"ხდება ხოლმე" (ნაწილი 1)
როდესაც დიდ ქალაქში ცხოვრობ გინდა, რომ გავდე თინეიჯერებს რომლებსაც ყავთ ბოიფრენდი. ვინც არ უნდა მომწონებოდა ყოველთვის ვპოულობდი მათში რაღაც ნაკლს. ბიჭთან განშორების გამო არასდროს მიტირია ამ მხრივ ძლიერი ვარ. მეზიზღება როდესაც ვუყურებ როგორ ტირის გოგო იდიოტი ბიჭის გამო რომელმაც მისი ფასი არ იცის.ხო მართლა ახლა ცოტა რამ ჩემზე: მე ნინა მქვია. 24წლის ვარ უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ დავამთავრე და ახლა ვმუშაობ. მე საავადმყოფოში ექთნად ვმუშაობ. მშობლები არ მყავს ცოტა ხნის წინ დაიღუპნენ სამწუხაროდ. მათთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მქონდა. ახლა კი ვცხოვრობ მშვენიერ ბინაში რომელიც მშობლებმა დამიტოვეს. ახლა საავადმყოფოში ვარ ჩემს პაციენტს ახალ ამბავს ვაცნობ: -თქვენ ხომ ელენე ბრძანდებით? -კი მე ვარ. რა ამბებია? -ქალბატონო ელენე მე არ ვიცი უნდა მოგილოცოთ თუ თქვენთვის სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ თქვენ ორსულად ბრძანდებით. -ღმერთო ჩემო ! არა არა ამიტომ არ წამსვლია გული! გამორიცხულია!! -ვწუხვარ,მაგრამ ახლა თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ბავშვზე იფიქრეთ. -არ შემიძლია -რით დაგეხმაროთ იქნებ ვინმეს დავურეკო? -არავინ მყავს ვისაც ამას ვეტყვი -შემიძლია რამე გავაკეთო თქვენთვის? -არვიცი არვიცი სიგიჟის პირას ვარ ! -კარგი მე უნდა გავიდე თუ დაგჭირდებით დამიძახეთ გავედი და ჩემი სახში წასვლის დროც მოვიდა. ქუჩაში მივდივარ და ვფიქრობ იმ გოგონაზე რომელსაც ვიღაცამ ასე მწარედ ატკინა გული! მე არ ვიქებ თავს, მაგრამ ჩემი სილამაზე ნამდვილად აოცებს ყველას მეც კი ! მაღალი, ქერა, მწვანეთვალება... თან ხალხის აზრით ძალიან კეთილი ვარ. ერთხელ მეც მატკინეს გული, მაგრამ იმ გოგონას როგორც ატკინეს ისე არა. ჩემი შაბათ-კვირა ჩემს დაქალებთან ერთად კლუბში ყოფნით შემოიფარგლება... სწორედ ამ კლუბში გავიცანი ადამიანი რომელიც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.