შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (2)


4-11-2016, 13:42
ავტორი mariia
ნანახია 2 599

მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა.ლოგინიდან ზანტან წამოდგომა და სკოლაში წასასვლელად მომზადება.ორი დღის შემდეგ ისევ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,თუმცა თაკო და ნია ერთმანეთს ხმას ჯერ კიდევ არ სცემდნენ.ამჯერადაც ვერ შეძლო ნიამ საბაზანოში თაკოზე ადრე შეღწევა.ნიამ საუზმე შეჭამა,სანამ თაკო სააბაზანოში იყო.10 წუთში ნიაც მზად იყო.ორივე წასასვლელად ემზადებოდნენ.მაიკოს სამსახურში აგვიანდებოდა,ამიტომ გოგონებს მარტო წასვლა მოუწიათ.მაიკომ გოგონებს აუხსნა თუ რას უნდა დალოდნენ და როგორ უნდა მისულიყვნენ სკოლამდე.
გაჩერებაზე ორივე ავტობუსს ელოდებოდნენ.გატენილი ავტობუსი გაჩერებაზე შემოვიდა,თაკოს სახე მოუჭმუხნა.
-არ ვაპირებ ამ ავტობუსში ასვლას-გააპროტესტა გოგონა
-კარგი მაშინ ფეხით წადი-მოკლედ მოუჭრა დის თავგასულობით დაღლილმა ნიამ.პროტესტის მიუხედავად თაკოც აყვნა ნიას ავტობუსში.გადაჭედილი იყო იქაურობა.ამდენი ადამიანის სუნი ერთმანეთში ირეოდა.ნია და თაკო ჩაფრენილები იყვნენ სახელურს.ავტობუსის თითოეული დამუხრუჭება მასის რხევას იწვევდა.გოგონებს თავზე მსუქანი კაცი ადგათ,რომელიც ოფლისგან იწურებოდა და მისი სუნი გოგონებს გულისრევის შეგრძნებამდე მიყავდათ.წინ მთვარი კაცი ეჯდათ,რომელსაც ავტობუსის ყოველი დამუხრუჭებისას თავი უვარდებოდა,მონაბულ თვალებს გაახელდა ტუჩებს მოილოკავდა და ისევ ძილს მიეცემოდა.უკან ქალი ახლაგაზრდას ეჩხუბებოდა და ლექციას უკითხავდა,რომ ხანშიშესულისთვის სკამი უნდა დაეთმო.აქეთ კი კონტროლიორი მოუწოდებდა მგზავრებს ბილეთების შეძენას.
-რა საგიჟეთია.ვიღაცის წყალობით ამ საგიჟეთით მგზავრობა მომიწევს ყოველ დღე.-თაკომ დას გაბრაზებული მზერა ესროლა.
-ნუ შემჭამე.დარწმუნებული ვარ ეს სკოლა იმაზე მეტად მოგეწონება,ვიდრე ის ძველი და მერე მადლობასაც მეტყვი.რაც შეეხება ამ საგიჟეთს დედამ მითხრა,რომ სკოლაში თვითონ მოგვიყვანს ხოლმე.დღეს სამსახურში თათბირზე დააგვიანებდა და ხომ იცი რა კიბო უფროსი ყავს.თან მალე მამაც ჩამოვა და ხან ერთი წამოგვიყვან,ხან მეორე.
ნახევარ საათში სკოლასთან ახლოს ჩამოვიდნენ ავტობუსიდან.ორ წუთში ორივე სკოლის შეასსვლელთან იდგნენ.კარებთან დაცვა იდგა.სკოლა დიდებულად გამოიყურებოდაა.სუფთა ეზო,სკოლასთან პარკინგი სადაც მხოლოდ მდიდრებისთვის განკუთვნილი მანქანები იდგნენ.ეზოში სკოლის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები იდგნენ.ამ სილამაზით ტკბებოდნენ.უცებ უკნიდან მანქანა მოადგა მათ.სადგომზე შესასვლელ გზაზე იდგნენ.სიგნალზე ორივე შეხტა და მანქანას გამოეცალნენ.
-იდიოტი.-ჩაილაპარაკა ნიამ,შემდეგ განცვიფრებულ და სკოლისკენ მომზირალ თაკოს მიუბრუნდა.
-ნახე რა მაგარიაა-გოგონას პირი გაოცებისგან ქონდა დაღებული.
-ხომ ვთქვი მადლობას მეტყვითქო.უფრო მეტიც...-გოგონას დამთავრებული არ ქონდა სათქმელი თაკომ გააწყვეტინა.
-რატომ აქამდე არ გამოაგდებინე თავი ჩვენს დირექტორს თუ ასეთ მაგარ სკოლაში გადმოვიდოდით.
-აიი ვიცოდი,რომ მაგას მეტყოდი-გაიცინა ნიამ.-მაგრამ ამ სკოლაში სწავლა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის რთულია.ორივეს გადასახადი იცი რამდენზე წავა?
-კარგი რაა.ხომ გვიხდიან.-გოგონამ თვალები აატრია და ეზოში შეაბიჯა.
-ქათმის ტვინა-ჩაილაპარაკა ნიამ და უკან მიჰყვა დას.
სკოლის კარებში დედამისის მეგობარი სკოლის სასწავლო ნაწილი ქალბატონი ირინა შეეგებათ.ორივე დიდი სიყვარულით მიიღო და თავიანთი საკლასო ოთახები უჩვენა.ხოლო ბავშების გაცნობა და ბავშებში გარევა უკვე მათი საქმე იყო.
ნიას სულაც არ სურდა ამ გათამამებული არისტოკრატიული ოჯახებიდან გამოსულების გაცნობა.იცოდა რომ რამე ისეთს ეტყოდნენ ეს თავს ვერ შეიკავებდა და ისევ პრობლემები შეექმნებოდა.გაკვეთილებს შორის დიდი ინტერვალი ქონდათ,ამიტომ ნიამ საცურაო აუზის მოძებნა გადაწყვიტა შემდეგი ვიზიტისთვის.როგორც იქნა მიაგნო.იქაურობა სიწყნარეს მოეცვა.წყლით სავსე აუზი ლივლივებდა.ნიას ცურვაც კი მოუნდა,თუმცა ცურვისთვის შესაფერი ტანსაცმელი არ ქონდა წამოღებული.
-მხოლოდ ამიტომ ღირდა ამ სკოლაში გადმოსვლა-ჩაილაპარაკა ნიამ და კმაყოფილმა მიმოიხედა.-დროა წავიდე გაკვეთილი დამეწყება-კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობა და გასასვლელისკენ მიბრუნდა,თუმცა ფეხი იქვე გაშლილ შეზლონგს წამოდი და ხმაური ატეხა.შეზლონგის გასწორება დაიწყო,უცებ გასახდელიდან ფეხის ხმა მოესმა,რომელიც ნიასკენ მოემართებოდა.ნიას წინ მაღალი,შუბლზე ოდნავ ქერა თმა ჩამოყრილი,თაფლისფერთვალება ბიჭი ედგა.ტანსაცმელი ნამდვილად არ იყო სკოლის ფორმა.ჯინსის შარვალი,ლურჯი პერანგი და ზემოდან შავი პიჯაკი მოესხა.ფეხზე კი ნაცრისფერი კედები.ნიამ მის გარეგნობას და ცაცმულობას წამში შეავლო თვალი.აშკარა იყო მისი ჩაცმულობა ფულის აშკარა ქონაზე მიანიშნებდა.
-რა ხმაურიანი ვინმე ხარ-ბიჭმა მისი მოწითალო ტუჩები გაამოძრა და ეს სიტყვები ამოუშვა პირიდან.
-მაპატიე.მეგონა აქ არავინ იყო.თან შემთვევით წამოვკარი ფეხი.-ნია ცოტა დაიბნა.
-აღარ აქვს მნიშვნელობა -ბიჭი უკან მიბრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა.
-რა იყო უბრალო მოკვდავებს არ ველაპარაკებით?-გაბრაზეულმა ნიამ მიაძახა.ბიჭი შედგა,მის სიტყვებზე მხოლოდ გაეღიმა და გარეთ გავიდა.-თავხედი.აღარ აქვს მნიშვნელობა თურმე.ნეტა რას ვებოდიშებოდი.-გაბრაზებული გამოვარდა აუზიდან.სპურტულ დარბაზს გვერდი ჩაუარა და კიბეებზე აირბინა.გონებაში ჯერ კიდევ სიმპატიური არსება უტრიალებდა,რომელიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვის ღირსი ძლივს ჩათვალა.

***
საკლასო ოთახში შესვლისას ფანჯარასთან რამდენიმე გოგონა შენიშნა.იქიდან ერთი გამოეყო და მისკენ წამოვიდა.
-გამარჯობა ნია.მე სალი ვარ.ისე უცებ გაიქეცი ოთახიდან გაცნობა ვერ მოვასწარი-გაუღიმა გოგონამ.ნიამაც ღიმილითვე უპასუხა.
-გაგიმარჯოს.რაღაცის ნახვა მინდოდა და ამიტომ წავედი ასე უცებ.-ნიამ უცებ შეათვალიერა გოგონა.შავი გრძელი მბზინავი თმები წელზე ნაზად ეფინა,მომღიმარი სახე და თაფლისფერი თვალები ნიასთვის მიეპყო.რატომღაც ნიას ამ ადამიანის დანახვისას სითბო ჩაეღვარა და მთელი სხეული მოიცვა."აშკარად არ უნდა იყოს ცუდი პიროვნება" გაიფიქრა ნიამ.
-შეგიძლია ნებისმიერი რამ მკითხო შენ განკარგულებაში ვარ - კიდევ ერთხელ ნაზი ღიმილი აჩუქა სალიმ და ლამაზად აათამაშა თვალები.
-აუცილებლად-ნიამაც ღიმილითვე მიუგო.-მიხარია,რომ გაგიცანი.
-მეც.-სალის კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,თუმცა ზარმა შეაწყვეტინა-შემდეგ ამ სკოლას და მის წესებს გაგაცნობ-თვალი ჩაუკრა ნიას და თავისი ადგილის დასაკავებლად მიბრუნდა.
-კარგი-ნიაც თავის ადგილზე დაჯდა კლასში შემომავალ მასწავლებელზე გადაიტანა ყველამ ყურადღება.
გაკვეთილების შემდეგ სალიმ და ნიამ ცოტა წაიჭორავეს.სალის ყველაფერი აინტერესბდა რაც კი შეიძლება სცოდნოდა ნიას შესახებ.თუმცა ის არ იყო ჯერ მზად მის შესახებ ეთქვა ყველაფერი,მიუხედავად ამისა ნიას ძალიან მოსწონდა ეს თოჯინა.არც ნია ჩამოუვარდებოდა სილამაზით მას,თუმცა არასდროს უსვამდა ხაზს თავის სილამაზეს.ყოველთვის სადად ეცვა,ისე რომ მისი ჩაცმით და ზედმეტი მაკიაჟით ყურადღება არ მიეპყო.
დამღლელი დღე იყო ნიასთვის.ახალი კლასელების გაცნობა.ყველასგან ერთიდა იგივე კითხვის მოსმენა თუ რატომ გადმოვიდა სხვა სკოლიდან და ყველასთვის იმის ახსნა თუ რატომ გადმოვიდა დაქანცა.სალის გადმოსვლის მიზეზის გაგების შემდეგ მხოლოდ გაოცება გამოხატა ნიას სიმამაცეზე.
-მე სიმამაცე არ მეყოფა ასეთი რამის გასაკეთებლად.ბრავო-გოგონამ მხარზე ხელი დაადო და აუწყა-ჩვენთანაც არიან ავტორიტეტული მოსწავლეები,რომლებიც სხვადასხვა დამცირების ხერხებს მიმართავდნენ სასურველის მისაღებად.
-ნეტა სად არ არიან?!-დაღონებულმა ამოიხვნეშა.-იმედი მაქვს მე არ შემეყრებიან.ზედმეტი პრობლემები ნამდვილად არ მინდა.
-კარგი მთავარია თავი აარიდო აქაურ კოლორიტებს და ყველაფერი კარგად იქნება.-ნიას შეღიმა სალიმ.მისი პოზიტივი გადამდები იყო.მისმა ხალისმა ნიაც ხასიათზე მოიყვანა.
ბოლო სპორტის გაკვეთილი ქონდათ და სანამ დაიწყებოდა ეზოში გასეირნება გადაწყვიტეს ნიამ და სალიმ.იქვე უკვე გაშინაურებული თაკო ნახეს.ორივეს ერთმანეთი წარუდგინა და იქვე სკამეიკაზე ჩამოსხდნენ.თაკოს კეთილგანწყობაც მალე მოიპოვა სალიმ.ორივე გაცხარებით საუბრობდა,უფრო სწორედ თაკო უყვებოდა ნიას სკოლის ამბებს, სალი კი განაბული უსმენდა და დრო და დრო ნიას აქებდა.ნია კი ეზოს და იქ მყოფთ ათვალიერებდა.უცებ იმ უცნობს მოკრა თვალი,რომელიც სკოლის შესასვლელ კიბეებზე მიაბიჯებდა და თითქმის ყველა გოგო მას უცქერდა.
-სალი ეს ვინაა?-კითხა ნიამ და კიბეებზე მიმავალზე მიუთითა.
-ეს ლევან მაჭარაშვილი.ერთ-ერთი სკოლის ავტორიტეტი,რომ ვახსენე.სიმპატიურია ხომ-თვალები მინაბა გოგონამ და ღრმად ჩაისუნთქა.
-ვოოვ.-პირი დააღო თაკომ-მართლაც რომ სიმპატიურია.რომელ კლასშია?-იკითხა გაბედულად გოგონამ თან ისე,არც ერთს ნიას გარდა თვალი არ მოუშორებია იმ მხარისთვის,სადაც წუთის წინ ლევანი გაუჩინარდა.ნია კი ამ ორს მიაშტერდა ასე გაოცებულები,რომ იყურებოდნენ.
-ეიი გამოფხიზლდით-თითები აატკაცუნა მათ წინ ნიამ და გაიცინა.თითქოს ორივე გამოერკვა,წეღან ღრმად ჩასუნთქული ჰაერი ამოუშვეს და ორივე ნიას მიაშტერდა.
-ჩვენი პარალელი კლასელია-სალიმ ახლაღა გასცა წეღან დასმულ შეკითხვას პასუხი.-ლევანის გარდა კიდევ დაჩი დარჩიას და გიორგი ყიფიანს ნახავთ აქ.ამ სამეულს უეჭველი გამოარჩევ ამ სკოლაში.
-თუ ისინიც ასეთივე სიმპატიურები არიან აშკარად გამოვარჩევ-ჩაიხითხითა თაკომ და სალიც აჰყვაა.
-ჰეიი-თავში ოდნავ წამოარტყა ხელი ნიამ თაკოს.და გაუღიმა -გამოფხიზლდიი.ტანსაცმლიდან გამომდინარეც კი მიხვდები,რომ პრივილეგირებულია -უცებ ცხვირი აიბზუა ნიამ-როგორ ვერ ვიტან პრივილეგირებულ გათავხედებულ ბავშვებს.წავედით სალი სპორტი გვეწყება.შენ კიდე ქალბატონო გაკვეთილზე ადი და ბიჭებს ნუ უყურებ-თითი დაუქნია დაბღვერილ მომზირალ დას ნიამ და სალისთან ერთად კიბეებს აუყვა.
-სხვათაშორის პარალელი კლასიც იქნება სპორტზე.-სალიმ მიანიშნა,რომ ისინიც იქ იქნებოდნენ.ნიას ეს სულაც არ გახარებია.სალის სიტყვები უკომენტარო დატოვა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა.სულაც არ უნდოდა ისევ პრობლემებში გახვეულიყო.ორივე გასახდელში შევიდნენ და სპორტისთვის სპორტულად გამოეწყვნენ.
მასწავლებელმა შეკრებილებს მწკრივში მოწყობა უბრძანა.სალის ვარაუდი არ გამართლდა სულაც არ იყვნენ სამეული აქ.ნიას მოეშვა მათი დანახვა სულაც არ უნდოდა.ნია და სალი გოგოების მწკრივში სიმაღლის მიხედვით მეორე მესამე ადგილს იყოფდნენ.როგორც ყოველთვის მასწავლებელმა ბავშვებს გაახსნეა მარცხენა -მარჯვენა,ზურგისაკენ,სწორდი სმენა.მერე სასტვენს ჩაბე -ორი წრე მთლიან დარბაზს.შემდეგ ითამაშებთ-უკმაყოფილო ბავშვები დაჰყვნენ მასწავლებლის მორჩილებას.ერთ-ნახევარ წრეზე იყვნენ როცა დარბაზის კარი შემოიღო.ზღრუბლზე სამეული გამოჩნდა.ყველამ შეწყვიტა სირბილი და ყურადღება მათ მიაპყრეს.ნიას სირბილის გაგრძელენა უნდოდა,მაგრამ სალიმ ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა და არ გაუშვა-აი ისინიც,შუაში დაჩია-გადაულაპარაკა სალიმ.ისე სულაც არ უნდოდა მათთვის სხვებივით ეყურებინა და დორბლები ეყარა.თუმცა უნდა ეღიარებინა სამივე ერთთმანეთზე უკეთესები იყვნენ.დაჩი დანარჩენი ორისგან უფრო მკაცრი მზერით გამოირჩეოდა.გიორგის კი მოცინარი სახე ჰქონდა.ლევანს კი ოდნავ ტუჩის კუთხეში ღიმილი დასთამაშებდა.
-მობრძანდით-მიესალმა მასწავლებელი მათ.სამივეს ხელი ჩამოართვა-გამოიცვალეთ და კალათბურთი ითამაშეთ.ესენი კი ბოლო წრეს დაარტყავენ მანამდე.
-ახლავე მოვალთ-მკაცრი მზერა მომღიმარი გაუხდა და ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა დაჩიმ.სამივე გასახდელისკენ გაემართა.მასწავლებლის მჭექარე ხმა გაისმა-„იმოძრავეთ"-ყველა გამოფხიზლდა და სირბილი განაგრძეს.
-თითქოს დიდი ვინმე მყავდნენ-ჩაილაპარაკა ნიამ და ისევ სირბილი განაგრძო.მისი ჩაბურტყუნება უკან მომავალმა სალიმ გაიგო.
-გირჩევნია ჩუმად იყოო-სიცილით უთხრა მეგობარმა ნიას.უკმაყოფილოდ ამოისუნთქა გოგონამ და სირბილზე გადაიტანა კონცენტრაცია.წრე მოამთავრეს.ზვიადი მასწავლებელი ბავშვებს რჩევებს აძლევდა.ბიჭებს კალათბურთის ბურთი უბოძა.გოგონებს კი სავარჯიშო ცენტრისკენ მიანიშნა.
-ვისაც სურვილი გაქვთ ბურთით ითამაშეთ ვისაც არა მაშინ ტრენაჟორებზე შედექით და ივარჯიშეთ.მოდუნებული არც ერთი არ დაგინახოთ.-სიტყვა დაასრულა ზვიადმა და ამასობაში სამეულიც შემოუერთდნენ ბავშვებს.ნიამ თავი გაარიდა იქაურობას გასახდელში შევიდა ჩანთიდან პლეირეი და ყურსასმენები ამოიღო და ტრენაჟორების ოთახისკენ წავიდა.მიმავალმა შენიშნა მოთამაშე სამოეული,თუმცა ყურადღება ისევ მის წინ მიმავალ იატაკზე გადაიტანა და ოთახში შევიდა.მორბენალი ბილიკი ჩართო და თავისი საყვარელი სიმღერების მოსმენა დაიწყო.სისწრაფეს სულ უფრო და უფრო უმატებდა,თითქოს თავს სჯიდა,მაგრამ ვერ გაეგო რისთვის.სალის თვალთახედვიდან გამქრალ ნიას ძებნა დაუწყო და სავარჯიშო ოთახის კარების ფანჯარაში ნიას მოკრა თვალი სარბენ ბილიკზე და მისკენ წავიდა.
-ს აპირებ?-სიცილით მიუგო მეგობარს,რომელიც ახლახან მიხვდა სალის იქ ყოფნას და ყურებიდან საცობები გამოიღო.
-არა უბრალოდ ემოციებისგან და სიბრაზისგან ვიცლები.-გაიცინა ნიამ.
-კარგი მოდი ერთად დავიცალოთ მაშინ-სიცილსი აჰყვა პოზიტური გოგონაც.



№1 სტუმარი nia

Zaaan kaia male Dade shemdegi tavi

 


№2 სტუმარი Guest linda

ძაან მაგარია მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent