ბინდიანი წარსული I I I
ნენეს გაეღვიძა თუმცა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ყვირილის ნაცვლად ხროტინებდა, კისრის წვას გრძნობდა, მას ვიღაც ყელში უჭერდა ხელს. ხელებით ცდილობდა უცნობის მოშორებას თუმცა სულ ტყუილად. მოხდა მოსახდენი. გოგონას სხეული მოეშვა. გაემგზავრა იქ სადღაც, დიდი გვირაბის გავლით. მიდის მარტო. სცივა, ტკივა, ახლად დაბადებულივით ვერ ხვდება რა ხდება. დედა უნდა, სითბო უნდა. ერთადერთი იმედი გვირაბის ბოლოს სინათლეა, რომელიც არ ჩანს. ადამიანებს ოდითგანვე აქვთ ინსტიქტი თავი დაიცვან, ახლა ასე იყო ნენე. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგენთ მის მდგომარეობას. მისი სული განადგურებული დედიშობილა მიისწრაფის ახალი სამყაროსკენ. გვირაბის ბოლოს სინათლის ნაცვლად ნენეს ყველა საშინელებათა ფილმის გმირი დახვდა რაც კი უნახავს. მისი საყვარელი ისტორიის პერსონაჟი ლუსი შეეგება... -გაიღვიძე, გაიღვიძე, ყველაფერი კარგად არის მე აქ ვარ - დემნა ცდილობს როგორმე გამოაღვიძოს გოგო- ასე ნუ მიყურებ საშინელებათა ფილმში მგონია თავი, ხომ კარგად ხარ? -შენ...თქვენ რა იცით? -არ ვიცი საყვარელო, გეკითხები? მთელ სახლში შენი ყვირილი ისმოდა და მეც შემოვედი. -არა საშინელებათა ფილმი, თქვენ თქვენ ... როგორ ?? -დასვენება გჭირდება - დემნამ ოთახში სინათლე აანთო - ასე დავტოვებ. ნენე შიშისგან ემბრიონივით მოიკეცა, თავი მუხლებში ჩარგო ვერ გაეგო რა ხდებოდა. ნანობდა, თან როგორ ნანობდა აქ ჩამოსვლას, მაგრამ გვიან იყო. ### ღამის ხუთ საათზე დემნას ტელეფონის ხმამ დაარღვია სახლის მყუდროება. -რა ხდება მერაბ? -ვერ დავიძინე? -არაფერი მომხდარა, გარემოებებმა შემიშალეს ხელი, თან რაღაც გართობის ხასიათზე მაყენებს ეს გოგო. მეც გავიხალისებ ცხოვრებას და ბოლო საჟურნალისტო დღეებსაც გავულამაზებ ქალბატონს. -ხო არ გამოგზავნიდი უკან? - მორიდებულად შეეკითხა ძმაკაცს. -ამაზე აღარ დამელაპარაკო, ეს გოგო აქედან არსად წავა სანამ მე თვითონ არ გავგზავნი. სანამ აქ გამომიგზავნიდი და ყველაფერს საფრთხეში ჩააგდებდი იქამდე შეგცოდებოდა. ### -დილამშვიდობისა დედილო. -დემნა, შვილო, გუშინ დაგინახე მის ოთახთან. -მე ხომ ყველაფერი მოგიყევი, სხვა გზა არ მაქვს. გთხოვ არ ჩაერიო. ### თითქმის უძინარი, თვალებ ამოსიებული დილით დაბლა ჩავიდა. მართა დეიდამ უკვე ყველაფერი იცოდა. უგემრიელესი საუზმით გაუმასპინძლდა, სახლიც დაათვალიერებინა. -ბატონი დემნა არ ისაუზმებს? - დემნა შვილო დილის 7 საათზე საუზმობს. -სახლში არ არის? -არა, დღეს შაბათია, სასაფლაოზეა წასული. -სად? - ნენე მიხვდა, რომ სასაუბროთ კარგი თემა შემოაგდო მართა დეიდა, თან ხვდებოდა სქმეში გართული მოხუცი ბევრ საინტერესოს მოუყვებოდა - ვინმე გარდაიცვალა? -არა ღმერთმა დაგვიფაროს, მშვიდობა ამ სახლსა და ქვეყანასა ზედა. მეუღლის საფლავზე მიდის ყოველ შაბათს ყვავილებით, ტრადიციასავით აქვს. -ახლა გასაგებია ამხელა სათბური... დიდი ხანია გარდაეცვალა? -არცისე - პასუხი ზედაპირული მოეჩვენა ნენეს და იმასაც მიხვდა, რომ ეს არ იყო მართა დეიდას ხმა. -ფრინველებით და ლანჩაპტით დაინტერესებულს კი არა დექტეტივს ან ჟურნალისტს უფრო გავხართ - მთელი ირონია ჩააქსოვა დემნამ ამ სიტყვებში. -ჰიჰიჰი, მე და ჟურნალისტიი... -მარტო ჟურნალისტზე რატომ გაამახვილეთ ნეენ ყურადღება. -არ მიყვარს ეს პროფესია - ვერც კი შეატყობდით, რომ იტყუებოდა. -ვერც მე, საერთოს გამოვნახავთ ალბათ. ახლა წამოდით ფერმას დაგათვალიერებინებთ. ნენე წამოდგა, ჩაიცვა და გაყვა ბატონ დემნას. საკმაო გზა გაიარეს მუხლამდე თოვლში. -კარგი მატყუარა ხართ? -უკაცრავად? -კარგი მატყუარა ხართთქო? -არაფერი მომიტყუებია, თქვენ რაღაც არასწორად გაიგეთ... -მშვიდად ძვირფასო, მშვიდად. აქ ერთი მექალთანე ფერმის თანამშრომელი მყავს, ჯობია უთხრათ, რომ გათხოვილი ხართ. -ააა, ხო, ვეტყვი. -შეიძლება რაღაც გკითხოთ ბატონო დემნა? - ფერმის ბინადრებს ათვალიერებდნენ, როდესაც გაბედა ნენემ დაესვა პირველი შეკითხვა. -მკითხე. -რითი გარდაგეცვალათ მეუღლე? - ნენე ელოდა, რომ დემნა აღელდებოდა, ისტერიკას დაიმართებდა ან რაიმე მსგავსი. -მომიკლეს. -მაპატიეთ არ ვიცოდი. -არაფერია, დიდი ხანია არავისტან გამიხსენებია ეს ისტორია, მე დამბრალდა მისი სიკვდილი, ციხეშიც ვიჯექი თუმცა ბოლოს გავმართლდი და მას შემდეგ აქ ვარ საცხოვრებლად გადმოსული. ადამიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი რა არის? ის რომ მას სხვა ადამიანებთან აქვს შეხება, სხვადასხვებთან, უცნობებთან და ნაცნობებთან, ასე ვიყავი მეც. შემდეგ ციხეში შევეჩვიე, რომ უცნობთა რიცხვმა იკლო, ახლა კი სულ რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ბევრმა იმედი გამიცრუა. ადამიანები მიჩვეულები ვართ, რომ რაღაც კარგის გაკეთების დროს, განსაკუთრებით თუ ქველმოქმედებას ეხება საქმე საზოგადოებისგან შექებას ველით, რაიმე არასტანდარტულის გაკეთებისას კი მათგან აგრესიას და ზიზღს ვიღებთ. ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარული ყველა სტერეოტიპს ანგრევდა. ჩვენი ქორწინება თავიდანვე ზიზღზე, უსიყვარულობაზე, თურმე ღალატზეც კი იყო აგებული. როდესაც შევიცვალე მისი შეყვარება დავიწყე, ჩვენს ცხოვრებაში ახალი მომავლის წერტილი გამოჩნდა შვილის სახით, მაშინ გავიგე ამის შესახებ. -მაპატიეთ, არ მინდოდა. -გინდოდა, გაინტერესებდა, ისიც გაინტერესებს ღალატში რას ვგულისხმობ ხო?! ისიც მე მოვკალი თუ არა?! ვინ მოკლა?! აქეთ წამოდი საუკეთესო ჯიშის ცხენებს გაჩვენებ. ეს კაკაოა, ახლახანს დაიბადა. ჩემი მეუღლე თათია 6 თვის ორსული იყო, როდესაც გავიგე, რომ ქორწილის დღიდან მოყოლებული საუკეთესო ძმაკაცთან მღალატობდა და შვილიც მისი იყო. სახლში მოსულს ნამდვილად მქონდა მისი მოკვლის სურვილი, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი დამხვდა. დღემდე არავინ იცის ეს ვინ გააკეთა, თუმცა ერთი წამით არ შემიწყვიტავს ამაზე ფიქრი, ვიცი დადგება დღე და გავიგებ იმ ბავშვის ხათრით, რომელიც საკუთარი შვილივით მიყვარდა და რომელსაც არაფერი დაუშავებია. შემდეგ თემომ, ჩემმა ძმაკაცმა თავი ჩამოიხრჩო, მალევე გავიგე რომ უშვილო ვიყავი საერთოდ და ასე, გამიქრა ცხოვრების სურვილი, წამოვედი აქ ყვეასგან შორს. -არც კი ვიცი რა ვთქვა. -ნურაფერს იტყვი, წამოდი თორე შეგცივდება, თან მოვიფიქროთ სოფელში როგორ დაბრუნდები. ბატონი დემნა ფერმის თანამშრომელს ესაუბრებოდა, ნენე იქვე ეზოს ათვალიერებდა, ფიქრობდა, რომ ნამდვილად ცხოვრებისგან დაღდასმულ ადამიანთან მოხვდა, რომელსაც ცხოვრებამ ყველაფერი წაართვა. მისი ყოველი სიტყვა თავში დაფინავდა, მისი ტემბრი, სახე, თვალები...თვალებზე გაახსენდა, რომ ზაზასთვის ჯერ არც კი დაურეკავს და სასწრაფოდ ესემესი მიწერა. -ნენე, შენობითზე გადავიდეთ ჯობია, მგონი. -კარგით როგორც გინდათ, გინდა. -მე არაფერი არ მინდა ძვირფასო, უბრალოდ მინიმუმ 3 დღე კიდევ მოგიწევს აქ ყოფნა, გზებია ჩაკეტილი ვერტმფრენიც კი ვერ გიშველის. -კარგით. -ეს როგორ გავიგო? -არაფერი მითქვამს?! -ზუსტად მაგაზე ვიძახი, აქ დასარჩენათ ჩამოხვედი? -რა შუაშია, ფეხით ხო არ წავალ, კეთილი ინებეთ და შემიფარეთ. ჭკუიდან გადაყავდა ამ გოგოს მიმიკებს, თავდაჯერებულობას, და მატყუარობის ასეთ ნიჭს. მისი ტუჩების მოძრაობაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა და გრძნობდა როგორ აღაგრძნებდა ამ გოგოს თმისგან წამოსული სურნელი, აი ისე ვამპირები, რომ გრძნობენ ადამიანის სურნელს. -ნენე, შვილო უკვე ერთი საათია ბუხარს უყურებ და რაღაცაზე ფიქრობ, აბა გამანდე შენი ფიქრები. -დავფიქრდი რაკარგი იქნებოდა აქ ცხოვრება, აქ სულ სხვაა, ყველაფერი სხვაა. -მერე დარჩი, შენც ჩემი შვილობილი გახდები. - თბილად მიეფერა, იმდენად გულწრფელი იყო ამ ქალის სითბო ნენეს დედა ახსენდებოდა, დედის სითბო, რომელიც მას აკლდა გარკვეული მიზეზებისდა გამო. -უფ უფ, დემნას ზუსტად ეგ უნდა, რამის დრეს სახლიდან გამაგდო. -რას ამბობ, ვერ... -აი ასე ჩნდება ტყუილი - ოთახში სპორტულებში გამოწყობილი დემნა შემოვიდა და ნენეს პირი ისე დაეღო ბუზი კი არა დათვი შეეტეოდა. -მატყუარაც ვყოფილვარ. -არ მიკადრებია. მართა ჩაი მოგვიტანე, სამივემ ერთად დავლიოთ. ეჭვ მაქვს ჭადრაკი გეცოდინება. -ყველა ეჭვი ასე გიმართლდება? -ყველა, შენზეც გამიმართლდება დარწმუნებული ვარ. -დავიწყეთ, წაგებული საცვლების ამარა ჩაწვება თოვლში - ნენე ისე გათამამდა თავის თავს ვერ ცნობდა, ამ სიტყვებზე მართას და დემნას ჩაი გადასცდათ და კინაღამ მიყოლებით არ დაიხრჩვნენ, მართა დეიდამ იგრძნო, რომ ზედმეტი იყო და ბოდიშიც მოხდით დასაძინებლად წავიდა. -კაი ეშმაკი გოგო ყოფილხარ, ცოტა ახალგაზრდა ვიყო ხელიდან არ გაგიშვებდი. -ნუ მელაპარაკები ბაბუაჩემის ტოლა კაცივით. -აა, ანუ მიხმობ? - დემნამ ტუჩზე იკბინა ისე, რომ ნენეს გააჟრიალა. -რატომაც არა, ოთახი იცი სადაცაა - თვალი ჩაუკრა ნენემ. -ახლავე ხო არ წავსულიყავით? -უფ, უფ ბატონო დემნა, ასე გეშინიათ წაგების? -მე და წაგება ერთმანეთს არ ვიცნობთ. -ახლა გაიცნობთ. მოხდა ისე, რომ ორივე თითო თითო ფიგურით დარჩნენ, 20 წუთი იწვალეს მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვეს. -აუუ სხვა რამე მომეფიქრებინაა- აკანკალებდა საცვლების ამარა გარეთ გასულ ნენეს ამ დროს კი მის უკან ასევე საცვლებში მყოფ დემნას პირზე ნერწყვი ადგებოდა. ერთმანეთის დაცინვით და გულში გაჟიმვით გული, რომ იჯერეს ოთახებს დაუბრუნდნე. ფიქრს მიეცნენ ვისზე? თუ არა ერთმანეთზე და ვინ დაარღვია დემნას ფიქრები თუ არა მერაბმა. -რა დავაშავე, გისმენ. -რა დააშავე და ძმაკაცად მიფიცე. -რამე მოხდა? -კი. -გისმენ. -შეტყობინება გამოუგზავნა თავის შეყვარებულს. -მერე? -რაღა მერე ანუ სადღაც სიგნალი დაიჭირა, შენ კი მარწმუნებდი გათიშული მაქვს უცხო აპარატებზე სიგნალიო. -ეტყობა მაგაზე არ მაქვს. -დემნა როლები გავცვალეთ? -ზედმეტად მშვიდად ხო არ ხარ? -დღეს გული გადავუშალე შენს ნენეს, ანგელოზი ვგონივარ, ცოტას გავერთობი და შემდეგ მოვიშორებ თავიდან, საშიში რამე რომ იყოს უკვე იმ გზაზე იქნებოდა. -დიდი თავის ტკივილი გვყავს იცოდე. -მერაბ ნუ *****, შენ არ გამოუშვი? -ვიცი, დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ორივეს გადაგვიყოლებს და რამდენ საქმეს მოფენს ნათელს ფიქრიც არ მინდა. -უნდა გავთიშო. -რა ხმა გაქვს? მოჩვენება დაინახე? მოჩვენება არა, მაგრამ დათუნიებიან პიჟამოში გამოწყობილი ნენე კი დაინახა. -მშვიდობაა??? -ვერ ვიძინებ, გუშინდელის მეშინია. შეიძლება აქ დავწვე? -უკაცრავად? -ვაიმეე კანიბალი კი არ ვარ, შეიძლება შენს ლოგინში, რომელსაც მართკუთხედის ფორმა აქვს და რომლის ფართობის ნახევარიც შენ გიკავია მეორე მე დავიკავო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.