შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულების ერთობა


11-11-2016, 13:59
ავტორი CoverGirl
ნანახია 1 315

მინდა რომ ვწერო...
ყველა გრძნობა, ყველა ემოცია, ყველა გაღიმება თუ გულის ტკენა მინდა გაჩვენოთ.
მინდა უბრალოდ აუხსნელი შესაძლებლობებით ყველა თქვენგანს გული გაგიხსნათ და სიყვარული ჩაგიდოთ.
მინდა რომ განიცადოთ, გაიღიმოთ, ჩაეხუტოთ, მოეფეროთ და აკოცოთ.
ისიც მინდა რომ იტიროთ, სიყვარულის გამო...
ხო, სწორედ რომ იტიროთ!...
ამაზე ტკბილი და ამაზე მწარე არაფერი შეუძლია იგრძნოს ადამიანმა, როგორც სიყვარულის გამო ტირილი.
და თქვენ გიტირიათ საყვარელი ადამიანის გამო?
არა იმიტომ, რომ გიღალატათ, გული გატკინათ, ან გაწყენინათ? არამედ იმიტომ, რომ გინდოდათ უბრალოდ მას ბედნიერება ეპოვა. უბრალოდ მის სახეზე წრფელი და ბედნიერი ღიმილი დაგენახათ? ოდესმე გდომებიათ საყვარელი მამაკაცისთვის შეგეხედათ და მისი თვალები სიყვარულით გაჟღენთილი დაგენახათ? თუნდაც ეს სიყვარული თქვენი არ ყოფილიყო. უბრალოდ, მაინც გდომებიათ ასე?
მე მდომებია...
ყოველ ღამე იმაზე ლოცვით დამიძინია, რომ ოდესმე სიყვარული ეპოვა.
ვერ გაიგეთ ხომ?
არა, მარტივი გასაგები არ არის, მესმის.
მაგრამ რაღაცნაირია. უსაზღვრო და მიუწვდომელია. სადღაც გულის შორეულ განზომილებაში ჩაკეტილი და ტვინის რომელიღაც კუთხეში მიყუჟული, მაგრამ კაშკაშა. მთელ გულს და ტვინს მაინც რომ ანათებს ისეთი.
გყვარებიათ?
აი ის. ვინც იცით რომ არ უნდა გიყვარდეთ?
ან ისე, უთქმელად, მხოლოდ თქვენთვის... ჩუმად...
ისე, ყოველ ღამე დაძინებამდე, იმ საშინელ გარდამავალ წამს, როცა ყველაფერი ზუსტად ვიცით, ყელში რომ მოგებჯინება. მოგენატრება და საკუთარ აკანკელებულ და ცრემლებით გალუმპულ სხეულს მთელი სიძლიერით რომ ეხვევით. ეს თუ განგიცდიათ მაშინ გირძვნიათ ნამდვილი სიყვარულის გემო.
დამიჯერეთ სიყვარული ნამდვილად არ არის ყოველ ღამე მასთან ერთად დაძინება, ან ყოველ დილით ერთად გაღვიძება. ეს ყველას შეუძლია. ოდესმე ეს აუცილებლად მოხდება. ზოგისთვის ეს სიყვარულის ლოგიკური „დასრულებაა“, ზოგისთვის კი უბრალო ყოველდღიურობა. ზოგისთვის ეს თავად სიყვარულია.
ბედნიერია ადამიანი, რომელმაც იპოვა და იცის რომ ის ნამდვილად მისია. მისი მეორე ნახევარი.
ადამიანები ხომ ნახევრები მოვდივართ დედამიწაზე და ჩვენი მიზანი, ხომ იმ ნახევრის პოვნაა, რომელიც არ ვიცით რატომ, რისთვის, რა დანაშაულისთვის, მაგრამ სულიდან ამოგგვლიჯეს და ახლა სადღაც, შეიძლება ახლოს, ან შეიძლება დედამიწის სულ სხვა ნაწილშია. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მათთ. ესაა ჩვენი მისია დედამიწაზე - გამთლიანება!
რამდენჯერ მიფიქრია როგორ უნდა მეპოვა ჩემი სულის ნაწილი. რამდენი შემშლია. მიფიქრია, რომ ის, ის არის მაგრამ რაღაც ყოველთვის არ ამართლებდა. რაღაც წერტილი, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც აცდენა იყო ჩვენს შორის გამთლიანებისთვის. ამას ვერ გამოასწორებ. ვერ შეუერთდები იმას ვინც შენ არ გეკუთვნის. ვინც შენთვის არ არის აქ გამოგზავნილი. ვინც შენ არ გამოგეყო სულების დაშლისას. არ არსებობს ორი ერთნაირი. ის ერთია და ერთადერთი.
და როცა ამდენი რამის გადატანა გიწევს მისი პოვნისთვის, ამდენი ძებნა, ამდენი შეცდომის დაშვება. შემდეგ ვინმეს შეუძლია, რომ ის გაუშვას? მე შემიძლია. არა ჩემი სურვილით, არამედ მისით. ვერ მიხვდა, ვერ გაიგო, ვერ იგრძნო... ახლა მკითხავთ ალბათ, თუ ორივე ერთმანეთის ნაწილები ვიყავით რატო, მივხვდი ამას მხოლოდ მე და ის ვერა? გეტყვით... ყველაფერს აგიხსნით, ოღონდ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო.. სულ თავიდან.. ჩვენი გაცნობის დღიდან.. 28 სექტემბრიდან...

ყველაფერი ისე დაიწყო. ზოგისთვის ბანალურად და ზოგისთვის ჩვეულებრივად. ჩემთვის კი სასწაულად.
წინა საღამოს დავამთავრე ერთ-ერთი მოთხრობა და როგორც ყოველთვის ემოციების პიკი მქონდა. არასდროს ვკითხულობ იმას რაც ჩემში არანაირ ემოციას იწვევს. ეს მოთხობა კი როგორ გითხრათ, ჩემი იყო. იმედნად ჩემი, რომ ყველა სიტყვაში მე ვიყავი. ყველა წერტილსა და მძიმეს ვგრძნობდი. მასში ვცხოვრობდი...
28-ში დილით ლექციაზე მივდიოდი. როგორც მოსალოდნელი იყო, მოთხორბის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. იმდენად შემიყვარდა, რომ ყველა დეტალს ვიხსენებდი რაც ეწერა და ვაღმერთბდი მის ავტორს.
ჩუმი სიცილით ვუახლოვდებოდი უნივერსიტეტის შენობას. არც არაფერი გამიგია და არაფერი მიგრძვნია. მხოლოდ ჩემს ასაყენებლად დახრილი მამაკაცი დავინახე.
მწვანე თვალები ქონდა.
ავფორიაქდი და უნებურად ჩავეჭიდე გამოწვდილ ხელს.
-კარგად ხართ? -თვალებში ჩავიძირე
-სულების გჯერათ? -მოულოდნელმა კითხვამ დააბნია და თვლალები ორნავ მომაშორა. -არა, იმ სულების არა რაც თქვენ იფიქრეთ - სიცილი ამიტყდა მე - მეორე ნახევრების...
-ბატონო? - ცოტათი დაიბნა.
-ნამდვილი მეორე ნახევრების, სულის ნაწილების, სიყვარულის გჯერათთქო? -ვეცადე ამეხსნა
-თქვენ რა თავიც დაარტყით? -გამიცინა. ვიგრძენი როგორ დატოვა ჩემმა სულმა სხეული და როგორ ჩაიძირა მის თვალებში. არ ვიცი ეს ამაზე უკეთ როგორ უნდა აღვწერო.
-არა, მე კარგად ვარ, ძალიან კარგად. -თავი დავუქნიე ღიმილით.
-თუ რამე გტკივათ იქნებ საავადმყოში წავსულიყავით? -ვგრძნობდი რომ ახლა თუ უარს ვეტყოდი და დავემშვიდობებოდი ვეღარ ვიპოვიდი. ან ვიპოვიდი, მაგრამ არ ვიცოდი როდის. მე კი მოუთმენელი ვარ, საშინლად მოუთმენელი.
-იცით, არამგონია ნამცხვარი და ყავა საავადმყოფოში გემრიელი ქონდეთ -გაიცინა, მე რომ შემიყვარდა ზუსტად ისე. ტუჩის კუთხეში. შეუმჩნევლად, მაგრამ ჩემთვის მაინც შესამჩნევად.
მე არ შევმცდარვარ. ეს იყო ყველაზე სწორი სიტყვები, რაც კი ცხოვრებაში მითქვამს. ყველაზე სწორი გადაწყვეტლება და ყველაზე სწორი ადამიანი ვინც ავირჩიე.
ვისაც ვენდე.
ვინც შემიყვარდა სწორედ ისეთი, როგორიც იყო.
ჩემი სულის ნაწილი!!!
ის ის იყო! სწორედ ის, ვისზეც შესავალში ამდენი გესაუბრეთ.
შემიყვარდა გიჟურად, მთელი ემოციებით და გრძნობით. მთელი ტკივილით და სიხარულით. ბედნიერებით და უბედურებით. ყველაფრით რაც ზოგადად შეიძლება რომ იგრძნო ადამიანთან.
მე ყველაფერი ვიგრძენი მასთან.
სიძულვილიც კი...

-შენნაირი გოგოები აღარ არსებობენ ხო?
-ყველას თავისი „ჩემნაირი“ ჰყავს.

პირველი :
-ჩახუტება...
- გრძნობების ქაოსი. ემოციების ერთმანეთთან შერწყმა და სხეულების უნებლიე მოძრაობა. გაერთიანება და სხვა პლანეტაზე მომენტალური გადაფრენა. მთელი კოსმოსის ერთ წამში მოვლა და სითბოს ვერ დატევა. ხელების ვერ გაკონტროლება და ძვლების ტკივილი.
გგონიათ რამე ამაზე დიდი ბედნიერება? - მე არა!

-კოცნა...
- ჰააჰ, პირველი კოცნა? - მოულოდნელი. მისნაირი, ჩემნაირი და საბოლოოდ ორივესნაირი. ნაზი და ამავე დროს გიჟური. განსაკუთრებული! ზოგადად ყველაფერი განსაკუთრებული იმ ადამიანთან ხდება, ვინც გიყვარს. მასთან ერთად სუნთქვაც კი განსაკუთრებულია.

-სიგიჟე...
-ჩვენ!

-სიყვარულის ახსნა...
-უსიტყვოდ... თვალებით... ერთდროულად, ერთი მზერით, ერთ მზერაში.

-ჩხუბი...
-მიჯაჭვულობის ვერ დათმობა. ერთმანეთის დაკარგვის შიში. გაუცნობიერებელი სწრაფვა უფსკრულისკენ

-ტკივილი...
-შიში დამთავრებისა. უფსკრულისკენ ბრმად სიარული

-განშორება...
-უფსკურის პირას უნებლიე მოძრაობა

-უფსკრული...
-პირველი სიყვარული.


დაგინახავთ თქვენი საყვარელი ადამიანის თვალები, მის პირველ სიყვარულთან შეხვედირსას?
მე დამინახავს...
მიგრძვნია, რომ მასაც ისევე უყურებდა, როგორც მე მას...
როგორც ის მე...
შემძულდა ღმერთი იმ შეცდომისთვის რაც ხდებოდა. იმ თვალებისთვის, იმ სულებისთვის და ერთმანეთისთვის.
ასე ძალიან რომ ვესწრაფვოდით ერთმანეთს და ასე სწრაფად რომ შევეჩეხეთ ერთმნეთის შიშორეს.
მეტკინა იცით?
მეტკინა რომ ის ვერ მიხვდა.
რომ ჩვენ სამივე ბუნების შეცდომის გამო ვისჯებოდით.
ის ვერ მიხვდა...
ამიტომ გავუშვი,
იმ თვალებთან, რომელიც ასევე მისი სულის ნაწილი იყო.
მისი თვალებიდან კი ჩემი სული არ დამბრუნებია...





მოგესალმებით <3 ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია და არ ვიცი როგორი გამოვიდა. შეფასება თქვენთვის მომინდვია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent