შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები


2-11-2016, 16:03
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 2 714

შურისძიება . . .
ბევრისთვის ეს სიტყვა საკმაოდ ცუდად ჟღერს და მისი ბუნებისთვის სრულიად უცხოა. ბევრისთვისაც, იგი გაუგებარი რამაა და სამწუხაროდ მის არსს ბოლომდე ვერ სწვდება. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, არიან კატეგორია ადამიანებისა, რომლებისთვისაც, რაც არ უნდა გასკვირი იყოს, იგი ცხოვრების უპირველესი მიზანია. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ბევრს უჭირს კიდეც, მაგრამ მე მათ რიცხვში ნამდვილად არ ვარ. . .
შურისძიება ეს ისაა, როცა სხვას ჩადენლ დანაშაულს, იმ ტკივილს ვერ პატიობ რაც მოგაყენა. იმ ტანჯვას ვერ ივიწყებ, რაც მისი წყალობით გადაიტანე და ამ კონკრეტულისთვის ცხოვრების დანგრევა სულის დასამშვიდებელ ერთადერთ წამლად მიგაჩნია.
საზოგადოების დიდი ნაწილი, ფიქრობს, რომ სამაგიეროს გადახდა და ამგვარი რამეები ადამიანს სულს უბინძურებს და მის გულს, ბოღმით და სიძულვილით ავსებს. ამიტომ ისინი ამის აუცილებლობას უარყოფენ და შურისმაძიებელ ადამიანს, ზურგს უკან ყოველთვის კიცხავენ.
იმის თქმა, რომ წყენა უნდა დაივიწყო და აპატიო, მართლაც, რომ ძალზედ ადვილია, როცა საქმე სხვის ცხოვრებას ეხება და არა შენსას. სრულიად ვეთანხმები, როდესაც ამბობენ -თუ ტანჯვას საკუთარ თავზე არ გამოცდი, იმ კონკრეტულის გაგება გაგიჭირდებაო.
"გაანადგურე, შენი ტკივილის მიზეზი" -ეს ჩემი უმთავრესი დევიზია და რაც არ უნდა მოხდეს მას არასოდეს გადავუხვევ, არასოდეს!..
ჩემი ცხოვრება, ძალიან გავს სცენარისტის მიერ მოფიქრებულ, მორიგ მძაფრსიუჟეტიან ისტორიას. არ მინდოდა, ყველაფერი ასე წარმართულიყო, არ მინოდოდა, რომ ასეთი გავმხდარიყავი, მაგრამ ხშირად ბედისწერა არჩევანს არ გვიტოვებს, არ გვეკითხება, თუ რა გვსურს ჩვენ და თავის ჭკუაზე გვატრიალებს. იგი მეფეა, ჩვენ კი მის ხელში მხოლოდ მარიონეტები ვართ, მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტები და მეტი არაფერი . . .
ადრე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვეულებრივი ოჯახის, ჩვეულებრივი უმცროსი შვილი ვიყავი. დედა და მამა, ორივეს დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ და ყოველ ჩვენს თხოვნას უპრობლემოდ ასრულებდნენ. მე და ჩემი და-ელენე საუკეთესო მეგობრებად ვითვლებოდით და ერთმანეთს არასდროს არაფერს ვუმალავდით. მან ჩემზე ყველაფერი იცოდა, მე კი- მასზე. როდესაც რამე მიჭირდა ან ვინმე მაწყენინებდა, დის თანადგომა ჩემთვის ყველაზე დიდი შვება იყო. ხანდახან, მეგონა, რომ ელენე ამქვეყნად იმისთვის იყო გაჩენილი,რომ ყოველთვის გავემხნევებინე და ჩემი ცხოვრება თავისი არსებობით გაელამაზებინა. მშობლები ძალიან მიყვარდა, მაგრამ იგი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად რჩებოდა და ელენეზე წინ არასდროს არავის ვაყენებდი.
დედას ბერჯერ უთქვამს, რომ დებს შორის ასეთი ურთიერთობა იშვიათობას წარმოდგენდა, მაგრამ მე ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავდი, ჩემთვის ეს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა და ვთვლიდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო . . .
ასე გადიოდა წლები. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მაგრამ ამქვეყნად ხომ არაფერი არ არის მუდმივი? მათ შორის არც ბედნიერება.
როდესაც თვრატმეტის გავხდი, დედამ და მამამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ სასწავლებლად ამერიკაში გავეგზავნე. მართალია, ოჯახის მიტოვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამ წინადადებაზე მაინც დავთახმდი და მათი თხოვნა ყველანაირი პროტესტის გარეშე შევასრულე.
თავდაპირველად მეგონა, რომ იქაურობას ვერ შევეგუებოდი, თავს მარტოსულად ვიგრძნობდი და ასე შემდეგ, მაგრამ სრულიად პირიქით მოხდა. სულ რაღაც ერთ კვრაში, უკვე იმდენი მეგობარი შევიძინე, რომ მათი სახელების დამახსოვრებაც კი მიჭირდა. საერთო საცხოვრებელიც ჩემთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნა. ოთახის მეზობლები ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ყოველ უიქენდზე, მათთან და ჩვენს რამდენიმე ნაცნობთან ერთად მართლაც, რომ არაჩვეულებრივ დროს ვატარებდი. ჩემი ოჯახის წევრებს, ყოველ არდადეგებზე ვინახულებდი ხოლმე, მოვესიყვარულებოდი, მათთან ყოფნით გულს ვიჯერებდიი, შემდეგ კი ისევ უკან ვბრუნდებოდი.
