შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (5)


10-11-2016, 12:38
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 355

თითქოს გაცივდა ჩემს მიმართ, ისე ხშირად აღარ მწერს და აღარ მკითხულობს როგორც ადრე,ნერვიულად დავაბოტებ ოტახიდან ოტახში და თითებს ერთმანეთში ვხლართავ,ვფიქრობ მასთან გატარებულ ღამეებზე და შიში მიპყრობს,იქნებ სრულიად შეეცვალა ჩემზე შთაბეჭდლება? ეს ფიქრები მალე ბოლოს მომიღებს.გული ამოვარდნას მაქვს,ყოველ წუთას ტელეფონს ვუყურებდ და მის შეტყობინებას ველოდები,თუმცა ამაოდ. დილით ადრე უნდა ავდგე,რეპეტიციები დაიწყო და ვერ დავაგვიანებ. დილით მისი გამოტოვებული ზარი და შეტყობინებები მხვდება,ბედნიერებისგან სახე მინათდება და ერთ ამოსუნტქვით ვკითხულობ თბილ და სასიყვარულო შეტყობინებებს. ბედნიერი ვდგები საწოლიდან და სწრაფად ვემზადები,სახიდან ღიმილი არ მშორდება,სავარჯიშო ტანსაცმელს ჩანთაში ვჩურთავ და ტაქსის ვაჩერებ, 15 წუთში უკვე სტუდიაში ვარ.
-როგორ მოხდა ადრე მოხვედი კატუს?-ღიმილით მეგებება ჩემი მასწავლებელი ნატალია
-ხანდახან ხდება ხოლმე-ღიმილითვე ვპასუხობ და ხაზში ვდგები
-მალე კონცერტები დაგვეწყება,რეგიონებში მივდივართ ისე როგორც ყოველ წელს,იცოდე არ გამაგონო ვმუშაობ და არ მცალიაო,შენს სოლო პარტიებს ვერავის მივცემ
-წამოვალ,ნუ ღელავ ნატაშკა-თვალს ვუკრავ და გასახურებელ ვარჯიშებს ვიწყებთ.
მთელი 3 საათი ვარჯიშში გადის, უკვე 11 საათია და სამსახურში უნდა წავიდე. სწრაფად ვიღებ შხაპს და სამსახურში გავრბივარ, ნიკა ისევ პასიურობს და ჩემი ნერვიულობაც პიკს აღწევს. მთელი დღე უხასიათოდ ვზივარ და ვემსახურები მომხმარებლებს. სამსახურის ბოლოს ჩემი განყოფილების მენეჯერი სანდრო მთავაობს სახლში წამოყვანას,მკვახე უარსვპასუხობ და გაბრაზებული გამოვდივარ ბანკიდან.მგოი ეს ბიჭი ვერასოდეს შეიგნებს რომ მას პაემანზე არასოდეს წავყვები!
სალომესთან ავდივარ,სახლში რომ მივიდე ალბათ ჭკუიდან შევიშლები,უკვე ივლისის ბოლოა საშინლად ცხელა,ნაყინს დ ტკბილეულს ვყიდულობ და სალომესთან ავდივარ.
-შემოდი-ღიმილით მიღებს კარებს და პარკს მართმევს
-მარტო ხარ?
-ჰო,ჩემები წასულები არიან სოფელში,დარჩები დღეს ჩემთან?
-არა,დილით რეპეტიციები მაქვს და თან შვებულების თემაზეც უნდა დაველაპარაკო სანდროს.
-ხომ იცი უპრობლემოდ გაგიშვებს,მაგრად ევასები-თვალს მიკრავს და ტკბილეულს იღებს პარკიდან
-ჰო ვიცი დ ანეტა იცოდე როგორ არ მინდა
-კაი დაიკდიე ეგ ტიპი,მომიყევი აბა იმ ნიკასთან რა ხდება?-დივანზე მოვკალათდით ერთმანეთის პირისპირ
-უფ! აღარ ვიცი საიდან დავიწყო-ვიცნი და წინ ჩამოყრილ თმებს ვისწორებ,გარეთ საშინლად ცხელა
-ჰა მოყევი ეხლა,რაო როგორი ბიჭია?-იცინის
-მართლა ძალიან კარგია-თვალებს ვატრიალებ და მეღიმება
-ზუსტად ისეთია შენ რო მოგწონს ხო?-ორივენი ვიცინით
-ნამდვილად-თავს ვუქნევ
-მიხარია კატო,შენ მართლა საუკეთესოს იმსახურებ იმდენად კარგი ხარ
-ნუ მაწითლებ
-ყავას დალევ?
