ექიმი დეტექტივი 17
‘’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’’ ყოველი ჩემი სტუმრობა ნიტასთან იმით მთავრდებოდა, რომ დემეტრე სახლში მაცილებდა, არა და წარსულში არასოდეს შევხვედრილვართ ნიტასთან ერთმანეთს. ზედმეტადაც კი შევეჩვიე დემეტრეს -ლილი არ გიფიქრია რომ ხანდახან სიტყვები ვერ ამბოენ იმას რასაც დუმილი ამბობს -მრავალჯერ... -მგონი ორივესთვის ადვილი მისახვედრია რომ გვსიამოვნებს ერთად ყოფნა... -მაგრამ ეს არაფერს წყვეტს არა? -რატომ ფიქრობ მასე? ჩემთვის ბევრ რამეს წყვეტს -ხო მაგრამ მე დარწმუნებული არ ვარ... -ნუ თუ? ჩაეცინა ალბათ ეწყინა კიდეც ლილის არეული ლაპარაკი -იცი რა, მე და შენ მივეჩვიეთ დღის რაღაც ნაწილების ერთად გატარებას, ვაღიარებ რომ მომწონს შენთან ურთიერთობა მაგას შენც უნდა ხვდებოდე სხვაგვარად ახლა აქ არ ვიქნებიდით, მაგრამ მერე რა იქნება? კარგია ერთი დღით ცხოვრება, მაგრამ მე არ შემიძლია მომავალზე არ ვიფიქრო, ჩემს მომავალში შენ ბუნდოვნად ჩანხარ დემეტრე, ალბათ იმიტომ რომ მე რამდენიმე თვეში ამერიკაში დავბრუნდები შენ კი აქ დარჩები. თუ კი ჩვენს ურთიერთობას რაღაც სახელს დავარქმევთ და ერთმანეთის წინაშე მოვალეობები დაგვეკისრება შენ იფრენ ამერიკასა და საქართველოს შორის თუ მე? -ძალიან შორს წახვედი ლილი,ძალიან შორს თანაც ისე საუბრომ ჩემი მხრიდან რომ მე არაფერს არ მეკითხები. გითხარი მე სქართველოში დავრჩები ან შენ ამერიკაში წახვალთქო? იქნებ მეც შენთან ერთად მოვდივარ, ან კიდევ მოგვიწიოს ფრენა ერთი ქვეყნიდან მეორეში დაგღლის ამის გაკეთება საყვარელი ადამიანისთვის? -სწორედ ეგ არის საქმე რომ ერთმანეთი არ გვიყვარს -კიდევ ჩემს ნაცვლად ლაპარაკობ -კი მაგრამ.. -მოიცა თუ ღმერთი გწამს. გაიაზრე ერთხელ და სამუდამოდ რომ მიყვარხარ ლილი -არა შენ უბრალოდ მოგწონვარ და მეტი არაფერი, ან კიდევ ლტოლვა გალაპარაკებს -კარგად იცი რამდენი წელია მომწონხარ, შენი აზრით არ შემეძლო ნიტას ან მიშოს დავლაპარაკებოდი და მათი წყალობით სადმე შეგხვედროდი? უბრალოდ არ გავაკეთე ეს, რადგან მხოლოდ მოწონებას და ლტოლვას მაშინ განვიცდიდი ეს კი საკმარისი არ იყო დიდი ნაბიჯების გადმოსადგმელად შენსკენ. ახლა კი ამ დრო და დრო შეხვედრებმა მიმახვედრა და დამარწმუნა, რომ მოწონებას სიყვარული დაემატა. მე შენ მჭირდები და ეგ არის მთავარი. ისიც ვიცი შენთვის ადვილი არ არის გრძნობებში გარკვევა, რადგან ყოველთვის კარიერაზე ორიენტირებული იყავი და უეცრად მე გამოვჩნდი, რომელიც ხან გეუბნება რომ მოწონხარ ხანაც უყვარხარ. მე არ მინდა დაგკარგო ლილი, მაგრამ თუ შენ არ გეყვარები დამერწმუნე ძალით ვერ დაგაკავებ -დემეტრე მე არ ვიცი.... -ვიცი ლილი და ახლავე არ გთხოვ პასუხს -რომ გითხრა არ მიყვარხარ და შენთან ყოფნა არ მინდათქო? -არ მეტყვი... -ვითომ რატომ? -იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რაღაცას გრძნობ რაც მოწონებაზე მეტია და სიყვარულზე ნაკლები, თუმცა ჩემთან ყოფნა ისევე გჭირდება როგორც მე -მაშინ რატომ მაძლევ დროს? -მინდა ყველაფერი გაიაზრო და მომავალში რაღაცეები გათვალო .......... ალბათ ერთი თვე იყო გასული ბოლო საუბრიდან. მე კლინიკაში დავდიოდი ჩემს ყოფილ ლექტორთან, მაინც არ მინდოდა დროის დაკარგვა და უსაქმოდ ყოფნა. საღამოს კაფეში ვიყავით. უფრო სწორად მე ვიყავი, ის კი აშკარად სხვაგან იყო. თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და რაღაცას ფიქრობდა -ხომ ყველაფერი კარგად არის დემე? -არ ვიცი ლი. გახსოვს რომ გითხარი ჩვენი ავეჯის ნაწილი მოიპარეს და მაგიტომაც ვართ მე და ემა კრიზისში თქო? -კი მერე? -მაშინ ავეჯის პარტია ბერნარდის დავალებით გააქვრეს, მაგრამ ახლა საწყობი მთლიანად დაიწვა. ბერნარდი ციხეშია მაგრამ ამის გაკეთება იქედანაც არ გაუჭირდებოდა -ღმერთო რა გაიძვერა კაცია. რაში აწყობს თქვენი კომპანიის განადგურება? -ალბათ ემაზე შურისძიება უნდა ან არ ვიცი. კიდევ არის რაღაც რაც არ ვიცი როგორ გითხრა -უნდა წახვიდე არა? -ხო -რამდენი ხნით? -არ ვიცი ალბათ მანამდე სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებ, კომპანია გაკოტრების წინაშეა მარტო ემა ვერაფერს მიხედავს -გასაგებია.. -მაპატიე რა -რა გაპატიო დემეტრე? -შენი დატოვება რომ მიწევს -სისულელეს ნუ ამბობ ახლა. აუცილებელია და მაგიტომ მიდიხარ, ნამდვილად არ მწყენია გეფიცები. შეიძლება შენი იქ ყოფნის დროს მეც ჩამოვიდე ან შენ მანამდე ჩამოხვიდე. თუმცა უნდა ვაღიარო რომ მომენატრები -მეც ლილი მეც, ძალიან მიყვარხარ ეს არ დაგავიწყდეს -მგონი მეც - ძალიან მჭირდები და მომენატრები, და ეს თუ სიყვარულს ნიშნავს მაშინ მიყვარხარ დემეტრე... ყველაფერს ხედავდა ლილის თვალებში. თანაც უკვე დიდი ხანია, უბრალოდ უნდა ლილიმაც გაიაზროს ყველაფერი, თორემ დემეტრემაც იცის სიყვარულზე მეტადაც რომ უყვარს ლილის ის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.