შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (1)


11-11-2016, 19:20
ავტორი სატი
ნანახია 2 868

-ნინა დეე! დროზე ქენი დაგაგვიანდება!
-ჩამოვდივარ დე
ნინა კალანდაძე,16წლის საყვარელი გოგოა რომლის გამოც მშობლები ყველაფერს გააკეთებენ. ნინას ყავს 6წლის ძმა ერეკლე. ნინა ყველაზე პოზიტიური ადამიანია, გიჟდება მის ოჯახზე და შეყვარებულზე. მის შეყვარებულს რატი ქვია. ის მაღალკლასელი, ბაბნიკი ტიპია რომელთანაც ნინა 2წელია. რატის დანახვაზე მთელი სკოლა ცახცახებს ხოლმე,მას ნინა ბავშვობიდანვე უყვარდა. ეს ყველაფერი ესე გრძელდებოდა სანამ ახალი ბიჭი არ გადავიდა რომელსაც დაჩი ერქვა. ერთი შეხედვით ნინას ცხოვრევა იდეალურია, მაგრამ ეს ასე არ არის.
-მა შენ გამიყვან?
-არა, მა მაგვიანდება სამსახურში. წახვალ შენთითონ?
-ხო, გიორგის დავურეკავ გამომივლის.
-არ მომწონს ეგ ბიჭი ნინა.
-მა, ჩემი მეგობარია რა მოხდა?
-კაი მეჩქარება აბა თქვენ იცით
ნინამ აკოცა მამამისს, კარი დაუკეტა და მერე გიორგის მიწერა რომ მოსულიყო.
-რატი მოგაკითხვას ხომ?-გახედა ღიმილით დედამისმა. ელენე(ნინას დედა) ძალიან კარგად ექცეოდა ნინას, ყველაფერში უგებდა. რატის რო ეჩხუბებოდა პირველ რიგში დედამისს ეუბნებოდა. ყველა გოგოს ყავს დაქალი მაგრამ, ნინას ბიჭებთან ურჩევნოდა მეგობრობა. გიორგი კი მისი უახლოესი ძმაკაცი იყო, რომელსაც რატი დიდად არ ეხატებოდა გულზე.
-არა, ხო იცი რატი და გიორგი ერთმანეთთან ვერ არიან კარგად.
-კარგი, არ დააგვიანო დღეს.
-კაიი.
ნინა მშობლებისგან ძალიან განსხვავებული იყო. გარეგნულად არცერთს არ გავდა, არც ხასიათით. ნინას ეს ყოველთვის უკვირდა, მაგრამ არასდროს უფიქრია რომ ეკითხა მშობლებისთვის. ცოტახანში მანქანის სიგნალის ხმა გაისმა, ნინამ გადაკოცნა დედამისი და გავიდა. მანქანასთნ გიორგი იდგა, ხელში კი სიგარეტი ეჭირა. როგორც კი ნინა დაინახა ისევ შიგნით დაჯდა. ნინა მანქანასთან მივიდა წინ უნდა დამჯდარიყო რომ ვიღაც ბიჭი დახვდა.
-ეს ვინაა გიო?
-დაჩი. ჩემი ძმაკაცი, ნინ უკან დაჯექი.
ნინამ კარი გააღო და უკან დაჯდა.
-გამარჯობა, მე დაჩი თაბუკაშვილი.
-გამარჯობა, მე დაჩი თაბუკაშვილი-ჩუმად გააჯავრა დაჩი ნინამ.
-ყველაფერი მესმის-ამის გაგონებაზე ნინა გაწითლდა-შემდეგზე უფრო ხმადაბლა იჩურჩულე.
-მე.. მე... ნინა.
-გამარჯობა, მე ნინა.
-სასაცილოა, ვაჰაჰა.
-ნუ ჩხუბობთ, ტარებაში მიშლით ხელს-გაუბრაზდა გიორგი ორივეს.
-თვითონ დაიწყო.
-მერამდენე კლასში ხარ ნინა?
-მეათე
-მე მეთორმეტე.
-დაჩი, ჩვენთან ერთად სწავლობს ნინას შეყვარებული რატი.
-აა ის ქვეშ****ა ტიპი როა?-გაეცინა დაჩის.
-რატიზე ეგრე ნუ ლაპარაკობ!-გაცხარებულმა უთხრა ნინამ, მერე ფანჯარაში გაიხედა რომ დაჩის მისი სახე არ დაენახა.
-კარგი, მაპატიე.
ნინას აკვირვებდა დაჩი. ხან ნერვებს უშლიდა ხანაც კი ბოდიშს უხდიდა. მერე სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. გიორგიმ წაართვა და გადააგდო.
-მანქანაში არა, მომკლავს მამაჩემი.
-კაი ხო. მისმინე რატი არ იცი გუშინ სად იყო?
-არა, რა მოხდა?
-მემგონი ინასთან იყო ხო?
-აუ, ნინ ხო გითხრა რო აღარ ვნახულობო რას გადაეკიდე.
-ამიხსნით რაზე ლაპარაკობთ?-ჩაერთო საუბარში დაჩი.
-არაფერზე-მოკლედ მოუჭრა ნინამ
-როგორც გინდა... უხეშო.
ცოტახანში სკოლაშიც მივიდნენ.ნინა მაშინვე სკოლისკენგ გაეშურა მაგრამ დაჩი დაეწია.
-მოიცა, მოიცა. შენი გვარი ვერ მოვისმინე?
-რაში გაინტერესებს.
-ისე.
-კალანდაძე.
-ო, არა! შენ ხომ ჩემი დიდიხნის დაკარგული და ხარ!-შეიცხადა დაჩიმ.
ნინა ადგილზე გაშეშდა, სახეზე ღიმილი მიეყინა. ვერაფერი ვერ თქვა, მაგრამ როცა დაჩი ახარხარდა საშინლად გაბრაზდა.
-შე დებილო! გული გამისკდა!-ნინა ისევ სკოლისკენ გაიქცა, დაჩი ისევ დაეწია.
-კაი, ბოლოჯერ ვიხუმრე. შენი სახე უნდა გენახა.
-უჰუჰუჰუჰ, სასაცილოა გამატარებ? რატი უნდა ვნახო.
-რათ გინდა რატი? მე ხო აქ გყავარ.
-არა, გამატარე ორი წუთით, თუ შეილება.
-ნინა, რატომღაც მგონია რომ მოგეწონე და მაგიტო მესწერვები ჰა?-ცინიკური ღიმილით გადახედა დაჩიმ. მერე ოდნავ ახლოს მიიწია ნინასთან და ხელი შემოხვია წელზე, ნინას იგივე დაემართა ადგილზე მიეყინა, ვერ ინძრეოდა, მაგრამ ყველაფერი დაავიწყდა როცა რატის ხმა გაიგო.
-დაჩი! მოშორდი ჩემ შეყვარებულს-გამოიქცა რატი. ის იყო დაჩისთვის უნდა დაერტყა რომ მან ხელი დაუჭირა.
-ნწ, ნწ. ხო გაგრიცხავდნენ მოსწავლეებს რო ცემ-ისევ ცინიკურად გაიღიმა, მერე ნინას გადახედა და დაემშვიდობა-კიდე შევხვდებით კალანდაძე.
დაჩი წავიდა. რატი ნინას ჩაეხუტა.
-რამე დაგიშავა?
-არა, არაფერი. დებილია, იხუმრა რაღაცეები.
-წამო დროზე კლასში, გამეყინები აქ.
-მეზარება დღეს სკოლაში ყოფნა, წავიდეთ სადმე.აუ წამო საავადმყოფოში, სისხლი ჩავაბაროთ.
-ნინა, მითქვამს რომ ყველაზე უცნაური ადამიანი ხარ?
-მე მეგონა ეგ უცნაურობა მოგწონდა ჩემში.
-ხო... კაი მარა რაღა სისხლის ჩაბარება?
-აბა რა ჩავაბაროთ.
-როგორც ნორმალური ბავშვები წავიდეთ რავი მე,შატალოზე, რაიმე კაფეში სადაც გინდა.
-და სისხლის ჩაბარება რომ მინდა?
-ჯანდაბას.. მაგრამ სიტყვა არ დაგცდეს ჩემ ძმაკაცებთან ამაზე. ღმერთო ჩემო...-რატიმ ნინა წაიყვანა საავადმყოფოში, სისხლის ჩასაბარებლად. ორივე დაჯდა სისხლის ჩასაბარებლად.
-თქვენი ასაკი?
-16. რამე პრობლემაა?
-დიახ. სრულწლოვანი უნდა იყოთ რომ ჩაგაბარებინოთ.
-ისა მე ვარ ნინას ძმა-რატი დაუდგა გვერდით ნინას-18ის ვარ და მშობლებმა გამომაყოლეს ნინას.
-ბოდიშით მე არ მაქვს უფლება, დამითხოვენ. წარადგინეთ მშობლების თანხმობა.
-იცით მშობლები არ არიან ქალაქში, რა მოხდა უბრალოდ ვიღაცის გადარჩენა გვინდა. იქნებ მართლა დაგეხმაროთ?-იკითხა რატიმ.
-კარგით... ნინა თქვენი სისხლის ჯგუფი?
-ა... დედაჩემს და მამაჩემს ორივეს მეორე დადებითი აქვთ, ალბათ მეც ეგ მაქვს.
-იცით ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმოთ.
-კარგით.
მართლაც შეუმოწმეს და ცოტახანში მოუტანეს პასუხი.
-იცით შევამოწმეთ და... თქვენი სისხლის ჯგუფი მეორე უარყოფითი აღმოჩნდა.
-რას ნიშნავს მეორე უარყოფითი.. მშობლებს რომ მეორე დადებითი აქვთ?
-ხომ არ გეშლებათ?-ისევ კითხა ექთანმა.
-არა, ზუსტად ვიცი. თქვენ ხომ არ დაუშვით რამე შეცდომა?-გაკვირვებული იყურებოდა ნინა. რატიც იმავე სიტუაციაში იყო.
-იცით... მემგონი თქვენ მშობლებს უნდა დაელაპარაკოთ, მადლობა სისხლის ჩაბარებისთვის-თქვა და ექთანი წავიდა. ნინა და რატი კი პირდაღებულები დატოვა.
-რატი, თუ გიყვარვარ უბრალოდ ეხლა უკან არ გამომყვე.
-მაგრამ ნინ...
-არა, დამანებე თავი-ნინა გარეთ გავიდა და სეირნობა დაიწყო. არ უნდოდა ესეთი გაბრაზებული მისულიყო სახლში, რადგან რაღაც საშინელებას ჩაიდენდა. როგორ შეილებოდა ესეთი რამ მომხდარიყო, აღმოჩნდა რომ ნინა მათი შვილი არ იყო. მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობდა. ცრემლები ახრჩობდა, უნდოდა გაჩერებულიყო და ბოლო ხმაზე დაეყვირა. ამ ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია რომ გზაზე გადადიოდა. უცებ მოსახვევიდან მანქანა გამოვარდა, ის იყო ნინას უნდა დაჯახებოდა რომ ვიღაცამ ხელი ჩაავლო და უკან გაწია.
-შენ რა სულ გააფრინე?! სიკვდილი მოგინდა?-დაჩის მკაცრი და ცივი ხმა მოესმა. მას ძლიერად ჩაევლო ხელი ნინასთვის.
-შენ.. საიდან?
-მე საიდან? მე რო არა შენ ეხა მანქანა გაგიტანდა.
-ხო, მადლობა.
-რა დაგემართა? რანაირი სახე გაქვს?
-რანაირი უნდა მქონდეს?
-ნინა, რა მოხდა?
-მე შენ არ გიცნობ. რატომ მეტენები ესე სასტიკად, რა გინდა?
-ბოდიში რომ შენი სიცოცხლე გადავარჩინე, აღარ ვიზამ-დაჩიმ ხელი გაუშვა და გაბრაზებული წავიდა. ნინას ეხლა არავის თავი არ ჰქონდა, ხვდებოდა რომ ადამიანს სულ ტყუილად აწყენინა, მაგრამ ეს დაჩი უკვე ნერვებს უშლიდა. ცოტახანში სახლში დაბრუნდა, იქ ანერვიულებული დედამისი დახვდა.
-ხო გთხოვე არ დააგვიანო თქო. დე? ნინა? რა მოხდა?-სკამზე ჩამოჯდა ელენე.
-რა მოხდა? ეგ შენ მითხარი. შენ და მამა ბოლომდე მენდობით? რამეს ხო არ მიმალავთ?
-ნინა.. ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
-ვერ ხვდები ხომ? დედა რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს?
-მეორე დადებითი, როგორც მამაშენს, ერეკლეს და შენ. რატო მეკითხები?
-რატო? იმიტომ რომ ჩემი სისხლის ჯგუფი მეორე უარყოფითია.
-საიდან მოიტანე?
-დღეს სისხლის ჩაბარებაზე ვიყავი და იქიდან გავიგე.
-მოიცა რა? არასრულწლოვანი ხარ როგორ შეილება?!!
-დაწყნარდი ორი წუთი. რატო მომატუეთ... სიმართლე მითხარი. ნაშვილები ვარ?
ელენეს თვალები აუცრემლიანდა,ვერაფერს ვერ ამბობდა. ნინა კიდე უფრო აღელდა, ყელში თითქოს ბურთი გაჩხეროდა და ვერ ლაპარაკობდა, სახე გაუხურდა, ხელები გაუოფლიანდა და უცებ გული წაუვიდა. რომ გამოეღვიძა საავადმყოფოში იწვა. რაღაც აპარატურაზე იყო შეერთებული, მის გვერდით კი მისი მშობლები იჯდნენ.
-ნინა! ნინა როგორ ხარ? -განერვიულებულმა ელენემ ერთბაშად მიაყარა კითხვები ნინას.
-რა მოხდა?-ნელა წამოიწია ნინა. თვალები ეწვოდა,სახე უხურდა, კარგად ვერაფერს ვერ ხედავდა. ბოლო ხმაზე ყვირილი უნდოდა მაგრამ ვერ ყვიროდა, ადგომა უნდოდა და არ გამოსდიოდა რადგან ზედმეტად გამოფიტული იყო. ერთი სიტყვით თავს პარალიზებულად გრძნობდა.
-შენ პანიკის შეტევა გქონდა. -ელენესთან შედარებით წყნარად უპასუხა შვილს ნიკამ.
-პანიკის შეტევა.... თქვენ.. მაინც არ მიპასუხეთ. ნაშვილები ვარ?
-ნინა, ეს თემა... 18წლამდე არ ვაპირებდით ამის თქმას-ისევ ნიკამ უპასუხა, ელენეს თითქოს ენა ჩაუვარდა და ვერაფერს ვერ ამბობდა.
-ახლა გავიგე. ამიხსენით.
-ნინა, შენ სულ რაღაც 3წლის იყავი როდესაც გიშვილეთ. დედაშენმა თქვა რომ არ იყო შენი მოვლის საშუალება, ძალიან უყვარდი, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა იყო. დაახლოებით 20წლის.საზღვარგარეთ სწავლობდა, სადაც გაიცნო მამაშენი. ის ცნობილი ბიზნესმენის შვილი იყო. მერე მიხვდა რომ ვერ გარჩენდა, თან მამაშენს დაუმალა ეს ყველაფერი. ჩვენ შვილის ყოლა მაშინ არ შეგვეძლო, დიდიხანი ვცდილობდით და უცებ გმაოჩნდა დედაშენი და მერე შენც მიხვდი.
-ახლა ამერიკაში არიან?-ნელ-ნელა გამოფხილება დაიწყო ნინამ.
-ერთად არ არიან, არც ახსოვს მამაშენს დედაშენი. მამაშენი როუზვუდის, ესეთი ქალაქია ამერიკაში, მისი მერია.
-მერი? მამაჩემი მერია? ჩემ შესახებ არაფერი იცის?-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნინა.
-არა. რას აპირებ?-როგორც იქნა ამოიღო ხმა ელენემ.
-დედა, არ მინდა მართლა უმადური გამოვჩნდე. თქვენ ჩემთვის ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ჩემი ბიოლოგიური მამის გაცნობა მინდა.
-მან შენს შესახებ არაფერი იცის. არ ნახავ მას. მორჩა ამაზე ლაპარაკი-თქვა გაბრაზებულმა ნიკამ, გავიდა და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა.
-რატომ მექცევა ესე?!!-გაბრაზდა ნინა-მე ხომ არ გტოვებთ თვენ! უბრალოდ მინდა გავიგო საიდან ვარ!
-მართლა გინდა იქ წასვლა?
-მინდა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი, ძალიან გთხოვ-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ნინამ დედას.
-კარგი. ოღონდ მამაშენმა ეს არ უნდა გაიგოს-ამოიოხრა ელენემ და აღფრთოვანებულ ნინას გადახედა.
-მადლობა დე-გადაეხვია ნინა ელენეს. ელენესთვის ეს დიდი ტკივილი იყო, მას იმედი ჰქონდა რომ ნინას არ მოუნდებოდა მისი მშობლების ნახვა. ძლივს იკავებდა ცრემლებს, ნიკასთვისაც არ იყო ეს ადვილი. მასაც აწუხებდა ის აზრი რომ 16წლის მერე მისი შვილი მიატოვებდა მას და უცხო ადამიანებთან დარჩებოდა, მაგრამ ნინას უნდოდა მისი ბიოლოგიური მამის გაცნობდა. მის გეგმებში ნამდვილად არ იყო მათთან დარჩენა. ახლა მხოლოდ ამაზე ფიქრობდა.

***
მადლობა იმ ადამიანებს ვინც გვერდით ამომიდგნენ. მარტო თქვენ გამო არ ვანებებ წერას თავს, რადგან იმედი მომეცით, ვეცდები გავამართლო თქვენი მოლოდინი. <3



№1 სტუმარი Guest Eka

Kargia da gaagrdzele :-*

 


№2  offline მოდერი სატი

Guest Eka
Kargia da gaagrdzele :-*

heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი niiiii

მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes მომეცონა

 


№4  offline მოდერი სატი

niiiii
მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes მომეცონა

kissing_heart kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 


№5 სტუმარი Guest londa dm

იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ავირიე. ძალიან ნაჩქარევად იყო დაწერილი და გადაბმა არ მომეწონა ,ისე საკმაოდ საინტერესო შინაარსი აქვს

 


№6  offline მოდერი სატი

Guest londa dm
იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ავირიე. ძალიან ნაჩქარევად იყო დაწერილი და გადაბმა არ მომეწონა ,ისე საკმაოდ საინტერესო შინაარსი აქვს

მართალი ხარ, მეც ეგრე მგონია. შემდეგ თავს გავაუმჯობესებ. უფრო ნელა განვავითარებ ყველაფერს heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№7 სტუმარი კიოოო

სრული იდიოტობა ასეთი რამ რატო უნდა ცაიკიტხოო,დავიწყე შუამდე ვერ მივედიი,ცოტა აზრიანიი რამე წერეთ

 


№8  offline მოდერი სატი

კიოოო
სრული იდიოტობა ასეთი რამ რატო უნდა ცაიკიტხოო,დავიწყე შუამდე ვერ მივედიი,ცოტა აზრიანიი რამე წერეთ

ვისთვის როგორ, გემოვნებაზე არ დაობენ kissing_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent