beauty and the beast (3)
ხელები აუკანკალდა , ემოციებს ვერ აკონტროლებდა , ეშინოდა ... თავის ჩანთას ხელი მაგრად მოუჭირა და გაიქცა . სად ? ეს კი თავადაც არ იცოდა , მხოლოდ სურდა ამ უცნარ ადგილს მალე მოშორებოდა . -იქნებ ვინმეს ბოროტი ხუმრობაა , ხო, ხო ნამდვილად ასეა . ვიღაცა სასტიკად მეხუმრება , მაგრამ ვინ ? მე ამ ქალაქში ახლახანს ჩამოვედი და არავის ვიცნობ ვინ გამიკეთებდა ამას - უცნაურ ფიქრებსი გართული მიაბიჯებდა ბნელ ქუჩებში . ლამპიონები მკრთალად უნათებდნენ უსასრულო გზას , ხეები ქარის სიმფონიებს მიჰყვებოდნენ და თავს რიტმულად აქანავებდნენ , ულამაზეს სიმფონიას ჭრიჭინას საუცხოო "ვიოლინოს" ხმა ატკბობდა . მთვარე კი ამ ყველაფერს ჩუმად უმზერდა , თავისი ბუნაგიდან და ამ იდუმალებით მოცულ დღეს მნიშვნელოვანს ხდიდნენ . -გამარჯობა ... ჰეი ....არის აქ ვინმე ? -უცნაური შეგრძნება ქეროლაინს კლავდა . თითქოს უკან ვიღაც მოჰყვებაო , ეს იმდენად გამზაფრდა რომ ნამდვილად ცახცახებდა . ირგვლივ სამარისებული სიჩუმე სუფევდა . --------------------------------- ამ დროს ელაიჯა თავის ოთახში წინ და უკან დადიოდა , საშინლად ნერვილობდა და ვიღაცას ელოდებოდა . უცებ კი ოთახში ვიღაც კაცი შემოვარდა და თქვა : -რებეკამ როგორც კი გამაგებნა მაშინვე გამოვიქეცი, კარგად ამიხსენი ელაიჯა . -თქვა კაცმა და სკამზე ჩამოჯდა . -როგორც კი დავინახე , მაშინვე მივხვდი რომ ძალიან ჰგავს . -ვის მას ? - გაოცდა კაცი . -ხო მარსელ , ძალიან , ძალიან ჰგავს . თითქოს მისი ტყუპისცალიაო , მაგრამ ეს შეუძლებელია. რაც არისარის , საბოლოოდ ის საფრთხეშია , აქ არ უნდა ჩამოსულიყო , მაგრამ ისიც ცუდი იქნებოდა რომ შორს ყოფილიყო , მაშინ ვეღარ დავიცავდით , თანაც .... -მოიცა , მოიცა . დავიცავდით ? ვისგან ? -ახლა კი მართლა შეშინებულლი თვალები მიაბყრო მარსელმა ელაიჯას . -ხო ძვირფასო მარსელ , სამაელი დაბრუნდა . -ოთახში რებეკა შემოვიდა და ირონიით თქვა . -შეუძლებელია , მეგონა თავი დაგვანება . -მხოლოდ ცოტა ხნით . -ჯანდაბა ! -და ქეროლაინთან რა ვქნათ ? -უცაბედი და ყველასგან მოულოდნელი კითხვა დასვა რებეკამ . -ქეროლაინს მე მივხედავ . -თქვა ელაიჯამ და კოსტუმი შეიკრა . -კარგი იქნება ...... ------------------------------------ ქეროლაინი კი შეშინებული უყურებდა ყველაფერს რაც კი მის გარშემო იყო , ყველაფერში საფრთხეს ხედავდა , ყველაფრის ეშინოდა ... -ვინ ხარ ? რა გინდა ? თავი გამანებე ! -ხელები ყურებზე აიფარაა რომ საშნლად შემაშინებელი ბუს გუგუნი და ქარის აშინელი ხმა არ გაეგო .-გთხოვ ! გაჩერდი ! გაჩერდი ! -ყვიროდა ის და მირბოდა . ალბათ რამდენიმე წუთში შიშისგან გონებასაც დაკარგავდა , რომ არა ხე რომელსაც რასაც ქვია შეასკდა . -ჰეი კარგად ხარ ? -მერეღა იხვდა რომ ეს " ხე " ელაიჯა იყო . -მე , უბრალოდ , მე , მე .... იქ რაღაც უუცნაურმა ხმამ შემაშინა და მე .... -ბლუყუნებდა უაზროდ ქეროლი , თუმცა ელაიჯამ გააჩუმა . -კარგი , კარგი . წამოდი , ჩემთან წამოდი . -არა ! - ელაიჯას სახლზე მესიჯი გაახსენდა . -იქ უსაფრთხოდ იქნები , მე და რებეკა მოგხედავთ . -კარგი . -უცებ დათანხმდა ქეროლი და ელაიჯას გაჰყვა . სახლში შესვლისთანავე უცნაური შეგრძნება დაეუფლა , თითქოს სასახლეში იყო . მართლაც ელაიჯას სახლი ნამდვილ სასახლეს გავდა , ოღონდ საშინელებათა ფილმებისა . ქეროლაინი ეგრევე საძინებლისკენ წაიყვანეს და მარტო დატოვეს . -მშვენიერია , ახლაც მარტო ვარ . ვერ ვხვდები რა აზრი ქონდა სართოდ აქ მოსვლას .- თქვა პატარა ბარბიმ (ქეროლაინმა ) და აივანზე გავიდა . დიდი ხანი უყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დედა ახსენდებოდა . ის ხომ პატარაობიდან თვლიდა რომ როდესაც ადამიანი კვდება მისი სული ვარსკვლავებში გადადის და იქ ცხოვრობენ . მშვენიერი სანახაობა იყო , მაგრამ როგორც ყოველთვის ესეც რაღაცამ გააფუჭა ? რამ ? ტრრრრრრრრრრრ............ტრრრრრრრრრრრრ.........ტრრრრრრრრრ -ალიო . -ქეროლაინ საყვარელო - მომტირალი ქალის ხმამ ქეროლაინი შეაშინა . -მისის მაკალისტერ ? რახდება ? -ჯუდი , ის შენთან ჩამოვიდა ელენასთან და ბონისთან ერთად .-კვლავ სლუკუნით თქვა ქალმა . -კი , მაგრამ რა მოხდა ? -ჯუდი , ის , მოკლეს . -მაშინ კი ცრემლებმა დენა დაიწყო ქეროლაინის თვალებიდან და საუკეთესო მეგობარტან ერთად გატარებული თითოული წუთი გაიხსენა . გულში უცნაური შეგრძნება ჰქონდა თითქოს შიგნიდან უღრღნიდნენ , მაგრამ ვერ ხვდებოდა მისი საშველი რა იყო ? 19 წლის იყო ჯუდი , ქეროზე 1 წლით დიდი . ქეროლაინი , ელენა , ბონი და ჯუდი აკვნის ეგობრები იყვნენ და სკოლაშიც ერთად დადიოდნენ . საუკეთესო დაქალები არა ? "ჩარლის 4 ანგელოზი " ასე მოიხსენიებდნენ მათ პატარა სამეგობრო წრეს . ქეროლაინიი ჯუდისთან ყველაზე ახლოს იყო , მართლაც ამ ორს ერთმანეთის ძალიან ესმოდათ და დებადაც კი მოიხსენიებდნენ . ორივე ქერა , ცისფერთვალება , ერთნაირი ტანსაცმელითა და ფეხსაცმლით . ახლა რა იქნებოდა ? ქეროლაინის საუკეთესო დაქალი ვიღაცამ მოკლა . ამას ქეროლაინი მოითმენდა ? ............................. ზუსტად ახალდამწყებივით დავწერე ხომ ? ვიცი ვიცი ცუდია და დავაგვიანე კიდევად ! დიდი ბოდიში სიცხიანიი ვეგდე 1 კვირა სახლში ისე ცოტა გააქტიურდით თქვენც და მეც გავაქტიურდები . შეკითხვები მომაყარეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.