ტკბილი შეცდომა- ნაწილი 7
სახლში მივვარდი. დედიკო დამხვდა. -დედიკო რა გჭირს?-მოვარდა ქოშინით დედაჩემი. -არმინდა დედა, არმინდა უსიყვარულოდ ცხოვრება-ვსლუკუნებდი. -რახდება მითხარი ნინა-შემოხედა გაოცებული და ჩემი ჩაწითლებული თვალები რომ დაინახა ტირილი დაიწყო.ასეთი ემოციური მყავდა. ყველაფერი მოვუყევი. სლუკუნით ვუყვებოდი. შიგა და შიგ კი ვჩერდები და უაზროდ ტირილს ვაგრძელებდი. -დედა მიყვარს ლუკა, მიყვარს.-ჩავეხუტე-მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. 5 თვე მასთან ვარ და დაუვიწყარი იყო ის 5 თვე. სად არ დავდიოდით-გამახსენდა ის ტკბილი დღეები და დავმშვიდდი-ერთხელ სუშიზე წამიყვანა, ყოველდღე პარკში ვიყავით, ეშმაკის ბორბალზე დაუვიწყარი იყო, ზოოპარკში-ამომიტივტივდა მოგონებები. ..... -ვგავარ? -დაიმანჭა ლუკა და მაიმუნს გახედა. -რაღაცით-გამეცინა-მოდი ფოტოს გადაგიღებ -არა გოგო გაგიჟდი?-ახარხარდა ლუკა.-წამო მანქანებზე დავჯდეთ -აუ ჯერ სიცილის ოთახში შევიდეთ.-გავხედე ლუკას. -კაი კაი წამოო-ხელი ჩამკიდა და ხის შენობისკენ წამიყვანა. -ჰაჰაჰ, რას გავხარ ლუკა-გავხედე სარკეში დაგრეხილ ლუკას. -შენ ცოტაც და გასკდები-შეხედა ჩემს წინ მდგარ სარკეში და სიცილი დაიწყო -ფუ რა არის ეს-გავიწიე- აი აქ კიდე რაღაც ვარ-მივედი სუსტ სარკესთან. -ჩემი ტანწერწეტა-ჩამაყოლა ხელი წელზე. თავი მხარზე დავადე. -ვუი მოიცა ეს ტანწერწეტა მხოლოდ სარკეში ხარ?-ახარხარდა ლუკა. -აუ გაეთრიე დროზე-მივკარი მხარს ხელი და ენა გამოვუყე. ... -ასე არ უნდა მექცეოდეს ცხოვრება. ასე არ უნდა მტანჯავდეს. რატომ შემაყვარა თავი, რატომ მომატყუა.-ვსლუკუნებდი და ბალიშს სახეზე ვირტყამდი. -დამშვიდდი ნინა, გთხოვ. იქნებ უყვარხარ და სულაც არ მოუტყუებიხარ? -არა დედა არა არა არა-გავიძახოდი უაზროდ და ტირილს განვაგრძობდი.-ნაყინი, ნაყინი-გავიძახოდი ჩემთვის. .... -გემრიელია?-გამომხედა ლუკამ -შენი გაკეთებულია და როგორ არ იქნება?-დავეჭყანე და ნაყინი შევჭამე. -ჩემო ღორმუცელა.-ენა გამომიყო და დივანზე დაჯდა. მერე დაწვა და თავი ფეხებზე დამადო.მეც ვეფერებოდი და თან ნაყინს ვჭამდი. -წარმოგედგინა მე და შენ შეყვარებულები თუ ვიქნებოდით ოდესმე?-ჩავხედე ლუკას. -ჰმ, ალბათ კი... ჩემნაირ ბიჭს ყველა შეიყვარებს.-ახარხარდა ლუკა. -გაეთრიე დამპალოო-მოვუჭირე ცხივრზე ხელი. -ნუ გამგუდე გოგო-გაეცინა ლუკას. .... -ყველაფერი კარგად იქნება სიხარულო-მისმევდა თავზე ხელს და მკოცნიდა. ყველა მოქმედებაზე რაღაც მახსენდებოდა, მოფერებაზე.. კოცნაზე.. .... -ჩემი გოგო გაიღვიძა-მომეფერა ლუკამ და თმები უკან გადამიწია. -დილამშვიდობისა ლუკა-გავუღმე თბილად. -დილამშვიდობისა ჩემო სიცოცხლევ. -მოვიდა და შუბლზე მაკოცა. -ჩემი ბიჭი-დავიკრუსუნე და მხარზე თავი დავადე. -დღეს სად წავიდეთ?-გამომხედა ლუკამ. -პიცა მომენატრა-შევხედე და თვალი ჩავუკარი. .... -დედა მამა რომ მოვა უთხარი რომ.. არვიცი არვიცი არაფერი უთხრა, რა გაქვსს სათქმელი-შევხედე დედას. არაფერი იყო მის ადგილზე. ერთ პრობლემას მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე და ასე წყვებოდა. ოთახში შევედი. განმარტოვება მინდოდა ჩემს ოთახში. ყველაფერი მის ადგილზე იყო. ჩემი პატარა კოხტა საწოლი კრემისფერი საბნით, იასამნისფერი ფუმფულა ბალიშით. ჩარჩოები ფოტოებით, ჩემი და ჩემი მეგობრების ფოტოებით. ჩემი ოჯახის ფოტოებით. ყოველ ფოტოების დანახვაზე ის დღე მახსენდებოდა. ოჯახის ფოტოს შევხედე. მე დედაჩემი და მამაჩემი. დაახლოებით 7 წლის წინ. .... -მამა მოდი მოდი დადექი.-ხელი დავუქნიე მამას და ჩემს გვერდით ვანიშნე რომ დამდგარიყო. -ახლავე, გავისწორო პერანგი გოგო-გაეცინა მამიკოს და პერანგი გაისწორა. -ნინა, ნუ იჭყანები-გამომხედა ფოტოგრაფმა. დედამ ხელი გამკრა. -რაიყო დედა როგორიც ვარ ისეთ სახეს ვაჩენ-გამეცინა. ოჯახმა სიცილში ამყვა. და ჩკიხ. შესანიშნავი კადრი. .... ნეტა ამ დროს. არაფერი საფიქრალი, არაფერი პრობლემა, უბრალოდ ბედნიერება.საწოლზე დავეგდე და ფიქრებს მივყევი. ლუკა. რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეს ბიჭი. ან საერთოდ რატომ წავედი იმ ბარში დასალევად. არა არმინდა ის დღე. ვერვიტან იმ დღეს. ცხარე ცრემლები წამომცვივდა სახიდან. გული მეკუმშებოდა. ფეხის წვერებიდან ტკივილი მივლიდა და მთელ ტანს გადასცემდა ამ უსაზღვრო სიმწარეს. ............................................................................................. -დედა ნინა სად წავიდა-შემოვიდა ქოშინით ეკა. -არაფერი დედა, არაფეარი. გთხოვ. ყველაფერს მერე აგიხსნი. გთხოვ მარტო მინდა დავრჩე. ეკამ თავი დამიკრა და კარი მოიხურა. საბანი თავზე დავიხურე და თავის დახრჩობა ვცადე. არაფერი. დედაჩემი დამრჩენოდა ერთადერთი და ვერ ვატკენდი გულს. და ნინაც. ნინა, როგორ მიყვარდა. ჩემი ნინა, მენატრებოდა, მისი დილამშვიდობისა მენატრებოდა, მისი ალერსი დილით სახეზე, მისი წუწუნი თუ რა საჭმელი უნდოდა, ღამ-ღამობით რომ მაყენებდა და ხან რას მომთხოვდა ხან რას. .... -ლუკა-ჩავჩურჩულე ლუკას ყურში ღამის 4 საათზე. -რაგინდა?-გამომხედა ლუკამ და ღრად ამოისუნთქა -ესეიგი დაიღალე ჩემით?-გავხედე გაბუსხულმა -არა ჩემო პატარავ, რაცგინდა მითხარი-მოვეალერსე ლოყაზე. -ჰოკაიი..მანგო მინდა-გამიღიმა ყურებამდე ნინამ. -რაგინდა?-გავაფართოვე თვალები. რატომაც არა ძალიან გამიკვირდა. -მანგოო,-გამიღიმა ვითომც არაფერი. -აუ ხო კაიი.-ავდექი ბუზღუნით და მაისურს ჩავავლე ხელი. სადღეღამისო სუპერმარკეტში შევედი და მანგოს დავავლე ხელი. გამყიდველი გაშტერებული მიყურებდა, ფიქრობდა ამ კაცს რად უნდა ღამის 5 საათზე მანგოს -ორსული ცოლი მყავს-გავუღიმე და ამით უკვე ყველაფერი გასაგები იყო. გამყიდველები საქმის ყურში ჩავაყენე და მარკეტი დავტოვე. სახლში წავედი. ოთახში შევედი და ჩაძინებია. მანგო მაგიდაზე დავაგდე და საწოლში ჩავწექი. -მაიმუნო-მოვუსვი ცხვირზე თითი და მივიხუტე. .... როგორ მინდოდა კვლავ შევხებოდი, მის ლამაზ, საოცარ და ნატიფ თითებს, მის ტანს, მის თმის სურნელი ახლაც მიღუტუნებდა ცხვირში-მარწყვის სუნი. მისი თვალები, თაფლისფერი და უბრალო, უბრალო მაგრამ ბრწყინვალე. მის მიმართ რაღაც არაამქვეყნიურ გრძნობას ვგრძნობ, რაღაც წარმოუდგენელს, ასეთი გრძნობას არმეგონა ადამიანი თუ გრძნობდა. მენატრებოდა, ყველაზე ძალიან მენატრებოდა. ბალიშს ვიხუტებდი და ვყნოსავდი. მისი თმის სუნი. მისი თმის სუნი-ვიმეორებდი გონებაში და ცრემლებმაც აღარ დააყოვნეს. მე გოგოს გამო ვტიროდი. და რაიყო მერე? მე გოგოს გამოვი ვტიროდი, ის ტიროდა ვინც მამის გასვენებაში ცრემლიც კი არ გადმოვარდნილა. კი მე გოგოს გამო ვტიროდი, ნინას გამო. -რატომაც არა?-შემომხედა ცოტნემ. -არვიცი , არამგონია გაჭრას. -გაჭრის, დამიჯერე გაჭრის. -კარგი, რაც იქნება იქნება.-ღრმად ამოვისუნთქე. ყვავილებისკენ დავეშვით. -500 ვარდი-გავუღიმე გამყიდველს. გამყიდველმა ტუჩები მოპრუწა, შემდეგ კი გამიღიმა. -ლიკა, როგორ ხარ?-დავურეკე ნინას დაქალს ........................................................................................... -აუ არვარ სეირნობის ხასიათზე-ვუთხარი ტელეფონში ლიკას. -წამოდი და იქნები-გაეცინა -გამოგივლი 5 წუთში. გავემზადე. რაც მომყვა ჩავიცვი. უკვე აღარ მეხალისებოდა, მაგრამ მინდოდა ცხოვრებას აზრი არ დაკარგვოდა. გაბერილ მუცელზე დიდი მაისური გადავიცვი და გარეთ გავედი. -ჩემო სიცოცხლევ-ჩამეხუტა ლიკამ.-როგორ ხარ -როგორ შეიძლება ვიყო-ცივად გავუღიმე ლიკას. -კაი ჰო, წამოდი სადმე გავიდეთ. კაფეში დავჯექით. -კაი ეგრეც არგინდა ახლა. გინდა გული გადამიშალე, მომიყევი და დამშვიდდები მაინც. -არვიცი რამოგიყვე? ის რომ ლუკაზე ვგიჟდები? ის რომ ლუკას გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია? -კარგი კარგი-ხელი დამადო ჩემს გაყინულ ხელზე.-არაუშავს, განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. 2 საათი ვლაპარაკობდით, ყოველ დეტალზე მელაპარაკებოდა. ყველაფერი აინტერესებდა. -კაი კაი გადაგღალე. მიდი წადი სახლში. -შენი საუბრით არ გადავღლილვარ, მაგრამ გავითიშე. წავალ ცოტას დავისვენებ. სახლში გადათიშული მივედი. დედამ თბილად გამიღიმა. ოთახში შევედი. ზემოდან პატარა ძაფი ეშვებოდა. ძაფს დავაკვირდი. ჩემი და ლუკას ფოტო. ერთად მაგდონალდსში. .... -ლამაზად ჭამე-დამეჭყანა ლუკა და სალფეთქით ტუჩის კუთხე მომწმინდა. -ძალიან მშიაა-ავწუწუნდი მე. -აუ რა ღორმუცელა გახდი გოგო-დაიკრიჭა ლუკა.-მოდი შანსი არაა ამ შანს არ გავუშვებ ხელიდან. მოვარდა და ტელეფონი დაიჭირა. ჩისბურგერით გატენილი პირი, მაგრამ მაინც დაკრეჭილი. აი ასეთი ფოტო გამოვიდა. .... ფოტოს მოხსნა ვცადე. უცებ ძაფი ჩამოიწია და ზემოდან უამრავი ვარდი წამოვიდა ჩემსკენ. შევცბი. არვიცი უამრავი ვარდში ავევსე. ფოტო გადმოვატრიალე და წარწერა დამხვდა „შემირიგდი, მომენატრა ღამით მარკეტებში სირბილი“. ჯერ გავბრაზდი, გამახსენდა ყველაფერი. მერე გამეღიმა. დავიხარე და ვარდებს ხელი მოვუსვი. უცებ კარები გაიღო და ქოშინით ლუკა შემოვარდა. -შემირიგდები ჩემო მზეთუნახავო?-გაშალა ხელები უცებ ცოტნე და ლიკა შემოვარდნენ ბუშტებით ხელში და საშტვენით შტვენა დაიწყეს. დედაჩემიც შემოყვა. ყველანი ერთად გაიძახოდა:ლუკას ყველაზე მეტად უყვარხარ, შეურიგდი მას. დავიბენი, არ მოველოდი, არვიცოდი რა მეთქვა. ყველანი ჩემს პასუხს ელოდნენ. -აბა-აწია ლუკამ ხელები-შემირიგდები თუ არა? ღრმად ამოვისუნთქე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.