შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმის არომატი /2


8-10-2016, 23:16
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 454

ატმის არომატი 1/2

_ მომენატრები _ მეღიმება მე, იდაყვებს ვეყრდნობი და თვალებში ვუყურებ აჩის. არ მომწონს მისი თვალები.
_ წამოდი შენც _ არც ის მომწონს, როგორ მიკრავს ხოლმე თვალს. გაიღიმა და მე მერამდენედ ვიგრძენი ზიზღი მისი იდეალური კბილების მიმართ.
_ დარჩი _ მე მბეზრდება მისი ყურება და ბალიშზე ვდებ თავს, მაგრამ აჩი მხარზე ხელს მხვევს და მიხუტებს. ორი წელია ერთად ვართ, და სექსის შემდეგ მას არასდროს ჰქონია ოფლის სუნი.
_ დავრჩე?
_ კი
_ არ მოგბეზრდი, ელა?
_ ძალიან
_ ხოდა წავალ _ აჩი ერთადერთია, ვისაც ჩემი ესმის. სწორედ ეს მომწონს მასში, ის არასდროს სვამს ზედმეტ კითხვებს და არ თვლის საჭიროდ, ჩაუღრმავდეს სიტყვებს. აჩი არ ფიქრობს ბევრს და ძალიან ვუყვარვარ.
_ მაინც მომენატრები _ ამჯერად არ ვცრუობ. გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ მჭირდება, წავიდეს. რომ მინდა, წავიდეს.
_ ელა, ძალიან გთხოვ, ნუ იქნები ეგოისტი
_ რა შუაშია ეგ? _ ვეკითხები, მაგრამ მაიგნორებს. თავზე მკოცნის და მიშვებს. დგება, სწრაფად და მოხერხებულად იცვამს ჯერ ტრუსს, მერე შარვალს, მერე მაისურს და ჩემსკენ ბრუნდება.
_ უთხარი, ჩაეძინაო _ წამიერად შემავლო თვალი, მერე გამიღიმა და უკან გაბრუნდა. მე სევდა მომაწვა და ძალიან მომინდა, რომ ყალბი ვყოფილიყავი. რაღაცით ჰგავს სპეკტაკლს, პერსონაჟები გეცოდება და ცდილობ, შენც როლი მოირგო.
_ აჩი
_ ელა
_ მიყვარხარ _ კიდევ ზიზღის გრძნობა. აჩი კარებთან ჩერდება, მე მის თვალებს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემსკენ არ ბრუნდება. მინდა ვიცოდე, რას გრძნობს. საწოლიდან ვდგები და შიშველი მივდივარ მისკენ.
_ არ გინდა _ ძალიან ახლოს ვარ მასთან, მაგრამ მაჩერებს. მეც ვჩერდები. _ ტყუილს არ გაპატიებ _ ძალიან ცუდი ხმა აქვს, თითქოს რაღაც ტკივა და ითმენს. გადის და კარებს ხურავს, მიტოვებს მთელს ოთახს და მოგუდულ ჰაერს. ვიცი, რომ მიცნობს. დავრწმუნდი, რომ მიცნობს და ვალდებული ვარ, მიყვარდეს... მაგრამ გვირილებიანი მახსენდება. მახსენდება ის და მავიწყდება ყველაფერი სხვა. როგორ მინდა თვალებში ჩავხედო, მისი ხმის გაგება მინდა და უჩრდილო სულის დაპატრონება. მისი სხეულის და სულის ერთად მიღება მინდა, აფეთქება და გაფრენა.

აჩის სახლიდან ყველა წავიდა. აჩიც წავიდა და გასაღები სამზარეულოში დამიტოვა. საწოლი გავასწორე, ჩემი ტანსაცმელი კარადაში შევყარე და სახლის კარები დავკეტე. კიბეებს ჩავდივარ, რომლის საფეხურებიც სავსეა ნაგვით. ისევე, როგორც მთელი ეს კორპუსი. მეზიზღება ბინები, ყოველთვის ვოცნებობდი სახლზე. საკუთარ სახლზე, სადაც გააკეთებ იმას, რასაც გინდა. სადაც არ ჩამოვა ზედა სართულიდან წყალი, სადაც არ ამოგივარდება დაბლა სართულზე მცხოვრები ქალი და არ დაგიწყებს ყვირილს, რომ ბრახუნის ხმა ჩადის. სადაც არ შეგაწუხებენ კარის მეზობლები, რომლებმაც რატომღაც ვერ გაიგეს, რომ არ გაქვს შაქარი. რომ ვერ იტან შაქარს. რომ გეზიზღება შაქარი.
_ ფრთხილად _ ვიღაცას ვეჯახები.
_ უკაცრავად _ ვამბობ და თვალს ვავლებ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ საინტერესოს და საფეხურებზე ხტომას ვაგრძელებ. გამოვდივარ და ვჩერდები. ვფიქრობ, ვფიქრობ ბევრს. გვირილებიანი შეიძლება იყოს სკვერში, ის არასდროს წავა კაფეში. ყველაზე მეტად მაშფოთებს ის, რომ მე საერთოდ არ ვიცი, რას იზამს ის... მე არ ვიცნობ არავის ისეთს, ვინც მას ჰგავს. გვირილებიანი არავის გავს და არც გვირილებიანს გავს არავინ. მეზიზღება ის, რომ დიდია თბილისი, როცა რაღაც გჭირდება. არ ვიცი, სად უნდა წავიდე.
_ გამარჯობა, ხომ ვერ მიმასწავლით...
_ ვერ _ თავს ვწევ და სწრაფად ვეცლები კორპუსს. უცებ ავტობუსის გაჩერებას ვხედავ და მეღიმება. სირბილს ვიწყებ, ჩემს ბინძურ კედებს ვუყურებ ძირს და ფეხების სწრაფ მოძრაობას ვაკვირდები. ქვის ფილებიც მირბიან ჩემს წინ. გზა ჩემი ავტობუსის გაჩერებიდან გვირილებიანის ავტობუსის გაჩერებამდე ძალიან დიდია. ფეხს ვადგამ კოკა-კოლის ქილებს, შოკოლადების შეფუთვებს და უამრავ ნაგავს, რომლის პატრონმაც არჩია ძირს დაეყარა, ვიდრე ნაგვის ბუნკერში. ბოლოს, როგორც იქნა მის გაჩერებაზე ვდგავარ. საათს ვუყურებ, ტუჩებს ენით ვისველებ და მეღიმება. შემიძლია დავიცადო, დიდი ხანი დაველოდო გვირილებიანს და არცერთი წუთით არ მომბეზრდეს. ვდგავარ, თვალებს ვხუჭავ და ველოდები.

არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. არც ის ვიცი, რატომ გავახილე თვალები და ალბათ ბედია. უამრავი ხალხი ირევა, მე მაინცდამაინც ჩიხისკენ ვიხედები და ვხედავ, როგორ სწრაფად ბრუნდება გვირილებიანი და მიდის. ნაბიჯები სწრაფი აქვს, იმიტომ რომ დამინახა და ვინ იცის, რამდენი ხანი მიყურებდა. მისკენ მივრბივარ და ქუჩას მწვანეზე ვკვეთ. თავს უკან აბრუნებს, მერე ისევ წინ და თვითონაც სირბილს იწყებს. ჩემი კედები ისევ ისეთი დასვრილია, უფრო მეტადაც. გვირილებიანს აღარც აცვია გვირილებიანი კაბა. ისევ კოჭებამდე სიგრძის, ატმებიანი კაბა აცვია და სირბილის დროს უფრიალებს. მიმძაფრდება სურვილი, კაბის კალთები ავუწიო და მუხლებიდან წვივებამდე დავასველო. ვეწევი, ხელს იდაყვში ვუჭერ და მის წინ ვდგები. ის მეხეთქება და სახეს ჩემს მხარზე დებს. სულ კანკალებს და ხმამაღლა სუნთქავს. ხელს დაბლა ვაცოცებ და თითები მიკანკალებს. ისიც და მეც ჩვენს თითებს ვუყურებთ და მე მის თითებში ვხლართავ ჩემსას. თვალებს ხუჭავს და კვნესის. მწვერვალზე ვდგავარ, ეს ყველა ორგაზმზე წამლეკავი გრძნობა მთელს მუცელში მივლის და ცოტა მაკლია, ხმამაღლა რომ არ ვიყვირო.
_ რა გინდა? _ ტუჩები უკანკალებს და ყელიდან მისი ნაზი, შიშნარევი ხმა ამოსდის.
_ ღმერთო ჩემო... _ ჟრუანტელი მივლის და თითებს ვუჭერ.
_ დამანებე თავი _ ცოტა აკლია, ტირილს დაიწყებს და მე ვცბები. ხელს ოდნავ ვუშვებ და ის სწრაფად იხევს უკან.
_ არ შემიძლია
_ ვინ ხარ? _ არ ვპასუხობ. მე იმდენად მიპყრობს მისი შეგრძნების სურვილი, ვგიჟდები და თავს უწონადო საგნად ვგრძბობ.
_ უნდა წავიდე _ თავს აქნევს ის.
_ ვიცი
_ წავალ _ მეღიმება.
_ ელა. ჩემი სახელია ელა _ ვცდილობ, ნაკლებად შევაშინო და მშვიდად ვუწოდებ ხელს. თუმცა ჯერ კიდევ მიკანკალებს თითები.
_ ლოლა _ ჩემსკენ იხრება და ხელს მართმევს, მაგრამ სწრაფად სწევს უკანს.
_ ლოლიტა _ ვჩურჩულებ და ვცდილობ ღრმად შევისუნთქო მისი სურნელი, ახლა რომ ასდის. _ ატმის არომატიანი ლოლიტა... _ ალბათ არ ესმის, რას ვამბობ და ეშინია. ისევ ვაშინებ.
_ მე წავალ _ მესამედ ამბობს უკვე და უცებ მათვალიერებს, უკან ბრუნდება და მიდის. ნაბიჯები ისევ სწრაფი აქვს, მაგრამ ქარი აღარ ქრის და აღარც კაბას უფრიალებს. მისი კანის არომატი ჯერაც ცხვირში მცემს და მისი ხმა... ღმერთო, რა კარგი ხმა აქვს ლოლიტას. ასეთი სუფთა და გულწრფელი ჯერ არავინ მინახავს.

სახლში ვბრუნდები, აჩისთან. ყოველთვის მომწონდა ეს მყუდრო ბინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ. კრემისფერი კედლებით და ერთი დივანით, სამოთხეა აქაურობა. წასვლამდე აჩიმ ყველაფერი ცალკე ოთახში გაიტანა, რაც მაღიზიანებს. ტელევიზორი, კომპიუტერი, ვაზა და ამგვარი ხარა-ხურა. ვის სჭირდება? რას უნდა უყუროს კაცმა ტელევიზორში, რომ ისიმოვნოს? ან განა ნახავ კომპიუტერში რამეს, რაც დროს არ დაგაკარგვინებს? ფირფიტას ვრთავ და მთელს ბინაში ჟღერს ბეთჰოვენის ჰანგები. სამზარეულოში გავდივარ და დიდ, ოთხკუთხედ ჭიქაში წყალს ვისხამ. ღამეა, მაგრამ არაფერში მჭირდება სინათლე. ყველგან ვაქრობ, ფარდებს ვწევ და აღარც მთვარის შუქი შემოდის. ოთახში მხოლოდ ფოსფორი ანათებს და ბოლო ხმაზეა აწეული ბეთჰოვენი. იატაკზე ვჯდები, ფეხებმოკეცილი ვსვამ წყალს ოთხკუთხედი ჭიქიდან და ვფიქრობ. დღეს ატმებიანი კაბა ეცვა ლოლიტას და ატმის სურნელი ასდიოდა მის კანს. როგორ ეშინოდა, როგორ კანკალებდა მთელი მისი სხეული... მე არ მწამს ღმერთის, როგორც ცაში მჯდარი არსების. მწამს ადამიანის, რომელშიც არის ღმერთი მთელი არსებით. ლოლიტა არის ღმერთიც და სამყაროც. გოგონა, რომელიც არ თამაშობს არც ერთი წამით და არ ტყუის არასდროს. რომელსაც უკანკალებს თითები როცა ვეხები და როცა მგრძნობს. ლოლიტა არის ღმერთი...

არ მძინებია. მთელი ღამე ვუსმენდი ხან მოცარტს, ხან ისევ ბეთჰოვენს... სიბნელეში ვიჯექი და ათას ფიქრს ვფიქრობდი ათასჯერ. ბოლოს მაინც შემოაღწია მზის სხივებმა ოთახში და მთელი სახლი გაანათა. თვალებზე ისე ავიფარე ხელები, თითქოს მწვავდა და ფირფიტა გამოვრთე.

-------

ატმის, ლიმნის... მე ასე მინდა. ეს ჩემი ისტორიაა.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ეჰ, ეკო,
როგორ მენანები...
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent