ტკბილი შეცდომა- ნაწილი 5
დილით თვალბს ვჭყიტავ. ცოტახანი ჭერს ვაშტერდები და ვფიქრობ. ნეტა რა მაქვს საფიქრალი. ეს გრძნობა მიტაცებს, სადღაც შორს მივყავარ. ლუკასდამი გრძნობა მიჩნდება, არვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას, იქნები მეგობრული, იმედი მაქვს მეგობრული რადგან, მას ნია უყვარს. ლუკასკენ გადავტრიალდი. ეძინა. ხელი ბალიშის ქვემოთ ქონდა მოქცეული. გამეღიმა. ასე არასდროს ვყოფილვარ, ბიჭთან მეძინოს და დილით მის სახეს ვუყურებდე. უცებ შეიშმუშნა და თვალები გაახილა. უცებ სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება. -რატომ მიყურებ-გაეცინა ლუკას. -შენ არ გიყურებ, უბრალოდ კარადა მომეწონა შენს გვერდით რომაა-ვანიშნე პატარა კრემისფერ კარადაზე. -კარგი-გამიღიმა და ტელეფონი აიღო. ვიღაცას წერდა. უცებ თვალი გამეპარა და სახელს მოვკარი თვალი. „ნია“ მხოლოდ ამის წაკითხვა მოვასწარი. -დღეს გამოხვალ ლუკა?შენი ნახვა ძალიან მინდა. მაგრამ წერილის კითხვა ძალიან უზრდელობა იყო. ამიტომაც მალევე მოვაშორე თვალი ტელეფონს და კედელს დავუწყე ცქერა. -დღეს ნია უნდა ვნახო. მალევე მოვალ სახლში. -თუგინდა გვიან მოდი, რა მნიშვნელობა აქვს-ვუთხარი სევდანარევი ხმით და გავუღიმე. -აქვს. ადგა, სააბაზანოში მოწესრიგდა და ჩაიცვა. სარკეში შეიხედა. პერანგი გასწორა. ფეხსაცმელს თითი გადაუსვა. მერე თმები გაისწორა. -დროებით ნინა -დროებით ლუკა-გავუღიმე გამიღიმა და გავიდა. ცოტახანს ვიქნები-გავიფიქრე გულში და საწოლში ტრიალი დავიწყე. მერე ავდექი, სააბაზანოში შევედი, ტანზე გადავივლე. გამოვედი, ხალათი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. -დილამშვიდობისა ეკაა.-ვთქვი ჩამოსვლისთნავე მაგრამ მისაღებში ჩემდა გასაკვირად ეკა არ დამხვდა. სამზარეულოში შევიჭყიტე. იქაც არ დამხვდა მოფუსფუსე ეკა. მის ოთახთან მივედი. დავაკაკუნე. -შემოდი-მომესმა სუსტი ხმა. -დილამშვიდობისა ეკა.-მივესალმე საწოლში ჩაწოლილ აწითლებულ ეკას.-რაგჭირს ეკა?-მივვარდი საწოლთან . -ალბათ სურდო შემაპარა-გამოცცრა კბილებიდან -სურდო კიარა იწვიხართ-მივადე შუბლზე ხელი. -არაუშავს, მალე გამოვჯანმრთელდები. -მოიცა წვნიანს მოგიმზადებთ და მოგიტანთ-და კარებისკენ წავედი -ნუ წუხდები ნინა, ავდგები და თვითნვე მოვამზადება, არმინდა შენი შეწუხება -როგორ გეკადრებათ-გავუღიმე ეკას. კარები გავაღე და გავედი. სამზარეულოში შევედი. რამჭირდება-დავიწყე გულში ფიქრი-სტაფილო, პამიდორი, კარტოფილო, მწვანილი, ბულგარული.. დიდი ხანი არ გამიკეთებია წვნიანი. არ ვარ ამის მოყვარული. დედაჩემი მიკეთებს ხოლმე. დედიკო-დავიყვირე გულში. -დედაა-დავურეკე დედას-დე შენ რომ აკეთებ ძალიან გემრიელ წვნიანს იმის რეცეპტი ჩამაწერინე რაა. -რომ გეუბნებოდი ისწავლე გამოგადგება თქო არმიჯერებდი-აკისკისდა დედა. ჩამაწერინა რეცეპტი. მალე უგემრიელესმა სუნმა სამზარეულო და სახლიც კი მოიცვა. მე თვითონვე მიკვირდა ასეთი კარგი და გემრიელი როგორ გამომივიდა. თეფსში ჩავასხი და ავუტანე. -გემრიელად მიირთვით-გავუღიმე და კამოდზე დავდგი ლანგარი. -დიდი მადლობა ნინა, შენ რომ არ მყავდე. -მოიცა სიცხის დამწევსაც მოვიტან და თერმომეტრსაც. -შენ საიდან იცი რომელი სიცხის დამწევი-გაეცინა ეკას. -მამაჩემი ექიმია-გავუღიმე-რაღაც რაღაცეები მეც ვისწავლე. ქვემოდ ჩავედი. წამლები გამოვიღე კარადიდან.პარაცეტამოლი, პარაცეტამოლი-ვიმეორებდი გულში.-პარაცეტამოლს მოვკარი თვალი. იმწამსვე ამოვიღე, ჭიქაშიც წყალი ჩავასხი და ეკას ავუტანე -პარაცეტამოლი დალიე ეკა. -მადლობა დიდი ნინა-მითხრა და წვნიანი მოსრუპა-რაგემრიელია-თქვა სუსტი ხმით და გამიღიმა.-ყოჩაღ შენ -მადლობა-გავუღიმე-ლუკას დავურეკავ კიდევ რაიმე სიცხის დამწევი წამოიღოს. პარაცეტამოლი ბოლო მოგეცით, მეტი აღარაა. -კარგი დაურეკე-ძალდატანებული გამიღიმა და ღრმად ამოისუნთქა. ცოტახანს არ მპასუხობდა. ბოლოს ძლივს აიღო. -გისმენ ნინა. -ლუკა ეკა ავადაა, და გთხოვ მალე მოდი და სიცხის დამწევიც წამოიღე. -რა? მოიცა მოვდივარ. -არა ახლა საჭირო არაა. -მოვდივარ-მითხრა ოდნავ გამკაცრებული ტონით და გამითიშა, შუბლზე ხელი დავადე. იწვოდა. და საშინლადაც ახველებდა. -ო ღმერთო როგორ მტიკა თავი.-აღმოხდა ეკას. -ვუი გამაყუჩებელიც დავაბარო მოიცა. ტელეფონი ავიღე და მივწერე. -გამაყუჩებელიც წამოიღე. -კარგი-მომწერა იმწუთასვე. ტელეფონი დავდე -ლუკა მალე მოვა და წამლებს მოიტანს. -არ მინდოდა შემეწუხებინეთ, ადგომას ვაპირებდი მაგრამ ადგომის თავიც არ მაქვს. -არაუშავს. ჩვენ რატომ ვართ აბა. ცოტახანში კარების ხმა მოგვესმა -ლუკა მოსულა-გავუღიმე, კარებს გავხედე და დაველოდე როდის შემოვიდოდა. აფორიაქებული ლუკა შემოვიდა. -დედა ხომ კარგად ხარ? -კი დედა, ასე რატომ შეგეშინდა. დამშვიდდი უბრალოდ სიცხეა მეტი არაფერი. -უბრალოდ-ამოხვნეშა ლუკამ.-აჰა ნინა წამლები და დაალევინე რა. თუ არიცი მე დავალევინებ. -იცი რა რისია?-შევხედე ლუკას. -მაგაზე მეტი რავიცი. -საიდან-გამეცინა . -გრძელი ამბავია. დაალევინე. -ჩვენ გავალთ ეკა და დაიძინე. დასვენება გჭირდება-უთხრა ლუკამ და ხელი მომკიდა.უცებ ხელს დავხედე და ტუჩი მოვიკვნიტე. და კიდევ კარგი ლუკამ არ შემამჩნია. ჩემი მოქმედება გადავასწორე და ტუჩები მის ადგილას დავაბრუნე. -ლუკა დამშვიდდი, ასეთ ალიაქოთად არ ღირს. მალევე გამოჯანმრთელდება. ეკა ძლიერი ქალია-გავხედე ეკას და გავუღიმე. ეკას გაეცინა. -კარგი დაგტოვებთ ეკა-კარი გავაღეთ და გავედით. ხელი ჯერ კიდევ ჩაკიდული გვქონდა. უცებ დავახველე და მივანიშნე რომ უნდა გაეშვა ჩემთვის ხელი. ხელს დახედა და გაეცინა. -შემრჩა-მითხრა სიცილით. -აჰამ-ავყევი სიცილში. ხელი გამიშვა. რა მინდოდა. ხომ კარგად ქონდა ხელი მოკიდებული-ვბრაზობდი საკუთარ თავზე. მისაღებში გავიდა. გავყევი მაინტერესებდა რას იზამდა. -შეგიძლია ნიასთან წახვიდე-გავუღიმე. -შემიძლია, მაგრამ არმინდა-თავი გააქნია -ეჩხუბე? -არა, ისევ ისე მიყვარს-თვალები დავხარე ამ სიტყვების გაგონებაზე-მაგრამ არმინდა დღეს საკმარისი იყო. -ანუ შეყვარებულთან საკმარისი გგონია 2 საათი? -და მთელი დღეს მასთან უნდა ვიყო შენი აზრით? -არა მაგრამ.. -არანაირი მაგრამ. სახლში მინდა, დედაჩემს ვერ მივატოვებ. -როგორც გინდა. გშია? -აუ კი.. -წვნიანს გაგიცხელებ-გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი. -არმინდა, სხვა რამე გამიკეთე -მაგალითად?-გავხედე ლუკას -რავი ყველაზე ცუდად რა გამოგდის.? -ყველაზე ცუდად?-მერე დავფიქრდი-აა საპირისპიროები და ამბები-გამეცინა-ყველაზე ცუდად გამომდის შემწვარი კარტოფილი-ვუთხარი ხუმრობით და დავიკრიჭე. -ვაუ, ვგიჟდები. მეც ვიცი მომზადება შემწვარი კარტოფილის. მართალია ძალიან რთულია მაგრამ...-და გაეცინა. -ვხუმრობ, კარტოფილი ძალიან რთულია. ცოტა ადვილს გაგიკეთებ-და გამეცინა-მოდი აღარ გვინდა საპირისპიროდ ლაპარაკი თორემ დავიბენი-გამეცინა. -კარგი, წამოდი კარტოფილის შეწვაში დაგეხმარები. -არმინდა თვითონ გავაკეთებ. -კარტოფილს მაინც დაგითლი-შემომხედა ლუკამ საწყალი თვალებით. -მმ, კარგი წამოდი წამოდი. კარტოფილი გავუწოდე რამოდენიმე ცალი. დანა აიღო და გათლა დაიწყო. ისე კოხტად თლიდა და ისე ნაზად. მაგრამ ძალიან ნელა. -ლუკა არშეგიძლია ცოტა დაუჩქარო? მე უკვე ტაფაც დავდგი გაზზე, ზეთიც დავასხი, და უკვე შუშხუნებს ზეთი და ნახევარი საათი პლიუს გგელოდები-შევხედე და სიცილი დავიწყე -კარგი კარგი მოვუჩქარებ.-და დანა ჩქარ-ჩქარა გაუსვა კარტოფილს. უცებ ვეღარ გააკონტროლა სად ედო თითი და დანით გაიჭრა. -უპპს-დაიხედა ხელზე -ვაიმე ლუკა რა ხათაბალისტიხარ-გამეცინა-მოდი მოდი ეს დაიდე-მივაწოდე იქვე დადებული ნაჭერი. ნაჭერი თითზე დაიდო და შემოიხვია -ფრთხილად, ფრთხილად-ავუმაღლე ტონი. -დამშვიდდი ნინა-გაეცინა-უბრალოდ გაჭრილია მეტი არაფერი -დღეს დედა შვილის დააავადების დღეა თუ რახდება.?-ვკითხე სიცილნარევი ხმით. -დაიკიდე. აჰა გააგრძელე, მანამდე სპირტით დავიმუშავებ მე. -კარგი. ბოლოც მივამატე კარტოფილს და დავჭარი. -სააბაზანოში გავალ და მოვალ-ვუთხარი ლუკას-კარტოფილი არ დაგეწვას. -რა დამეწვას პატარა ხომ არ ვარ-მითხრა ლუკამ და ენა მომიყო. თვალები მოვუჭუტე და ნაგლურად გავუღიმე. ხელებს ვიბანდი სააბზანოში როდესაც დამწვრის სუნი მეცა. ჯერ ვერ მივხდი რა იწვოდა. -კარტოფილი-ვიკივლე და სამზარეულოში გავვარდი. სამზარეულოში კვამლი იდგა. საშინელი დამწვარის სუნით. -ლუკაა-ვიყვირე უცებ მისაღებიდან ლუკა გამოვარდა ტელეფონით ხელში. -რა გაყვი..... კარტოფილი ჩემი-თავზე შემოირტყა ხელი. -უტვინოვ-ჩავრთე გამწოვი და გაზი ჩავაქრე. ბოლოს როგორც იქნა დამწვრის სუნი გავიდა ოთახიდან. -ამოგიღებ, მიდი შენ დაჯექი. ლუკა მაგიდასთან დაჯდა და მაგიდაზე ხელების რტყმა დაიწყო. ვითომ რაღაცას უკრავდა-შევხედე და წარბები ავზიდე. -კაი ჩემით-გააჩერა ხელი ლუკამ. თეფშზე ამოვუღე და ცხვირ წინ დავუდგი თეფში. -ეეს რა არის ტო?-შემომხედა ლუკამ. თვალები გავუფართოვე-ეს რა არის ნინა?-დახედა ჩაშავებულ თეფშს. -რაც დაიმსახურე ის შენს-გამეცინა და ნახშირიან კარტოფილს დავხედე. ერთი ცალი აიღო და კბილებ შუა მოაქცია. ჩაკბიჩა. ხრაშშშ-გამოცა ხმა კარტოფილმა. -ფუ ჩემი ******-გავარდა გარეთ ლუკამ. ცოტახანში შემოვიდა და 4 ჭიქა წყალი დალია. მის მოქმედებებს ღიმილიანი სახით ვუყურებდი. -შენ არ ხარ ნორმალური.-გამომხედა ლუკამ წარბშეკრულმა -შენ რომ ყოფილიყავი ახლა გემრიელ კარტოფილს შეჭამდი. -კაი კაი ჩემი ბრალია. მართლა ძალიან მშია, რამე გააკეთე-აწუწუნდა ლუკა-ცოლი ხარ თუ.... -რა თუ-მივუახლოვდი ლუკას -კაი არაფერი. მიდი რამე გააკეთე. -მაკარონს გაგიკეთებ. თავი კმაყოფილმა დამიქნია და მისაღებში გავიდა. ცოტახანში მისაღებში შევიჭყიტე. ლუკა რაღაცას უყურებდა გარეთ. მიშტერებოდა და ფიქრობდა. ცოტახანში თავი დახარა და გააქნია. -ლუკა კარგად ხარ?-ვკითხე ჩემ კითხვამ შეაცბუნა ლუკა -კი,კი კარგად ვარ,კარგად ვარ-იმეორებდა სულელივით. ლუკასთან გავედი. -ამბოლო დროს სულ დადარდიანებული მეჩვენები. გვაჩვენებ თავს ვითომ ძალიან მხიარული ხარ, სინამდვილეში კი ძალიან წუხხარ რაღაცაზე. რახდება? -არაფერი ისეთი.-მწარედ გამიღმა ლუკამ -ტელეფონში ხარ მთელი დღე ჩამძვრალი, რამეს მიმალავ? -არა არაფერს გიმალავ. -შეგიძლია მითხრა მე შენი ცოლი ვარ. -ასეთი ცოლ-ქმრობა არ გამიგია, ერთმანეთი არც კი გვიყვარს. -შვილი გვყავს საერთო. -მართალი ხარ-გამიღიმა და მუცელზე ხელი დამადო. -რა დავარქვათ? -არვიცი-მხრები ავიჩეჩე -ემილი-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -უცხოა-ვუთხარი კმაყოფილმა-მაგრამ ძალიან მომეწონა ეგ სახელი. -და რაც შეეხება ბიჭს-გამიღიმა-ბიჭს რაც არუნდა იყოს ოთიკოს ვარქმევ. -ოთიკოს? უბრალო სახელია-ტუჩები მოვმუწე -ჩემთვის უბრალო არ არის. ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. -მთელი ცხოვრება?-შევხედე გაკვირვებულმა. ცოტახანი ჩაფიქრდა. მერე თვალები გააფართოვა და შემომხედა. -მაკარონი-ტუჩი დატეხა და სიცილი დაიწყო. -მაკარონი-ვიკივლე და სამზარეულოში გავვარდი. აქაც კვამლი ნინა რადებილიხარ-ვფიქრობდი გულში . ბოლოს მაკარონოი გადავყარე და ამოვიხვნეშე -პიცა გიყვარს?-შემომხედა ლუკამ -კარგი გამოიძახე პიცა მალევე მოვიდა. იტალიური პიცა. -მმ ვგიჟდები-ამოიბუტბუტა ლუკამ და პიცა დააგემოვნა. -სოკოზე ვაფრენ,იტალიური მაინც სხვა-გამეცინა. მადიანად შევექეცით პიცას. უცებ ეკა გაგვახსენდა. -ეკა დაგვავიწყდა ბიჭო-გავხედე ლუკას. -აუ ეკა.- წავიდა ეკას საძინებლისკენ -დარწმუნებული ხარ რომ შვილისთვის მზად ვვაართ?-გავხედე და სიცილი დავიწყე. -არამგონია-ამყვა სიცილში. -ეკა კარგად ხარ?-შეიჭყიტა საძინებელში ლუკა -კი კარგად ვარ თქვენი წყალობით, ცოტა თავი მტკვი მაგრამ ეგ არაფერი.-თქვა სუსტი ხმით ეკამ. სიცხე გავუზომეთ. 37 და 5 ხაზი ქონდა. პროგრესი იგრძნობოდა. ასე ვუვლიდით ღამის 12 ამდე. თავზე დავტრიალებდით. რაღაც ამბებს ვიხსენებდით. 10 საათი იყო რომ სამივე ვიჯექით საწოლზე და რაღაცაზე ვფიქრობდით. -რამე მოყევით-გამოგვხედა ეკამ -რავი რამოვყევთ -ყველაზე სასაცილო მომენტები თქვენს ცხოვრებაში-გაეცინა ეკას. -კარგი-ჩაფიქრდა ლუკა.-პატარა რომ ვიყავი ერთი გოგო მომწონდა. მაშინ სად მქონდა ტვინი და მის ხელში ჩასაგდებად რას არ ვაკეთებდი. ბაღში ჩემთან ერთად იყო. ბაღში ვერ ვბედავდი მეთქვა რომ მიყვარდა. ამიტომაც მის სახლის სახურავზე ავძვერი და ბუხრიდან ვცადე სახლში შემეღწია და მისთვის ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ცდა არ გამომივიდა. მამამისმა არ ამიშვა სახურავზე. დამინახა და ყვირილი დამიწყო, ის მომენტები რომ მახსენდება სიცილით ვკდვები-ახარხარა ლუკა. ჩვენც ავყევით. -ასეთი დებილი რატომ იყავი შვილო-არ ჩერდებოდა ეკა. -ნინა შენი ჯერია-შემომხედა ლუკა -კარგიი.-ჩავფიქრდი-ბავშვობაში მეგონა მასწავლებლები საპირფარეშოში არ გადიოდნენ. ერთხელ ჩემს ქართულის მასწავლებელ დავუდარაჯდი და მთელი დღე მას დავსდევდი. მაინტერებდა შევიდოდა თუ არა რომ დავრწმუნებულიყავი ჩემს ცოდნაში ამ ამბავის შესახებ. და ერთხელაც საპირფარეშოში ვარ და მძიმე ნაბიჯების ხმა მომსმა. და ქართული მასწავლებელს მოვკარი თვალი.უცებ თვალები გამიფართოვდა და გაოცებული შევეკთხე: მას თქვენ დადიხართ ტუალეტში? 2კვირა არ ვიჯერებდი ამ ფაქტს. ახლა რომ ვიხსენე. ეჰჰ ნეტა იმ დროს-დავიწყე სიცილი ლუკა და ეკა სიცილით გაიგუდნენ -ეკა შენი ჯერია-თქვა სიცილით ლუკამ. -ერთხელ მამაშენი სანამ ხელს მთხოვდა-დაიწყო ეკამ, ლუკამ დასერიოზულდა და ეკას შეხედა-ვეღარ გავუძელი და სახლში მივაკითხე. მის მშობლებმა არავინ იცოდა ჩვენი ამბავი. მაშინ ასეთი დრო კი არ იყო შეყვარებულები ერთმანეთის სახლში რომ დადიან. ცოტა დავლიე ჩემს დაქალ მაკას ერთად და სახლში მივაკითხე მამაშენს. გაშტერებული მიყურებდა კარებში ცოტახანი და ვერ იჯერებდა ასეთ ჩემს ქმედებას. უცებ დედამისი გამვიდა, ჩემი დედამთილი, და დავუწყე: მე თქვენი რძალი ვარ, თქვენი შვილი ძალიან მიყვარს, ისა ესა. მამაშენი დებილივით იდგა ერთ ადგილას და დებილივით მიყურებდა. და ბოლოს მივვარდი და მშობლების წინ ვაკოცე. ეს დრო, წამი წუთი არასდროს დამავიწყდება. რა გაბედული ვიყავი, თინეიჯერი, თავში ავარდნილი-გაეცინა ეკას. -დარწმუნებული ვარ რომ ეგეთი არ იქნებოდით. ამეტებთ ახლა-დავიწყე სიცილი. ასე ვლაპარაკობიდთ შუა ღამემდე მერე მოგვეძნა და ჩვენს ოთახებში დავბრუნდით. -სააბაზანოში შედი რა-გავხედე ლუკას-გამოვიცვალო უნდა, ღამის პერანგი უნდა ჩავიცვა. -რისი გრცხვენია. ცოლ ქმარნი ვართ-თავი გააქნია ლუკამ. -კარგი კარგი, შეტრიალდი მაშინ. -კარგი-ყურებამდე გამიღიმა და შეტრიალდა. ღამის პპერანგ ვიცვამდი და ღილს ვიკრავდი. -ზემოთა ღილი დაგავიწყდა-დაიწყო სიცილი შეტრიალებულმა ლუკამ უცებ ზემოთა ღილს დავხედე და გახსნილი მქონდა -საიდან იცი?-შევცბი . -იცი ამ სარკედან ძალიან ლამაზად ჩანხარ.-და ახარხარდა. -მაიმუნი ხარ მეტი არაფერი.-ავყევი სიცილში და საწოლში ჩავწექი. დღეს იმდენად გამადღლელი დღე მქონდა ცოტახანი დედიკოს ველაპრაკებოდი და გავუთიშე თუ არა ღამიმშვიდობისა ვუთხარი ლუკას და ჩამეძინა. .......................................................................................... -რას შრვებით ბრატცი-მოგვწერა ცოტნემ ღამის 3 საათზე. -აუ რავი ტო რაღაცას ვაკეთებდი-მივწერე -ნიას როდის უნდა დაშორდე ლუკა? -აუ ღმერთო როგორ მომბეზრდა ეგ გოგო. ნეტა მალე გაიგოს ყველაფერი მაგ ბო*მა, როგორ მეზიზღება ხანდახან. -იმედია ნინას ეუბნები რომ ძალიან გიყვარს. -ვეუბნები მარა რად გინდა, უხარია ჩემი ბედნიერება(სიცილის სმაილი). -ცოტა მალე დააჩქარე მოვლენები ბრატ.-მომწერა ცოტნემ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.