სიცოცხლის საათი (ნაწილი 2)
მამაკაცებს როგორ შეიძლება რომ გააჩნდეთ ორი ტიპის პირ-სახე? პირველია ჯელტმენი,ზრდილობიანი მენი,მეორე კი. ვიღაც ძირს მომღოღავი ქვეწარმავლის მსგავსი,უზრდელი და ფხუკიანი. ვცდილობ ყურადღება გადავიტანო სხვა რამეზე,წასვლას ვერ ვბედავ ალბად უფრო გამოვიწვევ ამით,ვფოქრობ და ვფიქრობ,ბოლოს კი როცა ვხვდები წასვლას ჩემს გვერდით დგომა ურჩევნიათ,ვიღებ ტელეფონს და ყურთან მიმაქვს -ალიო პატრულია ? ბატონო ვიღაც მამაკაცები მიდგანან მანქანით,შეურაწყოფა მომაყენეს და როგორც ეტყობათ წასვლას არ ჩქარობენ,მეშინია-ვსლუკუნებ მეტი დამაჯერებლობისთვის,უეცრად ჩემს გვერდით მდგარი მანქანა ქრება და ვრჩები მარტო.სიცილს ვერ ვიკავებ,რადგან ეს მხოლოდ ჩაწყობილი საქმე იყო,არანაირი პატრული და ცრემლები! რაც მთავარია საწადელს ისე ვაღწევ,წვალებაც არ მიხდება საჭირო.მალევე ტაქსი ჩნდება ჰორიზონტზე,ვაჩერებ და სახლამდე მივდივარ..საწოლში ჩაცმული ვწვები და იმ წამსვე ძილში ვიპარები. მეორე დილით ტელეფონზე ზარი მაღვიძებს,დამხმარე ექთანი სალი რეკავს,მგონი რიგზე ვერ უნდა იყოს ყველაფერი -გისმენ -ვპასუხობ დინჯად და ვჯდები საწოლზე -ქალბატონი გკითხულობთ,არ გვიკარებს არავის აბსოლიტურად,არც ჭამს -კარგი მოვემზადები და წამოვალ ახლავე-ვთიშავ ტელეფონს და ვემზადები წასასვლელად.აგარაკზე ასვლას საათს ვუნდები,სახლის უზარმაზარ ჭიშკართან ვაჩერებ მანქანას და გადმოვდივარ,შიგნით შევდივარ და დედაჩემის ოთახისკენ ისე მივაბიჯებ გამარჯობას არავის ვეუბნები,პრინციპში ვერც ვერავის ვამჩნევ ჩემს ირგვლივ. უზარმაზარ ნათელ ოთახში,სადაც არც ლოგინი და არც მსგავსი ნივთები არ მოჭრის ადამიანს თვალს,შუა გულში ფანჯრების წინ ხის გორიალა სკამზე გაშეშებული დედაჩემი ზის.სივრცეს აშტერდება,ვუყურებ და მის თვალებში ვერაფერს ვხედავ,ვეღარც სიყვარულს.უემოციო გამომეტყველება,უემოციო თვალები,არაფრის მთქმელი ხელები და მისი ფერქმთალი სახე,ეს ირის იმ ქალის აგებულება რომელმაც მომავლინა სამყაროს.მისი უმწეოება,უმოძრაობა გულს ნაწილებად მიგლეჯს და ტკივილი სულამდე აღცევს. -დე,მოვედი რომ გინდოდა-მუხლებზე ვდგები და მის გაყინულ,სათუთ ხელებს ჩემსაში ვიქცევ.აღარც ხმას იღებს,ზედაც არ მიყურებს,ვხვდები რომ მალე დედასაც დავკარგავ და თვალს არ ვუსწორებ სიმართლეს -სალომე-ვეძახი ექთანს და ვდგები ფეხზე,ისიც მალევე შემოდის ოთახში -ქალბატონო დამშვიდდა ხო?-თავს აქნევს მწუხარებით-სულ ასე ხდება -არაუშავს,კარგად უნდა იკვებოს და კარგად უნდა მოუაროთ,შესაბამის ანაზღაურებას მიიღებ.გააჩნია რას დაიმსახურებ-მხარზე ვკიდებ ხელს და გავდივარ..მამქამას ვუბრუნდები და ახლა სამსაზურისკენ ვიღებ გეზს. -ქალბატონო ნინა-მორბის დამლაგებელი ლალი და ქოშინით იწყებს-საწყობში ბიჭებს შორის უთანხმოებაა ქალბატონო,იქაურობას ააბუნტებენ-ჩანთად შესასვლელის სავარძელში ვისვრი,უკან მივსდევ ლალის და ვხვდები სიბინძურესა და საშინელ მტვერში..-ფუფ-ხელებს ვიქნევ რომ ჰაერი გავისუფთავო,ანდაც რამის დანახვა რომ შევძლო -აქ რა ამბაავია-ვყვირი ბოლო ხმით და უეხრად ჩუმდება ყველა,სიმშვიდე ისადგურებს მტვერი ნელნელა იწევს ძირს,მათი დანახვა შესაძლებელი მიხდება.ჩამწკრივებულ დაკუნთულ ბიჭებს ვავლებ თვალს,ლუკას ვამჩნევ შეკრულ მუშტებს და არასასიამოვნოდ მხვდება თვალში -ეგ მუშტი ვის?-ხვდება და ხელებს მძიმედ შლის -ქალბატონო ბოდიშით,მე... -ბოდიში?-ხმამაღლა ვხარხარებ მაგრამ ცოტახანს,ეს უბადრული მომუშავე არსება წინ მიდგება,სერიოზული სახით მიშტერებს თვალებს -ქალბატონო ”ნინა” -რამდენს ბედავს ეს რეგვენი?-მინდა გითხრა რომ,ზედმეტად ქედმაღალი ბრძანდები,ამპარტავანო ქალო-თვალები მიდიდდება და სილას ვთავაზობ მარჯვენა ლოყაში -ბედავ და მეპასუხები კიდეც ? -ვბედავ ! შენ ვინ ხარ საერთოდ? ასეთ სანაგვეში ყველგან იშოვნის ადამიანი სამსახურს აქ რომ არ გედგე -გული მიჩქარდება,ამდენი ხალხის წინაშე ვიღაც პირველად მეპასუხება მსგავსად -მერე რატომ იქ არ წახვედი-პატარა ბავშვივით ვეკიდები სიტყვებზე და უნებირად მეღიმება მის მსგავს საქციელზე,რატომ ჯერ მეც არ ვიცი.. -აქ მეტია ხელფასი -რომ გაგაგდო მერე? -მერე ნაკლებიან ხელფასზე წავალ-არ ვაპირებ ასე დათმობას,უფრო მეტიც ბერი იდეა მომდის თავში რითიც გამწარება შემიძლია მისი -კარგი საყვარელო-ვტრიალდები და ნელი ნაბიჯით გამოვდივარ.. რამდენიმე დღე გადის,ჩემი ცხოვრება მთლიანად სამსახურის ეჯაჭვება და მომსახურე პერსონალის კონტროლს. ვამჩნევ რომ ლუკა ცდილობს გამომიწვიოს,აშკარად ცდილობს სამსახურიდან გამაშვებინოს თავი მაგრამ,რატომ ვერ ვაანალიზებ ჯერ.ამიტომ ჩემს მსგავს ნაბიჯს ვამჯობინებ რომ მოვიქცე და დავტვირთო ისე,რომ თავად შემევედროს განთავისუფლებას.. საბრალოს ორჯერ მეტ მძიმე სამუშაოს ვაკისრებ,დასვენებების გარეშე.ისიც არ იმჩნევს დაღლილობას,ვერ ვხვდები როგორ არ მნბდება,უფროდ ა უფრო ვაჭერ მაზოლზე წიხლს და ვტვირთავ მის ძირს დავარდნავდე..ეგ კი არა,წესად ისიც კი შემოვიღე რომ მუშაობის დროს შუა ზამთარში,მოკლე მკლავიანით უნდა იმუშაოს,მხოლოდ მან! მისი სიძულვილია ასეთი ძლიერი თუ სიჯიუტე ვერ გამიგია,ან როგორ შეუძლია გავლენიან პირს ჯიბრი გაუწიოს ასე საოცრად.. მისი სიძლიერე და წინ სვლა მხიბლავს,მიზიდავს და უფრო და უფრო მიპყრობს მასზე ფიქრები დღითიდღე. ალბად ეს იმის ბრალია რომ ქალებს ძლიერი მამაკაცები უყვართ,იზიდავთ,მათი დანამული დაკუნთული სხეული,მიმზიდველი დიდი მრგვალი ტუჩები და მწვანე ლამაზი თვალები..თუმცა ეს ხომ ლუკას აღწერილობაა?ხოდა სწორედ მისი მსგავსები! საკუთარ თავს ვებრძვი,ვცდილობ ღრმად არ შევტოპო მაგრამ არა,ის მაშინვე მიწვევს როგორც კი შენელებას ვცდილობ.მეც არ ვინდობ და ერთმანეთზე უარეს დღეებს ვჩუქნი სამახსოვროდ,მაინტერესებს როდემდე შეუძლია ამის მოთმენა.. როგორც ყოველთვის სამსახურში ვარ,სავარძელში კარგად ჩამთბარი და კაკაოს ჭიქას ვუსვამ თითს.ვფოქრობ დღევანდელობაზე,ხვალინდელ დღეზე და მის შედეგებზე როცა კარებს დუდუ მიღებს -კრასოტკა კაკ ტი?-ქართული აქცენტით ამობს და მობაჯუნებს ფხაკუნით -დუდუუ,მოდი დაჯექი -ვიცინი მეც -ეს საბრალო ლუკა რა დღეში ჩაგიგდია? -რაიყო გეცოდება? -კი ცოდოა,არც ასვენებ,არც აგდებ,არც პასუხს სცემ -ის შემეხვეწოს აქედან წასვლას-თვითკმაყოფილი შევცქერივარ დუდუს რომ ლუკაც აკაკუნებს კარზე და ცოტათი ხსნის,თავს ყოფს შიგნით -შემობრძანდი-ვამბობ და შემოდის,დუდუ ეშმაკურად მიცინის და ლუკას დაჯდომას სთავაზობს -ქალბატონო ნინა-ეტყობა რომ სიტყვა ქალბატონოს თქმა ეხამუშება,თუმვა სხვა რა გზა აქვს-შეიძლება ერთი დღით დავისვენო?-საბრალო თვალებით მიყურებს -რატომ რა მიზეზია? -დედა მყავს ცუდათ-მესმის მისი ტკივილის და ვდუნდები წამიერად -წადი ახლავე,რამდენი დღეც დაგჭირდება დარჩი-ხტება სკამიდან და იღიმის,ოთახიდან გადის და შენობას ტოვებს. ახლა კიდევ ერთი იდეა მომდის თავში -დუდუ -ხო ნინაჭკა -მე ხვალ არ მოვალ,შენ გაბარენ ყველაფერს -რატომ რა ხდება?-თვალს ვუკრავ და უპასუხოდ ვტოვებ. დღე უაზროდ გადის,ამიტომ სახლში ადრე მივდივარ და დასაძინებლად ვწვები რადგან ხვალისთვის მზაკვრული გეგმა მაქვს დაწყიბილი.. ვიგებ ლუკას საცხოვრებელ ადგილს,მასთან ვაპირებ მისვლას.მაღაზიაში შევდივარ ვყიდულობ ათას საჩუქარს,შემდეგ აფთიაქს ვსტუმრობ. ძველ გარეუბანში ვყოფ თავს,სადაც სახლებიე რთმანეთს გავს,თანაც ყველა ერთმანეთის მიყოლებითაა..ლუკას სახლს ადვილად ვაგნებ და კარებზე დაზურგული ვაკაკუნებ,მიხსნის ვიღაც ლამაზი ქალბატონი შავებში შემოსილი -ლუკა აქ ცხოვრობს?-ვიყურები შიგნით -კი დედი დავუძახო?? -თქვენ დედამისი ხართ -კი საყვარელო -ესენი თქვენ მგიყიდეთ,არ უთხრათ რომ აქ ვიყავი-ვამბობდ ა ვწყდები ადგილიდან.ინდენს კი ვერ ვხვდები რომ მან არც კი იცის ვინ ვარ. მანქანაში ვჯდები და კარგად ვეფარები შენობებს,ახლა კარგად ვაპირებ დავაკვირდე ლუკას ყოველდღიურობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.