შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში (მესამე ნაწილი)


5-11-2016, 11:24
ავტორი padackles
ნანახია 1 889

კვირას ალისიას ადრე გაეღვიძა. ფარდები გადასწია და დილის მზეს საშუალება მისცა ოთახი გაეთბო. თავს კი საშუალება გაენებივრებინა წარსული ფიქრებით.
***
ბოლოს ორი წლის წინ იყო ზღვაზე. შოთიკო ბიძიამ გაუშვა თამართან და ქალბატონ თინათინთან ერთად.
ამ დილა უთენია რამ გაახსენა ახლა ეს. ალბათ იმან რომ კარგად გრძნობს თავს თამარის გვერდით, უფრო მეტიც ბედნიერად. როცა კარგად გრძნობს თავს ყოველთვის ქობულეთში გატარებული დღეები ახსენდნება და როცა ეს ახსენდება ყოველთვის თამართან ყოფნის დროს გრძნობს თავს კარგად.
თითქმის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო. დილას ზღვაზე გადიოდნენ. ალისია დიდხანს არ ჩერდებოდა. შუადღით ქუჩას გადაკვეთავდა და პარკში ჯდებოდა. მოსწონდა როცა პარკში ბევრი ხალხი დადიოდა, უყვარდა მათზე დაკვირვება. იმ დღესაც როგორც ყოველთვის მის წინ გრძელ სკამზე ახალგაზრდა გოგონას და ბიჭს დაეკავებინათ ადგილი. დიდხანს იფიქრა ალისიამ ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდა, მეტად სიმპატიური ახალგაზრდები -შეყვარებულები, და-ძმა თუ მეგობრები?! ყველაზე მეტად "მეგობრები" შეეფერებოდათ, ჰოდა იყვნენ მეგობრები გადაწყვიტა თავისთვის. თავიდან მათი წარმომავლობაც გაუგებარი იყო მისთვის, ქართველები რომ იყვნენ დაასკვნა, მაგრამ რომელ კუთხეს ეკუთვნოდნენ ვერ გაერკვია. მეგობრებს ერთხელ კამათი მოუვიდათ ერთმანეთში, ფუნჯის გაქრობას ედავებოდნენ ერთმანეთს, გაირკვა რომ ფუნჯი დაძველდა და აღარ ხატავდა, რის გამოც გოგონას გადაეგდო იგი. კამათის დროს გაარკვია ალისიამ რომელი კუთხის წარმომადგენლები იყვნენ ახალგაზრდები. ზესტაფონელები აღმოჩნდნენ. საუბრისას არ იგრძნობოდა მათი განსხვავებული კილო, მაგრამ როგორც ყველა კუთხეს კამათის დროს მარტივია ნამდვილის აღმოჩენა. როცა კამათობ საუბარს არ აკვირდები და შენი ნამდვილი მე საიდანღაც გაგეპარება და წინ გასწრებს. სკამის გვერდით სხვადასხვა ნახატებით აჭრელებული დაფა ედგათ- ცხოველებით, ჩინური იეროგლიფებით, ყვავილებით აჭრელებული. ზოგი ფერადი, ზოგიც შავ-თეთრი, თავზე დიდი ასოებით წარწერა ჰქონდათ გაკეთებული TATOO. ფერადი საღებავები სკამზე ედგათ, ფერებში შავი სჭარბობდა. დიდხანს ისხნდენ მეგობრები უმუშევრად და თითქმის ჩუმად, მხოლოდ ერთს და ორს თუ გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს.
ზღვიდან მომავალი პატარა ბიჭუნამ ალისიას წინ ჩამოირბინა, შავგრემან გოგონას ხელიდან დაუსხლტა და ნახატებთან მიირბინა, რამდენიმე წამი უცქირა ნახატებს, მალი მალ სახეზე გაოცება და აღფრთოვანება თუ დაეხატებოდა, ეტყობოდა ნახატის არჩევა უჭირდა, როგორც ალისიამ შეატყო, ნება რომ მიეცათ მთელ სხეულს ფერადი ნახატებით აიჭრელებდა. ბიჭუნა ნახატებს მოსწყდა და შავგრემანს გზაში ბედნიერი შეეგება. ახალგაზრდა ქალი -დედა აღმოჩნდა, რუჯი ჰქონდა მიღებული და ლამაზად გამოიყურებოდა. გარს უვლიდა ხვეწნა მუდარით, როცა მიხვდა რომ დედას ვერ დაარწმუნებდა ახლა ყელი გამოსწია და პაწაწინა თითებით კანი ოდნავ ჩამოქაჩა, ისეთი საბრალო სახე მიიღო ალისიას ლამის აეტირა.
-სიმბა დამახატე დედა. სიმბა მინდა. -ჩლიფინებდა და თან დედის მოთაფვლას ცდილობდა. თან ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით წააჩანჩალა მხატვრებთან რომლებიც უკვე გახარებულნი და დარწმუენბულნი იყვნენ რომ ახალი კლიენტი იშოვეს.
პატარა დაფის წინ იდგა და ხელი ნახატისთვის გაეშვირა.
-ეს მინდა დედიკო -ხან ცერებზე დგებოდა, ხან მაღლა ხტებოდა და ცდილობდა ხელი ნახატისთვის მიეწვდინა.
გაღიმებული მხატვრები სკამიდან წამოდგნენ.
ბიჭმა ხელში იაყვანა და ბავშვის პატარა საჩვენებელი თითიც მისწვა სასურველ ნახატს. მერე სკამზე დასვა და დედის ნებართვით პატარა ბიჭუნას რომელიც 6 წლისაც არ იქნებოდა მარჯვენა მკლავზე ლურჯად მოხაზა ლომი. შემდეგ შავი საღებავი გადააყოლა და რამდენიმე ხელის მოძრაობით ლომი დასრულებული იყო. თვალები მწვანე დაუხატა, ტუჩები წითელი, ცოტათი გაღიმებული ლომი გამოვიდა რადგან თეთრი კბილები მოუჩანდა.
ალისიას გაღიმებულ ლომზე გაეცინა, სურვილი ჰქონდა ახლოს მისულიყო და ნახატისთვის ეცქირა, მაგრმ მოერიდა და სკამიდან არ ადგა.
საბოლოოდ რაც მთავარია დედაც და შვილიც კმაყოფილი წავიდნენ.
იქვე ორ ნაძვს შორის ჰამაკი იყო დაკიდებული. შიგ ქალი იყო ჩაწოლილი სადღაც 90 კილო მაინც იქნებოდა. წინ 4 წლის ბავშვი ჰყავდა დასმული და სილაში თამაშობდა. ბავშვი შავგრემანი იყო და სილაში თამაშობდა. ქალიც შავგრემანი იყო მაგრამ სილაში არ თამაშობდა, მას წითელი სათვალეები ეკეთა. მგონი ეძინა კიდეც. ალისიას ძალიან მოუნდა ჰამაკში ჩაწოლა და ძილი, ბედად ბავშვი ფეხზე წამოდგა და ტირილი დაიწყო, ღმერთმა იცის რა ატირებდა, ათასი მიზეზი შეიძლება მოიფიქრონ, ჰოდა ეს 90 კილო ქალი უჟმური სახით წამოგორდა ჰამაკიდან და ბავშვთან ჩაიცუცქა, აღმოჩნდა რომ პლასმასის სათამაშოზე გაიკაწრა თითი და კვლავ განაგრძნობდა სულისმოუთქმენლად ღნავილს. ახლად გამოფხიზლებულ დედას გაღიზიანება სახიდან გაუქრა და გული მოულბა, შვილის თითი პირში ჩაიდო და სისხლი ამოწოვა, შუბლზე აკოცა და დაუყვავა.
-კაცი არ ხარ? ამის გამო ტირიხარ?
ბავშვი კვლავ მოთქმით ტიროდა. ქალი ამან გააღიზიანა, შვილს ხელი დაავლო, მკედზე მიიხუტა. ალბათ სახლში წაიყვანა.
ალისია ჰამაკში ჩაწვა, შეეცადა ჰამაკი არ გარყეულიყო და თვალები მინაბა.
თვალები როცა გაახილა უკვე საღამო იყო, ფეხზე წამოდგა, ნაპირს გადახედა. თამარი და დედამისი ხომ არ მოდისო, თუ მოდიოდნენ ეს იმას ნიშნავდა რომ თავიანთ ოთახში ასვლის დრო იყო.
ალისია სანაპიროს ჩაუყვა, მისი ოჯახის წევრები ქოლგასთან ისხდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. მზე კი უკვე ჩადიოდა. როცა კიბეებზე ჩადიოდა შეხედა რომ ხალხს ხელები მაღლა გაეშვირათ და გამამხნევებელი შეძახილებით ყურებს აყრუებდნენ. მაღლა ჰაერში პარაშუტი დაფრინავდა, შიგნით გოგო და ბიჭი ისხდნენ, ალისიას ფიქრით ისინი შეყვარებული წყვილი იყვნენ, ჰაერში ფართხალებდნენ და იცინოდნენ, ცას უწევდა მათი ხმა. რა თავისუფლები და ლაღები არიან, იქ სადაც გრძნობ რომ ცას მიაწვდენ ხელებს "მე ვერასოდეს გავბედავ" გაიფიქრა ალისიამ, რომელიც ყოველთვის გაუბედაობით გამოირჩევა და თვალი გააყოლა მათ ვინც უკვე ჭიანჭველებს ჰგავდნენ ზომით.
კიბეები ჩაიარა, ჩუსტები გაიხადა და ხელში დაიჭირა, სილა ცხელი იყო მაგრამ მაინც სეირნობას ამჯობინებდა, გზად ნიჟარებს ეძებდა, მხოლოდ და მხოლოდ ნატეხებს თუ პოულობდა, ხელში იგროვებდა და ჩანთის პატარა ჯიბეში ჰყრიდა.
სანაპირო გავსებულია დამსვენებლებით. თითქოს სიმშვიდეა, მხოლოდ ტალღების ხმაური არღვევს მას. ქართველებში ძალიან ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან გარეულნი.ზოგს ჩუსტები უჭირავს ხელში, ქოლგები, ზოგ მათგანს ერთმანეთისთვის ჩაუკიდებიათ ხელები, ზოგს ბავშვისთვის და სეირნობენ. შიგადაშიგ სხვადასხვა ასაკის ადამიანები ჩამოივლიდნენ გასაბერი ნავებით, კამერებით, ცხელი სიმინდითა და ხმამაღლა გაიძახოდნენ "სი-მი-ნდიიიიი. ку-ку-ру-заааааа " მათი ასაკი ზოგჯერ იმდენად შემაშფოთებელი იყო ალისიას გულზე ცეცხლი ედებოდა, 70 წელსაც აღწევდა მოხუცები, სულ მთლად ბავშვები 5 წლის პატარებს ფეხები ეწვებოდა ორთქლადენილ ქვებზე.
ზოგს წიგნი უჭირავს ხელში. ზოგისთვის საინტერესო, მათი უმრავლესობისთვის ალბათ უინტერესო. ზღვაზე წამოსვლის წინ ხელს დაავლებენ წიგნების თაროდან ერთ-ერთ მათგანს აქაოდა ტყუილა ყოფნისგან თავს შევიქცევთო. ბრაზდებოდა ალისია -ჯერ ერთი როცა დასასვნებლად მიდიხარ არ უნდა გჭირდებოდეს დროის გასაყვანად რაიმე, წიგნი კი ამისთვის არ გამოდგება. წიგნი სიამოვნებაა. ბევრი მათგანი წიგნს ხელს არ ჰკიდებს და თავის შესაქცევად და ხალხის თვალების ასახვევად იყენებენ მას. -მას ეს უფრო მართებულად მიაჩნია. თუ კითხვა არ გიყვარს რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იფიქრებ, ნუთუ მნიშვნელოვანია ხალხის აზრი როცა შენ კითხვა საერთოდ არ გიყვარს. წიგნიდან ცოდნას შენ იღებ და არა ის ხალხი რომლებსაც ატყუებ კითხვა მიყვარსო.
-შეხედეთ მათ? -თავს წამოადგათ ალისია.
თამარი და ქალბატონი თინათინი ღიმილით დაეთანხმა მას.
-როგორი თავისუფლებაა არა იქ, ღრუბლებში. - ნეტარების მაგვარი სახე მიიღო და გზა განაგრძო, ზუსტად იქ ჩამოჯდა სადამდეც ტალღები სწვდებოდა ნაპირს და თეთრი სადედოფლო კაბით მოსავდა.
თეთრი სადედოფლო კაბა. რამდენჯე უფიქრია როგორი იქნებოდა იგი.
ხმაურიანი, ბობოქარი ტალღები, როგორ სიმშვიდეს და სიამოვნებას განიჭებს მისი ცქერა, მისგან წამოსული სიგრილე და მაინც რა სასიამოვნო მოსასმენია მისი მგზნებარე ხმაური. თითქოს ნარკოტიკია მისი ხმა, გინდება უსმინო მის ხმაურს და არასოდეს მოგბეზრდეს. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, ხელებში სახეს მოიქცია, ხან უსასრულო ზღვას გაჰყურებს, ხან კი ლურჯთვალა ცას, რომლის ღრუბლებში ჩუმად მიიპარება მზე და ამ უსასრულობაში ჩაესვენება, იქ სადაც ახალი დილა და ზღვის ახალი უსასრულობა იწყება.
მერედა რა სილამაზეა მზე, რომელიც ზღვაში მიცურავს.
აი ალისიას ფეხებს მისწვდა სადედოფლო კაბის ბოლოები, ცივი და მაინც სასიამოვნო, ქაფს ტოვებს ქვებსა და ფეხი თითებზე, სადაცაა თითებს ამოყვება და კიდევ ერთი სანტიმეტრით დაანახებს და ეტყვის რომ გიმორჩილებ, ახლა და მაშინ როცა მომინდება, მე ტალღა ვარ, თეთრი სადედოფლო კაბის მსგავსი, ზღვის ნაწილი და უსასრულო სივრცე.
წუთები გადის, ზღვაც წითლად იღებება, გრძნობები სენტიმენტალური ხდება, საკუთარი თავის შეცოდება მაღალ ფაზაში გადადის. ყველაფერი თავისი იყო, ფეხებიც, ხელებიც, თვალები, თმები მაგრამ ვერაფერს გძნობდა, რაღაც აკლია, თითქოს ელოდა რამე პოვნა. სად? თუნდაც ზღვის ფსკერზე, მაგრამ იქამდეც არ შეუძლია წასვლა, მან ცურვა არ იცის, ეშინია წყლის, ზღვა უყვარს, მისი სანაპირო და უსასრულობის ცქერა.
***
-მე ბედნიერი ვარ და არსად წასვლა არ მჭირდება იმისთვის რომ ეს შევიგრძნო. -რეალობას დაბრუნებულმა მტკიცედ განაცადა. შერცხვა კიდეც გუშინ დილით მიღებული გადაწყვეტილება. ეს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და სრული ეგოიზმი იყო.
-თამარ გაიღვიძე. -საწოლზე დახტა ალისია.
-საძაგელო. -საბანში ჩარგო თავი და კვლავ ძილს მისცა თავი.
-ადექი რა. -საბანი გადააძრო ალისიამ და ბავშვივით აკისკისდა.
-მიხარია რომ ბედნიერი ხარ. -გაუღიმა თამარმა.
-მიყვარხარ თამარ. -ზედ დაეცა ალისია და ძალიან მაგრად აკოცა.
-მეც ჩემო საყვარელო. -ხელები მოხვია თამარმა.
-კარგი, მორჩა, გვეყოს. -ფეხზე წამოდგა ალისია. -ადექი დაგვაგვიანდება. -უთხრა და ტანსაცმელები სათითაოდ ესროლა. ნუ იქნები კლინომანი.
-ვახ კაცო, ნუ წაიღე ტვინი შენი სენტენციებითა და მანიებით, დამაცადე ძილი ხომ შეგიძლია. ნეტავ ვიცოდე მაინც რას ნიშნავს ეგ შენი კლინომანი. ალბათ რამე კლოუნებთან და ოხუნჯებთან არის დაკავშირებული.
-აჰაჰაა -გადაიხარხარა ალისიამ -კლინომანები არიან ადამიანები რომლებსაც ძალიან უყვართ ძილი და (საწოლში ძალიან დიდ ხანს ნებივრობა.)
-მოკეტე -ბალიში ესროლა მეგობარს და საუბარი არ დაასრულებინა. -კარგი, კარგი ვდგები. -წამოჯდა თამარი და მაისური გადაიცვა. -ალისია, წარმოიდგინე ახლა, რომ შენს წინ ფერიაა და ....
-რას მეუბნები? -შეაწყვეტინა და ეჭვეული ფიქრებით განაგრძო -ჩემს წინ ახლა ფერია რომ გაჩნდეს? ზუსტად ისეთი კონკიას ნათლია რომ იყო? რაო? ჯადოსნური ჯოხი ამიფრიალოს ცხვირ წინ და სურვილის ჩაფიქრება მომთხოვოს? მხოლოდ ერთი? ასე არ გამოვა. თუ ნათლიაა და თან ფერია მაშინ უთხარი რომ ორი იყოს. კარგი. თანახმაა? მაშინ პირველ რიგში მინდა ჩემს ახლობლებს ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლე ჰქონდეს. მეორე? ჰო ვიცი, ვიცი რომ მე მოვითხოვე ორი სურვილი. მოიცა დავფიქრდე. ვიცი რაც მინდა. სულ მინდოდა, დიდი ხანი ვფიქრობ ამაზე. დიდი თოვლი მინდა, ახალი წლის ღამე, პატარა გადაუთოლავი ხის ქოხი, გარეთ ფერადი ნათურებით განათებული. ოთახში დიდი ნაძვის ხე, აგიზგიზებული ბუხარი, რბილი ფაფუკი ნოხი, ნოხზე დამსხდარი მე და ის. ბუხარს ბუხარს გავსცქეროდეთ. ჩემი ხელი ხელში ეჭიროს, მე თავს ჩმოვადებ მხარზე. არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, ეს ვაი-ფაი საერთოდ რა ჯანდაბაა.ბევრია? არ არის ბევრი. ბევრი -ფულია, ოქრო და ბრილიანტია. მე კი მხოლოდ საყვარელი ადამიანი, თოვლი, ნაძვის ხე და ხის ქოხი ვინატრე. აჰა, მიდი და სთხოვე კონკიას ფერიას ამიფრიალოს თავისი ჯადოსნური ჯოხი. ვერა? ჰოდა მოუსვი აქედან, თავი დამანებე და მითხარი რა ჩავიცვა. -ზედიზედ სხვა და სხვა მაისური მოიზომა ალისიამ.
-აი ეს. -ცისფერი ნაქსოვი სვიტერი ესროლა.
თამარის მიერ არჩეული მაისური გადაიცვა, რომელიც ძალიან მოუხდა მის მწვანე თვალებს, ის ხომ უფრო გამოკვეთილს ხდიდა. შავი მაღალ წელიანი ჯინსის, ტანს მოტმასნილი შარვალი, რომელსაც ტანიდან არასოდს იცილებდა და კოჭს ზემოთ ნაცრისფერი უგები ჩაიცვა.
-ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი. ანდრეი აქ რომ იყოს თვალს ვერ მოგწყვეტდა. -კმაყოფილი შეჰყურებდა თამარი.
-ისევ დაიწყე? გეყოს. -წარბი აუწია ალისიამ.
-მეც მოვრჩი, მზად ვარ. -თამარს თითქოს არ გაუგია მისი სიტყვები.
-წამოდი ვისაუზმოთ რა, მერე კი უნივერსიტეტში წავიდეთ. -ხელი მოხვია ალისიამ და საძინებელ ოთახში გავიდნენ.
-არა არ მშია, წავიდეთ უკვე.
-კარგი როგორც გინდა. -თმის სამაგრი მოიხსნა ალისიამ და გრძელი სწორი თმები მხრებზე დაუშვა. სასტუმრო ოთახიდან ჩანთა აიღო და და ორივენი სახლიდან გავიდნენ.

მატარებლის კარები გაიღო და ზღურბლზე გრძელფეხება ალისიამ გადმოაბიჯა. ზურგზე ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული და დილას არჩეული ტანსაცმელი ეცვა. დიდუბის მეტროდან გამოვიდა და კიბეებს ჩაუყვა ქვემოთ. პირველივე საფეხურზე, ჩამომჯდარი შავებვში ჩაცმული მოხუცი ქალბატონი დახვდა, რომელსაც ხელი გაეწვდინა და ხმადაბლა ჩურჩულებდა დამეხმარეთო. "ალბათ როგორ უჭირს" გაიფიქრა მან და ჯიბედან ხურდები ამოხიკა, ხურდები ხუთ ლარამდე იქნებოდა. მოხუცმა თავი მაღლა ასწია და ცრემლისგან დანამული თვალებით გაბურღა იგი.
-მადლობა -კვლავ ჩაიჩურჩულა ქალმა და თავი დაბლა დასწია. ალბაც ძალიან შერცხვა მისი უმეცრებისა, მაგრამ ვინ იცის რა ტკივილი აქვს გამოვლილი, თანაც შავები აცვია და გულზე პატარა მრგვალ ჩარჩოში ჩასმული სურათი ჰქონდა დამაგრებული, ძალიან შეეცადა ალისიას თვალი მოეკრა სურათისთვის მაგრამ უშედეგოდ. იქნებ ერთ დროს ძალიან ბედნიერი იყო მოხუცი, იქნებ ახალგაზრდობაში ლაღი და ლამაზი ცხოვრება ჰქონდა, დღეს როგორ უჭირს როცა თვალცრემლიანი ხელგაწვდილი სთხოვს ნებისმიერ გამვლელსა და გამომვლელს დახმარებას. იქნებ როგორ ეხმარებოდა ერთ დღეს იგი სხვას, ახლა კი ზიზღსა და სიბრალულს იწვევს სხვებში.
რა ვიცით მათ შესახებ? არც არაფერი. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ნაცნობსა თუ უცნობს, კითილს თუ ბოროტს. თუ კი სიკეთე იარსებებს ამ ქვეყანაზე ისეთი დოზით რომ მთელი მსოფლიო გაახვიოს ამ ბურუსში მერე ბოროტიც ვერ მოიკიდევს ფეხს და მეტი რა არის ბედნიერება თუ არა გაღიმებული ადამიანების ხილვა ჩვენს გარშემო.
ასეთი ფიქრებით აღმოჩნდა იგი გვირაბს გარეთ სადაც მზემ თვალები მოჭრა, თავიდან სათვალე მოიხსნა და თვალებზე დაიკოსა. გაიარა ბაზრის ტერიტორია სადაც მეორადი და ახალი ტანსაცმელი იყო განლაგებული. ასევე ხილ-ბოსტანი და სხვადასხვა პროდუქტები. იმის გამო რომ ტერიტორიულად სად იყო წყალტუბოს მარშუტკები განლაგებული არ იცოდა რამდენიმე მძღოლთან მივიდა. პირველი მძღოლი რომელსაც დახმარება სთხოვა ბათუმის მარშუტკის მძღოლი იყო. კითხვაზე თუ სად შეიძლებოდა ეპოვნა წყალტუბოს მარშუტკა ასე უპასუხა: "რა ვიცი შვილო მე, წადი და სხვაგან ეძებე" სხვა მძღოლის პასუხი იყო: "ზესტაფონში მივდივარ შვილო, მაგრამ წყალტუბოში ჩაგიყვან". ალისიამ დახმარების შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და ძებნა განაგრძო. კიდევ უფრო მეტად ჩამოცხა და წყლის დალევის მოთხოვნილებაც მეტი გაუჩნდა, მაგრამ გადაწყვიტა ჯერ მარშუტკაში მოთავსებულიყო და წყლისთვის შემდეგ გასულიყო. როგორც იქნა გამოჩნდა კეთილი ადამიანი რომელმაც ახალგაზრდა გოგონას დახმარება გაუწია და მისამართი დაუსახელა, მართლაც ადგილი რომელსაც ეძებდა მისგან რამდენიმე მეტრში აღმოჩნდა. ხმაც კი მოესმა როგორ ცდილობდა მძღოლი მგზავრების მიწვევას. "წყალტუბოოოო. წყალტუბო გავდივართ."
-გამარჯობათ. -მიესალმა ალისია მყვირალა კაცს. -იმედია სწორად მოვედი და თქვენ მიდიხართ წყალტუბოში.
-კი შვილო - უპასუხა თეთრ წვერებიანმა, სიმელოტე შეპარულმა დაბალმა მამაკაცმა და ყვირილი შეწყვიტა.
-რომელ საათზე გადიხართ?
-პირველზე.
-ახლა 12 საათია. -ხელზე დაიხედა ალისიამ და მძღოლს მიუბრუნდა. ექვსნი ვიქნებით. გაქვთ ადგილი ისე რომ ექვსივე ერთმანეთის ახლოს მოვთავსდეთ?
-მძღოლის უკან სამი ადგილი თავისუფალია, ასევე მის უკან სამი და ჩემს გვერდით ორიც.
-მგზავრობა რა ღირს?
-ერთი სკამი 12 ლარი.
-ახლა მოგართვათ თუ მერე?
-როგორც გნებავთ.
ალისიამ ზურგჩანთა წინ მოიგდო და 80 ლარი გაუწოდა.
მძღოლმა საფულე გახსნა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითი ნერწყვით დაისველა და უკან დასაბრუნებელი შესაფერისი ხურდის ძებნა დაიწყო. საფულედან ხუთი ლარი, ხოლო ჯიბიდან სამი ლარი ამოიღო და ალისიას გაუწოდა. მერე ისევ წინ გაიჭრა და დატკეპნილი ფრაზის "წყალტუბო მალე გადის" კვლავ ყვირილს მოჰყვა.
-ერთი წუთით -დაედევნა ალისია. -და რომელი არის თქვენი მარშუტკა?
-აი ის თეთრი სპრინტერი. ლურჯის გვერდით დგას. წყალტუბო აწერია.
-აჰა, გმადლობთ.
ალისია მარშუტისკენ გაემართა და შიგნით ფეხი შედგა. თვალი მოავლო უკანა სავარძელს სადაც 2 ახალგაზრდა ბიჭი და ერთი მოხუცი ქალბატონი ისხდნენ. ასევე 3 ახალგაზრდა გოგონა ერთი პუტკუნა იყო, ორი გამხდარი და კიდევ ერთი წითელ თმიანი ქალბატონი. ალისიას დანახვაზე ბიჭები შესამჩნევად აცკმუტუნდნენ. ერთმანეთს გადახედეს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს. ეტყობოდათ რომ ალისიას სილამაზემ დაატყვევა ისინი.
ჩანთა ფანჯრის მხარეს დადო, სათვალე ჩასადებში ჩადო, შემდეგ კი ჩანთაში მოათავსა, ძირს ჩამოვიდა და თამარს დაურეკა.
-სად ხარ, გელოდები.
-ნაძალადევის მეტროში ვარ. მალე წუთში მოვალ. უნივერსიტეტში ვიყავი ასული. გოგონები მოვიდნენ?
-მოდიან. - რამდენიმე მეტრში ფეხით მომავალ სალომეს, ნინოს და ეკას დაუქნია ხელი. რომელსაც უკან ანდრეი მოჰყვებოდათ. ანდრეის ზუგრზე ჩანთა ჰქონდა მოკიდებული.
-კარგი ვთიშავ -ცხელმა ტალღამ და ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში ვნებათა ღელვა მის წალეკვას ლამობდა. აფორიაქებული გული გაგიჟებულივით ფეთქავდა, ბორგავდა, თითქოს მთელ სხეულს მოივლიდა და მერე ისევ საგულეს უბრუნდებოდა, მაგრამ მცირე ხნით, რადგან ისევ იგივე მეორდებოდა განუწყვეტლივ.
არაფერი შეიჩნია, მოძრავად ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში და ანდრეის თვალი აარიდა, ეს მეტად ხელოვნურად გამოუვიდა, მგონი სახეზე სიწითლემაც გადაჰკრა. მაგრამ ეს არაფერი, ალისისას კერპი სახის მოღმა არაფერი უნდა აირეკლოს, არც ერთი ზედმეტი ნაკვთიც კი არ უნდა შეტოკდეს მის დაუკითხავად.
-როგორ ხარ ალისია? -მიესალმნენ მოსულები.
-თამარიც მალე მოვა.
-მარშუტკაზე არ დავაგვიანოთ.
-მოვაგვარე.
ანდრეის ტელეფონმა დარეკა. ბოდიში მოუხადა გოგონებს და მათგან მოშორებით უპასუხა.
-როგორ ხარ ბრაიან, ამ შუა ღამეს რამ გაგახსენა ჩემი თავი.
-შენ როგორ ხარ. ხომ არ მოიწიყინე.
-შესანიშნავად.
-უკან უნდა დაბრუნდე მალიბუში, უფრო სწორად ასპენში.
-დასასვენებლად მიშვებ?
-ძაღლმა რომ გიკბინა გახსოვს? საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ თანხა რომ გადაიხადე ხელი არ გქონია რაღაცაზე მოწერილი თუ რაღაც და თუ არ ჩახვალ სამართალდამცავებთან შეგექმნება პრობლემებიო.
-როგორ არ მოვაწერე.
-არ ვიცი რას ბოდიალობენ შენ გაიგებ? დღესვე უნდა დაბრუნდე.
-არც იოცნებო. მე ჯერ არაფერი მინახავს. უამრავი ადგილი უნდა დავათვალიერო. დღეს არა.
-საქმე სეიოზულად არის.
-კარგი საღამოს მოვახერხებ რამეს. ბრაიან არ გათიშო. ბრაიან!
-ჰო აქ ვარ.
-ჩემთან სახლში კომუნალურები ხომ გადაიხადე?
-დღეს დილით.
-შეხვედრამდე. -ანდრეი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გაღიზიანებული გოგოებთან დაბრუნდა.
-მოვედი -ხმაურიანად შეუერთდა თამარიც მათ და ალისიას ზურგზე ჯანიანად დაჰკრა ხელი.
-ვხედავთ.
-უჟმურო.
-ეს კიკინა გიხდება.
თამარის მოკლე თმას ძლივს უმაგრებდა ორი პატარა რეზინა.
-გინდათ ახალი ამბავი? -თავს ვერ იკავებდა ეკა.
-თქვი თორემ გამისკდა გული. -ვერ ითმენდა თამარი.
-ხვალ ლექციები არ გვიტარდება, სამაგიეროდ 3 საათზე ლექციას ატარებს პროფესორი რომელიც ამერიკის უნივერსიტებში კითხულობს ლექციებს.
-მერე შენ რა გიხარია? შენ ხომ ინგლისური არ იცი? -დაგესლა თამარმა.
-ის მიხარია, რომ ეს პროფესორი ქართველი არის და საქართველოს შესახებ წაიკითხავს ლექციას.
-ძალიან კარგია ეკა, კარგი გოგო ხარ, რომ შეგვატყობინე. -მადლობა გადაუხადა ალისიამ, მერე ხელი ჩაკიდა თამარს და გვერდზე გაათრია . -უხეში ხარ თამარ შენ.
-არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა. -გულწრფელად მოინანია მან.
ზუსტად პირველ საათზე ყველანი ადგილებზე ისხდნენ. მძღოლის გვერდით ადგილები შეივსო თუმცა იგი გასვლას მაინც არ ჩქარობდა რადგან უკან სავარძლებს შორის ერთი ადგილი კვლავ ცარიელი რჩებოდა. ორის თხუთმეტ წუთზე ისინი ადგილიდან დაიძრნენ, რამდენიმე მეტრი ღია კარებით იარეს იქნებ სადმე კიდევ აეყვანა მძღოლს ერთი მგზავრი და შეევსო ის ცარიელი სავარძელი, მერე ყველა მოისვენებდა სიცხისგან გათანგული მგზავრები და 12 ლარის ძებნაში გართული მძღოლი. ნახევარი იყო ორის უკვე დიდუბედან რომ გავიდნენ. გამგზავრებამდე ნახევარი საათით ადრე თამარმა ღებინების საწინააღმდეგო წამალი დალია.
გვერდით სკამზე მოხუცი ქალბატონი იჯდა. ახალგაზრდა გოგო ამოვიდა და შემთხვევით მხარი გაჰკრა ამ ქალბატონს. ქალი პატარა და სუსტი იყო, ყვავილებიანი კაბა ეცვა და თავზე შლიაპა ეხურა. იფიქრებდით რუსიაო მაგრამ აქცენტი აშკარად ქართული ჰქონდა.
-ფუ რა უხეშები ხართ -წამოაყრანტალა ქალმა.
მგზავრება წამსვე ყურადღება მიაქციეს. ალისიას არ შეუხედავს გოგონამ მოხედა თუ არა. "როგორ მოითმინა " ფიქრობდა იგი. ქალი კი კაპასობას კვლავ განაგრძობდა და ხელებს გაურკვევლად იქნევდა.
-ეს სოფლიდან ჩამოთრეულები, უხეშები.
-უხეში ყველა შეიძლება იყოს, ქალაქელიც და სოფლელიც. -მიუბრუნდა გვერდით მჯდომი ქალი.
შლიაპიანი ქალბატონი კი კვლავ თავისას ერეკებოდა.
ალისიამ ვეღარ მოითმინა. ამან გააღიზიანა "სოფლელობა რა ნაკლია? " და როცა დააპირა პასუხი მოეთხოვა ქალისთვის უკნიდან მგზავრმა ხელი დაადო
-გიჟია ვიღაცა. არ აჰყვე -უთხრა.
კიდევ კარგი მცხეთამდე ჰქონდა გზა შლიაპიან გიჟს, თორემ აშკარად აღიზიანებდა მგზავრებს მისი გადაკრული, დამცინავი და ზიზღიანი საუბარი სოფლელების მიმართ.

-ვაიმე დედა -გზაში აკივლდა შეშლილი სახით, წითელ თმიანი ქალი.
-რა მოხდა ქალბატონო? -მძღოლმა რესკად გააჩერა მანქანა და ქალბატონს მიუბრუნდა.
-გეიხედეთ ეგერ, მოკლა გონია.
მძღოლმაც მგზავრებთან ერთად ფანჯრიდან გაიხედა სადაც ასეთი სურათი იყო.
ყურებამდე დაკრეჭილი მამაკაცი იჯდა გაჩერებულ მანქანაში. ასევე მომცინარი კაცი ედგა გვერდით, რომელმაც მხოლოდ ერთხელ მოუქნია ხელი და ისიც ააცლილა იმიტომ, რომ ის მისი ახლობელი იყო და ისინი ხუმრობდნენ ერთმანეთში.
მძღოლმა გაიცინა, მშვიდად აამუშავა მანქანა, გზა განაგრძო და წითელ თმიან ქალბატონს სარკეში გახედა.
-ამგენს ქალბატონო ერთს ხონის თეთრი ბილეთი აქვს და მეორეს ასათიანის.
თბილისი დიდი ხნის მოტოვებული ჰქონდათ უკან რომ დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა დაუქნია ხელი. ჯერ წინა ფანჯარაში შეიხედა, შემდეგ უკან და როცა მძღოლმა იფიქრა შევავსე მარშუტში სკამების რაოდენობაო მამაკაცმა მძღოლთა და მგზავრთა გაურკვეველი მიზეზით უკან გაბრუნდა. მძროლი მოწყვეტით მოსწყდა ადგილს და რამდენიმე სიტყვა წამოისროლა.
-შენი თავი მომცა ახლა ხელში რას დაგილეწავდი მაგ გვერდებს? -მძღოლს ეტყობოდა იმერელი იყო, ალბათ წყალტუბელიც. ალისიას ღიმილი მოჰგვარა მისმა სიტყვებმა და იუმორ ნარევმა შინაარსმა.
მძღოლმა რიკოთზე 10 წუთით შეაჩერა მანქანა. ანდრეიმ ნაზუქები და გაზიანი სასმელები იყიდა. მარშუტკაში აიტანა, სავარძელზე ჩამოდო და კვლავ ქვემოთ გოგონებთან ჩამოვიდა. რამდენიმე წუთი სუფთა ჰაერზე ისეირნეს და აღტაცებით შეჰყურებდნენ მთებს.
იმერელი მგზავრები ჩუმად არ ყოფილან, ან რა გასაჩერებელია 4 საათი იმგზავრო და ისიც ჩუმად, მითუმეტეს თუ გყავს გვერდით თანმხლები, თუმცა ესეც არ არის პრობლემა შეგიძლია ვინმეს გამოელაპარაკო და აუცილებლად აღმოჩნდება შენი ახლობელი ან შორეული ნათესავი მაინც, გამონაკლისის შემთხვევაში კი ნაცნობის ნაცნობი და მეტი რა უნდა ენაკვიმატ მგზავრს. ზოგი გაჭირვებაზე საუბრობს, ზოგი განათლებაზე. პოლიტიკაც აქტუალური თემაა საქართველოში თუმცა კომპრომატზე ვერასდროს მიდის მოსახლეობა. გზაში კი ალისიას ინტერესი ორი ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭის საუბარმა გამოიწვია.
-აუ გახეული მთვრალი ვიყავი სიმონ გუშინ, პახმელია აქამდე გამომყვა - გაზიან სასმელს თავი მოხსნა და სულ მოუთქმელად ჩაცალა ყელში.
-რამეს აღნიშნავდი?
-არა რად გვინდა დღესასწაული. საძმაკაცო შევიკრიბეთ ერთად და ჰო იცი სიყვარულში გავუბერეთ.
ალისიას გაეღიმა.
-გამოცდები დაამთავრე? მე ერთ კვირაში მეწყება -თქვა თავშეკავებულმა ბიჭმა, რომელსაც სასმლის სუნი არ ასდიოდა.
-არა რა დავამთავრე აწი მეწყება და ჩავაბარებ კიდეც. ახლა ფული შემომაკლდა და მამაჩემს უნდა გამოვართვა. -თითოეულ პირის დაღებაზე და სიტყვის წარმოთქმაზე სასმლის სუნი ამოსდიოდა, ეს კი გამაღიზიანებელი იყო მგზავრებისთვის, ისინი კი საყვედურის გამოთქმას ვერ ბედავდნენ და მხოლოდ უკმაყოფილოდ პრუწავდნენ ტუჩებს. ის ორი ქალბატონი კი რომელიც გვერდით ეჯდა, განსაკუთრებით შეწუხებულნი სჩანდნენ და იმ დროს ელოდებოდნენ როცა ეს ბიჭი ჩაიძინებდა და ხმას აღარ ამოიღებდა, ის კი დაძინებას და პირის გაჩერებას არ აპირებდა. ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა.
-რატომ არ მუშაობ?
-სად? მე სტუდენტი ვარ, ჯერ უნდა ვიგულაო კაი მაგრად და შევირგო სტუდენტობა.
-მშობლების კისერზე ცხოვრება როდემდე უნდა განაგრძო? ასე ხომ მათ შეუმსუბუქებ იმ თანხას რასაც სწავლაში გიხდიან.
-კაი თუ ჩემი ძმა ხარ, ნუ ყობი ზღაპრებს. ბოვში ხო არ ხარ, ან გუშინ ხომ არ დაბადებულხარ თუ ფული არ გაქვს არც ადამიანი ხარ. ჩემი დედა ... -შეიგინა რაღაც გაუგონარი სიტყვით. მგზავრებში გაღიზიანება გამოიწვია და უკმაყოფილების გამოხატვით აზუზუნდნენ. -უფულო არ უნდევხარ არავის, არა.
-შენ ფულის პრობლემა კი არა არასწორი მეგობრების პრობლემა გაქვს. ყოველთვის ასე იყავი, სკოლაშიც კი. სწორად შეარჩიე მეგობრები და მათ ფულიანიც ენდომები და უფულოც, ასეთებს კი მხოლოდ იქ იპოვი სადაც მუშობის და ფულის საკუთარი ოფლით გამომუშავება იციან. -ბიჭს ეტყობოდა რომ ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა იყო.
ალისიაც დაინტერესდა მათი ამბავით და ამ ჭკვიანი და მეტად სიმპატიური ახალგაზდა ბიჭით. "ასეთი დღეს ბევრი არ არის" გაიფიქა მან და ყურებდაცქვეტილმა გონება დაძაბა, ხმადაბლა მოდიოდა მასთან ხმა, ამიტომ მთელი გულისყურით ჩაუსაფრდა მათ.
გოგონებს ეძინათ. ანდრეი ფანჯარას თვალს არ აშორებდა და გზას უყურებდა. თამარს ალისიას ბეჭზე დაედო თავი.
-შენ რომ მუშაობ რა მერე? ვერსად ვერ ერთობი, როცა გირეკავდი სულ სამსახურში გარბოდი.
-ვცდილობ მშობლებს ანგარიში გავუწიო და სახარჯო ფული არ გამოვართვა. რასაც შენ გართობას ეძახი ეგ გართობა არ არის. ლოთაობაა და მეტი არაფერი. როცა მეგობრებთან ერთად სადმე წახვალ იქიდან წამოსულს კარგი მოგონებები უნდა დაგრჩეს, თქვენ კი კარგი კი არა საერთოდ არაფერი გახსოვთ. როცა ამბობთ საქეიფოდ მივდივართ, იგულისხმება დასალევად მივდივართ.
-ეე, რა ტვინი წაიღე. კაროჩე ახლა მე ქუთაისში ჭავჭავაძეზე ჩამოვალ და მერე შეგეხმიანები, სანამ თბილისში დავბრუნდებით ერთი გემრიელად ჩოუჯდეთ და ბოლომდე გავერთოთ.
-ანუ ბოლომდე დავლიოთ ჰო? -ჰკითხა ჭკვიანმა ბიჭმა და გაეცინა.
-რა თქმა უნდა.
-არა მე ვერ დავლევ. თანაც გირჩევ რომ ყოველთვის როცა ბრჭყალებში საქეიფოდ წახვალ -ხელით ორი თითით კურდღლის ყურები გაუკეთა და რამდენჯერმე გაშალა.-ეცადე იმდენი დალიო რამდენიც გკმარა. რაც შეეხება ჩაჯდომას ხვალ მე თბილისში ვბრუნდები და ამიტომ არ მცალია. ახლაც მშობლების მოსანახულებლად ჩამოვედი.
-შენ გელაპარაკა ტიფამ. შენ მაშინაც გეტყობოდა რანაირი იყავი ძაღლობაზე რომ ჩააბარე. ეე ძმაო რა ჩაიხვიე არ დალიო, არ დალიოს ძახილით, შენ გლახათა გაქ გონია დაცდილი.
-კარგი არ გვინდა ახლა ამაზე ლაპარაკი თორე შორს წაგვიყვანს. მარა მაინც გეტყვი არ გარგებს ამნაირი ცხოვრება. დაანებე მაგ ვითომდა თბილისელ მეგობრებს თავი და შენს ცხოვრებას მიხედე. არ გარგებს ისინი.
-აუ ეგი ვინაა ბიჯო -თავში შემოირტყა ხელი პახმელიაზე მყოფმა. - მოდი არ გვინდა ამნაირი ლაპარაკი, ჩემი საქმისა მე ვიცი.
-კაი შევცვალოთ საუბრის თემა. შეყვარებული როგორ გყავს?
-რომელი?
-ეჰ ძმაო შენ ვინ ყოფილხარ.
ძალიანაც უნდოდა ალისიას მეტი მოესმინა, მაგრამ თვალები ისე დაეღალა ერთმანეთს ეწებებოდნენ უკვე და უნებურად ძილბურანში გაეხვა. გამოღვიძებულს უკვე ორივე მეგობარი ჩასული დახვდა, მარშუტკა თერნალში შევიდა.
-გამიჩერე რაია მაქანე საცხა -მგზავრობის საფასური 12 ლარი გადააწოდა მძღოლს ერთ-ერთმა მათგანმა და მანქანიდან ჩავიდა.
ჩასვლისას გოგონამ ძალიან მაგრად მიაჯახუნა კარები და "ენაკვიმატმა" მძღოლმა კვლავ არ დააყოვნა. "რა იყო შვილო ასე თუ კეტავ სახლში კარებს, არ გაიღება არცერთი"
მარშუტკიდან ჩამოსულები ბაზრის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც ბევრი მაღაზია და ბევრი ტაქსი იყო. რამდენიმე მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა რომ უფრო მეტად შესამჩნევი ყოფილიყვნენ მგზავრისთვის. თამარი რომელსაც ალისიაზე მეტი სითამამე გააჩნდა დაწინაურდა და რიგით პირველ ტაქსთან მივიდა.
პრომეთეს მღვიმეში ავიდნენ. ტაქსის მძღოლს გასამრჯელო და მადლობა გადაუხადეს და მანქანის კარები მიხურეს.
-რა სილამაზეა -პირ ღიად დარჩენილმა ალისიამ თვალი მოავლო ირგვლივ უამრავ მწვანედ შეფერადებულ ხეებსა და მეგობრებს სირბილით დაეწია რომლებიც უკვე მღვიმეში მოსახვედრად ეზოს ჭიშკარს მიადგნენ. რეგისტრაციის შემდეგ გაირკვა რომ რიგით მესამე იყვნენ. ვინაიდან გოგონებმა იცოდა ინგლისური ენა და ეკა ადრე იყო ნამყოფი მღვიმეში ამის გამო ანდრეისთან ერთად ინგლისურ ენოვან ჯგუფთან ერთად უნდა შესულიყვნენ. ჯგუფი 15 ადამიანისგან შედგებოდა. მათ შორის კიდევ 4 ქართველი იყო, ისინიც მეგობარ ინგლისელებთან ერთად. ორი 22-23 წლის ბიჭები და 18-19 წლის გოგონები. სანამ მათი რიგი დადგებოდა მანამდე სურათები გადაიღეს შემდეგ კი შუშებიანი ოთახი გაიარეს და საოცარ სიმწვანეში აღმოჩნდნენ. კიბეები ჩაიარეს და იმ საოცარ ზღაპარში, სადაც მსგავსი ადგილი არსად არ შეიძლება იყოს სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ.
კარები გაიღო, ერთიანად წალეკა ყველა დარბაზიდან გამომავალმა სასიამოვნო და ცივმა ჰაერმა, გაოცების მსგავსი ხმები აღმოხდათ პირიდან მნახვველებს, მაგრამ გაოცება წინ ელოდათ ისეთი რომელიც წაუშლელ კვალვ ტოვებს აქ მოხვედრილთათვის და აი რამდენიმე წამში მართლაც რომ საოცრებათა ქვეყანაში ეგონათ თავი.
"გიდი" გოგონა წინ მიუძღოდა სტუმებს და გზა და გზა აღწერდა თითოეულ დეტალს. -"მღვიმე ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა"
გამოქვაბულში შეხვდნენ განსაკუთებული ფორმის სტალაქტიდებს, სტალაგმიტებს, ჰელიქტიდებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და მიწისქვეშა ტბებს, ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს.
-"პრომეთეს მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი. ერთი ბოლოვდება მდინარით რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე კი საფეხმავალოა და დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. ამ მღვიმის დათვალიერება. სახმელეთო-საფეხმავალო მონაკვეთის სიგრძე 1420 მეტრია. ამ მღვიმის დიდი პლიუსი ასთმით დაავადებული ადამიანების მკურნალობაა."
კიბეებს მიუყვებოდნენ როცა კიდევ ერთი დიდი და ულამაზესი დერეფანი გამოჩნდა ხელოვნური განათებებით და ლაზერ შოუში. მუსიკა ჩაირთო, ცნობილი ფილმის "ტიტანიკის" ჰანგები გაისმა. აქ რაღაც განსაკუთებულად ჟღერდნენ ნოტები, ამ რომანტიკულ გარემოს უკვალოდ არ ჩაუვლია და მალე ერთი-ერთი სტუმარი გოგონას ტირილის ხმაც გაისმა, მას მეორე მეგობარიც აჰყვა. ალბათ სიყვარულის ისტორია გაახსენდა მათ გულებს და საოცარ ადგილას ლამაზმა მუსიკამ აუჩუყათ გულები.
დიახ რომ წყალტუბოს "პრომეთეს მღვიმეს" ხილვამ თითოეულ მნახველზე არნახული შთაბეჭდილება დატოვა.

ანდრეი გოგონებთან ერთად იმავე საღამოს დაბრუნდა თბილისში.
სასტუმროში მისულმა აბაზანა მიიღო. დაკუნთულ სხეულზე მაისური გადაიცვა, რომელიც მის უნაკლო სხეულს კიდევ უფრო წარმოაჩენდა, შარვალი და ფეხსაცმელები ჩაიცვა. სათვალე გაიკეთა, წინასწარ გამზადებული ზურგჩანთა მოიკიდა და აეროპორტისკენ დაადგა გზას.



№1 სტუმარი გვანცა))

იცი ეხა დავამთავრე კითხვა და აი გაოცებული დავრჩიი,რაღაცნაირიაა აი იცი როგორიი ყველასაგანნ განსხვავებული დაა საინტერესოო❤❤სხვისი არ ვიცი დაა მე ძაალიან მომეწონა,კარგად გაქ ააღწერილი ყველაა დეტალი და ეს მომწონს ძააან,
აი არმესმის რატო გყავს ცოტა მკითხველი(ცუდად არ გაიგოო) რადგანნ ძაალიანნ კარგი ისტორიაა,❤❤არ გაწყვიტო დაა ბოლომდე მიიყვანე გთხოვ,
მე პირადად შენი ერთგული მკითხველი ვიქნებიი❤❤❤❤წარმატებებიი^^

 


№2 სტუმარი ani

ძალიან კარგი ისტორიაა განსხვავებული მე ძალიან მომწონს და წერა არ შეწყვიტო

 


№3  offline წევრი padackles

გადაწყვეტილი მქონდა რომ არშემეწყვიტა, მაგრამ შენი შეფასება ეს ისეთი აღმოჩდა ჩმთვის არ ვიცი. ჩემს ყველა ქმედებას კრიტიკულად უდგება ყველა და ბევრს მოითხვენ ჩემგან. მადლობა შენ იმისთვის რომ ასეთი თბილი ხარ და ასეთი შეფასება დავიმსახურე. როცა წერ მთავარი ვინც წერს ის კი არ არის არამედ ვინც კითხულობს ის.. კიდევ ერთხელ მადლობა ასეტი თბილი კომენტარისთვის.
გვანცა))
იცი ეხა დავამთავრე კითხვა და აი გაოცებული დავრჩიი,რაღაცნაირიაა აი იცი როგორიი ყველასაგანნ განსხვავებული დაა საინტერესოო❤❤სხვისი არ ვიცი დაა მე ძაალიან მომეწონა,კარგად გაქ ააღწერილი ყველაა დეტალი და ეს მომწონს ძააან,
აი არმესმის რატო გყავს ცოტა მკითხველი(ცუდად არ გაიგოო) რადგანნ ძაალიანნ კარგი ისტორიაა,❤❤არ გაწყვიტო დაა ბოლომდე მიიყვანე გთხოვ,
მე პირადად შენი ერთგული მკითხველი ვიქნებიი❤❤❤❤წარმატებებიი^^


padackles
გადაწყვეტილი მქონდა რომ შემეწყვიტა, მაგრამ შენი შეფასება ეს ისეთი აღმოჩდა ჩმთვის არ ვიცი. ჩემს ყველა ქმედებას კრიტიკულად უდგება ყველა და ბევრს მოითხვენ ჩემგან. მადლობა შენ იმისთვის რომ ასეთი თბილი ხარ და ასეთი შეფასება დავიმსახურე. როცა წერ მთავარი ვინც წერს ის კი არ არის არამედ ვინც კითხულობს ის.. კიდევ ერთხელ მადლობა ასეტი თბილი კომენტარისთვის.
გვანცა))
იცი ეხა დავამთავრე კითხვა და აი გაოცებული დავრჩიი,რაღაცნაირიაა აი იცი როგორიი ყველასაგანნ განსხვავებული დაა საინტერესოო❤❤სხვისი არ ვიცი დაა მე ძაალიან მომეწონა,კარგად გაქ ააღწერილი ყველაა დეტალი და ეს მომწონს ძააან,
აი არმესმის რატო გყავს ცოტა მკითხველი(ცუდად არ გაიგოო) რადგანნ ძაალიანნ კარგი ისტორიაა,❤❤არ გაწყვიტო დაა ბოლომდე მიიყვანე გთხოვ,
მე პირადად შენი ერთგული მკითხველი ვიქნებიი❤❤❤❤წარმატებებიი^^


გაიხარე. მიხარ8ა ღრომ მოგწონს
ani
ძალიან კარგი ისტორიაა განსხვავებული მე ძალიან მომწონს და წერა არ შეწყვიტო

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ახლა წავიკითხე ყველა თავი ამ ისტორიის და ძალიან მომეწონა... განსხვავებულია და მრავალფეროვანი... მომეწონა ძალიან. მალე დადე ახალი თავი ძალიან დამაინტერესა...

 


№5  offline წევრი padackles

ხვალ დავდებ: * მადლობა: *
უცნობი ქ
ახლა წავიკითხე ყველა თავი ამ ისტორიის და ძალიან მომეწონა... განსხვავებულია და მრავალფეროვანი... მომეწონა ძალიან. მალე დადე ახალი თავი ძალიან დამაინტერესა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent