შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო სვანურად (6)


10-11-2016, 23:36
ავტორი ანამარია...
ნანახია 1 768

თორნიკე საქმიანობას აგრძელებს და მეც სიამოვნების პიკს ვაღწევ, მისი თბილი ტუჩები ჩემსას ეხებიან და ვნებიანად განაგრძობენ მოძრაობას, შემდეგ ქვემოთ ჩადის თმას ნაზად მიწევს და ჩემს ყელს ემონება... გარეთ ბნელა მხოლოდ ვარსკვლავებით სავსე ცა მოჩანს ფანჯრიდან, სრული სიჩუმეა მხოლოდ ჩემი ოდნავი კვნესა ისმის რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების გამომხატველია, უფრო ქვემოთ ჩადის და საბოლოოდ მთლიანად ეპატრონება ჩემს სხეულს. როგორც იქნა გათენდა...
-მოგეწონა?
-სიმართლეს გეტყვი და კი
-მიხარია
დილიდანვე წამოვედი სახლში, როგორც კი მოვედი ვიბანავე და დივანზე მოვკალათდი, გუშინ საერთოდ არაფერი ჩამიწერია დრიურში დღეს კი მსურს მთლიანი დრო მას დავუთმო, ვიწყებ წერას „დღეს 8ნოემბერია, შუადღის სამი საათი.. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომელმაც შეძლო ცოტახნით მაინც დამევიწყებინა გიორგი და მან ჩემი გონების ნახევარი ნაწილი მთლიანად დაიმონა... ისე რა უცნაურია არა? რამოდენიმე დღის წინ ვამბობდი რომ პირადი ცხოვრება არ მაინტერესებდა ახლა კი სულ სხვანაირად ვლაპარაკობ... ზოგადად ასეა ადამიანი როდესაც მას გონია რომ ჩამოყალიბდა და ყველაფერი გაარკვია რამოდენიმე წუთში ისევ ყველაფერი იცვლება, თავდაყირა დგება....“
ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, და გადავწყვიტე მომეყოლა ყველაფერი ადამიანისთვის რომელიც ჩემთვის ყველაფერია
-დედა გცალია? სალაპარაკო მაქვს
-მოდი ელენე, შენთვის ყოველთვის მცალია
-რაღაც მოხდა, მინდა მოგიყვე
-გისმენ
-მოკლედ გუშინ გავიცანი ერთი ბიჭი რომელიც საკმაოდ მომეწონა
-ეგ კარგია
-მაცადე, არ გამაწყვეტინო. აღმოჩნდა რომ გუშინ მისი დაბადების დღე ყოფილა და რესტორანში დამპატიჟა, მხოლოდ მე და ის ვიყავით... ცოტა დავლიეთ
-მერე?
-შემდეგ მასთან დამპატიჟა სახლში და იქაც ცოტა დავლიეთ
-მგონი ვხვდები რაც მხოდა
-ხო დედა, ზუსტად მაგის თქმა მინდა
-არვიცი რაგითხრა
-არაფერი მითხრა, ვიცი რომ უტვინო გოგო ვარ
-უბრალოდ არვიცი ამხელა გოგოს როგორ გელაპარაკო იმაზე რომ ზრდასრულ ადამიანს უნდა შეეძლოს ვნებების და გრძნობების გაკონტროლება
-ბოდიში დედა, ყველაფერი ვიცი
-სხვა დროს ვისაუბროთ, ეხლა ძალიან მაქვს ნერვები მოშლილი.
ალბათ გაგიკვირდებათ როგორ ადეკვატურად მელაპარაკა დედაჩემი და როგორ არ გამომიქანა რამე თავში მაგრამ ის ფსიქოლოგია და კარგად იცის რომ არ ღირს იმაზე ნერვების მოშლა რასაც უბრალოდ ვეღარ ეშველება.
გათენდა, მოვემზადე და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე ამდროს ზარია ჩემს ტელეფონზე
-გისმენთ
-გამარჯობა ელენე, როგორ ხარ? გიორგის დედა ვარ
-გამარჯობა გიცანით, კარგად თქვენ როგორ ხართ?
-მეც არამიშავს, დღეს გცალია? მინდა მარიამი გაგაცნო
-დღეს უნივერსიტეტში ორი ლექცია მაქვს, საღამოს რომ მოვიდე?
-გელოდებით
-კარგით, აუცილებლად მოვალ
ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა ლექციები და როდის წავიდოდი გიორგის დის გასაცნობათ და როგორც იქნა დადგა ნანატრი მომენტი.. კარზე ვაკაკუნებ
-მოდი ელენე, ახლავე დავუძახებ მარიამს
რამოდენიმე წუთში ოთახიდან ულამაზესი გოგონა გამოვიდა, დიდი ცისფერი თვალებით წითელი ტუჩებით და გრძელი შავი თმით.. ნამდვილი ანგელოზი
-გამარჯობა (მორცხვად მომესალმა)
-გამარჯობა მარიამ
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-შენობით მელაპარაკე არც ის დიდი ვარ
-კარგი, წამოდი მაგიდასთან დავსხდეთ
საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, არც მოველოდი ისე უცებ გავიდა დრო
-უკვე გვიანია მე წავალ
-კიდევ მოდი რა
-გპირდები მარიამ აუცილებლად მოვალ
დედა შვილმა გამომაცილა და მეც დავადექი სახლის გზას...
უკვე გვიანია, ლოგინში ვწვები და შუქს ვაქრობ. ვიცი, ვერ დავიძინებ, მაგრამ უნდა ვცადო. დროთა განმავლობაში, ალბათ, ღამის კოშმარები გაქრება და ყველაფერ ამას გონებაში ისევ და ისევ და ისევ აღარ დავატრიალებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ წინ გრძელი ღამეა და დილით ადრე უნდა ავდგე, ფიქრებში ვიყავი როდესაც ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა
-თორნიკე?
-როგორ ხარ?
-არამიშავს შენ
-მეც, მნახავ?
-ეხლა გვიანია
-შენს სახლთან მოვალ, ან ჩემთან მოდი
-არა
-ძალიან რომ გთხოვო?
-რატომ ხდება რომ ვერასდროს გეუბნები უარს?
-ზებუნებრივი ძალები მაქვს
ორივეს გაგვეცინა
-მოკლედ მოვდივარ
-კარგი გელოდები
სწრაფად წამოვდექი ლოგინიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება კომფორტულად ჩამეცვა, 15წუთში ისევ დამირეკა
-მოვედი, მალე ჩამოდი არ გამყინო
-მოვდივარ
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და თორნიკეს ძლიერად მოვეხვიე
-გამიკვირდა
-რატომ?
-არვიცი
-უცნაურია
-მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი
-რაიცი აბა
-რამდენჯერაც გოგონები რაიმე მშვენიერს მოიმოქმედებენ, გარეგნულად ლამაზებიც რომ არ იყვნენ და ვერც ჭკუით გამოირჩეოდნენ, ბიჭებს ისინი მაშინვე გვიყვარდება. გოგონებს შეუძლიათ ჭკუიდან გადაგვიყვანონ. მათ მართლა შესწევთ საამისო ძალა,
-ანუ?
-ანუ არაფერი
-უცნაურია
-რაგჭირს?
-რაზე?
-დღეს ძალიან ხშირად ამბობ სიტყვას „უცნაურია“
-მართლა?
-დიახ
-უცნაურია მაგრამ არ დავკვირვებივარ
-უკვე მესამედ თქვი...
-ოოო!
-შოკოლადი გიყვარს?
-არც ისე, რატომ მეკითხები
-უბრალოდ ელენე, მეგონა გიყვარდა
-უცნაურია
-უკვე მესამედ
ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა
-ცოტა შემცივდა
-მეც საკმაოდ შემცივდა
-ჩემთან წავიდეთ რა
-აი კიდევ ვერ ვახერხებ უარი გითხრა
-ანუ მივდივართ?
-წავედით!
ფეხით მივდიოდით და მთელს თბილისში ჩვენი ხმამაღალი სიცილი ისმოდა, თორნიკე პაროდიებს აკეთებდა და კარგადაც გამოსდიოდა ჩემი გაცინება.. ღმერთო, კარგა ხანია ასე გულიანაც ნამდვილად არ მიცინია.
-მაღაზიაში შევალ
-რაგინდა მაღაზიაში?
-სასმელს და შოკოლადებს ვიყიდი
-შოკოლადი არ მიყვარს თორნიკე
-შენ რა შუაში ხარ? მე მიყვარს!
-ვიფიქრე ჩემთვის ყიდულობსთქო
-არც იფიქრო
როგორც იქნა მივახწიეთ სახლამდე
-ელენე ცეკვა იცი?
-არა
-გინდა გასწავლო?
-რათქმაუნდა არა
-რატომ?
-კარგი რა
-მოდი მოდი, მშვენიერი პარამეტრები გაქვს
-სასაცილოა?!
-ნამდვილად სასაცილო ხარ როცა რაღაცას კატეგორიულათ კრძალავ
-მიდი აბა მასწავლე!
ოცი წუთის შემდეგ თორნიკე დანებდა და მიხვდა რომ ჩემგან მოცეკვავეს ვერ გამოიყვანდა
-კარგი, კარგი მოდი დავლიოთ
-უნიჭო მასწავლებელი ხარ
-მადლობთ
ღვინო ჭიქებში ჩამოასხვა და ჩემი სადღეგრძელოც დალია, საკმაოდ მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მინდა რაღაც გითხრა
-გისმენ ელენე
-საშინელებაა როცა არაფერი გაქვს დასაკარგი, დასაცავი და გასაფრთხილებელი. როცა არაფერი გაქვს ისეთი, რისთვისაც კარგად ყოფნაც ღირს და ცუდად ყოფნაც, სიცოცხლეს ღირს და სიკვდილიც. და როცა არავინ გყავს, ვიცი დაკარგვაც დაგშლის და დაგაქცევს. ვისი არსებობაც ერთდროულად ბედნიერებაც არის და ტანჯვაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ის არის ყველაზე ძნელი. სადაც სიყვარულია, ზოგჯერ იქ არის ყველაზე ძნელი. ზოგჯერ ვერ ხვდებიან ჩვენი ადამიანები, რომ გვჭირდებიან. უყვირეთ და გააგებინეთ. და ზოგჯერ ვერ ვხვდებით ჩვენ, როგორ ვჭირდებით, დაე გვიყვირონ და გაგვაგებინონ. გავუფრთხილდეთ ვისაც ვუყვარვართ, და ვინც გვიყვარს. გავუფრთხილდეთ და არ გავუშვათ თორემ დადგება დრო, როცა აღარაფერი იქნება, რისთვისაც რირს. როცა არ იქნება არავითარი გრძნობა, რომელსაც შეუძლია მოგკლას კიდეც, და ეს არ იქნება ადვილი, ეს არ იქნება შვება, რადგან არაფერია ამაზე საშინელი. სიცარიელეზე საშინელი.
-გენიოსი ხარ
-ნამდვილად!
-მეც მინდა რაღაც გითხრა
-გისმენ თორნიკე
-გიყურებ და საშინლად ლამაზი ხარ
-აფერისტი ხარ
-მეწყინა...
-შემირიგდი
-არშემიძლია შენზე დიდხანს ვიყო გაბრაზებული, შეგირიგდი
-აი კიდევ ერთი აფერისტობა
ორივე ბოთლი გამოვცალეთ, და თორნიკე ისევ მიახლოვდება ისევ მის ხშირ სუნთქვას ვგრძნობ და ვხვდები რომ ისევ იგივე სიამოვნების დასაწყვისია ზუსტად ეს წამი...
ისევ ნაცნობი ბოხი ხმა ქვეცნობიერიდან „შენი დღიური საფრთხეშია მას ვიღაც კითხულობს....“ ჩემი ხმაც ყრუთ ისმის „ვინ ხარ?“ მაგრამ ჩემი კითხვა უპასუხო რჩება და ბოლოს ორივე ხმა იკარგება უსასრულობაში.



№1  offline წევრი Lool

ძალიან კარგია ♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოოო აქ ამბები იწყებაააა... რატომ არის ეს გოგო ასეთი უტვინო.. მალე წავიდეს და დღიური დაიცვას რომ გადაყვა ამ ვნებებს... ვაიმე ეს ხმა შემიწირავს უჰ როგორი მისტიური და ჩამთრევი ხმაა... უფრო დიდი თავები დადე რა გთხოვ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო სსაინტერესოა.მალე დადე მომდევნო თავი და უფრო დიდი
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

აღარ აგრძელებ?

 


№5 სტუმარი ნეა

რატომ არ დევს ეს ისტორია ბოლომდე?რასაინტერესოა წავა სახლში დღიურისთვის თუ არა.ან რატო წევს თორნიკესთან როცა არყვარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent