ბედისწერა
ბედისწერა თავი 1 ჩვენ ადამიანები მოკვდავები ვართ ერთ დღეს დავიბადებით ერთ დღეს დავიღუპებით ჩვენ ვერ ავირჩევთ დაბადების წელს, თვეს, რიცვს,დაბადების ადგილს მაგრამ მომავლის შეცვლა ყოველთვის შეიძლება. მე ქეთი წერეთელი ვარ.ეს სახელი იმიტომ დამარქვეს რომ დედაჩემს სჯეროდა რომ ეს სახელი ძლიერს შეუპოვარს ნიშნავს, 13წლის რომ ვიყავი დედა და მამა ავტოავარიაში მოყვნენ დედა გარდაიცვალა მამა გადარჩა. მამაჩემს ჯაბა ჰქვია ძალიან მოსიყვარულე კაცი იყო მაგრამ დედას სიკვდილის შემდეგ ხასიათი შეეცვალა მე ძმაც მყავს სახელად ნიკა, ნიკა მძიმე ხასიათის იყო ბავშვობიდანვე, ის ჩემზე 6 წლით დიდი იყო და თითქოს ვერ მიტანდა სულ მიყვიროდა მიბრაზდებოდა მცემდა კიდეც მარტო ნიკა კი არა მამაჩემიც... რამდენიმე თვის მერე ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა და წავიდა საზღვარგარეთ მამაც წაიყვანეს მე კი ბავშვთა თავშესაფარში ჩამაბარეს.თავშესაფარში ბევრი მეგობარი გავიჩინე ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ თითოეულ წამს,წუთს,საათს,კვირას,თვეს თუ როდის უნდა წავსულიყავი აქედან აქ ძალიან კარგი აღმზრდელები გვყავს განათლებასაც ვიღებ და წარჩინებული მოსწავლე ვარ ასე გავიდა წლები 5 წლის შემდეგ როცა ჩემი წამოსვლის დრო დადგა ვიძახდი ღმერთო რა მალე გავიდა წლები თითქოს ყველაფერი გუშინ იყო წამოსვლა არ მინდოდა მაგრამ... -ქეთი უკვე წასვლის დროა ძვირფასო -ვიცი ქალბატონო ლუარა ჩემს მეგობრებს დავემშვიდობები და მალე დავბრუნდები -კარგი ძალიან არ დაიგვიანო -კარგით იქიდან წამოსვლის შემდეგ საავადმყფოში ექთნად დავიწყე მუშაობა ამ ხელფასით ვირჩენდი თავს და სასწავლებლის ფულსაც ვიხდიდი რადგან სამედიცინოზე ჩაბარება და ქირურგობა მინდოდა ჩემს ოცნებასაც ავისრულებ... ამ საავადმყოფოში ძალიან უცხოდ ვგრძნობდი თავს, სამსახურში ყოველთვის დაღლილი ვიყავი რადგან ლექციები საღამოს მქონდა გვიანობამდე ვმეცადინეობდი და 8 საათზე სამსახურში ვიყავი ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძნელი იყო მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ჩემი სურვილი არაფერს არ ვუშინდებოდი ასე გაიარა წლებმა გავიდა 6 წელი მე უკვე 24წლის ვარ სამედიცინოზე ჩავაბარე და დამწყები ქირურგი გავხდი ... აქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობდნენ ჩემთან ერთად აქ ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ სამუშაოს დასაწყებად აქ ერთი ქალი დაგვხვდა სახელად კატერინა რომელიც ქირურგი იყო და ჩვენ მასთან უნდა გვემუშავა როგორც დამწყებ ქირურგებსა და ინტერნებს ცოტა უცნაური ქალი იყო ბრაზიანიც და ჩვენზე ერთობოდა სასაცილო სახელიც დაგვარქვა ჭუკები მთელს საავადმყოფოში ასე გვეძახდა მე ჭუკი ქეთი ვიყავი კიდევ იყვნენ ჩემი თანაკურსელები ჭუკი ლალი,ჭუკი გიორგი,ჭუკი თეონა და ჭუკი ელიზბარი ეს სახელი ძალიან არ მოგვწონდა მაგრამ რა უნდა გვეთქვა მას ვერ შევეწინააღმდეგებოდით ერთ დღეს ტერორისტებმა ქალაქი ააფეთქეს აეფეთქების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა დანარჩენები კი ვინც გადარჩნენ საავადმყოფოებში გაანაწილეს, ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანეს ჩვენს საავადმყოფოში მათ შორის ერთი პოლიციელი სახელად გიგა გორგაძე რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროვებოდა ქირურგები არ ყოფნიდათ. უცებ გავიგონე:ქეთი წერეთელი ახლავე მე-3-ე საოპერაციოში გამოცხადდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.