შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები (1)


5-11-2016, 03:48
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 2 790

გაჩერებაზე ვდგევარ და ტაქსის ველოდები.
ღამის ორი საათია
ტატასთან მივდივარ, რაღათქმაუნდა იდიოტი თორნიკეს გამო.
ტატიანა თხელიძე, პირველ კლასში გავიცანი.
ტყუპისცალი ჰყავდა ვიკა.
ახლაც კარგად მახსოვს ,მათი გადაწკეპილი, ჩაწნული თმა.
დედა ყავდათ რუსი,ამიტომაც ხშირად ვხედავდით განსხვავებული ვარცხნილობებით.
რუსეთში დაიბადნენ და ქართულის აზრზე არ იყვნენ.
ვიკამ მალევე აითვისა ენა
აი ტატაჩო კი მესამე კლასამდე მკვდარი ქართულით ლაპარაკობდა.
კარგად მახსოვს ვიკას გაუგებრობის გამო ნიკას ვუძახოდით,რაზეც სასტიკად ეთხრებოდა ნერვები.
მე,თანანო კილაძე,დათა კასრაძე, თორნიკე პაპასკირი,დები თხელიძეები,უჩა ლაბაძე და ბიკო იამანიძე = "სასტავი"
ბიკო იამანიძე, ყველაზე ბოლოს მოვხსენიე, ანდა რა მნიშვნელობა აქვს როდის,როგორ ან სად მოვიხსენიე ?!
იამანიძე ჩემთვის ყველაზე რთული ამოცანა იყო.
ტიპი ამოუცნობია, ვერ გაიგებ რა უნდა,ან რას ფიქრობს.
მის მიმართ რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი, ბიკო სულ სხვა იყო.
როგორ შევხვდი ? კატასტროფულად.
ვიოლინოზე დავდიოდი, 12 წლის გოგო ვიყავი.
მარჯანიშვილზე, სასწავლებლიდან გამოვდიოდი ვიოლინო მოკიდებული.
ხიდზე გადავდიოდი
იქვე ბიჭების ხროვაც იდგა.

-ეეე, სკრიპკა_ მომესმა უეცრად დამცინავი ტონი.
მივბრუნდი.
-უკაცრავად ?_ ვიკითხე გაბედულად, მე თვითონაც მიკვირდა როგორ შევძელი ჩემი თავშეკავეულობის ამბავი რომ ვიცი.
-მოდი, დაუკარი რა.
-მეტი საქმე არ მაქვს
გამოვბრუნდი და გზა განვაგრძე.
მეორე შეხვედრა თვით თორნიკე პაპასკირთან მოხდა, ამის მერე გავიცანი ბიკო.

ვგრძნობდი, ჩვენს შორის რაღაც იყო აღმართული ან დანგრეული,მაგრამ ვერ ვხდებოდი რა.
მაღიზიანებდა,მისი თვალი გაყოლებები გოგოებზე და საერთოდ ვერ ვთვლიდი ძმად.
უფრო მეტი იყო ბიკო ჩემთვის,უფრო მეტი !
აუხსნელი,მაგრამ გასაგები.
მორჩა და გათავდა.


როგორ მეზარებოდა ახლა გლდანში გასვლა, მაგრამ რა ვქნა ?!
მომკლავს ტატა.
ოხ თორნიკე პაპასკირო შენ ამოწყდი მალე.
ვწყევლი ჩემს ბავშვობის მეგობარს და ტატას ქმარს.
ტატა და თორნიკე ?
გლდანის წყვილი.
ორივეს სიგიჟემდეგ უყვარდათ გლდანი, გიჟდებოდნენ, ამ ორს რაღაც სასწაულად უყვარდათ ეს გლდანი.
რატო?
ამ უბანში დაიწყო მათი სიყვარული.
რომ გეკითხათ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდითო,გეტყოდნენ თბილისში,გლდანშიო.
ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ.
ორივეს ქათამაძის მუსიკა უყვარდათ, ორივეს მწვანე ფერი,რომელიც მე პირადად მაღიზიანებს.
ბევრჯერ ამიხსნეს მწვანე ფერის მნიშვნელობა,მაგრამ მე მაინც ვერ ვიგებდი.

4 კლასიდან უკვე გლდანმაც და სხვა უბნებმაც იცოდნენ ტატიანა თხელიძეზე და თორნიკე პაპასკირზე.
განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი.
ვერ აგიღწერთ,უბრალოდ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ.
მერე ?
ბანკეტზე მოიტაცა პაპასკირმა ჩვენი ტატაჩო.
ერთი ამბავი იყო.
ახლა რომ ვიხსენებთ, გვეცინება
საერთოდ იმ დროს ვინ იფიქრებდა დღეს თუ გავიცინებდით ?
ლამის მოვიკალი თავი.
რომელი საუკუნე იყო,რა მოტაცება ? ვითომ ახლა თორნიკეს რომ ეთქვა თხა თხელიძესთვის ცოლად გამომყევიო არ გაყვებოდა ? მაგრამ ასე უნდოდა პაპასკირს და მორჩა.
ცალკე ჩვენი დამრიგებელი და ტატას დედა გლოვობდნენ ვაი და ვუიო, აქეთ გოგოები ვიწიწკნიდით ყველაფერს, ბიჭები ?
იცინოდნენ.
იდიოტები!
საბოლოოდ ბევრი "ბოის'' შემდეგ ტატას რქებმა გაჭრა და კი არის ახლა პაპასკირთან ბედნიერად.
ქალბატონი სვეტლანა შვილს 1 წელი არ ურიგდებოდა.
იცით,როგორი რთული გზა გამოიარეს ?
ორივე ერთად სწავლობდა,შემდეგ თორნიკეს მამამისმა დააწყებინა ყავის ფირმაში მუშაობა, რომელიც ამჟამად საკმაოდ წარმატებულია.
ტატაც მუშაობდა,მიუხედავად თორნიკეს დაშლისა.
რუსულს ასწავლიდა ბავშვებს.
ნეტა იმ დედების თავებში ჩამახედა ამ დებილს ბავშვს, რომ მიუყვანდა სასწავლებლად.

ახლა რატომ მივდივარ ?
თორნიკეს ეჩხუბა,რომელიც სავარაუდოდ "ცოლთა მოძულე" უჩასთან აგდია.
უჩასთვის სიტყვა ქორწილი ნიშნავს სალანძღავ სიტყვას.
შამპანიურს ვყიდულობ და ტაქსისში ვჯდები.

_______________________
ბავშვებო, მე ((end)) ვარ, ვინოდუსი გადავაყენე და ვეღარ შემოვდივარ იმ ექაუნთით,ამიტომ აქ მიგულეთ. გიორგაძე ნინას სრულად დავდებ,როდესაც მოვრჩები. ეს მუზის შემოტევას დავაბრალოთ, საცდელი თავია და გავაგრძელო ?
მიყვარხართ



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Gavagrdzelo ?

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

gaagrdzeleee

 


№3 სტუმარი Guest mariko

გააგრძელე,ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი isterichka123

kaia gAAGRDZELE

 


№5  offline წევრი elene tetruashvili

qaia , momewona . sheneburebi emociebi daamate . harmonia shemiqmeni da sxva samyaroshi gadamagde rogorc ici xolme egre qeni . kaia sixa . meore tavs r8dis dadeb ? wink

 


№6  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Yvelas madloba ugrmesi^^
Aucileblad gavagrdzeleb ♡♡

 


№7  offline წევრი TeddyBear

გააგრძელე რათქმაუნდა ^^
უბრალოდ ემოციები უფრო მეტად გადმოეცი ❤
მახსოვს ის ექაუნთიც იქაც ძაან ტკბილი და საყვარელი იყავი და აქაც ასეთი ხარ ^^

 


№8  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

TeddyBear
გააგრძელე რათქმაუნდა ^^
უბრალოდ ემოციები უფრო მეტად გადმოეცი ❤
მახსოვს ის ექაუნთიც იქაც ძაან ტკბილი და საყვარელი იყავი და აქაც ასეთი ხარ ^^

Madloba ugrmesi♡♡

 


№9 სტუმარი qeto stepnadze

Chemi chkviani

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent