შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექსები - გალაკტიონ ტაბიძე.


13-06-2016, 09:39
ავტორი mimimimo
ნანახია 9 382


გალაკტიონ ტაბიძე
დაიბადა - 1891 წლის 17 ნოემბერს.
გარდაიცვალა - 1959 წლის 17 მარტს.

მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.



ბავშვობის დღეები

გაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები,ჭალები,ტყეები,
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან,
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა.
ბალახი,მდინარე,ხეები,
დღეები,ბავშვობის დღეები!



გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ მზემ გადაუარა
და ჩაუქრო ალები.
მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

https://4love.ge/uploads/posts/2016-06/1465795972_hqdefault.jpg

ისევ ოცნება და სიყვარული

დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.

მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.


ეს წინათ იყო

ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო
ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი
და კიდეებზე მდუმარედ იდგა
შეუცნობელი შრიალი ჭადრის.
შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის,
უდარებელი სამშობლო მხარე!
რა უწყალოა რონინი ხანის
აუსრულებელ იმედთა გარე!



მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.





№1 სტუმარი Mehidos achrdili

Galaqtionic ki samotxeshia:-/me ki achrdiletshi var da vegar vnaxulob:( magrad mevaseba!

 


№2 სტუმარი სტუმარი David

gmadlobt
????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent