საიდუმლო სვანურად (2)
ჩვეულებრივი დილა თენდება, საკმაოდ სასიამოვნო ხასიათზე ვიღვიძებ და ვცდილობ ბოლომდე გამოვფხიზლდე, არც კი მახსოვს გუშინდელი ჩანაწერი ჩემს დღიურში და მსურს თავიდან გადავიკითხო როგორც ჩანს გუშინ წერა ასე დამიწყია: „აი დღესაც ახალი ვერსია მინდა დავწერო, სავარაუდოთ გიორგი ბენდელიანს თავი არ მოუკლავს ის მოკლეს, თანაც მოკლა ისეთმა პიროვნებამ რომელიც ალბათ გავლენიანი ოჯახის შვილია ან უბრალოდ ფულიანი არარაობა... თუმცა მე არავის განსჯსის უფლება არ მაქვს მითუმეტეს მაშინ როდესაც სიმართლე საერთოდ არ ვიცი.“ ჩემი დღიური რომ ნახოთ ძალიან გაგეცინებათ პატარ-პატარა აბზაცებია სადაც უაზრო ვერსიები წერია და რაც სრულიად გამოუყენებელია... რამოდენიმე დღის წინ დედაჩემმა იპოვა დღიური მაგრამ საბედნიეროდ წაკითხვა არ დასცალდა, ნამდვილად არ მსურს მან დღიურის შესახებ რამე იცოდეს... არვიცი როგორ გითხრათ, ცოტა ნერვიული ქალია არაფრით დაუშვებს რომ მე უბრალოდ ჩემს ვერსიებს ვწერ და რომ არაფერ კავშირში ვარ ამ ამბავთან. დღეს განსაკუთრებული დღეა ლექცია არ მაქვს ანუ მთელი დღე თავისუფალი ვარ და შემიძლია დღიური გავავსო მაგრამ როგორც ჩანს არ დამცალდა, ოთახში შემოდის გახარებული მამა -უარი არ მიიღება (იწყებს საუბარს) -მამა რახდება? -ზუსტად ვიცი დღეს ლექცია არ გაქვს ხოდა ბოულინგი ვითამაშოთ -მაგაზე გაწყენინებ?! ახლავე გავემზადები -გელოდები... მე და მამას საკმაოდ ახლო და სასიამოვნო ურთიერთობა გვაქვს, როდესაც ერთად ვართ ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ძალიან ემთხვევა. -მზად ვარ -აბა წავედით? -წავედით ყველაფრის მოყოლა უბრალოდ დაგღლით და არასასიამოვნოც იქნება ამიტომ გეტყვით რომ დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ბოულინგის მერე ჩაიც დავლიეთ და სახლშიც დავბრუნდით. ოთახში შესვლას ვაპირებდი როდესაც ტელევიზორიდან ნაცნობი ინფორმაცია შემომესმა „ერთი წლის წინ დაწყებული და დღემდე მივიწყებული საქმის განხილვა დღეს ისევ თავიდან დაიწყო, გამოიკვეთა აქამდე უცნობი დეტალები, საქმე გიორგი ბენდელიანის თვითმკვლელობას ეხება, როგორც გარდაცვლილის ოჯახი ამბობს გიორგის თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, გამოძიება მიმდინარეობს...“ როგორც უკვე მოგახსენეთ გუშინ ჩემს დღიურში მსგავსი ვერსია დაიწერა, ჩემი ვერსიაც ასეთი იყო რომ გიორგის თავი არ მოუკლავს ის მოკლეს! შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება სულელურია, საშინლად გამაღიზიანებელი და არაკორექტული მაგრამ გადავწყვიტე გიორგის ოჯახში მივიდე და გავესაუბრო. ყველაფერი ვიცი რაც გიორგი ბენდელიანს ეხება: „მისამართი, სახლის ნომერი, სამეგობრო წრე, შეყვარებული, მისი საქმიანობა და მრავალი სხვა.“ სახლიდან გამოვედი თან მეფიქრება რომ ჩემი საქციელი ძალიან მიუღებელია, თან იმდენად მაწუხებს ცნობისმოყვარეობა უარს ვერ ვამბობ ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, და როგორც იქნა მივედი... კარზე ვაკაკუნებ -გამარჯობა, მე მომავალი ჟურნალისტი გახლავართ, მეორე კურსის სტუდენტი ვარ -რა გნებავს შვილო? -თქვენს შვილზე, გიორგი ბენდელიანზე სასაუბროდ მოვედი, ვიცი ეს თემა თქვენთვის მტკიმნეულია მაგრამ იქნებ მომისმინოთ -ვინ ხარ საერთოდ?! ან რატომ უნდა მოგისმინო? -კარგით მაშინ მე წავალ, ბოდიში რომ შეგაწუხეთ -არა დარჩი, რაც ჩემს შვილს ეხება მინდა ყველაფერი ვიცოდე, შემოდი სახლი სავსეა გიორგის სურათებით -მოკლედ, მე არ ვიცნობდი გიორგის უბრალოდ გაგიკვირდებათ და ყველაფერი ვიცი მის შესახებ -რატომ? -ოთხი თვის წინ ინტერნეტის საშვალებით გავიგე თქვენი შვილის ამბავი, და რატომღაც ძალიან დავინტერესდი, ყველა სასამართლო სხდომას ვესწრები რაც გიორგის ეხება, ალბათ თქვენ არასდროს შეგიმჩნევივართ -დიახ, არასდროს მინახიხარ -ჩემი თავის მეც მიკვირს, მაქვს დღიური სადაც ჩემს ვერსიებს ვწერ.. ვიცი ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა უბრალოდ თქვენ საუბარი მინდოდა -გინდა რამე ახალი გაიგო? -არა, ვიცი რომ არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ მინდოდა ყველაფერი გცოდნოდათ... ოთხი თვის მანძილზე ყოველღე მეფიქრება ამ ამბაზე, დღე არ გავა არ დავწერო -საინტერესოა... -იცით დღეს ტელევიზორში იყო ვერსია რომ გიორგის თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს -ასეც არის. -გუშინ ღამე ზუსტად ეს ვერსია დავწერე ჩემს დღიურში -მაჩვენებ დღიურს? -ხვალ ლექცია მაქვს, ზეგ აუცილებლად მოგიტანთ... ახლა წავალ. წამოვედი დამშვიდებული.... ბავშვებო გთხოვთ ვინც წაიკითხავთ თქვენი აზრი დამიწერეთ. გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.