-ცივს ოღონდ-ვიცინით და სამზარეულოში კისკისით გავდივართ.
გვიანობამდე ვიყავი სალომესთან,ნიკამ რამდენჯერმე დამირეკა,არ მომწოს ესე გვიანობამდე რომ ხარ გარეთო.
დილის 8 საათია და რეპეტიციაზე გავრბივარ,მალე კონცერტები დაგვეწყება რეგიონებში და მზად უნდა ვიყო. სანდროს ვურეკავ და ვთხოვ ერთ თვიან შვებულებაში გამიშვას
-გამარჯობათ ბატონო სანდრო,როგორ ხართ?-თავაზიანობა მაინც აუცილებელია
-კარგად კატო შენ?რამდენჯერ გითხარი არ არის საჭირო ეს ოფიციალურობათქო?
-რავიცი,იმედია ერთ დღეს მოვიშლი ამ ოფიციალურობას,მოკლედ რაზე გაწუხებთ,მინდ აერთ თვიანი შვებულება გთხოვოთ,როგორც კონტრაქტშია მითიტებული 6 თვის მერე მაქვს უფლება შვებულება მოვითხოვო
-კი სწორია,თუმცა ერთ თვიანი თვიანი ხელფასიანი შვებულებები არ გავქვს კატო
-არა,ხელფასიანს არც ვითხოვ,უხელფასო შვებულება მინდა,კონცერტები მეწყება მალე და ვერანაირად ვერ მოვახერხებ მუშაობას.
-კარგი რამეს მოგიხერხებ,ხომ იცი ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
-დიდი მადლობა ბატონო,უკაცრავად სანდრო-ორივეს გვეცინება,ვემშვიდობები და ტელეფონს გახარებული ვთიშავ.
რეპეტიციების შემდეგ ისე საშინლად ვარ გადაღლილი,რომ არაფრის თავის არ მაქვს,სალომე მირეკავს და ლაგუნაზე მივდივართ გასარუჯად. მსიამოვებს მზის ქვეშ წოლა,ეს ყოველთვის კარგად მოქმედებს ჩემს განწყობაზე. მიუხედავად იმისა,რომ ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს მე მაინც კარგად ვგრძობ თავს,კანი უკვე შემიფერდადდა.სასიამოვნოა იმაზე ფიქრი თუ როგორი გარუჯული დ აოქროსფერი ვიქნები რამდენიმე დღეში.ცოტახანში ნიკაც მირეკავს
-სად ხარ პატარა?
-აუზზე ვარ შენ?
-მე ბიჭებთან ერთად მივდივარ ქობულეთში,როდის აპირებ ჩამოსვლას?
-რა კარგია ქობულეთი,მე კიდევ აქ ვტანჯულობ ორ მეტრა წყალში. პირველი კონცერტი გორში გვაქვს,გორიდნა იწყება შემდეგ ესე ზეპირად არ ვიცი,ზუსტად გავიგებ და გეტყვი
-იმ ღამეს ჩემთან დარჩები?
-რა თქმა უნდა დავრჩები ნიკა
-ჩემო ლამაზო ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ და მენატრები
-ეგრე რომ იყოს ჩამოხვიდოდი-მაინც წავკბინე
-ხო იცი რო ეგრე ადვილი არაა ჩამოსვლა? მე აქ ვცხოვრობ,მანდ არაფერი მაქვს,ჩემი ნათესავებიც აქეთ არიან წამოსულები
-ხო ვიცი ნიკა,არაა საჭირო ახსნა.
-მალე ჩამოდი უკვე ვეღარ ვითმენ,ერთი სული მაქვს როდის შეგჭამ
-ხო შენ მარტო ეგ გაინტერესებს
-აღარ მორჩები ამ სისულელეებს?
-კარგი უნდა წავიდე ახლა
-სად მიდიხარ ერთი?
-საქმეები მაქვს
-კაი კაცო და რა საქმეები?
-ყველაფერი უნდა გაიგო ნიკოლოზ?
-რა თქმა უნდა კაWია,შენი ყოველი ნაბიჯი უნდა ვიცოდე
-ვაიმე რა დამიძახე?-ხარხარი ამიტყდა
-რაც გქვია ის დაგიძახე,კატო შემოკლებული ვერსიაა მაგ სახელის
-ოჰ,მართლა? კი არ ვიცოდი
-ბევრს ნუ ტლიკინებ და იცოდე დიდხანს არ გაჩერდე მზეზე,დაგეწვება კანი
-ჩემი მზრუნველი,არა ვეცდები მალე წავიდე სახლში
დიდხანს აღარ ვჩერდებითუკვე სიცხე რომ პიკს აღწევს სახლში ვბრუნდებით.ნიკას ვერ ვეყრდნობი,არ ვიცი რატომ მაგრამ სულ ეს შეგრძნება მდევს თან და მტანჯავს,რაღაცნაირია,თიტქოს მოვალეობებს გაურბის და არ სურს ვინმესტან ისე ახლოს მივიდეს,რომ შემდეგ მის გარეშე ყოფნას გაუძლოს.ალბათ ეს ძველი იარებია,რომელიც ყოფილმა ცოლმა დაუტოვა.რაღაცაირად მესმის მისიც,აღარ უნდ ამეორედაც იგივე შეცდომა დაუშვას.ზოგადად ადამიანი პირველი მარცხის შემდეგ ყოველთვის ფრთხილობს დ აცდილობს იგივე აღარ გაიმეოროს,ხშირ შემთხვევში ეს აფრთხე სრულიად არ ემუქრება,მაგრამ მაინც თადარიგს იჭერს,იგივე შემთხევაა ნიკასთანაც,არაფერს მაგრძნობინებს,თუმცა მე მაინც ვხვდები.ალბათ ზალიან რთულია ესეთ ასაკში ოჯახის დანგრევა და ესეთი იმედგაცრუება. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ,რომ ოჯხის შექმნა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი,როდესაც გაიაზრებ ვინ ხარ,რა გინდ ადა რას ელოდები მომავლისგან,საკუთარ ‘მე’-ს როდესაც იპოვნი მხოლოდ მას შემდეგ.
საღამოს ნიკა მირეკავს და გვიანობამდე ვსაუბრობთ ათას სისულელეზე. ალბათ 6 საათი იქნებოდა რომ ჩამეძინა,თვითონ არასოდეს უნდოდა ძილი.დილითაც სულ ადრე იღვიძებს. დილაუთენია მიგზავნის შეტყობინებებს.
მთელი ერტი კვირა სტუდიაში ვარ და არაფრის თავი არ მაქვს,მხოლოდ საჭმელად თუ გავდივართ გარეთ ისეთ გიჟურ რეჟიმში გვიწევს რეპეტიციები.პირვლი კონცერტი გორში გვაქვს 3 დღეში ვიწყებთ ტურს საქართველოს გარშემო.ნიკა მსაყვედურობს რომ მისთვის ვეღარ ვიცლი,თუმცა ვცდილობ ავუხსნა და სიტუაციაში გავარკვიო. სახლში ძალაგამოცლილი ვბრუნდები,ვანაში შევდივარ და სრულიად ვწყდები გარემოს.ჭამის ტავიც არ მაქვს იე მივდივარ საწოლამდე და გათიშულს მძინავს დილამდე.
დილით როგორც ყოველთვის მისი შეტყობინებები მხვდება,კარგ დღეს მისურვებს ჩემი ბიჭი. როგორც იქნა სამმა დღემაც განვლო და გორში წასასვლელად ვემზადებით.საჭირო ნივთებს ჩემოდანში ვალაგებ და სტუდიაში მივყავარ მამას.
-მამიკო,ტურს რომ მოვრჩები დეიდასთან წავალ ქუთაისში
-იქ რა უნდ აკეთო?-სიცილით მპასუხობს გია და მანქანას სტუდიის წინ აჩერებს
-რავიცი აბა,მომენატრა იქაურობა
-არ გირჩევია შენ და ლიკუნა ბორჯომში გაგიშვათ ლია მამიდასთან?
-აუ არა,არ მიყვარს იქაურბა ხომ იცი
ბევრი წუწუნის შემდეგ ვითანხმებ გიას,რომ ქუთაისში დავრჩები. სუხიშვილების დიდ ავტობუსში ავდივართ და ადგილს ჩემი მეგობრის ლუკას გვერდით ვიკავებ
-კატუსია ხარ ჯანზე?-მეკიტხება სიცილით და საღეჭ რეზინს მაწვდის
-უფ! ნუ იტყვი ამდენმა ვარჯიშმა ჯანი გამომაცალა
-ეგ არაფერი,ჩავალთ ახლა გორში და კონცერტის მერე მაგრად „გავაჯაზებთ“
-ნეტა გორში როგორ უნდა „გააჯაზო“-სიცილს ვერ ვიკავებ
-ეეე,კაი რა რა მნივნელობა აქვს ჩვენთვის სად ვიქნებით,არაყი და მაგის ჯანი,ჩაუჯდებით სასტუმროში დ აეგაა,არ გახსოვს იტალიაში რო ვიყავით რა დრო ვატარეთ?
-აბაა,გიოს ბაბუამისის ჭაჭა რო ქონდა წამოღებული-ამაზე ორივე გულიანად ვიცინით
-ეხლაც მაგით ვაპირებთ გუგუნს
-კი უეჭველი,ნატალიამ არ გაგიგოს თორე გაგუგუნებს კარგად
-ნატალიამ რანაირად უნდა გაიგოს კაი რა
ცოტახაში ნიკა მირეკავს
-სად ხარ კატო?
-ავტობუსში ვარ,გორში მივდივართ,შენ სად ხარ?
-მერე იქ სასტუმროში ყველა ერთად უნდა იყოთ?
-ყველა ერთად რას ქვია ნიკა?-გამეცინა
-ანუ ბიჭებთან ერთადთქო რა
-სხვადასხვა ნომრებში ვიქნებით,რა იყო?
-არ მომწონს ეგ ბაზარი მე
-ღადაობ ხო? რამდენი წელია ასე ვარ,ყველანი და-ძმასავით ვართ,ერთად გავიზარდეთ
-არ ვიცი მე ეგ, მე არცერთს არ ვიცნობ კატო
-შენ რო არ იცონობ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდები არიან ნიკა
-რა ვქნა არ მსიამოვნებს
-სისულელეს ნუ ამბობ,არ მენდობი თუ რატო ლაპარაკობ მაგას?
-გენდობი,უბრალოდ ხო ხვდები რაა
-ვერა ნიკა ვერ ვხვდები,თუ ასე ძალია გაინტერესებს ვისთან ერთად ვარ შეგიძლია ჩამოხვიდე და გაიცნო ჩემი მეგობრები
-კაი კაი გეყოფა ეხლა,წავედი მე დაგირეკავ მოგვიანებით
ვიცი რომ საშინლად ეჭვიანია,თუმცა ვერ ვხდები რატომ,ამის საბაბი არასოდეს მიმიცია მისთვის.ისე ძალიან მიყვარს,რომ მის გარდა ვერავის ვამჩნევ,იმედია ოდესმე დაინახავს ამას და ესე უაზროდ აღარ დაიწყებს ეჭვიანობას.
-ვინ იყო?-სიცილით მეკითხება ლუკა
-ჩემი შეყვარებული
-ვა,შეყვარებული გყავს?
-ხო რა იყო?
-რატო არ ვიცოდი?
-უნდა გცოდნოდა?-მეცინება
-რავი აბა,ვინაა რას ჩალიჩობს? რა უბნელია?
-ქუთეისელია სიმონ-ორივენი ვიცინით
-ვაიმე ეგ იქნება რაც იქნება-ხარხარს იწყებს
-გეყოფა,ნუ დასცინი ჩემს ბიჭს,რა მნიშვნელობა აქვს სადაურია,ძალიან მაგარი ტიპია
-ოჰ,ეს ნახეთ რა! სასტავ მოდით აქ,იცოდით კატოს შეყვარებული რო ყავდა? თან ქუთეისელი სიმონ
-ვაიმე ახლა თუ შემოგარტყი დაგაგდებ ქუთაისში-უკბილოდ ვეხუმრე თუმცა არ მომეწონა ასე რომ თქვა ნიკაზე
მოკლედ ამ თემაზე მეტად აღარავის ულაპარაკია,ისეთს სახეს ვიღებ ვერავინ ხმას ვეღარ იღებს და ყველა ჩუმდება. როგორც იქნა გორამდეც ჩავაღწიეთ,სასტუმროში შევდივართ და ვბინავდებით ჩვენს ნომრებში.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent