შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 8)


8-11-2016, 18:37
ავტორი nini5
ნანახია 3 748

ყველაფერი შეიცვალა,,ჯერ არ განცდილმა წართმეულმა დედობის შეგრძნებამ დამაბოღმა და შურისძიების სურვილით შემიპყრო,,ჩემი და კაკის ურთიერთობაზეც აისახა ეს ყველაფერი,,თითოეულ ნათქვამ სიტყვებზე ვეკამათებოდი,,ვცდილობდი ჩხუბის მიზეზი მომენახა რომ საყვედური მეთქვა ის კი მშვიდად მელოდა როდის მოვრჩებოდი ისტერიკებს
პირველად ჩემი თავი მაშინ შემძულდა როდესაც ტასოს მთელი ისტერიკები დავუმართე მისაღებში მიყრილ სათამაშოებზე,, არასოდეს დამავიწყდება მისი შეშინებული და ცრემლიანი თვალები,,როგორ იძახდა რომ ცუდი დედა ვარ,,ერთ კუთხეში მოვიკუნტე და აბღავლებული ვუყურებდი აკანკალებულ პატარას,,დავინახე როგორ შემოვარდა გაგიჟებული ბენდელიანი ოთახში და მასთან მივიდა
-ცუდი დედაა,,ცუდია,ცუდი,,,გაიძახოდა ტირილით და კაკის მთელი ძალით ეხვეოდა
-ჩუუ,ეგრე არ თქვა ტასო,,ხომ იცი დედას ძალიან უყვარხარ,,უბრალოდ ეხლა ცუდად არის,,არ უნდოდა შენთვის გული ეტკინა,,ძალიან უყვარხარ,,აი ნახე როგორ ტირის შენ რომ გაწყენინა,,მოდი მოვეფეროთ და კარგად იქნება
-ალ მიდა,,ცუდია,,შეშინებული ისევ ბენდელიანს მიეკრა და თავი მის კისერში ჩარგოო,,ალ მიდა ჩემი დედა იტოს,,განაგრძობდა ისრეროულ ტირილს
მივხვდი როგორ დავკარგე ისინი,,რამდენად გამაბოროტა მხოლოდ საკუთარმა თავზე ფიქრმა და შურისძიების წყურვილმა,,გიჟივით წამოვარდი ფეხზე,პირველი რაც გავაკეთე ბარგი გადმოვიღე და ტანსაცმელს ჩქარ-ჩქარა ჩავყარე ჩემოდანში
-ტას...კართან მიყრდნობილი კაკის სახე რომ დავინახე გული მომეწურა,,,არ გინდა რაა,,ბავშვია და უცებ გადაუვლის,,აი ნახე რომ გაიღვიძებს საერთოდ არ ემახსოვრება
-ტასო არაფერ შუაშია კაკი,,მარტო ყოფნა მჭირდება ყველაფერი რომ გავაანალიზო,უნდა გავერკვე ჩემს თავში,,ყველაფერზე ჩხუბის მიზებს ვეძებ და ორივეს განადგურებთ,,შენ და ტასო სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ,, ყველაფერი ხართ ჩემთვის,,უბრალოდ არ შემიძლია ასე ცხოვრება,უნდა წავიდე,,დალაგდება ყველაფერი და მოვალ,,შენ თუ გენდომება მოვალ,,გულზე მთელი ძალით მივეკარი და მთელი ხმით ავტირდი,,არ შემიძლია აქ გაჩერება და იმის ყურება როგორ გაყენებთ ტკივილს შენ და ტასოს,,ბავშვს თუ მოვუნდები ბინაში ვიქნები,,,ოღონდ შენ არ მოხვიდე გთხოვ,,ოდნავ შევეხე ათრთოლებულ ტუჩებზე,,კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩვენი სიყვარულის ბუდეს და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა


აუტანელი ერთი კვირა გავატარე სახლში გამოკეტილი აგონიაში მყოფმა,,თითოეული წამი და წუთი მტკიოდა კაკისა და ტასოს გარეშე,,მისი სუნთქვა,მოფერე ალერსი რომ მახსენდება ჭკუიდან გადავდიოდი,,სიგიჟემდე მენატრებოდა ანასტასიას ტიტინი,,სიცილი,,სიყვარულით ნათქვამი 'დე' და თითებით მოფერება,,მთელი დღეები ჩაწითლებული თვალებით უაზროდ მივშტერებოდი ჩვენ სურათს და მხოლოდ იმ აზრამდე მივდიოდი როგორმე გამეგო მკვლელის ვინაობა, პასუხი მომეთხოვა ჯერ არ დაბადებული შვილის და ოჯახის დაკარგვისთვის...
კარზე ზარის ხმამ მაიძულა ფეხზე წამომდგარიყავი,,კედელს რამოდენიმე წამი მივეყრდენი როდესაც ვიგრძენი როგორ მომდიოდა გული და საკეტი ჩამოვწიე,,ერთ ადგილას ავცქმუტუნდი როდესაც ზღურბლზე ნანუ დავინაზე,,მის ფეხებთან სასაცილოდ რომ იმალებოდა ტასუნა,,პირში პატარა თითები ჩაეყო,,თავი ჩემსკენ გამოეყო და ჩემს რეაქციას შეშინებული აკვირდებოდა,,ვხედავდი როგორ უპრწყინავდა თვალები
-მთელი დღე შენ გახსენებდა,ტასო დედასთან მინდაო,,ვეღარ გავუძელი მის ცრემლებს და მოვიყვანე,,,მითხრა ნანომ და მისაღებკენ დაიძრა,,უკან სასაცილოდ მიყვებოდა ტასოც თან თვალებს ჩემსკენ აპარებდა
-ტასო დე ჩემთან არ მოხვალ?,,ვუთხარი სიცილით,,თუ აღარ გიყვარვარ?,,დავინახე როგორ გამოიქცა და გულში ძლიერად ჩამეხუტა თუ არა ტირილი ამივარდა,,მთელი არსებით მოვხვიე ხელი და მისი სურნელი შევისრუტე,,ისიც თავისებურად მიჭერდა ყელზე გაკნაჭულ ხელებს,,ჩემო პატარა,ჩემო ლამაზო რომ იცოდე როგორ მენატრებოდი,,ჩემი სუნთქვა ხარ დე, ჩემი ჰაერი,,,ჩემი ერთადერთი სიცოცხლის წყარო
-მომენატლე,შენთა მიდა,ალ წაქიდე ლაა,,ცრემლიანი თვალები შემომანათა და ასლუკუნდა
-არსად აღარ წავალ დე,სულ აქ ვიქნები შენთან,,ვერასდროს დაგტოვებ შენ,ჩემი გახარება ხარ,, ღმერთო როგორ გავძელი ამდენ ხანს უშენოდ,,ვბუტბუტებდი და ნამიან ლოყებს ვუკოცნიდი,,,სულ,სულ შენთან ვიქნები ჩემო სიცოცხლე გპირდები,ოღონს ცოტა დრო მიეცი დედას და აღარასოდეს დაგტოვებთ შენ და მამას,,,სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და აკანკალებულ სხეულზე მივიკარი თბილი სხეული
-არ მომწონხარ ტას,,ძალიან გახდი,,ფერიც დაკარგე,,რატომ იტანჯავ თავს და კაკისაც რატომ ტანჯავ ვერ ვხვდები,,პირველი არ ხარ ვისაც შვილი დაუკარგია,,უამრავი გეყოლებათ,, სევდიანი თვალებით გადმოგვხედა ნანუმ ატირებულ დედა-შვილს
-შენ არ გესმის ნანუ,, ბედნიერი ვერ ვიქნები იქამდე სანამ არ გავიგებ მკვლელის ვინაობას,,მთელი ეს წლები ჩემთან იყავი და მხოლოდ შენ იცი რაც მოხდა,,ეხლა როდესაც ბედნიერება ვიპოვე არ მინდა ისინი საფრთხეში ჩავაგდო,,მათ რომ რამე მოუვიდეთ მოვკვდები
-დაწყნარდი და ყველაფერი აწონ-დაწინე,ნაჩქარევათ ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას,გთხოვ ოღონდ არ გაბოროტდე,,მეც ყველაფერში დაგეხმარები უწინდებურად,,,გთხოვ რამე სისულელე არ გააკეთო
-მხოლოდ ის მინდა გავიგო ვინ არის რომ დაისაჯოს და დაიტანჯოს მეტი არაფერი,,გთხოვ ეხლა მაგ საკითხზე ნუ ვილაპარაკებთ,,მინდა დღევანდელი დღე მხოლოდ ჩემ შვილს ეკუთვნოდეს,,ღიმილით დავაჩერდი ჩემს გულ-მკერდზე მოხუტებულ პატარას და კიდევ ერთხელ დავუკოცნე გემრიელად ყელი

რამოდენიმე დღე იყო გასული ტასოს და ნანუს სტუმრობიდან როდესაც ერთ საღამოს სალო მესტუმრა,,მუცელი საყვარლად დამჩნეოდა,,ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასრულეში და ღრმად ამოვისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი
-ძალიან ცუდი სიტუაციაა ტასო,,მინდა გითხრა რომ არა მხოლოდ შენ არამედ კაკისაც კი უთვალთვალებენ,,ამას კიდევ დაემატა გუშინ ლევანის ავარია,რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია
-მოიცა,,ლეო ავარიაში მოხდა?,,ეხლა როგორ არის,,,კითხვები განერვიულებულმა მივაყარე
-კარგად,,საშიში არაფერია თუმცა ისევ საავადმყოფოშია,,ეხლა კი მთავარი რაზეც მოვედი,,მანქანა რომელიც წინ გადამიდგა და შენ დაეჯახე ნაქირავებია,,ვინაობა კი გავიგეთ მაგრამ იქ ქალი უკვე 5წელია გარდაცვლილია,,არ ვიცი ესე უკვალოდ როგორ ახერხებს გამოძვრომას ყოველთვის მაგრამ გპირდები რომ აუცილებლად დავიჭერთ,,ოღონდ შენც უნდა დაგვეხმარო,,საქმეში ჩემი ბიჭები ჩავრთე,24საათის განმავლობაში გითვალთვალებენ ისე რომ თვალში არავის გაეჩხირონ,,შენც ხელი უნდა შეგვიწყო და ბევრი იმოძრაო რაც შეიძლება,,ესე სახლში ჩაკეტილი ვერაფერს ვიზამთ დამიჯერე,,ერთხელ უკვე ცადა შენი მოკვლა, შესაძლებელია კიდევ ცადოს,,მხოლოდ შენ თანხმობას ველოდები,,გპირდებით ვერც შენ,ვერც კაკის და ანასტასიას ვერავინ შეგეხებათ
-კარგი,,,ღრმად ამოვიხვნეშე და თვალი ისევ ოდნავ წამოზრდილი მუცლისკენ გავაპარე,,, როგორც საჭირო იქნება ისე მოვიქცევი,,სანამ არ დაიჭერენ ვერ მოვისვენებ და ვერც ბედნიერი ვიქნები,სულ შიშში ცხოვრება და ფიქრი იმისა რომ მათ არაფერი დაუშაოს გამანადგურებს,,,ვიცი როგორ უჭირს ორივეს ჩემს გარეშე მაგრამ საფრთხეს ვერ შევქმნი ვერცერთს,,ეხლა შურისძიების გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ ამიტომ ჯობს ცოტახნით შორს იყვნენ ჩემგან
-ნაწილობრივ მეც გამომიცდია ეგ სიტუაცია და დამერწმუნე შურისძიებას დიდი არაფერი მოუტანია საყვარელო,,პირიქით დამაზარალა კიდეც,,გირჩევ,სანამ ცოცხლები ვართ დავტკბეთ ბედნიერებით,,მინდა რომ ისევ გიპრწყინავდეს სახე და თვალები,,არ მინდა დაგრუზული კაკის და ატირებული ტასოს ყურება რომელიც ამაოდ ითხოვს შენთან ყოფნას
-არ გინდა სალო გთხოვ,,,მუდარის გადავხედე და შევეცადე თემა შემეცვალა,საავადმყოფიში წავიდეთ ლეოს ვნახავ,,,ჩქარი ნაბიჯებით წავედი ოთახისკენ და იქვე მიკიდებული ჟაკეტი მოვიცვი
პალატა ღიმილით შევაღეთ თუ მაშინვე მომხვდა თვალში ჩვენი მეგობრები,ყველა იქ იყო,სიცილი წამსკდა სახედამანჭული დაშნიანის და ძაღლთან სასაცილოდ მოთამაშე ტასოს დანახვისას
-დე,,,ჩემსკენ ყვირილით გამოიქცა ანასტასია და ფეხზე მომეკროო
-ჩემი პატარა,,მაშინვე ავიყვანე ხელში,გემრიელად დავუკოცნე ყელი და ზურგით მდგარ ბენდელიანს მივაშტერდი ხმამაღლა რომ ამოიგმინა,არც კი შემობრუნებულა,,ფანჯარა გამოაღო და ღრმად შეისუნთქა ჰაერი
-დიდება შენს გამოჩენას,,,სარკაზმულად დამიკრა თავი ლევანმა და დაბღვერილ ნანუს გადახედა რომელიც ამაოდ ცდილობდა ცრემლების შეკავებას
-არ მეგონა ჩემი მოსვლა ასე თუ გეწყინებოდათ თორემ არ მოვიდოდიი,,ვთქვი უდარდელად და პატარას კულულებზე წავეთამაშე
-წავედი მეეე,,,დაიყვირა მოულოდნელად ნანომ და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ,,დავინახე ედოს კმაყოფილი სახე და უდარდელად აჩეჩილი მხრები "მე რა შუაში ვარო"
-ენას ნუ ატლიკინებ,,უკვე იცი რამდენი დღეა აქ ვწევარ?,,სანამ ჩემი ცოლი არ გამოვუშვი მანამდე არ გვიკადრე,,საერთოდ ყველა დაგვიკიდე,,ჩვენ კი არა შენი შვილიც კი აღარ გაღელვებს,მთელი ღამეები ტირილში რომ ეძინება შენი მონატრებისგან,,არ იყავი შენ ასეთი ცივი ანასტასია,არასოდეს ატკენდი შენით ვინმეს გულს,,ეხლა კი ყველას გვტკენ და სამაგიეროს გვიხდი თითქოს ჩვენ ვართ დამნაშავე
-გეყოს,,ვიყვირე მწყრობრიდან გამოსულა და ვირძენი როგორ შეხტა შიშისგან ტასოო,,არ გაქვს უფლება ესე მელაპარაკო გაიგეე?,არავის აქვს უფლება,,შენ არ იცი რა გამოვიარე აქამდე და რად დამიჯდა ეს ყველაფერი,,არ იცი ეხლა როგორ მტკენ მაგ სიტყვებით გულს,,,ჩემ შვილთან რაც შემეშალა უკვე ვიმკი და თუ რამეს ვაკეთებ მხოლოდ მისთვის და კაკისთვის,,რაც შეეხება გაბოროტებას, გავბოროტდი,მაქვს კიდეც ამის მიზეზი,,დიახაც შეგნებულად ვტკენ ადამიანებს,მინდა რომ ყველა ისე დაიტანჯოს ვინც ტკივილი მომაყენა როგორც მეე,რათქმაუნდა თქვენ არ შედიხართ მათ სიაში,მაგრამ დამერწმუნე ლევან შენთვის რომ ქალი იყო და შენთვის რომ ეთქვათ შვილს ვერასოდეს გააჩენო,მთელ სამყაროს შეიძულებდი,,მე კი კიდევ დამრჩა საღი გონება და თქვენ ყველაზე მეტად მიყვარხართ,ყველაზე და ყველაფერზე მეტადაც კი,,,ვთქვი სევდიანად და ტასო უფრო მძლავრად მივიხუტე გულზეე,,,რამოდენიმე დღე ჩემთან დავიტოვებ თორემ გავგიჯდები,,,ერთ ადგილზე გახევებულ ბენდელიანის გავუსწორე მზერა და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი პალატიდან
-ღმერთო როგორ მომნატრებია,,, ჩავიბურდღუნე ჩუმად და ანასტასიას კისერში ჩავრგე თავი,,სიამოვნებისგან გამაჟრიალა, ბავშვს კაკისეული სურნელი ქონდა

შეაღემეს ცხელი ხელების შეხებამ გამომაღვიძა,მაშინვე გავახილე თვალები და ცარიელი ოთახი მოვათვალიერე,ღიმილით გადავხედე ჩემს სხეულზე მოწეპებულ ანასტასიას და დაფეთებული წამოვვარდი მზერა აწითლებულ სახეს რომ შეშავლე,,
-ღმერთო,სიცხე გაქვს ტასუ,,,სიმწრისგან ამოვიკნუტუნე თუ არა ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ვეცი,აკანკალებული ხელებით შევეცადე საყვარელი მამაკაცი ნომრის აკრეფა
-გისმენ...
-შეგიძლია მოხვიდე?ტასოს სიცხე აქ მგონი,,,ატირებული ხმით ამოვიხნავლე და ის იყო რაღაცის თქმას ვაპირებდი რომ გამითიშა
ორი წუთიც არ იყო გასული კარზე ბრახუნი რომ ატყდა და მეც განადგურებული ჩქარი ნაბიჯებით გავემართე გასაღებათ



პ.ს...ბევრმა გამოთქვა პრეტემზია იმის შესახებ რომ ჯერ ეს ისტორია დამემთავრებინა გადავწყვიტე ჯერ წარსულის სიყვარული დავამთავრო და აუცილებლად მივუბრუნდები თავხედ ქმარს



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი გოგო ჩემი ტკბილი ეს რა ოქრო მყოლიხარ არ ველოდი დღესვე თუ დადებდი არა რა ბრილიანტი ხარ ოქროს საბადო შენ ხარ ყველაფეეი კარგი... დედა გულს როგორ ესიამოვნა ჩემი ბიჭების და გოგოების დაბრუნება... ძალიან მაგარია ძალიან ძალიან და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს...

 


№2  offline წევრი nini5

უცნობი ქ
ჩემი გოგო ჩემი ტკბილი ეს რა ოქრო მყოლიხარ არ ველოდი დღესვე თუ დადებდი არა რა ბრილიანტი ხარ ოქროს საბადო შენ ხარ ყველაფეეი კარგი... დედა გულს როგორ ესიამოვნა ჩემი ბიჭების და გოგოების დაბრუნება... ძალიან მაგარია ძალიან ძალიან და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს...

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი თბილი სიტყვებისთვის...პროტესტი გამოიწვია რომ შუა გზაში მივატოვე ისტორია..ამიტომ ჯერ დავამთავროთ ეს და შემდეგ გავაგრძელებ დანარჩენს..ვეცდები დღეს დავდო გვიან თუმცა ვერ შეგპირდებით ვერაფერს დროის სიმცირის გამო

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

nini5
უცნობი ქ
ჩემი გოგო ჩემი ტკბილი ეს რა ოქრო მყოლიხარ არ ველოდი დღესვე თუ დადებდი არა რა ბრილიანტი ხარ ოქროს საბადო შენ ხარ ყველაფეეი კარგი... დედა გულს როგორ ესიამოვნა ჩემი ბიჭების და გოგოების დაბრუნება... ძალიან მაგარია ძალიან ძალიან და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს...

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი თბილი სიტყვებისთვის...პროტესტი გამოიწვია რომ შუა გზაში მივატოვე ისტორია..ამიტომ ჯერ დავამთავროთ ეს და შემდეგ გავაგრძელებ დანარჩენს..ვეცდები დღეს დავდო გვიან თუმცა ვერ შეგპირდებით ვერაფერს დროის სიმცირის გამო

მთავარია ახალი თავი დადო და დღესვე თუ ვერ მოასწრებ არაუშავს... შენ ისე გამახარე ყველაფერი გეპატიება უკვე...

კიდევ არ მჯერა ჩემი გიჟი კაკი დაბრუნდააააა...

აბა შენ იცი ნიკა არ დაგავიწყდეს ნიკა... ხო შემპირდი მასზეც დავწერო იცოდე ეგ ბიჭი ჩემი რჩეულია და ყველაზე მაგარი იატორია მასზე უნდა იყოს ტიპი მაგარი დასტოინია მაგრამ სიყვარულში კაკიზე მეტად უნდა გაგიჟდეს... ოღონდ ნიკას სიყვარულის ისტორია ამათ ისტორიაში არ ჩაჩურთო რა... ნიკას როგორიც შეეფერება ისეთი იყოს... ფლზ.....
ვაიმე ვინმემ ჩამარტყით თავში რამე და გამომაფხიზლეთ (ან ჩამკალით) თორემ ძაან ავტლიკინდი...

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ გამიხარდააა.ჩემი ტკბილი ხარ შენ.საოცრება.გამიხარდა ამ ისტორიას რომ აგრძელებ ჯერ
--------------------
ლანა

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ბრძნული გადაწყვეტილებაა ჯერ ამ ისტორიის გაგრძელება და დასრულება. ავტორისთვის მთავარი იმიჯია, დამიჯერე smile

 


№6 სტუმარი Uhuu

Exa cavikitxee kvelaa da agar alireeeb gagrdzelebaaas? Dzaliian momcons

 


№7  offline წევრი nini5

გაგრძელებას ამ საღამოს დავდებ ბავშვებო 12ისთვის..მოზრდილი თავი იქნება ალბათ..მიყვარხართ მე თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent