შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 20)


5-11-2016, 23:04
ავტორი სატი
ნანახია 2 469

-როგორ დავმალო მუცელი?
-ვერ დამალავ.
-რამე ჟაკეტით?
-მხოლოდ 2დღით ჩამოდის 1დღე ნახავ მეორე დღე ვითომ უნივერსიტეტში ხარ
-შაბათს ვარ უნივერსიტეტში? თუ კვირას?
-აა... თქვი რო გამოგიძახეს დამატებით ლექციაზე
-და ახალ წელს რა ვქნათ?
-მაშინ მეოთხე თვე იქნება... ჰმ... მაშინ იქნება და არ ჩამოვიდეს
-არა ჩამოვა და ვერ დავემალები
-უნდა წახვიდე მალე. ისე რო ვერავინ გაიგოს. ბავშვს გააჩენ და დაბრუნდები-ყველანაირად ცდილობდნენ თეო და ეთო ქეთას დახმარებას მაგრამ, ამაოდ. მაინც ვერ დამალავდნენ ვერაფერს.
-სად წავიდე და მარტო როგორ?
-თბილისში ბინა იპოვე
-ოდესმე რომ შემხვდნენ სადმე?
- წყნეთში ყიდის ჩემი მეგობარი კერძო სახლს და რო იყიდი იქ გადახვალ
-რამდენად
-აუ ძაან იაფად. ერთსართულიანია.
-კაია. მარა გიო მოგკლავთ. იმენა დაკითხვას მოგიწყობთ
-შენ დაურეკავ და ეტყვი რო კარგად ხარ
-მერე აზრი? გიო ისეთი გიჟია ტელეფონის ნომრით მიპოვის
-მაშინ პრობლემა გაქვს. ვერც აბორტს გაიკეთებ. კიდე 6თვე გაქ წინ. დაგერხა
-აუ მადლობა. გაქცევა კაი იდეაა.. მარა გიოს გავაგიჟებ. თან მერე მაგათი ბავშვის დაბადებას რო ვერ მოვუსწრო
-გიოს უთარი მაშინ
-და მერე კოტე უნდა მოატყუოს მირჩევნია არ იცოდეს. აუ რა დებილობა ვქენით მაშინ მე და კოტეეემ. ჯანდაბა დებილი ვარ.
-ნუ მაგაში არ შეგეწინააღმდეგები.
-კაი აზრი არ აქვს რაც იქნება იქნება ან დავმალავ და ან ვერა.
აეროპორტში კოტეს მისი მშობლები და გიორგი დახვდნენ. კოტეს ძალიან უნდოდა ქეთას ნახვა ამიტომ მშობლებს აღარ გაყვა სახლში და პირდაპირ ქეთასთან მივიდა. ქეთას დიდი ჟაკეტი ჰქონდა შემოცმული, მაგრამ მიუხედავად ამისა მუცელი მაინც უჩანდა. კოტემ როგორც კი დაინახა ჩაეხუტა და მხოლოდ შემდეგ მიხვდა რომ ქეთა გასუქებული იყო.
-ქეთ... შენ რა გასუქდი?
-ხო.. ცოტა
-ქეთა უთხარი რა-მუდარით სავსე თვალებით გახედა გიორგიმ
-გიო შენ ბავშვი დაიფიცე!
-რა ხდება ამიხსნით?-კოტეს ხმა გაუმკაცრდა.
-წავიდეთ ჩემ ოთახში.
ქეთა და კოტე გავიდნენ მისაღებიდან. კოტემ გიჟივით მიაჯახუნა კარი და სავარძელში მოკალათდა.ქეთა ისე იდგა რომ ვინმე პატარა დასჯილ ბავშვს მიამსგავსებდა. ქეთა ფიქრობდა როგორ ეთქვა ისე რომ არ გაბრაზებულიყო, მაგრამ მაინც არ გამოუვიდოდა.ჟაკეტი გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ეს რა არის ქეთა?-ქეთას გასაოცრად კოტე ზედმეტად წყნარად ლაპარაკობდა
-რა უნდა იყოს
-შენ მაღადავებ ეხა? ფეხმძიმედ ხარ და არ მითხარი?!
-საიდან ხარ დარწმუნებული რომ ბავშვი შენია
კოტეს გაეცინა. წამოდგა და დამცინავი ღიმილით მიუახლოვდა ქეთას. თვალებში ჩახედა, თითქოს ათვალიერებდა რითი შეიცვალაო.
-ქეთა, კარგად გიცნობ. მაგას არ იკადრებდი
-ხო.. რატო არ ვიკადრებ
-და რა ამის დამალვას სადამდე აპირებდი. არა მართლა მაინტერესებს-კოტემ თითქოს ვერც გაიგო ქეთას კითხვა რატო არ ვიკადრებო.
-არ ვიცი ვფიქრობდი გაქცევას
-გაქცევას... რა იმედით რო ვერასდროს გავიგებდი? გიომ იცოდა ხო?
-ბავშვი დავაფიცე რომ არ გეტყოდა
-რათქმაუნდა. რა ვქნათ
-არაფერი მე შემილია მარტოც გავზარდო
-ეგ არც იფიქრო.
-ბინა ვიშოვე ვყიდულობ
-შენ არაფერს იყიდი საკმარისი ფული მაქვს და ბინაც თბილისში.
-მოიცა ნიუ ორკი?
-აღარ ვმუშაობ. ვერ გავძელი იქ და წამოვედი
-გაგიჟდი? ესეთი შესაძლებლობა გქონდა!
-შენ გარეშე იქ მე ვერ გავძლებდი. ქეთა ბავშვს ერთად გავზრდით. ჩვენი სახლი გვექნება. აქ სამუშაოს ვიპოვი, ქეთა ერთად ვიქნებით!
-მოიცა, მოიცა. მე დაგთანხმდი?
-ქეთა ფორმალურად ჩვენ ისევ ცოლ-ქმარნი ვართ. მე ბავშვის მამა ეხა ნამდვილად გინდა გაშორება? და კიდე არ მითხრა რომ არ გიყვარვარ თორე ტყუილების დედოფლად შეგრაცხავ
-კარგი... გაიმარჯვე
-ეს თამაში არაა. სქესი?
-ბიჭია.
-აუ რა მაგარია!! ფოტო გააქ?-კოტე ღიმილს ვეღარ იკავებდა, სიხარულისგან აქეთ-იქით დადიოდა ოთახში. მერე ქეთასთან მივიდა და აკოცა-ძაან მიყვარხარ, ეს 3თვე არ ვიცი. აი ძაააან მაგრა მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ...
-რაღაც კიდე გადარდებს
-დედაჩემი
-რა დედაშენი
-ძაან ცუდადაა. თითქმის აღარაფერი არ ახსოვს. ექიმები ყველაზე ბევრს 4თვეს თუ პროგნოზირებენ
-ალტსგეიმერზე ტო?
-გვიან აღმოუჩინეს. ადრე მართლა ავიწყდებოდა რაღაც რაღაცეები.
-არ ინერვიულო ქეთ..
-ხო არ ინერვიულო ადვილი სათქმელია შენთითონაც იცი რომ ვეღარაფერს ვუშველით-ჩამოჯდა ისევ და თავი ხელებში ჩარგო. ცრემლებს ძლივს იკავებდა. კოტე ჩაიმუხლა მის წინ.
-ჩემო ცხოვრება მე შენთან ვარ და ეხა მარტო აღარ დარჩები. ერთად გავუმკლავდებით ამ ყველაფერს. ოღონდ გთხოვ არ იტირო. კარგი?
კოტეს ესეთ თბილ სიტყვებზე მართლაც ვეღარ შეიკავა თავი ქეთამ და ტირილი დაიწყო. კოტე წამოდგა და მოეხვია, გულში ჩაიკრა და ესე იწვნენ სანამ ნინი არ შემოვიდა.
-ვააა კოტე
-ნინაჩკაა. როგორ ხარ
-კარგად. ქეთა რა მოხდა?
-არაფერი ნინ, გიო გვეძახის?-ქეთას მაგივრად უპასუხა კოტემ
-ხო, ჩამოდითო
-კაი ნინ მოვალთ ეხა
ნინა გავიდა.
-ქეთაა. ქეთ? წამო არ ჩავიდეთ?
-მაპატიებ?
-რაც მთვარია მალე გავიგე
-რო არ გაგეგო მაპატიებდი?
-შვილის დამალვას? არ ვიცი.. შენ მაპატიებდი?
-როგორ ჩემი შვილის დამალვას? მოიპარავდი? გააჩნია მიზეზს ალბათ
-კაი. წავიდეთ
კოტე და ქეთა ქვემოთ ჩავიდნენ.
-აბა გაარკვიეთ?
-რა გავარკვიეთ გიორგი?
-ნუ ის რა.
-რა ის?
-ქეთა ნუ მაწამებ.
-მითხრა გიორგი დაწყნარდი-მოკლედ უთხრა კოტემ
-მერე?
-რა მერე მე და შენ ერთდროულად გავხდებით მამები-ხელი გადახვია გიორგის კოტემ
-ეე მალე ეყოლება ნინისაც, აუ მაგრა ტვინი წამიღო-ჩურჩულით უთხრა გიორგიმ კოტეს
-გიორგი! აუ საზამთრო მინდააა!-დაიყვირა მეორე ოთახიდან ნინიმ
-გოგო ზამთარში საზამთრო სად ვიშოვო?!
-აუუ არ ვიცი მარა საზამთრო მინდა მეთითონ წავიდე?!!-არ ცხრებოდა ნინი
-კარგი ხო. ჯანდაბას.
-სად უნდა უყიდო მართლა გაგიჟდი?
-აუ აბა რა ვქნა კოტე. ხო ხედავ ეს 3თვე და ნინი კიდე 6თვეა მაწამებს რაღაცეებზე დავდივარ ხან საზამთრო, ხან ბლინები და რავიცი ათასი უბედურება კიდე.
-აუ მე მინდა...-ქეთას უნდა ჩამოეთვალა რომ გიორგი გაიქცა
-მე გიყიდი ჩემო ცხოვრება რა გინდა
-აუ კრუასანები მინდა შოკოლადის. ფულს მოგცემ
-რა ფული გოგო გაგიჟდი შენ? არ მინდა. მოკლედ სამსახურზე რაღაცეებს გავარკვევ დღეს არა მარა ხვალ გნახავ. კრუასანებს გამოვატან გიორგის.
-კაიი
-მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე
-მეც ძაან
კოტე დაემშვიდობა ქეთას და შემდეგ წავიდა. ქეთა ნინის ოთახში შევიდა.
-ქეთა რა გააკეთე
-ვუთხარი სიმართლე და თუ დახმარება უნდა დამეხმაროს. ხო არ გავიქცევი ბოლოს და ბოლოს.
-მის წარსულზე რას იტყვი?
-გავარკვევ, აუცილებლად გავარკვევ.
-ქეთა კოტე თუ ნარკომანია გამოდის რომ გიორგიც?
-არა, გააფრინე? გიორგი შემჯდარი არასდროს ყოფილა.ჩემი აზრით სულ რომ ნარკომანი ყოფილიყო აუცილებლად დაჭირდებოდა რეაბილიტაციის გავლა. მე კიდე არ მახსოვს რომ გიორგი სადმე წასულიყო.
-ნიუ ორკში? იქნებ ჯერ რეაბილიტაცია გაიარა და შემდეგ დაიწყო სწავლა.
-შენ იქ არაფერი არ შეგიმჩნევია უცნაური?
-არა... არ მახსოვს. თუ რამეს გავიხსენებ გეტყვი.
-მართლა გინდა საზამთრო?
-არა შენ ძმას ვაწვალებ-ამაზე ორივეს გაეცინათ. ქეთა უზომოდ გახარებული იყო კოტეს ჩამოსვლის გამო.



№1 სტუმარი niiiii

ძაამ მაგარი ხარ და დიდი იმედი მაქვს ეს შენი ბოლო ისტორია არაა. kissing_closed_eyes

 


№2  offline მოდერი სატი

niiiii
ძაამ მაგარი ხარ და დიდი იმედი მაქვს ეს შენი ბოლო ისტორია არაა. kissing_closed_eyes

heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent