შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი მოსამსახურე [8]


2-04-2015, 20:30
ავტორი კოტი
ნანახია 5 815

გრძნობდა ვიღაცის შეხებას, კოცნას, ჩახუტებას და სუნთქვას მუცელზე ,ეგონა სიზმარიაო. როცა გამოეღვიძა გაეღიმა, ოთახს თვალი მოავლო მართალია ღამე იყო, მაგრამ მთვარის შუქზე კარგად ჩანდა საავადმყოფს თეთრი კედლები, განძრევა უნდა, მაგრამ მოიცა მუცელზე დაიხედა და რას ხედავს, იოანეს ერთი ხელი მუცელზე უდევს, ერთზე თავი უდევს და ძინავს თავი ვერ შეიკავა და მისი ნატიფი თითები მამაკაცის თმაში შეასრიალა. გული ისე უცემს ლამისაა საგულედან ამოუვარდეს, საშინლად კარგად გრძნობს თავს, რაღაცნაიად მისეულად და თბილად. ნელა აიღო მის თავთან დადებული ტელეფონი, იოანეს ფოტო გადაუღო და გადამალა. საშინალდ კარგ ხასიათზეა, მაგრამ რაღაც უნდა ,რაღაც მმმ ... მაგალითად ნაყინი ან იოგურთი, ხო იოგურთი უნდა თან ძალიან. კედელზე მოწიკწიკე საათი აუწყებს, რომ ღამის 4 საათია „დედი ამ ღამეს რის იოგურთი გინდა? მაგრამ გინდა ხოა ასეა?“ მისი აზრით შვილს გაეკრიჭა და შეეცადა ისე წამომდგარიყო იოანე, რომ არ გაეღვიძებენა, მაგრამ როგორც კი ბიჭის ხელი მუცელს მოაშორა, ქალდანს იმწავსვე გაეღვიძა და შეშინებული ალისიას მივარდა.
-რა... რა მოხდა? კარაგდ ხარ ?
ალისიას გულში სითბო ჩაეღვარა, როცა მიხვდა თუ რამდენად ნერვიულობდა მასზე მისი თბილი სვანი ? <<ჰაჰ როდიდან გახდა შენი ? დღეიდან>> საკუთარ თავს წაეკამათა ალისია და იოანეს გაეკრიჭა.
-კარგად ვარ, მაგრამ რაღაც მინდა
-რა გინდა?თბილად კითხა სვანმა
-იოგურთი მინდა და... და ვაშლი ხო მწვანე.... მწვანე ვაშლი.ჩქარ ჩქარა მიყაარა ალისიამ და წამწამები სწრაფად დაახამხამა.
-კარგი ახლავე ,ახლავე წავალ. შენ...შენ აქ იყავი კარგი? არ გაინძრე გასვლამდე მიაძახა იოანემ და დერეფანში გავარდა. ალისია ვერ მიხვდა რა გაუხარდა კაცს ამხელა, ან რას გავარდა? „სამაგიეროდ მალე მოვა იოგურთით და ვაშლით მმმმმ“ ის იყო ლოგინზე წამოჯდა, რომ კაების ხმა გაისმა და ოთახში ენდი შემოვიდა.
-ალისია როგორ ხარ?
-კარგად ვარ ენდი არ ინერვიულო კარგი?
-მისმინე იოანე სად გავარდა? არც მომისმინა ისე ჩამიქროლა.
ალისია მისმა სიტყვებმა გაამხიარულა და ხმამაღლა გაეცინა, იმდენი იცინა თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მის სიცილძე ენდისაც ეცინებოდა და იცინოდნენ ასე ორი დებილივით. უცებ კარებში ბავშები გამოჩნდნენ და ორივეს ანიშნეს გაჩუმდითო.
-რა მოხდა? წამოიძახა უკმაყოფილოდ ალისიამ
საბამ ჩუმადო თითით ანიშნა. ალისიაც საბასკენ მიიწია და ამჯერად დაიჩურჩლა
-რამოხდა?
-ექიმს გამოვეპარეთ. საბაც მისკენ მიიწია და დაიჩურჩულა
-აქ თქვენი ყოფნა არ შეიძლება. საბას გვერდით დაიჩურჩულა ვიღაცამ და საბამ მის გვერდით ზუსტად მასსავეთ მდგარი ექიმი, რომ ამოიცნო ადგილზე შეხტა, შემდეგ, რომ გაიაზრა რამოხდა ყველას სიცილი აუტყდა.გონს ისევ ექიმი მოვიდა
-აბა ყველა გარეთ გადით პაციენტს დასვენება სჭირდება.
-კარგით რა ექიმო, დავრჩებით რა, არაფერს დავაშავებთ გპირდებით.ყველამ ექიმ სუყურებდა, თან სასაცილოდ წევდა ხელით ყელს წინ.ალისიას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, მუდამ სერიოზული ერეკლეც, ლიკაც, ნენეც, ყველა ისეთი სასაცილო იყო, ვერასდროს იფიქრებდა ასეთ გიჟებთან თუ ჰქონდა საქმე. ექიმმაც ვერ გაუძლო ამდენი შრეკის კატის თვალებით მომზირალ ხალხს და დათანხმდა.
-მაგრამ ჩუმად აქ საავადმყოფოა. ექიმის გასვლიდან 5 წუთიც არ იყო გასული ოთახში პარკებით ხელდამშვენებული იოანე, რომ შემოვიდა ბავშვების დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
-თქვენ აქ რას აკეთებთ?
-ექიმმა შემოგვიშვა რა მოგვიტანე? პარკებში ჩახედვას შეეცადა საბა
-ეს შენთვის არაა ალისიასთვისაა.
-ვაიმე იო რა კარგი ხარ. სიხარულით სასვე ხმით შესძახა ალისიამ და ლოყაზე აკოცა. ამაზე ქალდანი გაშრა ბავშვებმა კი სიცილი ატეხეს. არავის არასდროს ენახა ასეთი ალისია თვით ენდისაც კი, ისეთი მხიარული იყო, ლაღი, ბავშური ისეთი, რომ ქალდანს უნდოდა გულში ჩაეკრა და მაგრად დაეკოცნა ტუჩები. ყველა მისი ლოგინის ირგვლივ ისხდა და მიირთმევდა. საუბრობდნენ ,იცინოდნენ, ფოტოებს იღებდნენ, მხიარულობდნენ. ბოლოს ბავშვები გადაიღალნენ და ოთახიდან გავიდნენ. მხოლოდ იოანე დარჩა ალისიასთან იოგურთი აიღო და ალისიას წინ ლოგინზე ფეხმორთხმით დაჯდა, 5 წუთი ორივე ჩუმად იყო ,იოანე ალისიას უყურებდა და მასზე ფიქრობდა, ალისია კიდევ მუცელს დაჰყურებდა და ბავშვს რაღაცას ებუტბუტებოდა. სიჩუმე ალისიამ დაარღვია
-მოვიფიქრე, რაღაც მოვიფიქრე
-რა მოიფიქრე? ალისიას ხასიათმა იოანეც გაამხიარულა.
-მოდი მომავალს გავუგზავნოთ მესიჯი.
-ეგ როგორ? მართლა გაუკვირდა იოანეს
-აი მე ჩავრთავ ვიდეოს, ჩვენ კიდევ კამერაში ვისაც გვინდა, რასაც გვინდა იმას ვეტყვით, ოღონდ ამ ვიდეოს გადავაგზავნით სპეციალურ ემაილზე რომელსავ მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავხსნით. ალისიამ როგორც კი იოანეს ს ახეზე ყოყმანი შეატყო იმწამსვე ხვეწნა დაიწყო
-აუ გთხოვ რაა, გთხოოვ.
-კარგი კარგი, დაწყნარდი .
-პირველი მე ვარ
-კარგი ჩართე.
ალისიამ თმები თითებით გადაივარცხნა კამერისკენ შეტრიალდა იოგურთი ხელში აიღო და დაიწყო
-მე მივმართავ ჩემს თავს :ალისია ახლა უკვე 28 წლის ხარ ,ალბათ უკვე გეყოლა პატარა და ის უკვე ტიტინებს, ერთი რამ მინდა გთხოვო არასოდეს მიატოვო ის, არასოდეს იყო მხოლოდ დედა. იყავი მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, დედაც მამაც ყველაფერი. მიხედე მას, გიყვარდეს დააფასე და გაიხსენე, რომ ყველაზე მეტად, როცა გიჭირდა ზუსტად შენმა შვილმა გიშველა. ნუ დაივიწყებ ნურც შენს მეგობრებს და ნურც შენს ოჯახს, შეეცადე მუდამ ყველა გააღიმო იყავი ოპტიმისტი და გიხაროდეს, რომ არსებობ, რომ ხედავ დადხარ. რომ შეგიძლია გყავდეს შვილი და გქონდეს იმის საშუალება რომ არჩინო იგი. თუ შენ გყავს შენი მეორე ნახევარი თუმცა ამაში ეჭვი მეპარება,მაგრამ მაინც გეტყვი დააფასე ის, იყავი გულწრფელი არ დამალო გრძნობები და მოიქეცი ისე თითქოს ეს შენი ბოლო დღეა, არ გაუბრაზდე ტყუილად, არ იწუწუნო როგორც გჩვევია და გიყვარდეს იგი, გიყვარდეს ისე როგორც ის იმსახურებს. გაიღმე ალისია ცხოვრება მართლაც მშვენიერია. სიცილით მიუჯახუნა მისი ბოთლი იოანესას და კამერა გათიშა.<<მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალდანი სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა, უსმენდა ამ საოცარ ქალს და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ის რასაც ახლა იგი იტყვის საბოლოოდ შეცვლის მათ ცხოვრებას.
-მე მივმართავ ჩემს შვილს <<ალისიამ სასწრაფოდ დაჭყიტა თვალები და იოანეს ყური დაუგდო>> მაა, მამი ახლა შენ დედიკოს მუცელში ზიხარ,ალბათ გესმის ჩვენი ბოდიალი და გულიანად იცინი ჩვენზე, ხედავ თურმე, რა მხიარული დედიკო გყავს? ახლა მე და შენი დედიკო ვზივართ საავადმყოფოში, ის ჩემს მოტანილ იოგურთს მიირთმევს, რომელიც ღამის 4 საათზე მოუნდა და დარწმუნებული ვარ ახლა გაფართოებული თვალებით მიყურებს, ვიცი, როცა გაიზრდები მოხვალ და მკითხავ თუ როგორ ავუხსენი დედაშენს სიყვარული, ხოდა გადავწყვიტე ეს ისე გავაკეთო ,რომ შენთვის მოყოლა არ დამჭირდეს.<< იოანე ალისიასკენ შეტრიალდა ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა>>ალისია მიყვარხარ, მიყვარხარ იმ დღიდან რაც დაგინახე, აი მაშინ შემიყვარდი, როცა პირველად შენს ოთახში უპარდონოდ,შემოვიჭერი შენ ჯერ კიდევ წყნარად გეძინა. გიყურებდი მძინარეს და ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდი. რაც სოფლიდან წამოვედი, სულ შენზე ვფიქრობდი. მენატრებოდი, სულ შენი მოთხუპნული პირი და დაბნეული თვალები მელანდებოდა, ბოლოს ვეღარ გავძელი და ჩამოვედი. აი ,როცა მეორედ დაგინახე მაშინ უკვე დავრწმუნდი, რომ სულ მომენატრებოდი, დავრწმუნდი, რომ უშენოდ ვერ გავძლებდი. უშენოდ ჰაერი მეცოტავება გესმის? ვეღარ ვსუნთქავ. ვერ ვიტან, როცა შენი კისკისის ან ტიტინის ხმა არ მესმის, ვერ ვძლებ შენი აფორიაქებული მზერის, ნათელი ღიმილის, დაბნეული თვალებისა და აწითლებული ლოყების გარეშე. ვერ ვძლებ შენი საყვარელი მუცელის ყურების გარეშე ,მიყვარხარ ბუთქუ გესმის ? იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე თვითონ წარმომედგინა. ვიცი ჯერ ადრეა და არ იცი რა მითხრა, მაგრამ ...<<იაონეს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული ალისია მის ტუჩებს, რომ დაეწაფა. წამით გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ გაიაზრა და ქალს ნაზად აკოცა თიმცა მალევე მოშორდა >> სირცხვილია ბავშვი გვიყურებს,<< ალისიას გაეცინა იოანემ ერთი ხელი ქალს ჩასჭიდა მეორეთი მუცელზე მოეფერა>> მამი ხედავ როგორ ვუყვარვარ შენს დედიკოს? და როგორ მიყვარს მე? იცოდე მე და დედაშენი არასდროს დაგტოვებთ მარტო, ყოვეკლთვის შენს გვერდით ვიქნებით, გვეყვარები დაგიცავთ და გევრდში დაგიდგებით. არასდროს არაფერი არ დაგვიმალო ჩვენ ყოველთვის გაგიგებთ.იცოდე რაც არ უნდა ამოხდეს თუ შეგიყვარდება არასდროს დაიხიო უკან .გვიყვარხარ გესმის? კამერა გათიშეს. ალისია ჯერ კიდევ დაბნეული იყო, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა თუმცა თან რცხვენოდა და ხმას ვერ იღებდა, იოანე უყურებდა დაბნეულ და დარცხვენილ ქალს, ბოლოს ვეღარ გაუძლო ნაზად მიიწია მისკენ და გულზე მიიკრა.
-იო
-გისმენ ბუთქუ.
-ეს მას უთხარი ხომ? თითით მუცელზე ანიშნა ალისიამ, იოანეს გაეცინა.
-რათქმაუნდა, აბა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შვილი მყავს. მისმა სიტყვებმა ისე გაახარა ალისია, ისე გუახარდა იოანე ბავშვს მისად ,რომ თვლის სწრაფად წამოიწია და კაცს მაგრად ჩაეხუტა.
-ღმეთო რა კარგი ხარ.
-კარგი არ დამახრჩო
-იო ახლა რა იქნება? ჩვენები რას იტყვიან ან ენდი? ღმერთო ენდი.
-გაჩერდი ნუ ნევრიულობ. ენდიმ ისედაც იცის, რომ მიყვარხარ ,ხო ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით სანამ ჩამოვიდოდით მანამდე ველაპარაკე. ბიჭებმაც იციან ,ხვალ ყველაფერს ვეტყვით არ ინევრიულო კარგი?
-კარგი
-ახლა დაიძინე ხვალ გაგწერენ და მერე ბათუმში მივდივართ
-იქ რა გვინდა?
-ექიმმა თქვა დაისვენოსო და რადგან ზაფხულია ზღვაზე წაიყვანეთო.
-კარგი, დავიძინებ ახლა მე ხო ?
-კარგი .ძილინებისა ბუთქუ. სიცილით დაარტყა მუცელზე წკიპურტი ქალდანმა საფეთქელზეც აკოცა და ლოგინიდან წამოდგა.
-არა ვარ მე ბუთქუ ძლივს ჩაილუღლუუღა ალისიამ ,უკვე თვალები ეხუჭებოდა იოანე კიდევ მის შემხედვარე სიცილს ძლივს იკავებდა, ბოლოს ალისიაც გაითიშა. ახლა იოანე ფანჯარასთან დგას და ქუჩას გადაჰყურებს,თვითონაც არ ეგონა ასე მალე თუ გამოუტყდებოდა გოგონას, მაგრამ რა ქნას არ შეუძლია ჰყავდეს ასე ახლოს და ამავე დროს ასე შორს. თანაც ზუსტად ის თქვა კამერაში, რისი თქმაც სურდა.„ღმერთო არ მჯერა“ აღფრთოვანებით ჩაილაპარაკა ქალდანმა ხელი თავზე ნერვიულად გადაისვა და ისევ ალისიას ლოგინთან მოკალათდა
-ძილინებისა მა. თბილად უჩურჩლა მუცელს ნაზად აკოცა და თვალები დახუჭა.


აბა როგორია? არ ჩამქოლოთ რავქნა შემიკლა იოანემ გინდა თ არა დღეს უნდ აავუხსნა სიყავრულიო და :დ მოკლედ ბავშებო ამ ღონისძიებისა და ცემი ძის გადამკიდე ვერც კი ვაზროვნებ წესიერად.შეაფასეთ რა და გთხოვთ კომენტარები არ დაიშროთ მიყვარხართ



№1  offline მოდერი მარრიამი

ჩემი თამთულაა <3 თბილი თავი იყო, მხიარულიც ^_^ <3 მომეწონა :*

 


№2  offline წევრი Annee

ძაან მაგარი იყოო :* <3 ველოდები შემდეგს :&

 


№3  offline მოდერი Kira

ძალიან კარგია.კიარადა მაგარია..ველოდები შემდეგს.. რაღაცა ეს მომავალში გზავნილი იმეია რამეს არ გააფუჭებს.. წარმატებები love wink
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი lamazmani

ძალიან კარგი და საყვარელი ისტორიაა მალე დადე

 


№5  offline წევრი EiLuL♥

კაიი იყოო მაგრამ იოგურთის მაგივრად იოგურტს თუ დაწერკარგი იქნებაა ❤❤
--------------------
elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent