შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (3)


5-11-2016, 12:37
ავტორი mariia
ნანახია 2 807


სპორტმა მშვიდობიანად ჩაიარა ნიას გასაკვირად.თუმცა არც ისეთი რამე მომხდარა ნია რომ ჩარეულიყო და ამით ბედნიერი იყო.საშხაპეში წყალი გადაივლეს ბავშვებმა და ყველამ დატოვა დარბაზი.ბოლოს სალი და ნია გავიდნენ. ეზოში წრეში რამდენიმე კაცი მოექციათ და რაღაცას გაჰკიოდნენ.ვერ არჩევდნენ სიტყვებს ერთმანეთისგან.კიბებზე მდგარი სალი და ნია კარგად ხედავდნენ წრეში მდგარ სამეულს.დაჩის ფეხებთან კი ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი მუხლებზე იდგა,რომელიც აშკარა ზეწოლით სხვა ორმა ახმახმა მის წინ დააჩოქა.ორივე ახლოს მივიდა მათთან სიტყვების უკეთ გასაგებად.იმ ორი ახმახიდან ერთ-ერთი უყვიროდა მუხლებზე დაგდებულს
-იცი რა ღირს მისი მანქანა?-და უცებ ხელი თავში წამოარტყა.
-მე არ გამიკეთებია-აღმოხდა აშკარად შიშით და ზიზღით გაჯერებული სიტყვები.
-ნუთუ-უემოციოდ წარმოთქვა დაჩიმ და გამჭოლი მზერა ესროლა.გიორგი და ლევანი გვერდს უმშვენებდნენ მათ.
-გეფიცები მე არ ვყოფილვარ-ბიჭის ხმაში აშკარა სიყალბე იგრძნობოდა,თუმცა ეს ვერ შეამჩნია ამ სცენით გაბრაზებულმა ნიამ.ნაბიჯი გადაგა, რომ წრეში შევარდნილიყო და ყველა თავის ადგილზე მოესვა,თუმცა დედამისის ნათქვამი გაახსენდა და მწარედ ამოისუნთქა."ცურვა","მუსიკა"-თავისთვის იმეორებდა გონებაში ნიამ თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა.უცებ თვალები გაახილა და გვერდის ჩავლა დააპირა,უცებ მისკენ მომზირალი დაჩი შეამჩნია,რომელიც აშკარად დიდიხანი აკვირდებოდა.წამით ორივეს თვალები ერთმანეთს შეხვდა,მერე ნიამ გაბრაზებული მზერა მოარიდა უკვე მომღიმარ დაჩის და გვერდზე ჩავლა დააპირა.
-ჰეიი ახალო-ხმა მოესმა ნიას წრიდან.წრე შუაზე გაიყო და იქიდან დაჩიმ მისკენ მოძრაობა დაიწყო.-არ გინდა დატკბე სანახაობით?-ტუჩის ზედა კუთხე შეატოკა დაჩიმ და უმნიშვნელოდ გაიღიმა.ნიამ მისკენ ნაბიჯი გადადგა და რაღაცის თქმა დააპირა,თუმცა გონებაში ისევ ამოუტივტივდა სიტყვები"ცურვა","მუსიკა",თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.აშკარად დიდძალისხმევად უჯდებოდა თავის შეკავება.სალიმ შეამჩნიაა ნიას მცდელობა შეეკავებია ბრაზი და მასთან მიიჭრა.
-უბრალოდ სისხლის დანახვაზე ცუდი რეაქცია აქვს -გოგონამ წაქცეულის ცხვირიდან სისხლის ნიაღვარზე მიანიშნა.ნია კი თვალ მოუცილებლად ბრაზმოკიდებული მიაშტერდა დაჩის მომღიმარ სახეს.-წავედით-გოგონამ ნიას ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ უბიძგა.ახლაღა განეშორა ამ ორის მზერა ერთმანეთს.დაჩი კიდევ კარგა ხანს უყურებდა მიმავალ ნიას,რომ არა სკოლიდან დიდი სისწრაფით გამომავალი დირექტორი და სასწავლო ნაწილი.
-დარჩია რა უბედურებაა ეს.რა ხდება?-წაქცეულს ორმა ახმახმა უცებ ხელი სტაცა და წამოაყენა.
-არაფერი არ ხდება უფროსო-გაუღიმა დარჩიამ.-უბრალოდ წაიქცა და ბიჭები წამოდგომაში ეხმარებიან.ხომ ასეა?-მომღიმარი სახით დასაშინებელი მზერა ესროლა მსხვერპლს.
-დიახ დირექტორო ფეხი წამოვკარი და...-სიბრაზით გამოსცრა სიტყვები პირიდან თუმცა დირექტორის სახეზე გადაიტანა ყურადღება და ნაძალადევი ღიმილი მიიყყინა სახეზე.
-წამოდი ექთნის კაბინეტში წაგიყვანთ.-ხელი მოკიდა სასწავლო ნაწილმა და დირექტორთან ერთად ექთნის კაბინეტისკენ გაეშურნენ.წრეც დაიშალა.დაჩი ისევ უკან მიბრუნდა და იქით ყურება დაიწყო, სადაც ორი წუთის წინ ნია გაუჩინარდა.უკნიდან ლევანი და გიორგი მოადგნენ.გიორგიმ მხარზე ხელი დაჰრა დაჩის.
-შენ მანქანას მივხედოთ დროზე და ამას ხვალ მივხედავთ სკოლის შემდეგ.-მისი მხრიდან ხელი აიღო გიორგიმ და ახლა ლევანს მიუბრუნდა-ხომ ასეა ლევან.
-თქვენთან ვარ თუმცა არ მხიბლავს ამ სცენების ყურება-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლევანმა.-ახლა წავიდეთ ჩემი მანქანით, შენი მძღოლს გაატანე პროფილაქტიკაში.-დაჩის გვერდი აუარა და წინ დაუდგა.-წავედით.! რას უყურებ გაინძერი.-ბოლო სიტყვებმა ფიქრებში წასული დაჩი გამოარკვია,მეგობრებს გაუღიმა და მათ მიყვა.
-*******
სალიმ სწრაფად მოახერხა ნიას იმ ადგილიდან გარიდება,რისთვისაც ნია მადლობელი იყო.დღევანელი ამბით შეწუხებული და გაბრაზებული თავის ოთახში საწოლზე წამოგორებული ჭერს უმზერდა და ამ ყველაფერზე ფიქრობდა.გონებაში ჩაბეჭდილმა სიტყვებმა მისცა ძალა,რომ არ ჩარეულიყო.თორემ ალბათ ყველას საკადრის ადგილს მიუჩენდა.არაა ამდენს შიშველი ხელით ვერ მოერეოდა.ამ ფიქრებზე თავადვე გაეცინა.ნიამ ფიქრებიდან ოთახში შემოსულმა თაკომ გამოარკვია.
-ჰეი.როგორ ხარ? გავიგე დღეს რაც მოხდა-გოგონა დასთან მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა.-მიხარია,რომ არ ჩაერიე.
-რომ გითხრა მეც მიხარიათქო მოგატყუებ,თუმცა ის მახარებს, რომ ცურვას და მუსიკას თავს არ დავანებებ.-შეღიმა თაკოს და მიკენ მთელი ტანით მობრუნდა.-მოიცა შენ მაგ დროს ხომ უკვე წამოსული უნდა ყოფილიყავი სახლში.მე რომ მოვედი სახლში დამხვდი.საიდან გაიგე?
-ტელეფონი ქვევით დაგრჩა და წეღან სალიმ დარეკა მოსაკითხათ.მე ვუპასუხე და ყველაფერი მომიყვა.-დაეკრიჭა ნიას და გვერდზე წამოუწვა.-არა მაინც როგორი სიმპატიურები არიან-გოგონამ ამოიხვნეშა,ნიას კი თვალები გადაატრია და ყურადღების გადასატანად თაკოს მუცელზე ღუტუნი დაუწყო.გოგონა ლოკოკინასავით იხრებოდა აქეთ-იქეთ და თან სიცილით აბრუებდა ოთახს.
დილით აღარ მოუწიათ იმ გადაჭედილი და გულის ამრევი სიტუაციებით სავსე ავტობუსით მგზავრობა.მაიკომ სკოლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა,გოგონებმა დედას ლოყაზე აკოცეს დაემშვიდობნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ.ცოტახანს იქვე იყვნენ და უმზერდნენ მანქანით მიმავალ დედა,რომელიც კუთხეში მიიმალა.ახლა სკოლისკენ შემობრუდნენ,თაკომ თამამად გადადგა ნაბიჯები სკოლისკენ,ნიამ ღრმად ჩაისუნთა და უკან მიყვა დას.შესულებს სალი შემოეგებათ,ორივეს მიესალმა და გადაკოცნა.გოგონების შუაში ჩადგა და მკლავებში ხელი გაუყარა.
-აბა ახალი დღისთვის მზად ხართ?-გაღიმებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
-კი-დადებითად დამუხტულა თაკომ უთხრა.
-სხვა რა გზაა-ამოიოხრა ნიამ.სამივე სკოლის კიბეებისკენ მიიწევდნენ.თაკო რაღაცას გაოცებული აკვირდებოდა.ნია კი მხოლოდ ძირს იყურებოდა და წინ მიაბიჯებდა.არ უნდოდა სადმე გაეხედა და ის დაენახა რასაც ვერ მოითმენდა.თუმცა ასე ადრე არამგონია რამე ესეთი მომხდარიყო.
-ნია..-თაკომ შეძახა ჩუმად-ნიაა.-ხმას აუწია თაკომ და ნია გამოარკვია ფიქრებიდან.
-რა იყო?-ნიამ ყურადღება დისკენ გადაიტანა.
-მეჩვენება თუ დაჩი შენ გიყურებს?-ნიამ და სალიმ დის მზერას თვალი გააყოლეს და დაჩის მომზირალ თვალებს წააწყდნენ."სამეული" ისევ ერთად იყვნენ შეკრებილნი და სკოლის ხის ქვეშ ჩრდილში იდგნენ.მათთან ერთად რამდენიმე გოგოც იდგა.გიორგი მათ ელაპარაკებოდა,ლევანი მშვიდად იდგა ხეს მიყრდნობილი და გიორგის უსმენდა,დაჩი კი აშკარად არ იყო იმ პლანეტაზე.მთელი გზა სკოლის ჭიშკრიდან თვალებით ჭამდა ნიას.ნიამ უკმაყოფილო მზერა ესროლა დაჩის,მან ამ მზერაზე ღიმილით უპასუხა.ნიამ თავი სწრაფად გაატრია თავის დისკენ.
-გეჩვენება თაკო-შებღვირა დას და ისევ კიბეებს აუყვა.სალი და თაკოც უკან მიყვნენ.დაჩი კი ისევე მას უყურებდა და თავისთვის იღიმოდა.

გაკვეთილები დღეს ისეთი დამქანცველი იყო,რომ ნიას ლაპარაკის სურვილიც არ ქონდა.სალი კი განუწყვეტლივ სხვადასხვა რაღაცეებზე გაუჩერებლივ ლაპარაკობდა.საშინლად მოუნდა ნიას ცურაობა და დასვენება.უკვე ხუთი საათი ხდებოდა.სალის დაემშვიდობა და თავისი საჭირო აღჭურვილებით მომარჯვებული საცურაო აუზისკენ გაემრათა.სკოლა ჯერ კიდევ არ იყო დაცლილი.რამდენიმე კლასის მოსწავლეები გახანგრძლივებულში სწავლობდნენ.სპორტის მასწავლებელი ზვიადიც სტარტზე იდგა და ბიჭებს კალათბურთში ავარჯიშებდა.ნიამ დარბაზზს სწრაფად ჩაუარა და საცურაო აუზის გასახდელში შევიდა შესაბამისად ჩაიცვა და ხარბად გადახტა წყალში.ხელებს ძლიერად უსვამდა.წინდაუკან დაცურავდა.ერთი საათი ცურვის შემდეგ ღონე მიხდილი ამოვიდა წყლიდან.საცურაო კოსტუმი გასახდელში გაიხადა და გამოიცვალა.ჩანთიდან კაპიუშონიანი მოსაცმელი ამოიღო მხრებზე მოიცვა და ქუდი გადაიფარა.თავისი ნივთები აკრიფა ყურებში ყურსასმენები გაიკეთა და წამებში უკვე სკოლის ეზოში იყო.წამით იმ მხარეს გაიხედა საიდანაც დილით დაჩი იყურებდა.უაზრო ფიქრების კორიანტელი უტრიალებდა თავში.ფიქრებიდან თავის დასაღწევად თავი გააქნია.ჯიბეში ტელეფონმა ზმუილი ატეხა და ნიამ ყურსასმენები გამოიღო ტელეფონს დახედა.სოფი ურეკავდა,ნიამ სწრაფად უპასუხა უკვე მონატრებულ მეგობარს.

-ნი სად ხარ?-ტელეფონში სოფის ხმა გაისმა.

-სოფ ახლა გამოვედი სკოლიდან.შენ სად ხარ?

-შენთან ვარ და გელოდები.უკვე მეასედ მაინც გირეკავ.თაკო რაღაცეებს მიყვება შენს მომხიბვლელ ბიჭებზეე-ყურმილში სოფის ხითხითი ისმოდა.

-ოხ.უკვე გაუცნია გოგოს აქაურობა შენთვის-ნიამაც ვერ შეიკავა სიცილი.-კარგი მალე მოვალ არ წახვიდე უჩემოდ.

-კარგი გელოდები-გაისმა ხმა და გათიშა.ნიამ ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.სანამ სოფისთან ლაპარაკობდა ამასობაში სკოლიდან გამოვიდა და გზას მარცხნივ უნდა გაჰყოლოდა.ის იყო ისევ ყურსასმენები უნდა გაეკეთებინა,რომ გამოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს ხმაური მოესმა.ნელ-ნელა ამ ხმისკენ წავიდა.იქვე მდგარ მანქანებს შუაში მიძვრებოდა ნელა.სატვირთოს გვერდზე აეყუდებინათ ბიჭი და მუცელში გამეტებით რამდენიმე წიხლი ჩაარტყეს.ბიჭის სახეს წესიერად ვერ ხედავდა ნია.უფრო ახლოს მისვლა იყო საჭირო და თან უკეთესად დაინახავდა ვინ იყვნენ.თუმცა მარტო ამის გასაგებად არ მიდიოდა.იქნებ შეძლებოდა და დახმარებოდა რამით.

უკვე საკმაოდ ახლოს იყო სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა მათგან სიტყვების გაგებას არც დალოდებია,როცა დაინახა როგორ გადმოაფურთხა დარტყმის შემდეგ პირიდან სისხლი.

-თქვენ რა სულ გაგიჟდით.ასე ხომ მოკლავთ ადამიანს.-ყველას ყურადღება ახლა მისკენ იყო მიპყრობილი.ნიას გაოცებისგან თვალები აუვიდა შუბლზე,როცა მისგან ზურგით მდგომი დაჩი და გიორგი შემობრუნდა.ლევანი კი ზურგით სატვირთოს მიყუდებოდა და მხოლოდ თავი მოატრიალა ნაცნობი ხმის გაგებისას-აახ.ჯანდაბა.ისევ თქვენ.

-ჰეი ახალო-დაჩი მისკენ წამოვიდა.-გუშინ ცუდად იყავი და ვერ შემოუერთდი ჩვენს ფართს და ახლა გადაწყვიტე შემოერთება?-ნიამ ზიზღნარევი სახე ესროლა.

-პირდაპირ ვიზიდავ პრობლემებს-ჩაილაპარაკა ნიამ და ხელები სახეზე ჩამოისვა,იმაში დასარწმუნებლად,თვალწინ მყოფი სურათი ნამდვილად არ ელანდებოდა.გიორგი და ლევანი ამ ორს უყურებნენ.დაჩი გოგონას წინ დადგა და თავიდან ფეხებამდე ათავლიერ-ჩაათვალიერა.-თქვენ რა მაზოხიზმით ხართ შეპყრობილები?ნახეთ საწყალი რა დღეშია-ნია სიტყვიერად იმაზე რბილად ცდილობდა დალაპარებას ვიდრე ასეთ სიტუაციაში იქცეოდა ხოლმე.

-ის ამას ნამდვილად იმსახურებს-მომღიმარმა გიორგიმ გამოსძახა გოგონას იქედან და ცერა თითი დასისხლიანებული მსხვერპლისკენ გაიშვირა.ნიამ თავი დაჩის მხრის გვერდიდად გააპარა და გიორგის შეხედა.-ძმაო ეს გოგო ან ძალიან მამაცია ან ძალიან სულელია-სიცილს ვეღარ იკავებდა და ძმაკაცს ხელი მხარზე შემოკრა.ლევანი ისევ იმ პოზაში იდგა და გოგონას რეაქციებს აკვირდებოდა.

-კარგი გვეყო დიალოგი.უბრალოდ მიბრუნდი და წადი აქედან.შენ არ გეხება ასე,რომ ნუ ჩაერევი.-აუღელვებლად უთხრა დაჩიმ ისე,რომ თვალი არ მოუშორებია მისი თვალებისთვის.გოგონამ ღმად ამოისუნთქა შებრუნდა და ორი ნაბიჯი გადადგა.უკნიდან მისი ხმა მოესმა- კარგი არჩევანია.-ეს სიტყვები ტვინში ლურსმის ჩარჭობასავით მოხვდა.



№1 სტუმარი Guest nita

kargia.gaarzele

 


№2  offline წევრი mariia

დღეში ერთი თავის დადების უფლება მაქვს. ხვალ შემდეგს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent