შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბნელე გვირაბის ბოლოს


3-10-2016, 05:46
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 002

რატომღაც გგვგონია, – თუმცა გაუგებარია რატომ, – რომ გვირაბის ბოლოს, უსათუოდ მხედველობას გვიკარგავს კაშკაშა სხივი, როგორც უზენაისის მზერა. ეს რეალობასთან ახლოს როდი არის არა იმიტომ, რომ გვირაბი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს ეზარება თითოეულ პირს თავისივე ენით აღუწერელი მზერა მიაპყროს.

მე რომ ღმერთი ვიყო, არ ვიქნებოდი.

კათოლიკურ ეკლესიაში ანგელოზთა გალობა ისმის, ამის ფონზე კი ჯვარზე გაკრული ქრისტესი ისე გვწამს, როგორც არასდროს და გვირაბის ბოლოს, უკიდურეს სიბნელეში შეეჩეხები შენ თავს, რამეთუ გოლგოთაზე შენ გაგაკრეს, რამეთუ მაგდალინელი შენ გიყვარდა და რამეთუ რეალური ღმერთი შენგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ის არ არსებობს.

გვირაბის ბოლოს...

გვირაბის ბოლოს ხარ, როცა თოლიათა გუნდი გადაუფრენს მღელვარე ზღვას და თოვლივით თეთრ ღრუბლებს, უთუოდ გააწითლებს უკანასკნელად ჩამავალი მზე, – ეს არის ჩემი საყვარელი ვანილის ზეცა.

რასაც წარმოიდგენ ამას ვერცერთი რეჟისორი გადაიღებს. ასე უსამართლოდ მუშაობს ბუნების თავნება კანონები, ვით აბსტრაქტული მელოდიების შემოქმედი როიალი და არსაით მოჩანს სამართალი, ვინაიდან მარტოს გვიწევს ჩვენივე სულის გამყინავი წარმოდგენების შეგრძნება თუ გადამუშავება.

რომელი ჯობია, იყო ბრმა ბედნიერი, თუ თვალხილული უბედური?

ეს მე არ ვიცი.

თოლიები გადაუფრენენ მღელვარე ზღვას და ჩამოწვება უკიდურესი სიბნელე, ამ დროს კი, რჩები მარტო, – ღმერთთან.

ყველაზე უვარგისია ის ღმერთი, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა სამყაროს სისტემაში.

ეს შენ იცი.

შენ ყველაფერი იცი.

იცნობ თოლიათა გუნდს, რომელთა ერთადერთი მიზანია გამცნონ, რომ სულ ცოტა ხანში, სიბნელე ჩამოწვება.

ეს არ ვიცი რას ნიშნავს, რას ვლაპარაკობ, რამდენად შორს ვართ ირმის ნახტომის ჩამომყალიბებელ შავ ხვრელთან.

ყოველივე ამაში, ჩემი სულიერი დები ერკვევია, – არ არსებობაში გაშენებული ოპერა, ოპერის მომღერლებით.



№1  offline მოდერი Amalthea

როდის გასცდები ღმერთის თემას?
ნიჭს წვერებიანი ბაბუასავით საუბარში ნუ კარგავ.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline წევრი ლუკკიანეცცი

არ არსებობს არც გვირაბი და არც გვირაბის ბოლოს სინათლე. ვინ მოიგონა საერთოდ? კვდები და მორჩა მკვდარი ხარ უგრძნობი ლეში რომელიც მალე დაიფერფლება და ვსო. იმის იქით არ არის არაფერი

 


№3  offline წევრი lucifer :)

ღმერთი? სინათლე გვირაბის ბოლოს? არ მწამს და არც არასდროს ვიწამებ თუ თვით ღმერთი არ ჩამოვა და არ დამენახება(რაც ძალიან მეეჭვება) ჩემი აზრით ყველაზე მორწმუნე ხალხი ათეისტები არიან. ვსიო მე აქ ვამთავრებ. ნამდვილად შესანიშნავად წერ და ყოველთვის ვკითხულობ შენს ჩანახატებს.

 


№4  offline წევრი ლუკკიანეცცი

lucifer :)
ღმერთი? სინათლე გვირაბის ბოლოს? არ მწამს და არც არასდროს ვიწამებ თუ თვით ღმერთი არ ჩამოვა და არ დამენახება(რაც ძალიან მეეჭვება) ჩემი აზრით ყველაზე მორწმუნე ხალხი ათეისტები არიან. ვსიო მე აქ ვამთავრებ. ნამდვილად შესანიშნავად წერ და ყოველთვის ვკითხულობ შენს ჩანახატებს.

აბა ევოლუციის გჯერა??

 


№5 სტუმარი Butterfly_effect

რა თქმა უნდა, ღმერთი არ არის ,,წვერებიანი ბაბუა'', რომელიც ზეცაში ზის და ადამიანებს ასაჩუქრებს ან სჯის ,,დამსახურებების'' მიხედვით. ზოგიერთებმა ათეიზმს მაინც ეცით პატივი და მის მიწაზე ჩამოსვლას ნუ ელოდებით :D სასწაული არც რწმენასთანაა კავშირში და არც ურწმუნოებასთან.
შენი ნაწერები წამიკითხავს და რამდენიმე ძალიან მომეწონა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ორიგინალურობა წერის შედეგი უნდა იყოს და არა_თვითმიზანი. კარგია, რომ პასუხებს ეძებ და შენი ნებაა, თუნდ მემილიონედ მიუბრუნდე ამ თემას.

 


№6  offline წევრი Aila

ლუკკიანეცცი
არ არსებობს არც გვირაბი და არც გვირაბის ბოლოს სინათლე. ვინ მოიგონა საერთოდ? კვდები და მორჩა მკვდარი ხარ უგრძნობი ლეში რომელიც მალე დაიფერფლება და ვსო. იმის იქით არ არის არაფერი

ვერ იტყვი ასე დაზუსტებით :დ რადგან იქ არავინ ვყოფილვართ

 


№7  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent