სიმარტოვე
ხანდახან ისე ხდება , რომ ყველაფერი საშინლად გღლის. ზედმეტი ლაპარაკი, ღიმილი, სიყვარული.ხანდახან უბრალოდ გინდა ,რომ ყველაფერმა ცოტა ხნით არსებობა შეწყვიტოს და დარჩე ყველაფერთან მარტო. მერამდენე დღეა ვდგები და საკუთარ თავს ვუდასტურებ , რომ ქუჩები დადიან ჩვენში, რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ, რომ გვჭამს საკვები, რომ გვსვამს წყალი, რომ მზეს ჩვენ ვათბობთ. ახლა მეცხრე სართულის აივანზე ვდგავარ და რომ არა აივნის წინააღმდეგობა აუცილებლად ჩავვარდებოდი. ადამიანური ურთიერთობებიც ასეა, ვინც წინააღმდეგობას გვიწევს და მიგვითითებს შეცდომებზე ის არის ჩვენი საყრდენი. იდეალური ცხოვრება არასდროსაა, თუმცა ყოველთვის გამოჩნდება განსაკუთრებული და შესანიშნავი მომენტები, რომლებიც მას მეტ ხიბლს შემატებს. ამბობენ ნახევარი წუთი მთელ ცხოვრებას ცვლისო, მთავარია შენ სწორად მიხვდე ამ ნახევარი წუთის მნიშვნელობას და ზუსტად გამოიყენო ის. ხანდახან ყველაფერი ხდება. ეგ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს, თუ არ წაიქეცი ვერ მიხვდები რა გემო აქვს ლაღად რბენას, თუ არ დამარცხდი ვერ დააფასებ გამარჯვებას. ეს დაუნდობელი სამყარო იმდენად მშვიდია, რომ ნებისმიერ, ყველაზე ღრმა გრძნობასაც კი აჩლუნგებს. ყველაფერი კარგი დროებითია და ხშირად ვერ ვაფასებთ უბრალო მომენტებს, სანამ მათი უკან დაბრუნება და მოგონებად ქცეული ყველა წუთის რეალობად გადაქცევა არ მოგვინდება... ვერ ვიხსენებთ მას, რისი დავიწყებაც ალბათ ადრეულ მომენტებში ძალიან არ გვინდოდა... დრო გადის და შენ ისევ ვერ ხვდები , რომ არცერთ სიხარულში დრო არ გინდობდა... უცნაურია შენი სიყვარული , რაღაც ისეთს ჰგავს , რაც არასდროს არ ყოფილა და მაინც არასდროს არ დამთავრდება. ისევ ღამე, ისევ ოთხის ნახევარი, ისევ მოგონებები. ღამე ფანტასტიური დროა, მან ყველაზე ყველაფერი იცის. იცის სიმართლე ვინ ვის უყვარს, ვინ ვის სძულს, ღამეს ვერაფერ გამოაპარებ. ღამემ იცის რაზე ფიქრობ , რა გტკივა, რა გიხარია.დღისით შეგიძლია რამდეიც გინდა იმდენი იცინო, მაგრამ ღამე მაინც გეტირება. ღამე ძალიან ბევრ რამეს გვპატიობს, მას სძულს სიყალბე. სწორედ ღამეა ის , რაც გვჩუქნის სიმარტოვის შეგრძნებას. ახლა რომ ვუფიქრდები, მართლა არარეალური იყო , რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი. სხვაგვარად არ შეიძლება ადამიანს რეალურად უყვარდეს ვინმე ასე ძალიან და მისგან მაინც შორს იჭერდეს თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.