ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (4)
ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე,თუ რა მოყვებოდა ჩემს საქციელს,თუმცა ამის გააზრებას მანამდე ვერ ვასწრებდი სანამ ამ მოქმედებას ჩავიდენდი,ასევე მოხდა ნიკას შემთხვევაშიც,მას იმდენად ვენდე,რომ თავი დავკარდე,დიახ მე მასთან ყოფნის მომენტში თავს ვკარგავდი და ეს სრულიადაც არ მანააღვლებდა,პირიქით,ეს იმდენად მსიამოვნებდა რომ მზად ვიყავი ჯოჯოხეთის მწველი ცეცხლისთვისაც გამეძლო,ოღონდ მისი სუნი მეგრძნო,სამყაროს რომ მერჩივნა სწორედ ის ნიკა იყო,ჩემი პირველი სიყვარული! სიყვარული ბრმააო სწორედაც რომ ბრმაა,რაც არუდ აფართედ გაახილო თვალები შენ მაინც ბრმავდები,ივიწებ შენს წარსულს,ვინაობას და თქვენ წარმოიდგინეთ მომავალსაც კი! ჰოი სიყვარულო! რაოდენ დაუნდობელი ხარ! დაუნდობელი გრძნობა ღვთისაგან ბოძებული,რომელიც მთელს სხეულში დაგვივლის ხოლმე,სხეულს გვიწვავს და მავთულხლართებით აბლანდულ გზაზე გვატარებს ფეხშიშველა,სანამ სატრფოს ნეტარ თვალებს შევხედავთ,აი იქ უკვე ყველაფერი ნათდება,სხეულის წვას გრილი,სუფთა ნიავი წვლის,რომელიც სასიამოვნოდ გველამუნება ყელში,მავთულხლართებს გლუვი ზედაპირი ცვლის,რომელზედაც თიტქოს მივნარნარებთ.ოღონდ მის გვერდით ვიყოთ,ოღონდ მასთან ახლოს და ჯანდაბაშიც წასულა მთელი ქვეყნიერება! გონს მოვდივარ ნეტარი სიამოვნების შემდეგ,თვალებს ფართოდ ვახელ და მის სუნს ვგრძნობ,მეღიმება და ბედნიერი ვბრუნდები მისკენ,ძლიერი მკლავებით ვყავარ მომწყვდეული და სახე გაბადრული აქვს. -ნიკა-ოდნავ ვაჯანჯღარებ და ვცდილობ გამოვაღვიძო -ცოტახანიც რა კატო-ოდნავი ზმუილით მპასუხობს და უფრო ძლიერად მხვევს მკლავებს -ნიკა 12 საათია,ძალიან მშია-სიცილით ვპასუხობ და ცხვირზე ვკოცნი -ჩემი საოცრება ვინარის?-სწრაფად დგება და ღიმილით მიყურებს თვალებში -მგონი მე-ვპასუხობ და ამაზე ორივე გულიანად ვიცინით -როგორ მიყვარხარ რომ იცოდე-თვალები გადაატრიალა და მომეხვია -მთელი გულით და სულით მიყვარხარ ნიკა-წინადადებას გული და სულიც ამოვაყოლე -ვკვდები ისე მიყვარხარ-ყურში მეჩურჩულება და უფრო ძლიერად მეკვრის შიშველ მკერდზე -სიყვარულით არა ნიკა,მაგრამ თუ არ ავდგებით შიმილით ნამდვილად დავიხოცებით-იცინის და ხელში აყვანილი გავყავარ სამზარეულოში -ნიკა!იქნებ მოვიხუროთ მაინც რამე?-მაცივარს ვაღებ და კონტეინერებში ჩალაგებული სალათები გამომაქვს იმდენად გვშია ორივეს რომ სწრაფადვე ვიწყებთ ჭამას,ცოტახანში ერთმანეთს დავცინით. -აღარ მინდა-თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და ნახევრად ცარიელ პლასტმასის კონტეინერს გვერდზე ვწევ -მომაწოდე-ხელის იშვერს კონტეინერისკენ და ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში -ნიკა რამდენს ჭამ?-ამაზე ორივე ვიცინით არაფერს მპასუხობს,უხმოდ ცლის კონტეინერს და იზმორება კმაყოფილი -ჭამის შემდეგ ხო იცი რაც ‘ასწორებს’?-თვალებს ეშმაკურად ათამაშებს და მიღიმის -კი-სიგარეტს ვაწოდებ ღიმილით და კმაყოფილი სახით,ვხვდები რასაც გულისხმობს,თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო უხმოდ უკიდებს და ნაპასს არტყამს.ცოტახანში ფილმის არჩევას ვიწყებთ და ტელევიზორთან ვიწყებთ მოკალათებას. თვითმკვლელთა რაზმს ვუყურებთ.ორივეს მოგვწონს და ყურადღებით ვაშტერდებით ცისფერ ეკრანს.ცოტახანში მეხვვა და უკნიდან მეკვრის.ყელში ნაზად მკოცნის და არც ხორკლები აყოვნებენ ჩემს ტანზე. ხვდება,რომ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს და მიწვევს,თუმცა არ ჩქარობს,ნელა და აუღელვებლად განაგრძობს ჩემს გაგიჟებას.ვნებისგან გაგიჟებულს და ცეცხლმოკიდებულს სუნთქვა მიხშირდება,რაც უფრო მეტად აღაგძნებს მას და მეც მაგიჟებს. ჩემდამოულოდნელად ჩერდება,ლოყებს მიკოცნის,ბოლოს შუბლზე მკოცნის ღიმილით და მანიშნებს რომ ფილმის ყურება განვაგრძოთ. მეც აკანკალებული და ალმოკიდებული ვუქნევ თავს და მის მხარზე თავს ვდებ,ვიტრუნები. -მიყვარხარ მეუბნება და სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ,მინდ აეს წამი საუკუნოდ გაგრძელდეს.ვიმახსოვრებ ყველა დეტალს,რომ შემდეგ ფიქრებში მასთან ერთად ისევ ვიყო ბედნიერი.სწორად ვიქცევი? ეს ფიქრი უმწეოსა და მოწყვეტილს მხდის. ვერ ვხვდები ისე უცებ მიმათრევს ძილი თავის სამყაროში.მექაჩება და მეც ვნებდები, არადა როგორ არ მინდოდა ჩაგვძინებოდ არომელიმეს და დრო ძილში გაგვეფანტა,ყველაზე ძვირფასი 48 საათი,თუმცა რას ვიზამთ ადამიანები ვართ და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. დილით მის მკლავებში მეღვიძება,ბედნიერი და მისი სურნელით ნასიამოვნები ვახელ თვალებს. არ ვაპირებ მის გაღვიძებას,ვცდილობ დიდხანს ვუყურო მძინარეს და მის ყველა ნაკვთს ვიმახსოვრებ,თითოეულ დეტალს,პატარა ჭორფლებს,რომელიც სულ ოდავ აქვს ცხვირზე,იმდენად ცოტაა,რომ მისი დათვლაც კი შემიძლია. ნაზად ვუსვამ სახეზე თითებს და ვეფერები,არ ძინავს,თუმცა თვალების გახელას არ ჩქარობს,შიგადაშიგ იღიმის კიდეც,თუმცა ცდილობდ არ დაეტყოს სიფხიზლე.ცუდი მსახიობია.ვიცინი და ვუღუტუნებ მუცელზე,ახლა კი ნამდვილად ვერ დამალვს. -როგორ მინდა ყოველ დილით ასე გამაღვიძო -მეც ძალიან მინდა -მერე? -რა მერე? -გამომყვები ცოლად? -მეკაიფები? -არ გეკაიფები კატო! რას ქვია გეკაიფები!-შუბლს კრავს -ძალიან მინდა ნიკა-თვალებს მაგრად ვხუჭავ -მერე? რა გვიშლის ხელს?-ცხვირზე ნაზად მკოცნის -არც არაფერი,უბრალოდ არ მინდა ავჩქარდეთ,ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ? -ვხვდები ჩემო ლამაზო და გეთანხმები კიდეც,უბრალოდ მაინტერესებდა რას მეტყოდი,გინდოდა თუ არა ჩემი ცოლობა-მიღიმის რაღაცნაირად არ მესიამოვნა ასე უცებ ერთ უარზე რომ დამნებდა,თუმცა არაფერს ვეუბნები და საპასუხოდ მხოლოდ ვუღიმი.ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს.განუწყვეტლივ ამ სიტყვებს ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო მასთან გატარებული ორი დღის გამო.ბედნიერაბას ვგრნობ,მისით ვსუნთქავ და ეს იმდენად მამშვიდებს,რომ მის გარეშე აღარ მინდა.ამბობენ ბედნიერებას ისე ვერ შეიგრძნობ თუ უბედურება არ გაქვს განცდილიო,თუმცა რატომღაც უბედურების განცდის გარეშეც ბედნიერი ვარ. -არ მინდა წასვლა-ტუჩებს ილოკავს და მიყურებს -ხოდა შენც ნუ წახვალ-მხრებს ვიჩეჩავ -დავრჩე? -თუ გინდა -შენ გინდა? -რა თქმა უნდა მინდა,ამას კითხვა არც სჭირდება -ნეტავ შემეძლოს-ოხრავს და ჭამას განაგრძობს -ისეთი რამეების გაკეთება რაც არ შეიძლება,აი სწორედ ეს არის საიყვარული და არა ის რისი გაკეთებაც შეიძლება-თვითონვე ვოცდები საკუთარი სიტყვებით,არც კი ვიცი ამას რატომ ვეუბნები. -ფიქრობ,რომ არ მიყვარხარ? -ვიცი რომ გიყვარვარ,უბრალოდ-ხმა მიწყდება -უბრალოდ რა კატო?-ჭამას წყვეტს და მიყურებს -არვიცი,ეს ყველაფერი იმდენად რეალურია დ ათან არარეალურიც.ჩვენ ერთმანეთის არცერთ მეგობარს არ ვიცნობთ,ერთი საერთო ნაცნობიც არ გვყავს -და ეს პრობლემაა შენთვის? -არ ვიცი-უემოციოდ ვპასუხობ არაფერს მეუბნება,ისე მხვევს ხელს და კალთაში მისვამს.ნაზად მკოცნის ტუჩებზე,თუმცა მე არც კი ვინძრევი,მწყინს ყურს რომ იყრუებს საერთო ნაცნობობაზე. -დროა წავიდეთ -ესე ადრე? კატო რამე გეწყინა? -არაფერი,უბრალოდ დღეს კვირაა და უნდა მოვემზადო,ხვალ უამრავი საქმე მაქვს -როგორც გინდა ორივენი უემოციოდ ვალაგებთ ჩვენს ნივთებს და მანქანაშიც უხმოდ ვსხდებით -რამე გაწყენინე? -მეკითხება რამდენიმე წუთის შემდეგ და მანქანას ქოქავს -არც კი ვიცი რა მჭირს -მითხარი კატო -ასე მგონია ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს -და რატო ფიქრობ მასე? მე მოგეცი მაგის საბაბი? -შინაგანად რაღაც რომ იგრძნო ამისტვის საბაბი არ გჭირდება -რა იყო ვანგას შთამომავალი ხარ?-იცინის -ხო აი ვანგას გარე ბიძაშვილის მამიდაშვილის მაზლის ცოლის ქვისლის მეზობელი ვარ-სარკაზმიც ასეთი უნდა -ახლო ნათესავები ყოფილხართ კატო-ამაზე ორივე ვიცინით,ჩემსკენ იხრება და თავზე მკოცნის,ემდეგ ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ეთამაშება. სახლში გადაღლილი ვბრუნდები,ვანაში შევდივარ და ცხელი წყლის ქვეშ ვდაგავარ დაახლოებით ერთი საათი,რომ არა ლიკუნა ალბათ კიდევ იდიხანს ვიდგებოდი ასე. -კარგი იყო ნიკუშასთან?-თვალებს ეშმაკურად აფახუნებს ლიკუნა -რა? რა ნიკუშა?-გაოცებისგან პირს ვაღებ -შენ რა გგონია მეც მასე დამაბოლებ როგორც დედას და მამას?არა ჩემო ლამაზო დაიკო,კარგად ვიცი სადაც იყავი,მე მეძახი გარყვნილს და შენ ვი ყოფილხარ-სიცილს იწყებს -გაჩუდი არ გაიგონ!-ხმა მიმკაცრდება და ვანიშნებ რომ მოკეტოს,თუმცა არ ცხრება -აღიარებ ხო?-ფხუკუნებს -ჰო ნიკასთან ვიყავი,თუმცა რასაც შენ ფიქრობს ის არ გვქონია -ოჰ! დავიჯერე უცებ -თუ არ გჯერა ეგ შენი პრობლემაა,იცოდე ამას ვინმესთან გაიმეორებ და ჩათვალე რომ ჩემგან ერთს თეთრსაც ვეღარ მიიღებ-ვითომ ვემუქრები ლიკუნას -რა გჭირს ? შენი და ვარ მტერი კი არა -შენ მტერზე უარესი ხარ როცა ფული გინდა მაშინ. მალევე გადის ლიკუნა ჩემი ოთახიდან,რატომღაც ნიკა არ მწერს და არც მირეკავს,ვნერვიულობ და ყველაზე ცუდს ვფიქრობ იმ მომენტში.ათასი აზრი მიტრიალებს თავში,თუმცა ვცდილობ საკუტარი თავი დავამშვიდო და ცუდზე აღარ ვიფიქრო. ვფიქრობ,ჯობს მე თვითონ დავურეკო,რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ მპასუხობს -სად ხარ ნიკა? -ავლაბარში ვარ დეიდაშვილთან,შენ რას აკეთებ? -არაფერს,სახლში ვარ -კარგია,აპირებს დღეს სადმე გასვლას? -არვიცი,შეიძლება გოგონებთან გავიდე -კარგი მიდი,მოგვიანებით დაგირეკავ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.