ყველაფერი ძალიან კარგად იყო, სწავლის წლებიც საკმაოდ მხიარულად მიდიოდა, სანამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, ყველაფერი სრულიად არ გაანადგურა და მშვიდ ცხოვრებასაც წერტილი არ დაუსვა.
მახსოვს ორშაბათი იყო, როცა დედამ დილის ექვს საათზე დამირეკა. მატყობინებდა, რომ ელენე მეორე დღეა სახლში არ მისულიყო, ტელეფონი გამორთული ჰქონდა და პოლიცია მთელს ქალაქში ეძებდა. ამ ამბავმა თავზარი იმდენად დამცა, რომ აღარ დამიწყია იმის გარკვევა, რატომ შემატყობინეს ეს ამბავი ახლა და არა ორი დღის წინ. მაშინვე ჩემოდანს ვეცი, შიგ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავტენე, საბუთები გავამზადე და იქედან, ტაქსით პირდაპირ აეროპორტში გავვარდი, თუმცა ჩემდა საუბედუროდ, ძლიერი ქარების გამო რეისი სამი დღით გადადებულიყო და ამას ვერაფერს მოვუხერხებდი.
მხოლოდ ის შემეძლო, ახალი ამბის მოლოდინში მთელი დღე ტელეფონთან ვმჯდარიყავი და აფორიაქებული სული იმით დამემშვიდებინა, რომ ადრე თუ გვიან დედაჩემი დის სახლში დაბრუნების ამბავს მაცნობებდა.
სამწუხაროდ სრულიად პირიქით მოხდა. ელენე, ჩემი ერთადერთი და, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, ტყეში, ერთ პატარა ქოხში რკინის მავთულით გაგუდული იპოვეს. ის უკვე აღარ სუნთქავდა და აღარც გული უცემდა . . .
მოგვიანებით გავიგე, რომ ელენეს გაუჩინარების დღეს ჩემი და მის ყოფილი შეყვარებულის თხოვნით რომელიღაც ტყესთან მდგარ ქოხში მისულა, სადაც იმ ნაძირალას გაუუპატიურებია და ბოლოს ისეთ დღეში ჩაუგდია, რომ მისი ცნობა დედასაც კი გაუჭირდა. ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, რომ სწავლა მივატოვე, დარჩენილი თანხა ჩემოდანში ტირილით ჩავტენე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩემი ცხოვრების კოშმარის სამუდამოდ დასავიწყებლად, ისე რომ არავისზე და არაფერზე მიფიქრია, ჩემი ბავშვობის საყვარელი ქალაქის -ბათუმის, ერთ ერთ მიყრუებულ უბანში გადავედი საცხოვრებლად. სახელი და გვარიც კი შევიცვალე, რომ ნინი ნადიბაიძე როგორც პიროვნება აღარ არსებულიყო არც ჩემთვის და არც სხვა ადამიანებითვის.
საბედნიეროდ ჩემს ახალ საცხოვრებელ ადგილას არავინ მიცნობდა, არც მე ვიცნობდი არავის. ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა, მარტო ყოფნა და ჩემს ტკივილთან პირისპირ შებრძოლება. ელენეს დაკრძალვასაც კი არ დავსწრებივარ. ამას უბრალოდ ვერ გავაკთებდი. იქ დგომა და იმის ყურება, თუ როგორ უშვებდნენ მას მიწაში საზიზღარი, ვიწრო კუბოთი, ჩემს ძალებს ბევრად აღემატებოდა. არც მშობლებსთვის იყო, ნაცნობი ჩემი ადგილსამყოფელი, არც მეგობრებისთვის და არც სხვა ნაცნობებისთვის. ტელეფონიც კი გადავაგდე, რათა არავის შევეწუხებინე, და იმის დასტურად, რომ ცოცხალი ვიყავი და არა მკვდარი დედას და მამას ყოველ თვეში, ერთ ანონიმურ წერილს ვუგზავნიდი ხოლმე, რაზეც მხოლოდ ჩემს სახელს ვაწერდი და ვატყობინბდი, რომ კარგად ვიყავი. მალე ესეც კი შევწყვიტე, მაგრამ არ ვიცი რატომ.
ბათუმში ორი წელი გავატარე, იქ სამსახურიც ვიშოვე, ბინაც და აქედან რამდენიმე კვირაში მცირეოდენი სანაცნობო წრეც გამიჩნდა. ვცდილობდი, წარსული დამევიწყებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ყოველ ღამე, ძილის წინ მთელი დღის შეკავებული ემოციები მაინც თავისას შვებოდა და მაიძულებდა საათობით მეგლოვა ჩემი უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი დაც და ჩემი თავიც. მალე ეს მწუხარება ბრაზში გადაიზარდა, ბრაზი კი ზიზღში. ჰო, მძულდა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ოჯახური სიმშვიდე გაანადგურა, მეზიზღებოდა იმის გამო, რომ ის იყო ერთადერთი დამნაშავე თავს დამტყდარ უბედურებაში, რომელსაც რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ბოლო არ უჩანდა . . .
8 8 8
თითქოს ეს ტკივილი საკმარისი არ იყოო, რამდენიმე თვის შემდეგ, შევიტყვე, რომ ჩემი მშობლები საკმაოდ სერიოზული ავარიის მსხვერპლი გამხდარიყვენ, ორი თვე კომაში გაეტერებინათ, საბოლოო ჯამში მათი გადარჩენა ვერ მოხერხებულიყო და უკვე აღარც ისინი მყავდა.
ამ ამბავმა, ამ მორიგმა საშინელმა და ამავდროულად უეცარმა დარტყმამ, ისედაც განადგურებული კიდევ უფრო ძლიერ გამანადგურა და შემაძულა ის პიროვნება, ვინც ელეს და მასთან ერთად ჩვენც, ცხოვრება დაგვინგრია. ახლა მე უკვე არც და მყავდა, არც მშობლები და არავინ ისეთი ვისაც ვუყვარდი და ჩემი ბედი აღელვებდა. მატოობის საშინელი შეგრძნება, ყველგან და ყოველთვის თან დამყვებოდა, წუთითაც არ მტოვებდა და ჩემგან წასვლას, ალბათ არც არასდროს მოინდომებდა.
მშობლების ტრაგედიიდან, ერთი წლის შემდეგ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ თბილისში დავბრუნებულიყავი და ჩემი სამუდამოდ არეული ცხოვრება იქ გამეგრძელებინა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, მხოლოდ ერთმა ფაქტორმა იქონია გავლენა- ის ტიპი, ის ნაძირალა უკვე თავისუფალი იყო, თავისუფალი! არა, მე ამას ვერ შევეგუებოდი, ვერ ავიტანდი, რომ ელენეს მკვლელს ქუჩაში თავისუფლად და მხიარულად ესეირნა, ვერ ავიტანდი . . .
თუ კანონმა შესაბამისად ვერ დასაჯა მომიწევდა მის მაგივრად ეს მე გამეკეთებინა, თანაც საკმაოდ სასტიკი მეთოდებით . . .
საკმარისი თანხა მქონდა გადანახული იმისთვის, რომ თბილისში ჩასულს, რამოდენიმე თვე, თავის რჩენა არ გამჭირვებოდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის შემდეგ, გეგმის სისრულეში მოყვანას მთელი ძალისხმევით შევუდექი.
პირველ რიგში, საბუთები მოვაწესრიგე და აქედანვე, თადარიგი დავიჭირე, რათა ჩემი საცხოვრებლის გაყიდვასთან დაკავშირებით, პირადად მე, არანარი პრობლემა არ შემქმნოდა. ამისათვის სახლის გაყიდვების სააგენტოს დავუკავშირდი და ეს საქმე მთლიანად მათ მივანდე. ვიცდიდი სანამ იმ ხალხისგან პასუხს არ მივიღებდი. არ მინდოდა მშობლიურ ქალაქში გადაბარგებაზე იქამდე მეფიქრა, სანამ მათი წარმომადგენელი არ დამიკავშირდებოდა და ჩემი ბინის, სხვის მფლობელობაში გადასვლის ამბავს ოფიციალურად არ მაცნობებდა. ლოდინმა დიდხანს არც მომიწია. სულ რაღაც ორ კვირაში, ჩეკი მომივიდა, ოცდაათ პროცნტიანი საკომისიო დაქვეთით. საბოლოო თანხა, რომელიც ხელთ მქონდა საკმაოდ სოლიდური იყო და თავისუფლად შემეძლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი საშუალებით მეცხოვრა. ახლა უკვე, შემეძლო იმ ქალაქში დავბრუნებულიყავი, სადაც ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები მქონდა გატარებული, ახლა კი, საუბედუროდ . . . იქ უკვე აღარავინ მელოდა...
თბილისში კვირის პირველივე რეისით ჩავედი . . .
სანამ შესაფერის სახლს ვიპოვნიდი, გადავწყვიტე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში რამდენიმე კვირით ნომერი დამეჯავშნა და ფულიც წინასწარ გადავიხადე, რათა ყოველდღიური ანგარიშის გასწორებებით თავი არ შემეწუხებინა. უახლოეს მომავალში ალბათ, სამსახურის ძებნასაც დავიწყებდი. ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვიყავი, მთავარი ის იყო ჩემი თანხის ამოწურვის შემდეგ ჯიბის ფული მქონოდა და შიმშილს არ მოვეკალი . . .
8 8 8
ახლა, როდესაც ყველა საჭირო პროდეცურა უკვე მოგვარებული იყო და ქალაქში, რომელშიც გავიზარდე ახალი სახელით და გვარით ვიწყებდი ცხოვრებას დრო იყო ჩემი აქ ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი განმეხორციელებინა. ის უნდა მეპოვა და მისთვის სიცოცხლის დარჩენილი დღეები ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცია. როგორც უკვე გითხარით ჩადენილი დანაშაულის გამო მისმა პატიმრობამ დიდხანს არ გასტანა, ყველა პრობლემა გირაომ და მამიკოს სქელმა ჯიბემ მოუგვარა. თურმე ორივე სახლი გაუყიდია იმისთვის, რომ თავისი მოძალადე შვილი ციხიდან გამოეყვანა. მაგრამ სულ ტყუილად. ჯობდა საკანში დარჩენილიყო და ის არ გამოეცადა რასაც მე ვუმზადებ, ვიდრე თავისუფალი ყოფილიყო, მაგრამ უბედური. ლეოსთვის სამაგიეროს გადახდით იმდენად ვიყავი შეპყრობილი, რომ სხვაზე უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ოცდაოთხი საათის განმავლობაში, გონებაში გეგმებს ვაწყობდი, როგორ უნდა მეძია შური იმ სიბინძურის გამო, რაც მან ჩაიდინა . . . მხოლოდ მაშინ მოვისვენებდი, როდესაც იმ ბიჭს სულიერად განადგურებულს და სასოწარკვეთილს დავინახავდი. სწორედ მაშინ დავმშვიდდებოდი და წარსულის საშინელი მოგონებებიც საბოლოოდ დატოვებდა ჩემს გონებასა და გულს . . . ალბათ . . .
დიდი დრო ნამდვილად არ დამჭირვნია, იმის გასაგებად, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სხვა მისამართზე გადასულიყო და თავისი ძველი ბინა ვიღაცისთის მიექირავებინა. მშვენიერია არა? ჩემი და ცოცხალთა სიას აღარ ეკუთნოდა, მისი ცხოვრების დამანგრეველი კი თავისუფლებით ტკბებოდა და ამქვეყნად არაფერი ადარდებდა.
ჩემი იდეების სისრულეში მოსაყვანად, თავდაპირველად რა თქმა უნდა, ლეოს მოქმედი მისამართის გაგება იყო საჭირო, მაგრამ სამწუაროდ მას ჯერჯერობით არ ვფლობდი. მხოლოდ იმ ადგილის შესახებ მქონდა მცირედი ცნობები, სადაც იგი ადრე, ანუ ციხეში აღმოჩენამდე ცხოვრობდა.
ბევრი კვლევა-ძიების მეშვეობით, რომელსაც დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობდი, შევიტყვე, რომ მისი ოროთახიანი ბინა ვიღაც მეოთხეკურსელ სტუდენტს- გიორგი ავალიანს ჰქონდა დაქირავებული.
რა თქმა უნდა გადავწყვიტე ეს ინფორმაცია მორიგი ახალი ცნობების შესაძენად გამომეყენებინა და საქმეს გულმოდგინედ შევუდექი.
მაღაზიაში პარიკი და კოსმეტიკის ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები შევიძინე, ამას ჩემი ვინაობა უნდა დაეფარა და სრულიად სხვა ადამიანად ვექციე.
მომზადებას საკმაოდ დიდხანს მოვუნდი. მინდოდა ისე გარდავსახულიყავი, რომ საკუთარი თავი თვითონაც კი ვეღარ მეცნო. ხომ შეიძლებოდა გიორგი ლეოს ახლო მეგობარი აღმოჩენილიყო და მოგვიანებით, იმ ნაბიჭვარს (ჩვენი დაახლოების შემდეგ, რომელიც უკვე კარგად მქონდა დაგეგმილი) ჩემი თავი მისთვის წარედგინა? ეს მართლაც არ იყო აზრს მოკლებულლი და სწორედ ამიტომ, საკუთარი გარეგნობით იმ ბიჭთან გამოჩენა, ამჟამად დიდ სისულელედ მეჩვენებოდა . . .

8 8 8
ქალაქის ცენტრში, ღამის ბარის მოპირდაპირე ქუჩაზე თხუთმეტსართულიანი, საშაულო სიმაღლის შენობა იდგა. ელენესგან ვიცოდი, რომ მისი შეყვარებული, ამ კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობდა. აფორიაქებულმა და ანერვიულებულმა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და შემდეგ ისევ ამოვისუნთქე. წამით დავეჭვდი იმის სისწორეში, რასაც ვაპირებდი, მაგრამ მეორე წუთს, ამის გამო ჩემს თავს ისე საშინლად გავუბრაზდი, რომ ლამის საკუთარ ხელით გავიწანი სილა. ახლა ყოყმანის დრო ნამდვილად არ იყო. უკვე იმ გზას ვადექი, რასაც დიდი ხნის წინ უნდა დავდგომოდი და მისი გადახვევა არანაირად არ შეიძლებოდა, არა ამას ვერ გავაკეთებდი . . . არ გავაკეთებდი . . .
კარი, დაახლოებით ჩემი ასაკის ახალგაზრდა ბიჭმა გამიღო.
-ვინ გნებავთ? -გაკვირვებული მზერა მომაპყრო
-გამარჯობათ -სახეზე დაბნეულობის ნიღაბი ავიკარი -მე თიკა მქვია (კიდევ ერთი სახელი შევმატე ჩემს ყალბ სახელთა კოლექციას) ლეოს ძველი მეგობარი ვარ. ის რა, აქ არ არის?
-შემოდი -ბიჭმა ცერა თითით სასტუმრო ოთახისკენ მანიშნა და კარი უფრო ფართოდ გამოაღო
-გმადლობთ . . .
-ლეო უკვე დიდი ხანია აქ აღარ ცხოვრობს -დაიწყო, როცა მისაღებში მაგიდას შემოვუსხედით
-მართლა? მაინც რამდენი ხანია?
-ციხეში იჯდა, ამ სამი თვის წინათ გამოვიდა და ბინა მე მომაქირავა
-ციხეში? კი, მარამ რატომ?
-ვიღაც გოგოზე ძალა იხმარა, შემდეგ კი როგორც ვიცი, ცემაში მოუკლავს
-რა საშინელებაა
-ჰო მართალი ხარ, მაგრამ პატიმრობამ ძალიან შეცვალა. ფაქტიურად სულ სხვა ადამიანია. იმ დღესაც, როცა ამას აკეთებდა, ნასვამი ყოფილა და მეორე დილით თურმე აღარაფერი ახსოვდა. მაგრამ ამისდა მიუხედავად, დაკავების დროს, პოლიციას მაინც უმტკიცებდა, რომ მას ეს არ ჩაუდენია
-ლეოს ახლანდელ მისამართს და ტელეფონის ნომერს ვერ მომცემ?
უცნობმა ეჭვნარევი მზერით შემომხედა და თვალი თვალში გამიყარა.
-მიკვირს ამის გაგონების შემდეგ მისი ნახვის სურვილი, რატომ არ დაგეკარგა -თქვა კარგა ხნის დუმილის შემდეგ
-ეს როგორც უარი ისე გავიგო?
-ლუდს არ დალევ? -მოულოდნელად საუბარის თემა შეცვალა
-გმადლობ არ ვსვამ
-კარგი, მაშინ შენი სახელი მითხარი. მე გიორგი ვარ -გასაცნობად ხელი გამომიწოდა
-თიკა -მის ხელს ხელი შევაგებე -ეს უკვე გითხარი, მაგრამ როგორც ჩანს სუსტი მახსოვრობა გაქვს
-ჰო, მაგაში გეთანხმები -გაეცინა
-კითხვაზე არ მიპასუხებთ?
-პირველ რიგში ამ თქვენობით ლაპარაკს მოვეშვათ კარგი?
-როგორც გინდა. მაშინ ასე გეტყვი-კითხვაზე არ მიპასუხებ?
-არა, ეს უარს არ ნიშნავს. უბრალოდ მაინტერესებს რაზე ხარ წამსვლელი ამ იმფორმაციის მისაღებად
-მაინც რა გინდა? -მაგიდას ხელებით დავეყრდენი
-ლამაზი ხარ . . . გამომადგები -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ
-შენ ჯერ ის მითხარი, რაც მაინეტრესებს და მერწმუნე, ვალში არც მე დაგრჩები
-კარგი -იგი ფეხზე წამოდგა, ტელევზორის გვერდით მდგარ ხის მაგიდას ჩქარი ნაბიჯებით მიაუხლოვდა და ფურცლის პატარა ნაგლეჯზე რაღაცის წერა დაიწყო. -აი გამომართვი -თქვა ბოლოს და ქაღალდზე გაკრული ხელით ნაწერი, ჩემთვის სასურველი, იმფორმაცია წინ დამიდო
-დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე -ამ სიტყვებით ფეხზე წამოვდექი, ორად გაკეცილი ქაღალდი ჯიბეში ჩავიდე და გიორგის საკმაოზე მეტად მივუახლოვდი. -ესეც დაპირებული ჯილდო -ვთქვი და ფეხებშუა მაგრად ამოვცხე.
სანამ იგი ტკივილისგან გამწარებული ყვიროდა და იატაკზე ხოხავდა, ჩემს ჩანთას ხელი დავავლე, სადაბრაზოში გავვარდი და კიბეებზე ჩქარი ნაბიჯებით დავეშვი.
ტანსაცმელი და "ჩემი ხელოვნური თმა" ქალაქის საზოგადო საპირფარეშოში გამოვიცვალე. მაკიაჟის მოშორებას იმაზე დიდხანს მოვუნდი ვიდრე მე მეგონა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემი პირველადი სახე დავიბრუნე, ძველი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავტენე და კედელში დატანებული პატარა სარკმლიდან გაბრაზებულმა მოვისროლე. საქმე მოგვარებული იყო . . .

8 8 8
სახლში მისვლამდე გადავწყვიტე კაფეში შემევლო. სასტუმროში სადილი, მხოლოდ სამ საათზე მზადდებოდა, მე კი ამდენის მოცდა ნამდვილად არ შემეძლო. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი შიმშილის გრძნობა რაიმე გემრიელი კერძით ამწუთასვე დაეკმაყოფილებინა.
ფანჯრის კუთხეში, ერთი განმარტოებული მაგიდა დავიკავე და რომელიღაც, ჩემთვის უცნობი სალათი შევუკვეთე ფორთოხლის წვენთან ერთად.
რაც მართალია, მართალია საჭმელი იმდენად გემრილი გამოდგა, რომ სულ რაღაც ხუთ წუთში თეფშზე მხოლოდ პატარა ნამცეცები დარჩა, რის შემდეგაც, თავს ჩანგლის მეშვეობით მათი წვალებით ვირთობდი. რატომღაც შინ მისვლა არ მეჩქარებოდა. შეიძლება ამის მიზეზი, სწორედ ის იყო, რომ მარტო ვცხოვრობდი, მარტოობა კი არაოსდეს მომწონდა- მეტსაც გეტყვით, იგი მძულდა, კიდეც, მაგრამ ახლა ხომ სხვა გამოსავალი არ იყო? ნელ-ნელა ამასაც უნდა შევჩვეოდი . . .
იქ საათობით ჯდომის და ფანჯარაში უაზროდ ყურების შემდეგ, როგორც იქნა მივედი იმ დასკვნამდე, რომ კვლავ ჩემს სასტუმროში დავრუნებულიყავი. გასვლისას, თანხა მაგიდაზე, წვენის ჭიქის გვერდით დავდე, ჩანთა გადავიკიდე და სკამიდან ნელა წამოვდექი. უკვე გასასვლელთან ვიდექი, როდესაც . . .
-ნინი -მომესმა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა და იმწამსვე უკან მივტრიალდი. მოპირდაპირე მაგიდის სკამთან ანდრო იდგა- ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი, რომელიც დაბნეული და გაოცებული მიყურებდა.
ხმის ამოღებაც კი ვერ შევძელი, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი. ისიც კი ვერ გადამეწყვიტა ღირდა თუ არა მასთან დალაპარაკება. მე ხომ ჩემი წარსულიდან არავის დანახვა აღარ მინდოდა? იქნებ ისეთი სახე მიმეღო თითქოს ვერ ვიცანი, ან საერთოდაც გავქცეულიყავი?
სანამ მე იმის ფიქრში ვიყავი, თუ როგორ ამერიდებინა თავი ამ შეხვედრისთვის, ისე რომ ზრდილობიანადაც გამომსვლოდა და მისთვისაც არ მეწყენინებინა, ანდრო ჩემთან მოვარდა და გულში ისე მაგრად ჩამიკრა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა.
-მომენატრე თოჯინა -თავისი შერქმეული ზედმეტსახელით მომმართა -სად იყავი? ამდეხანს რატომ არ ჩანდი? -ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-არ გეჩვენება, რომ ეს კითხვა ცოტა უადგილოა? -რაც შემეძლო ცივად მივუგე რამაც მისი სახიდან ღიმილის გაქრობა გამოიწვია
-მაპატიე, მაპატიე სულელური რამ ვთქვი. შენ როგორ ხარ? როდის დაბრუნდი?
-ორი დღის წინ
-ისევ შენს ძველ მისამართზე ხარ?
-არა. ის სახლი მე აღარ მეკუთნის, სანამ ჩამოვიდოდი მანამდე გავყიდე -რაც შემეძლო მოკლე პასუხებს ვიძლეოდი
-მოდი დავსხდეთ და ყველაფერი მომიყევი -მან სკამი გამომიწია და ხელით მანიშნა, ზედ დავმჯდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ანდროსთან დალაპარაკება ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაინც ჩამოვჯექი და მლავებით მაგიდას დავეყრდენი
-შენი მშობლების გამო ძალინ ვწუხვარ. შენი დის გამოც -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ
-გმადლობ, მაგრამ ეს უკვე წარსულია
-მიხარია, რომ ასე ფიქრობ. მართალია ისინი უკვე აღარ არიან, მაგრამ შენ ხომ ცოცხალი ხარ? ვალდებული ხარ ცხოვრება განაგრძო გესმის ჩემი?
-ჰო, მესმის
-მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. დაგეხმარები, რომ ეს გადალახო. მთავარია ხელი არ მკრა და ამის საშუალება მომცე. ვიცი ახლა რასაც გრძნობ, არ გინდა იმ ადამიანების დანახვა ვისთანაც წარსულში გქონდა ურთიერთობა, მაგრამ დამიჯერე, ამით მხოლოდ შენს თავს დააზარალებ. საკუთარ თავში ჩაკეტვა კარგს არაფერს მოგიტანს. პირიქით, ტკვილს ერთი ორად გაგიორკეცებს
-ანდრო გთხოვ შეწყვიტე -ხელის აწევით ვანიშნე გაჩერებულიყო -მე არავის დახმარება არ მჭირდება, საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემს თავს თვითონვე მივხედო. შენ ჩემს ცხოვრებაში უკვე ზედმეტი ხარ -წამოდგომა ვცადე, მაგრამ მისმა სიტყვებმა, რომელიც შემდეგ წარმოთქვა, სკამზე იმდენად მიმაჯაჭვა, რომ განძრევაც კი ვერ მოვახერხე.
-რას არ მივცემდი, რომ ისევ ის მხიარული, ნაწნავებიანი გოგონა იყო, რომელსაც ყოველ დილით ჩანთის სკოლამდე მიტანაში ვეხმარებოდი. ძალიან შეიცვალე, მე კი როგორც ჩანს საუკეთესო მეგობარი დავკარგე
-მე კი გული და გრძნობები დავკარგე...
-რატომ? ყველაფერი ასე რატომ მოხდა? -მის ხმაში სევდა გაერია -ერთი დღეც არ გავიდოდა, რომ შენზე არ მეფიქრა. ჭკუის დაკარგვამდე მენატრებოდი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ სრულიად არაფერი ვიცოდი, იმის შესახებ თუ სად იყავი, ან რას აკეთებდი. არც იმის გარანტია მქონდა, გავიგონებდი თუ არა ოდესმე კიდევ შენს ხმას
-ანდრო -მის ხელს ხელი მოვუჭირე -ჩემთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავ, მაგრამ უნდა გამიგო, არ მინდა წარსულის აჩრდილი მუდამ თან დამდევდეს. მგონი ჩვენი კიდევ ერთხელ შეხვედრა, სიკეთეს არცერთს არ მოგვიტანს... მოდი, ყველაფერი ისევ ისე დავტოვოთ, როგორც ეს აქამდე იყო. -ამ სიტყვებით ფეხზე წამოვდექი, მის სევდიან თვალებს კიდევ ერთხელ შევხედე თანაგრძნობით და გარეთ აცრემლებული გამოვედი.
8 8 8
ქუჩაში საკმაოდ ციოდა, ცა მოღრუბლული იყო და სუსხიანი ქარიც ქროდა. აშკარა იყო, რომ მალე წვიმაც წამოვიდოდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად გადავწყვიტე სასტუმრომდე ფეხით მივსულიყავი. ვერასდროს ვერ ვიტანდი ტრანსპორტით მგზარობას და საზოგადო თავშეყრის ადგილებს. ეს ალბათ ისეთი, რამ იყო, რაც არასდროს შეიცვლებოდა.
ქვაფენილზე წვიმის პირველმა წვეთებმა დაიწყეს თამაში. ნელ-ნელა მასზე დაცემული შხეფების ზომა იზრდებოდა და ხედვაც თანდათან უფრო და უფრო ჭირდა. ამ ხმაურმა მანქანების სიგნალებისა და ბორბლების გზატკეცილზე ხახუნის ხმა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შაახშო.
ხალხი აქეთ-იქით გარბი-გამორბოდა, მშრალ ადგილებს თავს აფარებდა და იქ, წვიმის გადაღებას მოთმინებით ელოდა.
ბუნდოვნად ვხედავდი, თუ როგორ ჯდებოდა ტაქსის ყვითელ მანქანაში ვიღაც ქოლგიანი ქალი, რომელსაც თან პატარა ბიჭუნა ახლდა, ასევე ძლივსძლივობით დავინახე საწვიმარაში გახვეული ფეხით მოსიარულე, მის ხელში კი წითელი ვარდების დიდი თაიგული, რომელიც დიდი გაჭირვებით მიჰქონდა რომელიღაც პატარა მაღაზიისკენ . . .
კიდევ რამდენიმე ქუჩა.
გზის გადაჭრა გადავწყვიტე, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა აზრადაც არ მომსვლია, უკვე ფეხებზე მეკიდა რა მომივიდოდა-მანქანა გამიტანდა თუ სატვირთო, ავტობუსი დამეჯახებოდა თუ ტრაილერი. უკვე ყველაფერი სულერთი იყო, სრულიად ყველაფერი . . .
თეთრი ზოლიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, ზუსტად ჩემს ფეხებთან შავი ფერის მერსედესმა საკმაოდ მკაფიოდ დაამუხრუჭა "გიჟი ხარო" -გაბრაზებულმა მომაძახა და ისევ თავის გზას გაუდგა.
მისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს მიღმა ხდებოდა და მე მასში, უშუალოდ არ ვმონაწილეობდი. ერთადერთი, რაზეც იმ დროს ვფიქრობდი, ეს ანდროს სიტყვები იყო. მან სრული სიმართლე თქვა -ვამბობდი გულში -მე აღარ ვარ ის ვინც აქამდე ვიყავი და ალბათ, ვერც ვეღარასოდეს შევძლებ, რომ ვიყო. გარემო პირობებმა მაიძულა, რომ ასეთი გავმხდარიყავი . . . მაიძულა იმად გარდავქმნილიყავი, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მე მაიძულეს . . . მე არაფერ შუაში ვარ . . . მე მაიძულეს . . .
და საერთოდ რად ვიქეცი? -დავუსვი ჩემს თავს ის კითხვა, რომელიც დიდი ხანია თავში მიტრიალებდა, მაგრამ აქამდე ამაზე სერიოზულად არასოდეს მეფიქრა -ვინ ვარ ახლა? ერთი სიძულვილით სავსე ადამიანი ვარ, რომელსაც არავინ არ ჰყავს ამქვეყნად. ერთი საბრალო და განადგურებული არარაობა ვარ, ვინაც ისიც კი არ იცის გააჩნია თუ არა რაიმე მომავალი ან ღირს თუ არა საერთოდ მისი სიცოცხლე?! საერთოდ რაიმედ ვღირვარ? ვინმეს ვჭირდები? რა თქმა უნდა არა! შენ არავის სჭირდები ნინი -კვლავ ვუთხარი ჩემს თავს გონებაში -შენ სამუდამო ტაჯვისთვის ხარ განწირული და ამას ვერასოდეს შეცვლი. . .
ამქვეყნად ერთადერთი რამ, რაც წუთითაც არ მტოვბდა, მარტოობის საშინელი შეგრძნება იყო, მაგრამ ამის გამო, მისი მადლიერი ნამდვილად არ ვიყავი . . .
8 8 8
სასტუმროს ჰოლში სრულიად სველი შევედი. დახლთან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იდგა და პორტიესგან თავისი ნომრის გასაღებს ელოდა. ჩემი დანახვისას სამივე შეცბა, ალბათ თავიდან ფეხებამდე დასველებული საშინლად გამოვიყურებოდი და ასეთი რექციაც, ზუსტად ამის ბრალი იყო.
-ნომერი ორმოცდაორი -ვთქვი და მოლოდინის პროცესში, დახლს ხელებით დავეყრდენი
-ინებეთ -მორიგემ გასაღები გამომიწოდა და ბლოკნოტში რაღაცის ჩანიშვნა დაიწყო
ჩემს ოთახში, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობდა, დაღლილ-დაქანცული ავედი და შესვლისთანავე საწოლის მოშორებით მდგარ, დიდ სარკეში ჩავიხედე, რათა გამეგო, თუ რამ შეაშინა ასე ძალიან ის "სამეული".
თმა სრულიად სველი მქონდა, ასევე მაისური, ფეხსაცმელი და საერთოდ ყველაფერი. ამ წუთას, ნამდვილ საფრთხობელას ვგავდი. იმდენად სულელურად გამოვიყურებოდი, რომ ჩემს თავზე თვითონაც კი გამეცინა. ეს პირველი ღიმილი იყო ჩემს სახეზე, ამდენი ხნის შემდეგ.
სველი ტანსაცმელი იქვე გავიხადე, ძირს დავყარე და აბაზანის კარი უხეშად შევაღე.
ცხელი შხაპი იმდენად მესიამოვნა, რომ მის ქვეშ ნებივრობა ნახევარ საათზე ბევრად მეტიც გამიგრძელდა. საბოლოოდ კი, წყლისგან გამთბარი და მოთენთილი ლოგინზე სველი თმით და ხალათის გაუხდელად წამოვგრდი. აქედან ალბათ წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე მკვდარივით მეძინა...
ძლიერი გაელვებას, საზარელი ჭექა-ქუხილის ხმა მოჰყვა. გამომეღვიძა. საათს დავხედე, თითქმის რვის ნახევარი იყო. გამიკვირდა. თურმე რამდეხანს მძინებია. უკვე ვახშმის დრო მოახლოებულიყო, მაგრამ რატომღაც არ მშიოდა. ფანჯარას გავხედე, წვიმა გადაღებას არ აპირებდა. პირიქით, იგი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ქუხილიც თანდათანობით მატულობდა.
საწოლიდან ძლივსძლივობით წამოვდექი, ფარდები ბოლომდე გადავწიე და რაფაზე ხალათში გამოწყობილი ჩამოვჯექი. გზატკეცილზე, რომელსაც ჩემი ფანჯარა გადაჰყურებდა, დიდი საცობი შექმნილიყო და ირგვლივ მანქანების გაუთავებელი სიგნალებს გარდა აღარაფერი ისმოდა.
ახალგამოღვიძებული და მოთენთილი სარკმელს უკუსვლით მოვშორდი, ტანზე მოცმული პირსახოცის ხალათი გავიხადე და ზემოთ აწეული თმა ჩამოვიშალე. აფორიაქებულმა, ოთახში საცვლებისამარა დავიწყე სიარული და ბოლთის ცემა. ის მომენტი გამახსენდაა, როცა იმ ბიჭთან, ელენეს შეყვარებულის მისამართის გასაგებად ვიყავი მისული. ნეტავ რაიმე არასწორად ხომ არ გავაკეთე? ჩემს შესახებ რომ ლეოს მოუყვეს რა მოხდება? არა . . . არაფერიც არ მოხდება, გიორგსთვის ხომ ჩემი ახლანდელი ნამდვილი სახელიც არ მითქვამს? ელენეს "ყოფილი" კი, პირადად ნამდვილად არ მიცნობს. მათი ურთიერთობა ხომ ჩემი ამერიკაში წასვლის შემდეგ დაიწყო? მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საშიში არაფერი ჩანდა, რატომღაც ბოლომდე მაინც ვერ ვისვენებდი. ახლა მთავარი სიფრთხილის გამოჩენა და ლეოს ნაკლებად საეჭვო ვითარებაში გაცნობა იყო. შემდეგ კი . . . შემდეგ ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც ამას მე ვგეგმავდი . . .
ჩემოდნიდან დარჩენილი ნივთების ამოლაგებით ვიყავი გართული, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-ვინ არის?
-დასუფთავებაა -გასიმა ქალის ბოხი ხმა
-ახლავე
მაშინვე გარდერობს მივვარდი, ჯინსი და მაისური სწრაფად გადავიცვი, საწოლზე დაგდებული ცარიელი ჩემოდანი კარადაში შევტენე და შემოსასვლელი კარის საკეტი ხმაურიანად გადავატრიალე.
-მობრძანდით -ხელით ვანიშნე შიგნით შესულიყო
-კარგი იქნება თუ მანამდე სადმე გაისეირნებთ -თქვა მან, როცა ოთახში ათასგვარი საწმენდი საშუალებებით სავსე დიდი ურიკა გაჭირვებით შემოაგორა
-გასაგებია. როცა მორჩებით გასაღები მორიგეს ჩაუტანეთ, მე ცოტა დამაგვიანდება
-თქვენი ნებაა -მიპასუხა ქალმა და თავის საქმეს გულმოდგინედ შეუდგა
სანამ ჩემს ნომერს ასუფთავებდნენ, გადავწყვიტე სასტუმროს ბარში ჩავსულიყავი და რაიმე დამელია. ამ დროს იქ ბევრი ხალხი არ იქნებოდა, და შესაბამისად არც ზედმეტი ხმაური შემაწუხებდა.
8 8 8
შიგნით შესვლისთათანავე ვიგრძენი ერთმანეთში არეული, სასმელის, თამბაქოსა და სპირტის არასასიამოვნო სუნი. აქაურობა თავისუფალი ადგილების დანაკლისს ნამდვილად არ განიცდიდა, მხოლოდ აქა-იქ თუ იჯდა რამდენიმე ახალგაზრდა და ჩემთვის უცნობ თემაზე გაცხარებით კამათობდა.
-ამერიკული ვისკი, თუ შეიძლება -დახლთან მდგარ, რიგით მეორე სკამზე ჩამოვჯექი და თანხა წინასწარ გადავიხადე
-ინებეთ -ბარმენმა შეკვეთა მაგიდაზე დამიდო და დაწყებულ საქმეს, - მინის ჭიქების გაპრიალებას მიუბრუნდა
სასმელი ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე და იქაურობას თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე. ამჯერად ბარში მყოფთა სიას კიდევ ორი ადამიანი შემატებოდა, მათგან ერთ-ერთი კი თვალს არ მაცილებდა. ჩემი, დამკვირვებულური მზერა, როგორც ჩანს მან გამოწვევად ჩათვალა, რადგან ბევრი ფიქრის გარეშე, ფეხზე წამოდგა და დახლისკენ მისი თანმხლები პირის გარეშე გამოემართა. მშვენიერია, ამის აკიდებაღა მაკლდა -გავიფიქრე გულში და თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე



№1 სტუმარი Guest gvantsa

sityvebit ver gadmovcem ise momewona. dzalian gansxvavebulia, mdidaria emociebit,rac kargad gaqvs gadmocemuli, didi tavia da es kideb upro met sikarges sdzens am motxrobas, nakli ver vupove. imedia shemdegi tavevic asetive emociuri didi da gansxvavebuli iqneba. ar miapuchecho radgan ubralo gaxdeba. malmale tu ver dadeb sjobs moicado da iseti tavi daamato rogoric esaa vidre patara da mshrali. madloba aseti kargi dasawyisistvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent