როგორც მაშინ
-დღეს შევხვდი, ბევრი ვილაპარაკეთ. -მერე? რა გითხრა? -რავი, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. -მომიყევი... -არ შეცვლილხარ,ისევ ისეთი ხარ... -ხოო...შენ შეცვლილხარ. -ხო? -ხო. -უკეთესობისკენ? -ხო, რავი. -მაინც? -დიდი ხანია არ მინახიხარ, შეიძლება არც შეცვლილხარ ან შეიცვალე, არ ვიცი... -ხოო...შენ რას შვები? -რაზე? -საერთოდ. -ახალი არაფერია. -გახსოვს... - დამთავრება არ ვაცადე. -კიი... ყველაფერი ზედმეტად კარგად მახსოვს... -ჰოო.... - ისევ დუმს, როგორც მაშინ. -არა... არ შეცვლილხარ! -იცი?! უნდა დაგელაპარაკო. -ისედაც ვლაპარაკობთ. -მაშინ იცი,უბრალოდ... -ხო ვიცი, უბრალოდ ადექი და წახვედი. -შენ კი არასდროს დაინტერესებულხარ. -კითხვას აზრი არ ჰქონდა... -რატომ? -რამე რო ყოფილიყო,არ ადგებოდი და უთქმელად არ წაცვიდოდი -შეგიძლია ცოტახანი გაჩუმდე და ერთხელ მაინც მომისმინო?! -შენც არასდროს მისმენდი. -იმედია არ ცდილობ რომ დამემსგავსო -ხოო აბა...ეგღა მაკლია... -... - ისევ დუმს,ამას ვეღარ ვიტან -საკმარისია! შენი სიჩუმე/დუმილი ძალიან ხმაურობს,შემაწუხა.არასდროს ამბობ იმას რასაც ფიქრობ,უბრალოდ დგები და მიდიხარ...აუტანელია,ყელში ხარ! -მომნატრებიხარ! -… -გავიღიმე,თან თვალები დამისველდა,მინდოდა ჩავხუტებოდი,მეთქვა მეც მომენატრე და დღემდე მიყვარხარ- მეთქი,მაგრამ...ავდექი და წამოვედი...ისე , როგორც მან გააკეთა. ასე უბრალოდ,ავდექი და წამოვედი... -ეს არ უნდა გაგეკეთებინა... - მსაყვედურობდა გვანცა. -ხო შეიძლება. ამ დროს უცხო ნომერი რეკავს: -გისმენთ რომელი ხართ? -ნიკა ვარ -ახლა არ მცალია... -მოიცა,ორი წამით გამოიხედე ფანჯრიდან...გთხოვ -ვინაა? -იქიდან გვანცა არ მასვენებს -მერე გეტყვი,მოიცა... ფანჯრიდან გავიხედე და... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.