შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (15 თავი)


8-11-2016, 02:09
ავტორი terooo
ნანახია 3 718

თავად მისტერ უჟმურობა, იაგო იჯდა ჩემს წინ და ალბათ ჩაწითლებულ თვალებში მიყურებდა. რომ სცოდნოდა უნებლიედ რა სახელი შევურჩიე ნეტა რას მეტყოდა? იქნებ საერთოდ არაფერი და მხოლოდ ღიმილით შემოფარგლულიყო. რა დროს ეს იყო, მისი შემყურემ ტკივილის ახალი ტალღა ვიგრძენი სულში. თვალები უფრო მეტად ჩაშავებოდა და უფრო მეტი ტკივილი გამოსახვოდა სახეზე, არც ერთი ნერვი არ უტოკდებოდა. ეს ყველაფერი კი ჩემი ბრალი იყო, ისევ ჩემი ბრალი და არავისი სხვისი, მისი განადგურებული სახის შემყურე, ისევ ცრემლი მომერია ოღონდ ამჯერად უხმო, მალული და უნებლიე.
-არ იტირო რა ისევ.- მუდარა ისმოდა მის ხმაში, უცებ გადმოჯდა ჩემთან ახლოს ხელები მომხვია და მის გულში ჩავიკარგე- ის დაბრუნდება. დაბრუნდება. ის დაბრუნდება- დაუღალავად იმეორებდა და იმეორებდა ერთი და იგივეს.
-მე რომ შენთვის დამეჯერებინა და წავსულიყავი ნაინა ახლა ჩვენთან ახლოს იქნებოდა, ან შენთან, ის არ წავიდოდა- ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ იმდენად დაცულად ვგრძნობდი მასთან თავს, იმდენად სუსტი ვიყავი მასთან, მის გრძნობებთან, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი, იმდენი სითბო მოდიოდა მისგან უნებურად ძლიერად მოვხვიე ხელები, თავი კომფორტულად დავადე მხარზე და გრძნობებს გასაქანი მივეცი, უფრო სწორად ცრემლები თავისით მოედინებოდნენ. ახლა კი ნამდვილად ვგძნობდი შვებას.
-დამშვიდდი- თმებზე მეფერებოდა და ჩუმად მეუბნებოდა- ნაინამ იცის რასაც აკეთებს, მისი ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ყოველთვის მართალია, ამიტომ არასოდეს დამიშლია მისთვის დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები. არასოდეს დამიშლია მისთვის წასვლა, მისი წასვლით ყოველთვის კარგი ხდება, სწორედ ამის იმედი მაქვს ახლაც.
-კი მაგრამ მე რომ მჭირდება?- ისე წამოვიყვირე თითქოს შორს იდგა და ჩემს ხმას ვერ გაიგონებდა.
-დამშვიდდი, მე აქ არ ვარ. იცის რომ გჭირდება, მაგრამ გაუძლებ. როდესაც იგრძნობ რომ უკვე ბრძოლა აღარ შეგიძლია, ის მოვა გაგიღიმებს და ბრძოლის ჟინს ჩაგინერგავს. მაგრამ მე მანამდე შენთან ვარ, სანამ ის არ დაბრუნდება შენთან ვიქნები.
-შენ ყოველთვის სადღაც ხარ, ყოველთვის რაღაცას არკვევ, ვიღაცეებს შეთანხმებას ადებინებ, მშვიდობას აფრქვევ და მე ამ ყველაფერში სად ვარ- რომ წარმოვიდგინე რომ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ იყო, სული დამიცარიელდა, აი რატომ განვიცდიდი, აი რატომ არ ვუტყდებოდი ჩემს თავს.
-პატარა შერლოკი ხარ- გაეღიმა და სახეზე დამაცქერდა, ის ღიმილი მე რომ თავგზას მიბნევდა.- ჩემებმა არ იციან ეს ყველაფერი და შენ საიდან?- და ისევ გაუნათდა სახე
-ნუ მიღიმი, მე საერთოდ არ მეღიმება.- გავიბუსე პატარა ბავშვივით.
-მითხარი, შენი მეგობარი რას იტყოდა შენს ცრემლებზე?
-ჩემი კეთილი ფერია?
-ჰო ის, მე სხვა არავინ ვიცი შენს ცხოვრებაში.
-ის... ის... ისეთი განსხვავებულია, ჩემს ცრემლებსაც განსხვავებულ ახსნას მოუძებნიდა, -ისევ მის მხარზე მედო თავი, მას კი ჩემი თმები ჩაებღუჯა- დამცინებდა, არ დამიჯერებდა ცრემლებს, მერე კი გაიოცებდა, მეტყოდა რომ ამ განსაცდელისთვის მე მზად ვიყავი, ეს ყველაფერი ისე არ მოხდებოდა, ამ განსაცდელის შემდეგ რაღაც დიდ ბედნიერებას უნდა ველოდო, რომ ცრემლი ტკივილს ვერ კურნავს მაგრამ ცრემლებს საშუალებას აძლევს უკეთესი გამხადოს, უფრო სათნო, თბილი და გულისხმიერი, თუ კი მტკივა, თუ ცრემლი მომდის, თუ ისევ არ დავცემულვარ, ვერ დავდივარ მაგრამ დავხოხავ, ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ცოცხალი და და არსებობისთვის ვბრძოლობ, რომ ის დავიმსახურო რაც ჩემია.
-როგორია ის?- მკითხა ჩუმად.
-ხომ გითხარი, არასდროს არ მინახავს, გიკვირს ხომ?- თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე, სითბო იყო, თაფლისფერად უნათებდა თვალები, ვარსკვლავს ვხედავდი და ჩემი სახის ანარეკლს, მერე ისევ ჩვეულ ფორმას და ადგილს დავუბრუნდი- ვიცი მეც მიკვირს, როგორ შეიძლება იცოდე ამდენი რამ ადამიანზე და არასოდეს გყავდეს ნანახი, მე დრო გამეპარა, ის კი ამ დროის მანძილზე თითოეულ წუთს იყენებდა, მასში ჩემი დაკაგული თავისუფლების შეგრძნება დავინახე, ეკრანს მიღმა თვალები და სუფთა სული, აი რა არის მასში ყველაზე დიდი და ძლიერი. მიჯაჭვულობა.
-და მე შენს გვერდით მემართება მიჯაჭვულობა.- ჩუმად და უცებ მითხრა.
-ჰო, მე არ გაძლევ საშუალებას რომ მომშორდე.- მაცდურად გავუღიმე
-როდესაც გინდა მშვენივრად აზროვნებ და ყველა წვრილმანს არკვევ, ახლა კი ვითომ ვერ ხვდები რაც გითხარი.- ღიმილით მითხრა და შუბლზე თბილი ტუჩების შეხება ვიგრძენი, მთელი სხეული გამითბა, ტკივილი და სითბო ერთდროულად ვიგრძნი, იმპულსებს საშუალება არ მივეცი რომ მთელი ორგანიზმი მოეცვა.
-ნელი დეიდა სად არის შენ რომ აქ ხარ? ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება? - მხოლოდ ახლა მოვედი აზრზე ის სად იყო, რა ფორმაში ვიყავი და ვინ იყო ის, მასთან ახლოს სიმშვიდეს ვგრძნობდი, აი რა იყო ყველაზე მთავარი, მაგრამ მეტ ტკივილს ვეღარ გავუძლებდი, მეტ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტანდი.
-მე რომ მოვედი ის წავიდა, მეზობელთან გადავიდა, მე კი შენს დარაჯად დამტოვა. მიდი ადექი მოწესრიგდი მე და შენ სალაპარაკო გვაქვს.
-ისევ? თუ ისევ წასვაზე უნდა დამელაპარაკო ტყუილად შემცდარხარ და ტყუილად მეუბნები რომ უნდა წავიდე. მე არსადაც არ ვაპირებ აქედან წასვლას. დროს ტყუილად დაკარგავ.
-და მერე ვინ გითხრა რომ აქედან გაგდებ? ან ის რომ მე შენთან დროს ტყუილად ვკარგავ?
-კარგი. მაშინ მოვწესრიგდები და მოვალ. დამტოვე. - მისი მხრიდან ავიღე თავი და მტკიცე ხმით ვუთხარი.
-მგონი იმაზე საშინელ ფორმაში ვერ გნახავ რაც რამდენიმე წუთის წინ იყავი, და მე შენ მძინარეს გიყურებდი, ასე რომ დამშვიდდი ყველაფერი ნანახი მაქვს.
-რააა?- დავიყვირე და უნებლიედ ტანსაცმელზე დავიხედე, რა მეცვა. მადლობა გადავუხადე ყველას და ყველაფერს, მე ტანსაცმელებით მეძინა ისევ.
-ყველაზე დიდი ბავშვი ხარ - გაიცინა და ოთახი დატოვა.
მოვწესრიგდი, სარკეშიც კი არ ვერ ჩავიხედე, საკუთარი თავის შიში ვიგრძენი და შემეცოდა, ჰო საკუთარი თავი შემეცოდა, მაგრამ ამავ დროულად ბევრ რამეს ვგრძნობდი, მიხაროდა, ის რომ მე აქ ვიყავი და ალბათ მაზოხიზმით დაავადებულიც კი გავდი, მახარებდა ისიც რომ მე ახლა ამ ტკივილს განვიცდიდი.
-ორი დღის უკან მე შენ კითხვა დაგისვი, მაშინ ვერ მიპასუხე, მინდა რომ ახლა გამცე პასუხი- ოთახში შესულს, შეშის ღუმელთან დამხვდა ხის დიდ სკამზე დამჯდარიყო, ჩემგან ზურგშექცევით და მის სახეს ვერ ვხედავდი.
-არ მესმის რაზე მეუბნები.- უცებ დავიბენი.
-აი, შენი მეგობარი კეთილი ფერია რას ამბობს ბედნიერებაზე? მისთვის რა არის ბედნიერება?
-ის ამბობს რომ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია ცნება ბედნიერება- მეც ღუმელთან მივედი და შორი-ახლოს დავჯექი.- ბედნიერება... ვისთვის ბევრი ფული, ვისთვის ოჯახი, ვისთვის თავგადასავლები, ვისთვის მოგზაურობა, მისთვის კიდევ ეს ყველაფერი ცოტ-ცოტ და ყველა ერთად, თუმცა ორს გამოყოფს, პირად ბედნიერებას, პრინცზე ოცნებობს- გამეღიმა, მისი სახე წარმოვიდგინე ამ წამს ეს სიტყვები რომ გაეგონა ან რომ წაეკითხა ახლა ამ წამს- ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობს და კიდევ დედის კარგად ყოფნაზე, მამა ადრე დაკარგა ბავშვობაში, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა, მის შემდეგ დედა გახდა მისთვის ყველაფერი- თავი ჩავხარე, გეფიცებით მეც ვიგრძენი მისი გულის სიცარიელე, მისი ნახევრად სავსე გული, ნახევრად მიძინებულ-მონატრებული მშობლის სიყვარული.
-ასე კარგად როგორ იგებ მის ტკივილს? როგორ ითავისსებ? ნუ დამაჯარებ რომ შენ მისი წილი ტკივილი არ გიგრძვნია, რომ მისი ნათქვამი უმამობა არ გაწუხებს, ტყუილად ნუ დამაჯარებ, მაგრამ მაინტერესებს, ასე კარგად როგორ გაიცანი? როგორ მოახერხე ეს ყველაფერი ეკრანს მიღმა?
-ხომ იცი, ამბობენ ადამიანი რომ იბადება ნახევარია, გადის წლები ეძებს და მის ნახევარს პოულობს, ზოგჯერ შეცდომით, მაგრამ ხომ არიან ადამიანები რომლებიც ცხოვრების რთულ ლაბირინთებს თავს აღწევენ და თავიაანთ მეგზურს ეძებენ, მეორე ნახევრებისკენ დაურალავად მიიწევენ, მერე გულში ჩაეკვრებიან და მთელი ცხოვრება ასე აგრძელებენ ცხოვრებას, ასეა მეგობრებიც, ეძებ, ეძებ, ეძებ, დაუღალავად, ზოგჯერ ცდები მათ არჩევაში, როდესაც ისინი ,,ვითომ მეგობრები“ შენგან მიდიან მერე ხვდები რომ არასწორი არჩევანი გააკეთე, სწორი გზა არ აირჩიე, მერე გზაჯვარედინზე დაცემულთან ვიღაც მოვა სრულიად უცნობი, თვალებში ჩახედავ და სრულიად უცნობ ადამიანში საკუთარ თავს ამოიცნობ. სწორად ასე მოხდა და ამიტომ ვამბობ რომ მასში ჩემი დაკარგული არსებობა ამოვიცანითქო.- ღუმელს გავუშტერე თვალი და ფიქრებში ჩავიძირე.
-გავიცნობ მას?-ღიმილით მკითხა და კვლავ დამაბრუნა ფიქრებიდან, ხელში სალფეთქი მეჭირა და ვერც კი ვიგრძენი როგორ ვაქციე ნაფლეთებად.
-ოდესმე ალბათ კი- დაფიქრებულმა ვუპასუხე და ხელში დარჩენილი ნაგლეჯები ღუმელში ჩავყარე.
-მარიამ, იცი ხანდახან მაშინებ?- სერიოზულად მითხრა და გამომხედა.
-გაშინებ?- გამიკვირდა, გავოცდი და ბოლოს თავისუფლად გამეღიმა, ვერ გავიგე რა იგულისხმა.
-ხო მაშინებ, შენი სიმშვიდე მაშინებს, აი, ეგ შენი ღიმილიც კი მაშინებს, მთრგუნავს, ხანდახან მგონია რომ შენს გამო კი არა სხვებისთვის იცინი რომ სხვებმა ღიმილიანი გნახონ.
-კი მაგრამ რატომ? მე ხომ ჩვეულებრივად ვიღიმი? მითუმეტეს მაშინ როდესაც შენთან ვარ, -და როგორც ყოველთვის ახლაც გამეღიმა მის გაოცებულ სახეზე,
-შენს ჩვეულ ღიმილში ტკივილს ვხედავ- თბილად მითხრა მან.
-არა, ტკივილი უკვე აღარ, - უცებ ვიუარე, ისევ შევეცადე გამეღიმა, მაგრამ მე თავადაც თითქოს დავინახე კიდეც, სახეზე მიმიკაც კი ვერ შევიცვალე.
-მომიყვები?
-მოგვიანებით, მაგრამ ახლა მითხარი მე და შენ რაზე უნდა გვესაუბრა.
-მარიამ რა მოუთმენელი ხარ, მე შენი ამბავი უფრო მაინტერესებს, თქვენ ორის მეგობრობა- მთავარი იყო ისევ წასვლაზე არ დაეწყო ჩემი დაათანხმება და უცებ დავეთანხმე.
-კარგი, რა გაინტერესებს?
-სიკეთე და ბოროტება, ეს ხომ... აქ ხომ ყველაფერი ბოროტებითაა გაჟღენთილი, ეს ბოროტების სამეფოა- ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა, სახეზე კი ისევ ტკივილი გამესახა. - აქ ყველა ეგეთია, მხოლოდ რჩეულები არიან, რომელთა ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც კი მეყოფა, აქ ყველა ესეთი, ბოროტებით არიან გაჟღენთილები.
-ღმერთს არავინ შეუქმნია ბოროტი, ადამიანებმა უფლისაგან მინიჭებული თავისუფლება გამოიყენეს ბოროტად და ცოდვას ვერ გაუძლეს, ცდუნებებს აყვნენ და გაბოროტდნენ, თავიდან კი ასე არ იყო, ლეგენდები მოგვითხრობენ რომ, იყო დრო როცა, გველი, ლომი და ვეფხვი შიშის გარეშე იძინებდენენ ადამიანებთან. ბოროტება ადამიანის ქმნილება, შურის და ბევრი სხვის მსგავსად, როდესაც ადამი ევამ შეაცდინა, უფალმა სიტყვა მისცა რომ მათ ცხოვრებაში აღარ ჩაერეოდა.
-არც კეთილად? როდესაც რამეს მთელი გულით ითხოვ?
-კეთილად კი, თუმცა საკუთარ ქმედებებზე თავად აგებენ ადამიანები პასუხს, შეცდომის გამო იმკიან, უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ, ნუ გვგონია რომ სხვა ყველაფერი აქვთ და არაფერი აწუხებთ, ადამიანები მუდმივად ვიტანჯებით, სხვას მოგვიანებით მოეკითხებათ, ყველანი პასუხს ვაგებთ ჩვენს ქმედებებზე.
-ყველაზე დიდი დანაშაული რაც ადამიანებმა ჩაიდინეს.
-ჩემი აზრით ალბათ ამპარტავნებაა, ისე გაუთვითცნოიერებლად აკეთებ ყველაფერს რომ ვერც კი იაზრებ რას ჩადიხარ. მე მეგონა რომ აქ ადამიანები სამოთხეში ცხოვრობდნენ რაც შორიდან მესმოდა მხოლოდ გამოგონილი ამბები მეგონა. მხოლოდ წეს-ჩვეულებები და უხუცესთა სიტყვა მეგონა ქაზე მტკიცე, აქ ჩამოსულს კი ყველაფერი პირიქით დამხვდა, აქ ყველაფერმა სხვა ელფერი მიიღო, აქ ადამიანებმა მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყეს ერთმანეთს, იმიტომ რომ ბედნიერები არ იყვნენ, მე კი შემდეგი ვარ ამას ვგრძნობ.
-მე ამას არ დავუშვებ...- მისი სიტყვებ ყველაზე მყარ მეტალზე მეტი იყო.


****

-ნაინა, იქნებ გინდა რომ დავბრუნდეთ?- გიოს ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-არა, დაბრუნება არ მინდა- დილის შემდეგ პირველად გამეღიმა, მას გავხედე, მის გაბრწყინებულ მაგრამ სევდიან თვალებს- მალე დავბრუნდები გული მიგრძნობს.
-იქნებ შენი ძმა ვერ მიხვდეს, ვერ გაიგოს რატომ წახვედი?
-ვიცი მიხვდება, საკმაოდ კარგად მიცნობს ძმის სტატუსის მიუხედავად, მიხვდება რატომაც წამოვედი ახლა.
-და მაინც რომ ვერ მიხვდეს მერე რა იქნება?- თავს არ მანებებდა გიო, ზუსტი პასუხი ჭირდებოდა, ან იქნებ ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა.
-მარიამი მიხვდება, ან ჩემს ძმას მაინც მიახვედრებს, სულ ცოტაც დარჩა. გული მიგრძნობს მალე დავბრუნდები. ის თუ ვერ მიხვდა შენ მიხვდები.
-და მაინც იქნებ არ ღირდეს ახლა წასვლა?- გიო ცალი თვალით მიყურებდა ცალი თვალი გზისკენ ეჭირა. - ან მე ვაფშე რა შუაში ვარ, მარიამთან და იაგოსთან.
-გზას უყურე, არ მინდა, ქორწილები ჩემი სიკვდილის გამო გადაიდოს, ამიტომ აჯობებს გზას უყურო და თუ ხვდები შენთან რა მინდა გააჩერე მანქანა სადმე კლდიდან გადავხტები- შეუძლებელი იყო გისთან მოეწყინა.
-მოიცა ვის ქორწილებს გულისხმობ? კარგიი რა მე თავი დამანეეებე, ვინც გინდა ის დააქორწინე, მაგრამ მაინც ვის აქორწინებ?
-ეს მე ვიცი, ყველაფერს კი ვერ გეტყვი?
-ნაინა გეყოფა, მითხარი რააა...
-ძალიან დიდი ხნის წინ- სერიოზული სახით დავიწყე, ვიცოდი გიო დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა და გადავწყვიტე ცოტა მეხუმრა, მაგრამ მერე გამახსენდა რა ელოდა წინ, ამიტომ ძალა და ენერგია დავუტოვე- მოკლედ მარიამი რომ ჩამოვიდა, მე იმ საღამოს გავიცანი, რაღაცნაირად სულ სხვა იყო, თითქოს დაკარგული სამყაროებს შორის, დედამიწის ბინადარიც კი არ მეგონა, ბედნიერი და აღფრთოვანბული თვალები ჰქონდა, სუფთა და გამჭირვალე, სანამ მასთან მივიდოდი ვაკვირდებოდი, ყველაფერს, ყველა დეტალს, ყველა ქვას, სკვერში შესასვლელთან დიდ ფილაზე წარწერა რომაა იქაც კი გაჩერდა, მერე ყურადღება არ მიმიქცევია, მერე შუა ბაღში იდგა და არ ინძრეოდა, თითქოს მიწას შეეზარდა და ხედ იქცა ფესვებიც კი გაიდგათქო. ახლოს მივედი და მივესალმე, მის თვალებში აღფრთოვანება ამოვიკითხე და რაღაც სხვა, იმ საღამოს გავაცანი იაგოსაც, ხელი როდესაც გაუწოდა იმ წამს მივხვდი რომ ჩემი ძმა ბედნიერებისთვის ბრძოლას ისევ დაიწყებდა.
-ანუ რა გამოდის ეს ყველაფერი შენი გეგმის ნაწილები იყო?
-ნუ გამოგყავარ ახლა მაჭანკალი.
-მარგიანის ქალოვ- გამომხედა გიომ, გამიღიმა და ისევ გზა განაგრძო
-ქეთის შემდეგ ჩემი ძმა ღიმილიანი პირველად ვნახე, პირველად აიძულებდა ვიღაცას რაღაცეების გაკეთებას, ვიცი რომ მარიამი უყვარს, ამას თავის თავსაც კი არ უტყდება მაგრამ ვიცი როდესაც ამას გააცნობიერებს, ჯერ შეეშინდება მერე კი უსაზღვროდ ბედნიერი გახდება.
-მარიამს არაფერს ეკითხები ხანუმ?
-მარიამს უკვე უყვარს ჩემი ძმა, ან შეუყვარდება, სხვა გზა არ აქვს. ანდაც მე ვაიძულებ.
-როდის გახდი ასეთი- ხარხარებდა გიო და თან საჭეს ჩაფრენოდა ორივე ხელებით.
-ვიცი, მარიამიც იგივეს გრძნობს ჩემი ძმის მიმართ რასაც იაგო, მარიამის მიმართ, უბრალოდ დრო ჭირდებათ და მარტო ყოფნა. იაგო ორივეს ვერ დაგვიცავს, მარიამი კი აქედან არ წავა, მეც არ წავიდოდი მის ადგილას, მაგრამ მე მასავით ძლიერი არ ვარ, არ ვარ ძლიერი, ხანდახან კი საკუთარი უსუსურობაც კი მაშინებს.
-ნუ ამბობ მაგას, შენ სხვა გზა არ გქონდა, შენ სწორად მოიქეცი- გიოს ღიმილი წამში გაუქრა სახიდან- ხომ იცი შენს ძმას რომ გადაეტანა შენი დაკარგვა, მე ვერ გადავიტანდი, ხომ იცი თავს შევაკლავდი?
-წარსული უკვე გავლილია გიუშ, ვეღარ შევცვლით, სწორად მოვიქეცი თუ არა უკვე ვეღარაფერს შევცვლი- ისევ შევდამ შემომიტია, ისევ წარსულის აჩრდილები.
რაც უფრო წინ მივიწევდი, უფრო მეტად მემატებოდა სიძლიერე და უფრო მეტად ვგრძნობდი ტკივილს, ვუყურებდი ცამდე აშოტილ მთებს, ვუყურებდი და უფრო ვცდილობდი, თითოეული წამი უფრო მეტად ჩაებეჭდა ჩემს გონებას, იმის მიუხედავად რომ მთელი ბავშვობა, ამ მთების შემყურემ გავატარე. რამდენი რამ უნახავთ ამ მდუმარედ უტყვ მთებს, რამდენი სასწაულის, ტკივილის, სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის და ცრემლის მნახველნი არიან. მანქანის ფანჯრიდან კი ყველაფერი სხვაგვარია, პეიზაჟი, პეიზაჟს ცვლის, ფერები ერთმანეთს ენაცვლებიან.
მშობლიურ სახლს კიდევ ერთხელ ვემშვიდობებოდი, ამჯრად ჩემი ნებით, მაგრამ მაინც გავრბოდი, ამჯერად ვიცოდი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და თან ძალიან მალე, არ ვიცი ეს ძალიან მალე როდის დაბრუნდებოდა მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად მომიწევდა დაბრუნება.
-აღარ იფიქრო, თორემ იცოდე უკან მოგვიწევს დაბრუნება.- გიოს სიტყვებმა გამომიყვანეს ფიქრებიდან.
-არა, უკან არ დავბრუნდები, ვიცი რომ ამ გაქცევას არასდროს ვინანებ.
-მეც ამის იმედი მაქვს, - გამიღიმა გიომ- შენმა ძმამ რომ დამასახიჩროს მოვკლავ.
-არა უშავს მარიამი დააშოშმინებს.
-როგორ გგონი შენი ძმა სიმართლეს მოუყვება მარიამს? შეძლებს კიდევ ერთხელ გახსენებას?- გიოსაც კი ჩაუქრა თვალები, თითქოს ისევ იქ იდგა იმ ცეცხლისფერ წარსულში და უშედეგოდ ცდილობდა იაგოს დამშვიდებას, რომელიც სოფელს განადგურებით ემუქრებოდა.
-კი, ყველაფერს მოუყვება, ვიცი მარიამი დაეხმარება და ამ ტანჯვისგან გაანთავისუფლებს, ქეთი მასში დარცება მაგრამ ბედნიერს გახდის ჩემს ძმას მარიამი, მას გადამდები ბედნიერება და მისებური სიმშვიდე აქვს.
-კარგი რა ნაინა... კარგი რა... სარძლოს არ გიწუნებ მაგრამ ხომ იცი, ქეთის შემდეგ სხვას შენი ძმა როგორ შეიყვარებდა... - ვერ დაამთვარა გიომ სიტყვა.
-რა ისევ ვერ შეძლებს მის დაცვას?- ბრაზმა მომიცვა და თავი ძლივს შევიკავე რომ ბოლო ხმაზე არ მეღრიალა- ჩემი ძმა ამდენად სუსტიც არ არის რომ მეორედ ჩააგდოს საყვარელი ადამიანი საფრთხეში.
-მე ეგ არ მითქვამს, მარიამმა რომ ვერ გაუგოს?
-მარიამი შეძლებს და გაიგებს, მარიამი ყველაფერს მიხვდება...


საღამო მშვიდობისა... მგონი დავბრუნდი.. არც ისე დიდი თავია მაგრამ მაინც...
შევეცდები ამდენი ხნით აღარ გალოდინოთ ხოლმე..
დაღლილი ტეროოო



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

იცი ძალიან საინტერესო თავი იყო , ისეთი სიტყვას რომ ვერ გამოტოვებ .აღარ დააგვიანო და უფრო დიდი თავი დადე შემდეგში.

 


№2  offline აქტიური მკითხველი select

სიტყები არ მყოფნიის რაღაც რაღაცეებს ვხდებიი ეს მარიამი ცოტა მეც მაშინებს ნეტავ თუ არსებობენ მისნაირები?
მაგარი კი არადა უმაგრესი ისტორიაა ამ ისტორიაში არის ჩადებული საიდუმლი
რომელიც ნელნელა იხსნება და კიდევ უფრო მაგრად გვაინტრიგებს ჩვენი ტეროო
ერთი კარგი რამ გაიხსნა იაგოს პირველი სიყვარულის სახელი ქეთი
როგორც ჩანს ის ვერ დაიცვა იაგომ ჰმმ რამდენი საფიქრალი გამიჩინე ტეროო
რა გასაოცარი გოგო ხარ დავამთავრე თუ არა კითხვა ერთი შეკითხვა მქონდა
ამას მოფიქრება და შემდეგ გადმოცემა არ უნდა მმეთქი ან ემოციებს ყველაფერს
მერე მივხვდი ტეროა და მუზა სულ აქ მეთქი
მაგარი არ ტეროო ძალიან გასაოცრად წერ და ეს მაოცებს ძალიან
არ ვიცი რა ვთქვა ეს ისტორია აიი ძალიან სუფთაა წმინდაა სხვანაირი სიყვარულია აღწერილი სხვანაირი გრძნობები და ემოციები ყველაფერი სხვანაირად და ამასთანავე მშვენივრადაა გადმოცემული
არ ვიცი საიდან მოგდის ასეთი აზრები მაგრამ ერთი კი ვიცი მაგარი მწერალი ხარ
უსაზღვროდ შემაყვარე თავი და ეს საიტი
მიყვარხაარ ტეროო ისეთი ხარ საყვედურიც კი არ გეთქმის და არც გეტყვი
heart_eyes heart_eyes relaxed

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვამე ტეროოოოო როგორ გამახარე აზრზე არ ხარ.ნუ გვეკარგებ ხოლმე ასე ძაან რა.უმაგრესი და ემოციური იყო ეს თავი. იმედია ნაინას ჩანაფიქრი გაამართლებს
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი თეონა.უ

ასე აღარ დაიკარგო რა.ძალიან კარგი იყო, იმედია ნაინას ჩანაფიქრი გამართლდება.ველი ახალ თავს მოუთმენლად

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

lalita
იცი ძალიან საინტერესო თავი იყო , ისეთი სიტყვას რომ ვერ გამოტოვებ .აღარ დააგვიანო და უფრო დიდი თავი დადე შემდეგში.

მადლობა შEვეცდები აღარ დავაგვიანო.. ბოლო დროს უმუზობას ვუჩივი სადღაც მიიპარება და მტოვებს თითქოს...

თეონა.უ
ასე აღარ დაიკარგო რა.ძალიან კარგი იყო, იმედია ნაინას ჩანაფიქრი გამართლდება.ველი ახალ თავს მოუთმენლად

იმედი მაქვს ნაინას ჩანაფიქრი გაამართლებს და ცუდად არ დასრულდება ეს ყველაფერი.. მადლობა ერთგულებისთვის

La-Na
ვამე ტეროოოოო როგორ გამახარე აზრზე არ ხარ.ნუ გვეკარგებ ხოლმე ასე ძაან რა.უმაგრესი და ემოციური იყო ეს თავი. იმედია ნაინას ჩანაფიქრი გაამართლებს

გენცვაალეეე... როგორ მახარებ შEნი პოზიტივით...
მაბედნიერებ.. მადლობა ერთგულებისთვის და დაუზარელი კომენტარისთვის

select
სიტყები არ მყოფნიის რაღაც რაღაცეებს ვხდებიი ეს მარიამი ცოტა მეც მაშინებს ნეტავ თუ არსებობენ მისნაირები?
მაგარი კი არადა უმაგრესი ისტორიაა ამ ისტორიაში არის ჩადებული საიდუმლი
რომელიც ნელნელა იხსნება და კიდევ უფრო მაგრად გვაინტრიგებს ჩვენი ტეროო
ერთი კარგი რამ გაიხსნა იაგოს პირველი სიყვარულის სახელი ქეთი
როგორც ჩანს ის ვერ დაიცვა იაგომ ჰმმ რამდენი საფიქრალი გამიჩინე ტეროო
რა გასაოცარი გოგო ხარ დავამთავრე თუ არა კითხვა ერთი შეკითხვა მქონდა
ამას მოფიქრება და შემდეგ გადმოცემა არ უნდა მმეთქი ან ემოციებს ყველაფერს
მერე მივხვდი ტეროა და მუზა სულ აქ მეთქი
მაგარი არ ტეროო ძალიან გასაოცრად წერ და ეს მაოცებს ძალიან
არ ვიცი რა ვთქვა ეს ისტორია აიი ძალიან სუფთაა წმინდაა სხვანაირი სიყვარულია აღწერილი სხვანაირი გრძნობები და ემოციები ყველაფერი სხვანაირად და ამასთანავე მშვენივრადაა გადმოცემული
არ ვიცი საიდან მოგდის ასეთი აზრები მაგრამ ერთი კი ვიცი მაგარი მწერალი ხარ
უსაზღვროდ შემაყვარე თავი და ეს საიტი
მიყვარხაარ ტეროო ისეთი ხარ საყვედურიც კი არ გეთქმის და არც გეტყვი
heart_eyes heart_eyes relaxed



აი, შენამდედაც მოვედი... ყველაზე ბოლოს შენი კომენტარი მოვიტოვე..
კი არსებობენ მარიამის მსგავსი გოგონები...
ჰო, ისტორიის მთავარი საიდუმლო უნდა გაიხსნას მალე..
წესით მალეე...
ჰო, შევეცადე განსხვავებული ისტორია დამეწერა, სხვისი არ მსგავსი, მგონი ოდნავ მაგრამ მაინც გამომივიდა.
მადლობა... მადლობა... მადლობა....
მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე

 


№6 სტუმარი Nacka

Intrigano sadiyavi amdenxans rom gvalodine aaaa

Droze dade chemo tero momdevno tore mavicydeba cina tavshi ra ecera

 


№7  offline აქტიური მკითხველი select

[quote=select]სიტყები არ მყოფნიის რაღაც რაღაცეებს ვხდებიი ეს მარიამი ცოტა მეც მაშინებს ნეტავ თუ არსებობენ მისნაირები?
მაგარი კი არადა უმაგრესი ისტორიაა ამ ისტორიაში არის ჩადებული საიდუმლი
რომელიც ნელნელა იხსნება და კიდევ უფრო მაგრად გვაინტრიგებს ჩვენი ტეროო
ერთი კარგი რამ გაიხსნა იაგოს პირველი სიყვარულის სახელი ქეთი
როგორც ჩანს ის ვერ დაიცვა იაგომ ჰმმ რამდენი საფიქრალი გამიჩინე ტეროო
რა გასაოცარი გოგო ხარ დავამთავრე თუ არა კითხვა ერთი შეკითხვა მქონდა
ამას მოფიქრება და შემდეგ გადმოცემა არ უნდა მმეთქი ან ემოციებს ყველაფერს
მერე მივხვდი ტეროა და მუზა სულ აქ მეთქი
მაგარი არ ტეროო ძალიან გასაოცრად წერ და ეს მაოცებს ძალიან
არ ვიცი რა ვთქვა ეს ისტორია აიი ძალიან სუფთაა წმინდაა სხვანაირი სიყვარულია აღწერილი სხვანაირი გრძნობები და ემოციები ყველაფერი სხვანაირად და ამასთანავე მშვენივრადაა გადმოცემული
არ ვიცი საიდან მოგდის ასეთი აზრები მაგრამ ერთი კი ვიცი მაგარი მწერალი ხარ
უსაზღვროდ შემაყვარე თავი და ეს საიტი
მიყვარხაარ ტეროო ისეთი ხარ საყვედურიც კი არ გეთქმის და არც გეტყვი
heart_eyes heart_eyes relaxed[/quote]


აი, შენამდედაც მოვედი... ყველაზე ბოლოს შენი კომენტარი მოვიტოვე..
კი არსებობენ მარიამის მსგავსი გოგონები...
ჰო, ისტორიის მთავარი საიდუმლო უნდა გაიხსნას მალე..
წესით მალეე...
ჰო, შევეცადე განსხვავებული ისტორია დამეწერა, სხვისი არ მსგავსი, მგონი ოდნავ მაგრამ მაინც გამომივიდა.
მადლობა... მადლობა... მადლობა....
მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე[/quote]

მე კიდე შენზე საყვარელოო heart_eyes heart_eyes heart_eyes
დღეს დადებ?
ვერ ვითმენ ისე მიყვარს ეს ისტორიაა
წარმატებებიი kissing_heart kissing_heart

 


№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

პირველ რიგში, მოგკლავ რომ არ მითხარი როდის დადე, იმედი გადამეწურა და აღარ ვამოწმებდი უკვე... მიხარია, რომ მუზა დაგიბრუნდა :) ე.ი ქეთი ხოო.. საინტერესოა რა მოხდა ასეთი?? წარსულის ამბები მომავალზე მეტად მაინტერესებს მგონი :დდ სასიამოვნო იყო კვლავ ჩემი გამოჩენა, თან ამ ფრაზებით <3 კარგი თავი იყო, ძალიან კარგიც კი :) მსუყეც იყო, ჯერჯერობით მეყო, მაგრამ ხვალიდან ისევ დაგიწყებ აკლებას :დდდ მიყვარხარ მე შენ :* <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
პირველ რიგში, მოგკლავ რომ არ მითხარი როდის დადე, იმედი გადამეწურა და აღარ ვამოწმებდი უკვე... მიხარია, რომ მუზა დაგიბრუნდა :) ე.ი ქეთი ხოო.. საინტერესოა რა მოხდა ასეთი?? წარსულის ამბები მომავალზე მეტად მაინტერესებს მგონი :დდ სასიამოვნო იყო კვლავ ჩემი გამოჩენა, თან ამ ფრაზებით <3 კარგი თავი იყო, ძალიან კარგიც კი :) მსუყეც იყო, ჯერჯერობით მეყო, მაგრამ ხვალიდან ისევ დაგიწყებ აკლებას :დდდ მიყვარხარ მე შენ :* <3

პირველ რიგში ჯერ გამომაჯეთე რომ ჯამრთელს გამისწორე, ნახე ამდენ ხანს პასუხიც კი არ გამიცია შენი სიტყვებისთვის, მაპატიე და მერე მომკალი.. ხომ იცი ვერ ვაგრძელებდი, უდროობა და ბევრიი მოუცლელობა.. მინდა გითხრა რომ მომდევნო თავი მზად არის...

Nacka
Intrigano sadiyavi amdenxans rom gvalodine aaaa

Droze dade chemo tero momdevno tore mavicydeba cina tavshi ra ecera

შენ მაინც ხომ იცი რად მიზია მე ამმ თავების დაწერა.. და შენ რომ კიდევ რომ მეტყვი რატომ არ წერო, სხვამ რა უნდა მითხრას..?

 


№10 სტუმარი cisartyela

არ მეგონა ,, კეთილ ფერიას" სადმე ოდესმე თუ გამოიყენებდი და ვინმეს უწოდებებდი

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
არ მეგონა ,, კეთილ ფერიას" სადმე ოდესმე თუ გამოიყენებდი და ვინმეს უწოდებებდი

ბევრი რამე მეგონა ეგრ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent