შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 22)


7-11-2016, 00:19
ავტორი სატი
ნანახია 2 291

გიორგი სამშობიაროში იყო ნინასთან ერთად. ქეთა და კოტე მთელი საღამო ელოდებოდნენ.როგორც იქნა გამოვიდნენ ექიმი და გიო.
-აბა?!-კოტესთან ერთად მიშკა, ანდრია რომელიც რეაბილიტაციის ცენტრიდან წამოვიდა გიორგის გამო და გეგა კიდე ერთი გიორგის ძმაკაცი.
-გოგოა-დაიყვირა გიორგიმ
-ვაააა გილოცავთ გიო-ერთხმად შეყვირეს ბიჭებმა.შამპანური გახსნეს, ჩამოასხეს და დალიეს. ეთო და თეოც მოვიდნენ და მათაც მიულოცეს. მ
-როდის შეილება ბავშვის ნახვა?
-შენთვის ქეთა დღეს არა. დაიღლებოდი სახლში წადი-მკაცრად გახედა დას გიორგიმ.
-არაა, კოტე უთხარი რამე.
-მართალს ამბობს გვიანია.
-არ არსებობს, მე მინდა და ვნახავ.
-ინკუბატორშია მაინც ჯერ ვერ ნახავ. 1-2კვირა მაინც აქ იქნება სანამ მართლა შვიდი თვის არ გახდება. ეგ კი არა სანამ მერვე თვეში არ გადავა იქამდე არ გამოუშვებენ. არც ნინას არც ბავშვს.
-აუუ...
-წვედით ქეთა-კოტე და ქეთა ყველას დაემშვიდობნენ და წავიდენენ.
***
სახლში მისვლისთანავე ქეთამ დაწოლა გადაწყვიტა. შევიდა ოთახში, გაიხადა და შეწვა. კოტეც შევიდა.
-მოიცა რა აქ წვები?
-ხო შენი ქმარი ვარ ქეთა.
-აუ მისაღებში რო დაწვე ან გიორგის ოთახში?
-ქეთა რა მოხდა?-სახეზე ღიმილი უთამაშებდა კოტეს, თითქოს სპეციალურად ქეთას შერცხვენა უნდოდა.გამოუვიდა კიდეც. ქეთა გაწითლდა და ეცადა სახე ბალიშში დაემალა.კოტემ გაიხადა და დაწვა. ქეთას ბალიში გამოგლიჯა ხელიდან, მერე სახეზე მოკიდა ხელი და ძალით შეახედინა მისთვის.
-მე შენი ქმარი ვარ. ვერ ვხედავ ვერაფერს ამაში სასირცხვილოს.
ქეთა კიდე უფრო გაწითლდა.
-არც არაფერს არ გთხოვ ქეთა. დაწყნარდი სულ კანკალებ-მიიხუტა გულმკერდზე ქეთა და შუქი ჩააქრო. დილას ესევე გაეღვიძათ ერთმანეთზე მიკრულებს.
-არ ადგე ქეთ, საუზმეს მოგიტან.
-აა.. კრუასანები გუშინდელი დარჩა?
-როგორ დარჩებოდა ქეთა იმდენი ჭამე მაგრამ, მე გიყიდე გუშინ 2ცალი. რათქმაუნდა არ გეყოფა მარა რამეს მოვიფიქრებ კიდე.
-ყავაც მომიტანე
-ოოო... აი აქ შევჩერდეთ. მოდი ესე ვქნათ. საჭმელებიდან რაც მოგინდება მარტო იმას კი არ შეჭამ არამედ იმასაც რასაც მე და ექიმი გეტყვით, რომელთანაც ჩაგწერე. თორე მამაიმუნებ შენ რაღაცეებს. არანაირი ყავა. ფორთოხლის წვენი.
-არააა
-კიიი. მეც მომწონს შენ რომ ფეხმძიმედ ხარ უკვე. სასარგებლო პროდუქტებსაც მიირთმევ.
-ჯანდაბა
კოტე გამარჯვებულის ღიმილით წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. ცოტახანში ფოდნოსით ხელში შემოიტანა კრუასანები, შოკოლადის სიროფით ბლინები და ფორთოხლის წვენი.
-ამას დალევ ბოლომდე. მერე ექიმთან, მერე ნინასთან და ბოლოს დედაშენთან.
-დედაჩემთან?
-ხო გიორგიმ მითხრა დიდიხანია აღარ უნახავს და არ დადისო. მე მიმყავხარ.
-კი მაგრამ რას მერჩი?
-რას გერჩი და უნდა ნახო.
-არ მინდა შენ ნახე.
-ნუ ჯიუტობ ადრე ესეთი არ იყავი.
-ჰორმონები-ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა ქეთამ.
-არაუშავს როგორმე მოგარჯულებ.
ქეთამ ბოლომდე შეჭამა ყველაფერი და მერე ექიმთან გავიდნენ.
-რამდენი ხანია ველოდებით სადაა-ნერვიულობდა ქეთა
-მოვა ქეთა დაწყნარდი.
-წყნარად ვარ
ექიმიც შემოვიდა.
-როგორ ხარ კოტე?
-კარგად ქალბატონო ლილი თქვენ?
-მეც კარგად. ქეთა შენ როგორ ხარ?
-მადლობა კარგად.
ლილი კოტეს ბიცოლა იყო.
-დაწექი და გაგსინჯავთ.
ქეთა წამოწვა.
-ეხლა გელს წაგისვამთ ცოტა ცივი იქნება-ექიმმა დაიწყო მისი საქმის კეთება.
-ხო ბიჭია?-ყოველი შემთხვევისთვის იკითხა კოტემ
-კი, ბიჭია. მეოთხე თვე?
-კი.
-აქამდე რატომ არ მოხვედი ჩემთან ქეთა?
-არ იცოდა კოტემ.
-გასაგებია.ნუ ყველაფერი კარგადაა. ეწევი? ან სვამ?
-არა რას კადრულობთ ლილე-გაეცინა კოტეს-სუ რო დააძალოთ პირს ვერ დააკარებინებთ.
-ჰაჰაჰა. სასაცილოა.
-ნერვიულობა არ შეილება. საკვებს რას მიირთმევთ?
-ყავას სვამს ტონობით
-კოტე ორი წუთით გაჩუმდი თუ არა და დაგველოდე გარეთ.
-ყავას ვსვამ კი. მერე ნუ ძირითადად რაც მე მინდა.
-გასაგებია. ესე იგი... აუცილებლად ბოსტნეული. დალევისგან შეიკავეთ თავი, ზედმეტი ურთიერთობებისგან თუ ხვდებით რასაც ვგულისხმობ, არ მინდა გაგაწითლოთ. ქეთა რამდენი წლის ხარ?
-18ის.
-ესე ახალგაზრდა ხარ. ოხ კოტეე.ანალიზები აქ გაქვთ?
-კი-კოტემ მაშინვე გაუწოდა ფურცლები ექიმს. მას სახე შეეჭმუხნა
-ქეთა ჰემოგლობინი გაქვს ნორმაზე დაბალი. ცუდად იკვებები?
-არა
-კი. ძალიან ცუდად იკვებება.
-მადლობა კოტე. ქეთა ეს ცუდია. ბავშვს ემუქრება საფრთხე ამით, უკეთესი იქნება თუ არ გადაიტვირთები, კვებასაც მიხედავ და როცა წნევა გექნება დაბალი მხოლოდ მაშინ დალევ ყავას. ტოქსიკოზი კიდე გაქვს?
-კი, დილაობით განსაკუთრებით.
-რათქმაუნდა, ღამით საწოლთან რამე პეჩენიები დაიდე როცა გულის არევის შეგრძნება გექნება თითო-თითო შეჭამე. დილითაც იგივე.
-მადლობა, ლილე კიდე რამე ხომ არა?
-ანალიზებზე მოდით 1თვეში.
-ნუ, ჩემ ძმას გოგო გაუჩნდა და 7თვიანია.შესაძლებელია ესეთი რამ მეც დამემართოს?
-იცი, ნაყოფი ჯანმრთელი ჩანს. ალბათ 8-9თვიანი იქნება. სუსტი ჩანხარ თუ არ მოუფრთხილდები თავს მუცელი მოგეშლება. ბევრი არ იარო, არ იმუშაო, მძიმე არაფერი არ აწიო, საჭესთან არ დაჯდე. მეტი არაფერი.
-მეტი არაფერიო რაღა დარჩა-გაეცინა კოტეს
-შენ კიდე კოტე. ცალკე ხარ მისახედი. თვალები ჩაშავებული გაქვს, ამ მომენტში შენ უფრო მადარდებ. გადაღლილი ჩანხარ.
-ქეთა მაღვიძებს ღამე შიგ და შიგ.
-გამოიძინე კარგად და ყავა არ გაწყენდა.
ქეთამ და კოტემ მადლობა გადაუხადეს ექიმს და წავიდნენ ნინას და გიორგის სანახავად. პალატაში გიორგი, ნინა, ექიმი და ბავშვი იყო.ბავშვს ულამაზესი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, გიორგისნაირად ქერა თმა, ნინასი სახის ნაკვთები ჰქონდა. ქეთასაც თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როგორც ბავშვს. ქეთასნაირი ნაზი და სათუთი ჩანდა. შესვლისთანავე აიყვანა ხელში ბავშვი.
-რა დაარქვით?
-რა დავარქვით კოტე და ანა.
-ძაან ლამაზი სახელია. მე ტასოს დავუძახებ ხოლმე-ქეთა არავის არ აქცევდა ყურადღებას მხოლოდ ბავშვს ეფერებოდა და არწევდა.
-როდის გამოგწერენ?
-კოტე რამდენ კითხვას სვამ. 1-2კვირაშიო. ქეთა დამიბრუნე ბავშვი-გამოართვა გიორგიმ-მამიკოს ცხოვრება.
-მამიკოსიო მოინდომა ამან. შენ მერეც გეყოფა მომიყვანე ჩემი ძმისშვილი.
-ნახე ძმისშვილიო და არა შენი შვილი. შენი შვილი იქნება 5თვეში და გეკავოს რამდენიც გინდა ნუ სანამ მე არ მოვალ გყავდეს ხოლმე
-აუ უთხარი რამე კოტე გიორგის.
-გითხარი რამე.
-ნერვებს მიშლი!
-კაი დაწყნარდი. დამაკავებინეთ ბავშვი.
-ხელები სუფთა გაქ?
-არა. მოიცა ხელთათმანს გავიკეთებ.
-ჰაჰაჰა მიდი დროზე იქვეა აბაზანა შედი და დაიბანე
კოტე ბუზღუნ-ბუზღუნით შევიდა აბაზანაში. გადაღლილი ქეთა კი ჩამოჯდა საწოლზე, მაგრამ, გადაღლილობით ვერანაირად აჯობებდა ვერც გიორგის და ვერც ნინას. ნინას სახეზე ფერი საერთოდ არ ედო, თეთრი იყო როგორც მკვდარი. ეტყობოდა რომ ძლივს გადაიტანა მშობიარობა. თვალებსაც ვერ ახელდა წესიერად, ვერც ლაპარაკობდა რომ ქეთას მისალმებოდა. გიორგი კიდე გიჟს გავდა, ჩაშავებული თვალები და გაფართოებული გუგები ჰქონდა. წვერი კი მოშვებული ჰქონდა. ეტყობოდა ორივეს რომ გამოძინება ჭირდებოდათ. კოტეც გამოვიდა და ბავშვი ხელში ისე სასაცილოდ აიყვანა რომ ბავშვმა ტირილი დაიწყო. გიორგიმ მაშინვე გამოართვა.
-რა უქენი ბავშვს-მკვლელი სახით შეხედა გიორგიმ-არა მაა. აღარ მოვა ეს ცუდი ბიძია.
-ეე, ცუდი ბიძიაო. ანა ნუ უჯერებ მაგას. რო გაიზრდები მე არ უნდა გატარო კლუბებში?
-რა კლუბებში ჩვენ შვილსაც კლუბებში ატარებ?-გაუბრაზდა ქეთა
-არა, მარტოს არ ვატარებ. ერთად წავიყვან ხოლმე
ქეთამ ზურგი შეაქცია კოტეს და ფანჯარაში დაიწყო ყურება. კოტე მივიდა და უკნიდან შემოეხვია.
-ქეთა... კაი ვიღადავე გოგო. შენ გარეშე ქალების გარდა არსად წავიყვან.
-სად წაიყვაან?
-რა შენც გინდა გოგო? კაი რა.
-რეებს ბოდავ. 18წლამდე ეგეთ ადგილებში არ ივლის.
-აუ საცოდავი ბიჭი.
გიორგის და ნინას სულ გადაავიწყდათ დაღლილობა, ამათ ჩხუბზე გულიანად იცინოდნენ. ბავშვიც დამშვიდდა და დაიძინა კიდეც. ქეთა არ ცხრებოდა და მაინც გაბრაზებული იყო. კოტემ რომ მიხვდა ესე ვერაფერს გახდებოდა გადაწყვიტა პირიქით მოქცეულიყო. ბოდიში კი არ მოეხადა, არამედ პირიქით ეეჭვიანებინა ქეთა.
-კარგი შენ თუ სითბოს არ გამოხატავ ჩემ მიმართ, მაშინ ეთოსთან წავალ.
-წადი-არც შეიმჩნია ქეთამ რომ მართლა აეჭვიანდა.
-მივდივარ-კოტემ მართლა გააღო კარი და ის იყო უნდა წასულიყო რომ ქეთას შეხება იგრძნო ყელზე.
-არ წახვიდე-შემოაბრუნდა და აკოცა.
-ეეე, მოიცა გადით და მერე-გიორგიმ მკლავში ჩაავლო ხელი ქეთას და კოტეს მოაშორა-ბავშვია აქ.
-აუუ-პატარა ბავშვივით დაიწყო წკმუტუნი ქეთამ. გიორგიმ მიიხუტა.
-მეც ვეჭვიანობ ვაფშე რო არ მაქცევ ყურადღებას?
-შენ ფრთხილად ბავშვი დააწვინე მერე ჩამეხუტე.
გიორგიმ დააწვინა ბავშვი და ისევ ქეთას ჩაეხუტა.
-ჩემი ყინული.
-ყინულიო? რეებს მეძახი გიო?
-აუ გაგჭყლიტავ ქეთა ესეთი ცივი რო ხარ მაგიტო.
-არაა-გაეცინა ქეთას.
-კაი წადით სახლში.
-გაგვაგდო. არა ჯერ ქეთა მიმყავს დედათქვენთან.
-კარგს იზამ. გუშინ ვიყავი მაგასთან პროსტა სანახავად.
-არ მინდა-ისევ ჩვეულებრივ გუნებაზე დადგა ქეთა-მაშინ მართალი მითხარი გიორგი. ქალს 16წელი არ გავახსენდით და ისევ დაგვივიწყა. ამდენს არ ვაპატიებ.
-ნუ გაბოროტდი მთლად ეგრეც არ შეილება. მიდი ნახე სალომე ნერვები არ ამიშალო ისედაც დაღლილი ვარ-ეს თქვა და ანიშნა ქეთას ამის მეტს აღარ გეტყვიო. კოტეც და ქეთაც წავიდნენ სალომესთან. სალომე ლოგინში იწვა, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მარტო იყო პალატაში. ხელში საქსოვი ძაფები და ჩხირები ეკავა. ქეთას დანახვაზე თითქოს რაღაც გაუელვა ტვინში, მაგრამ, მაშინვე დაავიწყდა. ქეთას თვალები აუცრემლიანდა სალომეს ესეთ მდგომარეობაში დანახვაზე. მიუხედავად იმისა რომ სალომე 50ის იყო, მას არაფერი არ ეტყობოდა. ქეთასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენი წელი იყო გასული, მიუხედავად ყველაფრისა მაინც ენატრებოდა დედა. დედის დარიგებები, ნერვების მოშლები და ყველაფერი. მამაც ენატრებოდა, მამა რომელიც გვერდში დაუდგებოდა, კოტეს დააშინებდა, შვილიშვილს აიყვანდა ხელში. არ შეეძლო დედის დაკარგვის გადატანა. კოტემ შეამჩნია როგორ აუცრემლიანდა თვალები და როგორ აუკანკალდა ხელები. მივიდა ჩაეხუტა და ხელები დაუკავა რომ აღარ აკანკალებოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება. ჩაის შემოგიტან-გავიდა ოთახიდან კოტე და სალომესთან დატოვა ქეთა.
-გახსოვარ?
-შენ...
-რათქმაუნდა არა. მამა გახსოვს? შენი ქმარი?
-კი.
-რამდენი წლის ხარ?
-32. გიორგი სადაა?
-გიორგი გახსოვს?-ცოტაც და ალბათ უკვე იტირებდა
-როგორ არა. ჩემი პატარა ბიჭი ბაღშია?
ქეთას აღარ შეეძლო ამდენის ატანა და ოთახიდან გამოვიდა, იქ კარზე მიყუდებული კოტე დახვდა.
-ქეთა შებრუნდი.
-რატო მაწამებ-მოიწმინდა ცრემლები ქეთამ.
-არ გაწამებ. არ გინდა დედას გაახსენო შენი თავი?
-არ ვახსოვარ. საკმარისია არ მინდა ამდენი ტანჯვა.
-შენ გგონია მისთვის ადვილია?
-კოტე სახლში წამიყვანე!
-კარგი.დაწყნარდი ოღონდ.
კოტემ ქეთა სახლში მიიყვანა. მისვლისთანავე იგი ოთახში შევიდა და დაიძინა. კოტეც იგივენაირად მოიქცა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

შემეცოდა ქეთა.ცოდვაა.იმედია ამდენი ნერვიულობა არ ავნებს.კარგია,მომწონს ეს ისტორია,კარგად გააგრძელე.იმედია დასასრულიც კარგი ექნება
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი ia

მაგარი ისტორიაა. შენი ყველა რომანი მომეწონაააა. მალე დადე რა შემდეგი.

აუ ძაან ცოდოა ქეთა. მუცელი მოეშლება ამდენი ნერვიულობისგან. გააგრძელე heart_eyes

 


№3  offline მოდერი სატი

ia
მაგარი ისტორიაა. შენი ყველა რომანი მომეწონაააა. მალე დადე რა შემდეგი.

აუ ძაან ცოდოა ქეთა. მუცელი მოეშლება ამდენი ნერვიულობისგან. გააგრძელე heart_eyes

ვეცდები მალე დავდო kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent