საიდუმლო სვანურად (4)
როგორც იქნა გათენდა, სინდისმა შემაწუხა და გადავწყვიტე დიდი ხნის უნახავი მეგობრები მენახა, ვისაუზმე და სახლიდან გავედი -შეცვლილხარ -რა მეტყობა შეცვლილის ნატა? -ცხვირი გაგზრდია -დიდი მადლობა -კაი ნუ გწყინს, გეხუმრები -ვიცი რომ ხუმრობ, ბოღმით სკდები ისეთი ცხვირი მაქვს -გაჩერდი ერთი, ბექა მოვა მალე, შენზე თქვა მაგრად უნდა ვეჩხუბოო -მაგას რაღა უნდა -მოვა და გაიგებ დიდი ხანი ლოდინი არც დამჭირვებია, 15წუთის შემდეგ მობრძანდა -გაუმარჯოს ბექას -ელენე, მაგარი საჩხუბარი ხარ რა -რა გინდა? -გოგოო! ოთხი თვეა დაკარგული რო ხარ, იქნებ დამირეკო მაინც მომიკითხო, იქნებ მოვკვდი და გამასვენეს -ღმერთმა დაგიფაროს! ვმეცადინეობ და არ მცალია რა გავაკეთო? -შენი მეცადინეობა ვიცი მე -ვაიმე თავი დამანებეთ რა! საშინლად გაბრაზებული წამოვდექი და სახლისკენ წამოვედი, მის მერე ოთხი დღე გავიდა არც ნატას და არც ბექას აღარ დაურეკავთ... სიმართლე რომ გითხრათ არ მგონია ჩემი საქციელი არა სწორი, თვითონ ერთხელ არ მომიკითხავენ ჩემგან კიდე ყოველ დღე დარეკვას ითხოვენ, ვეღარ გავუგე ვერც ერთს რა. მინდა დრო სწრაფად გავიდეს, ყოველ წამს გიორგის დედის ზარს ველოდები და აი ისიც -გისმენთ -გამარჯობა ელენე -გამარჯობა -აბა, წავიდეთ? -დიახ წამოვალ -კარგი მაშინ სახლში გამომიარე მისი სიტყვები აღარც მომისმენია, სწრაფად გამოვიცვალე და დავტოვე სახლი. -ასე უცებ როგორ მოხვედი? -რავიცი, ვჩქარობდი -კარგი წამოდი გზაში დიდი ხანი არ დაგვჭირვებია, მალევე მივედით... გიორგის სასაფლაოს ეტყობოდა რომ აქ ყოველდღიურათ მოდიოდნენ ადამიანები და უვლიდნენ, აწესრიგებდნენ. გაყინულ შავ ქვაზე დიდი ასოებით ეწერა „გიორგი ბენდელიანი 1997-2015.“ იქვე პატარა მაგიდა და სამი სკამი იდგა -მოდი, ჩამოჯექი -ყოველთვის მაინტერესებდა გიორგის სასაფლაო -აქ ხშირად მოდიან მისი მეგობრები, მეც ყოველდღე ამოვდივარ ვაწესრიგებ.. ხომ გესმის ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია -დიახ გასაგებია ჩემთვის ყველაფერი. -მოკლედ ყველაფერი ერთი წლის წინათ დაიწყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა ერთი ჩვეულებრივი ბედნიერი ოჯახი ვიყავით, ვცხოვრობდით ჩვენთვის არავის ვაწუხებდით მტრებიც არ გვყავდა... გიორგი ერთი ჩვეულებრივი წყნარი და წესიერი მოზარდი იყო, სწავლობდა და ცხოვრობდა თავისთვის, განა იმიტომ ვამბობ რომ ჩემი შვილი იყო ის უბრალოდ მართლა კარგი ადამიანი გახლდა. პატარა სამეგობრო წრე ყავდა, მის ყველა მეგობარს ვიცნობდი და ყველაფერი ვიცოდი მათზე, შეიძლება რაღაცას მიმალავდა მაგრამ ზუსტად ვიცი ის არასდროს ყოფილა საფრთხეში. ერთხელაც ნათესავმა დამირეკა უცნაური ხმა ქონდა, შემდეგ კი ეს საშინელი ამბავი მითხრა... არაფერი მახსოვს, გონზე რომ მოვედი უკვე გიორგის პანაშვიდები იყო, ჩემს ნაფერებ და ახალგაზრდა შვილს დავტიროდი... იწვა გაშავებული და გაყინული. -რა რთული მოსასმენია -გინდა დავასრულო? -არა, ბოლომდე მომიყევით -შემდეგ როდესაც ყველაფერმა ცოტა გადაიარა, ოჯახმა გამოძიება დავიწყეთ რა და როგორ მოხდა, მეგობრებს ველაპარაკეთ ყველა ადამიანი ვნახეთ ვისთანაც გიორგის შეხება ქონდა მაგრამ არავინ არაფერი იცოდა, ყველა ამბობდა რომ მან თავი მოივლა. ჩემს შვილს ჩემზე უკეთესად არავინ იცნობდა დღემდე ზუსტად ვიცი რომ გიორგი თავს არ მოიკლავდა! იმდენი ეჭვები მაქვს, იმდენი მოსაზრება, იმდენი აზრი უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო... ხშირად მინდა გიორგისთან წავიდა მაგრამ მეორე შვილი გასაზრდელი მყავს -თქვენს მეორე შვილზე არაფერი მსმენია -დიახ, რვა წლის გოგონა მყავს მარიამი. -ალბათ მარიამიც გეხმარებათ ამ მძიმე თემის გადატანაში -ის ერთადერთი ნათელი წერტილია ჩემს დარჩენილ ცხოვრებაში. -ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა -შენზე მაინც არაფერი ვიცი. -ვარ ელენე გალოგრე, ვცხოვრობ პატარა და თბილ ოჯახში -სვანი ყოფილხარ -დიახ -სვანებს მაინც სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან -ასეც არის, გადამეტებულათ არ გამომივიდეს მაგრამ სვანები ყველაზე მაგრები ვართ ქალს ოდნავ ჩაეღიმა შემდეგ კი ისევ მისი სევდიანი თვალები შემომანათა -ელენე არასდროს მინდა შენთან კონტაქტი დავკარგო -მეც მოხარული ვიქნები თუ ყოველთვის გვექნება ურთიერთობა -მეტი მოსაყოლი არაფერი მაქვს, ფაქტიურად შენთვის ახალი არაფერი მითქვამს ესენი ხომ ისედაც იცოდი -მარიმის შესახებ არასდროს მსმენია, კარგია რომ გავიგე -გაგაცნობ მას, აუცილებლად... ეხლა წავიდეთ საკმაოდ ცივა და გავცივდებით -კარგით მაშინ დაგემშვიდობებით წამოვედი სახლში, თავში უამრავმა აზრმა გამიელვა და უამრავი ახალი ვერსია დაიწერა ჩემს გონებაში, მინდოდა სახლში მალე მივსულიყავი რომ ეს ყველაფერი ფურცლებზე გადამეტანა და ჩემი დღიურის რამოდენიმე ფურცელი ისევ გამევსო. ვიწყებ წერას: „დღეს 7ნოემბერია, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე გავიცანი გიორგის დედა და მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. გიორგი ვიცი რომ შენ კვლავ კითხულობ ჩემს ნაწერს იცი? მეც შენსავით მუდამ შეუძლებელსა და მიუწვდომელს ვეტრფი ჩემს სიცოცხლეში... შორეული მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე ახლობელი, ის, რაც ხელზე ახლოა, მუდამოდ მოსაწყენია თურმე... და ვიცი, რადგან ვიცი, რომ მალე ამტიკვდებიან ფიქრები შენზე... დღიურს ვხურავ და ვცდილობ დავიძინო, უსიამოვნო სუნს და სიცივეს ვგრძნობ... „მე მიუწვდომელი არაფერი მომითხოვია“-კვლავ ჩამესმის უცნობი ბოხი ხმა ქვეცნობიერში. ბავშვებო თქვენი ყველა კომენტარი ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს ისტორია გავაგრძელო. ახლაც არ დავარღვევ ტრადიციას და კვლავ გკითხავთ გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.