ტკბილი შეცდომა- ნაწილი 8
გაოცებული ვუყურებდი და ვერ დამაჯერებინა რომ ეს რეალურად ხდებოდა. თვალებს არ ვუჯერებდი. სახეაბრწყინებულ ლუკას ვუყურებდი და ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. ენას ვერ ვიღებდი. ტვინი დამებლოკა. -მე,მე. მე ჯერ არ გამნელებია ის ტკივილი, ის ტყუილი რაც შენ გამიკეთე. უბრალოდ ჯერ მზად არ ვარ, გული საშინლად მტკივა, მე არ ვვარ მზდ-ავბუკუნდი -ესეიგი აღარ გიყვარვარ?-ფერი შეეცვალა სახეზე ლუკას. -ძალიან.-გავუღიმე მწარედ-მაგრამ, ჯერ გული მინდა რომ მომილბეს. -გასაგებია-გამიღიმა ლუკამ.-იმედი არც მქონდა პირველივე ჯერზე შერიგების.ცდა ღირდა. იცოდე რომ ყველაზე მეტად მიყვახარ-თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა.ცოტნემაც გაყვა. -რატომ არ შეურიგდი?-მომივარდა ლიკა. -ლიკა ასე უცებ? მე ხომ ისევ მტკივა ის ტყუილი. გთხოვ რა როდესაც დრო მოვა ყველაფერს ვიზამ. -გასაგებია-გახედა ვარდებს და გაეღიმა.-მას ძალიან უყვარხარ -ვიცი-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვარდს ფეხი მივკარი. ვარდების ნაწილი ლიკამ წაიღო, უნდოდა თავის სახლს შეჰმატებოდა ულამაზესი ვარდები. ნაწილი ვაზებში მოვათავსე. ნაწილი კი გადავყარე. უბრალოდ აღარ ვიცოდი სად წამეღო. გავიდა რამდენიმე დღე. ყოველ დღე ლუკა დილით მწერდა „დილამშვიდობისა“ და ღამით“ღამიმშვიდობისა“. ამით თითქოს ვმშვიდდებოდი. დილით ვიღიმოდი მის წერილის დანახვაზე და ბედნიერი დღისთვის ვემზადებოდი, ხოლო ღამით კვლავ ვიღიმოდი წერილის დანახვაზე და ტკბილად მეძინებოდა. -ხვალ ლუკას დაბადების დღე აქვს.-გამომხედა ლიკამ და შოკოლადი დააგემოვნა. -რა?როგორ დამავიწყდა-ამოვილუღლუღე . -დებილო როგორ დაგავიწყდა-გაეცინა-რა უნდა ქნა -არაფაერი. როდესაც მიხვდება თუ რა დააშავა მაშინ შევურიგდები. -ნინა, უკვე კვირა გავიდა. -არაუშავს.-ღრმად ამოვისუნთქე და ჰორიზონტს გავხედე. ტანში ჟრუანტელი მივლიდა როდესაც ვხედავდი ულამაზესს თბილისს,კაშკაშა მით და ულამაზესი ბუნებით. ზოგჯერ სიო რომ მოგვინახულებდა და თავის გზას რომ გააგრძელებდა. უამრავი მანქანის ხმა, ბავშვების. მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნება იყო. დიდხანს ვფიქრობდი თუ რა მექნა ლუკას დაბადების დღეზე. იქნებ გილოცავ და ვსო? ან საერთოდ... ლიკამ ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში რაღაც ჩამჩურჩულა. ცოტახანი დავფიქრდდი. -კარგი კარგი-გავუღიმე, დავეჭყანე ლიკას. თუ ბიჭები უწყობენ გოგოებს სიურპიზს, რატომ არ უნდა მოუწყონ გოგოებმა ბიჭებს სიურპრიზი.? ........................................................................................................................................... -დედა არ გინდა თქო-გავხედე ეკას. -არა, დაბადების დღეზე ტორტი როგორ არ უნდა? ნათესავები მოვა შენი -დედა ბიჭები მივდივართ რესტორანში და რაღად უნდაა-ავწუწუნდი გოგოსავით. -არაუშავს.ნინა რომ აქ მყავდეს-ჩაიბურტყუნა მისთვის. -რა თქვი? -არაფერი. ცოტახნის შემდეგ დედა სამზარეულოდან გამოვიდა დიდი ტორტით ხელში. -ესეც შენი ტორტი-თქვა ხმამაღლა და თავი ამაყად აწია მაღლა. ტორტს დავხედე. „ლუკას ვულოცავ 24 წლის იუბილეს“ დედას არაფრისმთქმელი სახით გავხედე. უკვე ყველაფერი გასაგები იყო. -იქნებ გემრიელი იყოს-გამიღიმა ძალდატანებული. -ეჭვიც არ მეპარება დედიკო-ჩავუხუტე დედას. 12 გადასცდა თუ არა ბიჭებმა ჟრიამულით მომაკითხეს. არამარტო ცოტნემ.-ვახო, გიორგი, ნიკა, საბა, ონისე, მოკლედ სამეგობრო რა. -გილოცავთ ლუკუუუ-აყვირდნენ ბიჭები და პარკებით დატენილები შემოვიდნენ. -მადლობა ბრატცი-გავუღიმე ბიჭებს. დავჯექით. არც ველოდებოდი ბიჭებს, არც გამიმზადებია არაფერი. უსახო სახით ვიჯექი და ძალით ვიღიმოდი. ცოტნემ მანიშნა რომ გამოსულიყო გარეთ. -რა არის ტო? რა სახით იჩითები?-გამომხედა წარბეშკრულმა ცოტნემ -აუუ. უბრალოდ ჩემს გოგოსთან მინდოდა შეხვედრა. რამდენი რამე მქონდა დაგეგმილი. ერთად წავიდოდით რომელიმე რესტორანში და ტკბილ საღამოს შევქმნიდით. -ვიცი ძმაო ვიცი-გადამხვია ხელი,-წამო შევიდეთ. შევედით. -ებიჭო სად გაიქეცი-წამოხტა ონისე. გავუცინე. როგორ არ მიყვარდა ჩემ დაბადების დღს ვერ ვიტანდი. დღეს კი უფრო მეტად შემძულდა. როგორ არმიყვარდა ის დღე უკვე. ყალბი გრძნობები, ყალბი ღიმილი, ყალბი მადლობა, ყალბი თავის უაზრდო ქნევა და ყალბი ადამიანობა. როგორ მინდოდა მალე დასრულებულიყო ეს სპექტაკლი. ცოტა დავლიე, მომეკიდა და გრძნობებმაც იმატა. ცეკვა მინდოდა, მოძრაობა მინდოდა, კანში ვერ ვეტეოდი, რამე სიგიჟე მინდოდა გამეკეთებინა. ბიჭები მლოცავდნენ. -ჩემო ძმაო-გადამდო მხარზე ხელი მთვრალმა ვახომ .-მინდა რომ ბედნიერი იყო ცხვორებაში, მინდა რომ არასდროს დაეჭვ... კარზე ზარის ხმამ ვახოს სიტყვა გააწყვეტინა. -მე გავაღებ-წამოვდექი ბარბაცით და კრებისკენ წავედი. კარები გავაღე. უცებ რაღაცამ გაშავდა, მერე განათდა და ნინას ღიმილს მოვკარი თვალი. თვალებს ვერ ვუჯერებდი.ბუშტებით, უამრავი ბუშტებით და ულამაზესი ღიმილით.თვალები გამიფართოვდა, სრულიადნ გამოვფხიზლდი, აღარმინდოდა არც ცეკვა არც არაფერი, საკუთარი კანიც კი მყოფნიდა. თბილად გავუღიმე. -ჩემო სიცოცხლევ-ჩამეხუტა ნინა. -როგორ მომენატრე-მოვეფერე თმაზე და მისი თმის სურნელმა ღიტინი დამიწყო. -მეც ძალიან. გილოცავ ჩემო სიყვარულო. მინდა რომ დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო-ამომხედა ნინამ -მე ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა მინდა მინდა მინდა-გავიძახოდი და თანთანდან ვგრძნობდი ბედნიერების მომატებას. -ვაა ჩემს ლუკა და ნინას მივსალმებივარ-აწიეს ჭიქები ბიჭებმა-გილოცავთ გილოცვთ-გაიძახოდნენ ერთიმეორეს მიყოლებით. -დიდი მადლობა-ვუთხარი ბიჭებს, მაგრამ კვლავ ნინას ვუყურებდი. არმჯეროდა მისი დაბრუნება. მისი ასეთი ქმედება არ მჯეროდა. როგორი საყვარელი, როგორი კეთილი და როგორი თბილი თვალებით მიყურებდა. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, ტუჩები, თითოეული ნაკვთი. ვგიჟდები, ნინა ყიფშიძეზე ვგიჟდებოდი.ჩემი გოგო. იმ დღის მერე ერთად დავიწყეთ ცხოვრება. უბედნიერესები ვიყავით. ყოველ დღე მისი სახის ყურება, მისი ნაზი სახის. მისი გრძელი წამწამების და ულამაზესი სქელი ტუჩების ყურება არ მბეზრდებოდა, პირიქით ყოველდღე ადრე ვიღვიძებდი და საათობით ვუყურებდი. სათნო, ულამაზესი. მის ნაკვთებს ვაკვირდებოდი. მერე გამომხედავდა, გამიღიმებდა, და სამყაროდან ვეშვებოდი. მისი ერთი ღიმილი მათრობდა, თავს გზას მიბნევდა, მხოლოდ ერთადერთი ღიმილი. მისი ყველაფერი მიყვარდა ....... მისი ყველაფერი მიყვარდა ...... ის რომ ნინა ერქვა. ..... ის რომ ლუკა ერქვა ...... ის რომ ულამაზესი ღიმილი ქონდა. ..... ის რომ ულამაზესი თვალები ქონდა ..... ის რომ ასეთი თბილი იყო. ..... ის რომ ასეთი კეთილი იყო. ..... ის რომ ასეთი საყვარელი იყო. ..... ის რომ ასეთი მამაკაცური იყო. ..... ის რომ ასეთი კოხტა იყო. ..... მე ვგიჟდები მასზე. ..... მე ვგიჟდები მასზე .... თითქოს ერთმანეთს ემთხვევოდა ნინას და ლუკას ფიქრები. ეს ფაქტი იყო. ისინი ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. ......................................................................... -გაიბერე ნინა-მითხრა სიცილნარევი ხმით ლუკამ. -მალე ისევ დავიჩუტები-ენა გამოვუყე ლუკას. -და ჩემი გოგო გაიბერება-მოეფერა მუცელს. -რით-გამეცინა-საკვებით? -სიყვარულით-გამიღიმა თბილად და ხელი გადამხვია. ყოველ დღე პარკში დავდიოდით. ყოველდღე ბამბის ნაყინს ვჭამდით. 2 თვეში კი ჩვენი ბურთი იბადებოდა. ჩვენი გული. ჩვენი ემილი. დედაჩემი უბედნიერესი ქალი იყო, მალე ბებია გახდებოდა. ლიკა ჩემს მაგივრად ხტუნავდა და ბედნიერობდა რადგან მას ვანათლიებდი ბავშვს, ეკაც უბედნიერესი ქალი იყო. აი რაც შეეხება მე და ლუკას. სიტყვები ზედმეტია. -მიყვარხარ. შემიძლია გიმეორო უსასრულობამდე?-დავხედე დიდ დათუნიას და ლუკას ჩავეხუტე. -აი მე კი შემიძლია ყოველ წამ-წუთს ეგ სიტყვა გითხრა. გინდა? -კაი მიდი-დავეკრიჭე ლუკას. -მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ, მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ, მიყვარხარ,მიყვარხარ მიყვარხარ. -საკმარისია-გავაჩერე სიცილით და გავუღიმე. -შემიძლია კიდევ გავაგრძელო-გაეცინა ლუკას. -მჯერა შენი. ლუკა სახლში არ იყო. პარკში ვცადე გასეირნება. ბავშვებს ვუყურებდი და მიხაროდა რომ ჩემს სახლშიც ასეთი ბედნიერება ირბენდა. -მამი როგორ ხარ?-მომახლოვდა უკნიდან მამა. -კარგად მაა-გადავეხვიე-შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. წამო ერთიწუთი რაღაც უნდა გაჩვენო. -რახდება მამი?-გავხედე მამას. -წამოდი. რაღაც მოკლე გზებიდან მატარა, ჩიხებით. მერე მიყრუებულ ადგილას გამიყვანა. მანქანა დავიახე. შავი დიდი. -ეს რა მანქანა მამა?-შევხედე მამას. -უნდა გეთქვა სიმართლე თუ რატომ გაყევი ლუკას ცოლად.-მომაპყრო ცივი არაფრისმთქმელი თვალები მამამ. უცებ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი თავში და ყველაფერს უკუნითის ფერი მიეცა. აბა როგორია შაქარლამებოო? ვეცადე ისტორიას დამსგავსებოდა და მგონი რაღაც გამოვიდა თქვენს კომენტარებს ველი : |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.