შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინდიანი წარსული I I


8-11-2016, 18:48
ავტორი neneniko
ნანახია 1 509

მიყვარს ზამთარი, მთელი ის პერიოდი მრავალფერ შემოდგომას ჭაღარა, რომ ეპარება. ჩემს საყვარელ სეზონზე საოცნებო ხევსურეთში ვიყავი. დიდი გზის შემდეგ სოფელს მივაღწიეთ საიდანაც გზა ფეხით უნდა გამეგრძელებინა. ზაზას ნაცნობი ვეღარ გამომყვებოდა და ცდილობდა თანამგზავრი ეპოვა. გარშემო ვიყურებოდი, ყველაფერი თეთრი იყო. სახეზე მეფერებოდა ფარფატა ფიფქები. თეთრ ფონზე აქაიქ თუ ამოიცნობდით ობლად მდგარ სახლებს, ისიც კვამლის კვალით. სოფელი თოვლში იყო ჩაფლული, ისე როგორც ჩემი ფეხი მუხლს ზემოთაც კი. თვალს მჭრიდა ერთფეროვანი ქათქათა სილამაზე, გაუმჭვირვალე ლოლოები, სადღაც ყრუდ გაგონილი ბავშვების კისკისი, ბავშვების, რომელთაც ეტყობოდათ, რომ ჰქონდათ ნამდვილი ბავშვობა. ვდუმდი და ვუსმენდი ბუნების ჩურჩულს, ვსუნთქავდი მძიმე, ცივ და თითქოს სულ სხვა გემოს ჰაერს.ფიქრებიდან მამაკაცების საუბარმა დამაბრუნა.
-ნენე, ამ კაცს გაესაუბრეთ, ამბობს აქ ყველას ვიცნობო.
მოხუცი, ნაოჭებიანი მომღიმარი კაცი. რამდენი მოხუცი მინახავს თბილისში, მაგრამ ასეთი არცერთი. ნამდვილი მთის შვილი, რომელმაც არ მიატოვა ის და მისთვის ცოცხლობდა. გაიგო თუ არა ვის ვეძებდი სახიდან ღიმილი გაუქრა, დაიძაბა, გაკვირვებული მიყურებდა. როგორც იქნა დიდი მუდარის შემდეგ დამთანხმდა, რომ მიმასწავლიდა საით წავსულიყავი, თუმცა მარტო არ გამიშვებდა. თავად გამომყვებოდა. სანაცვლოდ ფული შევთავაზე თან გულში ვიცოდი სისულელეს ვაკეთებდი, რა თქმა უნდა უარი მითხრა, ცხენები მოიყვანა და ნისლიანი ტყისკენ წავედით.
-არ გინდოდათ თქმა სად ცხოვრობს ბატონი დემნა, რატომ? თქვენც გეშინიათ მისი?
-ვისი ბაბუ დემნასი? ჩემ ხელშია გაზრდილი. გამიკვირდა, არავინ არ აკითხავს მას და უცებ შენ გამოჩნდი ბუდიდან ახლად ჩამოვარდნილი ბარტყი. რამდენი წლის ხარ ბაბუ?
-ბარტყი - წავიკისკისე, წამიერად ვისურვე ვყოფილიყავი ამ კაცის შვილიშვილი- 20-ის.
-რა საქმე გაქვს არ დამიმალო, ვინ გამოგგზავნა ბაბუ?
-არავინ, ვის უნდა გამოვეგზავნე. მითხრეს, რომ ფრინველების საოცარი ჯიშები ყავს. დაინტერესებული ვარ ამ საქმით, ცხოველები, ფრინველები. ჩემი საქმის გამო ვარ აქ.- გზაში არც კი მიფიქრია რა უნდა მეთქვა მათთვის, აი ჩემი პირველი დიდი შეცდომა, ეს რა მოვიგონე, თუმცა ვეღარ გადავთქვამდი, იქნებ ზედმეტად ახლოს იყო დემნასთან.
-ოო, ეგ მართალია, ჯურნალისტებიც იყვნენ ჩამოსულები გადაიღეს ფრინველები. კარგი გოგო ხარ ბაბუ. ხომ არ გცივა ? ნაბადია გადაფარებული ცხენზე და მოისხი თუ გინდა, არ გამიცივდე ეს სტუმარი ბარტყი.
-არა არ მცივა, ისე მიყვარს ზამთარი სიცივეს ვერ ვგრძნობ. ტკივილიც კი მიამდება როდესაც თოვლს ვხედავ.
-განსხვავებული ახალგაზრდა ხარ ბაბუ, თითქოს შენც მთაში გაზრდილი ხარ.
-ვისთან ერთად ცხოვრობს ბატონი დემნა?
-დემნა, 4 ფერმისთვის დამხმარე მამაკაცი და დედობილი მართა, ჩემი პირველი სიყვარული - ისე გამიღიმა ნისლშიც კი შევიგრძენი ამ ღიმილის უკან არსებული სიყვარულიც და ტკივილიც.
დიდი გზა გავიარეთ ტყეში, ვერ ვიტყვი არ შემშინებიათქო. ნისლი, სიბნელე თოვლი, გაურკვეველი ხმები.
-მოვედით ბაბუ.
-ღმერთო რა ლამაზია - ამის თქმაღა მოვახერხე.
-ჯერ სად ხარ, აქ ისეთ სილამაზეებს ნახავ წასვლა აღარ მოგინდება, მოდი ჩამოსვლაში დაგეხმარო ბაბუ.
-ახლა თქვენ როგორ წახვალთ, ჩემს გამო როგორ იწვალეთ, უღრმესი მადლობა.
- ჩემზე არ ინერვიულო ბაბუ, შენ იყავი კარგად და. მიდი ახლა შეაღე ჭიშკარი და შედი იქით აღარ წამოვალ მალე დავბრუნდე მინდა. რო შეხვალ დაიძახე მასპინძელო და გამოგეგებებიან. - ჩამეხუტა, სითბოთი ამავსო, ბებიაჩემზე ეჭვიც კი მივიტანე ამ კაცის შვილიშვილი ხო არ ვიყავი.
ღრმად ჩავისუნთქე და ჭიშკარი შევაღე. პირი გავაღე და ...
-მიშველეთთთთთთთთ!!! - თოვლში ვიყავი ჩაფლული და სიბნელეში ვერ ვარკვევდი თავზე მგელი, დათვი, ურჩხული თუ იქნებ თავად დემნა მედგა. არაა არამგონია დემნას აველოკე, სახეზე აშკარად ცხოველის თბილ ენას ვგრძნობდი.
-რონი, რონი, მოდი აქ, ეს რა მასპინძლობაა - მესმის თბილი ქალის ხმა.-ფეხზე წამოვდექი, თოვლის ჩამოფერთხვას აზრი არ ქონდა სულ თოვლიანი ვიყავი.
-გამარჯობათ.
-გამარჯობა შვილო, ამ დროს აქ რას აკეთებ, ჩამორჩი ვინმეს? დაიკარგე? ვაიმე ხომ არ მოგსდევენ? - პირზე ხელი აიფარა და თვალები გააფართოვა.
-არა არა - გავუღიმე - მე ნენე ვარ, ბატონი დემნას სახლს ვეძებ, ასე მომასწავლეს. - მივხვდი, რომ ქალს ფერი შეეცვალა, ვერ ხვდებოდა რა ეთქვა და მევე გავაგრძელე საუბარი - გავიგე მას სანაქებო ფრინველების ფერმა აქვს, მის შესასწავლად ჩამოვედი, გასაუბრება მინდა ბატონ დემნასთან თუ დამრთავს ნებას.- ქალს დაუბრუნდა ადამიანური სახე, ხელი გამომიწოდა და სახლისკენ წამიყვანა, თან ცდილობდა თოვლისგან გავენთავისუფლებინე.
- მე მართა ვარ, სახლის დიასახლისი, შემოდი გაგათბო, სულ გაყინულხარ, როგორ გაუხარდება, რომ ფრინველებით ვინმე დაინტერესდა ვერ წარმოიდგენ. დემნააა, დემნააა. - ახლავე მოვიყვან გათბი შენ შვილო გათბი.
###
მოხუცი მიდიოდა ბნელ ტყეში და თავის თავს ესაუბრებოდა კარგი გააკეთა თუ არა, რომ გოგონა იქ მიიყვანა, თან, რომ უთხრა რისი უნდა მეშინოდეს ჩემი გაზრდილიაო, რა ალაპარაკებდა ამ მოხუცს. თავის თავზე ბრაზდებოდა.
###
სახლს ხარბად ვათვალიერებდი, ეს იყო თანამედროვეობისა და სიძველის იდეალური შერწყმა. ყველაფერი ძვირფასი და გემოვნებიანი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაშინვე დავიჭირე ნიუანსი, რომ დიდ მისაღებ ოთახში არცერთი ფოტო არ იყო.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
კიბეებზე შევნიშნე საოცარი ფორმა ადამიანის. ალბათ, რომ დაგენახეთ პირი მქონდა ღია. ჩემსკენ მოდიოდა უსიმპატიურესი მამაკაცი. იცით როგორი? მამებს, რომ ცოტა ახალგაზრდა სიმპატიური ძმაკაცები ყავთ აი ისეთი. ნუთუ არავის მოგწონებიათ მამის ძმაკაცი? მე კი, ბავშვობაში. ვის ვატყუებ გარდატეხის ასაკშიც.
-მადლობთ, მე ნენე ვარ - ხელი თამამად გავუწოდე.
-მე როგორც უკვე გცოდნიათ დემნა - ელოდებით, რომ მანაც ხელი ჩამომართვა ხო? არა, აი ასე, ჯერ პირ ღია ხო დამტოვა ახლა ხელ გაშვერილიც. რომ მივხვდი არ აპირებდა მისალმების ამ ჟესტზე პასუხს გავბრაზდი და ხელები ზურგს უკან დავმალე.
-დაბრძანდით, რა გაინტერესებთ?
-იცით მე, ვარ სტუდენტი...
-თუ შეიძლება მოკლედ და კონკრეტულად, რა გაინტერესებთ.- მანათებდა თავის თვალებს, იცით როგორს? თეთრს, თოვლივით თეთრს ნაცრიფერი ნისლიანი ღრუბლებით სავსეს. როგორ უხდებოდა ეს თვალები მის შავგვრემან სახეს ვერ წარმოიდგენთ. ნეტა ჩემი თავი დამანახა კვლავ პირღია ხომ არ ვიყავი.
-მოკლედ და კონკრეტულად თქვენი ფრინველები მაინტერესებს - არც მე ჩამოვრჩი მკაცრ ტონში.
-გასაგებია, არ მაქვს პრობლემა ხვალ დილით მობრძანდით. - ადგა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
აი ჩემი მეორე შეცდომა სად გავუშვი ჩემი ბაბუ, რითი უნდა დავბრუნდე სოფელში ვირაც ქალთან კოტეჯში. სისხლი გამეყინა. სასწრაფოდ მივაძახე, ხმა რომ დაწეოდა.
-მოიცადეთ.
-კიდევ რამე?
-ვერ მირჩევთ სოფელში როგორ დავბრუნდე?
-სად?
-სოფელში ქვემოთ.
-რითიც მოხვედით. - ირონიას ვამჩნევდი და ეს უფრო მიყინავდა სისხლს.
-წავიდა.
-ვინ წავიდა?
-ცხენი.
-გასაგებია, რამდენს ლაპარაკობთ, პირდაპირ გეტქვათ, რომ მთხოვთ აქ დარცენას. დარჩით. მართაა!!
მთხოვ აქ დარჩენასო? როგორი, როგორი ცივია, გაყინულია. სულ არ მითხოვია. კი არ დავჯექი დავესვენე სკამზე.

უფფფ,უფფფ, ამერჩია რამე სხვა საქმე რა თავს ვიტკიებდი. ალბათ იგრძნო გააფთრებული, რომ ვიყავი და მალევე გამეცალა. სიბრაზისგან დაჯდომაც კი ვერ მოვიფიქრე.
- შვილო, გამიხარდა,რომ რჩები. რომ იცოდე სტუმარი ბოლოს როდის გვყავდააა- დანანებით თქვა მართა დეიდამ
- უნდა შეგაწუხოთ, ვერ გავთვალე, უკან დაბრუნების საკითხი.
- აბა რას ამბობ, ამ სახლის კარი ყველასთვის ღიაა, კარგი მასპინძელი გყავს დამიჯერე, ცოტა უხასიათო.
-ცოტა - გავიღიმე, მაგრამ რა ხდებოდა ჩემს გონებაში შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
გაყინული მართა დეიდამ ცხელი ჩაით გამათბო, ოთახში ამაცილა, საჭირო ნივთები მომცა და ტკბილი ძილი მისურვა. მისაღებში ჩაის სმის დროს ცოტაოდენი გამოვკითხე ჩემი მასპინძლის შესახებ, ისე დაახასიათა მეგონა სხვაგან მოვხვდი, ყოფილ მსჯავრდებულთან კი არა ათასფრთიან ანგელოზთან.
-მერაბ შარში ვარ მეც და შენც, ეს რა შერლოკი გამოგიგზავნია.
--რა ხდება? გასცდა დარაბებს?
-გასცდა, რომელია. ოსტატურად პირველ დღესვე "კუჩი" მტკიცებულებები მოაგროვა. ვერაფერს იტყვი საუკეთესოდ გაგიზრდია.
-მაგიტომ მეცოდება... - ორივე დუმდა - რა ვქნა, თვითონ აირჩია ეს საქმე.
-ანუ?
-ანუ? რას ფიქრობ დემნა?
-არ ვიცი.
-ვერ გავიგე?
-არ ვიცი.
-დემნა, იცი როგორ გამოგდის? სხვანს რომ ეკითხებიან ვისი ძმა ხარო და იმისიო, ის ვინაა და ჩემი ძმაო. ამიხსენი რას ფიქრობ და რის გაკეთებას აპირებ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ უკვე. არ მინდა ეგ გოგო გახდეს ძველი დემნას დაბრუნების მიზეზი.
-შენ მაინც ხო იცი, რომ ძველი და ახალი დემნა არ არსებობს. ძველი არსად წასულა.
-მოკლედ, მეძინება. ეგ გოგო მანდაა, მიუხედავად იმისა, რომ გული მწყდება, გააკეთე რასაც საჭიროდ ჩათვლი.
-სხვა გზა არ მაქვს ხო გესმის. ორივე გავიშიფრებით.
-მესმის.
დემნა გრძნობდა იცით რას? ადამიანი, რომ მაქციად იქცევა იმ გარდასახვის ტკივილს. დერეფანში მიმავალი ქვემოდან მართა დეიდამ დაინახა, ქალს ფერი შეეცვალა სასწრაფოდ თავის ოთახში შევიდა და ფანჯარასთან ჩაიკეცა. დემნას შიგნიდან რაღაც ჭამდა, რაღაც უკან ახევინებდა. ოთახთან მივიდა, კარები შეაღო, 1,2,3,4 წამი და უკვე მძინარე გოგონას თავზე ედგა.
-მაპატიე, მაგრამ...



№1  offline წევრი davinna

Dzalian sainteresoa male dade.. Gamsxvavebulia rac dzalian momwons da tavebi gazarde.

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Vaime
Orive rtad wavikitxe
Es ra iyo ?
Sad gawyvite ?
Dzediko mishvelett

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent