ჩემს ქორწილში შენ იქნები პატარძალი! -12-
უამრავი სტუმარი დამხვდა ბევრი ვიმხიარულეთ თუმცა შინაგანად მაკლადა რაღაც თუ ვიღაც ვისაც უშედეგოდ მაგრამ მაინც ველოდებოდი.საათნახევრის დაწყებული თუ იქნებოდა წვეულება როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა."გარეთ გამოდი" ნომერი უცნობი იყო და შესაბამისად ვერ დავადგინე მისი ავტორი,არ გავალთქო გავიფიქრე თუმცა ვერ მოვისვენე ფანჯრიდან ვიყურებოდი თუმცა საეჭვო ვერაფერი ნახე. მაქსიმალურად ვეცადე ფრთხილად გავსულიყავი და არავის შევემჩნიე.კარების გაღებისთანავე შემომეგება ზამთრის სუსხი თუმცა უკან დაბრუნება და ქურთუკის მოცმა დამეზარა და გზა განვაგრძე.სიბნელე იყო ლამპიონების შუქზე ჩანდა როგორ ბარდნიდა.ხელების სრესვით გავედი ბაღში უეცრად ხელები ვიგრძენი მუცელზე,მერე ცხელი სუნთქვა კისერში.ათასში შემეძლო მისი სურნელის ამოცნობა.დიახ ის იყო ვინ მე და თქვენ გგონიათ.... -გილოცავ-მიჩურჩულა ყურთან და მეც სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა.ნელა შემაბრუნა თავისკენ,ბაცი განათების მიუხედავად მაინც დავინახე მომღიმარი მიშო.ასეთ ბედნიერად არასოდეს მიგვრძვნია თავი.არმიგვძვნია სიცივე მიუხედავად იმისა რომ თხელი კაბისამარა ვიდექი თოვლში.მიშოს თბილი ხელები მათბობდნენ ისევ,ისევ ვგრძნობდი მის თითებს ლოყებზე,მერე ტუჩებზე...მის ყოველ შეხებაზე სიამოვნებისგან თცალები მელულებოდა.მის შავ თვალებს ჩავშტერებოდი და მასში უდიდეს სითბოს ვხედავდი. თავისი პალტო გაიხადა და მე მომაცვა მხრებზე,გავთბი...სასიამოვნოდ გამებადრა სახე,სიხარულისგან სულერთუანად ვთრთოდი.-ძალიან მომენატრე-ამოიჩურჩულა და ჩემს ყელში ჩარგო თავი. -ევა გავიპაროთ-ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ გავიქეცით.არვიცი ვისგან მივრბოდით,ანდაც რაგვქონდა ვინმესთან დასამალი მაგრამ ვგრძნობდი რომ მასთან ერთად გაქცევა მინდოდა.შეიძლება უპაუხისმგებლო გოგო გამოვჩნდე თქვენს თვალში რადგან საკუთარი დაბადებისდღიდან გავიპარე საყვარელ ადამიანთან ერთად...მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა გაქცევა,მერჩივნა სადმე მყუდრო ადგილას ვყოფილიყავი მიშოსთან ერთად და ჩაის ჭიქით ბუხრის ტკაცუნზე მესმინა... შვებით ამოვისუნთქე როცა მანქანაში ჩავსხედით და დავიძარით.მიშო თბილ მზერას არმაშორებდა მთელი გზის განმავლობაში.გზა არმეცნობოდა თუმცა არც მაინტერესებდა საით მივდიოდით,ვენდობოდი მიშოს. -ინერვიულებს ანა-მითხრა მიშომ და ტელეფონი გამომიწოდა დასარეკად.ყურებამდე გამაღიმა მისმა ჟესტმა და გაღიმებულმა ავკიფე ანას ნომერი. -ანა ევა ვარ- -::::::- -კარგი კარგი დამშვიდდი ახლა ნუ ღელავ ცოცხალი და უვნებელი ვარ-გაგიჟებული ანას დამშვიდება ვცადე.მაგრმ ამაოდ ის კივილს არწყვეტდა. -ანა!მობილური მოსაცმელი ჩანთა მანქანაში ჩამიდე და მანქანაც შენ წაიყვანე!ფრთხილად ოღონდ და მე წავიყვან მოგვიანებით.ჭკვიანად-მივაყარე სწრაფად რადგან ვერაფრით დავამშვიდე.მიშოს ტელეფონი დავუბრუნე და ფანჯრისკენ მივაბრუნე თავი.ისევ თოვდა,მიწას უკვე ეტყობოდა თოვლის თხელი ფენა.ხეებიც თეთრად იყო გადათეთრებული. მანქანა გაჩერდა პატრა ხის სახლთან,ულამაზესი იყო აქაურობა.სწორედ ასეთ მომენტზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება!მიშომ ხელი მომხვია და სახლში შემიძღვა.ჩემდა გასაკვირად მაგიდა ორკაცზე იყო გაშლილი!ბედნიერი მივუჯექი მაგიდას და მიშოსთან ერთად მომენტით ტკბობას შევუდექი... ბევრი ვისაუბრეთ,ახალი ამბები გავცვალეთ და ბუხართან მოვკალათდით ცხელი შოკოლადით. -კიდევ ერთხელ გილოცავ-მითხრა და ჩემს ყელთან დაიხარა.წამის მეასედში ულამაზესი კოლიე აბრჭყვიალდა ჩემს ყელზე."ვარდების ტრადიცია" გამეღიმა მე და ძალიან მაგრად ჩავმეხუტე... *** პირველის წუთები იყო სახლში რომ შევედი.ბებოს როგორც ყოველთვის არ ეძინა მე მელოდებოდა.საჩუქარი გამოგიგზავნესო მახარა,შუბლზე მაკოცა და დასაძინებლად წავიდა.სწრაფად შევედი ჩემს ოთახში და საწოლზე დადებულ,ერთი ორად გაზრდილი ვარდების თაიგულს მივუახლოვდი.საოცარი სურნელი ასდიოდა,ვარდების თვაკიერებაში გართულმა ბოლოს შევამჩნიე შოკოლადებით სავსე კალათი და მასზე დამაგრებული ბარათი "დღითი დღე ვრწმუნდები რომ საოცრება ხარ,საოცრება რომელიც მხოლოდ ჩემთვის მოევლინა ამ ქვეყნად..." . შოკოლადის მოზრდილი ფილა გემრიელად ჩავკბიჩე და მიშოს მივწერე "მადლობა" შემდეგ ტელეფონი დავბლოკე და ძილისთვის მოვემზადე... ესეც შემდეგი თავი...ბოდიში რომ ასეთი პატარა გამოვიდა .აღარ აქტიურობთ და ვფიქრობ აღარ მოგწონთ.გამიზიარეთ თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.