შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო სვანურათ (1)


5-11-2016, 19:34
ავტორი ანამარია...
ნანახია 2 109

პარასკევი საღამო საკმაოდ დამღლელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, მთელი დღის განმავლობაში მზე აცხუნებდა და მთელს თბილისში საშინელი ბუღი იდგა.. პროცესი ოთხი საათი მაინც გაგრძელდა ბოლოს როგორც იქნა მოსამართლემ გადაწყვიტა პროცესი დაესრულებინა, დარბაზიდან გამოსულ მხოლოდ გადაღლილ სახეებს შეამჩნევდით ბოლოს ქალიც გამოვიდა რომელიც სულ შავებში გახლდათ გამოწყობილი, მას არავისთვის შეუხედავს უჩუმრად დატოვა ტერიტორია. ყველაფერი ერთი წლის წინათ დაიწყო როდესაც გიორგი ბენდელიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ეს ქალიც დედამისი გახლდათ... რა და როგორ მოხდა მისი ოჯახის წევრების გარდა ზუსტად არავინ იცის. თბილისი პატარა ქალაქია, უამრავი ჭორი გავრცელდა: „გიორგი ბენდელიანმა თავი შეყვარებულის გამო მოიკლა, გიორგი მოკლეს, მეგობარმა დაჭრა, მეზობელმა ესროლა და კიდევ მრავალი ვერსია.“ რატომღაც ძალიან დამაინტერესა ამბავმა რომელმაც ერთი წლის წინათ მთელი ქალაქი შეძრა, სტუდენტი გახლავართ რომელიც ჟურნალისტობას აპირებს და ალბათ მიხვდებით რატომაც ვარ ასეთი ცნობის მოყვარე, ვიცოდი რომ ამბავს ასე ადვილად ან საერთოდ ვერ გავიგებდი ამიტომაც გადავწყვიტე დამევიწყებინა და მიმეხედა საქმისთვის რომელიც არ მაკლდა.
ამხელა შესავალი გავაკეთე და ჯერ კიდევ არ მითქვამს, ვინ ვარ ან რა მინდა... ბევრი მოსაყოლი არც მაქვს როდესაც საკუთარ თავზე ვსაუბრობ, როგორც უკვე გითხარით ვარ მეორე კურსის სტუდენტი ელენე გალოგრე აქვე ავღნიშნავ სვანი ვარ! მყავს დედა, მამა და ხანში შესული ბებია. დიდი სამეგობრო წრე მყავს როგორც ამბობენ საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მაგრამ გამოვარჩევ ადამიანს რომელიც ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილია, რაღა დაგიმალოთ ჩემი ცხოვრების ყოველი დეტალი იცის.. რას ვაკეთებ, რას არ ვაკეთებ, რას ვაშავებ, რას არ ვაშავებ და ასე შემდეგ. პატარაობიდან ერთად მოვდივართ და უნივერსიტეტშიც გაგვიმართლა კურსელები ვართ! ბიჭებით ვინტერესდებით მაგრამ ნორმის ფარგლებში.
რაც წერას დავიწყებდი ოთხი თვის წინათ გავიგე ამბავი რომელიც გიორგი ბენდელიანს ეხება, მის მერე დღე არ გავა ამ ამბავზე რომ არ ვიფიქრო, ნამდვილად არვიცი რატომ ვერ ახერხებს ჩემი გონება დაივიწყოს ეს ამბავი, თბილისში ყოველდღიურად ხდება რაღაც უბედურება მაგრამ რატომღაც ასე არცერთ ამბავს ჩავუთრევივარ. მკვლელობაზე არავისთან ვსაუბრობ უბრალოდ ვაწარმოებ დღიურს სადაც ჩემს იდეებს ვწერ იმის შესახებ თუ რა მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია რაც „ალბათ“ არანაირად ემთხვევა რეალობას. მეგობრებთან ყოფნის პერიოდში ხშირად გავდივარ ასტრალში და მახსენდება ამბავი რომელიც ოთხი თვეა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა, ამას მეგობრებიც ამჩნევენ რომ რაღაცაზე მეფიქრება მაგრამ არ იმჩნევენ ან უბრალოდ გონიათ რომ შეყვარებული ვარ. ყოველი დღის ბოლოს როდესაც საშინლად დაღლილი მოვდივარ სახლში, როდესაც ვახშამის შემდგომ წყალს ვივლებ და როდესაც ლოგინში მოვკალათდები ვიწყებ წერას, ყოველდღიურათ ჩემს დღიურში ახალი ვერსია იწერება... ნამდვილად არ ვიცი რას ვცდილობ მგონი უბრალოდ დრო გამყავს და მეტი არაფერი. ხშირად მიფიქრია რომ დროა მივხედო ჩემს ცხოვრებას და გონებიდან ამოვიგდო ამბავი რომელიც საერთოდ არ მეხება, რომელიც უბრალოდ ინტერნეტის საშვალებით გავივე და ეხება ადამიანს რომელთანაც საერთოდ არასდროს მქონია კავშირი და საუბედუროდ ვერც ვერასოდეს მექნება. ნამდვილად არვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, ხანდახან მეშინია მგონია რომ ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩება ამბავი რომელიც საკმაოდ უსიამოვნოა და ვერასდროს შევძლებ მის დავიწყებას... მაგრამ უნდა ვცადო! უნდა ვცადო და დავივიწყო ამბავი რომელიც ჩემს გონებას ოთხი თვეა მთლიანად დაეპატრონა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent