შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 8


7-11-2016, 19:03
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 959

იმდენად დამაბნეველი და ამავე დროს სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. რომ ცოტა ხანს გონს ვერ მოვედი. მთელ სხეულში ვნების ჟრუანტელმა დამიარა და კოცნაში ავყევი. მაგრამ მალე გავიაზრე ყველაფერი, წყალი სახეში შევასხი და შევაჩერე
-ხოო აი ეს ნამდვილად მჭირდებოდა, თორემ ცეცხლი მეკიდებოდა უკვე. შენ კი ანთებული ხანძარი დროებით ჩააქრე. მაგრამ არა სამუდამოდ. ნაკვერჩხალი დატოვე,- გაეღიმა მას
-სანდრო ეს რას ნიშნავს ? ასე რატომ მოიქეცი?-დაბნეული ვლუღლუღებდი
-რას ქვია რატომ? ვერ ხვდები?
-იქნებ შევცდი შენშიც და შენც ისეთივე ხარ როგორც სხვები?
-მგონი მაგის თქმის უფლება არ გაქვს და არც ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს ჩემში
-ასე აღარასოდეს მოიქცე კარგი? ხმა გავიმკაცრე
- რა ვქნა სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია
-რატომ?
-იმიტომ რომ... იმიტომ რომ მომწონხარ
-სანდროო ეგ არ შეიძლება, არ უნდა შეგიყვარდე და არ იფიქრო ჩემზე
-არაფერი მესმის
-დრო მოვა და გაიგებ
-იქნებ ახალა მითხრა?
-ვერ გეტყვი, არ შემიძლია
-სწორედ ეგაა შენი პრობლემა რომ არ აძლევ სხვებს დახმარების უფლებას და ვერც თვითონ უმკლავდები.
-შენ.. შენ უბრალოდ...
-ხოო იქნებ მითხრა ყველაფერი?-ახლა მან გაიმკაცრა ხმა.-იქნებ მითხრა რომ სხვა გიყვარს?
-სანდროოოო,- ცრემლი მომადდგა თვალზე.-არასწორად არ იფიქრო
-აბა თუ ასეა თავს რატომ მაწონებ?
-რა?
-ხო ვხვდები რომ შენც მოგეწონე და ცდილობ რომ მეც მომაწონო თავი. მაგრამ ეგ არაა საჭირო. ისედაც მომეწონე მაშინვე როგორც კი დაგინახე და დამელაპარაკე. განსაკუთრებით ეს ოქროსხელები მომეწონა,- სანდრომ გამიღიმა, ჩემი ხელები თავის ტორებში მოიქცია და ერთმანეთის მიყოლებით დამიკოცნა.
-კარგი რააა სანდრომ ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება?
-არ ვხუმრობ?
-აბა რა იცი შენ მე როგორი ადამიანი ვარ?
-ადამიანებში არ ვცდები.
-ხანდახან ყველა ვცდებით
-მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ. არ დაგავიწყდეს ეს.
-როგორ ფიქრობ ეს არ მაძლევს უფლებას რომ ხვალვე წავიდე აქედან?
-არ წახვალ ჩემი დახმარება გჭირდება. მაგრამ ბოდიშს მაინც მოგიხდი და გთხოვ რომ ამან ჩვენს მეგობრობაზე არ იმოქმედოს?
-ერთი პირობით. ჩემს გარეშე არაფერი გადაწყვიტო და არაფერი არ გააკეთო ჩემთან შეუთანხმებლად.
-კარგი, არაკაცი არ ვარ რომ ქალს რამე ვაიძულო. არასოდეს მოვიქცევი ქალთან არაკაცურად. ძალით კიდევ ვერც ერთ ქალს ვერ დაიმორჩილებ, მისი ნება-სურვილის წინააღნდეგ არასოდეს წავალ. განა აქ არ მყავხარ ამის მაგალითი?ვერ ვიტან იმ კაცებს ამას რომ ცდილობენ.
-ხო ეგ კი, მაგრამ იცი რომ ახლა შენ მე კოცნა მომპარე?-გამეღიმა მე
-გულიც რომ მოგპარო წინააღმდეგი იქნები?
-მარტო სიყვარული არაა საკმარისი იმისთვის რომ საყვარელ მამაკაცს ყველაფერი მისცე. მისთვის ყველაფერი დათმო და მას ეკუთვნოდე. არც იმის უფლებას მოგცემ რომ შენი ქალების სიას შევუერთდე.
-ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყვენენ ქალები, რომლებიც იმისთვის არ ყოფილან რომ მათთან სერიოზული ურთიერთობა მქონოდა და ოჯახის შექმნაზე მეფიქრა. ყველა ერთნაირი იყო. ყველას მხოლოდ გართობა და ჩემი ფული და სოციალური მდგომარეობა აინტერესებდა. შენ ერთადერთი ხარ ვისაც ეს არ აინტერესებს და მხოლოდ პატიოსნებას და წესიერებას აფასებ ადამიანში. სწორედ ეს მხიბლავს და მიზიდავს შენში.შენს გვერდით სხვანაირი ვხდები, ბედნიერი ვარ და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ .
-არა სანდრო არ შეიძლება. არ უნდა შეგიყვარდე. გავუმეორე კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და სანამ რამის თქმას მოასწრებდა ოთახში გავუჩინარდი. ცხვირწინ მივუხურე კარი. ვგრძნობდი ის ჯერ კიდევ კარს იქით იდგა და წასვლა ვერ გაებედა. გული მიფანცქალებდა. ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც. ვიცოდი რომ ცხოვრებაში საუკეთესო მამაკაცს შევხვდი, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი რომ მასზე უარი უნდა მეთქვა. მე თუ არა ის მაინც დამშორდებოდა როცა სიმართლეს გაიგებდადა კიდევ ერთ გულისტკენას ვეღარ გადავიტანდი...

დილით რატომღაც ბედნიერს გამეღვიძა. ოთახში დარჩენა ვამჯობინე და სასაუზმოდ არ გავსულვარ. გარედან ხმაური მომესმა და კარგად გავიგე რომ სანდრომ უკვე გაიღვიძა. კარზე დამიკაკაუნა. თავი მოვიმძინარე. ახლა მასთან საუბრუსთვის მზად არ ვიყავი. ოთახში უნებართვოდ შემოვიდა, მომიახლოვდა. ჩემს საწოლთან ჩაიცუცქა. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. მერე საბანი გამისწორა და ოდნავ გასაგონად დაიჩურჩულა.
-მართლა რა საყვარელი და რა ლამაზი ხარ? ნეტავ ოდესმე შენც თუ იგრძნობ იმას რასაც მე უკვე ვგრძნობ?-თავზე გადამისვა ხელი. მერე დაიხარა ლოყაზე მაკოცა და სრაფად გავიდა ოთახიდან. მისი და დანარჩენების წასვლა არც გამიგია. მხოლოდ შუადღეს გამოვედი ოთახიდან როცა შიმშილმა ძალიან შემაწუხა.
-გამარჯობათ ნანი დეიდა დღეს როგორ გრძნობთ თავს?
-მადლობ შვილო, დღეს არამიშავს. შენ რომ არ ყოფილიყავი არ ვიცი რა მომივიდოდა.
-ასე არ შეიძლება. გადაიღალეთ.უნდა დაისვენოთ. მოდი დღეს მე მოვამზადებ ყველაფერს. უარს არ მივიღებ. არ დაგავიწყდეთ თქვენ ხომ ყველაფერი მასწავლეთ.
ის თითქმის ძალით მოვწყვიტე საქმეს და სკამზე ჩამოვაჯინე.
-მოდი ჩვენ დღეს ერთად ვისადილოთ და მერე ჩაი ერთად დავლიოთ.
მაცივრიდან საჭმელი გამოვიღე, სუფრა უცებ გავშალე და ვისაუზმეთ.ნანი ხვდებოდა რომ რაღაც მაწუხებდა მაგრამ თავს იკავებდა კითხვისგან. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაინც მკითხა.
-დღეს არ ხარ ხასიათზე? რამე მოხდა?
-არა არაფერი, უბრალოდ ჩემი საქმე მომენატრა ძალიან და ვნერვიულბ რომ ამდენი ხანი მომიწია აქ დარჩენა.
-ხომ იცი რომ ხელს არ გვიშლი. რამდენ ხანსაც გინდა დარჩი აქ. შვილივით გიყურებ უკვე. ყველაფერი მოგვარდება. მთავარია იმედი არ დაკარგო.
-სწორედ ეგ მაძლებინებს და მაგიტომ ვარ ასე მშვიდად. იმედს არ ვკარგავ. მოდი ახლაჩაის დავდგავ და თან გავაგრძელოთ საუბარი. ჩაიდანი გაზზე შემოვდგი.
ცოტა ხანი კიდევ გავიდა. ჩუმად ვიყავით ორივე
-თუ გინდა მომიყევი შენი პრობლემების შესახებ. ცოტა გულზე მოგეშვვება.
-იცით ამაზე საუბარი ძალიან მეუხერხულება . ვთქვი და ჩაი დავასხი
-ნუ გერიდება მითხარი როგორც დედა დაარიგებს შვილს ისე მოგისმენ შენც და საიდუმლოდ შევინახავ.
მის წინ ჩამოვჯექი და ნელ-ნელა დავიწყე.
-იცით აქ იმის გამო ვარ რომ ვიმალები. თუმცა არაფერი ჩამიდენია. ერთ ბიჭია ნიკა. რომელიც როგორც მეუბნება ვუყვარვარ და უნდა რომ მისი ცოლი გავხდე. მე კი ვიცი რომ უბრალოდ მისი აკვიატება ვარ და არ ვუყვარვარ. ასე იმიტომ მექცევა რომ უარი ვუთხარი და თავმოყვარეობა შეელახა. სულ უკან დამდევს და ისე მავიწროვებს. ბოლოს მუქარაზეც გადავიდა და სწორედ მაშინ მომისწრო სანდრომ .
-იქნებ მართლა უყვარხარ და ცდები?იქნებ მისცე შანსი შვილო?
-არა ნანი დეიდა არ გამოვა ეგ საქმე. როგორც ვიცი ნარკომანია და თან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი.
-ასეთი რა ჩაიდინა?
-ორი წლის უკან ჩემი ძმა მოკლეს და სწორედ ისაა დამნაშავე მის სიკვდილში. ჩემთვის შოკი იყო ეს რომ გავიგე. იმდენად დიდი კავშირები აქვს და იმდენი ფული აქვს რომ თავის დაძვრენა შეძლო და დანაშაული სხვამ დაიბრალა მის მაგივრად. იმ საწყალ ბიჭს ფული გადაუხდეს და მანაც აღიარა რომ ვითომ მან მოკლა ჩემი ძმა.
-რა საშინელებაა. რა პატარაა ეს ქალაქი. მაინცდამაინც თქვენ რატომ გადაეყარეთ ერთმანეთს ირგვლივ ამდენი გოგოა. -გაოგნდა ის
-ხო ბედმა ისევ შეგვახვედრა.
-ეს სანდომ იცის?
-არა არ იცის. ის უბრალოდ შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს და დამეხმარა ისე რომ არც უკითხავს მიზეზი. არ ვიცი ოდესმე დამანებებს თუ არა თავს ის ბიჭი
-რომ გეთქვა სიმართლე იქნებ ასეც ყოფილიყო და მოგვარდებოდა ყველაფერი.
-რომ არ მოგვარდეს და პირიქით უარესად გართულდეს? ამიტომ ვიკავებ თავს რომ არაფერს ვიძახი.
-უფალი მოწყალეა შვილო. ყველაფრის მოგვარებში დაგვეხმარება, მთავარია გული არ გაიტეხო. ნანიმ გულში ჩამიხუტა. საოცარი სითბო მოდიოდა მისგან.
-ახლა ოთარი გამომივლის და საავადმყოფოში უნდა წავიდეთ ექიმთან. რამე პრობლემა ხომ არ იქნება შენ რომ მარტო დარჩე?
-არა ნანი დეიდა. პირიქით ექიმთან აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ხომ იცით წნევასთან ხუმრობა არ შეიძლება. მშვიდად წადით, არ ინერვიულოთ არაფერზე. ის კი არა ვახშამსაც კი მოვამზადებ. დღეს ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ.
-კარგი მაშინ წავალ მოვემზადები. ხო მართლა სანდროს და თიკოს არაფერი არ უთხრა, არ მინდა ინერვიულონ. მოდი ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს. ჩაეღიმა მას და დადებითი პასუხის შემდეგ სამზარეულო დატოვა.


მათი წასვლის შემდეგ თმა შევიკარი. წინსაფარი ავიფარე და მზარეულობას შევუდექი. ჯერ ნანის რეცეპტით ქათმის წვნიანი მოვამზადე. შემდეგ სალათი და ბოლოს დესერტად ნამცხავრი. ის იყო გაზქურაში შევდგი რომ კარზე ზარი გაისმა. საათს დავხედე შვიდი სრულდებოდა. ხელი გავიმშრალე და კარი გავაღე. სანდრო დაბრუნდა.
-ოჰ გამარჯობათ ქალბატონო . როგორც ვხედავ უკვე კარსაც თქვენ მიღებთ, ამისთვის დიდად მადლობლი ვარ. სასაცილოდ გაიკრიჭა და სახლში შემოვიდა
-მასხარა ხარ. მივაყოლე უკან და კარი დავხურე.
-სად არიან ჩემები?
-შენი მშობლები გასულები არიან. წეღან დარეკა ნანი დეიდამ ჩემს დასთან დავრჩებით დღესო. თიკოს დააგვანდება მოსვლა.
-ჩვენც ხომ არ გავსულიყავით სადმე?
-არაა. თავი მტკივა დღეს.
-კარგი როგორც იტყვი. მაშინ აქ ვივახშმოთ ძალიან მშია. გვაქვს რამე?
-კი წვნიანი მოვამზადე, სალათი და ახლა ნამცხვარს ვაცხობ
-იმიტომაცა ასეთი გემრიელი სუნი?-გაეცინა მას
-მგონი დამეწვაა,- ვიყვირე დ სამზარეულსკენ გავიქეცი. ის უკან მომყვა
-დაიწვა?
-არა მოვასწარი,- ვთქვი და ნამცხვარი გაზქურიდან გამოვიღე.
მაშინ წავალ მე გამოვიცვლი და მერე ერთად ვივახშმპოთ.
-კარგი. არ დააგვიანო მივაძახე მე.
მალე სუფრას მივუსხედით და გემრიელად ვივახშმეთ.დღეს ორივე რატომაღაც ძალიან მხიარულები ვიყავით და ბევრს ვხუმრობდით.
-გიყურებ და იცი რას ვფიქრობ ახლა?
-რას?
-უკვე ნამდვილი დიასახლისივით იქცევი. თავს ისე გრძნობ თითქოს დიდი ხანია აქ ცხოვრობ და ერთი აზრი მებადება მგონი მართლა უნდა დაგიტოვო.
კინაღამ თეფში გამივარდა ხელიდან ეს რომ გავიგე. თავი ხელში ავიყვანე და გაბრაზებული სახით მოვუბრუნდი მას.
-ეს აღარ გაიმეორო.
-რატომ?რატომ გაქვს ამაზე ასეთი რეაქცია?
-იმიტომ რომ ერთ დროს ამას უკვე დამპირდნენ, ოცნების კოშკები ამიგეს. ცაში ამაფრინეს მაგრამ, მწარდე დამანარცხეს მიწაზე და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ხელები მაგიდას დავარტყი მის წინ და თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.
-მესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ აღარ უნდა სცადო სხვასთან
-ნუ ხუმრობ კარგი?-მოვლბი ცოტა.
-და თუ არ ვხუმრობ,- ახლა ის წამოხტა და უფრო ძლიერად დაჰკრა მაგიდას მუშტი. ხმაურისგან შევხტი და მოვიკუნტე. ტელეფონის ზარმა კი უფრო მეტად შემაშინა და წამოვიკივლე.
-დამშვიდდი, დამშვიდდი. მომეხვია ის და თავზე ხელი გადამისვა.-მაპატიე ასე აღარ დაგელაპარაკები არასოდეს. აი უპასუხე შენი ტელეფონია. ძალა მოვიკრიბე და ტელეფონს ვუპასუხე. ეკა იყო.
-როგორ ხარ?
-კარგად ეკა შენ?
-მეც, მომისმინე შენები გირეკავდნენ და ტელეფონი გამორთული რომ გქონდა ინერვიულეს. იქნებ ხანდახან მათაც დაურეკო ხოლმე თორემ სულ გადაირივნენ. მამაშენმა კინაღამ გადამასახლა.
-კარგი ხო დამავიწყდა. დღეს დავურეკავ.
-მოკლედ ერთ კვირაში შენი ბიძაშვილის ქორწილია და უნდა ჩახვიდე.
-რომელი ბიძაშვილის?
-ლალი თხოვდება და შენ რომ იქ არ იყო ხომ იცი ეგ არ შეიძლება?
-კარგი აუცილებლად ჩავალ. შენსკენ რა ხდება?
-ჩემსკენ კი არა კიდევ მაქვს ახალი ამბები ნიკა აქ არაა. გუშინ გერმანიაში გაფრინდა რაღაც საქმეზე და ზუსტად ვიცი რამდნეიმე დღე არ იქნება, მამამისს ელაპარაკებოდა და შემთხვევით მოვკარი ყური ამ ამბავს.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. ზუსტად ვიცი. კიდევ მაქვს ახალი ამბები მაგარამ ამას სხვა დროს გეტყვი.
-ეხლა რომ მითხრა?
-ეხლა არა. დამიჯერე ასე ჯობს.
-როგორც შენ იტყვი. თავს გაუფრთხილდი მეგობარო. აბა დროებით.
-ხომ კარგი ამბავია?-მკითხა სანდრომ როცა საუბარი დავასრულე
-კი მშვიდობაა. მეტიც კარგი ამბები გავიგე. ახლა შემიძლია სახლს დავუბრუნდე. ვთქვი გახარებულმა
-და ეგაა კარგი ამბავი შენი აზრით?-მოიწყინა მან
-სანდრო ხომ იცოდი რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა?
-კი მაგრამ მაინც ძნელია შეგუება. ძალიან შეგეჩვიე. გული დამწყდება.
-არა უშავს, ხომ არ სრულდება ყველაფერი?
-მართალი ხარ.
-არ მოიწყინო. გახსოვს ამასწინათ გითხარი ჩემთან დაგპატიჟებ თქო და ახლა შეგიძლია წამოხვიდე ჩემთან ერთად თუ შეძლებ.
-მართლა?-სახე გაუნათდა მას .-სიამოვნებით? როდის მივდივართ?
-შაბათს.თან ჩემი ბიძაშვილის ქორწილია და კარგად გავერთობით
-კარგი წავიდეთ. აბა მოვდიავარ დამვდი დიდო სვანეთო, ორივეს გაგვეცინა მის ნათქვამზე.
-თქვენ რა მხიარულად ჭუკჭუკებთ?რა ხდება მშვიდობა გაქვთ?-შემოსასვლელში თიკო იდგა და იღიმოდა.
-კარგად ვართ. როდის მოხვედი?-დამასწრო სანდრომ
-ახლა მოვედი . წავალ დავისვენებ რაღაც ვერ ვარ კარგად.
-რა ხდება ამ სახლში? დეპრესიებმა და სევდამ შემოგვიტია?თქვა მან
-რატომ იძახი მაგას?
-რაღაც სჭირს. ბოლო დღეებია ვერ ვცნობ.
-წავალ დაველაპარაკები, ვთქვი მე...

კარზე რომ დავაკაკუნე თავიდან თიკოს ხმა არ ამოუღია, მოგვიანებით თვითონ გამიღო კარი. შევამჩნიე რომ ნამტირალევი იყო. თვალები დასწითლებოდა.
-ხომ კარგად ხარ?რამე მოხდა?
-არაფერი. მგონი ალერგიაა.
-მატყუებ?კარგად ვარჩევ ალერგიასაც და ნამტირალევ თავლებსაც.
-შემოდი სანდრომ არ გაგვიგოს,- თიკომ კარი დახურა და საწოლზე ჩამოვჯექით საჭორაოდ.ხმას არ იღებდა.
-მეტყვი რა მოხდა?
-მერიდება.
-ეს სიყვრულს ეხება ხო?
-საიდან მიხვდი?
-კარგად ვიცი როგორია შეყვარებული ქალი. ამიტომ აგვიანებ ამ ბოლო დროს სახლში მოსვლას? იჩხუბეთ? მასაც უყვარხარ?-დავაყარე კითხვები
-არა, უფრო სწორად არ ვიცი. წესივრად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.
-მოდი მომიყევი და მოგეშვება .
-მოკლედ ერთი კურსელი გვყავს. როგორ ვთქვა ერთი გათამამებული, ავარდნილი გოგოა. საყვარლებს ხშირად იცვლის. ხოდა ამასწინათ ახალი საყვარელი მოიყვანა კურსელების შეკრებაზე და გაგვაცნო. რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, ის ბიჭი მომეწონა. მერე გავიგე რომ მან ის ბიჭიც გამოიცვალა უფრო სწორქდმან მიატოვა. ის მასზე უარესი აღმოჩნდა მექალთანე. თავისას რომ მიაღწია ეს მიატოვა და სხვა გოგოზე გადავიდა. იმ ბიჭს რამდენჯერმე შევხვდი შემთხევით რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრის ბიძაშვილი ყოფილა. ვიცეკვე, კარგი დრო გავატრეთ, მომეწონეო მითხრა, მე კი ვიცი როგორც მოვეწონე და თავს შორს ვიჭერ მისგან ,არ მინდა გამომიყენოს და მიმაგდოს როგორც დამარჩენები მაგრამ ძალიან მომწონს და რა ვქნა.
-დამშვიდდი თიკო. არაფერი აგძნობინო. თავი მისგან შორს დაიჭირე. აცადე დაგიმტკიცოს რომ უყვარხარ ან სერიოზულად ფიქრობს შენზე. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
-ჩემი საოცრება გოგო ხარ შენ, გამიცინა და მომეხვია ..
-გოგოებოოოოო რაღაც მოვიფიქრე. გაისმა სანდროს ხმა. წამოდით რაა.
-რა ხდება სანდრო ?
-რა ხდება და ჩაიცვით, სადმე გავიდეთ გასართობათ, როგორც ჩანს ორივე მოწყენილი ხართ დღეს.
-სად მივდივართ?
-რა ვიცი სადმე? თქვენ აარჩიეთ?
-არ ვიცი შენ რამე მოიფიქრე სალო?
-არც მე არ ვიცი,გასართობად არ დავდივარ ხოლმე.
-ყველაფერი ჩემი მოსაფიქრებელი რააა. ჩაიბურტყუნა მან, -თქვენ მოემზადეთ და მე მოვიფრებ რამეს მანამდე რამეს.-ხო სალო შეგიძლია შენს მეგობრებს დაურეკო შემოგვიერთდნენ.
-კარგი დავურკავ..

მალე მოვემზადეთ და სახლიდან გავედით. სანდრომ გადაწყვიტა ბოულინგის სათამაშოდ წავსულიყავით. მერე რა რომ თამაშს აზრზე არ ვიყავი. ეკა და ირაკლი მაშინვე დამთანხმდნენ, იდეა მოეწონათ. მისამართი მივწერე. მათ ლოდინში სანდრომ ლუდი და წვენები შეუკვეთა.
-სან წვენი არ გვინდა, დღეს ჩვენც ლუდს დავლევთ. თქვა თიკომ და ძმას ლუდის ბოკალი გამოსტაცა ხელიდან და ნახევრამდე ჩაიყვანა.
-მოიცა დღეს თქვენ დალევას აპირებთ?
-კი სანდრო დღეს ჩვენ დავლევთ. დავეთანხმე მეც
-რადგან ასე ესეგი მომიწევს მეც ფხიზლად ვიყო?
-კი მოგიწევს. საჭესთან ზიხარ. არ დაგავიწდს.
-მანქანას დავტოვებ და ტაქსით წავიდეთ სახლში, დღეს ყველა ვერთობით. ჩაიცინა სანდრომ და კიდევ ორი ბოკალი ლუდი შეუკვეთა. შემოსასვლელში ჩემები დავლანდე და დავუძახე. ისინი მოგვიხლოვდნენ და მოგვესალმენ. ამ დროს თიკომაც მოიხედა და ირაკლი რომ დაინახა გაშრა, სახეზე ფერი გადაუვიდა და ძლივს წარმოსთქვა .
-გამარჯობა ირაკლი....



№1  offline წევრი sopho)

მაგარია მაგარი

 


№2 სტუმარი makukuna

ვაა, იკუშა ნახე რააა, როგორი მექალთანე ყოფილა. აწი ვეღარ გაბედავს ალბათ თაკოს მოტყუებას. სანდრო მიყვარს. ქორწილის ამბები მაინტერესებს მოუთმენლად. არ დაგვიანო რაა.

 


№3  offline წევრი kato wiklauri

შემდეგი თავიც მალე იქნება თითქმის მზადააა

 


№4 სტუმარი elene

Dges dadeb ??

 


№5  offline წევრი kato wiklauri

კი დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent