მკვდარი ოცნებები 4
-მე ვთქვი, რომ წასვლა მინდა -თვალი თვალში გავუყარე -ისე კანკალებ თითქოს შენზე ძალის გამოყენებას ვაპირებდე -გაეცინა -შენი საქციელი საპირისპიროზე მეტყველებს. თუ დაგავიწყდა შეგახსენებ, რომ ახლა შენს კალთაში ვზივარ, თანაც ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ -გაგიშვებ თუ დამპირდები, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იქნება -კარგი გპირდები. არც მე მინდა, რომ ასე დაგემშვიდობო -ნამდვილი საოცრება ხარ ბაბი -ზედ ყურთან მიჩურჩულა ლეომ და ჩემს წელზე შემოხვეული ხელები უკან გაწია. მეც დრო ვიხელთე და ფეხზე წამოვხტი. ჩემსავით იგიც წამოდგა და მომიახლოვდა -ვახშმისთვის გმადლობ -ამას რომ ვამბობდი მეტრეველის შეტყობინება მომივიდა და შვებით ამოვისუნთქე -ჩემი წასვლის დროა -წამოდი გაგაცილებ -არა გმადლობ, უკვე გითხარი, რომ ღამით მარტო სეირნობა ძალიან მიყვარს -კარგი როგორც შენ გინდა წამოსვლისას, რა თქმა უნდა ჩემი ნომერი ჩაიწერა, კარამდე თავაზიანად მიმაცილა, დამშვიდობებისას ლოყაზე მაკოცა და კარი კმაყოფილი სახით მიიხურა. 8 8 8 სანდრო როგორც შევთახმდით, მოპირდაპირე ქუჩის კუთხეში მელოდებოდა. სწორედ იმ მხარეს წავედი და ჟილეტის კაპიუშონი სიცივის გამო თავზე წამოვიფარე. ცა მოღრუბლული იყო და როგორც ჩანს მალე წვიმაც დაუშვებდა. მანქანიკენ თითქმის სირბილით წავედი და მძღოლის გვერდითა კარი გამოვაღე. მეტრეველს მაგნიტოფონში რაღაც როკ-მუსიკები ჩაერთო და ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული. -გამორთე ეს საზიზღრობა -ვუთხარი როგორც კი ჩავჯექი და ჟილეტი გავიხადე, რადგან მანქანაში საკმაოდ თბილოდა -ნამდვილი მუსიკის არაფერი გაგეგება -სანდრომ გასათიშ ღილაკს თითი დააჭირა და სავარძელში ბოლომდე გადაწვა -აბა მომიყევი -რა უნდა მოგიყვე? -სანდრო ჩემს ნერვებს ნუ ცდი, დანა ისევ ჯიბეში მაქვს -დავემუქრე -მოკლედ ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მითხარი. წარწერა სარკეზე წითელი საღებავით, რომელიც რამდენიმე საათში თავისით ქრება. მანამდე ძალიანაც რომ ეცადოს ვერ მოაშორებს -ასეთი რამ საიდან იშოვე? არც კი ვიცოდი თუ არსებობდა -უბრალოდ კარგი კავშირები მაქვს. შენ ის მითხარი თქვენმა გაცნობამ როგორ ჩაიარა? დაახვიე თავბრუ იმ იდიოტს? -რა თქმა უნდა -კმაყოფილმა გავხედე -ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და იმ პირობით გამომიშვა, რომ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით -ვაუ, აი ეს მესმის. ღამით მასთან დარჩენასც ხომ არ შემოგთავაზა? -შემომთავაზა, მაგრამ ეს ჯერ ნაადრევია. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვე -მაინც რას აკეთებდით? -ვვახშმობდით, ვლაპარაკობდით და ასე შემდეგ. სერიოზული არაფერი -ერთი სიტყვით პირველი შეხვედრის კვალობაზე არაჩვეულებრივად იმუშავე შექებას ნამდვილად იმსახურებ -სასტუმროში წავიდეთ, საშინლად დავიღალე -სხვა თემაზე გადავუტანე -კარგი, შენ იქ დაგტოვებ. მე საქმეებზე ვარ გასასველი -რა საქმეებზე? -შენს მოპირდაპირე ნომერში მცხოვრებ ლამაზმანთან მაქვს შეხვედრა. დღეს დილით კლუბში დამპატიჟა და ვეჭვობ საკმაოდ დამაგვიანდება -შენ როგორც ყოველთვის დროს არ კარგავ არა?-გამეცინა -მე დროს არასოდეს ვკარგავ საყვარელო. აბა, წავედით? -ჰო წავიდეთ -ღვედი შევიკარი და სანამ სანდრო მანქანას დაძრავდა საქარე მინაზე თავ-მიყრდნობილმა თვალები მივლულე 8 8 8 შუაღამეს კარზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა. ოთახში სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო და საწოლის გვერდით მდგარი ღამის ნათურის ანთებამ თვალები იმდენად გამიღიზიანა, რომ ცრემლებიც კი წამომივიდა. ნეტავ ვინ უნდა ყოფილიყო? სანდროს სათადარიგო გასაღები ჰქონდა და დაკაკუნება არაფერში სჭირდებოდა. ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა კარის გასაღებად მაინც წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა საკეტი გადავატრიალე და მომსვლელის ვინაობა გავარკვიე. -შენ? -ენა დამება -შენ აქ რას აკეთებ? ანდრო სევდიანი მზერით მომაშტერდა და ოთახში უკითხავად შემოაბიჯა. -ჩემი მისამართი საიდან გაიგე? -განვაგრძობდი მის დაკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხის გაცემას არ აპირებდა -ანდრო გიმეორებ აქ რას აკეთებ? ერთხანს კიდევ მიყურა სიბრალულით სავსე მზერით, შემდეგ კი ჩემთან ახლოს მოვიდა და ორივე ბეჭზე ხელი დამადო. -ნინი . . . -ასე ნუ მომმართავ, ნინი დიდი ხნის წინ მოკვდა -კარგი მაშინ შენ მითხარი რა დაგიძახო? -არაფერი, უბრალოდ თქვი რა გინდა და აქედან წადი -გთხოვ ბოლომდე მომისმინე და არ გამაწყვეტინო -გისმენ. შეეცადე სათქმელი მოკლედ თქვა -ეს ბოლო დღეები გითვალთვალებდი. ვიცი რასაც აპირებ და გთხოვ დაივიწყე ეს ყველაფერი, აი აქ -თქვა და ჯიბიდან პატარა ოთხკუთხედი ფურცელი ამოიღო -ქალაქში საუკეთესო ფსიქოლოგის ნომერია. მასთან მე გამოგყვები ხოლმე. ნინი გთხოვ გონს მოდი, შენ ასეთი არ ხარ -შენ რა თვლი რომ გავგიჟდი? -მისი ხელები უხეშად მოვიშორე -არა მე უბრალოდ . . . -თუ ასეა რად გინდა ეს ფსიქოლოგის ნომერი და მასთან მისვლას რატომ მთავაზობ? -მისმინე მინდა, რომ ისევ ძველ ცხოვრებას დაურუნდე, ამაში კი ის დაგეხმარება. ვხედავ, რომ მომხდარს ჯერ კიდევ ვერ ივიწყებ და კვლავ წარსულით ცხოვრობ -ანდრო წადი აქედან! -გთხოვ ნინი -თვალებში მუდარა ჩაუდგა -ახლავე წადი. არ მინდა მოთმინებიდან გამოვიდე და რამე გაწყენინო -უკვე ყვირილზე გადავდიოდი -წავიდე და შენ ამ მდგომარეობაში დაგტოვო? გესმის რას მთხოვ? -და რა მდგომარეობაში ვარ? თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამიტომ შენი დახმარება არ მჭირდება -მშვენივრად არა? ხუთი თითივით გიცნობ ნინი -ჩემი სახე ხელებში მოიქცია -იმ ტიპთან სახლში რა გინდოდა? რას უპირებ? -ეს შენი საქმე არ არის -რაც შემეძლო მკვახედ მივუგე -ახლა კი თუ შეიძლება წადი, დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო -იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. ხვალ კიდევ გამოგივლი -ანდრო გასასველი კარისკენ უხმოდ წავიდა და კარიც ასევე უხმოდ გაიხურა "შენღა მაკლდი"-გავიფიქრე უკმაყოფილოდ და კვლავ საწოლში შევძვერი. როგორც ჩანს ბინის დაქირავება იმაზე მეტად უნდა დავაჩქარო ვიდრე ამას ადრე ვგეგმავდი. არ გასულა დიდი დრო, რომ კვლავ ჩამეძინა. დილით ასე, რომ ვთქვათ საკმაოზე გვიან გავიღვიძე და საწოლიდან თავი ძლივსძლივობით ავწიე, რათა ავმდგარიყავი. სანდროს ლეიბი იატაკზე გაეშალა და გაუხდელად ჩაწოლილიყო. ნეტავ წუხელ რომელზე მობრძაბდა? ან იქნებ სულ ახალი მოსულია? რა მნიშვნელობა აქვს . . . კარადიდან სუფთა პირსახოცი გამოვიღე და აბაზანაში შევედი. ვცდილობდი ისე მემოძრავა, რომ იატაკზე მწოლიარე მეტრეველს არ გაღვიძებოდა. ახლა მისი ლაყბობის თავი ნამდვილად არ მქონდა. ცხელი შხაპი იმდენად მესიამოვნა, რომ გარეთ გამოსვლა აღარ მინდოდა. ალბათ საათზე მეტიც ვნებივრობდი მის ქვეშ და კიდევ უფრო დიდხანს გამიგრძელდებოდა მოულოდნელად კარზე ძლიერი კაკუნი რომ არ გამეგო, რომელსაც მეტრეველის ძახილიც მოჰყვა -კიდევ დიდხანს აპირებ მანდ ყოფნას? -ცოტაც და გამოვალ -იმაზე ხმამაღლა გამომივიდა, ვიდრე ხმის მისაწვდენად იყო საჭირო -შენს სახელზე წერილი და ამანათია მოსული, ხელი უნდა მოაწერო ამანათი? -ვკითხე ჩემს თავს და დავიბენი. რა უნდა ყოფილიყო ან ვის უნდა გამოეგზავნა? წყალი მაშინვე გადავკეტე, პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და გარეთ გავედი. სულ არ მაინტერესებდა რას იფიქრებდა ან სანდრო ან ამანათის მომტანი. კართან დაახლოებით 20-21 წლის ბიჭი იდგა დიდი ყუთით ხელში, რომელზეც ფურცელი და საწერ კალამი იდო. ჩემს დანახვაზე სანდროს კმაყოფილს ჩაეცინა, ხოლო კურიერმა თავიდან ფეხებამდე გამომწვევად ამათვალიერა და ნერწყვი გადააგორა. -სად მოვაწერო? -თითქოს არაფერი ისე მივუახლოვდი და სველი თმა უკან გადავიყარე -აი, აი აქ -აშკარად შევატყვე, რომ ენა დაება და გულში გამეცინა კალამი ავიღე და ფურცლის ბოლოში, სპეციალურად ამისთვის აღნიშნულ გრაფაში ჩემი ხელმოწერა ჩავსვი -ხომ ვერ მეტყვით ვისგანაა? -მე ამის თქმა მეკრძალება, მხოლოდ ამანათები დამაქვს. კარგ დღეს გისურვებთ -თავაზიანად დაგვემშვიდობა ბიჭი, კიდევ ერთხელ ამათვალიერა და გრძელი დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. კარი მივხურე და ოთახში შემოვრბუნდი. სანდრო კმაყოფილი და ამავდროულად ცინიკური მზერით მიყურებდა. -რამე მოხდა? -უბრალოდ ასე სიარულს უნდა შეეშვა, თორემ ის საბრალო ხომ ნახე? -კარგი შემდეგისთვის გავითვალისწინებ -გამეცინა -არ გახსნი? -ამანათზე მიმითითა -ვიცი რაც იქნება. როცა სახლი გავყიდე სხვენში ოჯახური ფოტოები დამრჩა. ალბათ ახალმა პატრონმა უკან გამომიგზავნა -ეს რომ ვთქვი აბაზანისკენ გავეშურე, მაგრამ სანდროს ხელმა შემაჩერა, რომელიც მკლავში მაგრად ჩამავლო და თავისკენ შემატრიალა -მოხდა რამე? -არა, არაფერი -თითები მაშინვე შემიშვა და წამით გვერძე გაიხედა -დარწმუნებული ხარ? -სრულიად -მხრები აიჩეჩა -ჰო მართლა, აქედან არც ისე შორს ბინა ვიშოვე. სიმართლე გითხრა არაუშავს, თუ გინდა დღეს წავიდეთ და ვნახოთ -მართლა? -ძალიან გამეხარდა. სასტუმროს ნომერი უკვე ყელში მქონდა ამოსული -მართლა. სხვა ვარიანტებიც ვნახე, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველაზე შესაფერისია. მოკლედ თავად იხილავ -რომელი საათისთვის წავიდეთ? -თუ წინააღმდეგი არ ხარ ახლავე. უბრალოდ შხაპს მივიღებ, შენ კი მანამდე მოემზადე -ამ სიტყვებით სანდრომ კარადიდან სუფთა პირსახოცი გამოიღო, მხარზე გადაიკიდა და აბაზანის კარი შეაღო. მანამ სანამ მეტრეველი ცხელი წყლის ქვეშ ნებივრობდა ჩაცმაც მოვასწარი და თმის გაშრობაც. ბანაობის შემდეგ თმის ბოლოები ყოველთვის მეხვეოდა, რაც საშინლად მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა რატომღაც ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი ორეული, საკუთარ გარეგნობაში რაღაც შეცვლილი მეჩვენა, მაგრამ რა იყო ეს ვერა და ვერ გავარკვიე. ბევრი ფიქრით თავი არც დამიღლია, ზარდახშიდან ჩემი საყვარელი კულონი ამოვიღე, კისერზე მივიდე და შესაკრავს დავუწყე ძებნა. სწორედ ამ დროს, ისე რომ ვერ კი გავიგე როდის, მეტრეველი ზურგიდან მომიახლოვდა და ყელსაბამის ბოლოები ფრთხილად ჩამომართვა. -მოდი შეგიკრავ -თქვა და მაშინღა ვიგრძენი მისი სველი სხეულის სასიამოვნო სურნელი არაფერი მითქვამს, თმა გვერძე გადავიყარე და მოთმინებით დაველოდე როდის მორჩებოდა თავის საქმეს. -ესეც ასე -გმადლობ -მისკენ შევტრიალდი, თუმცა მზერა მაშინვე მოვაშორე, რაწამსაც დავინახე რომ წელს ზემოთ შიშველი იყო -არ გინდა ჩაიცვა? -რატომ? ზედმეტად მომხიბვლელი ვარ იმისთვის, რათა ჩემს ასეთ მდგომარეობაში ყურებას გაუძლო? -ირონიულად გამომხედა -ნუ მაცინებ სანდრო -თუ ასეა რა ხდება? -უფრო მეტად მომიახლოვდა -ის ხდება, რომ გვაგვიანდება, ასე, რომ მისტერ მომხიბვლელობას შეუძლია თავის მოწესრიგებაზე იზრუნოს -კარგი, კარგი -გაეცინა და ტანსაცმელების კარადასთან მივიდა -შორს არის აქედან ის სახლი? -ხომ გითხარი ახლოსაა მეთქი. ფეხით სულ რაღაც ათი წუთის გზა იქნება -იმედია ფეხით წასვლას არ ვაპირებთ -რა თქმა უნდა არა -თქვა და ლურჯი ფერის შალის სვიტერი გადაიცვა -მანქანით. სავარაუდოდ მალე საკუთარსაც ვიყიდი და შეიძლება საერთოდაც ამ ქალაქში დავრჩე საცხოვრებლად. მომბეზრდა აქეთ-იქით ხეტიალი -წარმოუდგენელია შენი ერთ ადგილას გაჩერება -მხრები ავიჩეჩე -არის მომენტები, როცა წარმოუდგენელიც წარმოსადგენი ხდება. ახლა ზუსტად ის შემთხვევაა -ჰო შესაძლებელია. კარგი თუ მზად ხარ წავიდეთ -მზად ვარ -თქვა სანდრომ და ოდნავ მაღლა აწეული ხელებით ქუსლებზე დატრიალდა -როგორ გამოვიყურები? -ფარაონის მუმიას გავხარ -ამ სიტყვებით ოთახის კარი გამოვაღე და სანდროს თავით გასასვლელისკენ ვანიშნე -შენთან საუბარი არასდროსაა სასიამოვნო -ვითომ წყენით მომიგო მეტრეველმა და გარეთ ნელი ნაბიჯებით გავიდა 8 8 8 გასაქირავებელი ბინა, როგორც გავიგე მეშვიდე სართულზე მდებარეობდა. ლიფტი გაფუჭებული იყო, ამიტომ კიბეების ავლა ფეხით მოგვიწია. როგორც კი ხის, მუქი ყავისფერ კარს მივადექით სანდრომ ზარის ღოლაკს თითი დააჭირა და მარჯვენა კედელს მიეყრდნო. -იმედი მაქვს სახლშია -მოხუცი ქალია, არამგონია ყოველდღიურად პაემნებზე დარბოდეს ამის თქმა და საკეტის ჩხაკუნის ხმა ერთი იყო. კარი დაბალმა, კუშტი გარეგნობის ქალმა გაგვიღო, რომელმაც დანახვისთანავე ეჭვით შეგვათვალიერა, მაგრამ როდესაც ჩვენი ვინაობა გავუმხილეთ შესასვლელში გაგვატარა და კარიც დახურა. პირველი ოთახი, რომელშიც იგი შეგვიძღვა მისაღები იყო. ქალმა დეტალურად აგვიხსნა, თუ რამდენი ოთახი იყო სახლში, სად იყო სააბაზანო, სამზარეულო და რამდენი კვადრატული მეტრს შეადგენდა მთლიანობაში ბინის ფართობი. ფანჯრიდან ქალაქის არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. მხოლოდ ამის გამო ღირდა აქ ცხოვრება. ბინაც მშვენიერ მდგომარეობაში დამიხვდა, მხოლოდ ავეჯის შემოტანაღა იყო დარჩენილი. მოკლედ ყველაფერი მაკმაყოფილებდა. -აბა რას იტყვით? -გრძელი მონოლოგის შემდეგ, მოსალოდნელი კითხვა დაგვისვა სახლის პატრონმა და გამომცდელად შემოგვხედა -მე მაგალითად ძალიან მომწონს. შენ რას იტყვი ბაბი? -მხარი გამკრა სანდრომ -ჰო მეც, მგონი ვიქირავებთ -ცოლ-ქმარი ხართ? -არასაჭირო კითხვა დასვა ქალმა -დიახ ჩემი ცოლია, ახლახანს დავქორწინდით და ცალკე გვინდა გადმოსვლა -მეტრეველმა მზრუნველი ქმარივით მხარზე ხელი გადამხვია და თავზე თავი მომადო -მოკლედ ამ დღეებში დაგიკავშირდებით და პასუხს შეგატყობინებთ. სანდრო დროა წავიდეთ -მისი ხელი თავაზიანად მოვიშორე და მზერით გასასვლელისკენ ვანიშნე . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.