შემეძლო. შენს გვერდით ცხოვრება და ამ დროს მოუკარებლობა. მაგიჟებდა უკვე ეს სიტუაცია. ხოდა მეც ყველაფერს გადავუარე და რომ მეგონა ჩემად დავიგულეთქო მაშინ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. - მოჩვენებითი ბრაზით შემომხედა და ნაბიჯი გადმოდგა, მე საპასუხოდ გავუღიმე და ნაბიჯი გადავდგი. - იმ ღამით კი ჩვეულ რიტუალს ვასრულებდი. ძილისწინა ალერსი, როცა შემეძლო უპირობოდ მყავრებოდი. შენმა შეკრთმამ შემაშინა, მაგრამ შენმა თალებმა სულ სხვა რამ მითხრეს და მეც უკან აღარ დავიხიე. შენმა საპასუხო მონდომებამ და ალერსმა ჭკუიდან გადამიყვანა, უხეშიც იმიტომ ვიყავი, მე ხომ სულ სხვა რამ ვიცოდი. შენმა ქალწულობამ კი სამყარო ამომიტრიალა და ყველა ტყუილი ნათელი გახადა. დილით ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, ყველაფრის გარკვევას და ახალი ცხოვრების დაწყებას, შენ კი რა დამახვედრე? გაყინული საწოლი და მიტოვებული სახლი. თითქოსს ეს არ კმაროდა, სანამ წერილს ვიპოვიდი მარიტამ კივილით დარეკა და მახარა ალექსანდრე ჩამოვიდაო.გავაფრინე კინაღამ, გესმის შენ? - გაცხარებით მოსაუბრემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და ჩემს საპასუხო სვლაზე, ჩუმად ჩაიცინა. - არ მიფიქრია რმ მასთან წახვედი, წერილმაც დამარწმუნდა ამაში. მაგრამ სანამ გონს მოვიდოდი ჩემი ძმა თავს დამადგა და მეც ვიყარე ჯავრი. მართალია კაბინეტი თავიდან გაქვს მოსაწყობი, მაგრამ სამაგიეროდ აწი ვერავინ ჩადგება ჩვენს შორის, ვერც იტალიიდან და ვერც გერმანიიდან. იმ წერილმა სიმართლე მაპოვნინა და ამ სიმართლემ აქ მომიყვანა.
მიყვარხარ თინია! მთელი ჩემი ცხოვრების უდიდესი მონაპოვარი ხარ და ბოდიშ გიხდი, იმ უნდობლობისთვის, ეჭვისა და მცდარი აზრებისთვის. ტყუილში ვცხოვრობდი და შენც გაიძულებდი რომ იქ გეცხოვრა. არც გისმენდი და არც გეკითხებოდი. მაგრამ ახლა როცა ყველაფერი გაირკვა და ისიც ვიცი რომ ყველა სადავე ჩემს ხელტაა. პირველ რიგში მინდა გთხოვო რომ ცოლად გამომყვე, ისე როგორც საჭიროა. - ამატებს გაღიმებული და ნაბიჟის გადმოდგმის შემდეგ მუხლზე იჩოქებს. ჟილეტის ჯიბიდან პატარა ყუთს აძვრენს და გადახსნილს მიწვდის. მეც საპასუხოდ ნაბიჯს ვდგამ და ყუთიდან მომზირალ ულამაზეს ბეჭედს დავცქერი. ხელს მთხოვს ჩემი სიცოცხლე. მეღიმება გონებაში და ისევ მის თვალებს ვუბრუნდები. - ეს ჩემი ნამდვილი დედის ბეჭედია. მინდა რომ მხოლოდ შენ ატარო. მინდა რომ ნამდვილი ოჯახი შევქმნათ და ყოველი დილა შენი ღიმილით დავიწყო. ყოველი ღამე შენს გვერდით დავაღამო და ყველა წინააღმდეგობა შენი მხარდაჭერით დავძლიო. მინდა ბევრი შვილი გვყავდეს და ჩვენს სახლში მშვიდად დასვენება შეუძლებელი იყოს. თინია მინად რომ როცა დავბერდებით მაშინაც მე ვიყო შენი ოჯახი და საყრედენი და შენ ჩემი სიმშვიდე და სამყარო. მინდა მთელი ჩემი ცხოვრება ერთადერთი ქალის ირგვლივ ტიალებდეს - შენს ირგვლივ თინია.- წამოდგა და კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, მეც საპასუხო ნაბიჯით ვუპასეუხე და ზუსტად მის წინ აღმოვჩნდი. - აბა რას იტყვი გახდები ჩემი ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი და გამიჩენ უამრავ პატარა მთავრეებსა და მზეებს? გაუძლებ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს მთელი ცხოვრება? ან გეყვარები 90 წლის დაბეჩავებული და სიბერით დაძაბუნებული? - პირისპირ ვიდექით ის ზემოდან დამყურებდა და მე კი ქვემოდან შევყურებდი. სიჩუმე გაიწელა და დამფრთხალი ხმით კითხვა გამიმეორა.
- თანახმა ხარ თინია? - თვალებში ჩავხედე და იქ ჩვენი მომავალი დავინახე. უამრავი ლამაზი დღე და წელი. ლამაზი ისტორია და ლამაზი გაგრძელება ამ ისტორიის. მე მის თვალებში ის ოჯახი დავინახე რაც არასდროს მყოლია, მაგრამ მისი სახით ამიერიდან სულ მეყოლებოდა. მისი შემყურე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ღმერთმა ყველა ტკივილის და დანაკლისის ფასად მისი თავი საჩუქრად მომივლინა და დროა ამ საჩუქარს დავეუფლო და რაც მთავარია ჩემად ვაქციო. ხელებს ვწევ და მის გაყინულ სახეს ვეფერები. საყელოზე ვექაჩები და ფეხის წვერებზე აწეული ყელზე ვეკიდები. ისიც მთელი ძალით მხვევს ხელებს და გულში ჩხუტებულს ჰაერში მწევს, ისე როგორც მაშინ, პირველად. მეც ტუჩებს მის ყურს ვახებ და ჩუმად ისე რომ მხოლოდ მან გაიგოს ვეჩურჩულები.
- მთელი ცხოვრება, მხოლოდ შენთან ანდრია!

ესეც ასე. ვასრულებ ისტორიას და გემშვიდობებით ცოტა ხნით.
მანამდე კი ბოდიშს გიხდით დაგვიანებისათვის. კიდევ იმისთვის რომ ზედმეტად ავყევი ემოციებს და ... იმედი მაქვს მოგეწონებათ ისტორიის დასასრული და ჩვენი გმირების მომავალი. ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენი ხნის განმავლობაში მხარში მედექით და თანამიგრძნობდით. მიყვარხართ ყველანი და უდიდეს პატივს გცემთ
თქვენი სალი



№1  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეეეე ეს რა იყოო რა კარგი იყოო სითბოთი სავსეე და ულამაზესი როგორ კარგად აღწერე ყველა მომენტიი უმაგრესი ხარ სალიი
მიყვარხარ აუ როგორ გამიხარდა ალექსანდრე რომ ცემაა უფფ კაი იყოო
კი დააგვიანე მაგრამ ღირდა ნამდვილად დასასრულიო რომ წავიკითხე ველოდი ისეე და ერთი სული მქონდა წამეკითხააა
ძაან მაგარი ხარ ანდრეა უსაყვარლესია უმაგრესია და კიდე ბოთე თინიაც მაგრამ გაიგო სიმართლე და ვაააიიიჰ რა საყვარლები იყვნეენ ბოლოში ვიცინე თოფით მომარჯვებულ თინიაზე
და ანდრეას ნათქვამზე უსაყვარლესსი ხარ სალიი
და მადლობა თითოეული წუთისთვის რომელიც შენმა ისტორიამ მაჩუქა
ასეთი კარგი ისტორიები კიდე დადე რადგან უმაგრესი მწერალი ხაარ heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes

 


№2 სტუმარი ketis

დზაიან მაგარიაააა მმადლობ სიტკბოსთვის გელIთ შენებური ძაან მაგარი ისტორიებით

 


№3 სტუმარი Guest Gimilis Gogo

აუ ალექსანდრე?

 


№4  offline წევრი elene tetruashvili

აუ .აი მართლა მაგარი იყო . heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest Eka

Supeer!madloba amistviiis,yvela am grdznobistvia didiii madlobaaa :-*

 


№6  offline წევრი Kusaaa

აუუჰჰ..... მე მაინც ალექსანდრე მომწონდა.. თავიდანვე ისეთი მუხტი ვიგრძენი მათ შორის პირველად, რომ შეხვდნენ, რომ მეგონა საბოლოოდ ერთად იქნებოდნენ..// თუმცა ეს შენი ისტორია და როგორც მოგესურვებოდა ისე დაასრულებდი..მაგრამ მე მაინც საკუთარი აზრი გამოვთქვი

 


№7 სტუმარი კიკი

სალიიიი მადლობა სიხარულოოო. ისეთ ეიფორიაში ვარ რომ ვერ ვმშვიდდები. მუცელი რომ ამიღმუვლდა იმის მერეა ვერ ვიწყნარებ. ეს რა იყო...ან ასე ლამაზად როგორ გადმოსცემ ყველაფერს. მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის და ემოციისთვის. ველი შენს შემდეგ ისტორიას. იცი რომ ისიც გამაგიჟებს და ისევ შემაყვარებს ლუკას, საბას ან თაზოს. მაგარი ხარ. გკოცნი

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ზედმეტად აყევი ემოციას კი არა ძალიან კარგი დასასრული აქვს.მომეწონა ძალიან.
--------------------
ლანა

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგი ისტორიაა მომეწონა.ერთადერთი ძმების ასე გადარევა არ მომეწონა, ასრთი რამ მუსულმანებმა იციან .მერე რა რომ ნამდვილი დეიდაშვილები არ იყვნენ მას ასე არ უნდა მოქცეოდნენ. საერთო ჯამში კარგი იყო, მაგრამ მართმადიდებლებში ასე არ ხდება.

 


№10  offline წევრი tatalia

ჩემი ოქრო ხარ ♥♥♥♥ ემოციებით დავიმუხტეეე ^^^

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

შესანიშნავი იყო სასწაული ძAლიან მომეწონა heart_eyes

 


№12  offline წევრი Salivan

aanamaria
შესანიშნავი იყო სასწაული ძAლიან მომეწონა heart_eyes

საყვარელო შენს კომენტარებს გადავხედე ახლა და ისე ვიხლისე რომ მადლობა ამისთვის. ძალიან კარგი მკითხველი ხარ. ახლა ახალ ისტორიას ვწერ და შენი აზრი უკვე საშინლად მაინტერეაებს. მადლობა შეფასებისთვის და მრავალ ახალ წელს :*

 


№13  offline აქტიური მკითხველი neneusi

ჟრუანტელმა დამიარა...... ეს მოთხრობა ნამდვილად საოცარია..... მე პირადად ასე ვთვლი, ძალიან მაგარია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent