შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბენზინის არომატი /3


9-11-2016, 08:36
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 377

ბენზინის არომატი 1/3

მერე უფრო მეტი ლოდინი იყო, ვიდრე შედეგი. მერე უფრო მეტი ძებნა იყო, ვიდრე პოვნა. გოგონა, რომელიც ატარებს კოჭებამდე სიგრძის კაბებს, სავსეა არომატებით და რომელიც უნდა მივიღო.

მის სადარბაზოსთან ვდგავარ და ჩემი ფეხსაცმლის თასმებს ვუყურებ. ერთის წითელია, მეორესი მწვანე. თასმები ერთადერთია, რომლის ფერებიც არ მიშლის ნერვებს. მახსოვს პატარაობაში, დედამ მიყიდა ფეხსაცმელი და უამრავი თასმა მოაყოლა თან. მითხრა ერთ დღეს ერთი გაუკეთე, მეორე დღეს მეორეო. მე არასწორად გავიგე, ან იქნებ არც მინდოდა სწორად გამეგო. სკოლაში ერთ ფეხსაცმელზე შავი, მეორეზე თეთრი თასმებით წავედი და ბევრი დაცინვა ავიტანე.
_ მერე რა, შენ როგორც გინდა, ისე გააკეთე. მაგათ რატომ უსმენ, ილაპარაკონ _ თავზე ხელი გადამისვა დირექტორმა და მეც მეორე დღეს უკვე ყვითელ წითელი თასმებით წავედი.

ბავშვობა სხვანაირი მქონდა... ახლა ყველა მაღიზიანებს და ყველაფერში ვხედავ უარყოფითს.
_ შენ... _ აკანკალებული ხმა მესმის და თითქოს ფილტვებსაც უკვე მისი ამონასუნთქი ჰაერი მიეწოდება. ვგრძნობ, რომ ვგიჟდები.
_ ლოლიტა _ ვბრუნდები მისკენ. თითებიც კვლავ უკანკალებს. ისე, როგორც ხმა და მთელი სხეული.
_ ლოლა მქვია
_ მე ელა. ელა და ლოლა.
_ მაგიტომ არ მითქვამს _ ვიცი, რომ ვაშინებ. ისევ კოჭებამდე კაბა აცვია, ამჯერად ცისფერი, ალაგ-ალაგ თეთრი. თმები გაშლილი აქვს და მისი თვალები... ისევ ისე ანათებს, როგორც მაშინ, მისი თითები რომ ჩემსაში ავხლართე.
_ ყავაზე დამპატიჟებ? _ ვეკითხები და სურვილი მიპყრობს, ვაკოცო.
_ დედაჩემია სახლში
_ ტყუი _ მეცინება.
_ დამანებე თავი. ვინ ხარ? რა გინდა? _ ყვირილს ვერ იკავებს. იმდენად ხმამაღლა არ გამოსდის, რამდენადაც უნდა და თვალებს შეშინებული ახამხამებს.
_ მე ელა ვარ. ერთი ჭიქა ყავა მინდა. უშაქრო _ მხრებს ვიჩეჩ და ამჯერად მის ტუჩს ვუყურებ, ოდნავ შესამჩნევად რომ ცახცახებს. საოცარი გოგოა ლოლიტა. თავიდან ფეხებამდე შეუძლია კანკალი და გაბერილია გულუბრყვილო, ბავშვური გრძნობებით.
_ მერე წახვალ? _ მეკითხება და თვალებში მიყურებს.
_ მერე წავალ _ მეტი დაჯერებლობისთვის ვიმეორებ მისივე სიტყვებს, ოღონდ წერტილით.
_ კარგი. ერთი ყავა და წახვალ _ თითქოს არ სჯერა. თითქოს უნდა, დაადასტუროს.
_ ჰო. მასე მოვიქცევი, ლოლიტა... _ ღრმად ვსუნთქავ და ვუღიმი. ის კიბეებზე იწყებს ასვლას. ხან სწრაფად ადის, ხან ნელა. ყოყმანობს, ფიქრობს და კაბას ეჭიდება. ლამის მოჭნუჭნოს, უცებ რომ უშვებს ხელს და მეც ვეშვები. დაძაბული დგება კარებთან და მე მიყურებს.
_ მიტრიალდი. გთხოვ _ არ ვიცი რატომ, მაგრამ ვტრიალდები. კაბის შრიალი მესმის, საკეტის ხმა და ველოდები.
_ შემოდი _ ამჯერად ისე აღარ უკანკალებს ხმა, როგორც უწინ. მისკენ ვბრუნდები და სახლში შევდივარ. კარებს კეტავს და წინ მიძღვება. კოხტა, ლამაზი სახლი აქვს. ოთახში ორი სავარძელია, კედელზე დიდი ტელევიზორი და უამრავი, ფერადი პუფები. ერთ-ერთზე ვარდისფერი აიპადი დევს. აქვეა სამზარეულოც, ბარითაა გაყოფილი ოთახისგან და საკმაოდ ნათელ ფერებშია მოწყობილი მთელი ბინა.
_ ლამაზია _ ვუყურებ ლოლიტას და მეცინება. სულ რაღაც ორ წუთში მოასწრო ყავის დადგმა გაზქურაზე.
_ მადლობა _ ტუჩს იკვნეტს და თვალებში მიყურებს. უამრავ რამეზე მინდა ვესაუბრო, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ვეუბნები. მაგიდასთან მდგარ სკამს ვწევ და ისე ვდებ, რომ ფეხები აქეთ-იქით მქონდეს და დაჯდომის შემდეგ სკამის საზურგეს ხელებს ვაწყობ, ხელებზე კი ნიკაპს ვდებ.
_ შაქარი? _ თვალს მარიდებს ლოლიტა და საშაქრეს იღებს.
_ თითქოს არ გახსოვს _ მეცინება მე. თავს სწრაფად ატრიალებს და საშაქრეს უკან სწევს.
_ არ მახსოვდა...
_ ისევ ტყუი _ ვოხრავ. ისევ დედა მახსენდება. მეუბნებოდა, რომ შაქარი და მარილი საშინელებაა და ჩვენს სახლში არასდროს მოჰქონდა. მე არც მარილიანი საჭმელი გამისინჯავს არასდროს და არც შაქრიანი. სიმართლე რომ ითქვას, მეზიზღება ყავა. თუმცა ლოლიტას ადუღებული-არა.
_ აი ყავა... _ ფრთხილად დგამს ფინჯანს ჩემს წინ. თითები ისევ უკანკალებს. მე სკამიდან ვდგები და ამჯერად სწორად ვაბრუნებ, მერე სწორად ვჯდები და ვასწრებ. სანამ ის ხელებს გასწევს თითებით მის თითებს ვეხები და აფორიაქებული იხევს უკან.
_ მადლობა _ ყავას ვუყურებ და დადებული პირობა მახსენდება. ლოლიტა ცდილობს გამიღიმოს, მაგრამ არ გამოსდის და ყოყმანობს. უნდა გავიდეს, მერე ზრდილობა ახსენდება და თან, არც უნდა რომ გავიდეს. შეუძლებელია ჩემგან შორს ყოფნა უნდოდეს მაშინ, როცა მე მასთან ვარ. მე არ მჯერა ცალმხრივი გრძბობების.
_ რამდენი წლის ხარ? _ ვეკითხები და ყავის ჭიქად ვხვევ თითებს. მათბობს.
_ ოცი.
_ სწავლობ?
_ კი.
_ რაზე?
_ ფსიქოლოგიაზე _ ჩურჩულებს და თანდათან იხსნება. ვატყობ, როცა სულელურ, გაცვეთილ თემებზე ვსაუბრობთ, ის არ ფიქრობს ჩემს სიგიჟეზე და არ ეშინია.
_ შენ? წარმოუდგენელია _ მართლა მეცინება. წყინს, თუმცა არ იმჩნევს და სიცილს ვაგრძელებ.
_ შენ?
_ მე? მე ჩავაბარე უკვე
_ მართლა? _ უკვირს.
_ არა
_ კარგი...
_ და მაინც, შენ და ფსიქოლოგია?
_ დამანებე რა თავი _ გვერდით იყურება და ეღიმება
_ ერთი გულუბრყვილო, სულელი გოგონა ხარ _ ვაგრძელებ მე. ღიმილი უქრება და თვალებს ხუჭავს _ ბედნიერება გინდა. ეს შენი ცხოვრებაა და ეს შენ ხარ. ყველაზე სუფთა გოგო ხარ ლოლიტა... არ დაბინძურდე რა. არ დაისვარო. არ მისმინო, არ მისმინო და არც სხვებს უსმინო _ ვდგები და ვხედავ, როგორ უკანკალებს თითები. ისევ.
_ არ მინდა _ ხმა ებზარება და სახეზე ხელებს იფარებს. მე ვდგავარ მის უკან და მინდა. მე მინდა. მჭირდება, მაგრამ უკან ვიხევ. მერე ისევ წინ... სუნთქვა უმძიმდება. მხრებში იხრება და მე ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ვხრი მისი ყელისკენ თავს და ვსუნთქავ. ჰაერი ეფრქვევა, ცბება და თითებს მუშტავს. ვშორდები და მეღიმება.
_ ნახვამდის, ლოლიტა _ ვამბობ. მერე მივდივარ და მთელი გზა მასზე ვფიქრობ. არ მბეზრდება, არ ვიღლები. არ მღლის...

საღამოს სახლში ვარ. სიგარეტს ვუკიდებ და ვეწევი. ფანჯარასთან ვდგავარ. იმიტომ არა, რომ სიგარეტის კვამლი გავიდეს. უბრალოდ მომწონს, როცა ფანჯარასთან ვეწევი. დაბლა ვიყურები და ნაპასებს ვარტყამ. საკაიფოა, სულ ესაა. თავი მნიშვნელოვანი, იდუმალი ადამიანი მგონია და მოწევას რომ ვასრულებ, სიგარეტის ღერს ფანჯრიდან კი არ ვუშვებ, საფერფლეში ვწვავ. ამ დროს კმაყოფილება მიპყრობს ხოლმე, მომწონს როცა ასე ვიქცევი.
_ გისმენ აჩი _ ტელეფონს ვპასუხობ და მომდევნო ღერს ვუკიდებ.
_ როგორ ხარ? _ მეჩვენება, რომ არ აქვს კარგი ხმა.
_ გაინტერესებს?
_ რომ შეგეკითხე, ანუ ხო.
_ საერთოდ არ დაგერეკა რა, თუ მასე უნდა მელაპარაკო. არ მჭირდება _ ვთიშავ, მაგრამ მაინც არ ვდებ მაგიდაზე. წუთიც და გადმორეკავს. მერე ბოდიშს მომიხდის და მეტყვის, რომ ვენატრები და ვუყვარვარ... არ რეკავს. არც მწერს და იმედგაცრუება მჭამს. ზედიზედ ვეწევი ოთხ ღერს, ტელეფონს ვატრიალებ და ხმაურით ვანარცხებ ძირს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გავესინჯო ფსიქოლოგს... მიუხედავად იმისა რომ ისინი არაფერს აკეთებენ, ფორმალურობა მაინც საჭიროა.
სამზარეულოში შევდივარ, ვერ ვხვდები რა გავაკეთო და ლოლიტა მახსენდება. მისი მოხარშული ყავა, რომელიც არ დავლიე და ყავა, რომელიც მინიმალურ დროში მოამზადა. ლოლიტას აკანკალებული თითების გამო მთელ მსოფლიოს გავცვლი. დაუფიქრებლად. ეს ერთადერთი რამაა, რაც ჩემს სულში აღწევს და ჩემს შეშლილ მეს არღვევს.
აჩის ვურეკავ. მესამე ზარზე მპასუხობს. ამჯერად მეჩვენება, რომ მის სიტყვებს სპირტის სუნი ასდით.
_ ელა, რა გინდა?
_ რა გჭირს
_ როდის მერეა, რომ განაღვლებ? რამე შეიცვალა?
_ ხომ იცი, რომ არ გადაგყვები? _ მეცინება მე.
_ ვიცი რომ არ გვაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა და მაგან დამღალა _ ოხრავს.
_ მაშინ წავიდეთ. ცალ-ცალკე.
_ ვერ შემიძლია
_ აჩი, მე მხოლოდ სექსი მინდა. მეზიზღება ეს ზედმეტი გრძნობები, გესმის? არ მინდა მე სიყვარული. შენთან არ მინდა, როგორ ვერ გაიგე? არ მჭირდება აჩი გაცვეთილი ურთიერთობები...
_ ვიცი
_ მენატრები.
_ მე თუ ჩემი სხეული? ახლახანს მითხარი რომ არ გჭირდები _ ახლა მის ხმას ცინიზმი დაჰკრავს.
_ ვერ იგებ. არ გესმის _ ვიღლები და ტელეფონს ვრთავ. ფარდებს ისევ ვწევ, ისევ ბეთჰოვენს ვრთავ და ოთახიდან კიდევ სამი კოლოფი სიგარეტი გამომაქვს. აჩის ოთახშიც შევდივარ, მისი საწოლის ქვეშ ვძრები და არაყს და მარტინს ვაძვრენ. იმ ღამეს ბევრს ვეწევი და ბევრს ვსვამ. გათიშვამდე.
_ რატომ ხართ ასეთი რთულები _ მუცელს მიწვავს არაყი. მისაყოლებელი არ მაქვს... ვდგები და გულს ვირევ. ბოთლებს ვყრი, ფანჯრების გაღებისთვის თავს არ ვიწუხებ და მოცარტის ფონზე მკვდარივით მეძინება.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოოო საინტერესოა წინ რა გველის... სხვა ტიპის ისტორიაა ძალიან დამაინტერესა...

 


№2 სტუმარი გვანცა))

შენ ხარ საოცრება,აი არვიცი რავთქვა
მგონი შენი ისტორიები მალეე გამაგიჟებს...
ძაანნ მაგარიი ხარრ...
მიყვარს შენი ყველაა ისტორიაა,❤
მალე დადეე რა❤❤

 


№3 სტუმარი Guest მარია

სამყაროს მოვწყდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent