შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (8)


10-11-2016, 21:32
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 094

გულში სათითაოდ ვითვლიდი ისრის ყოველ მოძრაობას. ყოველ გახმაურებაზე ვაცეცებდიი იქით-აქეთ თვალებს და მოუთმენლად ველოდი ვაჩეს მოსვლას. გადაწყვეტილი მქონდა უარს ვეუბნებოდი რადგან არმინდოდა ჯერ გათხოვება. არა კი მინდოდა მაგრამ უბრალოდ ჩემს თავს ვერ გავუბედე რომ ასე გამეკეთებინა.
-რით ვეღარ მოაღწია დავიტანჯე კაცო.რომ ვერ მოვითმინე ხელი მაგიდას დავცხე და ოთახისკენ წავედი.
-მოვედი საყვარელო.უკნიდან ნაცნობმა ბარიტონმა მოაღწია ჩემამდე.
-გამარჯობა.თავი დავუქნიე და მკრთალად გავუღიმე.
-წყალს გადავივლებ და გვიან მეთვითონ დაგელაპარაკები.წამიერად მითხრა და კიიბეებზე ავარდა.
-რათქმაუნდა.სიმწრის ღიმილმა გადამირბინა სახეზე, მეც ფეხი კიბეებზე ავადგი და ჩემს ოთახში შევედი. დიდიხანი ველოდებოდი მის გამოჩენას. არსად ჩანდა ამიტომ გადავწყვიტე მეთვითონ მენახა და მისი ოთახისკენ წავედი.კარზე დაკაკუნებას ვაპირებდი თუმცა შევყოვნდი, ისევ გავიწიე თუმცა მაინც არ დავაკაკუნე. ბოლოს ნერვებმოშლილმა ფეხი ვკარი კარს და ტკივილისგან სახე მოვმანჭე.
-რადაგემართა?.გაოცებული თვალები მომანათა როდესაც დაინახა რომ ცალი ფეხით იქით-აქეთ დავხტოდი და რაღაც არარეალურ ხმებს გამოვცემდი.
-კარს ფეხი მივარტყი.ძლივს მოვიბრუნე ენა რომ მეთქვა.
-კარგი წამო წავიდეთ.მკლავში ხელი მომკიდა და დაბლა ჩამიყვანა.
-სად მივდივართ?.
-გავიაროთ და თან ისე დამელაპარაკე სახლში არმინდა რომ დამთანხმდე.საყვარლად გამიღიმა და მანქანაში შემსვა.
-ეე.გაკვირვებულმა პირი დავაღე.
-დიდუბეე.სასაცილოდ გამაჯავრა და მანქანა დაქოქა. მთელი გზა ხმას არცერთი ვიღებდით, თავიდან კი ვიფიქრე წამოვიწყებ საუბარსთო მაგრამ გავჩერდი რადგან არმინდოდა ვაჩეს გაღიმებული გამომეტყველება შემეცვალა. 20 წუთში ზღვისპირას ერთ ლამაზ და მიტოვებულ ადგილას გავჩერდით. მე პირველი გადმოვხტი მანქანიდან და „კაპოტს“ საჯდომით მივეყრდენი.ისიც ჩემსწინ დადგა და ხელები ჯიბეებში ჩააწყო. აშკარა იყო საერთოდ არ ნერვიულობდა, სიგარეტიც კი არ მოუწევია უბრალოდ მშვიდი გამომეტყველებით იდგა და მიმზერდა.
-იმედია ეს 2 დღე კარგად ფიქრობდი.ცხვირზე ხელი მოისვა და ისევ ჯიბეში ჩაიყო.
-არმოგატყუებ მართლა ბევრს ვფქირობდი.
-აბა რა გადაწყვიტე? იქნები ჩემი ცოლი?.თავის ტორებში ჩემი ხელი მოაქცია და ბედნიერმა გადმომხედა.
-არა!.მოკლედ მოვუჭერი და თავი დაბლა დავხარე.-ვაჩე მომისმინე, ჯერესერთი ერთად საერთოდ არ ვყოფილვართ, მერე მეორე ისეთი ურთიერთობა არგვქონია რომ ახლა ცოლად გამომყვე მერე მესამე ის რომ უბრალოდ კარგი რაა? რა ცოლობაზე მელაპარაკები თუხვდები საერთოდ? შენ იმაშიც კიარხარ დარწმუნებული მართლა გინდა თუ არა ჩემი ცოლად მოყვანა ან ეს სახუმარო საქმე ხომარ გგონია? დაფიქდი მე რომ ცოლად გამოგყვე რა იქნება მომავალში, იქნებ უცებ გადაგიყვარდე იქნებ ისევ სხვა მოგინდეს ამას კი მე ვერ გადავიტან, არხარ დარწმუნებული შენს თავში ამიტომ მეც უარს გეტყვი ცოლად არ გაოგყვები!.ჩემს ნალაპარაკებზე თითქოს დაფიქრდა მაგრამ უცებ შეეცვალა სახე, მკაცრი გამომეტყველება მიიღო და თვალებიდან სულ ცეცხლის ბრქვევა დაიწყო.
-კარგი!.საკმაოდ გასაგონად განაცხადა და მანქანისკენ მიმითითა ჩაჯექი და სახლში წავიდეთო, მეც უკან მივყევი და ჩემს ადგილას მოვთავსდი. მანქანა დაქოქათუარა სახლისკენ აიღო გეზი, არც ახლა ამოუღია ხმა უბრალოდ საჭეს მშვიდად მართავდა, მის სახეზე ვერაფერ ემოციას ამოიკითხავდა ადამიანი, უბრალოდ იჯდა და გზას უყურებდა. გაოცებული დავრჩი მისი სიმშვიდით თუმცა გონება მკარნახობდა რომ არცისეთი გაუგებარი ყოფილა ეს ჩვენი არღვლიანიო ამიტომ თავი დავიწყნარე და საქარე მინისკენ გავიხედე. სწრაფად დაყავდა მანქანა თუმცა არ ვიმჩნევდი მის ხელში უკვე შეჩვეული ვიყავი, ჩვენს სახლთან რომ უნდა შეეხვია ზუსტად იმ ადგილს გაცდა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-იქ უნდა შეგეხვია დაგავიწყდა?.ხელით ვანიშნე და უკან გავიხედე იმის გადასამოწმებლად მეც ხომ არ ამერიათქო.
-არა მახოსვს.
-სახლში ხომივდივართ?.
-ხო სახლში მივდივართ.
-მერე იქით არისთქო ხოგითხარი.
-ვიცი რომ იქიით არის ბრმა არვარ.
-აბა ასე რატო წამოხვედი?.
-იმიტომ რომ სახლში მივდივართ.
-მერე ჩვენი სახლი იქარისთქო ვერგაიგე?.
-არა ჩვენი სახლი სხვაგან არის.
-ვაჩე ვიცი ჩვენი სახლი სადაც არის ამიტომ მიბრუნდი ახლავე.
-არ მივბრუნდები.თითები რულზე აათამაშა და ისევ ჩაეღიმა.
-რატომ?.
-იმიტომრომ მოგიტაცე საყვარელო.გაბრწყინებული სახით გადმომხედა და ისევ გზას მიუბრუნდა.
-ჰაჰა გავიცინეთ, ახლაკი მიბრუნდი.
-მე სერიოზულად გეუბნები, მე არჩევანის საშვალება მოგეცი ამიტომ მოგიტაცე.
-რა არჩევანი ადამიანო ხოხარ კარგად?.
-გითხარი ან ცოლობაზე დამთანხმდები ანკი ვიცი რასაც ვიზავთქო.
-ავადმყოფიხარ.გაცეცხლებულს აღმომხვდა რა თავზე ხელები შემოვირტყი.
-ხო ავადმყოფი ვარ შენხარ ჩემი დაავადება მოურჩენელი დაავადებახარ გესმის?.
-მიბრუნდი ახლავე!.კატეგორიულმა განვუხცხადე.
-ხომიიცი რომ არ მივბრუნდები.
-ხო მაგრამ უნდა მიბრუნდე!.
-გირჩევნია გაჩუმდე რადგან დიდ გზზა გვაქვს გასავლელი.
-ვაჩე უკან დამაბრუნე.ტირილით აღმომხვდა ამიტომ თავი მუხლებში ჩავრგე.
-ნუტირი პატარა მალე მივალთ ჩვენს ახლში.
-რაგინდოდა რატო მომიტაცე?.
-იმიტომრომ მიყვარხარ? რამეს ვამბობ გაუგებარს?.
-მერე მოტაცება რა საჭირო იყო?.
-აბა ისე არდამანხმდი და.
-იდიოტო.მხარზე ხელი დავარტყი და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე.
-დაიძინე თორემ დამღლელი გზაა.
-შენ არ გეკითხება დავიძინებ თუ არა.
-მე უბრალოდ გაბრთხილებ ძალიან დიდი გზაა წინ.თავზე ხელი გადამისვა და ტელეფონზე შემოსული უამრავი ზარი დააიგნორა. მეც ხმა არ ამომიღია უბრალოდ ჩემს ადგილას ვიჯექი და ვცდილობდი არ გამცინებოდა.
ვაჩემ მომიტაცა!
ისე აღტაცებით ვიმეორებდი ამ ყოველივეს გულში რომ მართლა მინდოდა ბოლო ხმაზე მეცინა, სიმწრისგან თუ ბედნიერებისგან ეგ უკვე არვიცი. ზოგადად მომწონს როდესაც ბიჭები ვაჩესნაირები არიან, დარწმუნებული ვარ ყველაფერი დაგეგმილი ექნებოდა. იცოდა რომ უარს ვეტყოდი და ამიტომ მოიფიქრა ხერხი სახელად მოტაცება. მეც მეტი რა უნდა მექნა, მაქანაში ხტუნაობას არ დავიწყებდი, ან რა აზრი ჰქონდა უბრალოდ დავჯექი და დავიძინე. არვიცი ასე რამდენიხანი მეძინა, როცა გავიღვიძე საათს დავხედე ღამის 2 საათი იყო. წელში გავსწორდი და სულ ერთიანად დაიწყო ჩემმა ძვლებმა ტკაცატკუცი, ამას თავის ტრიალიც მივაყოლე და ვაჩეს გადავხედე რომელსაც იგივე გამომეტყველება ჰქონდა სახეზე როგორც წეღან.
-სადვართ?.შეშუპებული თვალებით გადავხედე თუმცა არაფერი მითხრა.-ის მაინც მითხარი მალე ჩავალთ?.
-ხო 2 საათში ჩავალთ.ძლივს ამოიღო თავის ხრინწიანი ხმა.
-სად მივდივართ ამისთანა ადგილას?.
-სვანეთში.
-სვანეთში?.გაოცებულმა გადავხედე.
-ხო, რაიყო არგინდოდა წასვლა? შენარამბობდი სვანეთში უნდა დავბერდეო? თან არხარ ნამყოფი და ოცნებასაც აისრულებ.
-ვაჩე მე დასასვენებლად მინდოდა ჩასვლა.
-ხოდა დასასვენებლად მივდივართ ოღონდ ერთი რამ იქნება შეცვლილი, მე და შენ ცოლქმარი ვიქნებით მეტი არაფერი.
-რასაჭიოა ეს ცოლქმრობა.
-ვიკა შემომხედე.მანქანა უცებ გააჩერა და მე მომიტრიალდა.-მე და შენ უბრალოდ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ! მე შენს გარეშე არ შემიძლია! შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ! შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ ვერ ვისუნთქებ! რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ! შენსგარდა არავინ და არაფერი მინდა! უბრალოდ მინდა რომ ჩემი ცოლი იყო ჩემი შვილების დედა გერქვას.მხრებზე ხელები მომკიდა და თითოეულ სიტყვაში უამრავი სიყვარული და ემოცია ჩააქსოვა.
-კარგი.თავი ჩავხარე და ზედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. წამიერად რომ ვეღარ მოვითმინე ხელები ძლიერად მოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე.
-ახლა კი გზა გავაგრძელოთ. ისევ საჭეს მიუბრუნდა და გზა განაგრძო.-დარწმუნებული ვარ ჩემს ოჯახზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენ.
-მოიცა ახლა შენს ოჯახთან მივდივართ?.
-ხო ბებოსთან დედასთან და მამასთან ყველანი სვანეთში არიან.
-მე მეგონა რომ სადმე სხვაგან წავიდოდით.
-არა ჩემს ოჯახთან მივდივართ, შენი თავი უნდა გავახსენო.
-შენებს ვიცნობ ადრე მახსოვს გამაცანი.
-ხოდა ახლა ბებო უნდა გაგაცნო.თვალი ჩამიკრა და გაზს ფეხი მიაჭირა. მალე სვანეთშიც ჩავედით კერძოდ უშგულში. მანქანა დიდ ჭიშკართან გაჩერდა ამიტომ სწრაფად გადავიდა ვაჩე და კარი გააღო, მერე ისევ უკან დაბრუნდა და ეზოში შევიდა. ყველანი გარეთ ისხდნენ და ჩვენ გველოდებოდნენ თურმე გაბრთხილებული ყავდა რომ მე მოვყავდი.მორცხვად გავაღე კარი და მანქანიდან გადავედი, ვაჩემ იმწამსვე მოუარა და ხელი ჩამჭიდა. ნელი ნაბიიჯებით დავიძარით გახარებული ოჯახისკენ ისინი კი ოვაციებით დაგვხვდნენ.
-ეს რა რძალი მოგვიყვანა ჩემმა ბიჭმა.გახარებულმა ქალმა შესძახა და თავის შვილიშვილს გადაეხვია. მეც მინდოდა რომ მაზე შთაბეჭდილება მომეხდინა ამიტომ.
-ხოჩა ლადეღ (გამარჯობა).სვანურად მივესალმე და ხელი გავუწოდე.
-დედა ამას სვანურიც ცოდნია, ხოჩა ლადეღ.მოხუცი ქალი ჩემსკენ გახარებული წამოვიდა და გადამეხვია. მალე დავინახე ვაჩეს მშობლები რომლებიც გახარებულები გვიცქერდნენ და მათკენ წავედი.
-გამარჯობათ ელენე დეიდა. ვაჩეს დედას თბილად მივესალმე.
-გამარჯობა შვილო.მანაც თბილად მიმიღო და გადამეხვია.
-ვატყობ ბებოზე მოგიხდენია შთაბეჭდილება.სვანური აქცენტით ჩაილაპარაკა ბატონმა ვაჟამ და ხელი ჩამომართვა.
-ასე გამოდის.მორცხვად დავხარე თავი და ვაჩეს გავხედე.
-წამოდით შვილო ახლა დაღლილები იქნებით დაისვენეთ.ხელით გვბიძგა ბებომ მეორე სრთულისკენ და ჩვენც ჩვენთვის განკუთვვნილ ოთახში ავედით.
-ძალიან საყვარელი ბებო გყავს.სახეგაბადრულმა ჩავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-ხო ჯული ბებო ძალიან მიყვარს. ისიც გვერდით მომიჯდა.
-ალბათ როგორ ნერვიულობენ ჩვენები.დამწუხრებულმა ამოვიოხრე.
-ახლავე დავრეკავ.ტელეფონი ამოოიღო და ლაშას ნომერი აკრიფა.-მე და ვიკა სვანეთში ვართ ჩემთან სახლში.ლაშას ყვირილის ხმა აქაც მესმოდა.-მოვიტაცე შე**მა. ამის თქმაზე უფრო გაცხარდა ლაშა.-კარგადაა დაგალაპარაკებ თუგინდა.
-ალო ლაშა.ტელეფონი ყურთან მივიდე და ხმაწასულმა ჩავჩხავლე-კარგად ვარ ლაშუ.
-იცოდე ხვალ მოვდივართ, თუგინდა ახლავე წამოვალთ მითხარი ვიკუს თუ არგინდა მაგ ნადირთან ყოფნა მე დაველაპარაკები.
-არა ლაშა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.
-ასეც ვიცოდი, ხვალ დილას წამოვალთ.ეს თქვა და ტელეფონი გათიშა.
-მეძინება. თვალები ნელნელა მივნაბე და სახე ხელებში ჩავრგე.
-მაშინ დავიძინოთ.ხელები მომაცილებინა და თავი გულზე დამადებინა.
-სად?.
-აქ.საწოლზე ხელი დაარტყა.
-ორივე?.გაოცებულმა გადავხედე.
-ვიკა მომისმინე შენ ჩემი ხარ მალე ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ ამის მერე კი მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით გვეყოლება შვილები, შენნაირი ლამაზი გოგოები და ჩემნაირი სიმპათიური ბიჭები და ჩვენ სულ ერთად ერთ საწოლში უნდა ვიწვეთ ამის გამო კი არ უნდა მორცხვობდე.
-უბრალოდ ძალიან მეძინება.
-სულელო ხოდა უბრალოდ დავიძინოთ, ხელს მანამდე არ დაგაკარებ სანამ შენ არ მოისურვებ, სანამ ჩემი კანონიერი ცოლი არ გერქმევა.შუბლზე ბრთხილად მომაკრო გავავრგარებული ბაგეები. ტანში სულ ერთიანად დამიარა ელექტრონებმა და მთელი სხეული სიყვარულით ამევსო. დაღიმებულმა გავიხადე ფეხსაცმელი და საწოლზე მივწექი, ისიც გვერდით მომიწვა და მის ტორებში კონფორტულად მომაქცია. სხეულის ყველა ნაწილი გრძნობდა თუ როგორ მიიყვარდა ვაჩე არღვლიანი, მისი სუნი, მისი გამაოგნებელი გამოხედვა, მისი ტუჩები,თვალები სახის თითოეული ნაკვთი, და რაც მთავარია მისი სული მიყვარდა. ღვინისფრად მოელვარე ტუჩები ისე სათუთად ეხებოდა ჩემს ღაწვებს რომ სირცხვილისგან ვწითლდებოდი. მართლაც რომ გასაოცარი ღამე იყო. სიყვარულით და უმანკოებით მოცული სიყვარულის ღამე. ღამე როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად და ლაღად მეძინა. ღამე როდესაც მთელი არსებით შევიგრძენი თუ რაიყო სიყვარული.
-მი სი მალატ.(მე შენ მიყვარხარ). ყურთან სვანურად ვუჩურჩულე და მანაც საამურად ჩაიცინა.
-მი სი მალატ მიგუ ლადაღ.(მე შენ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე).და აი გაიჟღერმა მისმა სასიამოვნოდ მოსასმენ ხრიანწიანმა ხმამ რომელმაც გულის თითოეული კუნჭული დაიარა და სულ სხვანაირად ააძგერა.

დილით ადრე არ გაგღვიძებია. შუადღის 12 საათი იყო როცა თვალები გავახილე. ისევ ვაჩეზე ვიყავი ჩაბღაუჭებული. სასიამოვნო სურნელი მეცა დილას სვანეთში, საყვარელ მამაკაცთან ერთად ბუნების სასიამოვნო სუნს ვგრძნობდი. შევიშმუშნე. მინდოდა მასაც გაეღვიძა თუმცა არა არ გაიღვიძა. ასე ვიყავი დაახლოებით ნახევარი საათი, ბოლოს ასე ვეღარ გავძელი და წამოდგომა დავაპირე, უკვე უნდა ავმდგარიყავი როცა ხელი ძლიერად მტაცა და საწოლზე დამახეთქა, თვითონ კი ზემოდან მომექცა.
-სად მიიპარებოდი?.თეთრი კბილები სასკარაოზე გამოიტანა და მეც სიხარულისგან ჩამეღიმა.
-აბა არ იღვიძებდი და.სასაცილოდ გავეკრიჭე.
-ხოდა ახლა გავიღვიძე.
-ვხედავ.
-ხოდა ახლა შემომეჭმევი.სწრაფად დააცხრა ჩემს ტუჩებს და გამალებით დამიწყ კოცნა. ოსტატურად ჯერ ზედა ტუჩზე გადადიოდა მერე კი ქვედაზე გადაინაცვლებდა. რაღათქმაუნდა ჩემი გული ამდროს უამრავ სალტოს აკეთებდა სხეული სულ ერიანად მქონდა დაბუჟებული და ტვინი მხოლოდ ვაჩეს სახელს იმეორებდა. უმისამართოდ ასრიალებდა თლილ თითებს ჩემს სხეულზე, ნაზად დააცურებდა მოშიშვლებულ ბარძაყზე და მუცელზე. მის თითოეულ მოძრაობას ჩემი სხეული ორმაგად შეიგრძნობდა და ორმაგადვე განიცდიდა. სული მეხუთებოდა თუმცა იმდენად ვიყავი ვაჩეზე მიკრობილი არმინდოდა თუნდაც სულ რაღაც 1 სანტიმეტრითაც მომცილებოდა.
-მოდი დაბლა ჩავიდეთ.ბოლოს როგორც იქნა მომცილდა და საწოლიდან წამოხტა.
-კაი ჩავიდეთ.კეტები ისევ მოვირგე და ტანსაცმელი პირვანდელ სახეს დავუბრუნე. სარკესთან მივედი თმა გავისწორე და ჩემს გვერდით მდგარ ვაჩეს თეძო გავკარი.
-ლამაზიხარ ლამაზი აღარ გინდა ამდენი პრანჭვა.ხელები წელზე შემომხვია და სველი კოცნა დამიტოვა ლოყაზე.
-კარგი ჰო. ხელი ვკარი და კიბეებზე ნელა ჩავედი.
-შუადღემშვიდობისა. ყველას ღიმილით მივესალმე.
-დილამშვიდობისა შვილო როგორ გეძინათ?.
-ძალიან კარგად.თავაზიანად დავუხარე თავი და მისაღებში შევედი.
-ბებო დღეს ლაშა გიორგი და ლანა მოდიან, ჩამოვლენ ასე 2 საათში.
-მართლა? როგორ მომენტარნენ ბიჭები მაგრამ ლანა ვინ არის?.
-ლანა ჩვენი მეგობარია, ვიქტორიას მეჯვარე.მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
-ძალიანაც კარგი გავიცნობთ ყველას.მისაღებში შემოვიდა ბატონი ვაჟა.
-საუზმე გამოტოვეთ ბებოთ და ახლა ისადილეთ მაინც.
-ხო ვისადიილებთ.ხელები ერთმანეთზე გაახახუნა ვაჩემ.

2 საათში ჩემებიც ჩამოვიდნენ და ჭიშკარი სულ სიმღერებით შემოაღეს. სირბილით წავედი დაქალისკენ და ხელები ძლიერად მოვხვიე. მერე ლაშამ დამიწყო ძებნა ჩემი დაიკო ხომ კარგად არისო და რომ დამინახა ხელში ამაფრიალა. გიორგიც არ გამოკლებია მათ რიცხვს და ერთსათიანი ჩახუტებით შემოიფარგლა. ლანაც გავაცანით ვაჩეს ბებოს და ძალიან მოეწონა ჩემს რძალს ზუსტად ამისთანა მეჯვარე უნდა ყვადესო. დღეებს საოცრად ვატარებდით. ვერთობოდით ვსვავდით და ვცეკვავდით. ერთი დიდი დღესასწაული იყო ვაჩეს სახლში მთელმა სვანეთმა გაიგო რომ ჩავედით. ჩემს მშობლებს ყველაფერი შევატყობინე, ტირილისგან მართლაც რომ გასკდნენ მაგრამ ბოლოს მე და ვაჩეს ბედნიერება გვისურვეს და ლოცვა კურთხევით გაგვითიშეს ტელეფონი.
-აბა როდის მოაწერთ ხელს?.საღამოს კოცონი დავანთეთ ეზოში და ირგვლივ შემოვუსხედით.
-თბილისში ჩავიდეთ ჯერ ოჯახები ერთმანეთს შევახვედროთ.
-ეგენი ისედაც დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
-ხო მამაშენი და მამაჩემი ისედაც იცნობენ ერთმენთს ბოლობოლო კლასელები იყვნენ.თბილად გავუღიმე ვაჩეს.
-ხოდა მაშინ იცი რავქნათ? ხელი მოვაწეროთ თბილისში და ჯვარი აქ დავიწეროთ.ახალი იდეა გააჟღერა ჩემმა საქმრომ.
-ეხლა არმითხრა ლამარიაშიო.
-ხო ლამარიაში.
-როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე. გახარებულმა ხელები ძლიერად მოვხვიე.
-ხოდა მაშინ ხვალ წავიდეთ თბილისში გოგოებმა კაბები და რამე და რუმე ბიჭებმა პიჯაკები და ეგენი.
თბილისში ჩასვლისთანავე გადავწყვიტეთ რომ მე ჩემებთან მივსულიყავი, ვაჩეს ოჯახი კი მოვიდოდა და დამნიშნავდა. ასეც მოვიქეცით მალევე შედგა ჩვენი ნიშნობაც, ბოლოს ქორწილის დღეც დავთქვით და მზადება დავიწყეთ.


აი ესეცც ახალი თავი, იმედია ყველას მოგეწონებათ. მომიტევეთ შეცდომები და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ვინც კითხულობთ და განიხილავთ, თქვენი თითოეული კომენტარი ისეთ სტიმულს მაძლევს მეტი რომ არ შეიძლება.. მიყვარხართ ძალიან



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა რომელია.ძაან მაგარი თავი იყო.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი სალი-სალი

La-Na
მომეწონა რომელია.ძაან მაგარი თავი იყო.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3
anuki15
ვიკას გაახსენდა ხო ყველაფერი?

კი უკვე ყველაფერი გაახსენდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent