შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 9)


31-10-2016, 00:54
ავტორი სატი
ნანახია 2 547

-ქეთა! მაინც დაგიჭერ!(ლუკა)
ქეთა და ნინი ერთად მირბოდნენ. ლუკა და გიო კი წყლის თოფებით მისდევდნენ ქეთას და ნინის.
-ვერაა(ქეთა)
ბოლოს მაინც დაიჭირა. დიდი ხანი თამაშის შემდეგ ბავშვები დააძინეს და ქვემოთ ვახშმისთვის ჩავიდნენ. არავინ არ დახვდათ ქვემოთ რადგან ზედმეტად გვიანი იყო. ლუკა ამზადებდა ვახშამს ქეთა კი ხელებს იბანდა. გიორგიმ დაურეკა და მასაც გაუთიშა. მერე სალომე გააფრთხილა და სამი დღის განმალობაში ტელეფონი არ ჩაურთავს. როცა ჩავიდა გიორგი სახლში არ დახვდა. არც დედამისი. საერთოდ არავინ. დაალაგა ბარგი და დაჯდა სამზარეულოში, ტელეფონი ჩართო და მილიონი missed call დახვდა. გიორგისგან მხოლოდ 2 იყო, კოტესგან 3, ეთოსგან და თეოსგან 20 ან მეტი მაინც. გაუკვირდა გიორგიმ ორზე მეტჯერ რომ არ დაურეკა. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა და ქეთას მისი ძმა დახვდა.
-გამარჯობა-მარტო ეს უთხრა და ოთახში შევიდა
-გამარჯობა-ქეთა ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო რო კოტე და ანდრია დაინახა. კოტე ცივად მიესალმა და გიორგის გაყვა. ანდრია გადაეხვია და ისიც შევიდა. ქეთამ კარი მიიხურა და სამზარეულოში დაჯდა. თეოს და ეთოს მიწერა გამოდით ჩემთანო. მათგან პასუხი ვერ მიიღო ისინი იტალიაში იყვნენ. მშობლები ზედმეტად მდიდრები ყავდათ და თავისუფლად შეეზლოთ სადაც მოუნდებოდათ იქ გაფრენილიყვნენ. მერე გიორგი, კოტე და ანდრიაც გამოვიდნენ ოთახიდან და მისაღებში დაჯდა.
-ქეთუს ყავა გაგვიკეთე რა(გიორგი)
-კაი(ქეთა)
ქეთამ სამი ყავა გააკეთა და გაუტანა იმათ მისაღებში.
-დაჯექი რა ჩვენთან მოგვიყევი რას შვებოდი იქ(ანდრია)
-არა იყოს(ქეთა)
-არ ვიკბინებით(გიორგი)
-ვიცი(ქეთა)
-კიდე გაბრაზებული ხარ ჩემზე?(გიორგი)
-არა
-კაი მაშინ დაჯე რა
-არა მეჩქარება. რაღაც საქმეები მაქვს
-კოტე გაგიყვანს-გაეცინა გიორგის
ქეთამ ბალიში ესროლა გიორგის და წავიდა. ეზოში დედამისი და მამამისი შეხვდა.
-ქეთა შვილო ჩამოხვედი?-ორივე გადაეხვია
-მა მიდი ჩაალაგე ბარგი დღეს საღამოს გადავდივართ
-მე კი ჩალაგებული მაქ მარა ესე მალე?
-ხო. შენ გელოდებოდით
-კაი ავალ მაშინ
ქეთა აბრუნდა ყველაფერი ჩაალაგა და საღამოს გადავიდნენ დიღომში. კერძო სახლი იყო მარტო ერთი სართული ჰქონდა. მაგრამ 5საძინებლით, 3აბაზანით, 1 მისაღებით და დიდი სამზარეულოთი. ეზო არც ისეთი დიდი იყო მაგრამ მაინც კარგი სახლი იყო. ქეთას ცალკე ოთახი ჰქონდა. საღამოს უკვე როცა დაწოლას აპირებდა გიორგიმ დააკაკუნა ოთახის კარზე.
-შემოდი
გიორგი შევიდა და გვერდით საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა ქეთას თან სიგარეტს ეწეოდა.
-ქეთ ხო იცი რო ცხოვრებასი ყველაზე მეტად შენთან ჩხუბი არ მინდა ნუ მალაპარაკებ რა ესეთ ბანალობებზე ტო
-დამანებე თავი რა
-კაი რაზე ბრაზდები ვის არ მოწონებია ადამიანი ხო არ გკლავ
-მე არ გეკითხები შენ მე ვინ მომეწონოს უბრალოდ აქ ნდობის საკითხია შენ ძმაკაცს უფრო დაუჯერე ვიდრე მე
-აუ კაი რა ქეთა ეხა ორივემ ხო ვიცით რო იმაზე გეშლება ნერვები კოტეს რო არ უყვარვხარ
-დროზე გადი ოთახიდან და ნერვებს ნუ მიშლი გიორგი
-ქეთა
-გადი თქო!! ვნახავთ ვინ ვის არ უყვარს!!!
გიორგი წამოდგა და ოთახიდან როცა გავიდა ისე მოიჯახუნა კარი რომ ლამის მთელი სახლი ჩამოიღო. ცოტახანში სალომე შემოვიდა.
-ქეთა შერიგდით თორე უკვე გავაფრენ
-არ მინდა დედა იცი რა ცუდად მექცევა
-კოტეს გამო
-თქვენც მოგიყვათ?!!!
-არაა საჭირო მე ისედაც ვიცოდი(სალომე)
-მაგარია ყველამ იცოდა რომ იცოდა გარდა ჩემ გარდა
-რა?(სალომე)
-ვერ მიხვდები.ძაან ნერვებს მიშლის ვიცი რო კოტეს ვევასებოდი ოდესღაც მაგრამ გიორგის გამო არ მეუბნებოდა
-ეს ესეა საყვარელო ძმაკაცობა მათთვის ყველაზე მაღალ ფლანგზეა და პირველ ადგილზე დგას. ნუ მოექცევი ესე მკაცრად კაი?
-უარესის ღირსია მის დას ვიღაც კოტეს გამო ნერვებს უშლის
-ესაა მისი სამუშაო რო პატარა დას ნერვები აუშალოს და იზრუნოს მათზე
-ქეთა შენ და გიორგი ვიცი რო ყველაზე ახლო ადამიანეები ხართ და მართლა ამ კოტეს გამო მემგონი ესე არ უნდა ჩხუბობდეთ არა?
-არ ვიცი ეგ იმას უთხარი
-გიორგი ჯიუტი ადამიანია
-მეც ჯიუტი ვარ
-გადააბიჯე გიორგის გამო სიჯიუტეს
-გიორგიმაც გადააბიჯოს საკუთარ თავს ჩემ გამო
-ქეთა ის ბიჭია
-მე გოგო
-ქეთა! გეყო ხვალ რომ დავბრუნდები სახლში უკვე შერიგებულები უნდა დამხვდეთ გვიანია დაიძინე
-დიდი ოთახია შეილება ეთო და თეო რომ მოვიდნენ ხოლმე დასარჩენად
-ჯერ გიორგის შეურიგდი და მერე ვილაპარაკოთ. ეხლა ერთიანი ოჯახი უნდა ვიყოთ
სალომე გავიდა
-ერთიანი ოჯახიო გამაცინე დედა. გიორგის ყველა მაგრა კიდიხართ-ქეთა ფანჯრის რაფაზე დაჯდა და ლუკას დაურეკა
-ალო?-ლუკას ნამძინარევი ბოხი ხმა გაისმა. ქეთას რატომღაც დააჟრჟოლა მისი ხმის გაგონებაზე
-რა მოხდა
-მეძინა. რა იყო
-არაფერი ახალ სახლში პირველი დღეა რაც ვარ და უკვე მომიშალეს ნერვები
-რატო
-გიორგიმ მთელ სახლს უთხრა კოტეზე
-მერე
-არაფერი ძაან ნერვებს მიშლის
-თუ კოტე აღარ გევასება რაღატო გეშლება ნერვები
-მართალი ხარ უბრალოდ მაინც გაბრაზებული ვარ რომ არ ჯერა ჩემი გიორგის რომ არ მიყვარს კოტე
-შენ ხომ იცი რომ არ გიყვარს რაღატო იშლი ნერვებს ჩემო ცხოვრება
-ხო კაი გაგაღვიძე დაიძინე
-კაი მიდი მიყვარხარ
-ხო ნახვამდის
ქეთამ გაუთიშა. მერე მიხვდა რომ უხეშად გამოუვიდა და მეც არ უპასუხა კონსტანტინეს. ძალიან შეწუხდა მაგრამ ნამდვილად ვერ მოატყუებდა რომ უყვარდა იგი. შემდეგ შუქი ჩააქრო და დაიძინა. დილით ღრიანცელმა გააღვიძა. რათქმაუნდა კოტე ანდრია და მიშკა იყვნენ მოსულები. ცოტახანში ყველამ ეზოში გადაინაცვლა მხოლოდ კოტე იდგა სამზარეულოში და ყავას აკეთებდა. ქეთა წამოდგა და გავიდა.
-ჰეი გაგაღვიძეთ?
-ხო
-ყავა?
-არა. გასასვლელი ვარ
-აა
ქეთამ შოკოლადის ბურთულები (ანუ ხლოპიები) ჩაყარა თეფში და მერე რძე დაასხა.
-ქეთა მე გიორგის ვუთხარი ყველაფერი
-კაი ერთი
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-არა
-არ გეტყობა
-კაი ვარ
-რატო არ მელაპარაკები
-იმიტომ არ შეილება. შენ ჩემი ძმის ძმაკაცი ხარ მე კიდე მიყვარხარ და თუ შენ იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ მაშინ აზრი არ აქვს ჩვენ ურთიერთობას. ვიქნები ლუკასთან რომელსაც მართლა ვუყვარვარ და შევეცდები მეც შევიყვარო რადგან მართლა მომწონს ეს ადამიანი.
-ის ბაბნიკია
-შენზე უკეთესი ადამიანი აღმოჩნდა
ქეთა ოთახში შებრუნდა.
-ეჰ ქეთა ნეტა სიმართლე იცოდე.(კოტე)
-კოტე მოდიხარ?(გიორგი)
-ჰო(კოტე)



№1 სტუმარი qeta

Kaia meore tavic Dade raaaa

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგია მომეწონა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline აქტიური მკითხველი select

აუუ ეს კოტეე რაა უკვე ნერვებს მიშლის ამ ისტორიაში ყველააა ეს ქეთა კიდე ყველას რატო ეკიდება ოხ იმედი მაქ ცოტა დააგრძელებ თავებს და ქეთას ცოტათი შეცვლი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent