შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თითები ვერ იხდენენ უჩემო ამინდს


27-12-2015, 13:25
ავტორი mani156
ნანახია 3 166

შენი თითები ვერ იხდენენ
უჩემო ამინდს.
და სუნთქვა-სუნთქვით
ცხოვრებაზე აჩქარდებიან.
გიყურებ
როგორ მიუყვები ქუჩას
და უწინ
როგორც მიყვარდი
ახლაც ისე მენატრებიან
სუნთქვასავით შეკავებული შენი კოცნ,ა
და ლავიწებზე ჩამომსხდარი
ჩემი ალერსი.

იღიმი..
უფრო სევდიანად ოხრავ
და გტკივა
უჩემოდ ყოფნის მოლოდინის პრელუდიები.
გამოიქეცი!
სულ ფეხებზე ახლა
რომ საათია არეული
და ორს აჩვენებს.

გამოიქეცი!
წიხლი კარი ამ დედამოტყნულ
არსებობას
თუ ცხოვრებას
(თუ როგორც ეძახი)
მერე უსიტყვოდ მომეხვიე
გადაღლილ მხრებზე
როგორც გჩვევია
(ყელთან ისე ჩამირგე თავი)
და ამატირე
გამოგონილ ბარიერებზე.

დღეს
მეორედ ამოგაცალე თითებიდან სიცივე
და მივხვდი,
რომ გადაგარჩენდი..


კონსტანტინე იამანიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent