შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 12)


27-10-2016, 14:07
ავტორი Salivan
ნანახია 3 908

გამოფენის დარბაზში შესული ვრწმუნედბი რომ ამხელა მზადება მხოლოდ გამოფენის გამო არ მომხდარა. აშკარაა რომ აქ სხვა მნიშვნელოვანი საქმეებიც წყდება. მთელი დარბაზი სავსეა თბილისის წამყვანი საზოგადოების წევრებით. აქაა ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, პროფესორები, მსახიობები და ზოგადად თავისი საქმის წამყვანი სპეციალისტები. უმეტესობას ტელევიზიით ვიცნობ, ნაწილს კი ანდრიას და ბესოსგან. მათი ხშირი სტუმრები არიან.
მარიტა გვერდიდან არ მცილდება და ჩუმად მეჩურჩულება ახლად გაცნობილების შესახებ ინფორმაციას. ხელკავს მიკეთებს და სანაცნობო წრისკე მექაჩება. ამ დროს ანდრიას ხელებს ვგრძნობ, წელზე მიცურებს და მარიტას მაშორებს. თავისკენ მიზიდავს და სხეულზე მიკრავს. სირცხვილისგან აშკარად ვწითლდები და ირგვლივ საზოგადოებას თვალს ვავლებ. ყველა ჩვენ გვიყურებს. ანდრიას ტუჩებს ყურებთან ვგრძნობ.
- გვერდიდან არ მომშორდე. - მიჩურჩულებს და იმართება. გაღიმებული თამამად ავყურებ და მისგანაც ღიმილს ვიღებ საპასუხოდ.
მთელ საღამოს სტუმრების გაცნობასა და აღფრთოვანებული კომპლიმენტების მოსმენაში ვატარებ. მამაკაცების უმეტესობა დაუფარავი შურით ულოცავს ანდრიას ასეთი „განძის“ ხელში ჩაგდებას და შანსს არ უშვებს რომ თუნდაც ხელზე ამბორის ხარჯძე ერთხელ მაინც შემეხონ. მათი ეს ქცევა იმდენად მაწუხებს რომ ანდრიას თვალებით ვეძებ და ზურგს უკან ორ ნაბიჯში ვხედავ. გაბოროტებული სახით როგორ უყურებს ჩემს მორიგ თაყვანისმცემელს ამ წუთას ხელზე რომ მეამბორება. ჩვენი თვალებიც ერთმანეთს ხვდება და ანდრიაც უცერემნიოდ ტოვებს ქალბატონ ლილიანას და ჩემსკენ მოიწევს. ეს გადაპრანჭული ქალი აქ როდის გაჩნდა?! გაღიზიანებული ვავლებ თვალს ლილიანას და მის გაწელილ, დამცინავ ღიმილს არაფრისმთქმელი სახით ვპასუხობ.
- როგორ ხარ თინია? - შორიდან მეიაზვება და მეც უბრალოდ ვუღიმი - ნაძალადევად. თუმცა არც ანდრია მაცლის რამეს, ნაცნობებს ემშვიდობება, წელზე ხელს მხვევს და მეორე დარბაზში გავყავარ. აქ უფრო სიწყნარეა და ნახატების დანახვაცაა შესაძლებელი. გაღიზიანებული იმით რომ ლილიანას გამო მომშორდა გვერდიდან, ანდრიას ზურგს ვაქცევ და სურათებისკენ მივიწევ. ის ხელით მიჭერს და ისევ გულზე მიკრავს. ზედმეტი ალერსისგან თავს იკავებს აშკარად. ისეთი ძალით მიჭერს ხელებს წელზე რომ ვიცი უეჭველი სილურჯეებად დამემჩნევა. გაბრაზებული მისკენ ვბრუნდები და თვალებში ვუყურებ.
- მეტკინა - გაბუტული ბავშვივით ვეწუწუნები და მისი ხელებისკენ ვიყურები.
- ვიცი - მპასუხობს გაღიმებული. სწრაფად იხრება და ტუჩებში მკოცნის.
- ახლა რა მოხდა? - ძლივს აზრზე მოსული ვიწყებ შეწუხებული ლაპარაკს, ვითომ წამის წინ შინგანი აფეთქება არ მოეწყო იმ კოცნას.
- CNN - ი გვიღებს თუ მარიტა სელფაობს ჩვენს ფონზე? - ჩემს „ძალიან“ შეწუხებულ სახეზე სიცილი უტყდება. ისევ მტკივნეულად მიჭერს ხელს წელზე და ჩემს მართლა შეწუხებულ სახეს მტაცებლის სახით აკვირდება.
- შენს გამო... შენს გამო...მე საკუთარ თავს და პრინციპებს გადავახტი, გესმის შენ? - გაურკვეველ თემაზე იწყებს საუბარს. და მეც შეწუხებულ- გაკვირვებული სახით ვაცქერდები და ხელებზე ჩემი ხელებით ვეჭიდები, იქნებ მოვაშვებინოთქო. ჩემს შეხებაზე წამიერი კანკალი უვლის და ვხედავ როგორ ეხორკლება კანი. - ვერ ხვდები არა? ამდენი ხნის შემდეგ საკუთარი პირობა ჯანდაბაში მოვისროლე. შენი ბრალია რომ იცოდე. აწი უკან დახევას არ ვაპირებ. - ისეთი სახით მიყურებს წამიერად შიში მიპყრობს. ტკივილი მაწუხებს და ვხვდები რომ თავს ძლივს იკავებს რომ აქვე არ მეცეს და გადამყლაპოს. სწრაფად მიშვებს ხელს და ერთი ნაბიჯით მშორდება.
- შენ ვერც კი წარმოგიდგენია რა სასურველი ხარ. მანიტივით მიზიდავ. წადი ახლა ჯობია. ცოტათი მაინც მომშორდი. - გარიმებული ხელებს ზურგს უკან მალავს და მეც გამომწვევი ღიმილით თავს გვერდზე ვხრი და წარბებს ვუთამაშებ. სწრაფად ბრუნდება გვერდზე და სურათის დათვალიერებას ისეტი ინტერესით იწყებს თთქოს მის გამო იყოს აქ მოსული. ვიცინი და მეც ადგილზე ვტრიალებ. კედლებზე დაკიდებულ სურათებს თვალს ვავლებ და დარბაზის ბოლოში, ყველაზე დიდი კედელზე დაკიდებულ ერთადერთ სურათზე მიშტერდება თვალი. გაოგნებული ადგილიდან ვწყდები და სტუმრებს შორის სწრაფად მივიკვლევ გზას. სურათის წინ ორ მეტრში ვჩერდები და სუნთქვაშეკრული ვაკვირდები.
პეიზაჟი გეგონებოდათ რომ არა ერთი ქალის სილუეტი, აფრიალებული შავი თმითა და ჭრელი კაბით. უკან კი ოდნავ მოშორებით დიდი ტოტებ გაშლილი ნაძვი დგას. ცალ მხარეს ძლიერი ქარისგან მომტვრეული ტოტებით. ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც მახსოვს. მთის წვერი, მისი ნახევრად ხრიოკი ფერდობი, გვერდით და უკან კიდევ ორი მთა და ცემს წვერვალზე მოშრიალე ნაძვები. იქ კი, სულ წვერზე - მე. ეს ის ხედია, რომელიც ყოველ დილით თვალწინ მეშლებოდა მთელი ოცი წელიწადი. ეს ის ხედია ანდრიამ რომ ნახა ჩემი ტყეში გაქცევის შემდეგ.
ბედნიერი და სუნთქვაშეკრული თვალს ძლივს ვწყვეტ ნახატს და უკან ვიხედები. ანდრიას ვეძებ. სადაც დავტოვე იქ არ ჩანს. გაღიმებული ვავლებ დარბაზს თვალს და ვხედავ როგორ ეჭიდება ლილიანა ხელზე და ვიწრო კარში გაყავს. ერთადერთი რის დანახვასაც ვასწრებ ანდრიას გაღიზიანებული სახეა და დაჭიმული ყბა.
- მოგწონთ? - მესმის გვერდიდან სასიამოვნო ხმა და მეც ისევ სურათისკენ ვბრუნდები. გულამოვარდნილი და გაფითრებული.
- ძალიან - ჩუმად ვპასუხობ და იმ მარტოსულ ქალწულს ვაკვირდები საკუთარი თავისუფლების დემონსტრაციას რომ ახდენს. - ულამაზესი ხედია. ნეტავ რეალურია? - ძლივს ვპოულობ ძალას რომ საუბარი განვაგრძოთ.
- ეს ჩემი ნამუშევარია, როგორც სხვა დანარჩენი. - აშკარად თავს იწონებს მხატვარი და მეც რბილად ვუღიმი. -თუმცა ეს მე არ მინახავს, მაგრამ დაზუსტებით გეტყვით რომ ეს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და წარმოიდგინეთ ეს ტყის დედოფალიც რეალურია. სადღაც აქვეა და თავისი სილამაზით აქაურობას ანათებს. ისე სიმართლე გითხრათ ჩემს წარმოდგენებში ამ ამორძალს თქვენს მსგავსს წარმოვიდგენდი. გრძელი თმით, ტყისფერი თვალებით - ხან მუქსა და ხანაც ნათელს. დედოფლის სადარი პატარა აპრეხილი ცხვირით და ველური ვარდისფერი ტუჩებით. როგორ უნდა უყვარდე ღმერთს რომ ამხელა სილამაზით დაგაჯილდოვოს და თანაც ყველასგან მოწყვეტით მწვერვალზე გაცხოვროს რომ ეს სილამაზე შურმა და ბოღმამ არ შელახოს. - გაშეშებული და ცრემლ მორეული ვისმენ მის სიტყვებს და გონებით ისევ იმ კარს მიღმა ვარ.
- ეს ჩემმა ახლო მეგობარმა ამიღწერა და მთხოვა რომ დამეხატა. ისე რომ არც ეთხოვა მაინც დავხატავდი. მას კი არა უკვე მეც მიყვარს ეს ამორძალი. - დაბნეული ვაბრუნებ თავს მისკენ და მის სიტყვებს გონებაში ვიმეორებ „მას კი არა უკვე მეც მიყვარს“ ... - ველოდები მათ მოსვლას და აუცილებლად გაგაცნობთ. თუმცა მანამდე დამდეთ პატივი თქვენი სახელის გაგებით და მომანიჭეთ თქვენი კავალრობის ბედნიერბა. როგორც ვხედავ მარტო ხართ. - უარის ნიშნად გაღიმებული ვაქნევ თავს და ისევ იმ კარისკენ ვბრუნდები. ნელი ნაბიჯებით მივიწევ იქითკენ და ვგრძნობ რომ ნახატების ავტორიც თან მომყვება. ვხედავ როგორ იღება კარი და სწრაფად ვჩერდები ერთ-ერთი სურათის წინ. ვითომ დაკვირვებით ვათვალიერებ და ნელა ვაბრუნებ თავს ოთახიდან გამომსვლელებისკენ.
ანდრიას გაღიზიანებულ და გაბოროტებულ სახეს ვათვალიერებ. საყელოს რომ აწვალებს და სწრაფი ნაბიჯებით ცილდება დაწყევლილ კარცს. მის უკან კი ზეკმაყოფილი სახით მომავალ ლილიანას ვხედავ, ტუჩის ქვემოთ თითს რომ იტარებს და ცბიერი ღიმილით გადის დარბაზიდან. ამდენ ხანში ეტყობა ანდრია გვამჩნევს და უკვე გვარდით მიდგას. მხატვრის გაოცებული შეძახილები მესმის, მგონი ბოდიშსაც მიხდის და ორივე ხელს მიკოცნის. მაგრამ გათიშულს არაფერი მესმის. ერთადერთი რის აღქმასაც ვახერხებ ეს ანდრიას ცისფერ პერანგზე დარჩენილი წითელი პომადის პატარა კვალია.
- ამ საღამოს დედოფალს მისივე სახელობის სურათი საჩუქრად - მესმის განცხადებით როგორ გამოდის დიმიტრი, მგონი დიმიტრი ჰქვია მხატვარს. ხალხი ჩვენს ირგვლივ იკრიბება და არ მახსოვს როგორ მაგრამ ჩემი ტყის ნახატთან ვდგავარ და მოლოცვებს ვღებულობ. ანდრია გერდით მიდგას და საკოცნელად მიაქვს ჩემი ხელი. სწრაფად ვაცლი მტევანს და დიმიტრის ვართმევ. იმ ალქაჯის ნაფერებ ტუჩებს გავასვრევინებ ჩემს ხელს... მეტი საქმე არ მაქვს. სახეში ვუყურებ და მის გაფითრებულ ნაკვთებს ირონიული ღიმილით ვაყოლებ მზერას. ხელით საყელოს იმიტირებას ვაკეთებ საკუთარ ყელთან და თვალებით ვანიშნებ გაისწორეთქო. ანდრია გამწარებულ სახეს იღებს და თავს გვერდით ხრის და უარყოფის ნიშნად აქეთ-იქით არხევს.
როგორც კი მცილდება ხალხი, ხელს მძლავრად მჭიდებს და დარბაზიდან მიმარბენინებს, მთავარი საგამოფენო დარბაზის გავლით ჰოლში გავყავარ და მორკალული კიბეებით ზემოთ მიმარბენინებს. გული ამოვარდნას მაქვს უკვე. ხელზე ვეჭიდები იქნებ გავაშვებინოთქო, მაგრამ არაფერი გამომდის. მეორე სართულის გრძელ ჰოლს სირბილით მივუყვები და მის ბოლოს ერთ-ერთ ოთახში შევყავარ. ჩემს უკან კარებს კეტავს და შუქს ანთებს. ხელებს მაინც არ მიშვებს და გაცოფებული სახით მიყურებს. გული მასაც აჩქარებული აქვს. აქაც კი მესმის როგორ ჰარმონიულად ეწყობა ჩემი გულის ხმას. ისიც ჩემსავით ძლივს ითქვამს სულს და მისკენ მქაჩავს.
- არ გაბედო - ვყვირი ხმამაღლა და ისევ უკან ვიხევ.
- არაფერი ყოფილა. - დინჯად იწყებს ლაპარაკს და მაინც მისკენ მქაჩავს - ის რაც ადრე ლილიანასთან მაკავშირებდა მხოლოდ ინსტიქტები იყო და სხვა არაფერი. მაგრამ დღეს არაფერი ყოფილა. რომ დარწმუნდა რომ მასთან საბოლოოდ მოვრჩი, შენზე ყველაფრის თქმით დამემუქრა, და სპეციალურად დამისვარა პერანგის საყელო.
- ანუ რა გამოდის? რომ დავქორწინდით მერეც გრძელდებოდა თქენი ურთიერთობა? - გაოგნებული ვეკითხები და როგორც იქნა ხელს ვითავისუფლებ. გაბჟუებული მაქვს და თითებს ვერ ვამოძრავებ. - მაგ საქციელს მგონი ღალატი ჰქვია არა? - გესლიანი ხმით ვეკითხები და ხელს ვიზელ.
- მთელი წელიწადნახევარი თინია მხოლოდ იმპოტენტი თუ გაძლებდა. მე კაცი ვარ და ჩემში ინსტიქტები უფრო ძლიერია, ვიდრე ემოციები. თავს არ ვიმართლებ. იმიტომ რომ ... შენც იცი რატომაც არ გეკარებოდი აქამდე. დღეს კი ყველაფერს გადავაბიჯე და იმის დასაკუთრება გადავწყვიტე რაც თავიდანვე მე კუთვნოდა. ხო ლილიანაც იყო და სხვებიც. მაგრამ არცერთი ყოფილა ჩემი საყვარელი. გრძნობა არცერთის მიმართ არ გამჩენია. მხოლოდ შენ. მხოლოდ შენ ამირიე ცხოვრება და დამამსხვრიე თავზე საკუთარი პრინციპები. ყველანაირ კაცურ და ადამიანურ შეხედულებებზე მათქმევინე უარი. შენი სურვილით ვარ შეპყრობილი უკვე 18 თვეა და მეტად საკუთარ თავს შევეწინააღმდეგები. - უკვე ჩემს ტუჩებთან ამოთქვამს ბოლო სიტყვებს და მხეცივით მეტაკება. ხელებს წელისკენ მიაცურებს და გულზე მიკრავს. ორივე ხელით ვეწინააღმდეგები და თვეის არიდების შემდეგ სილასაც ვაწნი სახეში.
- ღირსი ხარ. - გავყვირი ბოლო ხმაზე - ღირსი ხარ მაგ ტყუილში ცხოვრების. გიკრძალავ ჩემზე სეხებას! გესმის შენ? - ვაგრძელებ ყვირილს და კარებისკენ მივიწევ.
- საით გაგიწევია? - მესმის მისი ბრაზიანი ხმა და მოულოდნელად მთელი ძალით მაბრუნებს მისკენ. - რა ტყუილზე მეუბნები თინია? -ჩემსკენ დახრილი უკვე ნაპერწკლებს ყრის თვალებიდან და გასაქანს არ მაძლევს.
- აი რომელშიც ცხოვრობ, იმ ტყუილს ვგულისხმობ ბატონო ანდრია. შენი მამაკაცური და მორალური პრინციპები რომ ედგა აქამდე სადარაჯოზე, აი იმ ტყუილზე გეუბნები. ამ წამიდან მოყოლებული არაფერს გეტყვი. ღირსი ხარ ზუსტად ისე დაიტანჯო როგორც მე ვიტანჯებოდი აქამდე. არაფერს გეტყვი გესმის? შენსკენ ნაბიჯსაც არ გადმოვდგამ. - სველ ტუჩებზე ვხვდები რომ ვტირი უკვე.
- ამაზე მეტი რა უნდა დავიტანჯო გამაგებინე? - ბოლო ხმაზე ბღავის ანდრია და შეშინებული პირს მაგრად ვკუმავ. - ამაზე დიდი სასჯელი არსებობს კიდევ რამე? ხელის გასაწვდენზე მყავდე და ვერ გეხებოდე. ჩემი ცოლი გერქვას და შენზე უფლება არ მქონდეს... გამაგებინე არის ამაზე უფრო დიდი სასჯელი რამე? - ხმაჩამწყდარი მეკითხება და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- ვაი რომ არის ანდია. - გამწარებული ვეჩურჩულები ყურში და მის მოშორებას ვცდილობ. -მაგრამ არ გეტყვი. ახლა ამაზე ფიქრით დაიტანჯე. ღირსი ხარ და იმიტომ. - მაგრამ სიტყვას მისი ტუჩები მაწყვეტინებს. მთელი ძალით მაწყდება ტუჩებზე და გიჟურად მკოცნის. თითქოს პირველად ეხებოდეს ქალის ტუჩებს... თითქოს სასოწარკვეთით... თითქოს ვუყვარდე.
- ნუ მეხებითქო - ვახერხებ მის ტუჩებში ამოთქმას და ისიც მაშინვე მშორდება. ოთახიდან გავდივარ და მალე საგამოფენო ცენტრსაც ვტოვებ. ტაქსს ვაჩერებ და სახლის მისამართს ვეუბნები. სახლთან ჩამოსული, მომავალი მანქანის ფარები თვალს მჭრის, ხელს ვიფარებ და ადგილზე ვჩერდები. ტაქსი ფეხებთან მიჩერებს და იქედან ანდრია გადმოდის. სწრაფი ნაბიჯებით მოიწევს, ხელს მჭიდებს და ჭიშკრისკენ მიმარბენინებს.
- გამიშვი - ვუძალიანდები, მაგრამ ისეთი სახით მიყურებს ჯერ მე და მერე ჩვენს გადაჭდობილ ხელებს რომ წამში ვკარგავ წინააღმდეგობის სურვილს. სახლში ჩუმად შედის და მეორე სართულისკენ მიმარბენინებს.
- გეძინება? - მოულოდნელად მეკითხება საძინებელში შესული. უარის ნიშნად თავს ვაქნევ. უკვე ძალიან მეშინია მისი.
- მაშინ ჩემოდნებს მოვიტან და ახლავე ვიწყბთ ჩალაგებას. - კბილებს შორის ცრის და ოთახიდან გადის.
მეორე დღეს ანდრია სიტყვას ასრულებს და დატვირთულები შუადღეს ჩვენს ახალ სახლს ვადგებით. ეს უფრო ახლოსაა თბილისთან, მაგრამ აქ უფრო ცივა. მანქანიდან გადავდივარ და გალავანს მივუყვები, დიდ ჭიშკარს ვაწვები და ვაღებ. ეზოში შევდივარ და ადგილზე ვშეშდები. ჩემს წინ ულამაზესი სამსართულიანი სახლია ზღაპრულ ეზოში ჩაფლული. უამრავი ხეები და მარად მწვანე ბუჩქები. წვრილი ბილიკები ეზოში მიმოფანტული და ულამაზესი ნაძვები სახლის ერთ მხარეს. ეზოს სწრაფი ნაბიჯებით ვჭრი და შესასვლელ კართან ვჩერდები „გასაღები“ მახსენდება გონებაში და უკან შებრუნებული ანდრიას გულმკერდს ვაწყდები.
- აი გამომართვი. - მიწვდის გასაღებს და მეც ისე ვართმევ რომ ზედმეტად არ შევეხო მტევანზე. მისკენ არც კი ვიხედები, ისევ კარებს ვუბრუნდები გასაღებს ვუყრი და ის ისაა უნდა გადავაბრუნო, რომ მისი მტევანი ეფარება ჩემსას ზემოდან ახლა უკვე ის მაბრუნებინებს გასაღებს. „ერთი“ ... ვითვლი გონებაში „ორი“... „სამი“ ...და „ოთხი“... ხელს მაცილებს და სახელურისკენ მიმითითებს. სახელურს ვეჭიდები და დაბლა ვქაჩავ. კარები იღება და მეც ნაბიჯს ვდგამ შიგ შესასვლელად. ანდრია წამში მიცურებს მარჯვენას მუხლს ქვემოთ და ხელში მიმაფრიალებს.
- ააა - ვკივი შეშინებული და მის ბედნიერ თვალებსაც ვაწყდები. - დამსვი - ვაგრძელებ ჩხუბით და მის სახეს საკუთარს ვარიდებ. - მე ხომ გითხარი აღარ შემეხოთქო - ვახსენებ წინადღის გაფრთხილებას და პირდაპირ ხელიდან ვუხტები. ვიცი რომ ძალიან ლამაზად ვხტები ფეხებზე. ანდრიას გმინვის ხმა მესმის და გაქცევით ვშველი თავს. წინ კიბეებს ვხედავ, საფეხურებს ვაფრინდები და მეორე სართულზე ასული, პირველსავე კარებში შევრბივარ. კარებს ვხურავ და საკეტს ვეძებ. ჯანდაბა გასაღებები არა აქვს. ოთახს თვალს ვავლებ და კარებს ვამჩნევ. იქეთკენ მივრბივარ და ლამაზ აბაზანას ვაფარებ თავს. უკან კარების შემოგლეჯვის ხმა მესმის და აბაზანის კარებს საკეტით ვკეტავ.
- თინია გამოდი - მესმის ანდრია ძლივს დაყენებული ხმა და ღიმილი მეპარება სახეზე.
- მე შენ გითხარი რომ აღარასოდეს მომკარებოდი - გავყვირი კარებს ზურგით აფარებული და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო.
- თინია გამოდი - უფრო მშვიდად იმეორებს.
- არა. სანამ არ შემპირდები რომ თითსაც კი არ დამაკარებ, მანამდე აქ ვიქნები. უფრო დრამატული ხმით ვაგრძელებ ლაპარაკს და კარებისკენ ვბრუნდები.
- თინია გამოდი - მესმის მისი ჩამწყდარი ხმა.
- არა. - ვპასუხობ მტკიცედ - შემპირდი.
- კარგი. - მესმის მისი გაღიზიაებული ხმა და წამებში კარის გაჯახუნების ხმა. ოცამდე ვითვლი ნელა და საკეტს ვატრიალებ.




ვასრულებ სიტყვას და ვდებ ახალ თავს. ველი თქვენს შეფასებას და მხარდაჭერას. ძალიან ვცდილობ რომ გასიამოვნოთ და იმედი მაქვს ვახერხებ ამას. მადლობა წინასწარ. მიყვარხართ ყველანი
პატივისცემით სალი



№1 სტუმარი ketis

როგორ მომწონს და და ველოდების სულ სულ არ იცი

 


№2  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეე რა კაი იყოოო მაგრად ვიმხიარულე რა კარგად აწვალებს ანდრეას უფ მომწონს რაა მაგარია თინია ნამდვილი ამორძალი და ულამაზესია რაა მალე დადე შემდეგი ველი მთელი გულით დღეს რომ ვნახე დადებული გქონდა ერთი საათი გახარებული ვცეკვავდი აუ მაგრად გამახარე რაა დიდხანს არ მალოდინო ჩემო კარგო მიყვარხარ მე შენ heart_eyes kissing_heart

 


№3 სტუმარი Ana

ე.ი. ეს გოგო საკუთარი თავის მტერია. თავის დაცვას ვინ ჩივის, საუაბრი არ შეუძლია. ისტორია მართლა კარგია, გმირებიც ნორმალური გყავს, მაგრამ ვერ გამიგია ძალით რატომ ადებილებინებ ხოლმე ყველას თავს. თინიას მიზანი მგონი საკუთარი თავის გამართლებაა და არა ანდრეას ჯიბრში დგომა. მართლა მომაბეზრებელია უკვე სულ ერთიდაიგივე.

 


№4  offline წევრი tatalia

ამაზეეე მაგარი თავი ჯერ არ დაგიწერია.
აი უზომოდ ემოციური და სასიამოვნო თავი იყოოო.
ძალიან მაგრად გქონდა ყველაფეეი გდმოცემულიიი არ მეყოოოოო

 


№5 სტუმარი კიკი

აუუუუ გავაფრენ ახლაააა. რას მიშვები სალიი. კითხვის დაწყებისას რომ შემეკუმშა მუცელი იმის მერეააა ცუდად ვაარ. როგორც იქნა ჩემი ანდრიააა გააქტიურდაა. თან როგორ. ეს რა იყოოო. აქამდე მიფრიალებს გულიიიი ცუდად ვაარ. ვინატრე თინიას ადგილას ყოფნააა:))))) არ დამცინოოოთ. ვგიჟდები ამ ისტორიაზე. მიყვარხარ სალი

 


№6  offline წევრი Salivan

ketis
როგორ მომწონს და და ველოდების სულ სულ არ იცი

მადლობა საყვარელო.

select
ვაიმეე რა კაი იყოოო მაგრად ვიმხიარულე რა კარგად აწვალებს ანდრეას უფ მომწონს რაა მაგარია თინია ნამდვილი ამორძალი და ულამაზესია რაა მალე დადე შემდეგი ველი მთელი გულით დღეს რომ ვნახე დადებული გქონდა ერთი საათი გახარებული ვცეკვავდი აუ მაგრად გამახარე რაა დიდხანს არ მალოდინო ჩემო კარგო მიყვარხარ მე შენ heart_eyes kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. როგორ მმატებ სტიმულს. მიყვარს შენი კომენტარის წაკითხვა. ხვალ ვეცდები რომ დავდო. იმედი მაქვს არ გამოგრჩება:)

Ana
ე.ი. ეს გოგო საკუთარი თავის მტერია. თავის დაცვას ვინ ჩივის, საუაბრი არ შეუძლია. ისტორია მართლა კარგია, გმირებიც ნორმალური გყავს, მაგრამ ვერ გამიგია ძალით რატომ ადებილებინებ ხოლმე ყველას თავს. თინიას მიზანი მგონი საკუთარი თავის გამართლებაა და არა ანდრეას ჯიბრში დგომა. მართლა მომაბეზრებელია უკვე სულ ერთიდაიგივე.

მესმის საყვარელო შენი და სრული უფლება გაქვს აღარ წაიკითხო. მთელი საქმე კითხვისას გართობასა და სიამოვნების მიღებაშია, თორე შეიძლებოდა ეს ისტორია ერთ თავშიც ჩამეტია. მადლობა შეფასებისთვის. წარმატებებს გისურვებ.

[quote=tatalia]ამაზეეე მაგარი თავი ჯერ არ დაგიწერია.
აი უზომოდ ემოციური და სასიამოვნო თავი იყოოო.
ძალიან მაგრად გქონდა ყველაფეეი გდმოცემულიიი არ მეყოო
გავბრაზდი :(

კიკი
აუუუუ გავაფრენ ახლაააა. რას მიშვები სალიი. კითხვის დაწყებისას რომ შემეკუმშა მუცელი იმის მერეააა ცუდად ვაარ. როგორც იქნა ჩემი ანდრიააა გააქტიურდაა. თან როგორ. ეს რა იყოოო. აქამდე მიფრიალებს გულიიიი ცუდად ვაარ. ვინატრე თინიას ადგილას ყოფნააა:))))) არ დამცინოოოთ. ვგიჟდები ამ ისტორიაზე. მიყვარხარ სალი

კიკი რამდენი მაცინეეე. არ დაგცინიიი. ძალიან მიყვარხარ. უსაყვარლესი გოგო ხარ. მადლობა რომ მხარს მიჭერ. მიყვარხარ ძალიან.

მეგობრებო ხანდახან მგონია რომ მთავარია წაიკითხოთ და მორჩა. მე პირადად რომელ ისტორიასაც ვკითხულობ აუცილებლად ვაკომენტარებ. ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ვაფასებ. თქვენ რა გჭირთ?

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

კომენტარები ჩემი სუსტი წერტილია, მაგრამ რასაც ამ ბოლო დროს ვაკვირდები საიტზე თუ ავტორს და ისტორიას არ აქებ, ავტორი ან თავაზიანად ან უხეშად ასწავლის მკითხველს ჭკუას,რომ ისტორია აღარ წაიკითხოს. მე კიდევ გმირების გაკრიტიკება კი არადა, მათი გარჩევა მომწონს.
რა ვთქვა ამ ისტორიაზე? მოგყვები, მაგრამ ნერვები სულ დაძაბული მაქვს:)))). არც ანდრეასი მესმის და არც თინიასი, ვაფშე თან. გასაგებია, რომ თურმე ერთ თავში არ გინდა დასრულება, მაგრამ არც 12 თავი წრეზე სიარულია ნორმალური. თუმცა, შენი ისტორიაა და შენი საქმეა რას როგორ იზამ. შენ წარმატებებს და ისტორიას მეტ ადეკვატურობას ვუსურვებ :*.

 


№8  offline აქტიური მკითხველი select

[quote=Salivan][quote=ketis]როგორ მომწონს და და ველოდების სულ სულ არ იცი[/quote]
მადლობა საყვარელო.

[quote=select]ვაიმეე რა კაი იყოოო მაგრად ვიმხიარულე რა კარგად აწვალებს ანდრეას უფ მომწონს რაა მაგარია თინია ნამდვილი ამორძალი და ულამაზესია რაა მალე დადე შემდეგი ველი მთელი გულით დღეს რომ ვნახე დადებული გქონდა ერთი საათი გახარებული ვცეკვავდი აუ მაგრად გამახარე რაა დიდხანს არ მალოდინო ჩემო კარგო მიყვარხარ მე შენ heart_eyes kissing_heart[/quote]
ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. როგორ მმატებ სტიმულს. მიყვარს შენი კომენტარის წაკითხვა. ხვალ ვეცდები რომ დავდო. იმედი მაქვს არ გამოგრჩება:)
რა თქმა უნდა არა მიყვარს ესს ისტორია <3
[quote=Ana]ე.ი. ეს გოგო საკუთარი თავის მტერია. თავის დაცვას ვინ ჩივის, საუაბრი არ შეუძლია. ისტორია მართლა კარგია, გმირებიც ნორმალური გყავს, მაგრამ ვერ გამიგია ძალით რატომ ადებილებინებ ხოლმე ყველას თავს. თინიას მიზანი მგონი საკუთარი თავის გამართლებაა და არა ანდრეას ჯიბრში დგომა. მართლა მომაბეზრებელია უკვე სულ ერთიდაიგივე.[/quote]
მესმის საყვარელო შენი და სრული უფლება გაქვს აღარ წაიკითხო. მთელი საქმე კითხვისას გართობასა და სიამოვნების მიღებაშია, თორე შეიძლებოდა ეს ისტორია ერთ თავშიც ჩამეტია. მადლობა შეფასებისთვის. წარმატებებს გისურვებ.

[quote=tatalia]ამაზეეე მაგარი თავი ჯერ არ დაგიწერია.
აი უზომოდ ემოციური და სასიამოვნო თავი იყოოო.
ძალიან მაგრად გქონდა ყველაფეეი გდმოცემულიიი არ მეყოო
გავბრაზდი :(

[quote=კიკი]აუუუუ გავაფრენ ახლაააა. რას მიშვები სალიი. კითხვის დაწყებისას რომ შემეკუმშა მუცელი იმის მერეააა ცუდად ვაარ. როგორც იქნა ჩემი ანდრიააა გააქტიურდაა. თან როგორ. ეს რა იყოოო. აქამდე მიფრიალებს გულიიიი ცუდად ვაარ. ვინატრე თინიას ადგილას ყოფნააა:))))) არ დამცინოოოთ. ვგიჟდები ამ ისტორიაზე. მიყვარხარ სალი[/quote]
კიკი რამდენი მაცინეეე. არ დაგცინიიი. ძალიან მიყვარხარ. უსაყვარლესი გოგო ხარ. მადლობა რომ მხარს მიჭერ. მიყვარხარ ძალიან.

მეგობრებო ხანდახან მგონია რომ მთავარია წაიკითხოთ და მორჩა. მე პირადად რომელ ისტორიასაც ვკითხულობ აუცილებლად ვაკომენტარებ. ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ვაფასებ. თქვენ რა გჭირთ?[/quote]

 


№9  offline წევრი Salivan

grafo
კომენტარები ჩემი სუსტი წერტილია, მაგრამ რასაც ამ ბოლო დროს ვაკვირდები საიტზე თუ ავტორს და ისტორიას არ აქებ, ავტორი ან თავაზიანად ან უხეშად ასწავლის მკითხველს ჭკუას,რომ ისტორია აღარ წაიკითხოს. მე კიდევ გმირების გაკრიტიკება კი არადა, მათი გარჩევა მომწონს.
რა ვთქვა ამ ისტორიაზე? მოგყვები, მაგრამ ნერვები სულ დაძაბული მაქვს:)))). არც ანდრეასი მესმის და არც თინიასი, ვაფშე თან. გასაგებია, რომ თურმე ერთ თავში არ გინდა დასრულება, მაგრამ არც 12 თავი წრეზე სიარულია ნორმალური. თუმცა, შენი ისტორიაა და შენი საქმეა რას როგორ იზამ. შენ წარმატებებს და ისტორიას მეტ ადეკვატურობას ვუსურვებ :*.

დიდი მადლობა. მიხარია შენი გაცნობა. პირველად ვკითხულობ შენს კომენტარს და მხოლოდ მას შემდეგ როცა ჩემი "ნაჯღაბნი" ასე ვთქვათ "ხმამაღლა" დავიცავი. მე მომწონს და მომხრე ვარ ჯანსაღი კრიტიკის, ბევრს ვუტოვებ კომენტარს და საკმაოდ ემოციურს. იმიტომ რომ ემოციური ადამიანი ვარ. მაგრამ ადგე და სხვის წარმოსახვას მოსაბეზრებელი, გამოდებილებული, უსუსური და ა.შ.უწოდო არ მიმაჩნია კრიტიკად. სრული უფლება მაქვს ამ დროს თავი დავიცვა. მე კიდევ ვუტოვებ არჩევანს, თუ არ მოგწონს ნუ კითხულობ. ხომ შეიძლება შენს მსგავსად გადმოსცე რას ფიქრობ და დააფიქსირო ვარაუდები ვთქვათ. მე არ მაქვს პრეტენზია რომ რაღაც საოცარ ისტორიებს ვწერ და არც შექებას ვითხოვ. ყველა თავს ყოველთვის ვუთითებ რომ შემიფასონ და აზრი დააფიქსირონ. და ის თუ სხვები მსგავსი რჩევებით გამოდიან არ ნიშნავს რომ მეც ამ ტენდენციის მომხრე ვარ. გაუმარჯოს ჯანსაღ კრიტიკას, პიროვნების პატივისცემას და ადეკვატურ ისტორიებს. უკვე ვფიქრობ რომ ამ ისტორიის დადებით არასწორად მოვიქეცი. არ მიყვარს როცა იმაში მდებენ ბრალს რაც არ ჩამიდენია. ვიტყვი რომ მხოლოდ 13 თავიანი ისტორია იყო. მაგრამ არ მეგონა მხოლოდ წრეზე თუ დავდიოდი.

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

მე არ ვიცი რა არის კრიტიკა და არც მიყვარს. გმირებს თუ "ვეცრმი" მხოლოდ და ეგაა. ვერ მივხვდი რას გულისხმობ, რომ შეცდი ამ ისტორიის დადებით. ანუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და ოოდნავ განსხვავებულმა კომენტარმა სინანულში ჩაგაგდო, რომ ამ ისტორიას წერ და აქ დებ? საოცარი! თავების რაოდენობა თუ შემეშალა უკაცრავად, ჩემს მობილურში ამ თავს აშკარად 12 აწერია. კი, წრეზე ტრიალს ვეძახი მე როცა საქმე ზრდასრულ ადამიანებს ეხება და იმის მაგივრად რომ რაღაც გაარკვიონ უფრო ბურდავენ ყველაფერს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ შენი თავისუფალი ნებაა რას და როგორ წარმართავ შენს ისტორიაში. საერთოდ, არ მომწონს ანდრეას გააქტიურება, ის რომ მხეცივით ხან სად ეცემა და ხან სად, სულაც არ მგონია რომ ამათ რამე გამოსწორდება და ან მასში რამე შეიცვალა. ანდრეას ამ გოგოში ეჭვი ეპარება, ცუდი ადამიანი ჰგონია და ამ ყველაფრის ფონზე მისი ეს მამაკაცური გაფართხუნება მართლა სასაცილო მგონია და თინიას ისტერიკებიც. ზუსტად ასე ჯოუტად და მედგრად შეეძლო საკუთარი თავი დაეცვა. მე ამაზე ვსაუბრობ, სხვა არაფერზე.

 


№11  offline წევრი Just give me a Hand . . .

სააალ kissing_heart როგორ მომწონს ეს ისტორია და როგორ ველოდები ყოველ ახალ თავს ველოდები შემდეგგსსსსსს stuck_out_tongue_winking_eye kissing_heart

 


№12  offline წევრი Salivan

grafo
მე არ ვიცი რა არის კრიტიკა და არც მიყვარს. გმირებს თუ "ვეცრმი" მხოლოდ და ეგაა. ვერ მივხვდი რას გულისხმობ, რომ შეცდი ამ ისტორიის დადებით. ანუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და ოოდნავ განსხვავებულმა კომენტარმა სინანულში ჩაგაგდო, რომ ამ ისტორიას წერ და აქ დებ? საოცარი! თავების რაოდენობა თუ შემეშალა უკაცრავად, ჩემს მობილურში ამ თავს აშკარად 12 აწერია. კი, წრეზე ტრიალს ვეძახი მე როცა საქმე ზრდასრულ ადამიანებს ეხება და იმის მაგივრად რომ რაღაც გაარკვიონ უფრო ბურდავენ ყველაფერს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ შენი თავისუფალი ნებაა რას და როგორ წარმართავ შენს ისტორიაში. საერთოდ, არ მომწონს ანდრეას გააქტიურება, ის რომ მხეცივით ხან სად ეცემა და ხან სად, სულაც არ მგონია რომ ამათ რამე გამოსწორდება და ან მასში რამე შეიცვალა. ანდრეას ამ გოგოში ეჭვი ეპარება, ცუდი ადამიანი ჰგონია და ამ ყველაფრის ფონზე მისი ეს მამაკაცური გაფართხუნება მართლა სასაცილო მგონია და თინიას ისტერიკებიც. ზუსტად ასე ჯოუტად და მედგრად შეეძლო საკუთარი თავი დაეცვა. მე ამაზე ვსაუბრობ, სხვა არაფერზე.

განსხვავებულ კომენტარში ნეტავ რას გულისხმობ? ჯანსაღ კრიტიკაში პირველ რიგში კულტურას ვგულისხმობ. სინანული მაშინ გამიჩნდებოდა სისულელეს რომ ვწერდე. მომწონს ჩახლართული სიტუაციები და მეც მსგავსს ვწერ. ვისაც არ მოსწონს შეუძლია არ წაიკითხოს, იმის მაგიერ რომ შეურაცმხოფელი კომენტარები დატოვოს. ძალიან მაინტერესებს განსხვავებული კომენტარი აუცილებლად შეურაცმხოფელი უნდა იყოს? კი მაგრამ ასე რთულია ისტორია უბრალოდ წაიკითხო და ავტორს მიყვე? ნუ იტრიალებთ ბატონო წრეზე, ხომ არ დამიძალებია. საოცარია პირდაპირ.
მაცადეთ ისტორია დამთავრებული მაქვს. ანდრიას ეჭვი უნდა ქონდეს, თინია უპასუხისმგებლო უნდა ეგონოს კიდეც და თინიაც უნდა გაბრაზდეს, როგორია აბა გააზიარე საყვარელი კაცი სხვასთან. აცადეთ ამ "ფართხუნა" ანდრიას და "ისტერიკა" თინიას ისტორია ბოლომდე მიიყვანონ. და კიდევ ერთხელ დავძენ "განსხვავებული" კომენტარი ბევრი წამიკითხავს, თუნდაც ამ ისტორიაზე, მაგრამ ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი. გაიხარეთ კიდევ ერთხელ რომ ბოლომდე ჩემთან ხართ.

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ ძაან მაგარი და თავი იყო.იმედია მალე დაალაგებენ ურთიერთობას
--------------------
ლანა

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

ერთი ზუსტად ვიცი, რომ აწი აღარ დავაკომენტარებ შენს ისტორიაზე. იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ვგებულობ რას და რატომ მპასუხობ. ასე მგონია მე ტყემალზე ვზივარ, შენ ბალზე ან პირიქით:))). კიდევ ერთხელ წარმატებები შენც და ისტორიასაც :*.

 


№15  offline წევრი Salivan

grafo
ერთი ზუსტად ვიცი, რომ აწი აღარ დავაკომენტარებ შენს ისტორიაზე. იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ვგებულობ რას და რატომ მპასუხობ. ასე მგონია მე ტყემალზე ვზივარ, შენ ბალზე ან პირიქით:))). კიდევ ერთხელ წარმატებები შენც და ისტორიასაც :*.

როგორ დავიღალე პატარა ბავშვების მსგავსი ჯიბრიანი საუბრებით. არ გვეკადრება. მადლობა კეთილის სურვილებისთვი და კიდევ ასეთი სწორი გადაწყვეტილებისთვის.

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

Salivan
grafo
ერთი ზუსტად ვიცი, რომ აწი აღარ დავაკომენტარებ შენს ისტორიაზე. იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ვგებულობ რას და რატომ მპასუხობ. ასე მგონია მე ტყემალზე ვზივარ, შენ ბალზე ან პირიქით:))). კიდევ ერთხელ წარმატებები შენც და ისტორიასაც :*.

როგორ დავიღალე პატარა ბავშვების მსგავსი ჯიბრიანი საუბრებით. არ გვეკადრება. მადლობა კეთილის სურვილებისთვი და კიდევ ასეთი სწორი გადაწყვეტილებისთვის.


დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. კაგა ხანია ასე არაფრის მოსმენა არ გამხრებია-პატარა ბავშვი:))))).

 


№17 სტუმარი elene

pirvelad vakomentareb shes istoriaze ..winasqar bodishs vixdi mdzime wertilis ar arsebobis gamo da gramatikuli shecdomebistvis ...mokled wavikitxe komentarebi da imartle gitxra dzalian gavbrazdi es sheni istoria personajebic shen moipiqre es istoriaa romlis wakit vis shemdeg siamovneba unda mivigot mkitxvelma da es asecaaa radgan roca vkitxulob natlad agvivqvav rogoria tinia rogoria andria ,aleqsandre ,bebo romelic cdilobs misi shvilishvili saimedo xelshi datovos miuxedavad imisa roma ar vetanxmebi imis rom vonme daavaldebulo iseti seriozuli naabijis gadadgma rogoric qorwinebaaa...diax me natlad warmovidgine is jadosnuri mxare saidanac mtavari personaajia da es mxolod avtoris damsaxurebaaa...saertod mimachnia rom avtori sheidzleba gaakrutiko gramatikuli shecdomebis gamo , jargonuli satyvebistvis is vinc ver gadmocems azrs veg gvamogzaurebs mis samyaroshi ver gvanaxebs mis agweril istorias magram gaakritiko shinaarsisi gamo mgoni didi uazrobaa yvelas tavisi gemovnebaa aqvs vigacas moswons da kitxulobs vigacas ara es chveni archevania...mokled imistqma minda ron es personajebi moqmedeba yvelaferi avtoris mopiqrebaa miisi sheqmnili personajebia da rogoric unda iseti iqneba misi personaji avtors aqvs upleba rogorsac xesabs oseti daweros...bodishit magram sheidzleba tqven aleqsamde mogwont magram motxrobis sheqmnels sul sxva azri aqvt masze....amitom vacadot avtors mivcet upleba rogorc unda iseti personajebi sheqmnanas iseti shinaarsu qondes da nu gavakritikebt mas misi istoriis gamo radgan es misi istoriiaa misi gmirebi......
...kideve ertxel bodishs vixdi gramatikuli sjecdomebistvsi:)da sasveni nishnebis ar arsebobis gamo....vecade gadmomeca risi tqmac mindoda arvici rogor gamomivida magram yvelanairad vvecade satqmeli metqva....;);)

 


№18  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ მალე დადე რა სჰემდეგი ტავი გტხოოოვ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№19  offline წევრი Just give me a Hand . . .

აუუ დადეე რა pensive pensive

 


№20  offline წევრი Just give me a Hand . . .

დადე გთხოვ რა რამდენიხანია ველოდები disappointed disappointed

 


№21  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ოჰო ეს უკვე მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent