შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 6


7-11-2016, 15:23
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 833

ზამთარი მიიწურა. დადგა ჩემთვის უსაყვარლესი წელიწადის დრო გაზაფხული. ადრე, დიდი ხნის წინ ჩვეულებად მქონდა, რომ მარტის ყოველ პირველ რიცხვში ანდროსთან ერთად ჩვენ საყვარელ ადგილას ოკაცეს კანიონზე მივდიოდი და თითქმის მთელ დღეს იქ ვატარებდი. ამ მოგონებებმა და იმის გაცნობიერებამ, რომ დღეს ზუსტად ის დღე იყო სახეზე ღიმილი მომგვარა. მენატრებოდა ძველი დრო, ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები, კიდევ ანდროს სიზმრების მოსმენა მენატრებოდა. შემეძლო დამეფიცა, რომ ამ ადამიანს ყველაზე უცნაური სიზმრები ესიზმრებოდა მთელს მსოფლიოში. ძილის წარმოსახვებში ხან მტვერსასრუტის ბუნკერი იყო, ხან მანქანის ძრავა ხან კი ცხენზე დადებული უნაგირი. შემდეგ ამ ყველაფერს მე მიყვებოდა და ორივე ერთად გულიანად ვიცინოდით. იმ დროს მზე ჩემთვისაც ანათებდა, ახლა კი...
არ ვიცი . . .
8 8 8
-მე დავბრუნდიი! -მომესმა სანდროს ხმა შემოსასვლელი კარიდან და ტელევიზორი გავთიშე
-შეგეძლო არ გეჩქარა -უკან მივტრიალდი და გაოცებისგან პირი დავაღე. მეტრეველს ხელში პატარა საშინელი შესახედაობის პუდელი ეჭირა, რომელსაც ყელზე წითელი საყელური ეკეთა
-ეს რა არსებაა?
-მგონი ძაღლია. წარმოგიდგენია? ვიღაც იდიოტი მზადაა მის მპოვნელს ფული გადაუხადოს -სახეზე ღიმილი აღებეჭდა -ქალაქში განცხადება ვნახე, და ზუსტად ორი ფეხის ნაბიჯზე ამასაც გადავაწყდი.
-რამდენს იხდიან? -ღიმილი მეც მომერია
-არ ვიცი, მაგრამ ამ საცოდავის გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ ბევრი არ უნდა იყოს
-სხვა დროს ეცადე ცხოველები აქ არ მოიყვანო, ძაღლის ბეწვზე ალერგია მაქვს
-მართლა? ზუტად ახლა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდე იცი? -წარბები აათამაშა
-არ გაბედო და ეგ არსება ჩემთან ახლოს არ მოიყვანო -მივუხვდი ჩანაფიქრს და მაშინვე ფეხზე წამოვდექი
-რატომ? ხედავ შენთან უნდა -თქვა და რამდენიმე ნაბიჯი ჩემი მიმართულებით გადმოდგა
-სანდრო! -დავუყვირე და როცა მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი სასწრაფოდ ჩემი ოთახისკენ მოვქუსლე. ისიც გამომეკიდა, მაგრამ ჩემდა ბედად შევასწარი და კარიც გადავკეტე, რომ ვეღარ შემოსულიყო.
-იდიოტო! -გავძახე ოთახიდან და ნატკენ ხელზე, რომელიც მისაღებიდან გიჟივით გამოვარდნის დროს კედელს მივარტყი, ხელი მოვისვი
-მაგიჟებს შენი თბილი სიტყვები -კარის მეორე მხრიდან მეტრეველის სიცილი გავიგონე. შემდეგ ყველანაირი ხმა მიწყნარდა და მივხვდი, რომ იქაურობას მოშორდა.
ოთახიდან მანამ არ გამოვედი, სანამ იმ პატარა ურჩხულს პატრონმა არ მოაკითხა და ჩვენი სახლიდან საბოლოოდ არ წაიყვანა. მერე სამადლობელი სიტყვებიც გავიგონე და შემოსასვლელი კარიც დაიხურა. მხოლოდ ახლა გადვატრიალე კარის საკეტი და გარეთ თვალების აქეთ-იქით ცეცებით გამოვედი. სანდრო მაცივარში შემძვრალიყო და რაღაცას ეძებდა, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია ისე გადმოდო მაგიდაზე დიდ პარკში ჩაწყობილი პროდუქტები და იქედან მათი ნაწილ-ნაწილ გადმოლაგება დაიწყო.
-რას აკეთებ? -სამზარეულოს სკამზე დავჯექი და ინტერესით მივაჩერდი
-ნაყინი მინდა
-სუპერმარკეტში რატომ არ ჩახვალ და არ ამოიტან?
-მე ჩემი რეცეპტი მაქვს. თუ გინდა გაგასინჯებ
-ჯერ შენ გასინჯე. მერე დავფიქრდები -საზურგეზე გადავწექი და გულხელდაკრეფილი მივაჩერდი
-კარგი როგორც გინდა -თქვა და ჯამში შოკოლადის მუსი ჩაასხა -ჰო მართლა დღეს შენი რომეო არ გამოჩენილა. რა მოხდა უკვე ფეხებზე დაგიკიდა? -ირონიულად გამომხედა
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ ჩემმა ტელეფონმა მოულოდნელად ვიბრაცია გამოსცა და ეკრანზე თეთრი კონვერტი დაეხატა. როგორც ველოდი ლეოსგან იყო. სანდროც მიხვდა და უკითხავად განაგრძო თავის საქმე. თან უკმაყოფილოდ ჩაეცინა.
წერილი უხმოდ გავხსენი. მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა "მენატრები".
"მეც მენატრები"-დავუბრუნე პასუხი და შემდეგი შეტყობინების მოლოდინში ეკრანს დავაშტერდი.
"თუ ასეა იცი სადაც მნახო. 8:00 არ დააგვიანო"
"არ დავაგვიანებ" -ჩვენი მიმოწერა ამით დასრულდა. ის ადგილი კი სადაც ლეოს უნდა შევხვედროდი არც მეტი არც ნაკლები თექვსმეტსართულიანი შენობის სახურავი იყო. პირველად იქ სამი კვირის წინ ამიყვანა. არ ვიცოდი სად მივდიოდით, რადგან თვალებზე მისი ხელი მქონდა აფარებული, მაგრამ როცა შევჩერდით და სახეში ჰაერის მკვეთრი ნაკადი მომაკსდა მივხვდი, რომ სიმაღლეზე ვიმყოფებოდი. მას შემდეგ იგი ჩვენს საფირმო ადგილად იქცა. ხშირად, ღამითაც კი, იქ საათობით ვიხსედით, ლეოს ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა გადახლართული, გულში მიხუტებდა და ერთად ვუსმენდით ქვემოთ გადაშლილი ქალაქის ხმებს. ახვლედიანი ყოველთვის ამბობდა, რომ აქედან სამყარო სულ სხვაგვარი მოჩანდა. იმაზე ბევრად უკეთესი ვიდრე სინამდვილეში იყო და ამაში მეც ვეთანხმებოდი. ჩემდა გასაოცრად ის ადგილი მეც შემიყვარდა, მაგრამ არა მის გამო.
სარკესთან დიდი ხნის განმავლობაში ვტრიალებდი. თითქოს წასვლას ვაფერხებდი, თან განუწყვეტლივ საათს ვუყურებდი, რათა არ დამგვიანებოდა. ჩვეულ სტილში მეცვა-დახეული ჯინსები და სპორტული კაპიუშონიანი მაისური, რა თქმა უნდა კედებთან ერთად. კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, თუ რას ვაკეთებდი და ამჯერადაც უსიამოვნო ემოციების მთელი ტალღა დამაწვა გულზე. ეს უკვე ნაცნობი შეგრძნება იყო და დიდად ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ამის უფლება არც მქონდა . . .
ოთახიდან მობილურით ხელში გამოვედი და მისაღებში შევედი. სანდრო აღარსად ჩანდა. ალბათ სადმე წავიდა -გავიფიქრე და სახლიდან გასულმა გასღები ხალიჩის ქვეშ დავტოვე. ვიცოდი, რომ დღეს მასზე მეტად მე დამაგვიანდებოდა და არ მინდოდა მთელი ეს დრო კარის წინ დაფენილ ფეხის საწმენდ ტილოზე ჩამომჯდარს გაეტარებინა.
ლიფტი გაფუჭებული იყო, ამიტომ კიბეებს სირბილით ჩავუყევი. გზაში საფეხურებს ვითვლიდი. საბოლოო ჯამში სამოცი გამოვიდა და როცა ბოლო სართულიც ჩავამთავრე თვლა შევწყვიტე. უკვე სადარბაზოდან უნდა გავსულიყავი, რომ უეცრად მაჯის საათს დავხედე, სიჩქარეში ჩემკენ ნელი ნაბიჯებით მომავალი ბიჭი ვეღარ შევნიშნე და პირდაპირ თავით შევასკდი. ინსტიქტურად, ისე რომ მისი ვინაობით არც დავინტერესებულვარ თავზე ხელი მივიჭირე და თვალდახუჭულმა თავი აქეთ-იქით გადავაქნიე, თითქოს ამ გზით ტკივილის მოშორებას შევძლებდი.
-ცოტა ნელა სიარული არ გაწყენდა -უცნობის გაღიზიანებულმა ტონმა მაიძულა თავი ამეწია და თვალებში ჩავხედე
მოულოდნელად ერთ ადგილს მივეყინე. ჩემს წინ სწორედ ის ტიპი იდგა, ვისგანაც ლეოს მისამართი გავიგე. ჩვენი გამომშვიდობება არც თუ ისე სასიამოვნოდ მაგონდებოდა, ამიტომ პირველად რამაც თავში გამიელვა ის იყო, რომ მას არ ვეცნე. შემდეგ თანდათან გავაცნობიერე, რომ ეს შეუძლებელი იყო და მზერა თამამად გავუსწორე.
-მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდა
-ეს მეც ვიცი -კვლავ ცივად მომიგო -შენ აქ ცხოვრობ? -მოულოდნელად ძალიან უცნაური კითხვა დამისვა და გაკვირვებულმა თვალები რამდენჯერმე დავახამხამე
-ეს რამეს წყვეტს?
ბიჭმა ეჭვით გამომხედა.
-რადგან გკითხე ალბათ ჰო
-აქ ვინმეს ეძებ? -გული შიშისგან ამიფრთხიალდა
-შეიძლება ასეც ითქვას -თქვა და ჯიბეში ქექვას მოჰყვა. შემდეგ იქედან ვიღაცის ფოტო ამოაძვრინა და ფრთხილად გამომიწოდა -ამ ტიპს იცნობ? თუ რამე იცი მითხარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
სურათს დავხედე და კინაღამ ენა ჩამივარდა. მასზე მეტრეველი იყო გამოსახული. არა არ მეშლებოდა, ნამდვილად სანდრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამაში უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული გადავწყვიტე მისთვის სიმართლე არ მეთქვა და ფოტოს ეჭვნარევი მზერა მოვაშორე. გული მიგრძნობდა, რომ ახლა ასე უნდა მოვქცეულიყავი.
-არა არსად მინახავს, რატომ მეკითხები?
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია -თქვა და პატარა ოთხკუთხედი გაღალდი ხელში შემომაჩეჩა. მე გიორგი მქვია და თუ რამეს შეიტყობ აუცილებლად დამირეკე. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის სადღაც აქვეა და მას ვიღაც ხელს აფარებს
-კარგი აუცილებლად -გავუღიმე და გავშორდი. ამდენი გაურკვევლობა უკვე მეტისმეტი იყო. ვერც ის შევძელი სადნროსთვის ეს ახალი ამბავი შემეტყობინებინა. მისი მობილური როგორც ყოველთვის გამორთული ან გასული იყო მომსახურეობის ზონიდან . . .
დანიშნულების ადგილს ისე მივადექი, რომ ვერც კი გავაცნობიერე. გონება მომხდარზე ფიქრობდა, ფეხებს კი თითქოს თავისით მივყავდი იმ კორპუსისკენ, სადაც ლეოს უნდა შევხვედროდი. ტრანსპორტით წასვლა გადავიფიქრე, მინდოდა გზაში რამდენიმე წუთის წინანდელი ახალი ინფორმაცია გადამეხარშა და მივმხვდარიყავი რა საქმე უნდა ჰქონოდა სანდროსთან გიორგის, მაგრამ თავში არანაირი აზრი არ მომდიოდა. ამ ყველაფერში გაურკვევლობის გარდა ვერაფერს ვხედავდი.
მაღლა ჩაფიქრებული ავედი და ირგვლივ მიმოვიხედე. ლეო არსად ჩანდა. მაჯის საათს დავხედე, წესით უკვე აქ უნდა ყოფილიყო. ესღა მაკლია მის ლოდინში სული ამომხდეს. -გავიფიქრე უკმაყოფილომ და ის-ის იყო მისთვის უნდა დამერეკა, რომ უკნიდან ვიღაცის ძლიერი მკლავების შემოხვევა ვიგრძენი. მალე ამ შეგრძნებას ყელზე ტუჩების შეხებაც დაემატა, რომელმაც მაიძულა თვალები მაგრად დამეხუჭა.
-შენს სურნელზე ჭკუას ვკარგავ -ჩამჩურჩულა ყურში ახვლედიანმა და წამის მეასედში თავისკენ შემატრიალა
-მეგონა შენზე ადრე მოვედი
-პაემანზე გოგონები აგვიანებენ და არა პირიქით -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა
-არის გამონაკლისი შემთხვევებიც
-მართლა? -თქვა და უფრო მეტად მიმიზიდა
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი, რადგან ამ დროს მისი ტუჩები
ჩემსას შეეხო და და თმაში შეცურებულმა ახვლედიანის ხელმა თეძოსკენ გადაინაცვლა. წამით კოცნა შევწყვიტეთ და ერთმანეთს თვალებში შევხედეთ. ლეო ვნებამორეული მიყურებდა. ეს მზერა კიდევ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მერე იყო კოცნა, ამჯერად უფრო ხანგრძლივი. ვხვდებოდი საქმე საითკენაც მიდიოდა, მაგრამ არ ვეწინააღმდეგებოდი. მე ამ ყველაფრისთვის ჩემი თავი დიდი ხნის წინ შევამზადე და ახლა ვერ დავნებდებოდი. ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ბუნდოვნად ვხედავდი იქვე მიმობნეულ ჩემს ტანსაცმელს, სანახევროდ ვგრძნობდი ჩემს სხეულზე მოსრიალე მის ხელებს და გახურებულ ტუჩებს, რომლის ყოველი შეხებაც მორიგ უსიამოვნო გრძნობებს იწვევდა ჩემში. მომეჩვენა, რომ წუთები საუკუნეებად იქცა. გულს მირევდა ჩემი საქციელი და ის ადამიანიც ვინც ასე ხარბად ისრუტავდა ჩემი სხეულის ყველა უჯრედს, ყველა მონაკვეთს, თითოეულ ადგილს. ეს იყო რაღაც ენით აღუწერელი საშინელება, მაგრამ მე არ მქონდა უფლება ამას შევეჩერებინე. მოულოდნელად ჩემი თავი დავაჯერე იმაში, რომ ლეო ჩემთვის სასურველი მამაკაცი იყო და სრულ თავდავიწყებაში გადავეშვი. მასთან ერთად.
8 8 8
არ ვიცი რამდეხანს მეძინა. როცა თვალები გავახილე ახვლედიანი ჩემგან სულ რაღაც ორი სანტიმეტრის მოშორებით იწვა და ჩემს ზურგზე საჩვენებელ თითს დაასრიალებდა. როდესაც დაინახა გამეღვიძა ლოყაზე ნაზად მაკოცა და გამიღიმა.
-კარგად გეძინა?
-ჰო -თვალები დავხუჭე და მისი ხელი ჩემსაში გადავხლართე. ლეომ მკლავებში მომიმწყვდია და გულში ჩამიხუტა. მთელ ტანზე ეკლებმა დამაყარა, თვალწინ დამიდგა ცოტა ხნის წინ მომხდარი და კვლავ საშინელი შეგრძნებების კორიანტელმა მოიცვა მთელი ჩემი არსება. -რომელი საათია?
-პირველის ნახევარია. გთხოვ ამაღამ აქ დარჩი -ახვლედიანის სახეს ღამის ქალაქის მკრთალი შუქი და ცაზე ვერცხლისფრად მოკაშკაშე მთვარე ანათებდა
მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე და ფეხზე წამოვჯექი. ლეომაც მომბაძა, თმა გვერძე გადამიწია და ბეჭებზე ხელები დამაწყო.
-ნანობ ბაბი? -მოულოდნელად დასმულმა ამ კითხვამ გამომაფხიზლა და თავი მსუბუქად მივატრიალე
-არაფერს ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია. უნდა წავიდე
-იმედია არ იფიქრე, რომ ჩემთვის ეს დროებითი ურთიერთობაა
-ვიცი -ვთქვი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე -თუმცა მართლა უნდა წავიდე
-გვიანია. მე კი შენთან ყოფნა მინდა. მინდა მთელი ღამის განმავლობაში მოგეფერო. გთხოვ დარჩი
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამას სიკვდილი მერჩივნა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ ღამის სუსტი ნიავი და ჩემს სხეულზე თამამად მოსრიალე მისი ხელები . როგორი ცარიელი ვიყავი ამწუთას, სრულიად ვერაფერს ვრძნობდი და არაფერი მესმოდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა-ეს უნდა გამეკეთებინა, ეს უნდა გამეკეთებინა, ეს უნდა გამეკეთებინა . . .
8 8 8
დილით ისე ჩავიცვი და წამოვედი ლეოსთვის არაფერი მითქვამს. თავიდან წერილის დატოვება მინდოდა, სადაც ჩემი ასე მოულოდნელი გაუჩინარების მიზეზს ავუხსნიდი, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადავიფიქრე. მზიანი და თბილი დღე იყო. უხმოდ მივუყვებოდი ქალაქის ქუჩებს და ყელში მომდგარ ცრემლებს საშუალებას არ ვაძლევდი ერთიანად ამოეხეთქა. ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი მძულდა. მძულდა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მისით ჩემთვის ყველაზე საძულველმა ადამიანმა ისიამოვნა. გულს მირევდა იმი გახსენება, რაც გასულ ღამით მოხდა და მთელი ჩემი არსება ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა არაფერი გამომდიოდა. რამხელა ტანჯვას განვიცდიდი ამწუთას. მეგონა ჩემი თავი ამ ყველაფრისთვის საკმაოდ კარგად შევამზადე და ეს გრძნობები არ უნდა გამომეცადა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. იმ დღეს მივხვდი, რომ წინასწარ რამის თქმა ერთი დიდი სისულელე იყო და ისიც გავაცნობიერე, რომ მომავალშიც მელოდა მსგავსი და შესაძლოა უფრო რთული დღეები. ამისთვის საკმარისად ძლიერი არ ვიყავი, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ შევძლებდი. ამას იმ ადამიანების გამო გავაკეთებდი, ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა და რომლებიც ახლა ჩემს გვერდით აღარ იყვნენ . . .

სახლამდე ფეხით მივედი. შესასვლელთან ლიფტი გამოვიძახე და მეშვიდე სართულის ღილაკს თითი ისე დავაჭირე მისთვის არც შემიხედავს. სანამ კარი გაიღებოდა ერთ წერტილს უაზროდ მივშტერებოდი, თითქოს ვცდილობდი მის მიღმა რაიმე დამენახა. მხოლოდ მაშინ მოვხიზლდი, როდესაც მარჯვენა და მარცხენა კარი გაიხსნა და შიგნით ორი პატარა ბავშვი შემოვიდა, რომლებსაც ზურგზე სკოლის ჩანთები ჰქონდათ მოკიდებული და ერთმანეთს საშინაო დავალებაში მიღებულ ნიშნებს აჩვენებდნენ.
სადარბაზოში ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი და სახლის კარი შევაღე. ერთხანს შემოსასვლელში გავჩერდი, სარკეში ჩემს ანარეკლს შევავლე თვალი და ცივ მინას ხელი მივადე. შემდეგ ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ჩანთა იქვე დავაგდე, აბაზანაში გიჟივით შევვარდი, ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. მთელს სხეულს ვიკაწრავდი და ყველანაირად ვცდილობდი არ ავტირებულიყავი. მანამ არ მოვისმვენე, სანამ შხაპის თითქმის ნახევრად სავსე გელი ბოლომდე არ ჩავცალე. მინდოდა სხეულიდან მისი ბინძური ხელების კვალი ჩამომერეცხა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ამაში მხოლოდ შხაპის მიღება ვერ დამეხმარებოდა.
წყალი გადავკეტე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და საშხაპე კაბინიდან გამოვედი. პატარა აბაზანა თითქმის მთლიანად ორთქლში გახვეულიყო. სუნთქვა კვლავ გამიხშირდა, ყელში ბურთი გამეჩხირა და ნერვული კანკალი ამიტყდა. მორჩა, მეტი აღარ შემეძლო, ამ ემოციებს უკვე ვეღარ ვიკავებდი, ამიტომ კედელთან ჩავიმუხლე და განადგურებული ბოლო ხმაზე ავღრიალდი. ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა თვალებიდან და ვერც ნერვულ ცახცახს ვუმკლავდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამყარო თავზე მენგრეოდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი, რათა ამ ნანგრევებიდან გამეღწია. გული საშინელი ტკივილისგან მეკუმშებოდა, თავში სრული ქაოსი იყო და მთელს ტანზე ბუსუსები მაყრიდა. ამ ხმამაღალი ყვირილისგან ყელიც კი ჩამეხლიჩა, მაგრამ მაინც არ ვჩუმდებოდი. აბაზანის კარზე კაკუნის ხმა, თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმოდა. ყურადღებას უკვე აღარაფერს ვაქცევდი. ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. სრულიად ყველაფერი.
მერე რაღაც გაურკვეველი ბგერები მიწვდა ჩემს ყურთასმენას. ორჯერ თუ სამჯერ, რაღაც მსხვრევისმაგვარი ხმაც გავიგონე. აქედან სულ რაღაც ორ წუთში, კარიც შემოიღო და მკლავზე ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი. მე კი კვლავ ვღრიალებდი. არ ვაქცევდი ყურადღებას, თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო. მთელი გონებით ამ გაუსაძლის ტკივილზე ვიყავი გადართული და ისტერიკის შეკავებას ვერაფრით ვახერხებდი.
-ბაბი რა გჭირს? -ხმამაღლა ყვიროდა მეტრეველი რათა ჩემი ხმა გადაეფარა -ბაბი დამშვიდდი -შემანჯღრია, მაგრამ მაინც ვერაფერი მომიხერხა. საკუთარი ხმა თვითონაც მაშინებდა, მაგრამ ვერ ვჩუმდებოდი. თითქოს ჩემს მოქმედებს სხვა მართავდა და არა მე. სანდრო უეცრად ფეხზე წამოხტა, კედელთან მიმაგრებულ სარკესთან მივარდა და რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა.

დამენახეეთ რაა ვინც კითხულოობთ. თორე მეკარგება გაგრძელების სურვილი :*



№1  offline წევრი ბაბუაწვერა

ძალიან განსხვავებული და საინტერესოა... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს smirk

 


№2 სტუმარი Ketis

Me dzaan momwonsssss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent