ქეთა... გიყვარვარ? დასასრული
კოტე სახლში როცა მივიდა ჩაშავებულთვალებიანი ქეთა დახვდა რომელიც ბავშვთან ერთად იჯდა დივანზე და ერთ წერტილს მიჩერებოდა. მაგიდაზე კი ნახევრად გახეული ფურცელი ეგდო. იატაკზე კი ჭიქის ნამსხვრევები. კოტე გაოგნებული უყურებდა ამ სურათს. ქეთას მაშინვე გამოართვა ბავშვი და მის ოთახში წაიყვანა. -ქეთა რა ხდება აქ? -ეს რა არი-მიუთითა ფურცელზე ქეთას კოტემ აიღო ფურცელი და რო წაიკითხა, ისიც გაკვირვებული იყურებოდა. -არა... არ შეილება. გეუბნები ბავშვი ჩემი არაა! არაა ქეთა ბავშვი ჩემი! გაბოლებს მიხვდი! -რატომღაც ბევრი მაბოლებს... -არ გჯერა?ქეთა პირველად შემხვედრი ელენესი გჯერა და ჩემი არა. -არ ვიცი. დამიმტკიცე რო ტყუილია? ფურცელზე წერია რომ მამა შენ ხარ -ფურცელზე მეც ბევრ რამეს დაგიწერ დამიჯერებ? ქეთა ბავშვს გეფიცები ელენე ჩემგან არასდროს დაფეხმძიმებულა! -ბავშვი შენ გგავდა. შენი თმის ფერი ჰქონდა -ქერა თმა თბილისში მარტო მე მაქვს?!!!!! რატო ვჩხუბობთ საერთოდ ვერ გავიგე? ელენესი გჯერა? უბრალოდ ამ კითხვაზე მიპასუხე? -არ ვიცი რისი მჯერა. კოტე არ მინდა ვიჩხუბოთ, მაგრამ ის ბავშვი მამის გარეშე არ უნდა დარჩეს. -არა... არ მჯერა რომ ამის ახსნა მიწევს-კოტემ გიჟივით დაავლო გასაღებს ხელი და წასასვლელად მოემზადა. -სად მიდიხარ? -დაგიმტკიცო ხო? ბო**** ვიყო თუ ელენეს ენა არ ამოვაგლიჯო და მაინც ვათქმევინო სიმართლე-ეს თქვა და გავარდა სახლიდან.ამ ხმაურზე ბავშვის ტირილი გაისმა ოთახიდან. ქეთა გავიდა მის დასაწყნარებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა თვითონაც იმდენად იყო აღელვებული. მაშინ ნინას დაურეკა. ისიც ცოტახანში მოვიდა. -რა ხდება გოგო აქ? ქეთას ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა ფურცელზე გაიშვირა თითი. ნინამ აიღო და გაეცინა. -ეს ვინ დახატა? -არ ვიცი... ელენემ. იქნება და მართალია? -და შენ ამის გჯერა? ქეთა კოტე არ მოიქცეოდა ისე რომ გოგო დაეფეხმძიმებინა და მერე მიეტოვებინა მარტო თუ კაიფში არ იქნებოდა-გაეცინა ნინას. -ზუსტადაც... ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე. არ ახსოვს იმიტომ რომ კაიფში იყო ის პერიოდი. -კარგი იმხელა მუცელს და ბავშვს დაიმახსოვრებდა. -არა, თუ სულ კაიფში იყო. -ქეთა... კარგი რეების გჯერა? -აღარ ვიცი რა დავიჯერო. ბევრჯერ მოვტყუვდი. -დაწყნარდი მოვა კოტე და ყველაფერს აგიხსნის. არ ინერვიულო. ბავშვს მე მოვუვლი წადი დაწექი. -და ანა? -ანას გიორგი მოუვლის სახლში. -მადლობა ნინ. -რისი მადლობა მიდი დაიძინე. ქეთა ოთახში შევიდა და პირდაპირ წამოწვა საწოლზე.იმ ღამეს კოტე არ დაბრუნებულა სახლში. მეორე დღეს შაბათი იყო და ძიძა არ უნდა მოსულიყო.ქეთას ბავშვის ტირილმა გააღვიძა რადგან ვიღაცამ კარი მთელი სიმწრით მიაჯახუნა. კოტე მოსულიყო. ქეთამ ხალათი შემოიცვა, კოტე ისევ ისეთი გაცხარებული იყო, მაგრამ როგორც კი ქეთას სახე დაინახა როგორი ნაწამები იყო დაწყნარდა. ქეთას სახეზე ეტყობოდა რომ მთელი ღამე ტიროდა. კოტე მაშინვე მივიდა და ჩაეხუტა. -არაა ბავშვი ჩემი. ქეთა.. არაა ბავშვი ჩემი. გეფიცები ყველაფერს დედამიწაზე. -ათქმევინე ელენეს? -კი. რატო არ მენდობი? -გენდობი... უბრალოდ მაშინ ხომ შეილებოდა კაიფში ყოფილიყავი. -ნუღა დაუჯერებ ნუ რავის რა.. ყველა ჩვენ დაშორებას ეცდება. -ეხლა შენმა ყოფილებმა დაიწყეს ამოტივტივება. -და ჩემ მაგივრად ეჭვიანობ ხო? ეგრე ვიყავი მე. მთელი თბილისი რო მაცემინე. -ხო.. რავი-გაეცინა ქეთას -რას გიგავს თვალები, რა სისულელეზე იტირე. -ბავშვი ტირის. -იმიტო რო შენც ტირი. წადი სახე მოიწესრიგე დღეს შაბათია სადმე წავიდეთ. -ბავშვი? -ნინას დავუტოვოთ. -ღამე აქ იყო ცოდოა. -მაშინ ეთოს ან თეოს თხოვე. -ხო მართალი ხარ. ქეთამ აკოცა კოტეს და აბაზანაში გავიდა. კოტე ბავშვთან შევიდა და ხელში აიყვანა. ის მაშინვე გაჩერდა. -მა.. შვილო შეგეშინდა? მე ცუდს არაფერს გავუკეთებ დედაშენს. ძაან მიყვარხარ. მიდი დაიძინე და ეხა ეთო ან თეოჩკები მოვლენ. გაჭორავენ დედიკოს? რა დებილია ეს გოგოო. მეტყვი მე მაგსა ხო? დავბრიდავ ყველას ვინც შენ ან დედას გააბრაზებს. ხელი არც ამიტოკდება. მიდი დაიძინე მა-კოტემ საწოლში ჩააწვინა ბავშვი. ქეთა და კოტე ტბაზე წავიდნენ. იქაურობა ულამაზესი იყო, ტრიალი მინდორი,კამკამა წყალი. ამინდიც მზიანი ჩანდა. პიკნიკი ჰქონდა მოწყობილი კოტეს, რაც არსებობდა ყველანაირი გემრიელი საჭმელი იქ იყო. -კოტე ამის მოწყობის დრო სად გქონდა? -ღამე სად ვიყავი შენი აზრით? -არააა. ძაან მაგარი ხარ კონსტანტინეეეე -მიყვარხარ -მე უფრო -ნწ. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია-კოტემ ქეთა ხელში აიყვანა და ტბაში ჩააგდო. -დამეხმარე-ხელი გაუწოდა ქეთამ. -არა, ვიცი ეხლა დაგეხმარები და თან ჩამიყოლებ, კარგი მეთითონ ჩამოვალ-კოტემ მაიკა გაიხადა და ქეთას გადაყვა. ქეთა მაშინვე მივარდა და ჩაძირვა დაუწყო, მაგრამ არ გამოუვიდა მერე კოტემ აყვინთავა ქეთა და როცა დაიღალნენ ამოვიდნენ წყლიდან. კოტემ პირსახოცი მისცა ქეთას და ცეცხლი აანთეს. -ამდენი ხანი გაჩერდება ეთო ბავშვთან? -კი, ქეთა. თუ მართლა ფეხმძიმედაა უნდა ისწავლოს ბავშვის მოვლა. -ხო, რავი. ერთი წლის განმალობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. როცა ნიკოლოზი წამოიზარდა ყველაფერი შეიცვალა. ქეთა ვერ ასწრებდა დროზე მისვლას სახლში რადგან სამსახურს,უნივერსიტეტს, მეცადინეობას და ბავშვის მოვლას ვერ ახერხებდა. ყველაფერი უფრო გაჭირდა. კოტე და ქეთა უფრო ხშირად ჩხუბობდნენ. კოტე სახლში აღარ რჩებოდა ხოლმე ამდენი ჩხუბისგან იღლებოდა. ერთხელ დილით კოტე ზედმეტად კარგ ხასიათზე ადგა. ნიკოლოზიც ხელში ეკავა, სამზარეულოში გავიდა და მის სკამში ჩასვა. თვითონ კი საუზმის კეთება დაიწყო. -მამა -ხო, მა? -მამა -მამას ცხოვრება. ჯერ საუზმე გავაკეთო და მოვალ. ცოტახანში ქეთა გამოვიდა. -კოტე უნდა ვილაპარაკოთ? -ნახე მა, დედაც ამდგარა. -კოტე.. მესიჯი მომივიდა ნიუ-ორკის უნივერსიტეტიდან. -მერე? -მერე... 100%დაფინანსება მივიღე. -ძალიან კარგი, ცუდია რომ ვერ წახვალ. -ამაზე მინდოდა ლაპარაკი. უცებ კოტე შემოტრიალდა და ქეთასთან მივიდა. -რა? -კოტე... უნდა წავიდე -რა? რას ქვია უნდა წახვიდე. -აი ამას ქვია კოტე. 100% დაფინანსებას მაძლევენ, სამსახურს, საცხოვრებელს. კარგი კარიერა და მომავალი მექნება. ნუ ნერვიულობ ნიკოლოზს ნახავ ხოლმე. -მოიცა მე არ მოვდივარ? -კოტე... ისედაც დაგინგრიე ცხოვრება. ამ ბოლო დროსაც ბევრს ვჩხუბობთ. -აღარ გიყვარვარ? -კოტე -მიპასუხე! -ნუ ართულებ ყველაფერს. -ბავშვს არ წაგაყვანინებ. -მაგრამ... -არა, თუ მე არ მოვდივარ ბავშვს არ გაგატან. ქეთა ესეთ რამეს როგორ მიკეთებ!!!! ჩემი მთელი ცხოვრება შენ გამო შევცვალე! ბაბნიკი ვიყავი, ნარკომანი, სუ მეკიდა ყველაფერი ფეხზე, შენთან შვილებიც მომინდა და ოჯახიც. ნარკომანობასაც თავი დავანებე, ძმაკაცს გადავახტი თავზე, ძმაკაცობა გავრისკე გესმის?!! ქეთა ყველაფერი შევცვალე და ეხლა ამდენი ხნის მერე მეუბნები რომ უნდა დავშორდეთ??!!!!! შენ თავი რას მიარტყი? -შენ მე აღარ გიყვარვარ -რა? -შენ მე ნიკოლოზის გამო გიყვარვარ-ტირილი დაიწყო ქეთამ-შენ მე გიყვარვარ მაგრამ ნიკოლოზის გამო -რეებს ბოდავ!!! -კოტე აღარ გიყვარვარ მოდი ნუ გავართულებთ ყველაფერს. -ესე ხო? ესე გინდა მე და შენ შვილს მოექცე?!!! ესე მექცევი მე?!!! მე? ეგოისტი ხარ! გესმის ქეთა?!!! მეზიზღები! -კოტე! გთხოვ-ქეთას თვალები უკვე სულ ჩაწითლებული ჰქონდა ტირილისაგან. -შენ ყველაფერი გადაწყვიტე შენთვის.აი უკვე ბარგიც ჩაგილაგებია. ნიკოლოზს ესე ემშვიდობები? რა ვუთხრა შენ შვილს დედაშენმა უნივერსიტეტში და კარიერაში გაგცვალა თქო? -მე ჩამოვალ 2წელში კოტე... ვნახავ ბავშვს. -შენი დანახვაც არ მინდა.ერთადერთ კითხვაზე მიპასუხე. ქეთა... გიყვარვარ? -...არა-ძლივს ამოისლუკუნა ქეთამ და კარი გაიხურა.ბავშვი ამდენმა ყვირილმა შეაშინა და ტირილი დაიწყო. კოტე იჯდა და სახეზე სულ გაწითლებული იყო სიბრაზისგან. ჭიქას დაავლო ხელი და კედელს ესროლა.ადამიანი რომელიც ესე გაგიჟებით უყვარდა ესე მოექცა. გაცვალა კარიერაზე, მან კი მთელი თბილისი ცემა, ყველაფერი გაუკეთა, მის კაპრიზებზე იარა, მთლიანი ცხოვრება შეცვალა და ქეთამ წამებში თქვა უარი მათ სიყვარულზე. ეს მისთვის დიდი დარტყმა იყო, არადა ქეთა სიყვარულს ეფიცებოდა. რამ შეცვალა მისი აზრი ვერ მიხვდა. შეილება ისიც იყო მიზეზი რომ ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ როცა დაქორწიდნენ და ვერ ააწყვეს ცხოვრება კარგად, რადგან ქეთამ კარგად არ იცოდა რა უნდა ცხოვრებისგან. კოტემ თავი ხელებში ჩარგო და ცრემლი წამოუვიდა, რაღა გაეკეთებინა არ იცოდა. ვერც გაეკიდებოდა რადგან აზრი არ ჰქონდა, ქეთას არ უყვარდა და ეს უნდა მიეღო. ბავშვი ყავდა გასაზრდელი რომელიც ცხოვრებაზე მეტად უყვარდა. ესე დამთავრდა კოტეს და ქეთას ისტორია. ქეთამ წარმატებას მიაღწია მის ცხოვრებაში, კოტეს თავისი ფირმა ჰქონდა. ქეთა ვიღაც ბიზნესმენს გაყვა, ხოლო კოტე კი მარტო დარჩა. ქეთას მერე ვეღარავინ შეიყვარა და შვილის გარდა აღარავინ არ ყავდა. ბავშვმაც დიდი ტრამვა მიიღო დედის სისულელის გამო და რომ წამოიზარდა დედა ისე აღარ უყვარდა როგორც მამა. ქეთასაც დიდ ტკივილს აყენებდა ეს მაგრამ, მას ნიკოლოზის გარდა კიდევ 2შვილი ყავდა. 1ბიჭი მეორე გოგო. კოტემ სმა დაიწყო, ამის გამო ქეთამ მას ბავშვზე მეურვეობა წაართვა. ამის გამო კიდე უფრო გაგიჟდა კოტე და საბოლოო ჯამში... პერედოზით გარდაიცვალა. *** ეს ჩემი ბოლო ისტორიაა ამ საიტზე. მადლობა ჩემ ერთგულ მკითხველებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.