შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი დასასრული


3-11-2016, 16:45
ავტორი NA NO
ნანახია 2 426

უკვე ორი კვირა იყო გასული დემეტრეს წასვლიდან. მაქსიმალურად ცდილობდა გრძნობებში გარკვეულიყო და საკუთარი თავისთვის ფიქრის საშუალება მიეცა. თითქმის ყოველ დღე ურეკავდა დემეტრე და ყოველი დარეკვის შემდეგ ლილიანას რაღაც ნაწილი იშლებოდა. ძალიან შეეცვალა ხასიათი, ყველანაირ წვრილმანზე შეეძლო გაღიზიანება, აღარც სამსახური ადარდება და აღარც უსაქმოდ ყოფნა, ერთი სიტყვით გააგიჟა მაია თავისი საქციელით
-როდემდე აპირებ ასეთი ამჟავებული სახლით სიარულს დედი?
-ვაიმე დედა შენ მაინც რაღა გინდა?
-ვერ გცნობ შვილო ვერა, შენ თუ აქ უნდა იტანჯო დაურეკე იმ ბიჭს, ან შენ წადი ან ის ჩამოვიდეს. არც ის იქნება კარგ დღეში რამდენიმე დღეა ნორმალურად არ ელაპარაკები
-რომ დაველაპარაკო რა ვუთხრა დედაა? ეგოისტივით ვერ მოვიქცევი და ჩემთან ყოფნას ვერ ვაიძულებ. მასაც თავისი საქმეა, როგორ ვუთხრა ყველაფერი მიატოვეთქო?
-ხოდა ადექი და შენ ჩააკითხე
-ხუმრობ დედა?
-არა რატომ ლილი? შენ ხომ გჯერა რომ უყვარხარ? მე კიდევ კარგად ვხედავ ჩემი შვილი რა დღეშია მისი მიზეზით. რომ არ ვიცოდე ვინ არის და რას წარმოადგენს დამერწმუნე ასეთ სიტყვებს ჩემი პირიდან ვერასოდეს მოისმენდი
-ნიტას ამბებია ხო?
-ხო აბა შენ ამ ბოლო პერიოდში საერთოდ არ ლაპარაკობ და დემეტრეზე დაწვრილებით მომიყვებოდი რამეს?
-მე ვერ წავალ, ან თუ წავალ მერე დამბრუნებელი არ ვარ ხომ იცი?
-ვიცი და მაგ აზრს დიდი ხანია შევეგუე შვილო
-შეიძლება დემეტრე უკან დაბრუნდეს, მე კი იქ კარიერას ვერ მივატოვებ
-ახლა ნამდვილად ეგოისტობ ლილი. შენ კარგად იცი, რომ არც იქ და არც აქ არ არის პრობლემა შენი კარიერა, ყველგან გარანტირებული სამსახური გაქვს და ამით შენს პირად ცხოვრებას ნუ გაირთულებ. ცხოვრებაში მხოლოდ კარიერა არ არის მთავარი და არც მხოლოდ ოჯახია უმთავრესი. ორივე უნდა გაათანაბრო შეძლებისდაგვარად და ისე უნდა იცხოვრო რომ ერთმა მეორეს არ შეუშალოს ხელი, აი მაშინ იქნები ბედნიერი ქალი დედი
-ხანდახან ისე იოლად თანხმდები ჩემს გადახვეწას სხვა ქვეყანაში, მგონია რომ არ გიყვარვარ
-რა სულელი შვილი მყევხარ შვილო. რომ მიყვარხარ მაგიტო გაძლევ საშუალებას იცხოვრო ისე როგორც შენ გინდა, რადგან არ ხარ პატარა გოგო. მე ყოველთვის ვერ გეყოლები ამიტომაც შენ მყარად უნდა იდგე მიწაზე და შენი ადგილი უნდა გქონდეს ცხოვრებაში. მერე რა თუ ამერიკაში გადახვალ საცხოვრბლად? მეც ჩამოვალ ხოლმე შვილო. ახლა ათასი საშუალება არსებობს მონატრების მოსაკლავად დე შენ მაგაზე არ იდარდო

ბევრი აღარ უორჭოფია, დედასთან საუბარმა თითქოს უბიძა და გადაწყვეტილება მიაღებინა. რამდენიმე დღეში ჯეიმსის დაბადების დღეა და ამ დღეს დაამთხვევს მის გამგზავრებას. ჯერ დემეტრესთან მივა და შემდეგ ჯეიმსსაც ესტუმრება. ნეტავ რა სახე ექნება დემეტრეს ლილის დანახვაზე იმედია არ ინანებს ამ ნაბიჯს.
-რომ ჩახვალ დემეტრეს უნდა ჩაუსახლდე თუ რა განერვიულებს ლილი?
-ჩასახლებას არ ვაპირებ გაგიჟდი? მსგავს თემაზე ჯერ არ გვისაუბრია თუმცა..
-თუმცა რომ ისაუბროთ შენ წინააღმდეგი არ ხარ არა
-ნუ დაახლოებით
-როგორ გამოგცვალა ამ ბიჭმა რაა. ამდენი წელია თავსი უტრიალებს შენი სახე და როგორც იქნა აეწყო თქვენი ურთიერთობა
-იცოდე შენ და მიშოს არაფერი წამოგცდეთ, მოულოდნელად უნდა დავადგე კომპანიაში
-იმედია არ ეჭვიანობ და მაგიტომ არ მალავ ამ ამბავს
-საეჭვიანო რა მაქვს ნიტა, უბრალოდ რეაქცია მაინტერესებს

როგორც კი ჩაფრინდა მაშინვე სახლისკენ გაეშურა. ბარგი დატოვა და დემეტრეს კომპანიაში წავიდა. როგორც კი გაიგო მდივნისგან დემეტრე გასულია და მალე მოვაო, მაშინვე შეაჭრა კაბინეტში და კომფორტულად მოკალათდა. სავარდძელი ფანჯრისკენ შეატრიალა და ლოდინი დაიწყო. დიდი ხანი არც დასჭირვებია, მალე გაიგონა კარების ხმა და შემდეგ შემაწუხებელი კისკისი. ნელა მოტრიალდა და დემეტრეს და ემას გაუღიმა. თვითონაც არ იცის რატო მოესმა ასე საზიზღრად ემას სიცილი, უბრალოდ ქალს ამ პერიმეტრზე არ ელოდა და ეჭვიანობამ შეიპყრო, არც დემეტრეს დანახვა გახარებია და მითუმეტეს არც ემასი
-ლილი?!
-დიახ ჩამოვედი, ვიფიქრებ ვნახავთქო მაგრამ მგონი შენ არ გცალია არა?
-ლილი, როგორ ხარ? თბილი ღიმილით წამოვიდა ემა მისკენ და გადაეხვია, მაშინვე გაიფანტა სულელური აზრები და ნორმალური ფერი დაუბრუნდა სახეზე. ნერვები ეშლებოდა ემაზე რომ იეჭვიანა, განა არ იცოდა აქ დემეტრე და ემა ერთად რომ მუშაობდნენ?, დემეტრე კი კარებთან იდგა და მონდომებით აკვირდებოდა ქალს
-კარგად ემა შენ როგორ ხარ? ბერნარდი ხომ არ გაწუხებს?
-არა ყველაფერი მოგვარდა. გავალ მე, თქვენ სალაპარაკო გექნებათ
-რატომ არ გამაფრთხილე თუ ჩამოდიოდი?
-მოულოდნელი მინდოდა ყოფილიყო და გამოვიდა კიდეც, არ გაგიხარდა რომ ჩამოვედი დემე?
-როგორ არ გამიხარდა, უბრალოდ ისეთი სახით დამხვდი ცოტა შემაშინე ნუთუ ემაზე იეჭვიანე?
-საიდან მიხვდი დემეტრე
-რა მიხვედრა მაგას უნდა შუბლზე გაწერია... ანუ ჩემთან ჩამოხვედი არა?...
-ხო.. მომენატრე და ჩამოვედი
-მერე მონატრება ასე უნდა გამოხატო? არაფერი გეტყობა შენ მონატრების
-კაგი რა დემეტრე, მეც ნერვები მეშლება ყველაფერს გეფიცები არ ვიცი რატომ ვიეჭვიანე
-სამაგიეროდ მე ვიცი
-რა იცი?
-ის რომ გიყვარვარ და სიგიჟემდე გენატრებოდი
-რა მიხვედრილი ბიჭი ხარ, მაგრამ შენ მსგავსი რამ არ წამოგცდენია
- მმ, მსგავს რამეებს მერე გეტყვი, ისე ჩანთები სად დატოვე?
-სახლში
-მოიცა ჩვენი სახლის მისამართი როდის გითხარი
-ჩვენი?
-ხო ჩვენი, აბა შენ სხვაგან აპირებდი დარჩენას?
-ვაპირებდი, თუმცა მგონი გადავიფიქრებ
-ჰო და, წავიდეთ შენი ბარგი წავიღოთ შინ ??
-წავიდეთ... წავიღოთ შინ.

უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და აქამდე გამომყევით ძალიან დიდი ბოდიში, რადგან საშინელი განრიგით ვდებდი ახალ თავებს, რაც შეეხება დასასრულს ვამჯობინე ამ თავით დამემთავრებინა რადგან უკვე უაზროდ გაიწელებიდა ისტორია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს მკითხველს ძალიან მახარებს ხოლმე, როდესაც თქვენს აზრს მიზიარებთ. იმედია ძალიან არ გაგიცრუეთ იმედები, რადგან ის არ გამოვიდა რასაც თავად ველოდი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent